ფტოროპლასტზე ნასოსის გადასაყვანი კომპლექტი, რავიცი ეგებ და ვინმეს უნდა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
ფტოროპლასტზე ნასოსის გადასაყვანი კომპლექტი, რავიცი ეგებ და ვინმეს უნდა |
Sep 13 2011, 01:02 PM
პოსტი
#1
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
მოკლედ შემიძლია შემოგთავაზოთ მაღალი წნევის ნასოსის გადაყვანა ფტოროპლასტის რგოლზე, რეზინის რგოლის მაგივრად. ამ მომენტისთვის შესაძლებელია ნებისმიერი ნასოსისთვის კომპლექტის გამზადება, ძირითადად ამ მომენტისთვის გაკეთებული მაქვს შემდეგი ნასოსების კომპლექტები: 1) Benjamin აიგივე Airforce-ს ნასოსის 2) HILL-ის ნასოსი და მისი კლონები 3) Hatsan-ის, Air Venturi-ს, Hamerly-ს, ნასოსები და მისი საწყისი მშობლის Webley ანალოგი 4) FX, Gerhman, და მათი ანალოგები მაგალითად ჩინური BAM-ი თუ თქვენ რაიმე სპეციფიური ნასოსი გაქვთ, აქ ჩამონათვალში არ არის, მათი გადაყვანაც პტოროპლასტზე პრობლემას არ წარმოადგენს, საჭიროა ნასოსის მოტანა და დატევება 1 დღით, 24 საათის შემდეგ წაიღებთ გადაკეთებულ აწყობილ ნასოს, ან თუ სუირვილი გაქვთ რომ თქვენ თვითონ ააწყოთ... მაშინ ნასოსი იქნება სტანდარტული კომპლექტაციით აწყობილი და ცალკე იქნება ფტოროპლასტზე გადასაყვანი ნაკრები. რას გაძლევთ ეს გადაყვანა: 1) რეზინის რგოლები ხშირად ცვდება და საკმაოდ არასახარბიელო სიტუაციებში 2) პირველი რეზინის რგოლი რაც აქვს ნასოს დიდხანს მუშოაბს დანარჩენები დიდხანს ვერ უძლებს 3) ფტოროპლასტი არ არის რეზინა, ეს არის უხეშად რომ ვთქვათ ტეფლონის ნაირსახეობა, ანუ ერთერთი ნივთიერება, რომელიც ამ პლანეტაზე რომელიც ხასიათდება მცირე ხახუნის კოეფიციენტით და სრიალის მაღალი მაჩვენებლით. 4) ფტოროპლასტის რგოლი რეზინის რგოლივით არ სკდება, უძლებს დიდხანს და ნასოსის შიგნეულობა თუ არ დაიჟანგა და არ დაფლითა ფტოროპლასტი შეიძლება ითქვას, რომ მუდმივი ნივთია 5) ნასოსში რა თქმა უნდა მაინც საჭიროა სინთეთიკური ტაოტი, სილიკონის ბაზაზე, მაგრამ იმის გამო, რომ ფტოროპლასტი თვითონ გამოირჩევა უმაღლესი სრიალის კოეფიციენტით, ტაოტის ამოშრობა / გაქრობის პირობებში პრობლემებს არ შეგიქმნით (რეზინა კი უტაოტოდ მომენტალურად იფლითება) 6) ფტოროპლასტი უძლებს 300 გრადუს ცელსიუსს ისე, რომ არაფერი არ ემართება, რაც საშუალებას გაძლევთ ნასოსი მაქსიმუმზე ამუშაოდ (მოკლედ ნასოსის გადახურება რა თქმა უნდა ისევ სასურველი არაა, მაგრამ კატასტროფას აღარ წარმოადგენს) კომპლექტაცია ჩემს მიერ შემოთავაზებულ კომპლექტში შედის: 1) მოდიფიცირებული დაშლადი თავაკი 2) მესამე საფეხურის ფტოროპლასტის ერთი ძირითადი და 1 სათადარიგო რგოლი 3) 1 ცალი ფტოროპლასტის რგოლი უკუკლაპნისსთვის (ესეც არანაკლებ მტკივნეული საკითხია რეზინის რგოლის არსებობის შემთხვევაში) 4) სურვილის შემთხვევაში შემიძლია მე შეგიცვალოთ თავაკი და პლიუს ადგილზე შეგიმოწმოთ მისი მუშაობა (დამატებითი საფასურის გარეშე). მასალა ლითონის დეტალები დამზადებული ბრინჯაოსგან, რგოლები დამზადებულია თეთრი ფტოროპლასტისგან შეცვლა იმისათვის, რომ შეცვლა მოახდინოთ, საჭიროა ნასოსი დაშალოთ და ამოიღოთ მესამე საფეხურის ღერძი, იმედია ყველამ იცით უკვე ეს ღერძი იმიტომ, რომ ყველას დაგიშლიათ ნასოსი და მისი შიგნეულობა იცით. შეგახსენებთ მესამე საფეხურის ღერძი გამოიყურება აი ასე. მოყვითალო დეტალი, რომელიც ბრინჯაოსგანაა დამზადებული ჩახრახნილია რკინის ღერძში, უბრალოდ გამოიტენეთ ბრტყელტუჩა (პლასკაგუფცები) ან რაიმე ამდაგვარი, რომ მჭიდროდ ჩახრახნილი თავაკი მოხსნათ ღერძს. ჩაახრახნეთ ახალი დაშლადი თავაკი რკინის ღერძში , სასურველია თავიდან რკინის ღერძზე დაახვიოთ ტეფლონის ფირი (სანტექნიკაში რომ იყენებენ მილების გადაბმისთვის აი ის თეთრი ფირი) და შემდეგ მჭიდროდ, ბოლომდე ასე ვთქვათ ჩასიკვდილებამდე მოუჭირეთ ახალი თავაკი რკინის ღერძე. ასევე გაითვალისწინეთ, მე რასაც გაძლევთ კომპლექტში არის დაშლადი ანუ წინა ცხვირი ამ შედგენილ დეტალს რეზბაზე აქვს და სძვრება, იმისათვის რომ თავიდან იოლი იყოს დაშლა აწყობა ეს დეტალი ხელით არის გადაჭერილი. თუ ასე დატოვებს მუშაობისას შეიძლება ნასოსში თავი გასძვრეს, სასურველია ესეც გადაუჭუროთ იგივე ბრტყელტუჩათი, ოღონდ ზედმეტი ფანატიზმის გარეშე, ღერძი წვრილია, რეზბაც და შედეგად თუ ძალიან მოუჭერთ შეგიძლიათ გააფუჭოთ დეტალი. რეზბა ისეა გაკეთებული რომ ცოტაოდენ ზედმეტი მოჭერის დროს ეს ორი დეტალი ერთმანეთში მკვრივად ჯდება და აღარ დაცილდება ერთმანეთს სანამ ისევ ბრტყელტუჩას არ გამოიყენებთ. ბოლოს იწყება მესამე საფეხურის ღერძის ჩასმა მილში. პირველ ჯერზე ეს რთული იქნება, რადგან ფტოროპლასტის რგოლი სპეციალურად ცოტათი დიდია გამოთლილი და მილში თავისუფლად არ შედის, სპეციალურად ფტოროლპასტს ერთ მხარეს პატარა კონუსური წათლა აქვს გაკეთებული რომ ცოტაოდენ შეგიმსუბუქოთ მილში რგოლის ჩასმის პროცესი. თუ უკუღმა