1 სექტემბერი EXTREME BR 25 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
1 სექტემბერი EXTREME BR 25 |
Mar 23 2019, 11:58 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 |
როგორც იქნა გადაწყდა რიგით მეოთხე BR-ის და პირველი EXTREME BR-ის ჩატარების თარიღი, რომელიც ჩატარდება 1 სექტემბერს. შეჯიბრი გადაიდება მხოლოდ ამინდის უკიდურესად გაუარესების შემთხვევაში. ასევე პირველად ქართველი ეარგანელების მიერ ორგანიზებული შეჯიბრებების ისტორიაში პირველად გამოგვიჩნდნენ სპონსორები, რომლებიც პირველ მეორე და მესამე ადგილებს დააჯილდოვებენ საკმაოდ სოლიდური პრიზებით. პრიზებზე ოდნავ მოგვიანებით. ეხლა კი გადავიდეთ წესებზე: EXTREME BENCHREST წესები და პირობები Extreme Benchrest-ის წესები: • დაშვებულია 4.5 კალიბრის ნებისმიერი პნევმატური იარაღი, მიუხედავად მექანიზმის მუშაობისა თუ კლასისა (იგულისხმება როგორც მულტიკომპრესიული, ცო2, ზამბარ დგუშიანი, წინასწარ დაჭირხნული აირის სისტემით, ელექტრო დამრტყმელით, სასხლეტით, რედუქტორით, ურედუქტოროთ) • დაშვებული ნებისმიერი ტიპის სამიზნე მოწყობილობა • დაშვებულია ნებისმიერი ჯერადობის ოპტიკური სამიზნეები, ნებისმიერი დამატებითი შესაძლებლობებით (იქნება ეს სხივის მიმანიშნებელი, მანძილმზომის მქონე თუ სხვა) • არ დაიშვება ჩამოსხმული, BB ტყვიები, მრგვალი ტყვიები, ხელნაკეთი ან ეგრეთწოდებული SLUG ტყვიები, მონაწილემ უნდა გამოიყენოს მხოლოდ მასიური წარმოების diabolo ტიპის ტყვიები • პნევმატური იარაღი შეიძლება იყოს აღჭურბილი კლიპით ან შეძლება იყენებდეს თითო ტყვიის მიწოდების სისტემას • არ დაიშვება ნახევრადავტომატური, ან სრულად ავტომატური იარაღი - ყველა იარაღს უნდა სჭრდებოდეს თითოეული გასროლისთვის მოქმედების შესრულება, ან გააჩნდეს გადატენვის მექანიზმი. • არ დაიშვება მოწყობილობები რომლებიც მსროლელს დაეხმარება კლიპების და მჭიდების ავტომატური დატენვაში • თუ მსროლელი იყენებს მჭიდს, ან კლიპს, აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული ქარხნული მასიური წარმოების მოწყობილობა • არ არის ენერგეტიკის შეზღუდვა • არ არის წონის შეზღუდვა • არ არის კონდახის ფორმის შეზღუდვა • დაშვებულია როგორც კლიპიდან სროლა, ასევე თითო ტყვიის მიწოდებით სროლა • სამიზნეების დისტანცია 75 მეტრი • დაშვებულია ნებისმიერი ტიპის წინა და უკანა საყდენი ბალიშები რომლებიც არ შეიცავს დამატებითი ფიქსაციის და რეგულირების ოპციებს. • სროლისას არ დაიშვება თოფის რეზერვოარზე დაერთებული ნებისმიერი წნევის მიმწოდებელი მოწყობილობა მსროლელს შეუძლია დატენოს თოფი იმდენჯერ რამდენჯერაც ჩათვლის საჭიროდ მისთვის გამოყოფილი ესტაფეტის მანძილზე. გაითვალისწინეთ, უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის თოფმა არ უნდა დატოვოს შეჯიბრის ზონა ესტაფეტის მანძილზე მატჩის ფორმატი: • 25 