დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Bushnell Yardage Pro Sport 450 Laser Rangefinder
Georgian Airgunners Portal > ოპტიკა > მანძილმზომები
ja_ja
ალბათ გახსოვთ სულ ვუტრიალებდი მანძილმზომებს, ნახ ის მინდოდა ხან ეს, მინდოდა იაფად და შორ მანძილზე მომუშავე, მოკლედ ბევრი ვაი ვაგლახის მერე ავარჩიე აიეს მოდელი

მე ეს შტუკა დამიჯდა150$ პლიუს 8.75 ლარი ჩამოტანა, მაგრამ ამჯერად ფასი ამაზონზე კოშმარულად გაზრდილია 169$ ღირს, არადა როცა 150$-ად ვყიდულობდი მაშინ მეჩვენებოდა ამ მანძილმზომის ფასი ძვირი, იმიტომ რომ იგივე მანძილმზომი იბეიზე იყიდებოდა 119.99$-ად + 10$ შიპინგი (ოღონდ იყიდებოდა დემო ვერსია, ანუ სრულიად მუსა ვერსიაა, პროსტა კოლოფი ჰქონდა თეთი, წარწერების გარეშე. ყოდოდა მაღაზია opticplanet-ი იყო 10ცალი, ახლა კი არცერთი აღარაა დარჩენილი), ანუ სულ 130$, მარა მაინცა და მაინც PayPal-ით გვინდა ფულიო. ეჰჰჰჰჰ

თუმცა ახლა თუ ყიდვა ვინმეს გინდათ ისევ შეგიძლიათ იაფად დაითრიოთ, უფასო შიპინგით, ანუ 130$-ად ამისათვის უნდა შეიძინოთ opticplanet-ის ონლაინ მაღაზიაში მე ამ მაღაზიაში არასდროს ამ შემიძენია არაფერი, ასე რომ ვერ გირჩევთ რა და როგორაა, მოგიწევთ გარისკვა, უბარლოდ ბევრი ამერიკული საიტი ჩვენს ბარათებს არ იღებენ. ასე მაგალიტად კაბელას-ზე ჯორჯიკასთვის შარვალს ვყიდულობდით, თითქოს ბარათი მიიღო, მაგრამ ბოლოს უარი გტკიცეს sad.gif

ჯანდაბას მივეცი 20$-ით მეტი და კმაყოფილი ვარ. ახლა რომ მეყოდა კიდევ 20$-ით მეტი დამიჯდებოდა smile.gif

ასე თუ ისე ეს ლაზერული მანძილმზომი გუშინ მე-13 გასვლისას ყველა მონაწილემ ვიხილეთ. მოგვცა მშვენიერი შედეგები ცდომილება პლიუს მინუს 1 მეტრია, ანუ 50 მეტრიან მანძილზე დაწერს, ან 49 მეტრს ან 50 მეტრსან 51 მეტრს, რაც სავსებით მისაღებია.

რატომ ავარჩიე ეს მოდელი და არა სხვა? უბრალოდ საიტების დათვალიერებისას გაირკვა რომ ამ მოდელს ყველაზე ნაკლებად ემდუროდნენ, პლიუს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაზომის დისტანცია 5 იარდიდან 1000 იარდამდე, მეტრებში ეს არის 5 მეტრიდან 913 მეტრამდე.

ამ მანძილმზომს აქვს 4x ჯერადობა, რაც დამატებით კომფორტს იძლება, მაგრამ იმის გამო რომ ჯერადობა მხოლოდ 4x-ია, აქვს გარკვეული შეზღუდვები საზომ დისტანციებზე, ანუ:

1) პატარა ობიექტები - ანუ ცხოველები, მიყუდებული ბორბალი და სხვა ამდაგვარი იზომება 5 მეტრიდან 183 მეტრამდე.
2) საშუალო ობიექტები - მაგალითად ხეები იზომება 411 მეტრამდე, ორიენტირის ასაღებად მშვენიერი გამოსავალია, მაგრამ თუ ცხოველი ტრიალ მინდორზეა და 400 მეტრზე შორს, მაშინ დისტანციას ვეღარ გაზომავთ. თუმცა მოდი რეალობას შევხედოთ თვალებში - რაფრა გინდათ თუნდაც 200 მეტრზე პნევმატიკით რაიმე ცხოველს გაარტყათ??? biggrin.gif biggrin.gif
3) დიდი ობიექტები - საუბარია შენობებზე, სახლი ეკლესია და სხვა ასეთი, ასეთ ობიექტებამდე მანძილი მაქსიმალურ შესაძლებლამდე იზომება და შეადგებს 913 მეტრს.

