გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Centerpoint Optics 4-16x40 Adventure Class, კიდევ ერთი ოპტიკა თბილისში
ja_ja
პოსტი Jul 11 2009, 10:20 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ ვაგრძელებ ნიუსების დაყრას, თუ აკვირდებით ნაწილ ნაწილ ვყრი რომ პაწა ინტერესი შევინარჩუნო ფორუმზე, კაი მამაძაღლი ვარ არა biggrin.gif

ადრე შეიძლება ზოგიერთმა მოკარით ყური / თვალი რომ მინდოდა სანადიროდ რაიმე მსუბუქი ოპტიკა და არა ჩემი უნივერსალური Vector Optics 6-25x56 FFP (რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ ქაღალდზე სროლისას, მაგრამ სანადიროდ ეს ოპტიკა ვერ წავა, ჯერ მეცოდება, მერეადა მძიმე და დიდია).


მოკლედ ვიყავი არჩევანის წინაშე, ამერჩია Leapers Golden Image 3-9x32AO თუ Centerpoint Optics Adventure Class 4-16x40. მათი შეძენის სურვილი და განსხვავებები ამ თემში მქონდა ჩამოყალიბებული. დამძლია 16x-მა და ვითრიე მეგობრის ძმისგან Centerpoint Optics Adventure Class 4-16x40 (მეგობარს ვეძახი, თუმცა ერთერთ სამსახურში ჩემი უფროსი, იყო, იმდენად კაი კაცია რომ დღემდე კაი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან). ჩამოსვლისთანავე რამდენიმე სასიამოვნო სიურპრიზი და რამდენიმე უსიამოვნო ფაქტი დამხვდა. მაგრამ ყველაფერს ნელნელა მივყვეთ.



ოპტიკის ძირითადი პარამეტრებია:
1) ჯერადობა - ცვალებადი 4x16
2) გამომავალი მილის ზომა - 40 მილიმეტრი
3) მთლიანი სიგრძე - 36.83 სანტიმეტრი (მზის კეპი არ მოყვა, შეიძლება არც მოყვება, შეიძლება ხელზე ნაყიდი რომაა იმიტომ არ მოყვება)
4) წონა - 532 გრამი
5) პარალაქსის გასწორება - 5 იარდიდან (ანუ 4.5 მეტრიდან, ეს სრული სიურპრიზი იყო, არ დავმალავ - საკმაოდ სასიამოვნო)
6) 1"-იანი მილი
7) 5 დონიანი ილუმინაცია მწვანე და წლითელი
8) ბადე - Mil-dot ბადე განთავსებულია უკანა ფოკალში, შედეგად რომელ ჯერადობაზეა რეალური მილდოტი არ ვიცი, იმედია ნელნელა გავარკვევ (რეალური მილდოტი ნიშნავს ფორმულის დაცვას - მანძილი = მიზნის სიმაღლე მეტრებში *1000/სამიზნის სიმაღლე მილებში, ეს ფორმულა ყველა ჯერადობაზე არ მუშოაბს, ანუ იცვლება და ყველა ჯერადობაზე სხვადასხვა ფორმულა მუშოაბს, რომელზე რა ფორმულაა, ამას უკვე ექსპერიმენტები მიჩვენებს)
9) MOA- 1/4 კლიკი 100 იარდზე
10) ბარაბნები - ტაქტიკური ბარაბნები
11) ბარაბნების ჩაკეტვის სისტემა - Zero lock/reset
12) წყალგაუმტარი, ანტინისლიანი, ყანყალმედეგი (Nitrogen-filled, Shockproof, Fogproof, Waterproof)

