ასევე პირველად ქართველი ეარგანელების მიერ ორგანიზებული შეჯიბრებების ისტორიაში პირველად გამოგვიჩნდნენ სპონსორები, რომლებიც პირველ მეორე და მესამე ადგილებს დააჯილდოვებენ საკმაოდ სოლიდური პრიზებით. პრიზებზე ოდნავ მოგვიანებით.
ეხლა კი გადავიდეთ წესებზე:
EXTREME BENCHREST
წესები და პირობები
Extreme Benchrest-ის წესები:
• დაშვებულია 4.5 კალიბრის ნებისმიერი პნევმატური იარაღი, მიუხედავად მექანიზმის მუშაობისა თუ კლასისა (იგულისხმება როგორც მულტიკომპრესიული, ცო2, ზამბარ დგუშიანი, წინასწარ დაჭირხნული აირის სისტემით, ელექტრო დამრტყმელით, სასხლეტით, რედუქტორით, ურედუქტოროთ)
• დაშვებული ნებისმიერი ტიპის სამიზნე მოწყობილობა
• დაშვებულია ნებისმიერი ჯერადობის ოპტიკური სამიზნეები, ნებისმიერი დამატებითი შესაძლებლობებით (იქნება ეს სხივის მიმანიშნებელი, მანძილმზომის მქონე თუ სხვა)
• არ დაიშვება ჩამოსხმული, BB ტყვიები, მრგვალი ტყვიები, ხელნაკეთი ან ეგრეთწოდებული SLUG ტყვიები, მონაწილემ უნდა გამოიყენოს მხოლოდ მასიური წარმოების diabolo ტიპის ტყვიები
• პნევმატური იარაღი შეიძლება იყოს აღჭურბილი კლიპით ან შეძლება იყენებდეს თითო ტყვიის მიწოდების სისტემას
• არ დაიშვება ნახევრადავტომატური, ან სრულად ავტომატური იარაღი - ყველა იარაღს უნდა სჭრდებოდეს თითოეული გასროლისთვის მოქმედების შესრულება, ან გააჩნდეს გადატენვის მექანიზმი.
• არ დაიშვება მოწყობილობები რომლებიც მსროლელს დაეხმარება კლიპების და მჭიდების ავტომატური დატენვაში
• თუ მსროლელი იყენებს მჭიდს, ან კლიპს, აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული ქარხნული მასიური წარმოების მოწყობილობა
• არ არის ენერგეტიკის შეზღუდვა
• არ არის წონის შეზღუდვა
• არ არის კონდახის ფორმის შეზღუდვა
• დაშვებულია როგორც კლიპიდან სროლა, ასევე თითო ტყვიის მიწოდებით სროლა
• სამიზნეების დისტანცია 75 მეტრი
• დაშვებულია ნებისმიერი ტიპის წინა და უკანა საყდენი ბალიშები რომლებიც არ შეიცავს დამატებითი ფიქსაციის და რეგულირების ოპციებს.
• სროლისას არ დაიშვება თოფის რეზერვოარზე დაერთებული ნებისმიერი წნევის მიმწოდებელი მოწყობილობა
მსროლელს შეუძლია დატენოს თოფი იმდენჯერ რამდენჯერაც ჩათვლის საჭიროდ მისთვის გამოყოფილი ესტაფეტის მანძილზე. გაითვალისწინეთ, უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის თოფმა არ უნდა დატოვოს შეჯიბრის ზონა ესტაფეტის მანძილზე
მატჩის ფორმატი:
• 25 სამიზნე ერთ მსროლელზე
• 1 ტყვია თითო სამიზნეზე
• 4 მისასროლი სამიზნე, რომელშიც გასროლების რაოდენობა არაა შეზღუდული
• 5 მსროლელი ყოველ ესტაფეტაში
• ყველა სასროლი სამიზნე იქნება განთავსებული ერთნაირ მანძილზე და ერთნაირ სამიზნე დაფაზე
• მსროლელს შეუძლია გამოიყენოს მისასროლი სამიზნეები თავისი შეხედულებისამებრ, მაგრამ ესტაფეტისთვის გამოყოფილ (მანამდე ერთი გასვლა ხო უნდა გავაკეთოთ და მანდ ჩავატაროთ ექსპერიმენტი 5-6 კაცში ვის რა დრო დაგვჭირდება და დროც მაგის მიხედვით დავაწესოთ) წუთში უნდა ჩაატიოს როგორც მისასროლი გასროლები, ასევე ძირითადი ჩათვლითი გასროლები, დამატებითი დრო და შეღავათი მისროლაზე დახარჯული დროისთვის მსროლელს არ ეძლევა.