გუშინდელი გასვლისას ვნახეთ რომ 300 და 400 მეტრზე არსებულ ხეებსა თუ ბუჩქებს მშვენივრად აფიქსირებდა, ისევე როგორც 20-60 მეტრზე არსებულ სამიზნეებს.

მოკლედ ვთვლი რომ კაი შენაძენია, მაგრამ სანამ თქვენც გადაწყვიტავთ კარგად შეისწავლეთ ბაზარი, ფაქტია რომ ამ მოწყობილობის ფასდაკლების შემთხვევაში შესაძლებელია 130$-ად დათრევა, თუმცა იგივე ebay-ზე შეიძლება 250$-ად ამაზონზე ზოგიერთი ქაჯი მაღაზია საერთო 380$ აფასებს. თან არ დაგავიწყდეთ ჩვენთან 300 ლარზე მეტის შემოტანა განბაჟების გარეშე არ შეიძლება, ასე რომ მაქსიმალური ზღვარი თავისი შიფინფიანად არ უნდა გამოგივიდეთ 170$-ზე მეტი.

ახლა დავუბრუნდეთ თვითონ მანძილმზომის მიმოხილვას.

ასე გამოიყურება კოლოფი გარედან, ეს არის წინა ხედი.


რა თქმა უნდა, ეს კოლოფი ტრანსპორტირებისას ცალკე დამცავ ტრანსპორტირების კოლოფში იყო შეფუთული, ყურადღებას ამ წვრილმან დეტალზე ვამახვილებ იმიტომ რომ კოლოფზე გარედან ეწერა ფრიან სახალისო წარწერა. წარწერა იყო ასეთი - აუდიო. მგონი საბაჟოზე გახსნეს, ატრიალეს ატრიალებს, ვერაფერი გაიგეს და ბოლოს წარეწრას მიადგნენ bu-bu bla. bli, blu... blutus.. (ნუ ახლა Bushnell-ი ვერ წაიკითხეს და ვერ მიხვდნენ), ბლუთუსია მაგის დედაცო და მიაწერეს აუდიო პლეერიაო biggrin.gif (სამწუხაროდ ვერ მოვიფიქრე რომ ფაქტი შემენახა და აქ დამედო, კოლოფი სიხარულით გზაშივე გავხსენი და გარე მუყაო იქვეარსებულ ნაგვის ურნაში)

უკანა მხარე შესაბამისი წარწერებით და ინფორმაციით


გახსნის პირველი ეტაპი


გახსნილი კოლოფი და შიგთავსი


წინა და უკანა ხედები




ხელში როგორ გამოიყურება რომ ზომებიგასაგები იყოს




ესეც პატარა ვიდეოიმისათვის რომ წარმოვიდგინოთ რამხელაა, თუმცა ამ მოწყობილობის ზომა ალბათ უკვე დაინახეთ მე-13 გასვლის ვიდეო რეპორტის ნახვისას.


ეს ის ადგილია სადაც აკუმულატორი იდება


როგროც ხედავთ მუშაობს 9 ვოლტიან ენერჯაიზერის ელემენტზე, ნიკელ კადმიუმიანი ელემენტები არ გამოიყენოთო ასე უწერია, მხოლოდ ალკალინის ელემენტებიო.

ჰო სხვათაშორის სწორედ ამ ელემენტის ჩასადებ ადგილზე აქვს პატარა გადამრთველი, რომელიც განსაზღვრავს მეტრებში თუ იარდებში გამოჩნდეს ეკრანზე ინფორმაცია.

მუშაობისთვის გამოიყენება 1 ღილაკი, ანუ თავიდან ვაჭერთ ამ ღილაკს და მოწყობილობა აქტიურდება 30 წამით, ინტეგრირებულ ეკრანზე ჩნდება სამიზნე, ვიღებთ მანძილმზომს და უკანა ოკულარიდან ვიყურებით, ვუმიზნებთ ჯვარს სასურველ ობიექტს და კიდევ ერთხელ ვაჭერთ ღილაკს, ჩნდება მანძილი ობიექტამდე პლიუს/მინუს 1 მეტრის სიზუსტით.

