გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Crosman C31, ანუ პისტოლეტი, რომლითაც გემრიელად გაერთობი
giorgi-RW1k77X2
პოსტი Nov 18 2010, 02:34 PM
პოსტი #1


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,016
რეგისტრ.: 17-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 485



დავიწებ იქიდან, რომ ვისაც უყვარს სროლა, მაგრამ რაღაც-რაღაცა მიზეზების გამო, დილით ადრე სამუშაოდ გასული საღამოს როდესაც უკვე დაბნელებულია მაშინ ბრუნდება სახლში, ვეღარ ახერხებს თავისი საყვარელი თოფის სროლას, ეძებს გამოსავალს, რომ იქნებ როდესმე მაინც რაიმე მოახერხოს, ოღონდ ისროლოს... ნაცნობი სიტუაციაა არა? smile.gif smile.gif smile.gif ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ვარ მე, მაგრამ სანამ ამ "გაჭირვების" გადამტანი საშუალება თავისით არ მოადგა ჩემს ცხოვრებას, მანამდე მე ნაღდად ვერ მოვიფიქრებდი როგორ მოვქცეულიყავი.

ჩემი მეუღლისათვის, გასართობად, ბრმად და დაუფიქრებლად ვიყიდე
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
CO2, BB პისტოლეტი. (ჩემს
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
-ს ვერ ერეოდა გდადასატენად და მეც დავიღალე, როგორია შენ გადატენი და "სხვამ" ისროლოს, ვინც არ უნდა იყოს biggrin.gif ).

აი ასეთია ახალი, შეფუთული:


გახსნილი biggrin.gif :











დატენილი მჭიდი:



მჭიდში ჩადის 18-19 ბურთულა (BB)

ასევე მოყვა თავისი კაბურა:







საკმაოდ კარგი ხარისხის მასალისაგან არის შეკერილი და ძალიან მოსახერხებელი რამეა smile.gif .

ასევე ვიყიდე 6000 ცალიანი მოსპილენძებული ბურთულები (
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
), ზეთი
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
და 12 გრამიანი CO2 ბალონები (
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
) (დიდი მადლობა ბატონ გრიგოლს smile.gif
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
)





------------------------------------------------------------------------------------------------------

პისტოლეტი ძალიან გავს ნამდვილ ცეცხლსასროლ ბერეტას. ვინც კარგად ერკვევა იარაღში, ის კი მიხვდება, რომ რაღაც ცოტა სხვაა , მაგრამ ვისაც გონია რომ "მაგარია" და ცნობს biggrin.gif , სინამდვილეში კი ისე-რა იცის, ნამდვილად ვერ გაარჩევს ცეცხლსასროლისაგან. პისტოლეტი გარედან არის პლასტიკის. აქვს fiber optic ღია (რა თქმა უნდა) სამიზნეები, რაც ძალიან მოსახერხებელს ხდის იარაღის შებინდებულში სროლას (საკმარისია სულ ცოტა სინათლე, მთავარია ხედავდე იმ ობიექტს, რაზე სროლასაც აპირებ). ძალიან კარგად "ზის" ხელში, არ არის მძიმე და შესაბამისად, საკმაოდ მოსახერხებელი სასროლია.

სიმართლე რომ გითხრათ, ამობეჭდილ სამიზნეზე არ მისვრია, მაგრამ საკმაოდ კარგად მიაქვს მიზანში, 10-15მეტრის მანძილზე ნაბეღლავის პლასტმასის ბოთლზე და მისნაირებზე გავერთე ხოლმე და საკმაოდ შედეგიანადაც. ძალაც საკმარისი აქვს (მგონი), თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ვისროდი და იქვე ჩვენი "ჯიგრული" "კაცური" საქციელის ნაყოფი, "საქართველოს და საქართველოს ბუნების სიყვარულში" ქეიფის მერე დაყრილი "კილკის" და მისთანა სხვა კონსერვის რკინის ყუთები ეყარა. რომ ვესროლე გახვრიტა, ზნაჩიტ ძალასაც არ უნდა უჩივოდეს CO2 პისტოლეტის თაობაზე smile.gif.

რაც შეეხება გასროლების რაოდენობასა და ტყვიის სიჩქარეს... საინტერესო საკითხია მგონი ხომ? smile.gif
როგორც ბატონმა გრიგოლმა მითხრა როდესაც ბალონებს ვყიდულობდი, ერთი ბალონით დაახლოებით 80-100 გასროლა შეიძლება გამოვიდესო (მე რა თქმა უნდა მესიამოვნა), რაც შეეხება სიჩქარეს, ეს საკითხი მისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა.