შეეცდებით რგოლის ჩასმას, არის დიდი შანსი იმისა, რომ რგოლს რაღაც ნაწილს წააკვნიტავთ, დააკვირდით ქვემოთ მოყვანილ ნახაზს თუ საით უნდა ჰქონდეს, კონუსური წაკვეთა მიმართული ფტოროპლასტის რგოლს. როგორც უკვე დავწერე თავიდან პირველი ჩაჯენა რთული იქნება, შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ რაიმე დამატებითი ინსტრუმენტი (პატარა ჩაქუჩი, იგივე პრტყელტუჩა), სუსტი წაკაკუნებით უზრუნველყავით რგოლის ჩაჯენა მილში, როგორც კი რგოლი მილში შეძვრება შემდეგ უკვე დარტყმა აღარაა საჭირო, უკანა მხრიდან უბრალოდ გაწიეთ მესამე საფეხურის ღერძი და რგოლი დაიწყებს თავის სამუშაო ადგილზე სრიალს. ასევე შესაძლებელია მესამე საფეხურის მილზე პატარა ფასკის ამოღება, რომ ფტოროპლასტის რგოლი იოლად ჩავიდეს მილში, მაგრამ სახლის პირობებში ზოგიერთისთვის ეს პროცედურა რთული იქნება, ასე რომ ძეგიძლიათ შედარებით ვარვარული მეთოდიც გამოიყენოთ, ვერაფერს გააფუჭებთ . გადავიდეთ უკუკლაპნის რეზინის შეცვლაზეც, შეგახსენებთ უკუკლაპნის თავაკი როგორ გამოიყურება: ამ თავაკიდან ამოაგდეთ რეზინის რგოლი და მოამზადეთ ფტოროპლასტის რგოლი. გაითვალისწინეთ კომპლექტში სულ 3 ფტოროპლასტის რგოლია, აქედან ერთი უკვე წამოწმულია მესამე საფეხურის თავაკზე, ორი კი კომპლექტშია, არ აგერიოთ ისინი. ერთი არის მესამე საფეხურისთვის (სატადარიგო), მეორე კი უკუკლაპნისთვის. დააკვირდით უკუკლაპნის რგოლს, ცოტათი მეტი ზომის ხვრელი აქვს, პრობლემა არ იქნება თუ უკუკლაპანზე მესამე საფეხურის რგოლს ჩამოაცმევთ, მაგრამ აი უკუკლაპნის რგოლი მესამე საფეხურზე არ იმუშავებს. ასე რომ ყურადღებით. არის კიდევ ერთი საყურადღებო პატარა მომენტი, უკუკლაპნის რგოლსაც აქვს პატარა ფასკა, კონუსური წანათალი, სასურველია ეს წანაკვეთი განათავსოთ შემდეგნაირად: მოკლედ ვიღებთ შედარებით დიდი ხვრელის მქონე ფტოროპლასტის რგოლს და ვიწყებთ მის ჩამოცმას ბრინჯაოს კონუსურ დეტალზე. პრობლემა აქ გექნებათ თვითონ ჩამოსმის პროცესი. ფტოროპლასტი რეზინასავით იოლად არ დეფორმირდება, ასე რომ მისი ჩამოცმა ხელით არ გამოგივათ (დამიჯერეთ უკვე ვცადე და ლამის ფრჩხილები მივიმტვრიე). აქ შემოგთავაზებთ უკრაინლების მიერ მოფიქრებულ გამოსავალს. აიღეთ M5 ან M6 გაიკა (მე პირადად მირჩევნია M6-ის გამოყენება, უფრო თავისუფლად შეგიძლიათ იმოქმედოთ), აიღეთ პტოროპლასტის რგოლი, ჩამოაცვით გოლი ბრინჯაოს კონუსს, შემდეგ ზემოდან დაადეთ ნახსენები M6 