გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Bushnell Yardage Pro Sport 450 Laser Rangefinder, ლაზერული ძაფები კორპუსებს შორის
ja_ja
პოსტი Aug 17 2009, 05:19 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ალბათ გახსოვთ სულ ვუტრიალებდი მანძილმზომებს, ნახ ის მინდოდა ხან ეს, მინდოდა იაფად და შორ მანძილზე მომუშავე, მოკლედ ბევრი ვაი ვაგლახის მერე ავარჩიე აიეს მოდელი

მე ეს შტუკა დამიჯდა150$ პლიუს 8.75 ლარი ჩამოტანა, მაგრამ ამჯერად ფასი ამაზონზე კოშმარულად გაზრდილია 169$ ღირს, არადა როცა 150$-ად ვყიდულობდი მაშინ მეჩვენებოდა ამ მანძილმზომის ფასი ძვირი, იმიტომ რომ იგივე მანძილმზომი იბეიზე იყიდებოდა 119.99$-ად + 10$ შიპინგი (ოღონდ იყიდებოდა დემო ვერსია, ანუ სრულიად მუსა ვერსიაა, პროსტა კოლოფი ჰქონდა თეთი, წარწერების გარეშე. ყოდოდა მაღაზია opticplanet-ი იყო 10ცალი, ახლა კი არცერთი აღარაა დარჩენილი), ანუ სულ 130$, მარა მაინცა და მაინც PayPal-ით გვინდა ფულიო. ეჰჰჰჰჰ

თუმცა ახლა თუ ყიდვა ვინმეს გინდათ ისევ შეგიძლიათ იაფად დაითრიოთ, უფასო შიპინგით, ანუ 130$-ად ამისათვის უნდა შეიძინოთ opticplanet-ის ონლაინ მაღაზიაში მე ამ მაღაზიაში არასდროს ამ შემიძენია არაფერი, ასე რომ ვერ გირჩევთ რა და როგორაა, მოგიწევთ გარისკვა, უბარლოდ ბევრი ამერიკული საიტი ჩვენს ბარათებს არ იღებენ. ასე მაგალიტად კაბელას-ზე ჯორჯიკასთვის შარვალს ვყიდულობდით, თითქოს ბარათი მიიღო, მაგრამ ბოლოს უარი გტკიცეს sad.gif

ჯანდაბას მივეცი 20$-ით მეტი და კმაყოფილი ვარ. ახლა რომ მეყოდა კიდევ 20$-ით მეტი დამიჯდებოდა smile.gif

ასე თუ ისე ეს ლაზერული მანძილმზომი გუშინ მე-13 გასვლისას ყველა მონაწილემ ვიხილეთ. მოგვცა მშვენიერი შედეგები ცდომილება პლიუს მინუს 1 მეტრია, ანუ 50 მეტრიან მანძილზე დაწერს, ან 49 მეტრს ან 50 მეტრსან 51 მეტრს, რაც სავსებით მისაღებია.

რატომ ავარჩიე ეს მოდელი და არა სხვა? უბრალოდ საიტების დათვალიერებისას გაირკვა რომ ამ მოდელს ყველაზე ნაკლებად ემდუროდნენ, პლიუს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაზომის დისტანცია 5 იარდიდან 1000 იარდამდე, მეტრებში ეს არის 5 მეტრიდან 913 მეტრამდე.

ამ მანძილმზომს აქვს 4x ჯერადობა, რაც დამატებით კომფორტს იძლება, მაგრამ იმის გამო რომ ჯერადობა მხოლოდ 4x-ია, აქვს გარკვეული შეზღუდვები საზომ დისტანციებზე, ანუ:

1) პატარა ობიექტები - ანუ ცხოველები, მიყუდებული ბორბალი და სხვა ამდაგვარი იზომება 5 მეტრიდან 183 მეტრამდე.
2) საშუალო ობიექტები - მაგალითად ხეები იზომება 411 მეტრამდე, ორიენტირის ასაღებად მშვენიერი გამოსავალია, მაგრამ თუ ცხოველი ტრიალ მინდორზეა და 400 მეტრზე შორს, მაშინ დისტანციას ვეღარ გაზომავთ. თუმცა მოდი რეალობას შევხედოთ თვალებში - რაფრა გინდათ თუნდაც 200 მეტრზე პნევმატიკით რაიმე ცხოველს გაარტყათ??? biggrin.gif biggrin.gif
3) დიდი ობიექტები - საუბარია შენობებზე, სახლი ეკლესია და სხვა ასეთი, ასეთ ობიექტებამდე მანძილი მაქსიმალურ შესაძლებლამდე იზომება და შეადგებს 913 მეტრს.

