დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ფტოროპლასტზე ნასოსის გადასაყვანი კომპლექტი
Georgian Airgunners Portal > ყიდვა-გაყიდვა > გავყიდი
ja_ja
მოკლედ შემიძლია შემოგთავაზოთ მაღალი წნევის ნასოსის გადაყვანა ფტოროპლასტის რგოლზე, რეზინის რგოლის მაგივრად.

ამ მომენტისთვის შესაძლებელია ნებისმიერი ნასოსისთვის კომპლექტის გამზადება, ძირითადად ამ მომენტისთვის გაკეთებული მაქვს შემდეგი ნასოსების კომპლექტები:

1) Benjamin აიგივე Airforce-ს ნასოსის
2) HILL-ის ნასოსი და მისი კლონები
3) Hatsan-ის, Air Venturi-ს, Hamerly-ს, ნასოსები და მისი საწყისი მშობლის Webley ანალოგი
4) FX, Gerhman, და მათი ანალოგები მაგალითად ჩინური BAM-ი

თუ თქვენ რაიმე სპეციფიური ნასოსი გაქვთ, აქ ჩამონათვალში არ არის, მათი გადაყვანაც პტოროპლასტზე პრობლემას არ წარმოადგენს, საჭიროა ნასოსის მოტანა და დატევება 1 დღით, 24 საათის შემდეგ წაიღებთ გადაკეთებულ აწყობილ ნასოს, ან თუ სუირვილი გაქვთ რომ თქვენ თვითონ ააწყოთ... მაშინ ნასოსი იქნება სტანდარტული კომპლექტაციით აწყობილი და ცალკე იქნება ფტოროპლასტზე გადასაყვანი ნაკრები.


რას გაძლევთ ეს გადაყვანა:

1) რეზინის რგოლები ხშირად ცვდება და საკმაოდ არასახარბიელო სიტუაციებში
2) პირველი რეზინის რგოლი რაც აქვს ნასოს დიდხანს მუშოაბს დანარჩენები დიდხანს ვერ უძლებს
3) ფტოროპლასტი არ არის რეზინა, ეს არის უხეშად რომ ვთქვათ ტეფლონის ნაირსახეობა, ანუ ერთერთი ნივთიერება, რომელიც ამ პლანეტაზე რომელიც ხასიათდება მცირე ხახუნის კოეფიციენტით და სრიალის მაღალი მაჩვენებლით.
4) ფტოროპლასტის რგოლი რეზინის რგოლივით არ სკდება, უძლებს დიდხანს და ნასოსის შიგნეულობა თუ არ დაიჟანგა და არ დაფლითა ფტოროპლასტი შეიძლება ითქვას, რომ მუდმივი ნივთია
5) ნასოსში რა თქმა უნდა მაინც საჭიროა სინთეთიკური ტაოტი, სილიკონის ბაზაზე, მაგრამ იმის გამო, რომ ფტოროპლასტი თვითონ გამოირჩევა უმაღლესი სრიალის კოეფიციენტით, ტაოტის ამოშრობა / გაქრობის პირობებში პრობლემებს არ შეგიქმნით (რეზინა კი უტაოტოდ მომენტალურად იფლითება)
6) ფტოროპლასტი უძლებს 300 გრადუს ცელსიუსს ისე, რომ არაფერი არ ემართება, რაც საშუალებას გაძლევთ ნასოსი მაქსიმუმზე ამუშაოდ (მოკლედ ნასოსის გადახურება რა თქმა უნდა ისევ სასურველი არაა, მაგრამ კატასტროფას აღარ წარმოადგენს)





კომპლექტაცია
ჩემს მიერ შემოთავაზებულ კომპლექტში შედის:
1) მოდიფიცირებული დაშლადი თავაკი
2) მესამე საფეხურის ფტოროპლასტის ერთი ძირითადი და 1 სათადარიგო რგოლი
3) 1 ცალი ფტოროპლასტის რგოლი უკუკლაპნისსთვის (ესეც არანაკლებ მტკივნეული საკითხია რეზინის რგოლის არსებობის შემთხვევაში)
4) სურვილის შემთხვევაში შემიძლია მე შეგიცვალოთ თავაკი და პლიუს ადგილზე შეგიმოწმოთ მისი მუშაობა (დამატებითი საფასურის გარეშე).