სამიზნე ერთ მსროლელზე • 1 ტყვია თითო სამიზნეზე • 4 მისასროლი სამიზნე, რომელშიც გასროლების რაოდენობა არაა შეზღუდული • 5 მსროლელი ყოველ ესტაფეტაში • ყველა სასროლი სამიზნე იქნება განთავსებული ერთნაირ მანძილზე და ერთნაირ სამიზნე დაფაზე • მსროლელს შეუძლია გამოიყენოს მისასროლი სამიზნეები თავისი შეხედულებისამებრ, მაგრამ ესტაფეტისთვის გამოყოფილ (მანამდე ერთი გასვლა ხო უნდა გავაკეთოთ და მანდ ჩავატაროთ ექსპერიმენტი 5-6 კაცში ვის რა დრო დაგვჭირდება და დროც მაგის მიხედვით დავაწესოთ) წუთში უნდა ჩაატიოს როგორც მისასროლი გასროლები, ასევე ძირითადი ჩათვლითი გასროლები, დამატებითი დრო და შეღავათი მისროლაზე დახარჯული დროისთვის მსროლელს არ ეძლევა. • მისასროლი ზონის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ჩათვლითი სროლის დაწყებამდე. მონაწილე ჩათვლითი გასროლის დაწყებისთანავე კარგავს მისროლის ზონაში დაბრუნების უფლებას. შეჯიბრის ფორმატი: • ყოველი მსროლელი ესვრის 2 ცალ სამიზნე ქაღალდს საერთო ჯამში 50 ჩათვლითი გასროლა 50 ჩათვლით სამიზნეში (პირველ ქაღალდზე სროლის შემდეგ მსროლელი ელოდება ყველა მონაწილის ესტაფეტის დასრულებას და მეორე რაუნდში ესვრის მეორე ქაღალდის სამიზნეებს, შედეგი დაითვლება ჯამურად ორივე ქაღალდის შედეგით • თითო ესტაფეტაში მონაწილეობს 5 მსროლელი (4 ესტაფეტა სულ), მონაწილეები შემდეგ რაუნდში შეეჯიბრებიან იგივე მონაწილეებს რომლებიც იყვნენ პირველ რაუნდში მისივე ესტაფეტის დროს (ეს უზრუნველყოფს ყველა მსროლელისთვის იგივე პირობებში მონაწილეობას, იგივე 5 მონინააღმდეგის მონაწილეობით) სამიზნეები: • სამიზნის მაგალითი – სავარჯიშო სამიზნე A4 Practice Target • სამიზნის მაგალითი – ოფიციალური Official Extreme Benchrest -ის სამიზნეები • სამიზნეების ზომები და ქულები: • X-ის წრე……… 5.0 მმ • 10-იანი წრე……… 12.0 მმ • 9-იანი წრე………. 30.0 მმ • 8-იანი წრე ……….50.0 მმ • 7-იანი წრე……… 70.0 მმ • 6-იანი წრე……… 90.0 მმ • 5-იანი წრე……… 110.0 მმ • 4-იანი წრე……….130.0 მმ წრეების ზომები მოცემულია მილიმეტრებში ქულების დათვლა: • ქულა ითვლება უმაღლესი ქულის მხარეს • დათვლას ექვემდებარება მხოლოდ სამიზნე წრეში არსებული ხვრელი • ყველა ხვრელი, რომელიც იქნება სამიზნე წრის გარეთ, შეფასდება 3 ქულად • ყველა ნასროლი რომელიც გასცდება სამიზნე ქაღალდზე განტავსებული სამიზნეების სტრიქონს მიჩნეული იქნება როგორც ჩათვლითი გასროლა და დამატებითი გასროლა მსროლელს არ მიეცემა • სამიზნე ზონაში ნებისმიერი დამატებითი გასროლა ჩათვლითი 25 გასროლის გარდა მიჩნეული იქნება როგორც დარღვევა და მსროლელს დაერიცხება 10 საჯარიმო ქულა (განმარტება - საჯარიმო ქულები გამოაკლდება შეჯიბრის დროს მირებულ საერთო შედეგს) • მაქსიმალური ქულა რაც შეიძლება დააგროვოს მსროლელმა არის 250 ქულა და თორმეტი 10X • სროლა არასწორ ან სხვის