გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

11 გვერდი V   1 2 3 > »   
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> მაღალი წნევის ნასოსის სრული დაშლა, Benjamin-ის ნასოსის მაგალითზე
ja_ja
პოსტი Aug 2 2009, 10:03 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



როგორც ვხვდები ყველაზე მეტი მაღალი წნევის ნასოსი გვაქვს სწორედ Benjamin-ის კლასის, ერთი გვაქვს Jah-ის გერჰნერი (იმედია სახელი არ შემეშალა) და პრაქტიკულად Benjamin-ის ანალოგი Airforce-ს ნასოსი.

ახლა რამ გადამაწყვეტინა დაშლა. რაცხა ამ ბოლოდროს ჩემი ნასოსი არ მომწინდა, ვერ ვიტყვი რომ ცუდად მუშაობდა ან არ ტენიდა, მარა რაცხა ბორძიკობები სჭირდა როდესაც ზემოთ ვწევდი ღერძს. პლიუს გიგაბაიტის დაზიანებული ნასოსი, პლიუს გუშინ გასული რომ ვიყავით მე და დავითუსი აშკარად დავითუსის ნასოს რაღაც სჭირდა. ანუ რომ ანასოსებდი და ცოტახნით გაჩერდებოდი კარგავდა შლანგში დაგროვილ წნევას და თან ნასოსი ავტოამტურად ზემოთ ამოდიოდა ხოლმე.

გიგაბაიტისას როგორც გვახსოვს პირიქით სჭირდა, თუ დატენვისას გაჩერდებოდი ძირს ვეღაც ჩაწევდი და უკანაც ვერ ამოწევდი რომ მთელი ძალით დაწოლილიყავი smile.gif



მოკლედ პრევენციული ზომებისთვის, პლიუს დასაზეთი იყო ჩემი ნასოსი, პლიუს მაინტერესებდა რა როგრორ იყო მოწყობილი, ავდექი და დავშალე, გადავწყვიტე დანახული ინფო გაგიზიაროთ რომ შესაბამისი კორექტივები ტქვენს ნასოსებში შეიტანოთ თუ ჩათვლით საჭიროს.

მაშ ასე დაშლა მარტივია თავიდან უნდა მოვუშვათ სახელური, დარწმუნებული იყავით აღარ დაგვჭირდება აწყობამდე



მეორე ნაწილად ვხსნით ძირა ბლოკში ჩახრახნილი ბრინჯაოს ექვსკუთხედს. ამის მერე ხელში შეგვრჩება ცენტრალური ცილინდრი

მესამე ნაბიჯი - ვნახულობთ სტოპ ვინტს როემლიც აქვს ძირა ნაწილში დარჩენილ შავ რგოლს, სტოპ ვინტის მოხშვებით ჰაერის ფილტრი და ეს შავი რგოლი მოძრაობას დაიწყებენ.

მეოთხე ნაბიჯი - ვხსნით ძირა მხარეს არსებულ მეორე ექვსკუთხედს რომელიც გარე შავ ცილინდრშია ჩახრახნილი.

ახლა შეიძლება ნასოსი ბოლომდე გაშალოთ, გარე შავი ცილინდრი შეგიძლიათ ბოლომდე გაქაჩოთ სანამ ზედა ნაწილში არ გამოჩნდება ბრინჯაოს კიდევ ერთი ექვსკუთხები. გაითვალისწინეთ შეიძLება პატარა ძალის დატანება დაგჭირდეთ რომ ეს ექვსკუთხედი დაინახოთ, პატარა შეფერხება შეიძლება გქონდეთ შავი გარე ცილინდრი ჩერდებასავით და არ გაძლევთ დაინახოთ ეს ექვსკუთხედი.

მეხუთე ნაბიჯი - თუ ზედა ბრინჯაოს ექვსკუთხედი გამოჩნდა შავი გარე ცილინდრის შიგნიდან, ახლა დრო დადგა ზედა ნაწილში არსებული ალუმინის დეტალი მოუშვათ.



ეს ის დეტალია რომელშიც სახელურის ვინტები მაგრდება. დაგჭირდებათ ეგრეთქოდებული კრანის კლუჩი (სანტექნიკები მაგას კიდევ პირველ ნომერ კლუჩს ეძახიან) ანუ ეს ის ინსტრუმენტია ვინტის მოშვება მოწერით რომ არეგულირებთ პირის გაღების შესაძლებლობას.