მასალა
ლითონის დეტალები დამზადებული ბრინჯაოსგან, რგოლები დამზადებულია თეთრი ფტოროპლასტისგან


შეცვლა
იმისათვის, რომ შეცვლა მოახდინოთ, საჭიროა ნასოსი დაშალოთ და ამოიღოთ მესამე საფეხურის ღერძი, იმედია ყველამ იცით უკვე ეს ღერძი იმიტომ, რომ ყველას დაგიშლიათ ნასოსი და მისი შიგნეულობა იცით. შეგახსენებთ მესამე საფეხურის ღერძი გამოიყურება აი ასე.



მოყვითალო დეტალი, რომელიც ბრინჯაოსგანაა დამზადებული ჩახრახნილია რკინის ღერძში, უბრალოდ გამოიტენეთ ბრტყელტუჩა (პლასკაგუფცები) ან რაიმე ამდაგვარი, რომ მჭიდროდ ჩახრახნილი თავაკი მოხსნათ ღერძს. ჩაახრახნეთ ახალი დაშლადი თავაკი რკინის ღერძში , სასურველია თავიდან რკინის ღერძზე დაახვიოთ ტეფლონის ფირი (სანტექნიკაში რომ იყენებენ მილების გადაბმისთვის აი ის თეთრი ფირი) და შემდეგ მჭიდროდ, ბოლომდე ასე ვთქვათ ჩასიკვდილებამდე მოუჭირეთ ახალი თავაკი რკინის ღერძე.

ასევე გაითვალისწინეთ, მე რასაც გაძლევთ კომპლექტში არის დაშლადი ანუ წინა ცხვირი ამ შედგენილ დეტალს რეზბაზე აქვს და სძვრება, იმისათვის რომ თავიდან იოლი იყოს დაშლა აწყობა ეს დეტალი ხელით არის გადაჭერილი. თუ ასე დატოვებს მუშაობისას შეიძლება ნასოსში თავი გასძვრეს, სასურველია ესეც გადაუჭუროთ იგივე ბრტყელტუჩათი, ოღონდ ზედმეტი ფანატიზმის გარეშე, ღერძი წვრილია, რეზბაც და შედეგად თუ ძალიან მოუჭერთ შეგიძლიათ გააფუჭოთ დეტალი. რეზბა ისეა გაკეთებული რომ ცოტაოდენ ზედმეტი მოჭერის დროს ეს ორი დეტალი ერთმანეთში მკვრივად ჯდება და აღარ დაცილდება ერთმანეთს სანამ ისევ ბრტყელტუჩას არ გამოიყენებთ.

ბოლოს იწყება მესამე საფეხურის ღერძის ჩასმა მილში. პირველ ჯერზე ეს რთული იქნება, რადგან ფტოროპლასტის რგოლი სპეციალურად ცოტათი დიდია გამოთლილი და მილში თავისუფლად არ შედის, სპეციალურად ფტოროლპასტს ერთ მხარეს პატარა კონუსური წათლა აქვს გაკეთებული რომ ცოტაოდენ შეგიმსუბუქოთ მილში რგოლის ჩასმის პროცესი. თუ უკუღმა შეეცდებით რგოლის ჩასმას, არის დიდი შანსი იმისა, რომ რგოლს რაღაც ნაწილს წააკვნიტავთ, დააკვირდით ქვემოთ მოყვანილ ნახაზს თუ საით უნდა ჰქონდეს, კონუსური წაკვეთა მიმართული ფტოროპლასტის რგოლს.