• მისასროლი ზონის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ჩათვლითი სროლის დაწყებამდე. მონაწილე ჩათვლითი გასროლის დაწყებისთანავე კარგავს მისროლის ზონაში დაბრუნების უფლებას.
შეჯიბრის ფორმატი:
• ყოველი მსროლელი ესვრის 2 ცალ სამიზნე ქაღალდს საერთო ჯამში 50 ჩათვლითი გასროლა 50 ჩათვლით სამიზნეში (პირველ ქაღალდზე სროლის შემდეგ მსროლელი ელოდება ყველა მონაწილის ესტაფეტის დასრულებას და მეორე რაუნდში ესვრის მეორე ქაღალდის სამიზნეებს, შედეგი დაითვლება ჯამურად ორივე ქაღალდის შედეგით
• თითო ესტაფეტაში მონაწილეობს 5 მსროლელი (4 ესტაფეტა სულ), მონაწილეები შემდეგ რაუნდში შეეჯიბრებიან იგივე მონაწილეებს რომლებიც იყვნენ პირველ რაუნდში მისივე ესტაფეტის დროს (ეს უზრუნველყოფს ყველა მსროლელისთვის იგივე პირობებში მონაწილეობას, იგივე 5 მონინააღმდეგის მონაწილეობით)
სამიზნეები:
• სამიზნის მაგალითი – სავარჯიშო სამიზნე A4 Practice Target
• სამიზნის მაგალითი – ოფიციალური Official Extreme Benchrest -ის სამიზნეები
• სამიზნეების ზომები და ქულები:
• X-ის წრე……… 5.0 მმ
• 10-იანი წრე……… 12.0 მმ
• 9-იანი წრე………. 30.0 მმ
• 8-იანი წრე ……….50.0 მმ
• 7-იანი წრე……… 70.0 მმ
• 6-იანი წრე……… 90.0 მმ
• 5-იანი წრე……… 110.0 მმ
• 4-იანი წრე……….130.0 მმ
წრეების ზომები მოცემულია მილიმეტრებში
ქულების დათვლა:
• ქულა ითვლება უმაღლესი ქულის მხარეს
• დათვლას ექვემდებარება მხოლოდ სამიზნე წრეში არსებული ხვრელი
• ყველა ხვრელი, რომელიც იქნება სამიზნე წრის გარეთ, შეფასდება 3 ქულად
• ყველა ნასროლი რომელიც გასცდება სამიზნე ქაღალდზე განტავსებული სამიზნეების სტრიქონს მიჩნეული იქნება როგორც ჩათვლითი გასროლა და დამატებითი გასროლა მსროლელს არ მიეცემა
• სამიზნე ზონაში ნებისმიერი დამატებითი გასროლა ჩათვლითი 25 გასროლის გარდა მიჩნეული იქნება როგორც დარღვევა და მსროლელს დაერიცხება 10 საჯარიმო ქულა (განმარტება - საჯარიმო ქულები გამოაკლდება შეჯიბრის დროს მირებულ საერთო შედეგს)
• მაქსიმალური ქულა რაც შეიძლება დააგროვოს მსროლელმა არის 250 ქულა და თორმეტი 10X
• სროლა არასწორ ან სხვის სასროლ ქაღალდში ავტომატურად ითვლება დისკვალიფიკაციად და მსროლელი გამოეთიშება შეჯიბრს
• გასაჩივრება: ნებისმიერი გასაჩივრება ერთხელ გადაიხედება და საბოლოო შედეგს მსაჯები გამოაცხადებენ, რომელიც მეორე ჯერზე არანაერ გადახედვა განხილვას აღარ დაექვემდებარება.