ორიოდე დღის წინ მივლინებით ვიყავი წასული გორისკენ, პატივცემული ფიშტო თავისი ბალონებით, ზეთითა და ტყვიებით მანქანაში მედო, საბედნიეროდ ქრონოგრაფიც smile.gif. სადღაც 1-2 საათისათვის, როდესაც იქაურებისათვის შესვენება იყო, ყველა საჭმელად წავიდა, მე კი დავქოქე მანქანა და გავეშურე ახლომდებარე მინდვრისაკენ. მოვნახე უსაფრთხო ადგილი, გავშალე ქრონი, დავაწვეთე ბალონის თავზე 2 წვეთი ზემოთხსენებული ზეთი (ინსტრუქციის თანახმად biggrin.gif ), ჩავდე პისტოლეტში, გადმოვყარე BB ბოთლიდან, დავტენე მჭიდი, შევაცურე იმავე ფიშტოში smile.gif , მოვიმარჯვე საწერკალამი და რვეული, გავხსენი დამცველი და.....

.... და დავიწყე ქრონის გავლით სროლა ! smile.gif . ცოტა მეტი ინტერესიც რომ მიმეცა, ორი კურდღლის დაჭერის ვარიანტში, რაღაც დაჭ*ლეტილი პლასტმასის ბოთლი ვიპოვე და სამიზნედ გამოვიყენე biggrin.gif .

თავდაპირველად ქრონი მანქანის კაპოტზე მედო. მაგარი მზიანი ამინდი იყო, მზე გვერდულად ანათებდა და ქრონს თავისი დამცავი "ფრთები" ვერ შველიდა, 5-6 ერრორამდე მომცა 25-30 გასროლამდე, მერე კი მოვიფიქრე და "ზაპასკაზე" გადმოვდე მანქანის უკან. აქ კი ქრონამდე ერთგვაროვანი განათება მიდიოდა და შესაბამისად აღარც ისე ხშირად იძლეოდა ერრორს smile.gif.

მაქსიმალური სიჩქარე მივიღე 123.9 მ/წმ, გასროლების რაოდენობა კი... ამან კი გამაკვირვა!!! თითქმის 2-ჯერ მეტი, რასაც მოველოდი... აი აქვე დავდებ Exell-ში აგებულ (სპეც პროგრამა არ მაქვს და როდესაც მოვიცლი მაგასაც გადმოვწერ თუ სადმე ვნახავ) შედეგების გრაფიკს და ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ გადახედოთ.

ქრონოგრაფი "ზაპასკაზე" biggrin.gif :





აი გრაფიკიც:




მოკლედ, მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი არასრული გატესტვის შედეგებით. თვითონ პისტოლეტითაც მაგარი კმაყოფილი ვარ.

ასე რომ, ვისაც ისე ხშირად არ ცალია, რომ დღის განმავლობაში ოპტიკურ სამიზნიანი შაშხანით ისროლოს, შეუძლია იყიდოს ასეთი "სათამაშო" (რომელიც არც თუ ისე სათამაშოა და საკმაოდ საშიშიც კი არის, ძალიან დიდი ალბათობაა ბურთულების ასხლეტვის და საკმაოდ დამაზიანებელი ძალა აქვს ზოგ-ზოგიერთი ადგილისათვის), სამსახურიდან დაღლილი მოსული ჩავიდეს ეზოში, დაალაგოს ლუდის ქილები ან პლასტმასის ბოთლები უსაფრთხო ადგილზე, ისროლოს რამდენიც უნდა და ნაწილობრივ მაინც მოიკლას სროლის ჟინი. მერე აკრიფოს სროლის შედეგად დარჩენილი ნაგავ-ნუგავი, ჩაყაროს ურნაში, ავიდეს სახლში, დალიოს ჩაი და დაიძინოს, რათა მზად იყოს შემდეგი დღისათვის smile.gif , რა იცი, იქნებ დღის სულს მოუწიოს სახლში დაბრუნება და უკვე შაშხანის სროლაც კი შეძლოს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif (კაცი იმედით ცოცხლობს smile.gif )
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
2 გვერდი V  < 1 2  
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (20 - 28)
Quick
პოსტი Nov 21 2010, 10:55 PM
პოსტი #21


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 250
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 136



მომილოცავს, კარგი შენაძენია.
ერთადერთი მე რო გრიგოლთან ვიყავი ხელში შევათამაშე ესეც და თუ არ ვცდები c11-იც. ამას ეტყობოდა ეგრევე მსუბუქია და რაღაც ნიტოა, ის მთლიანად რკინისაა და მე უფრო მომეწონა. შენ ეს რატო აირჩიე? რამე პლიუსები აქვს ამ მოდელს?

კიდევ ერთი შეიძლება ძალიან ნუბი კითხვა: ეს პისტოლეტი და მაგისთანები თვითდამტენიანებია ხო?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Nov 22 2010, 08:05 AM
პოსტი #22


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



Quick
C11 მთლიანად პლასტიკია და C31-ზე მსუბუქიცაა.
ციტატა(Quick @ 21st November 2010 - 11:55 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
კიდევ ერთი შეიძლება ძალიან ნუბი კითხვა: ეს პისტოლეტი და მაგისთანები თვითდამტენიანებია ხო?