როგორც უკვე დავწერე თავიდან პირველი ჩაჯენა რთული იქნება, შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ რაიმე დამატებითი ინსტრუმენტი (პატარა ჩაქუჩი, იგივე პრტყელტუჩა), სუსტი წაკაკუნებით უზრუნველყავით რგოლის ჩაჯენა მილში, როგორც კი რგოლი მილში შეძვრება შემდეგ უკვე დარტყმა აღარაა საჭირო, უკანა მხრიდან უბრალოდ გაწიეთ მესამე საფეხურის ღერძი და რგოლი დაიწყებს თავის სამუშაო ადგილზე სრიალს.

ასევე შესაძლებელია მესამე საფეხურის მილზე პატარა ფასკის ამოღება, რომ ფტოროპლასტის რგოლი იოლად ჩავიდეს მილში, მაგრამ სახლის პირობებში ზოგიერთისთვის ეს პროცედურა რთული იქნება, ასე რომ ძეგიძლიათ შედარებით ვარვარული მეთოდიც გამოიყენოთ, ვერაფერს გააფუჭებთ smile.gif.

გადავიდეთ უკუკლაპნის რეზინის შეცვლაზეც, შეგახსენებთ უკუკლაპნის თავაკი როგორ გამოიყურება:



ამ თავაკიდან ამოაგდეთ რეზინის რგოლი და მოამზადეთ ფტოროპლასტის რგოლი. გაითვალისწინეთ კომპლექტში სულ 3 ფტოროპლასტის რგოლია, აქედან ერთი უკვე წამოწმულია მესამე საფეხურის თავაკზე, ორი კი კომპლექტშია, არ აგერიოთ ისინი. ერთი არის მესამე საფეხურისთვის (სატადარიგო), მეორე კი უკუკლაპნისთვის. დააკვირდით უკუკლაპნის რგოლს, ცოტათი მეტი ზომის ხვრელი აქვს, პრობლემა არ იქნება თუ უკუკლაპანზე მესამე საფეხურის რგოლს ჩამოაცმევთ, მაგრამ აი უკუკლაპნის რგოლი მესამე საფეხურზე არ იმუშავებს. ასე რომ ყურადღებით.



არის კიდევ ერთი საყურადღებო პატარა მომენტი, უკუკლაპნის რგოლსაც აქვს პატარა ფასკა, კონუსური წანათალი, სასურველია ეს წანაკვეთი განათავსოთ შემდეგნაირად:



მოკლედ ვიღებთ შედარებით დიდი ხვრელის მქონე ფტოროპლასტის რგოლს და ვიწყებთ მის ჩამოცმას ბრინჯაოს კონუსურ დეტალზე. პრობლემა აქ გექნებათ თვითონ ჩამოსმის პროცესი. ფტოროპლასტი რეზინასავით იოლად არ დეფორმირდება, ასე რომ მისი ჩამოცმა ხელით არ გამოგივათ (დამიჯერეთ უკვე ვცადე და ლამის ფრჩხილები მივიმტვრიე). აქ შემოგთავაზებთ უკრაინლების მიერ მოფიქრებულ გამოსავალს. აიღეთ M5 ან M6 გაიკა (მე პირადად მირჩევნია M6-ის გამოყენება, უფრო თავისუფლად შეგიძლიათ იმოქმედოთ), აიღეთ პტოროპლასტის რგოლი, ჩამოაცვით გოლი ბრინჯაოს კონუსს, შემდეგ ზემოდან დაადეთ ნახსენები M6 გაიკა და ეს მთლიანი ბუტერბროდი ჩადეთ გირაგში (ტისკებში), მოუჭირეთ ნელნელა. გაიკა მიაწვება ფტოროპლასტის რგოლს გადაასრიალებს კონუსზე და ჩასვავს თავის ადგილზე.