ნაბიჯი მეექვსე - თუ ამ ალუმინის პრობკას ამოხრახნავთ დაინახავთ რომ იგი მესამე საფეხურის ღერძზეა რკინის შპილკით მიმაგრებული. პატარა ლურსმანი ან რაღაც ეგეთია საჭირო და შპილკა გამოვარდება. ჩემს ნასოსზე საერთო ცალი მხრიდან მარტივარ სძვრება, მეორე მხრიდან კი ეჭედება.

ახლა შეგიძლიათ თამამად გარე შავი ცილინდრი მოაძროთ.

ნაბიჯი მეშვიდე - ახლა ხელში დაგრჩებოდათ გაპრიალებული ცილინდრი ზემოთ ქვემოთ ბრინჯაოს დეტალებით. ჯერ ზედა ნაწილში არსებული ექვსკუთხედი უნდა მოუშვათ, ოღონდ ფრთხილად, მანდ ერთი რეზინა ზემოდანაა, ხოლო მეორე რეზინა ამ ექვსკუთხედის ქვეშაა, არ აგერიოთ ეს რეზინები. შიდა ბუდეში თუ ჩასვავთ გარე რეზინას, დატენვა გახდენა, ძალიან იოლი, ნეკა თითით დატენით 300 ატმოსფეროს, მაგრამ იქ სადაც საჭირო იყო 20 ბუქნი საჭირო იქნება 120 ბუქნი biggrin.gif ასე რომ ამოირჩიეთ რა გინდათ biggrin.gif. ნუ რეზინები და საერთოდ ნებისმიერი სხვა დეტალები არ უნდა დავკარგოთ. მოკლედ ამ ექვსკუთხედის ქვეშ არის რეზინა რომელიც მესამე მუხლიდან არ უშვებს ჰაერს. სავარაუდოდ ეს რეზინა დახევის კანდიდატია მაგრამ ჩემი რეზინა ჯანზე იყო, მოკელდ ამ რეზინის კონტროლი ღირს, რადგან მესამე მუხლის ღერძი მუდმივად ამ რეზინას ეხახუნება და ლოგიკით ერთხელაც და უნდა გაიხეს.





თვითონ ამ ექვსკუთხედს კი ზემოდან აქვს რკინის ლაგამი (არ ვიცი რა ქვია ახლა ეგრე დავარქვი), რომელიც არ აძლევს საშუალებას ამოვარდეს პატარა ხვრელიდან მყარი რეზინის ბურთულას. ეს ბურთულა ამისამართებს ჰაერს მეორე სარქველიდან მესამეში. არ დაკარგოთ, და არ იფიქროთ აირსოფტის ბურთულაზე, აირსოფტის ბურთულა მკვრივია და ჰერმეტიულობას ისე არ მოგცემთ როგორც რეზინის ბურთულა.

ნაბიჯი მერვე - გადავიდეთ ძირა ნაწილზე, თუ დააკვირდებით აქაც ერთი პატარა ექვსკუთხედია სულ ძირს. მის შიგნით არის ჩამალული უკუწნეის კლაპანი, ანუ რომ ჩაბერავთ და წნევა შლანგში იზრდება, უკან რომ არ გამოიპაროს წნევა ამ კლაპნის მეშვეობით ხდება მისი დაკეტვა. მოკლედ მექანიზმი საკმაოდ მარტივია, ერთი ზამბარა და პატარა წვეტიანი დეტალი, რომელზეც წამოცმულია რეზინა და სწორედ ეს რეზინა კეტავს ჰაერის უკან დაბრუნების შესაძლებლობას.



ჩემთან ეს რეზინა საკმაოდ გაცვეთული იყო, პრაქტიკუალდ ნახევარი აქერცლილი იყო. იდეაში ბოლომდე დაშლა ვაცადე და ეგრევე ელიავაზე მოვკურცხლე, 50 თეთრად ვიყიდე 3-ცალი მაგდაგვარი, მართალია ეგეთივე პუტკუნა არ აღმოჩნდა, სადრაც მიკრონებშია განსხვავება, მაგრამ ნაყიდი რეზინა თავის საქმეს აკეტებს.

ორიგინალი რეზინის ზომებია: გარე დიამეტრი 7.4მმ, შიდა დიამეტრი 3.9მმ, სისქე 1.8მმ ეს იმ შემთხვევისთვის თუ სადმე მოახერხებთ მის დათრევას. მე რაც ვიყიდე ელიავაზე კლიენტმა ამარჩევინა
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
, ყველაზე პატარა რეზინა ამ ნაკრებში რაც იყო ეგაა ზუსტად.