გუშინდელი გასვლისას ვნახეთ რომ 300 და 400 მეტრზე არსებულ ხეებსა თუ ბუჩქებს მშვენივრად აფიქსირებდა, ისევე როგორც 20-60 მეტრზე არსებულ სამიზნეებს.

მოკლედ ვთვლი რომ კაი შენაძენია, მაგრამ სანამ თქვენც გადაწყვიტავთ კარგად შეისწავლეთ ბაზარი, ფაქტია რომ ამ მოწყობილობის ფასდაკლების შემთხვევაში შესაძლებელია 130$-ად დათრევა, თუმცა იგივე ebay-ზე შეიძლება 250$-ად ამაზონზე ზოგიერთი ქაჯი მაღაზია საერთო 380$ აფასებს. თან არ დაგავიწყდეთ ჩვენთან 300 ლარზე მეტის შემოტანა განბაჟების გარეშე არ შეიძლება, ასე რომ მაქსიმალური ზღვარი თავისი შიფინფიანად არ უნდა გამოგივიდეთ 170$-ზე მეტი.

ახლა დავუბრუნდეთ თვითონ მანძილმზომის მიმოხილვას.

ასე გამოიყურება კოლოფი გარედან, ეს არის წინა ხედი.


რა თქმა უნდა, ეს კოლოფი ტრანსპორტირებისას ცალკე დამცავ ტრანსპორტირების კოლოფში იყო შეფუთული, ყურადღებას ამ წვრილმან დეტალზე ვამახვილებ იმიტომ რომ კოლოფზე გარედან ეწერა ფრიან სახალისო წარწერა. წარწერა იყო ასეთი - აუდიო. მგონი საბაჟოზე გახსნეს, ატრიალეს ატრიალებს, ვერაფერი გაიგეს და ბოლოს წარეწრას მიადგნენ bu-bu bla. bli, blu... blutus.. (ნუ ახლა Bushnell-ი ვერ წაიკითხეს და ვერ მიხვდნენ), ბლუთუსია მაგის დედაცო და მიაწერეს აუდიო პლეერიაო biggrin.gif (სამწუხაროდ ვერ მოვიფიქრე რომ ფაქტი შემენახა და აქ დამედო, კოლოფი სიხარულით გზაშივე გავხსენი და გარე მუყაო იქვეარსებულ ნაგვის ურნაში)

უკანა მხარე შესაბამისი წარწერებით და ინფორმაციით


გახსნის პირველი ეტაპი


გახსნილი კოლოფი და შიგთავსი


წინა და უკანა ხედები




ხელში როგორ გამოიყურება რომ ზომებიგასაგები იყოს




ესეც პატარა ვიდეოიმისათვის რომ წარმოვიდგინოთ რამხელაა, თუმცა ამ მოწყობილობის ზომა ალბათ უკვე დაინახეთ მე-13 გასვლის ვიდეო რეპორტის ნახვისას.


ეს ის ადგილია სადაც აკუმულატორი იდება


როგროც ხედავთ მუშაობს 9 ვოლტიან ენერჯაიზერის ელემენტზე, ნიკელ კადმიუმიანი ელემენტები არ გამოიყენოთო ასე უწერია, მხოლოდ ალკალინის ელემენტებიო.

ჰო სხვათაშორის სწორედ ამ ელემენტის ჩასადებ ადგილზე აქვს პატარა გადამრთველი, რომელიც განსაზღვრავს მეტრებში თუ იარდებში გამოჩნდეს ეკრანზე ინფორმაცია.

მუშაობისთვის გამოიყენება 1 ღილაკი, ანუ თავიდან ვაჭერთ ამ ღილაკს და მოწყობილობა აქტიურდება 30 წამით, ინტეგრირებულ ეკრანზე ჩნდება სამიზნე, ვიღებთ მანძილმზომს და უკანა ოკულარიდან ვიყურებით, ვუმიზნებთ ჯვარს სასურველ ობიექტს და კიდევ ერთხელ ვაჭერთ ღილაკს, ჩნდება მანძილი ობიექტამდე პლიუს/მინუს 1 მეტრის სიზუსტით.