ბუდეში, ანუ თავის ადგილზე, ამ კლაპნის პირველი ჩასმა შეიძლება გაჭირდეს (გაიკამ ჩამოცმისას შეიძლება ცოტაოდენ გააფართოვოს რგოლის გარე დიამეტრი.... გამოსწორება მარტივია - ან რაიმე მყარზე - მაგალითად ორ ფიცარს შორის გორაობით და დასრესით დაავიწროვეთ რგოლის დიამეტრი რომ ჩაეტიოს უკუკლაპანი თავის ბუდეში, ან საკანცელარიო დანის მეშვეობით სუუულ ცოტათოდენ გვერდები ჩამოათალეთ რომ უკუკლაპანი ბუდეში თავისუფლად ჩავიდეს), მაგრამ მერე უკვე უპრობლემოდ იმუშავებს ყველაფერი.

მორჩა ეს პროცედურაც დამთავრებულია, უკუკლაპნის რეზინა, ან ფტოროპლასტის გამოცვლა აწი ცხოვრებაში აღარ დაგჭირდებათ, მესამე საფეხური თუ კიდევ რაღაც მიზეზით შეიძლება გაფუჭდეს და გამოსაცვლელი იყოს, უკუკლაპანი რეალურად მუდმივად მუშა დარჩება.

როგორც ზემოთ ვახსენე, თუ ამ ყველაფრის გაკეთება არ გსურთ, ან გეზარებთ დამატებითი საფასურის გარეშე მე გაგიკეთებთ ამ მომსახურებას (გაითვალისწინეთ საპოხი მასალა და სხვა რეზინების დაცვლა, ჟანგის მოცილება და წყლის ამოწმენდა აქ არ მიგულისხმია, მხოლოდ თავაკის დაყენება, მოჭერა და ნასოსი აწყობა შემოწმება).


ფასი
ახლა ყველაზე უსიამოვნო - ანუ ფასი. ფასი 3 კატეგორიად დავყავი:

1) უცხო პირებსთვის - 30 ლარი (ვინმე უცხო, ან 1-2 პოსტიანი ფორუმელი, რომელიც მხოლოდ ამ კომპლექტის შესაძლენად დარეგისტრირდა)
2) ფორუმელებისთვის - 25 ლარი (ფორუმელი რომელსაც 100 პოსტზე მეტი აქვს დაწერილი)
3) კლუბის წევრებისთვის - 20 ლარი (კლუბის მოწმედი წევრი, მოქმედი მოწმობით. როდიდან იქნება კლუბი.... ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე პრეზიდენტთან smile.gif )

იმედია კლუბი ოდესღაც მაინც ჩამოყალიბდება, პრეზიდენტი გვპირდება ამ თვის ბოლომდე უსიკვდილოდ იქნებაო smile.gif

P.S. რა თქმა უნდა ფასი დაბალი არაა, დიდი რთული კონსტრუქცია აქ არ გამოიყენება, შეგიძლიათ თქვენ თვითონაც გააკეთოთ, ან ახლობელს გააკეთებინოთ და იაფიც კი გამოგივიდეთ, მაგრამ მე აი ასეთ უღმერთო ფასებს ვაცხადებ smile.gif
koknar
რამე მუნუსი თუ აქ, თუ სულ პლიუსები აქ ყველაფერში ჰაა?
gregory
#1 Gregory
doctor
მომიწევს სადმე ფლუდვა 100 პოსტს რომ მივაღწიო smile.gif
ja_ja
koknar
ციტატა(koka @ 13th September 2011 - 02:17 PM) *
რამე მუნუსი თუ აქ, თუ სულ პლიუსები აქ ყველაფერში ჰაა?

ნუ მინუსები რა უნდა ჰქონდეს, 2 ცალი რეზინა იცვლება 2 ცალ ფტოროპლასტზე, სულ ეგაა, ნუ ის დაშლადი კონსტრუქცია ისეთივეა გაკეთებული რავარიც ორიგინალს, აქვს, უბრალოდ ორიგინალის დაშლადი არაა და ჩამოცმის პროცესში დეფორმირდება ფტოროპლასტი.