სასროლ ქაღალდში ავტომატურად ითვლება დისკვალიფიკაციად და მსროლელი გამოეთიშება შეჯიბრს • გასაჩივრება: ნებისმიერი გასაჩივრება ერთხელ გადაიხედება და საბოლოო შედეგს მსაჯები გამოაცხადებენ, რომელიც მეორე ჯერზე არანაერ გადახედვა განხილვას აღარ დაექვემდებარება. დავუბრუნდეთ სპონსორებს და ვინც არ იცის გეტყვით რომ სამივე გამარჯვებულს ინდივიდოალურად დააჯილდოვებს სამი პნევმატურებისა და იარაღის მაღაზიები. ონლაინ მაღაზია iaragi.ge, მაღაზია apachegunshop. რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი იარაღით კანონიერი გართობის მოყვარულთა სახელით. ბანერი პირველ ადგილს მაღაზია snipers.ge-გან გადაეცემა 300 ლარი, მაღაზია iaragi.ge-გან 200 ლარი და მაღზია apachegunshop-გან 200 ლარი, ნაითფორსის ორიგინალი კეპი, მედალი და მთავარი პრიზი მეორე ადგილს მაღაზია snipers.ge-გან გადაეცემა 200 ლარი, მაღაზია iaragi.ge-გან 150 ლარი და მაღზია apachegunshop-გან 150 ლარი, ნაითფორსის კეპი და მედალი მესამე ადგილს მაღაზია snipers.ge-გან გადაეცემა 100 ლარი, მაღაზია iaragi.ge-გან 100 ლარი და მაღზია apachegunshop-გან 150 ლარი, ასევე ნაითფორსის კეპი და მედალი ასევე მაღაზია snipers.ge ყველა მონაწილეს ასაჩუქრებს ფასდაკლებების ვაუჩერებით. რომლებიც შეჯიბრის დასრულებისთანავე შევა ძალაში და შეჯიბრის ყველა მონაწილეს მიეცემა საშუალება ამავე მაღაზიაში 30%-ნი ფასდაკლებით სარგებლობა დანებზე და 20%-ნით იარაღზე. ესეც მთავარი ჯილდო, რომელიც გადაეცემა X BR 2019-ის გამარჯვებულს შეჯიბრში სამონაწილეო თანხა შეადგენს კვლავინდებურად 50 ლარს. რომელიც რაღათმქმაუნდა მოხმარდება სრულად შეჯიბრის ორგანიზებას. მოკლედ მე ჩამოვწერ დღეის მდგომარეობით ყველა მონაწილეს რომელიც აპირებს დიდი ალბათობით შეჯიბრში მონაწილეობას და შემდეგ უკვე ვინც დაემატებით ან გამოაკლდებით ჩაასწორებთ თქვენთითონ. მოკლედ ნელნელა ვისაც შეუძლია დაიწყეთ თანხის ჩარიცხვები რომ ბოლო დღეებში არ მომიწიოს სირბილი ყველაფერზე. სია იქნება წითლად და თანხას ვინც ჩარიცხავს გავამწვანებ. ლიბერთი ბანკი: GE36LB0711162160643001 ა.ძ საქართველოს ბანკი: GE25BG0000000605912800 ა.ძ დანიშნულებაში მიუთითეთ ფორუმის ნიკი და შემდეგ უკვე თავის დაზღვევის მიზნით პმ-ში ან ტელეფონზე მომწერეთ ტრანზაქციის დანარჩენი დეტალები, ჩარიცხვის ზუსტი დრო და ასე შემდეგ. სია იქნება წითლად და თანხა ჩარიცხულ იუზერებს გავამწვანებ, რომ არ ამერიოს. 1) giga2010 2) aleqsa 3) gela 4) ja_ja 5) geojorjika 6) norica_dragon 7) ilariona 8) pilotina 9) NRG 10) okela84 11) S.T.A.L.K.E.R 12) MonSoon სათუო 13) userman 14) datka25 15) kaka8079 16) whisper 17) name 18) soxa 19) beqa სათუო 20) shoti 21) koba1973 სავარჯიშო სამიზნე
მიმაგრებული ფაილ(ებ)ი
| |
> |
|
|
Mar 24 2019, 12:58 AM
პოსტი
#2
