დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Sam Yang Dragon Claw 500cc Air Rifle
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
Mamia
საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია მაგრამ ვინმეს თუ აქვს ეს იარაღი ან შეძენის სურვილი თუ გააჩნია .
http://www.pyramydair.com/s/m/Dragon_Claw_...95e33be42a98d79
r-O-m-A
მაგას კი საბაჟოზე ნაღდად ვერ მიხვდებიან სანადირო თოფია თუ პნევმატიური იარაღიაbiggrin.gif
iorama
აზრი გამაგბინე ამ თემის? რას ქვია თუ გაქვთ ან შეძენის სურვილი?
ja_ja
Mamia
ვერ გავიგე თემის შინაარსი????

რას ჰქვია თუ აქვს? აქვს და მალავს თუ რა პონტია? თუ მალავს რა აქ შენ გამოგიტყდება? მაგისთანა ხალხს მე არ ვიცნობ და შენ ვინ გამოგიტყდება?

გარანტიას გაძველ თუ ვინმე ასე თუ ისე პნევმატიკაში ტივტივებს და ჩანს არავის არ აქვსმ ხოლო თუ ვიღაც მთავრობის წევრია მალავს, ან რაღაც ისეთი დონის ბიზნესმენია რომ ჩვენ მის წრედ არ მივაჩნივართ, ნუ იასნია არ გვეუბნება და ორივე შემთხვევაში დადებით პასუხს არავინ გაგცემს - შესაბამისად შენი კითხვის ამ ნაწილს რა აზრი აქვს???

კითხვის მეორე ნაწილი - ანუ გაქვთ ვინმეს სურვილი თუ არაო... და ასე შედმეგ.. სუფთა კოლექციური თვალსაზრისით შეიძლება ჰქონდეს ვინმეს სურვილი, მაგრამ გამოყენების მხრივ სრული მარაზმია. მარაზმია არა იმიტომ რომ მე ვთქვი, არამედ ფიზიკურად საქართველოში არაფერი მოიპოვება ნადირიდან ისეთი რაზეც ეგ კალიბრი შეიძლება იყოს გამოყენებული.

დიდი თხოვნაა კარგად აწონ დაწონო სანამ შემოსწორებ რომ რას ამბობ ამერიკაში ხომ ნადირობენო.... ამერიკაში რომ ნადირობენ დააკვირდი მათ ფაუნას, მოცულობას, და სანადირო მანძილებს... აქ არც მაგდენი ნადირია, და რომც ნახო სადმე ერთი კინკილა წითელ წიგნში შეტანილი ჯერ ხომ ბრაკონოერობაა, მარა მეორე კი ისაა რომ ფიზიკურად არ მიგიშვებს იმ დისტანციაზე რომ შედეგიანი გასროლა გააკეთო. ნუ აგერევა ფლორიდის გარეული ღორები ქართულ ღორებში. იქ თოფი კი არა ხელით იჭერენ ღორებს იმდენი არიან. მთელი სპორტის სახეობაა

და ბოლოს თუ მაინცა და მაინც მაგხელა კალიბრის შეძენაზე მიდგა საქმე რაღა ეგ გაუგებარი უბედურება უნდა იყიდო მაშინ დაიადე კვაკენბუში, ხარისხიანი მაინცაა და ნორმალურ თოფს მაინც გავს smile.gif


ნებისმიერი გადასახედიდან დიდი თხოვნაა ხელახლა და ადეკვატურად ჩამოაყალიბო რა უნდა გეკითხა როდესაც ამ თემას ხსნიდი. გინდოდა ტექნიკური სპეციფიკაციების გაგება გინდოდა გამოყენების სფეროს გაგება თუ რა... თორემ ახლანდელი დასმული კითხვა ბევრი საქმეში ჩახედულის მხრიდან პაწა გაღიზიანებას იწვევს იმიტომ რომ სტრანნი კითხვაა, ვითომ და შენ არ გაინტერესებს, ნუ აი ისე რა რადი პონტა გაკვრით რაცხა დაწერე, თითქოს და შენ საერთოდ არ გაინტერესებს და ელოდები ვინ წამოეგება... ამასობაში რაღაც გინდა და ბოლომდე არ ამბობ.