დანარჩენში მინუსი რა უნდა ჰქონდეს, მინიმუმ რეზინებიანი ნასოსის მუშოაბას უზრუნველყოფს, იმაზე უკეთესი იქნება და დანარჩენი რავი გამოჩნდება რა ექსპულატაციის პერიოდში smile.gif

doctor
ციტატა(doctor @ 13th September 2011 - 02:44 PM) *
მომიწევს სადმე ფლუდვა 100 პოსტს რომ მივაღწიო

ახლა ვნახე შენი სტატუსი smile.gif

ციტატა
ჯგუფი: Members
პოსტები: 80
რეგისტრ.: 6-March 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,101

ნუ იდეაში 80 იგივეა smile.gif, მე მანდ (ანუ 100 პოსტში) იმას ვგულისხმობდი რომ უბრალოდ ვიღაც რომ წაიკითხავს იტყვის მინდაო და ამასობაში ფორუმზე მხოლოდ მაყურებლად რომ არის ხოლმე. მათთვის ასევთქვათ წამახალისებელ ვარიანტს ვთიშავ რომ რაიმე სტიმული ჰქონდეს ჩრდილიდან გამოვიდნენ და ცოტაოდენ მაინც იაქტიურონ ფორუმზე. smile.gif

აი ფლუდი კი საჭირო არაა smile.gif
nihontoman
ja_ja
ციტატა
1) უცხო პირებსთვის - 30 ლარი (ვინმე უცხო, ან 1-2 პოსტიანი ფორუმელი, რომელიც მხოლოდ ამ კომპლექტის შესაძლენად დარეგისტრირდა)
2) ფორუმელებისთვის - 25 ლარი (ფორუმელი რომელსაც 100 პოსტზე მეტი აქვს დაწერილი)
3) კლუბის წევრებისთვის - 20 ლარი (კლუბის მოწმედი წევრი, მოქმედი მოწმობით. როდიდან იქნება კლუბი.... ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე პრეზიდენტთან )


ბოტებისათვის? biggrin.gif
ja_ja
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 13th September 2011 - 03:06 PM) *
ბოტებისათვის?

მაგ შემთხვევაში ფასს რა მნიშვნელობა აქვს, წასაღებად მაინც არავინ მოვა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
koknar
როგორ არ მოვა, მე მომეცი და მიუტან biggrin.gif
geojorjika
მდაჰ , საჭირო ნივთია ავიღებ მეც smile.gif
kaka8079
ვააა საღოლ ბიჭებო რომ გამოხატეთ ყურადღება ამ ნაკეთობის მიმართ.
bazuka
ჩამწერეთ სიაში, პირველივე ხელფასზე ვიღებ
r-O-m-A
ეს ყველაფერი ჰასანის ტუმბოზე მიდის?
kaka8079
r-O-m-A არამგონია რომ წავიდეს მაგრამ ჯაჯას მიწერე და შეიძლება ხაჩიკას ზომებიც გააკეთოს
r-O-m-A
kaka8079
კაი ჯიგრი მივწერ და თან სანამ დაამზადებს 100 პოსტს ვერ ავცდები დავიჯერო? biggrin.gif
kaka8079
r-O-m-A
ხოო იმედია დაწერ biggrin.gif
ja_ja
r-O-m-A
პასუხი უკვე შენს PM-ზე მოგწერე, 100 პოსტი პირობითია, გიბიძგებთ აქტიურობისკენ smile.gif თორემ დარეგისტრირდი 7 აგვისტოს და 39 პოსტზე მეტი ვერ აქაჩე არადა 2 თვე გავიდა, თვქში 18 პოსტი გამოგდის, ანუ უხეშად ორ დღეში ერთი პოსტი, იაქტიურე და.... smile.gif
ja_ja
განვაახლე პირველი პოსტი... ადრე მხოლოდ benjamin-ის ნასოსების აბგრეიდ კომპლექტებს ვაკეტებდი, მაგრამ ნელნელა სხვადასხვა სახის და მწარმოებლის ნასოსები გაიჩითა, ნუ ტექნოლოგიურად ყევლა ერთნაირია, პატარა განსხვავებებია ზომებში და ფორმებში, დანარჩენის მხრივ ....