დავუბრუნდეთ სპონსორებს და ვინც არ იცის გეტყვით რომ სამივე გამარჯვებულს ინდივიდოალურად დააჯილდოვებს სამი პნევმატურებისა და იარაღის მაღაზიები. ონლაინ მაღაზია iaragi.ge, მაღაზია apachegunshop. რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი იარაღით კანონიერი გართობის მოყვარულთა სახელით.
ბანერი

პირველ ადგილს მაღაზია snipers.ge-გან გადაეცემა 300 ლარი, მაღაზია iaragi.ge-გან 200 ლარი და მაღზია apachegunshop-გან 200 ლარი, ნაითფორსის ორიგინალი კეპი, მედალი და მთავარი პრიზი
მეორე ადგილს მაღაზია snipers.ge-გან გადაეცემა 200 ლარი, მაღაზია iaragi.ge-გან 150 ლარი და მაღზია apachegunshop-გან 150 ლარი, ნაითფორსის კეპი და მედალი
მესამე ადგილს მაღაზია snipers.ge-გან გადაეცემა 100 ლარი, მაღაზია iaragi.ge-გან 100 ლარი და მაღზია apachegunshop-გან 150 ლარი, ასევე ნაითფორსის კეპი და მედალი
ასევე მაღაზია snipers.ge ყველა მონაწილეს ასაჩუქრებს ფასდაკლებების ვაუჩერებით. რომლებიც შეჯიბრის დასრულებისთანავე შევა ძალაში და შეჯიბრის ყველა მონაწილეს მიეცემა საშუალება ამავე მაღაზიაში 30%-ნი ფასდაკლებით სარგებლობა დანებზე და 20%-ნით იარაღზე.

ესეც მთავარი ჯილდო, რომელიც გადაეცემა X BR 2019-ის გამარჯვებულს


შეჯიბრში სამონაწილეო თანხა შეადგენს კვლავინდებურად 50 ლარს. რომელიც რაღათმქმაუნდა მოხმარდება სრულად შეჯიბრის ორგანიზებას.
მოკლედ მე ჩამოვწერ დღეის მდგომარეობით ყველა მონაწილეს რომელიც აპირებს დიდი ალბათობით შეჯიბრში მონაწილეობას და შემდეგ უკვე ვინც დაემატებით ან გამოაკლდებით ჩაასწორებთ თქვენთითონ.
მოკლედ ნელნელა ვისაც შეუძლია დაიწყეთ თანხის ჩარიცხვები რომ ბოლო დღეებში არ მომიწიოს სირბილი ყველაფერზე.
სია იქნება წითლად და თანხას ვინც ჩარიცხავს გავამწვანებ.
ლიბერთი ბანკი: GE36LB0711162160643001 ა.ძ
საქართველოს ბანკი: GE25BG0000000605912800 ა.ძ
დანიშნულებაში მიუთითეთ ფორუმის ნიკი და შემდეგ უკვე თავის დაზღვევის მიზნით პმ-ში ან ტელეფონზე მომწერეთ ტრანზაქციის დანარჩენი დეტალები, ჩარიცხვის ზუსტი დრო და ასე შემდეგ.
სია იქნება წითლად და თანხა ჩარიცხულ იუზერებს გავამწვანებ, რომ არ ამერიოს.
1) giga2010
2) aleqsa
3) gela
4) ja_ja
5) geojorjika
6) norica_dragon
7) ilariona
8) pilotina
9) NRG
10) okela84
11) S.T.A.L.K.E.R
12) MonSoon სათუო
13) userman
14) datka25
15) kaka8079
16) whisper
17) name
18) soxa
19) beqa სათუო
20) shoti
21) koba1973
სავარჯიშო სამიზნე