30 წამი უმუშევრობის შემდეგ ენერგიის შენარჩუნების მიზნით ეკრანი ითიშება. სულ ესაა მანძილმზომის მუშაობა. აი პრინციპი კი მუშაობის შემდეგია

წინა მხარეს მარცხნივ არსებული ლინზა გამოიყენება იმისათვის რომ ადამიანმა გამოიხედოს, ხოლო მარჯვენა მხარეს არსებული შეორებული ობიექტივიდან ერთი გამოსცემს ლაზერის სხივს, ხოლო მეორე კი იჭერს არეკვლილ სხივს. შემდეგ მოქმედებს მათემატიკა, სხივის გამოტყორცნიდან არეკვლიდან და უკან დაჭერამდე რა დრო იყო საჭირო? ამ დროს შესაბამისი ფორმულებით ანგარიშობს მოწყობილობა. კონკრეტულად რა ტიპის ლაზერი გამოიყენება და რა სიჩქარე ახასიათებს მას არ ვიცი, სავარაუდოდ სტანდარტულ სინათლის სიჩქარეზეა საუბარი, ერთადერთი ვიცი რომ საუბარის ნანო და მიკროწამებზე.

ესეც ბოლო სურათი თავისი ჩანთით.
dawiti
კარგი რამე შეგიძენია ჯაჯ smile.gif
geojorjika
კარგი შენაძენია მართლა, გილოცავ კიდევ ერთხელ , სულ ათიანებშI და "დიჩ"-ის მონადირებაში smile.gif
parna
მაგარი რამეა გაიტესტა უკვე გილოცავ
vito
აუუუუუუუუუუუუ, სულ მაგაზე ცწუწუნებ რა, გილოცავ გიო, კარგი რამე კარგი რეპორტით.
bazuka
მაგარი რამეა ძაან

კაროჩე 60 მეტრ დისტანციაზე 1-2 მეტრში მოიტყუა მარტო
და მგონი, რომ ისევ ჩვენ ვერ გავზომეთ ზუსტად ვიდრე მაგან.
ja_ja
vito
ციტატა(vito @ 19th August 2009 - 01:03 AM) *
, გილოცავ გიო, კარგი რამე კარგი რეპორტით

მადლობა


bazuka
ციტატა(bazuka @ 19th August 2009 - 10:47 AM) *
კაროჩე 60 მეტრ დისტანციაზე 1-2 მეტრში მოიტყუა მარტო
და მგონი, რომ ისევ ჩვენ ვერ გავზომეთ ზუსტად ვიდრე მაგან.

ნუ ვაბშეტა არაა აუცილებელი რომ ჩვენ შეგვშლოდა, პასპორტის მიხედვით შეიძლება პლიუს/მინუს 1 მეტრი მოგცეს ცვლილება, ასე რომ...
ნუ გინდაც 60 მეტრში და გინდაც 100 მეტრში 1 და 2მეტრი არაფერს არ წყვიტავს.

პლიუს ის ხე შენ რომ გაზომე და 65 მეტრი გიჩვენა, ჩვენ ხომ თოკით გავზომეთ მერე დისტანცია, 64 მეტრი და რაცხა გამოვიდა (უდხეშად 60 სანტიმეტრზე დავამრგვალე), მაგაზე მეტი რა უნდა დაეწერა მაგ შობელძაღლს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif, ათეულებში არ აქვს დამრგვალება და ....
bazuka
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 19th August 2009 - 10:56 AM) *
ათეულებში არ აქვს დამრგვალება და ....

ხოოო, ეგ ტეხავს მაგრა, ლულას ვერ გაზომავ რამერომიყოს ! :lol: :lol: :lol:
nihontoman
გილოცავ ჯაჯა, კარგი რამეა.
მე ვნახე საელჩოსთან როა მნადირე ვალტერის მანძილმზომი, 500 და 1000 მეტრინები, ფასების შესაბამისად 550 და 850 ლარი (მგონი სწორად მახსოვს, მოკლედ ძვირი იყო ზაან)
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 19th August 2009 - 11:10 AM) *
ხოოო, ეგ ტეხავს მაგრა, ლულას ვერ გაზომავ რამერომიყოს !

მდააა მადა ჭამისას მოდისო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ნუ მაგისთანას დათრევაც შეიძლება და გაცილებით იაფად. ეგ არის სამშენებლო მანძილმზომი, აგერ ოცოპინტრეს ჩამოვუტანე სულ მთელი ჩამოტანიან ყველაფრიანად 30$ დაუჯდა და მგონი მეათედებშიც ზომას. მაგრამ მაქსიმალური გაზომვა მგონი 30 თუ 50 მეტრი იყო.
bazuka
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 19th August 2009 - 11:34 AM) *
მდააა მადა ჭამისას მოდისო
ნუ მაგისთანას დათრევაც შეიძლება და გაცილებით იაფად. ეგ არის სამშენებლო მანძილმზომი, აგერ ოცოპინტრეს ჩამოვუტანე სულ მთელი ჩამოტანიან ყველაფრიანად 30$ დაუჯდა და მგონი მეათედებშიც ზომას. მაგრამ მაქსიმალური გაზომვა მგონი 30 თუ 50 მეტრი იყო.