ამიტომაც ჩავამატე იმ ნასოესების სია რომლებიც კომპლექტებიც გამიკეთებია, ნაწილის ხელზე, მაქვს, და რავიცი....

აქვე დავყრი Hatsan-ის ნასოსის კომპლექტების სურათებს

ორიგინალი მარჯვნივ, ახალი ფტოროპლასტის კომპლექტი მარცხნივ





ესეც შეფუთულები და გამზადებულები

davita76



ja_ja
ჯაჯა ეს თემა ძალაშია?შეგიძლია ჰაჩიკას ნასოსზე რეზინების ფტოროპლასტზე გადაყვანა?რაღაც აურია,ბევრი კაჩაობა ჭირდება და თითქოს ჰაერსაც უშვებს.
ja_ja
გადაყვანა შეიძლება, მაგრამ თავიდანვე გაითვალისწინე ფტოროპლასტზი რეზინა არაა, ასე რომ ცოტაოდენ მეტ დაკაჩავებას მოითხოვს ვიდრე რეზინიანი ვერსია. თუ ეგ იდეა უკვე გადახარშული გაქვს და მზად ხარ, მაშინ ველცომ....
davita76
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 29th May 2015 - 09:46 AM) *
ასე რომ ცოტაოდენ მეტ დაკაჩავებას მოითხოვს ვიდრე რეზინიანი ვერსია.

ვაა მე პირიქით მეგონა.ჯერ სალნიკები მაქვს.რო გამომელევა მერე გადავიყვან ფტოროპლასტზე.მაინც რამდენით ბევრი კაჩაობა უნდა დაჭირდეს ერთ დატენვას 10- 15 ?
ikaaa
ციტატა(davita76 @ 29th May 2015 - 10:45 AM) *
ვაა მე პირიქით მეგონა.ჯერ სალნიკები მაქვს.რო გამომელევა მერე გადავიყვან ფტოროპლასტზე.მაინც რამდენით ბევრი კაჩაობა უნდა დაჭირდეს ერთ დატენვას 10- 15 ?

მე მაქვს გადაყვანილი ნასოსი ფტოპლასტზე და განსხვავებას ვერ ვგრძნობ.

ეგ განსხვავება მიზერულია და არ იგრძნობა.
ja_ja
სადღაც ეგრე 10-15.

ნუ პირიქით რაფერ იქნება smile.gif პტოროპლასტი უფრო მყარი ნივთიერებაა და კედლებთან მთლად ჩახუტებული არაა, ნუ ხახუნი მინიმალური კი აქვს, მაგრამ რეზინას გაბერვის და დეფორმაციის ფუნქციონალი უფრო აქვს, ფტოროპლასტს ნაკლებად, შედეგად რაცხა ნიკრო ჰაერის ნაწილაკები ახერხებენ გამოპარებას smile.gif

რეზინა როგორც ხვდები კარგად აკეთებს აბტურაციას, მაგრამ ცუდი თვისება ის აქვს რომ ხახუნის გამო იოლად ცვდება... მოკელდ ხომ აზრზე ხარ იდეალური და უნივერსალური არაფერი არსებობს, უნდა ამოირჩიო რომელ შემთხვევაში რა გირჩევნია.
koknar
10-15 ჩაბერვით რომელი ნასოსი ბერავს, არსებობს ეგეთი რამე ?
davita76
koknar
ციტატა(koka @ 29th May 2015 - 01:03 PM) *
მაინც რამდენით ბევრი კაჩაობა უნდა დაჭირდეს ერთ დატენვას 10- 15 ?