და ბოლოს კანონს რაც შეეხება შენთვითონაც გცოდნია და მაშინ რაღაზე განივილავ ასეთი თოფია არსებობას ან მისი შეძენის შესაძლებლობას? ანუ ძალით ეძებ ვის აქვს უკანონო იარაღი ან უბიძგებ ვინმეს უკანონობისკენ თუ რა ხდება??? მაგისთანა საკითხზე მთელი გამოძიებები იყო, როცა ვიღაც თათარი ვითომ და მეგობრულ პონტში რაღაცას აკეთებინებდა სასტავს, მერე მაგიდაზე ფულს უგდებდა ტიპს და გარბოდა ოთახიდან, 5 წუთში კი ფინანსური პოლიცია შერბოდა ქრთამის აღების ფაქტზე (თავიდან ბოლომდე ჩაწყობილი საქმე)... რაღაც აი ეგეი სუნი დატრიალდა ამ თემაში და დარწნუმებული ვარ არავის ესიამოვნება.

მოკლე სანამ რაცხას დადებთ ხოლმე ხალხნო დიდი თხოვნაა კარგად აწონ დაწონოთ ყველაფერი.
gela
Mamia
ეგ ყველაფერი კარგი და, ყოველი კითხვის გამო ახალი თემის გახსნა, მითუმეტეს ისეთი კითხვის, რომლის პასუხიც ისედაც იცი, რა პონტია? ის მაინც გაიაზრეთ ხოლმე რომ თითოეული ამგვარი უაზრო თემა, გამოუყენებელ ინფორმაციად და ნაგვად რჩება ფორუმზე, შედეგად სასურველი ინფოს ძიების დროს ამოგიყრის ათას უაზრო თემას, რომელიც ძირითადად მხოლოდ ერთი გვერდით შემოიფარგლება და არაფრის მომცემია, ძალიან გთხოვ გაითვალისწინო და უაზრო ინფორმაციის შემცველი თემების გახსნას მოერიდო, თუ ისე გაინტერესებს, რაძი პონტა, მაშინ გვაქვს შესაბამისი ფლეიმ განყოფილებები, სადაც დასვამ ნებისმიერ კითხვას და იქაც გიპასუხებენ, წარმოიდგინე ფორუმზე რამდენი კითხვა დასმულა და ყოველი კითხვის გამო ახალი თემა რომ იყოს გახსნილი, მითუმეტეს კითხვაა ისეთი, ვის უნდა კანონთან პრობლემა, ხელი აიწიეთო
nxs027
თემა აშკარად დასახურია.

აქტიურ ფორუმელთა დიდი ნაწილისთვის Pyramidair.com-ის საიტიც კარგად ნაცნობი საიტია, არც ონლინ გამოწერები და თვით ა.შ.შ. არაა უცხო ხილი და შესაბამისად ამგვარი თემა აზრს მოკლებულია. ხოლო კანონსაწინააღმდეგო ქმედება ვირტუალურ სივრცეშიც დასჯადია და რეალურშიც.

გთხოვთ, კიდევ ერთხელ გადახედოთ ჩვენი ფორუმის წესებს:

2.7 თუ მე ვარ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელი, ვაღიარებ, რომ შევდივარ ამ რესურსზე ჩემი პირადული მიზნების გამო, და არა იმისთვის, რომ მოვახდინო რაიმე დანაშაულების გამოვლინება, ინფორმაციის შეგროვება და სხვ., რაც შეიძლება იყოს გამოყენებული მომავალში ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის დევნისათვის.

2.9 საიტის ადმინისტრაცია არ იძლევა კონსულტაციებს პნევმატური იარაღის უკანონო გადაკეთება-გაუმჯობისებაზე, რომელიც ცვლის მის პირველად ბალისტიკურ მონაცემებს, პნევმატური იარაღის უკანონო შეძენაზე. ჩვენ არ ვეწევით ამჟამად ( და არ ვაპირებთ მომავალში ) ისეთ საქმიანობას, რომელზეც გათვალისწინებულია სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით.

5.14 იკრძალება კანონ საწინააღმდეგო მოწოდებები, კანონის დარღვევის შეტყობინებების დატოვება.



ასეთი ტიპის კითხვები ხშირია mymarket.ge-ზე და შესაბამისი რეაგირების საგანიცაა.

ასე, რომ მოდერატორებს ვთხოვ დახუროს ეს თემა, ხოლო ავტორს კი ასევე ვთხოვ გაითვალისწინოს ზემოთაღნიშნული.
ბოლოსდაბოსოლ პნევნატიკოსთა სამყაროში სხვა იმდენი საინტერესო ტემაა და საინტერესო ბმულია...
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.