აააააააააააააააააააააააააა
maqsimusa
გამარჯობათ smile.gif
მინდა მანძილმზომი შევიძინო, ხოდა მივაგენი ამას
http://www.mymarket.ge/product_info.php?ty...back_page_num=1
200 ლარად მაძლევს, იძახის რომ არაფერი არ ჭირს და მუშაობს იდეალურად. მე მაინც არ მინდა რამე შეცდომა დაუშვა და თქვენ გეკითხებით, ღიირს ყიდვა ამ ფასად?
pilotina
maqsimusa

თუ არაფერი არ ჭირს იყიდე.
ამაზონზე 160 $ ღირს, პლუს ტრანსპორტირება და განბაჟება... ჩემი აზრით ძაან კაი ფასია...
maqsimusa
ციტატა(pilotina @ 3rd April 2015 - 07:35 PM) *
თუ არაფერი არ ჭირს იყიდე.

რა ვიცი ეგრე იძახის თითონ არაფერი არ ჭირსო და... მე არასდროს არ მქონია ეგეთი შტუკა და როგორ უნდა შევამოწმო? რამე მანძილს გავზომავ და ეგაა ხო სხვა რა უნდა უქნა?
pilotina
maqsimusa

ციტატა(maqsimusa2 @ 3rd April 2015 - 09:48 PM) *
რა ვიცი ეგრე იძახის თითონ არაფერი არ ჭირსო და... მე არასდროს არ მქონია ეგეთი შტუკა და როგორ უნდა შევამოწმო? რამე მანძილს გავზომავ და ეგაა ხო სხვა რა უნდა უქნა?


ხო ეგაა, აბა სხვა რა უნდა ნახო... ნუ ეხლა თუ იავნად 20 მეტრაა რამე საგნამდე და გიზომავს რო 70-ია, ესე იგი რაღაც ჭირს, მარა არა მგონია გაფუჭებული იყოს, ასე რომ შეამოწმე, იყიდე და გაიხარე... smile.gif
maqsimusa
pilotina
მადლობა ძმაო ჯიგარი ხარ smile.gif
mister_io
maqsimusa
უმჯობესი იქნება რამდენიმე მანძილზე შეამოწმო როგორც შორს ასევე ახლო მანძილზე რამდენად ზუსტად ზომავს, ნუ ეხლა 0.5 1 მეტრი თუ ექნება ცდომილება მაგის გამო ნუ ჩათვლი რო არვარგა და რაღაც ჭირს , ფასს რაც შეეხება არაა ცუდი ფასი
maqsimusa
mister_io
მადლობა

ეს ტიპი ვერადა ვერ შევიხვედრე მის მერე დავდევ, ებიჯო მომყიდეთქო თუ ყიდი მაგ მანძილმზომს, ხოდა როგორც იქნა დღეს უდა შევხვდე მგონი, ასე შევთანხმდით ყოველშემთხვევაში, მაგრამ ის რო ჩემამდე მოვა იქნება ღამე, ეხლა რა მაინტერესებს ზედა პოსტებში დარიგებული მეთოდებით შევამოწმებ მუშაობს თუ არა? ანუ ღამე გაზომავს მანძილს რამე ობიექტამდე? თუ ბრმათ უნდა ვიყიდო? ცოტა აფერისტი კი მომეჩვენა და არაფერი შემომატყუოს. biggrin.gif
ja_ja
ღამეც და დღეც ზომავს, მანდ მუშაობის პრინციპი შემდეგია, გამოიმუშავება ლაზერის სხივის იმპულსი ერთი ლინზიდან და მეორე ობიექტივი მის ანარეკლს ელოდება, თუ დაიჭირა მიდის დროის გამოთცვა როდის იყო სხივი გამოშვებულიდ ა რამდენხანში დაბრუნდა, დალშე გაყოფილი 2-ზე და სხივის სიჩქარის მიხედვით გამოითვლება გავლილი მანძილი...