დამატებით მოყვა დამცავი ჩამოსაცმელი პრობკები, საფირმო შავი ნაჭერი, არ ვიცი რისთვისაა, ბევრი მაკულატურა, Weaver-ის რინგები (ამას კი ვფიქრობდი, თვითონ მფლობელმა არ იცოდა რა რნგები იყო, ბოლო მომენტამდე იმედი მქონდა რომ მერცხლის კუდზე ჩამოვიდოდა. ეჰ... გატეხა, მაგრამ Weaver-ი ჩამოვიდა sad.gif )
ჰო კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი, მოყვა დაშლადი ბიპოდი, როდესაც ფოსტით მეგობრის ძმას ვესაუბრებოდი, ამ ბიპოტზე ხსენებაც არ ყოფილა ასე რომ არც კი ველოდებოდი, საკმაოდ კაი რაღაცაა, დაკეცილია 3 ნაწილად, მოაძრობ დახვეულ ღვედს და თვითონ წამებში სწორდება, ლამის 1 მეტრიანი ბიპოდი იჩითება. მოკლედ მე რომ სამფეხა გავაკეთე ტოტებისგან მეორე შეხვედრისას, რაღაც იმდაგვარია. მაგრა ვიხალისე, რამდენად გამოყენებადია ჯერ არ ვიცი.

მოკლედ ბიპოდის და Weaver-ის გამო ვთვლი რომ გამომიგზავნეს აი ეს ოპტიკა თუ მართლა ეგაა მაშინ მაგრა იაფად გამოვძვერი, იმიტომ რომ 120$-იანი ოპტიკა დავიადე 70$-ად პლიუს ტრანსპორტირების საფასური, ნუ მაქსიმუმ თბილისამდე 80$-მდე დაჯდა. თუ მართლა ის ოპტიკაა რასაც ვთვლი მაშინ 40-50$-ი მომიგია biggrin.gif

მაგრამ ხელზე ნაყიდს აქვს რამდენიმე სხვა მინუსიც, არ მოყვა რინგების გასაღები (ჩემი ვექტორის გასაღები მშვენივრად წავიდა, იდეაში ერთი სტანდარტია), მოყვა რაღაც ბალისტიკური ცხრილი, მაგრამ იმდენად დაკუჭულია რომ... რინგები ნაწვალებია, ვინტების ადგილებზე ეტყობა ოდნავ მოცვეთა, ალბათ არაერთხელ მოჭერილ მოხსნილია.

კაი ბატონო გადავიდეთ ფოტორეპორტაჟზე. ისე სანამ დავიწყებ ერთი დიდი თხოვნა მექნება JAH-თან, თუ ამ თემას კითხულობ, იქნება ერთ პოსტში ჩასასმელი სურათების და სიცილაკების რაოდენობა გაზარდო რა, დიდი მიმოხილვის ჩასმა არ გამოდის ხოლმე, 2-3 თემად გატეხვა კი რაღაც ნიტოა. ამჯერად გატეხვა მომიწევს, იმიტომ რომ 18-19 სურათი მიგროვდება, ერთ პოსტში კი მგონი 10-ზე მეტის ჩასმა არ არის ნებადართული.

კაი დავუბრუნდით ჩვენს ბარტყებს:


ეს არის ოპტიკა, საკმაოდ კარგი რაღაცაა, მიუხედავად თავისი ეკონომ კლასისა, მსუფუქია და მოხერხებული, პლიუს არც ისე დიდია. მოკლედ ისაა რაც მინდოდა smile.gif



საზიზღარი რინგები, ვერაფერში ვერ გამოვიყენებ, ვერც ჩემს დისკოზე და ვერც დაგეგმილ მარადიორზე. სხვათაშორის თუ ვინმეს გჭირდებათ გაგიცვლით მერცხლის კუდზე არსებულ რინგებში, ჩუქებით ნუ მიწყენთ ვერ გაჩუქებთ, თუ ვერ გავცვალე ყველასათვის ცნობილ საბარიგო საიტზე გავასუხარებ biggrin.gif. მიუხედავად იმისა რომ რინგებს ვერ გამოვიყენებ უნდა ავღნიშნო რომ კაი რინგებია, შიგნიდან რაღაც აბრეშუმივითა აქვს ამოფენილი, ალბათ ოპტიკის მილი რომ არ დაკაწროს. ჩემი ვექტორის რინგებს ეგეთი რამ არ აქვს.