მე ვიგულისხმე 10-15 ჩაბერვით მეტი
ja_ja
არა მე ვამბობ 10-15 ჩაბერვას ჩვეულებრივი რეზინიანი ვერსიისგან განსხვავებით, ანუ პირობითად თუ ჩვეულებრივ რეზინაზე მომუშავე ნასოსს სჭირდება 80 ბუქნი რომელიღაც თოფის დასატენად, ფტოროპლასტზე გადაყვანილ ნასოსს შეიძლება დასჭირდეს 90 ბუქნი, ისიც დააკვირდით სიტყვას შეიძლება! არის შემთXვევა რომ შეიძლება და|სჭირდეს იგივე 80 ბუქნი, ან შეიძლება დასჭირდეს 95 ბუქნი, ანუ ლავირებს რა ნასოსიდან ნასოსამდე მონაცემები...

დამოკიდებულია ეგ უკვე ნასოსის შიდა კედლების მდგომარეობაზე.
userman
იმის გამო , რომ მესამე საფეხურის რეზინს ვერ ვშოულობ ნასოსი გადავიყვანე ფტოროფლასტზე.
აქვს შემდეგი უარყოფითი მხარეები :

1) გაძნელებულია დაკაჩავება.
2) შუალედში დაბერვისას თუ გავჩერდი დასასვენებლად ასე 5 წუთი , ნასუსის ამოძრავება არის საშინელება.

მე ვფიქრობ გაჩერებისას წნევა გროვდება მეორე საფეხურში და მაგიტომაა გაძნელებული ამოძრავება. . მანომეტრის ჩვენებაც დაბლა ჩამოდის საგრძნობლად.

3) 50%-ით მეტი დაკაჩავება უნდა.

თქვენც ასეთი პრობლემები გაქვთ ?
ja_ja
50%-ით მეტი თუ გინდა უკვე გაცვეთილია ან დაღეჭილია ფტოროპლასტი და ძალიან ბევრ ჰაერს აპარაბს კედლებს შორის...

ფტოროპლასტზე გადაყვანისას რა თქმა უნდა იზრდება დაკაჩავების რაოდენობა (იმიტომ რომ ფტოროპლასტი მაინც პლასტიკატის მაგვარია და რეზინასავით მჭიდროდ კედლებს არ ეხება), მაგრამ არა 2-ჯერ და 30ჯერ ხარისხის გაუარესებით, უხეშად საუბარი უნდა იყოს 10-დან 20%-მდე, როგორც წესი საშUალო 15% მუშაობს ხოლმე... ანუ თუ ადრე გჭირდებოდა 100 ბუქნი ეხლა დაგჭირდება 110-დან 120-მდე, ყველაზე ცუდ შემთხვევაში 130... მაგის ზემოთ უკვე ვავა..

მითუმეტეს არანაირი შუიდან ამოძრავება არანაირ განსხვავებას არ უნდა იძლეოდეს, თუ ეგ ხდება გარანტირებულად ჰაერი იპარება ფტოროპლასტსა და მილის კედელს შორის, რადგან დარღვეულია გეომეტრია და მჭიდროს არ ეხება ეგ ორი შტუკა ერთმანეთს...

მითუმეტეს თუ წნევა ეცემა ესეიგი მთლად ონლაინში გაქვს ჰაერის გაპარება და როგროც თქვი მესამე საფეხურიდან მეორე საფეხურში გადადის ჰაერი, შედეგად მეორე და პირველი საფეხურის რეზინები იბერება და ჭედავს მექანიზმს...

მოკლედ ახალი რგოლები გინდა ფტოროპლასტის...
Rolx
მესამე საფეხურის სარქველი გამიტყდა ჩემს ნასოსზე და ხოარ ყიდის ვინმე ამ ნაწილს? გამოწერით ვნახე ალიექსპრესზე უბრალოდ ძაან დააგვიანდება და მაინტერესებს აქ თუ იშოვება. ასეთი
ja_ja
თუ შენს ნასოსს იმენნა ეგეთი ბოლო აქვს მესამე საფეხურზე, მაშინ მემგონი გამოწერა ჯობია, მაგრამ 1 თვიდან 1.5 თვემდე დააგვიანებს, როგორც წესი...