სურათზე მარცხნიდან მარჯვნივ. ორიგინალი გაქუცული რეზინა, მეორე და მესამე - ამაზონის ლინკი რომ მოვიყვანე იმ ნაკრებიდან რეზინები, ბოლო მეოთხე რეზინა, ვიღაც არტურასგან ნაყიდი რეზინაა, ფაქტია ეს ბოლო არ ზომებში ჯდება და არც ხარისხში.

Davitus - შენს ნასოს ზუსტად ეს რეზინა აქვს დაზიანებული. მისი გამოცვლის მერე მშვენივრად გააგრძელებ დატენვას, თუ ამ რეძინას ვერ თრეულობ მითხარი და მოგაწვდო, მაინც 2 ცალი ზაპასად მაქვს smile.gif

Gigabyte13 - შენს ნასოსში გადაამოწმე ეს რეზინა ხომ არ ახირებს. წესით შენსას მესამე მუხლის რეზინა უხურებს, მაგას მოგვიანებით ავხსნი, მაგრამ ესეც გადაამოწმე.

ნაბიჯი მეცხრე - ახლა იწყება არდავიწყება, ერთი ვინტის მოშვებით უნდა გავხსნათ ნასოსი საბოლოოდ და სამივე საფეხური უნდა ამოვიღოთ. ამისათვის ძირს დარჩენილ ბრინჯაოს დეტალს ექვსკუთხედში "რაზვადნოი" კლუჩს ვუმაგრებთ, ხოლო ზედა მხარეს არცებულ ბრინჯაოს დეტალში"კრანის კლუჩს" ვუჭეთ და ერთი მეორეს საწინააღმდეგოდ ვატრიალებთ.



მოხსნას დაიწყებს ძირა ექვსკუთხედი, რომელიც მეორე საფეხურის მილზეა მიხრახნილი. მოშვების შედმეგ, ზემოთა მხრიდან ამოვიღებთ მეორე საფეხულს და მეორე საფეხურის ქვევიდან გამოვაძვრენთ მესამე საფეხურის ღერძს.

მორჩა ნასოსი დაშლილია. მეტად დაშლა საჭირო როგორც ასეთი აღარაა, ყველა საჭირო დეტალს შეგიძლიათ პირდაპირ მიუდგეთ. მთავარი დეტალი აქ მაინც მესამე საფეხურის რეზინებია.



უფროსწორედ ერთი რეზინაა და ერთი თუ არავცდები ფტოროპლასტის ნდანამატია. მოკელდ ეს რეზინაზომა ფორმით უკუწნევის სარქველში გამოყენებული რეზინის ანალოგია, ეგაა რომ აქ ბაზრობის რეზინა ალბათ არ წავა, არ მისინჯია, მაგრამ ეს რეზინა ცოტა უფრო პუტკუნა მეჩვენება.



ჰო რაც შეეხება პირადად ჩემს ნაზოზს, კიდევ კარგი დავშალე, იმიტომ რომ შიგნით იყო აურახელი წყლის კონდენსატი, ჭუჭყიანი ზეთი და კაცმა არ იცის, რა. გამოწმენდის შემდეგ ყველაფერი პრიალებს, ეგაა რომ სილიკონის ზეთი არ მეყო, სასწრაფოს საშოვნია შესაბამისი კლასის ცოტა მეტი სილიკონის ზეთი. ახლა ყველაფერი დაზეთილი კი მაქვს, მაგრამ...

მოკლედ იმედია ეს ინსტრუქცია რაიმეში გამოგადგებათ, თუ რაიმე სხვა რეზინებს აღმოაჩენთ ხომ კაი, მე კი ძალიან მინდა
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
(ან
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ან
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
), ეგაა რომ ახლა მე ვერ დავუკვეთავ, 5 კვირის განმავლობაშI მაქვს განაწილებული საქონელი ჩვენი საბაჟოს 300 ლარიანი კანონის გამო. სექტემბრის შუა რიცხვბისთვის შეიძლება დავუკვეთო, მანამდე თუ ვინმეს თავში ჩაგიჯდებათ ეგებ ჩემთვისაც მიაყოლოთ ერთი კოლოფი და ფულს გადაგიხდით
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Aug 2 2009, 10:41 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ja_ja
მშვენიერი რეპორტია , დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის 5-იანი პლისით შენ smile.gif , ბევრს გამოადგება ეს ინფო , მათ სორის მეც, ჯერ ჩემს ნასოს არაფერი სჭირრს (ტფუი ტფუი smile.gif ) , ისე კი დაშლა კაი იქნებოდა ჩემთანაც ბვერი ნაგავი იქნება ალბათ შიგნით . ეგ კი არა ამ ბოლო დროს რეზერვუარის დაშლაზე ვფიქრობ ფორუმებზე დაჟანგული რეზერვუარების სურათების ნახვის შემდეგ