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი |
აბა კახეთის საძმო, გააქტიურდით, ბესო, დათკა, დიდი დათო (ორი-ერთში) ზაზა, წინა შეჯიბრივით არ გამაზოთ ახლაც... გელოდებით
| |
> |
|
|
Mar 24 2019, 02:03 AM
პოსტი
#3
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,619 რეგისტრ.: 23-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,202 ქალაქი:თბილისი |
okela84 მინდა ჩემი მადლობა გამოვხატო შენი შემართებისთვის და ორგანიზებისთვის, ასევე სპონსორების მოძიებაში. იმედია კიდევ ბევრი შემოგვიერთდება.
| |
> |
|
|
Mar 24 2019, 06:40 AM
პოსტი
#4
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 453 რეგისტრ.: 23-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,563 ქალაქი:თბილისი |
წარმატებები. ჩემ დაბადების დღეს კი დაემთხვა 12 მაისი
| |
> |
|
|
Mar 24 2019, 01:45 PM
პოსტი
#5
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,104 რეგისტრ.: 5-February 15 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,043 ქალაქი:თბილისი |
pilotina ციტატა(pilotina @ 24th March 2019 - 12:04 PM) როგორ გეკადრებათ, გადახედეთ ექსტრიმ BR-წესებს, არ ტარდება ეს შეჯიბრი ერთ კალიბრში, ეს ჩვენ ვიგონებთ ხოლმე ყოველ ჯერზე ახალ-ახალ რამეებს აბა რაა ... ასეც უნდა იყოს ჩვენ ჩვენი წესები უნდა დავნერგოთ . ყველაფერი კი არ უნდა დავაკოპიროთ . და უნდა დავარქვათ ქართული სახელი , მაგალითად შეჯიბრი მიზანში სროლაში 75 მ . დისტანციაზე პნევმატური თოფებით ... მონაწილეობია თავისუფალია ...
| |
> |
|
|
Mar 25 2019, 12:00 AM
პოსტი
#6
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 503 რეგისტრ.: 28-April 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ბაკურციხე წევრი №: 2,169 ქალაქი:თბილისი |
რაღაც სასიამოვნოდ ავფუთფუთდი ცოტა ადრენალინიც ვიგრძენი
| |
> |
|
|
Mar 25 2019, 12:07 PM
პოსტი
#7
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 |
ციტატა(giga2010 @ 24th March 2019 - 02:03 AM) მინდა ჩემი მადლობა გამოვხატო შენი შემართებისთვის და ორგანიზებისთვის, ასევე სპონსორების მოძიებაში. იმედია კიდევ ბევრი შემოგვიერთდება. გაიხარე გიგა ყოვე;ლი მომდევნო შეჯიბრი ერთი მეორეზე უკეთესი იქნება. სია განახლდა მეგობრებო. ამ წუთისთვის 14 მონაწილე ვართ
| |
> |
|
|
Mar 26 2019, 02:54 PM
პოსტი
#8
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 |
შეჯიბრის ინვენტარია შესაძენი, რომლის დამზადებასაც დრო უნდა და მონაწილეებს გთხოვთ რომ თანხა ცოტა დროულად ჩამირიცხოთ
| |
> |
|
|
Mar 28 2019, 12:37 PM
პოსტი
#9
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,619 რეგისტრ.: 23-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,202 ქალაქი:თბილისი |