გაიკა და ეს მთლიანი ბუტერბროდი ჩადეთ გირაგში (ტისკებში), მოუჭირეთ ნელნელა. გაიკა მიაწვება ფტოროპლასტის რგოლს გადაასრიალებს კონუსზე და ჩასვავს თავის ადგილზე. ბუდეში, ანუ თავის ადგილზე, ამ კლაპნის პირველი ჩასმა შეიძლება გაჭირდეს (გაიკამ ჩამოცმისას შეიძლება ცოტაოდენ გააფართოვოს რგოლის გარე დიამეტრი.... გამოსწორება მარტივია - ან რაიმე მყარზე - მაგალითად ორ ფიცარს შორის გორაობით და დასრესით დაავიწროვეთ რგოლის დიამეტრი რომ ჩაეტიოს უკუკლაპანი თავის ბუდეში, ან საკანცელარიო დანის მეშვეობით სუუულ ცოტათოდენ გვერდები ჩამოათალეთ რომ უკუკლაპანი ბუდეში თავისუფლად ჩავიდეს), მაგრამ მერე უკვე უპრობლემოდ იმუშავებს ყველაფერი. მორჩა ეს პროცედურაც დამთავრებულია, უკუკლაპნის რეზინა, ან ფტოროპლასტის გამოცვლა აწი ცხოვრებაში აღარ დაგჭირდებათ, მესამე საფეხური თუ კიდევ რაღაც მიზეზით შეიძლება გაფუჭდეს და გამოსაცვლელი იყოს, უკუკლაპანი რეალურად მუდმივად მუშა დარჩება. როგორც ზემოთ ვახსენე, თუ ამ ყველაფრის გაკეთება არ გსურთ, ან გეზარებთ დამატებითი საფასურის გარეშე მე გაგიკეთებთ ამ მომსახურებას (გაითვალისწინეთ საპოხი მასალა და სხვა რეზინების დაცვლა, ჟანგის მოცილება და წყლის ამოწმენდა აქ არ მიგულისხმია, მხოლოდ თავაკის დაყენება, მოჭერა და ნასოსი აწყობა შემოწმება). ფასი ახლა ყველაზე უსიამოვნო - ანუ ფასი. ფასი 3 კატეგორიად დავყავი: 1) უცხო პირებსთვის - 30 ლარი (ვინმე უცხო, ან 1-2 პოსტიანი ფორუმელი, რომელიც მხოლოდ ამ კომპლექტის შესაძლენად დარეგისტრირდა) 2) ფორუმელებისთვის - 25 ლარი (ფორუმელი რომელსაც 100 პოსტზე მეტი აქვს დაწერილი) 3) კლუბის წევრებისთვის - 20 ლარი (კლუბის მოწმედი წევრი, მოქმედი მოწმობით. როდიდან იქნება კლუბი.... ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე პრეზიდენტთან ) იმედია კლუბი ოდესღაც მაინც ჩამოყალიბდება, პრეზიდენტი გვპირდება ამ თვის ბოლომდე უსიკვდილოდ იქნებაო P.S. რა თქმა უნდა ფასი დაბალი არაა, დიდი რთული კონსტრუქცია აქ არ გამოიყენება, შეგიძლიათ თქვენ თვითონაც გააკეთოთ, ან ახლობელს გააკეთებინოთ და იაფიც კი გამოგივიდეთ, მაგრამ მე აი ასეთ უღმერთო ფასებს ვაცხადებ
| |
> |
|
|
Sep 13 2011, 01:17 PM
პოსტი
#2
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 2,315 რეგისტრ.: 4-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 321 |
რამე მუნუსი თუ აქ, თუ სულ პლიუსები აქ ყველაფერში ჰაა?