კი, თვითდამტენია, ნახევრადავტომატური
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giorgi-RW1k77X2
პოსტი Nov 22 2010, 09:44 AM
პოსტი #23


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,016
რეგისტრ.: 17-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 485



ციტატა(Quick @ 21st November 2010 - 11:55 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
შენ ეს რატო აირჩიე?


მოლოცვისათვის დიდი მადლობა smile.gif

რაც შეეხება არჩევას, დამიჯერე, რომ არ ამირჩევია, ბრმად ვიყიდე smile.gif ჩემი მიეუღლისათვის გასართობად
პირველ პოსტში დავწერე კიდეც და არც ვიცოდი რა იყო სინამდვილეში. ნაჩქარევად გადავწყვიტე და ვიყიდე.
გამიმართლა, მე ასე ვთვლი smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Quick
პოსტი Nov 22 2010, 07:21 PM
პოსტი #24


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 250
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 136



gregory
უი, ესე იგი მე ამერია ესენი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nso
პოსტი Feb 20 2011, 10:49 PM
პოსტი #25


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 104
რეგისტრ.: 17-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 896



მივესალმები ყველა ფორუმელს, მე ამ ფორუმის ახალბედა ვარ და უკვე მეწვიე ბედნიერება გავცნობოდი ბატონგრიგოლს როგორც აქ მას უწოდებენ, ნამდვილას სასარგებლო რჩევების მომცემი, ობიექტური და გულწრფელი ადამიანი, რომელმაც მირჩია ამ იარაღის შეძენა, თუმცაღა 10 დოლარით უფრო ძვირ ბერეტაზე მქონდა არჩევანი გაკეთებული, ვნახოტ როგორი გამოდგება 2 კვირაში წესიტ თბილისში უნდა იყოს. როგორც გავარკვიე სიჩქარე ამ ფასის და ტიპის იარაღებს შორის ერთერთი საუკეთესო აქვს, და როგორც ბევრ სხვა ფორუმში წერენ ახალბედებისთვის კარგი ვარიანტია. ჩემს შთაბეჭდილებებს დავწერ თავის დროზე
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giorgi-RW1k77X2
პოსტი Feb 21 2011, 09:43 AM
პოსტი #26


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,016
რეგისტრ.: 17-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 485



nso
WELCOME და გილოცავ smile.gif .
ფოშტო რომ ჩამოგივა, ვინაიდან ახალბედა ხარ, წინასწარვე მინდა გითხრა (შეიძლება იცოდე კიდეც smile.gif ), რომ ამ ამინდებში, სიცივეს ვგულისხმობ, გარეთ თუ გაისვრი, შეიძლება ძალიან შეშინდე, ხომ არაფერი ჭირსო. სიცივეში co2 ფიშტოებს უჭირს, ძალიან დაბალი სიჩქარით "აფურთხებს" , შენობაში სროლას კი არ გირჩევ, ძალიან საშიშია, ადვილად ისხლიტავს. თუ მაინც და მაინც სროლა გინდა, აუცილებლად იხმარე დამცავი სათვალეები.

ისე მე დღემდე მაქვს და ძალიან კარგი გასართობიაsmile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
VTEC
პოსტი Feb 21 2011, 10:09 AM
პოსტი #27


Outstanding Сasual Dating - Verified Women
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 625
რეგისტრ.: 11-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Usa
წევრი №: 543
ქალაქი:magDandyVE



giorgi-RW1k77X2
გასროლების რაოდენბა ისევ იმდენი შეინარჩუნა? smile.gif

სულ არ ვფიქრობდი CO2 ფიშტოზე მაგრამ შენმა თემამ დამაფიქრა smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giorgi-RW1k77X2
პოსტი Feb 21 2011, 10:18 AM
პოსტი #28


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,016
რეგისტრ.: 17-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 485



ციტატა(VTEC @ 21st February 2011 - 11:09 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
გასროლების რაოდენბა ისევ იმდენი შეინარჩუნა?


არ ვიცი, ნაღდად აღარ შემიმოწმებია.
უბრალოდ არ მომწონს სიცივეში როგორც ისვრის და არც ვთამაშობ.
ისე ინტერესისათვის, თუ დრო გამომიჩნდება, დავთვლი smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
CrosmanC31
პოსტი Jul 31 2013, 12:59 AM
პოსტი #29


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 22-July 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,771
ქალაქი:თბილისი



giorgi-RW1k77X2
გაუმარჯოს, მაინტერესებს შენი ც31 როგორ მდგომარეობაშია, რამე პრობლემები ხომ არ შეგქმნია რაც გაქვს ამ დროის განმავლობაში?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

2 გვერდი V  < 1 2
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd November 2025 - 07:46 AM
Hosted by Pro-Service