okela84 ოკელ, კარგი იქნება თუ ა4 ფორმატზე გვექნება ზუსტი ზომებით სამიზნე. თუ შეძლებ მაგით დაგვეხმარე. მერე ჩვენ ამოვბეჭდავთ
| |
> |
|
|
Mar 28 2019, 03:05 PM
პოსტი
#10
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 |
[attachment=1043:ExtremeB...leTarget.pdf]giga2010 ციტატა(giga2010 @ 28th March 2019 - 12:37 PM) ოკელ, კარგი იქნება თუ ა4 ფორმატზე გვექნება ზუსტი ზომებით სამიზნე. თუ შეძლებ მაგით დაგვეხმარე. მერე ჩვენ ამოვბეჭდავთ A4 -ის სავარჯიშო ვერსია ეს არის და პრინტერის პარამეტრებში მიუთითეთ ან მბეჭდავს მიათითებინეთ Actual size და ასე მიიღებთ შეჯიბრზე არსებული სამიზნის ზუსტ დიამეტრს. userman ციტატა(userman @ 28th March 2019 - 02:53 PM) რაღაც ვერ გავიგე, ორჯერ მისვლა რატომ ? ნუთუ ერთხელ მისვლა და 25 სროლა საკმარისი არ იქნება გამარჯვებულის გამოსავლენად ? გამართლების ფაქტორის შესამცირებლად.
მიმაგრებული ფაილ(ებ)ი
| |
> |
|
|
Mar 28 2019, 06:51 PM
პოსტი
#11
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,104 რეგისტრ.: 5-February 15 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,043 ქალაქი:თბილისი |
okela84 ციტატა(aleqsandre @ 28th March 2019 - 04:05 PM) გამართლების ფაქტორის შესამცირებლად. კი მაგრამ : 1 ) იზრდება დრო შეჯიბრის . 2 ) ქულების დათვლის . 3 ) შეიძლება ერთ დღეში ვერ მორჩეს . თუ მონაწილეების რაოდენობა 10 ან მეტი იქნება . კიდევ ერთი შეკითხვა : თანაბარი ქულების შემთხვევაში რას ვითვალისწინებთ ?
| |
> |
|
|
Mar 28 2019, 08:01 PM
პოსტი
#12
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,338 რეგისტრ.: 22-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,990 ქალაქი:თბილისი |
userman ციტატა(userman @ 28th March 2019 - 07:51 PM) კიდევ ერთი შეკითხვა : თანაბარი ქულების შემთხვევაში რას ვითვალისწინებთ ? X- ების რაოდენობით. ვისაც მეტი X ექნება ის იღებს უპირქტესობას
| |
> |
|
|
Mar 28 2019, 08:42 PM
პოსტი
#13
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 |
userman ბესო შენი აზრით პირდაპირ ასე ვაბრეხვებთ წესებს და არ ვსმჯელობთ ან არ ვფიქრობთ ამ ყველაფერზე ? თითოეულ მონაწილეზე გამოყოფილი დრო ცნობილია , მაგიდების რაოდენობა ცნობილია, მონაწილეების სავარაუდო რაოდენობაც ცნობილია რაც იმას ნიშნავს რომ შეჯიბრის ხანგრძლივობის დადგენისთვის არც მკითხავთან წასვლა დაგვჭირვებია და არც ზე მათემატიკა
| |
> |
|
|
Apr 3 2019, 12:17 PM
პოსტი
#14
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი |
okela84 ერთი აზრი დამებადა, უცხოურ შეჯიბრებს რასაც ვუყურებ გამარჯვებულებს დაჯილდოვებისას რაღაც სპეციალურად დაბეჭდილ პატარა სტიკერებსაც აძლევენ, რომელიც კონკრეტულად გამარჯვებულ თოფზე ეკვრის. ერტი ვიდეო მაქვს ნანახი ვიღაც პნევმო მოყვარულები შეხვდნენ ერტმანეტს და ერთერთს კონდახზე 4 თუ 5 სტიკერი ქონდა მიკრული და ეს მეორე ჯერ გაკვირვებული ატვალიერებდა მერე სულ ზეპირად ჩამოთვალა სად ქონდა პრიზები მოგებული იმ თოფს. ანუ ზედ სტიკერზე იყო დატანილი შეჯიბრის თარიღი (წელი მხოლოდ) და შეჯიბრის სახეობა. და ამ მეორე კაცმა გაკვირვება გამოთქვა არმეგონა თუ ამდენი კონკურსის გამარჯვებული იყავიო და იმ პატრონმა, მე არაო წინა მფლობელი იყოვო ამეების პრიზიორიო და მე მისგან შევიძინე ესეთი ჩემპიონი თოფიო სიამაყით განუცხადა. ხოდა ამიტ იმის თქმა მინდა ბიჭებო ჩვენც ხომარ დაგვენერგა იგივე წესი? ანუ მონაწილესტან ერტად თოფზეც რომ იყოს რაიმე არმნიშვნელი გამარჯვების ნიშანი? მითუმეტეს არც ისე დიდი სტიკერებია (ალბათ 3 სმ. იქნებოდა დიამეტრში) და არამგონია ძვირი დაგვიჯდეს მაგეების დაბეჭვდა?
| |
> |
|
|
Apr 3 2019, 06:44 PM
პოსტი
#15
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,104 რეგისტრ.: 5-February 15 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,043 ქალაქი:თბილისი |
aleqsa ისე გამარჯვებული თოფი , კი უნდა ღირდეს მინიმუმ ორჯერ მეტი თვითღირებულებასთან შედარებით .
| |
> |
|
|
Apr 3 2019, 07:56 PM
პოსტი
#16
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი |
userman ორმაგი ფასის რა გითხარ ბესო ძმობილო, მარა ვფიქრობ რომ თოფებსაც არ აწყენდათ დაფასება და გამარჯვებულ მონაწილეებთან ერთად თოფებსაც რომ დავდოთ პატივი, თუნდაც მცირე სტიკერის სახით არ იქნებოდა ურიგო ნამდვილად?
| |
> |
|
|
Apr 3 2019, 08:24 PM
პოსტი
#17
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,104 რეგისტრ.: 5-February 15 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,043 ქალაქი:თბილისი |
aleqsa მე თანახმა ვარ . თუ გინდა ამოვტვიფროთ ბორ მანქანით . რავი სტიკერი შეიძლება აძვრეს რა იცი , რა ხდება ...
| |
> |
|
|
Apr 3 2019, 09:41 PM
პოსტი
#18
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი |
userman ეხლა "გრავიროვშიკის" დაქირავების თანხა სულ არ გვიქუჩდება ბიუჯეტში და დანარჩენ ხარჯებს რა ვუყოთ? 5--10 ცალი სტიკერის დაბეჭვდა კიდევ გაწი გაფხრიწე 20 ლარი დაგვიჯდეს?
| |
> |
|
|
Apr 10 2019, 10:52 PM
პოსტი
#19
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 503 რეგისტრ.: 28-April 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ბაკურციხე წევრი №: 2,169 ქალაქი:თბილისი |
კვარცხლბეკი მზად არის და ელოდება პრიზიორებს, პირველი ადგილის პრიხვატკები გავამყარე შეძლებისდაგვარად მაინც არ ენდოთ რავი
| |
> |
|
|
Apr 10 2019, 11:17 PM
პოსტი
#20
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,619 რეგისტრ.: 23-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,202 ქალაქი:თბილისი |
NRG მაგარი გამოვიდა
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:07 PM |
Hosted by Pro-Service |