| |
> |
|
|
Sep 13 2011, 01:26 PM
პოსტი
#3
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი |
#1 Gregory
| |
> |
|
|
Sep 13 2011, 01:44 PM
პოსტი
#4
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 161 რეგისტრ.: 6-March 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ოზურგეთი წევრი №: 1,101 |
მომიწევს სადმე ფლუდვა 100 პოსტს რომ მივაღწიო
| |
> |
|
|
Sep 13 2011, 02:02 PM
პოსტი
#5
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
koknar ციტატა(koka @ 13th September 2011 - 02:17 PM) რამე მუნუსი თუ აქ, თუ სულ პლიუსები აქ ყველაფერში ჰაა? ნუ მინუსები რა უნდა ჰქონდეს, 2 ცალი რეზინა იცვლება 2 ცალ ფტოროპლასტზე, სულ ეგაა, ნუ ის დაშლადი კონსტრუქცია ისეთივეა გაკეთებული რავარიც ორიგინალს, აქვს, უბრალოდ ორიგინალის დაშლადი არაა და ჩამოცმის პროცესში დეფორმირდება ფტოროპლასტი. დანარჩენში მინუსი რა უნდა ჰქონდეს, მინიმუმ რეზინებიანი ნასოსის მუშოაბას უზრუნველყოფს, იმაზე უკეთესი იქნება და დანარჩენი რავი გამოჩნდება რა ექსპულატაციის პერიოდში doctor ციტატა(doctor @ 13th September 2011 - 02:44 PM) მომიწევს სადმე ფლუდვა 100 პოსტს რომ მივაღწიო ახლა ვნახე შენი სტატუსი ციტატა ჯგუფი: Members პოსტები: 80 რეგისტრ.: 6-March 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,101 ნუ იდეაში 80 იგივეა , მე მანდ (ანუ 100 პოსტში) იმას ვგულისხმობდი რომ უბრალოდ ვიღაც რომ წაიკითხავს იტყვის მინდაო და ამასობაში ფორუმზე მხოლოდ მაყურებლად რომ არის ხოლმე. მათთვის ასევთქვათ წამახალისებელ ვარიანტს ვთიშავ რომ რაიმე სტიმული ჰქონდეს ჩრდილიდან გამოვიდნენ და ცოტაოდენ მაინც იაქტიურონ ფორუმზე. აი ფლუდი კი საჭირო არაა
| |
> |
|
|
Sep 13 2011, 02:06 PM
პოსტი
#6
|
||
გურუ ლამა ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი |
ja_ja ციტატა 1) უცხო პირებსთვის - 30 ლარი (ვინმე უცხო, ან 1-2 პოსტიანი ფორუმელი, რომელიც მხოლოდ ამ კომპლექტის შესაძლენად დარეგისტრირდა) 2) ფორუმელებისთვის - 25 ლარი (ფორუმელი რომელსაც 100 პოსტზე მეტი აქვს დაწერილი) 3) კლუბის წევრებისთვის - 20 ლარი (კლუბის მოწმედი წევრი, მოქმედი მოწმობით. როდიდან იქნება კლუბი.... ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე პრეზიდენტთან ) ბოტებისათვის?
| |
> |
|
|
Sep 13 2011, 02:33 PM
პოსტი
#7
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
nihontoman ციტატა(nihontoman @ 13th September 2011 - 03:06 PM) ბოტებისათვის? მაგ შემთხვევაში ფასს რა მნიშვნელობა აქვს, წასაღებად მაინც არავინ მოვა
| |
> |
|
|
Sep 13 2011, 02:41 PM
პოსტი
#8
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 2,315 რეგისტრ.: 4-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 321 |
როგორ არ მოვა, მე მომეცი და მიუტან
| |
> |
|
|
Sep 13 2011, 10:06 PM
პოსტი
#9
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
მდაჰ , საჭირო ნივთია ავიღებ მეც
| |
> |
|
|
Sep 13 2011, 10:16 PM
პოსტი
#10
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 2,145 რეგისტრ.: 20-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 314 |
ვააა საღოლ ბიჭებო რომ გამოხატეთ ყურადღება ამ ნაკეთობის მიმართ.
| |
> |
|
|
Sep 17 2011, 03:04 PM
პოსტი
#11
|
||
გურუ ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 |
ჩამწერეთ სიაში, პირველივე ხელფასზე ვიღებ
| |
> |
|
|
Oct 9 2011, 09:34 AM
პოსტი
#12
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 339 რეგისტრ.: 7-August 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი წევრი №: 1,354 ქალაქი:რუსთავი |
ეს ყველაფერი ჰასანის ტუმბოზე მიდის?