რაც შეეხება რეზინების ნაკრებს ეხლა თუ დავუკვეთე რაიმე მაგასაც გამოვაყოლებ smile.gif ჯერ უნდა გავარკვიო განბაჟების ამბავი იმ კროსმანი სტავარის თორემ თუ ნამეტანი გავიწეწეთ ვერფაერსაც ვერ დავუკვეთავ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Gigabyte13
პოსტი Aug 2 2009, 11:33 PM
პოსტი #3


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 857
რეგისტრ.: 11-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 66
ქალაქი:თბილისი



ja_ja
თუ გახსოვს აქ ერთი სინონიმი შემოვიტანე "შუქურას" სახით?!
მოკლედ მე3 საფეხურის მანჟეტ8ე იცი, რომ ფტოროპლასტს
გვირჩევენ, მაგრამ მაგ ოხერს ვერ წამოაცმევ. ფტოროპლასტი
ჩათვალე ოხრად მაქვს და მოგცემს შენ სამყოფელს.
ახლა რას გვთავა8ობენ რუსები - დაამ8ადეთ შუქურას სარქველი
არა მონოლითური ატამედ 2 ჩახრახნულ ნაწილად ისე, რომ
ფტოროპლასტის მანჟეტი ამ 2 დეტალს შორის ჩახრახნვის დროს
მოაქციოთო... აი ასე
ხო და შესა9ლოა, რომ მალე ჯეტის სახარატო ცარხს შევი9ენ.

რაც შენ მანჟეტების კომპლექტს შეეხება - ვარკეთილში 25 ლარად
მანქანების ნაწილების ბა8რობა8ე დაითრევ!

ჩვენი ნასოსები ტყუპები-ნაბიჭვრები არიან თანაც მამა - ჰილსია. biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Aug 3 2009, 07:54 AM
პოსტი #4


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



Gigabyte13
ციტატა(Gigabyte13 @ 3rd August 2009 - 12:33 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რაც შენ მანჟეტების კომპლექტს შეეხება - ვარკეთილში 25 ლარად
მანქანების ნაწილების ბა8რობა8ე დაითრევ!

შურე???


ციტატა(Gigabyte13 @ 3rd August 2009 - 12:33 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ხო და შესა9ლოა, რომ მალე ჯეტის სახარატო ცარხს შევი9ენ.

აი ეს ძალიან საინტერესოა და თუ შეიძლება უფრო დეტალურად რა, თუ ცალკე თემაა საჭირო არ დაიზარო რა. განსაკუთრებით ზომები, ფასი და დაკვეთიდან აღების დრო.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Aug 3 2009, 05:10 PM
პოსტი #5


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



საინტერესო რეპორტია, იმედია გამომადგება (თუ მარადიორი ვითრიე) :lol:
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Aug 18 2009, 08:01 PM
პოსტი #6


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მტააკ ვაგრძელებ ამ თემას.

კროსმანს მივწერე მეთქი ეგემ მომცეთ სადაა ნასოსის დაშლა აწყობის და დეტალების სქემა მეთქი, პლიუს ტითი უნდა დავზეთო მეთქი რომელი ზეთი ან ტაოტია საჭირო მეთქი.

აი რა მოიწერეს

Giorgi,

Attached please find the diagram for the HPP2K PCP Hand Pump. Please be advised that Crosman does not sell parts or repair the pumps here. You will need to contact Sun Optics at (817) 350-4957 for repairs out of the warranty. Otherwise, your pump is covered under a 1 year warranty through Crosman Corporation.
It is strongly recommended that you only use Parker Olube as an oil. Use of other oils will damage your pump and void the warranty. You may find this oil online doing a general search.

Thank you,
Angel

ეს შესაბამისი
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


ნუ ნახაზი კოშმარულია, იმედია რაიმეს გაიგებთ, სამაგიეროდ გაირკვა რომ ნასოსის მწარმოებელი არის ფირმა Sun Optics (
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
, თუმცა თავს ვერ დვდებ ლინკი არ იყო წერილში მითითებული), თუმცა სად ოპტიკა და სად ნახოხი ხრენ ივო ზნაიტ biggrin.gif

გარდა ამისა გაირკვა რა ნივთიერებით უნდა მოხდეს ნასოსის დაზეთვა. საჭიროა რაღაც Parker Olube. თავიდან ვერ გავიგე რა არის სიტყვა Olube მერე გავარკვიე, ეს არის O-Ring Lube (იგივე O-Ring oil).

