Sam Yang Dragon Claw 500cc Air Rifle, კაი რამეა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Sam Yang Dragon Claw 500cc Air Rifle, კაი რამეა |
Jan 12 2014, 03:56 AM
პოსტი
#1
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 20 რეგისტრ.: 24-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი წევრი №: 1,700 ქალაქი:Rustavi |
საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია მაგრამ ვინმეს თუ აქვს ეს იარაღი ან შეძენის სურვილი თუ გააჩნია .
| |
> |
|
|
Jan 12 2014, 08:41 AM
პოსტი
#2
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 339 რეგისტრ.: 7-August 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი წევრი №: 1,354 ქალაქი:რუსთავი |
მაგას კი საბაჟოზე ნაღდად ვერ მიხვდებიან სანადირო თოფია თუ პნევმატიური იარაღია
| |
> |
|
|
Jan 12 2014, 08:49 AM
პოსტი
#3
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 17-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 212 |
აზრი გამაგბინე ამ თემის? რას ქვია თუ გაქვთ ან შეძენის სურვილი?
| |
> |
|
|
Jan 12 2014, 09:27 AM
პოსტი
#4
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
Mamia ვერ გავიგე თემის შინაარსი???? რას ჰქვია თუ აქვს? აქვს და მალავს თუ რა პონტია? თუ მალავს რა აქ შენ გამოგიტყდება? მაგისთანა ხალხს მე არ ვიცნობ და შენ ვინ გამოგიტყდება? გარანტიას გაძველ თუ ვინმე ასე თუ ისე პნევმატიკაში ტივტივებს და ჩანს არავის არ აქვსმ ხოლო თუ ვიღაც მთავრობის წევრია მალავს, ან რაღაც ისეთი დონის ბიზნესმენია რომ ჩვენ მის წრედ არ მივაჩნივართ, ნუ იასნია არ გვეუბნება და ორივე შემთხვევაში დადებით პასუხს არავინ გაგცემს - შესაბამისად შენი კითხვის ამ ნაწილს რა აზრი აქვს??? კითხვის მეორე ნაწილი - ანუ გაქვთ ვინმეს სურვილი თუ არაო... და ასე შედმეგ.. სუფთა კოლექციური თვალსაზრისით შეიძლება ჰქონდეს ვინმეს სურვილი, მაგრამ გამოყენების მხრივ სრული მარაზმია. მარაზმია არა იმიტომ რომ მე ვთქვი, არამედ ფიზიკურად საქართველოში არაფერი მოიპოვება ნადირიდან ისეთი რაზეც ეგ კალიბრი შეიძლება იყოს გამოყენებული. დიდი თხოვნაა კარგად აწონ დაწონო სანამ შემოსწორებ რომ რას ამბობ ამერიკაში ხომ ნადირობენო.... ამერიკაში რომ ნადირობენ დააკვირდი მათ ფაუნას, მოცულობას, და სანადირო მანძილებს... აქ არც მაგდენი ნადირია, და რომც ნახო სადმე ერთი კინკილა წითელ წიგნში შეტანილი ჯერ ხომ ბრაკონოერობაა, მარა მეორე კი ისაა რომ ფიზიკურად არ მიგიშვებს იმ დისტანციაზე რომ შედეგიანი გასროლა გააკეთო. ნუ აგერევა ფლორიდის გარეული ღორები ქართულ ღორებში. იქ თოფი კი არა ხელით იჭერენ ღორებს იმდენი არიან. მთელი სპორტის სახეობაა და ბოლოს თუ მაინცა და მაინც მაგხელა კალიბრის შეძენაზე მიდგა საქმე რაღა ეგ გაუგებარი უბედურება უნდა იყიდო მაშინ დაიადე , ხარისხიანი მაინცაა და ნორმალურ თოფს მაინც გავს ნებისმიერი გადასახედიდან დიდი თხოვნაა ხელახლა და ადეკვატურად ჩამოაყალიბო რა უნდა გეკითხა როდესაც ამ თემას ხსნიდი. გინდოდა ტექნიკური სპეციფიკაციების გაგება გინდოდა გამოყენების სფეროს გაგება თუ რა... თორემ ახლანდელი დასმული კითხვა ბევრი საქმეში ჩახედულის მხრიდან პაწა გაღიზიანებას იწვევს იმიტომ რომ სტრანნი კითხვაა, ვითომ და შენ არ გაინტერესებს, ნუ აი ისე რა რადი პონტა გაკვრით რაცხა დაწერე, თითქოს და შენ საერთოდ არ გაინტერესებს და ელოდები ვინ წამოეგება... ამასობაში რაღაც გინდა და ბოლომდე არ ამბობ. და ბოლოს კანონს რაც შეეხება შენთვითონაც გცოდნია და მაშინ რაღაზე განივილავ ასეთი თოფია არსებობას ან მისი შეძენის შესაძლებლობას? ანუ ძალით ეძებ ვის აქვს უკანონო იარაღი ან უბიძგებ ვინმეს უკანონობისკენ თუ რა ხდება??? მაგისთანა საკითხზე მთელი გამოძიებები იყო, როცა ვიღაც თათარი ვითომ და მეგობრულ პონტში რაღაცას აკეთებინებდა სასტავს, მერე მაგიდაზე ფულს უგდებდა ტიპს და გარბოდა ოთახიდან, 5 წუთში კი ფინანსური პოლიცია შერბოდა ქრთამის აღების ფაქტზე (თავიდან ბოლომდე ჩაწყობილი საქმე)... რაღაც აი ეგეი სუნი დატრიალდა ამ თემაში და დარწნუმებული ვარ არავის ესიამოვნება. მოკლე სანამ რაცხას დადებთ ხოლმე ხალხნო დიდი თხოვნაა კარგად აწონ დაწონოთ ყველაფერი.