| |
> |
|
|
Oct 9 2011, 09:35 AM
პოსტი
#13
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 2,145 რეგისტრ.: 20-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 314 |
r-O-m-A არამგონია რომ წავიდეს მაგრამ ჯაჯას მიწერე და შეიძლება ხაჩიკას ზომებიც გააკეთოს
| |
> |
|
|
Oct 9 2011, 09:38 AM
პოსტი
#14
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 339 რეგისტრ.: 7-August 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი წევრი №: 1,354 ქალაქი:რუსთავი |
kaka8079 კაი ჯიგრი მივწერ და თან სანამ დაამზადებს 100 პოსტს ვერ ავცდები დავიჯერო?
| |
> |
|
|
Oct 9 2011, 09:41 AM
პოსტი
#15
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 2,145 რეგისტრ.: 20-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 314 |
r-O-m-A ხოო იმედია დაწერ
| |
> |
|
|
Oct 9 2011, 09:09 PM
პოსტი
#16
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
r-O-m-A პასუხი უკვე შენს PM-ზე მოგწერე, 100 პოსტი პირობითია, გიბიძგებთ აქტიურობისკენ თორემ დარეგისტრირდი 7 აგვისტოს და 39 პოსტზე მეტი ვერ აქაჩე არადა 2 თვე გავიდა, თვქში 18 პოსტი გამოგდის, ანუ უხეშად ორ დღეში ერთი პოსტი, იაქტიურე და....
| |
> |
|
|
Jul 8 2012, 02:09 PM
პოსტი
#17
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
განვაახლე პირველი პოსტი... ადრე მხოლოდ benjamin-ის ნასოსების აბგრეიდ კომპლექტებს ვაკეტებდი, მაგრამ ნელნელა სხვადასხვა სახის და მწარმოებლის ნასოსები გაიჩითა, ნუ ტექნოლოგიურად ყევლა ერთნაირია, პატარა განსხვავებებია ზომებში და ფორმებში, დანარჩენის მხრივ .... ამიტომაც ჩავამატე იმ ნასოესების სია რომლებიც კომპლექტებიც გამიკეთებია, ნაწილის ხელზე, მაქვს, და რავიცი.... აქვე დავყრი Hatsan-ის ნასოსის კომპლექტების სურათებს ორიგინალი მარჯვნივ, ახალი ფტოროპლასტის კომპლექტი მარცხნივ ესეც შეფუთულები და გამზადებულები
| |
> |
|
|
May 28 2015, 11:51 PM
პოსტი
#18
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 264 რეგისტრ.: 31-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,062 ქალაქი:tbilisi |
ja_ja ჯაჯა ეს თემა ძალაშია?შეგიძლია ჰაჩიკას ნასოსზე რეზინების ფტოროპლასტზე გადაყვანა?რაღაც აურია,ბევრი კაჩაობა ჭირდება და თითქოს ჰაერსაც უშვებს.
| |
> |
|
|
May 29 2015, 08:46 AM
პოსტი
#19
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
გადაყვანა შეიძლება, მაგრამ თავიდანვე გაითვალისწინე ფტოროპლასტზი რეზინა არაა, ასე რომ ცოტაოდენ მეტ დაკაჩავებას მოითხოვს ვიდრე რეზინიანი ვერსია. თუ ეგ იდეა უკვე გადახარშული გაქვს და მზად ხარ, მაშინ ველცომ....
| |
> |
|
|
May 29 2015, 09:45 AM
პოსტი
#20
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 264 რეგისტრ.: 31-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,062 ქალაქი:tbilisi |
ja_ja ციტატა(ja_ja @ 29th May 2015 - 09:46 AM) ასე რომ ცოტაოდენ მეტ დაკაჩავებას მოითხოვს ვიდრე რეზინიანი ვერსია. ვაა მე პირიქით მეგონა.ჯერ სალნიკები მაქვს.რო გამომელევა მერე გადავიყვან ფტოროპლასტზე.მაინც რამდენით ბევრი კაჩაობა უნდა დაჭირდეს ერთ დატენვას 10- 15 ?
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:13 AM |
Hosted by Pro-Service |