მოკლედ მგონი ესაა





ლინკები დასათრევად

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


კაროჩე ჩემი ნასოსი სასწრაფოდ დასაშლელი და ამ ზეთით დასაზეთია biggrin.gif მაგრამ ჯინაზე სექტემბრის დასაწყისამდე ვერაფერი ვერ ჩამომაქ sad.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Aug 18 2009, 08:07 PM
პოსტი #7


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ციტატა(ja_ja @ 18th August 2009 - 09:01 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მაგრამ ჯინაზე სექტემბრის დასაწყისამდე ვერაფერი ვერ ჩამომაქ


რატომ?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Aug 18 2009, 08:46 PM
პოსტი #8


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



geojorjika
ბარამში ბევრი რაღაცეები მაქვს და ნელნელა ვეზიდები. კვირაში ერთი რეისი.

ბოლო რეისს დავამთავრებ 3 სექტემბერს, ასე რომ ახალს მანამდე ვერაფერს დავუკვეთავ sad.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
beqa
პოსტი Aug 18 2009, 09:32 PM
პოსტი #9


მაძიებელი
**

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 362
რეგისტრ.: 9-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 108



O-Ring oil ამ ზეთის მაგივრად მემგონი ესეც შეიძლება გამოდგეს Crosman Silicone Chamber Oil

ესეც რეზინების ზეთია. რომარ გამოშრეს რეზინა, შეამციროს ხახუნი და წნევა არ გააპაროს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Aug 18 2009, 10:49 PM
პოსტი #10


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



beqa
მე ამჯერად მაგ ზეთით მაქვს ნასოსი დაზეთილი, მაგრამ ცოტაა ეგ შობელძაღლი smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Jah
პოსტი Aug 19 2009, 02:26 AM
პოსტი #11


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



ja_ja
პმ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Aug 24 2009, 04:58 PM
პოსტი #12


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



მოკლედ დავშალე დღეს ნასოსი და მინდა ვთქვა სულ ტყუილად
მართალია შიგნით იყო ტალახოვანი მასა, მარა ეს მასა მშვენივრად ართმევთავდა თავს საქმეს.
საპოხი საშუალება რაც მქონდა (კროსმანის სილიკონის ზეთი) ის გამოვიყენე
არადა ვფიქრობ შავი ტაოტი სჯობდა ამას (თეთრი ტაოტი არის რკინა-რკინა, რომელსაც საკისტებში და ყუმბარებში იყენებენ, ამიტომ არ გამოდგება)
და აწყობის მერე მართალია დარბილდა თითქოს დატუმბვის პროცესი მარა აშკარად შეიცვალა წინააღმდეგობის მონაკვეთი (რავი შეიძლება არ მახსოვს თავიდან რანაირად იყო და ეგრეც უნდა იყოს)
მოკლედ თუ თქვენს ხელის ტუმბოს (ნასოსს) არ უჩივით ჩემი რჩევაა ხელი არ ახლოთ.
ეხლა სადარდებელი გამიხდა საპოხი საშუალება, რატომღაც არ მომწონს ეს სილიკონის ზეთი ამ ნასოსისთვის შესაძლოა ვცდები

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Aug 24 2009, 05:12 PM
პოსტი #13


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



bazuka
შენ რაღაზე დაშალე? იმ დღეს ხომ მოვუჭირეთ???

ზეთი სხვაა დასათრევი, ეგ სილიკონი კი მუშაობს, მაგრამ რაცხა მეეჭვება მაგ ნასოსისთვის იყოს. მოკლედ რას ცროსმანმა მოიწერა ეგ პარკერია თუ პინკკერტონი იმის ტაოტია დასათრევი. ეგ ზეთი არაა რამდენადაც მივხვდი. იმენნა ტაოტია, რომელიც წესით ნასოსში უნდა გამოიყენებოდეს.

P.S. რბილად სიარული კაკრაზ სილიკონის ზეთის გამო ხდება, მაგრამ რამდენად მართებულია ეგ ზეთი მაგ ნასოსისთვის არ ვიცი. ჩემიც რბილად დადის მაგ კროსმანის ზეთის მერე მარა....
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Aug 24 2009, 05:25 PM
პოსტი #14


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



ja_ja
ციტატა(ja_ja @ 24th August 2009 - 06:12 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ჩემიც რბილად დადის მაგ კროსმანის ზეთის მერე მარა....