30 წამი უმუშევრობის შემდეგ ენერგიის შენარჩუნების მიზნით ეკრანი ითიშება. სულ ესაა მანძილმზომის მუშაობა. აი პრინციპი კი მუშაობის შემდეგია

წინა მხარეს მარცხნივ არსებული ლინზა გამოიყენება იმისათვის რომ ადამიანმა გამოიხედოს, ხოლო მარჯვენა მხარეს არსებული შეორებული ობიექტივიდან ერთი გამოსცემს ლაზერის სხივს, ხოლო მეორე კი იჭერს არეკვლილ სხივს. შემდეგ მოქმედებს მათემატიკა, სხივის გამოტყორცნიდან არეკვლიდან და უკან დაჭერამდე რა დრო იყო საჭირო? ამ დროს შესაბამისი ფორმულებით ანგარიშობს მოწყობილობა. კონკრეტულად რა ტიპის ლაზერი გამოიყენება და რა სიჩქარე ახასიათებს მას არ ვიცი, სავარაუდოდ სტანდარტულ სინათლის სიჩქარეზეა საუბარი, ერთადერთი ვიცი რომ საუბარის ნანო და მიკროწამებზე.

ესეც ბოლო სურათი თავისი ჩანთით.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   Bushnell Yardage Pro Sport 450 Laser Rangefinder   Aug 17 2009, 05:19 PM
- - dawiti   კარგი რამე შეგიძენ...   Aug 17 2009, 06:47 PM
- - geojorjika   კარგი შენაძენია მა...   Aug 17 2009, 06:49 PM
- - parna   მაგარი რამეა გაიტე...   Aug 18 2009, 01:24 AM
- - vito   აუუუუუუუუუუუუ, სულ...   Aug 19 2009, 12:03 AM
- - bazuka   მაგარი რამეა ძაან ...   Aug 19 2009, 09:47 AM
- - ja_ja   vito ციტატა(vito @ 19th August 2...   Aug 19 2009, 09:56 AM
- - bazuka   ja_ja ციტატა(ja_ja @ 19th August...   Aug 19 2009, 10:10 AM
- - nihontoman   გილოცავ ჯაჯა, კარგ...   Aug 19 2009, 10:27 AM
- - ja_ja   bazuka ციტატა(bazuka @ 19th Augu...   Aug 19 2009, 10:34 AM
- - bazuka   ja_ja ციტატა(ja_ja @ 19th August...   Aug 19 2009, 10:48 AM
- - maqsimusa   გამარჯობათ მინდა...   Apr 3 2015, 04:14 PM
- - pilotina   maqsimusa თუ არაფერი არ ...   Apr 3 2015, 06:35 PM
- - maqsimusa   ციტატა(pilotina @ 3rd April 2015 ...   Apr 3 2015, 08:48 PM
- - pilotina   maqsimusa ციტატა(maqsimusa2 @ 3...   Apr 3 2015, 09:16 PM
- - maqsimusa   pilotina მადლობა ძმაო ჯ...   Apr 3 2015, 09:22 PM
- - mister_io   maqsimusa უმჯობესი იქნე...   Apr 3 2015, 09:24 PM
- - maqsimusa   mister_io მადლობა ეს ტიპ...   Apr 19 2015, 06:28 PM
- - ja_ja   ღამეც და დღეც ზომა...   Apr 19 2015, 09:37 PM
- - maqsimusa   ja_ja გაიხარე. უკვე ავ...   Apr 19 2015, 10:17 PM
- - maqsimusa   ja_ja ბოდიშს ვიხდი, კი ...   Apr 19 2015, 10:31 PM
- - SCORPIONS   გორგიაში ვნახე ბოშ...   Apr 19 2015, 10:38 PM
- - maqsimusa   SCORPIONS 200 ლარად ვიყიდე ...   Apr 19 2015, 11:17 PM
- - geojorjika   SCORPIONS სამშენებლო არ ...   Apr 20 2015, 12:40 AM
- - SCORPIONS   maqsimusa უი როგორ გილოც...   Apr 20 2015, 07:42 AM
- - maqsimusa   SCORPIONS მადლობა. ეს ენ...   Apr 20 2015, 01:53 PM
- - gregory   ციტატა(maqsimusa2 @ 20th April 20...   Apr 20 2015, 04:15 PM
|- - maqsimusa   ციტატა(gregory @ Apr 20 2015, 05...   Apr 20 2015, 05:07 PM
- - koknar   დურასელები არი, არ ...   Apr 20 2015, 04:52 PM
|- - maqsimusa   ციტატა(koknar @ Apr 20 2015, 05...   Apr 20 2015, 05:31 PM
- - ja_ja   ციტატა(maqsimusa2 @ 20th April 20...   Apr 20 2015, 07:03 PM
|- - maqsimusa   ციტატა(ja_ja @ Apr 20 2015, 08...   Apr 20 2015, 08:43 PM
- - Power_VANO   maqsimusa ალკალაინი "კ...   Apr 29 2015, 07:47 AM
- - maqsimusa   Power_VANO მადლობა თბში რ...   Apr 30 2015, 07:41 AM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 04:28 PM
Hosted by Pro-Service