


ჩემი მეუღლისათვის, გასართობად, ბრმად და დაუფიქრებლად ვიყიდე Crosman C31 CO2, BB პისტოლეტი. (ჩემს Remington Vantage-ს ვერ ერეოდა გდადასატენად და მეც დავიღალე, როგორია შენ გადატენი და "სხვამ" ისროლოს, ვინც არ უნდა იყოს

აი ასეთია ახალი, შეფუთული:

გახსნილი






დატენილი მჭიდი:

მჭიდში ჩადის 18-19 ბურთულა (BB)
ასევე მოყვა თავისი კაბურა:



საკმაოდ კარგი ხარისხის მასალისაგან არის შეკერილი და ძალიან მოსახერხებელი რამეა

ასევე ვიყიდე 6000 ცალიანი მოსპილენძებული ბურთულები ( Copperhead® BBs ), ზეთი Crosman Pellgun Oil და 12 გრამიანი CO2 ბალონები (CO2 cartridges) (დიდი მადლობა ბატონ გრიგოლს



------------------------------------------------------------------------------------------------------
პისტოლეტი ძალიან გავს ნამდვილ ცეცხლსასროლ ბერეტას. ვინც კარგად ერკვევა იარაღში, ის კი მიხვდება, რომ რაღაც ცოტა სხვაა , მაგრამ ვისაც გონია რომ "მაგარია" და ცნობს

სიმართლე რომ გითხრათ, ამობეჭდილ სამიზნეზე არ მისვრია, მაგრამ საკმაოდ კარგად მიაქვს მიზანში, 10-15მეტრის მანძილზე ნაბეღლავის პლასტმასის ბოთლზე და მისნაირებზე გავერთე ხოლმე და საკმაოდ შედეგიანადაც. ძალაც საკმარისი აქვს (მგონი), თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ვისროდი და იქვე ჩვენი "ჯიგრული" "კაცური" საქციელის ნაყოფი, "საქართველოს და საქართველოს ბუნების სიყვარულში" ქეიფის მერე დაყრილი "კილკის" და მისთანა სხვა კონსერვის რკინის ყუთები ეყარა. რომ ვესროლე გახვრიტა, ზნაჩიტ ძალასაც არ უნდა უჩივოდეს CO2 პისტოლეტის თაობაზე

რაც შეეხება გასროლების რაოდენობასა და ტყვიის სიჩქარეს... საინტერესო საკითხია მგონი ხომ?

როგორც ბატონმა გრიგოლმა მითხრა როდესაც ბალონებს ვყიდულობდი, ერთი ბალონით დაახლოებით 80-100 გასროლა შეიძლება გამოვიდესო (მე რა თქმა უნდა მესიამოვნა), რაც შეეხება სიჩქარეს, ეს საკითხი მისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა.
ორიოდე დღის წინ მივლინებით ვიყავი წასული გორისკენ, პატივცემული ფიშტო თავისი ბალონებით, ზეთითა და ტყვიებით მანქანაში მედო, საბედნიეროდ ქრონოგრაფიც



.... და დავიწყე ქრონის გავლით სროლა !


თავდაპირველად ქრონი მანქანის კაპოტზე მედო. მაგარი მზიანი ამინდი იყო, მზე გვერდულად ანათებდა და ქრონს თავისი დამცავი "ფრთები" ვერ შველიდა, 5-6 ერრორამდე მომცა 25-30 გასროლამდე, მერე კი მოვიფიქრე და "ზაპასკაზე" გადმოვდე მანქანის უკან. აქ კი ქრონამდე ერთგვაროვანი განათება მიდიოდა და შესაბამისად აღარც ისე ხშირად იძლეოდა ერრორს

მაქსიმალური სიჩქარე მივიღე 123.9 მ/წმ, გასროლების რაოდენობა კი... ამან კი გამაკვირვა!!! თითქმის 2-ჯერ მეტი, რასაც მოველოდი... აი აქვე დავდებ Exell-ში აგებულ (სპეც პროგრამა არ მაქვს და როდესაც მოვიცლი მაგასაც გადმოვწერ თუ სადმე ვნახავ) შედეგების გრაფიკს და ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ გადახედოთ.
ქრონოგრაფი "ზაპასკაზე"



აი გრაფიკიც:

მოკლედ, მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი არასრული გატესტვის შედეგებით. თვითონ პისტოლეტითაც მაგარი კმაყოფილი ვარ.
ასე რომ, ვისაც ისე ხშირად არ ცალია, რომ დღის განმავლობაში ოპტიკურ სამიზნიანი შაშხანით ისროლოს, შეუძლია იყიდოს ასეთი "სათამაშო" (რომელიც არც თუ ისე სათამაშოა და საკმაოდ საშიშიც კი არის, ძალიან დიდი ალბათობაა ბურთულების ასხლეტვის და საკმაოდ დამაზიანებელი ძალა აქვს ზოგ-ზოგიერთი ადგილისათვის), სამსახურიდან დაღლილი მოსული ჩავიდეს ეზოში, დაალაგოს ლუდის ქილები ან პლასტმასის ბოთლები უსაფრთხო ადგილზე, ისროლოს რამდენიც უნდა და ნაწილობრივ მაინც მოიკლას სროლის ჟინი. მერე აკრიფოს სროლის შედეგად დარჩენილი ნაგავ-ნუგავი, ჩაყაროს ურნაში, ავიდეს სახლში, დალიოს ჩაი და დაიძინოს, რათა მზად იყოს შემდეგი დღისათვის