| |
> |
|
|
Jan 12 2014, 09:56 AM
პოსტი
#5
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,224 რეგისტრ.: 15-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 577 ქალაქი:რუსთავი |
Mamia ეგ ყველაფერი კარგი და, ყოველი კითხვის გამო ახალი თემის გახსნა, მითუმეტეს ისეთი კითხვის, რომლის პასუხიც ისედაც იცი, რა პონტია? ის მაინც გაიაზრეთ ხოლმე რომ თითოეული ამგვარი უაზრო თემა, გამოუყენებელ ინფორმაციად და ნაგვად რჩება ფორუმზე, შედეგად სასურველი ინფოს ძიების დროს ამოგიყრის ათას უაზრო თემას, რომელიც ძირითადად მხოლოდ ერთი გვერდით შემოიფარგლება და არაფრის მომცემია, ძალიან გთხოვ გაითვალისწინო და უაზრო ინფორმაციის შემცველი თემების გახსნას მოერიდო, თუ ისე გაინტერესებს, რაძი პონტა, მაშინ გვაქვს შესაბამისი ფლეიმ განყოფილებები, სადაც დასვამ ნებისმიერ კითხვას და იქაც გიპასუხებენ, წარმოიდგინე ფორუმზე რამდენი კითხვა დასმულა და ყოველი კითხვის გამო ახალი თემა რომ იყოს გახსნილი, მითუმეტეს კითხვაა ისეთი, ვის უნდა კანონთან პრობლემა, ხელი აიწიეთო
| |
> |
|
|
Jan 12 2014, 01:17 PM
პოსტი
#6
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 11-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,524 ქალაქი:თბილისი |
თემა აშკარად დასახურია. აქტიურ ფორუმელთა დიდი ნაწილისთვის Pyramidair.com-ის საიტიც კარგად ნაცნობი საიტია, არც ონლინ გამოწერები და თვით ა.შ.შ. არაა უცხო ხილი და შესაბამისად ამგვარი თემა აზრს მოკლებულია. ხოლო კანონსაწინააღმდეგო ქმედება ვირტუალურ სივრცეშიც დასჯადია და რეალურშიც. გთხოვთ, კიდევ ერთხელ გადახედოთ ჩვენი ფორუმის წესებს: 2.7 თუ მე ვარ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელი, ვაღიარებ, რომ შევდივარ ამ რესურსზე ჩემი პირადული მიზნების გამო, და არა იმისთვის, რომ მოვახდინო რაიმე დანაშაულების გამოვლინება, ინფორმაციის შეგროვება და სხვ., რაც შეიძლება იყოს გამოყენებული მომავალში ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის დევნისათვის. 2.9 საიტის ადმინისტრაცია არ იძლევა კონსულტაციებს პნევმატური იარაღის უკანონო გადაკეთება-გაუმჯობისებაზე, რომელიც ცვლის მის პირველად ბალისტიკურ მონაცემებს, პნევმატური იარაღის უკანონო შეძენაზე. ჩვენ არ ვეწევით ამჟამად ( და არ ვაპირებთ მომავალში ) ისეთ საქმიანობას, რომელზეც გათვალისწინებულია სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. 5.14 იკრძალება კანონ საწინააღმდეგო მოწოდებები, კანონის დარღვევის შეტყობინებების დატოვება. ასეთი ტიპის კითხვები ხშირია mymarket.ge-ზე და შესაბამისი რეაგირების საგანიცაა. ასე, რომ მოდერატორებს ვთხოვ დახუროს ეს თემა, ხოლო ავტორს კი ასევე ვთხოვ გაითვალისწინოს ზემოთაღნიშნული. ბოლოსდაბოსოლ პნევნატიკოსთა სამყაროში სხვა იმდენი საინტერესო ტემაა და საინტერესო ბმულია...
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 05:01 PM |
Hosted by Pro-Service |