როგროც ხვდები მაგ სხივს ფეხებზე ჰკიდია დღე იქნება თუ ღამე smile.gif ასე რომ ყოველთვის მუშაობს
maqsimusa
ja_ja
გაიხარე. უკვე ავიღე, მეღირსა როგორც იქნა, ზომავს, მუშაობს უპრობლემოდ, სულ ახალია ფაქტიურად, ოღონდ ეხლა მასწავლე მეტრებში როგორ გადავიყვანო?
maqsimusa
ja_ja
ბოდიშს ვიხდი, კი მქონდა წაკითხული შენი პირველი პოსტი მაგრამ აღარ მახსოვდა, ხელახლა გადავიკითხე და გადავიყვანე მეტრებზე, ტელეთი ვარ და ციტირებას ვერ ვაკეთებ.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.
SCORPIONS
გორგიაში ვნახე ბოშის მანძილმზომი.ზომავდა 80 მეტრამდე,ოღონდ საკმაოდ ძვირი ღირდა...ზუსტად არ მახსოვს ფასი,სადღაც 300-400 ლარის ფარგლებში. იყო კიდევ 30 მეტრამდე,შედარებით იაფი...
maqsimusa
SCORPIONS
200 ლარად ვიყიდე ერთი საათის წინ, სულ ახალია ფაქტიურათ , უი როგორ მიხარია biggrin.gif
geojorjika
SCORPIONS
სამშენებლო არ გამოგადგება
SCORPIONS
maqsimusa უი როგორ გილოცავ smile.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif wink.gif


geojorjika ვერც ვყიდულობ თორე....80 მეტრი,მე მაკმაყოფილებს და ვითომ რათ არ გამომადგება?
maqsimusa
SCORPIONS
მადლობა.


ეს ენერჯეიზერის ელემენტი იშოვება ჩვენთან გურჯისტანში? ან რამე ალტერნატივა შემომთავაზეთ, თორე იმდენი ვზომე და ვზომე რომ ზაპასი აუცილებლად დამჭირდება
gregory
ციტატა(maqsimusa2 @ 20th April 2015 - 02:53 PM) *
ეს ენერჯეიზერის ელემენტი იშოვება ჩვენთან გურჯისტანში?

maqsimusa
მაინცდამაინც ენერჯაიზერი რატო? "კრონაა" რა biggrin.gif
თავისუფლად იშოვი გურჯისტანში wink.gif
koknar
დურასელები არი, არ ჩამოუვარდება არაფრით
maqsimusa
ციტატა(gregory @ Apr 20 2015, 05:15 PM) *
maqsimusa
მაინცდამაინც ენერჯაიზერი რატო? "კრონაა" რა biggrin.gif
თავისუფლად იშოვი გურჯისტანში wink.gif

კი ვიცი რო კრონაა და ნებისმიერს ჩავდებდი მაგრამ, ჯაჯას უწერია რო ნიკელ კადმიუმიანი ელემენტები არ გამოიყენოთო. მხოლოდ ალკალინის ელემენტები გამოიყენეთო და მაგან დამაბნია. იმიტო ვიკითხე superstition.gif
maqsimusa
ციტატა(koknar @ Apr 20 2015, 05:52 PM) *
დურასელები არი, არ ჩამოუვარდება არაფრით

ეგ დურასელები ალკალინისაა? thank_you2.gif biggrin.gif
ja_ja
ციტატა(maqsimusa2 @ 20th April 2015 - 06:07 PM) *
ჯაჯას უწერია რო ნიკელ კადმიუმიანი ელემენტები არ გამოიყენოთო

იმიტომ რომ მანუალში ეგრე უწერია ჩემსას და აბა შენსას გადახედე smile.gif
maqsimusa
ციტატა(ja_ja @ Apr 20 2015, 08:03 PM) *
იმიტომ რომ მანუალში ეგრე უწერია ჩემსას და აბა შენსას გადახედე smile.gif

ჩემსას არაფერი მანუალი არ მოყვა, ყუთშიც კი არ იდო, არ მაქო. ზუსტათ ერთი და იგივე მოდელებია, უბრალოდ ჩემი კამუფლირებულია.

smile.gif
Power_VANO
maqsimusa
ალკალაინი "კრონები" არის ოხრად გუდვილში მაგალითად, ენერჯაიზერისაც და სხვა ბრენდებისაც. ზედ აწერია ბატარეას ალკალაინია და თუ ნიკელ-კადმიუმი/მეტალჰიდრიდი ან ლითიუმი.
კარფურშიც არის ასევე ბატარეები ნაირნაირები.
maqsimusa
Power_VANO
მადლობა თბში რო ჩამოვალ შევივლი აუცილებლად.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.