ზუსტადაც რომ მარა ... sad.gif

სასწრაფოდ გვჭირდება ტაოტი. ნასოსში უნდა იყოს მასა თორე ზეთი ძაან თხელია და ირეცხება, ეხლა ამის ზეთის პომპაზე მაფიქრე კიდევ რაა :lol:
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Aug 24 2009, 07:40 PM
პოსტი #15


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



bazuka
ნუ მე ამაზონზე დავუკვეთავ, მარა ჩამოტანა სექტემბრის ბოლომდე არ იქნება. ასე რომ თუ უფრო ადრე გინდა მაშინ შენ უნდა დაუკვეთო.

ისე დაზეთვასთან დაკავშირებით, შენი ერთი კოლოფი საპოხი საშუალება მე მაქვს, პირამიდიდან რომ ჩამოვიტანეთ.

თუ არ გინდა მითხარი დიდი სიამოვნებით დავიტოვებ, გუშინ დისკოს ჩახმახი დავზეთე და ზღაპრულად შეასრულა საქმე, რბილი გახდა გადატენვა. მანამდე ჩვეილებრივი ზეთებით ვსარგებლობდი და ხელები დამახია ლითონი ლითონს რომ ედებოდა, ეს რომ წავუსვიიიიი. თუმცა ძალიან ცოტაა იმ კოლოფში და თუ არ გინდა... (მოკლედ მოიფიქრე მე დავიტოვებ თუ რამე) რაღაც გრაფიტის ტაოტს გაქვს მარა თავისი საქმე იცის რა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Aug 24 2009, 08:07 PM
პოსტი #16


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



ja_ja
კი კი მინდა, წავიკითხე იმდღეს რომ დაწერე, უბრალოდ ვერ მოვახერხე გამორთმევა, როგორც მივხვდი სამსახურში გაქვს ხო??
რამდენია უბანში ჩამოსატანი??? :lol:

ნასოსის ტაოტს რაც შეეხება სანამ ხელფასი არ დამიჯდება ანგარიშზე ვერ ვახერხებ ყიდვას, ამ შვებულებამ უკან დამწია ცოტა ....
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Aug 24 2009, 08:46 PM
პოსტი #17


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



bazuka
ციტატა(bazuka @ 24th August 2009 - 09:07 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ნასოსის ტაოტს რაც შეეხება სანამ ხელფასი არ დამიჯდება ანგარიშზე ვერ ვახერხებ ყიდვას, ამ შვებულებამ უკან დამწია ცოტა ....

მე შვებულება და უკან დაწევა წინ მაქვს biggrin.gif

უბანში ჩამოსატანი იქნება 6.40$ ან მისი ექვივალენტი, ჯობია ექვივალენტი (სადღაც 10 ლარია რა), ახლა მაგის 60 ცენტი სად შევაგროვო biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Aug 29 2009, 01:03 PM
პოსტი #18


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ესეიგი მოვიძიე რაღაც ახალი მასალები და ვდებ რომ საჭიროების შემითევვაში მოიძიოთ. მართალია ეს არის HILL-ის ნასოსის სქემები, მაგრამ რომ ვაკვირდები benjamion-ის ნასოსისგან არის მინიმალური განსხვავებები.

მოკელდ
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


შესაბამისი
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


მწარმოებლის მიერ
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


საკმაოდ ძვირი ღირს 9.75 ფუნტ სტერლინგი, პრაქტიკუალდ იგივე
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



გარდა ამისა ვნახე
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.




კროსმანის მიერ რეკომენტირებული იყო პარკერის ტაოტი ეგეც
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.




მეორე 2-ჯერ ცოტაა და
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მგონი სიტყვა SUPER-ის გამო ძვირი ღირსbiggrin.gif





იმედია ვინმეს ეს ინფო გამოადგება
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Aug 29 2009, 09:17 PM
პოსტი #19


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



იმ 2 პლასმასის შარიკის გარდა განსხვავება ვერ ვნახე

პირველსავე ხელფასზე ვიყიდი ამ ტაოტს
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Aug 29 2009, 09:20 PM
პოსტი #20


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



კარგი ინფოა მადლობა ჯაჯ , მეც ვიყიდი ამ ტაოტს smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

11 გვერდი V   1 2 3 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 09:20 PM
Hosted by Pro-Service