მამენტ თუ გეჩქარება ან მაგ ფორმის არაა და შენს ნასოსს არ შეესაბამება, მაშინ შემეხმიანე და გაგიგკეთებ ახალს, უბრალოდ შენი უნდა მოიტანო რომ ვნახო როგორი გქონდა, ნუ ვსმისლე მინიმუმ 4-5 ნაირსახეობაა აგ დაბოლოებების და ბრმად ვერ გავაკეთებ....
ომარი
გაუმარჯოს! ეგ პტოროპლასტი სრაზუ რო დააყენო ხოარ აჯობებს რა ნასოსიც არ უნდა იყიდო?
ja_ja
ნუ რუსებს რომ დაუჯერო კი...

რეალში არ ჯობია, იმიტომ რომ რეზინა წნევის ზემოქმედებით დეფორმირდება და კედლებზე კარგად ეკვრება, შედეგად ჰაერს მთლიანად მიათრევს შემდეგ სარქველში ან რეზერვუარში...

პტოროპლასტი კი არის პლასტიკატის ვარიანტი, ნუ უფრო ცნობილია სახელი ტეფლონი, ერი და იგივეა ფტოროპლასტი და ტეფლონი, პორსტა ტექლონის სახელი du-pont-მა დაარეგისტრირა და კრუტოი სახელის პონტში გაარეკლამა smile.gif მოკლედ რაც არ უნდა იყოს პტოროპლასტი პლასტიკატია და არ განიცდის ისეთ დეფორმაციას, როგორც რესინას, შედეგად კედელსა და ფტოროპლასტს შორის ყოველთვის არის ადგილი და ნაწილი ჰაერი იპარება მანდ. შედეგად დანაკარგი და ზედმეტი ბუქნაობა რაოდენობაში smile.gif

ასე რომ სანამ ქაჩავს რეზინა, ჯობია რეზინა იყოს, გადაყვანა კი ყოველთვის შეიძლება. აი რუსებს თუ უყურებ, მანდ ფრთხილად იყავი, მანდ ბაზარი დიდია და ხშირად მომხმარებლის გაბითურების მიდგომა მუშოაბს, ანუ:

- ერთი კაც ჩნდება და რაღაც ვაი დედა უშველებელ პრობლემას აღწერს რომ აი დედა რა კაი იქნებოდა ეს რეზინები რომ არ იყოს
- მიდის უსაშველო საუბარი, მტკიცება რომ შეუძლებელია, ყველა მორალურად განადგურებულია, ეძებენ ამ რეზინებს, ვაი ვუი....
- უცებ ჩნდება ვიღაც ვთისნიერი და იწყებს მტკიცებას რომ გამოიგონა ახალი იდეალური გამოსავალი, აი სუპერ ტექნოლოგიაა
- მერე ვითომ სასტავი იჩიტება რომ არა ეგ გოიმობაა არ იმუშავებს
- ჩნდება კიდევ ერთი ორი რომ აი იყიდეს გასინჯეს და რას არ მუშოაბს, არ მუშოაბს კი არა ცხოვრებაში ეგეთი არაფერი უნახავთ, აქამდე სად იყვნენ, რატომ აქამდე არ მიმართეს იდეის ავტორს
- და ვსიო იდეის ავტორთან რიგი დგას და აი მე 20-ცალი მინდა და მე-300 ცალი მინდა....

ამასობაში შეიძლება ერთი ჯგუფი ჩალიჩობდეს ვინთომდა პრობლემის წარმოქმნას, მერე ვითომ და ვაი რა გვეშველება და ბოლოს სამყაროს მხსნელი მესია იჩიტება და ყველა რიგში დგას და აღმერთებს smile.gif

მოკლედ რუსეთში ბევრია ეგეთი, დაჟე ამერიკელებში აღმოვაჩIნე ეგეთი რარაც სისულეები, მაგალიტად TalonTune-ზე, ასე რომ ხშირად საღი გონება ჩერთე და პირაპიდ ტრენს და პაპსას ნუ აყვები ხოლმე
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.