თავზე და ბოლოზე ჩამოსაცმელი დამცავი პრობკები. დიდი არაფერია, აღწერად არ ღირს, ეგრევე გადავდივართ შემდეგ შტუკებზე ერთად დავყრი რამდენიმეს რადგან ცალცალკე განხილვას აზრი არა ქვს







რაღაც ბალისტიკური ცხრილი, ელემენტი უაზრო გაფრთხლებით რომ ილუმინაცია ჩართული არ უნდა დატოვო smile.gif (სუფთად ამერიკელებზეა გათვლილი) და რაღაც საფირმო ტილო, ვერ გავიგე რისთვისაა, ლინზების გასაწმენდათ წესით უფრო წმინდა და სუფთა ნაჭრები გამოიყენება იმხელა არაა რომ ოპტიკა შეახვიო, მოკლედ ვერ გავიგე დანიშნულება biggrin.gif








ოპტიკის სხვადასხვა ხედები, არსებული სამი ბარაბნებიდან მარცხენა არის ილუმინაციის, ზემოთა არის ზემოთ/ქვემოთ გასასწორებელი, და მარჯვენა არის მარჯვნივ/მარცხნივ გასასწორებელი. პარალაქსის გასწორება ყველა ბიუჯეტური ვერსიის ვარიანტში წინა ლინზაზე აქვს გადატანილი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   Centerpoint Optics 4-16x40 Adventure Class   Jul 11 2009, 10:20 PM
- - ja_ja   ბარაბნები მიუხედა...   Jul 11 2009, 10:21 PM
- - geojorjika   ვააა მაგარია, გილო...   Jul 11 2009, 10:31 PM
- - Davitus   გილოცავ, მშვენიერი...   Jul 11 2009, 10:36 PM
- - Power_VANO   კარგი რამეა, მშვიდ...   Jul 12 2009, 01:34 AM
- - Der Rote Baron   ჯაჯა გილოცავ ახალ ...   Jul 12 2009, 04:20 AM
- - bazuka   აბა ვნახოთ საქმეში...   Jul 12 2009, 05:31 AM
- - ja_ja   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 1...   Jul 12 2009, 07:10 AM
- - ja_ja   ესეც ჩემი საბრძოლო...   Jul 12 2009, 07:36 AM
- - geojorjika   ja_ja რა ვაჟკაცები გყ...   Jul 12 2009, 11:03 AM
- - dawiti   დღეს ჩამოვიდა ჩემი...   Oct 31 2009, 11:14 PM
- - cz80   dawiti გილოცავ მეც მა...   Oct 31 2009, 11:22 PM
- - dawiti   დიდი მადლობა ძალი...   Oct 31 2009, 11:25 PM
|- - ShalvaQ   ციტატა(dawiti @ Nov 1 2009, 12...   Feb 26 2011, 11:56 AM
- - Der Rote Baron   dawiti გილოცაავ!   Oct 31 2009, 11:39 PM
- - geojorjika   dawiti ვაა გილოცავ , მა...   Nov 1 2009, 12:37 AM
- - ja_ja   geojorjika ციტატა(giorgi @ 1st N...   Nov 1 2009, 10:08 AM
- - Jah   ციტატა(ja_ja @ 1st November 2009 ...   Nov 1 2009, 10:30 AM
- - geojorjika   ja_ja შენ მაგაზე არ ინ...   Nov 1 2009, 11:10 AM
- - Davitus   აუუუუ ბიპოდიიიიიი...   Nov 1 2009, 03:00 PM
- - ja_ja   Jah ციტატა(Jah @ 1st November 20...   Nov 1 2009, 07:36 PM
- - Jah   ნუ მაგაშI გეთანხმე...   Nov 1 2009, 08:32 PM
- - ja_ja   Jah კაცოუ ყველა ექსპ...   Nov 1 2009, 09:40 PM
- - dawiti   ექსპერიმენტები მე...   Nov 3 2009, 03:19 PM
- - soza   რომელი კომპანიით გ...   Apr 29 2010, 03:46 PM
- - ja_ja   soza ციტატა(georgesoza @ 29th Ap...   Apr 29 2010, 04:29 PM
- - Power_VANO   ხოო, არ გვიწერია ამ ...   May 6 2010, 09:48 AM
- - tengo   Power_VANO თუ ამას მანძილ...   May 6 2010, 10:24 AM
- - Power_VANO   tengo ჰო, ანუ მილ-დოტებ...   May 6 2010, 10:27 AM
- - tengo   Power_VANO პრაქტიკაში რო...   May 6 2010, 10:32 AM
- - Power_VANO   ამდენი ხანი თავი ვ...   Aug 19 2010, 10:57 AM
- - norica_dragon   მე ჩემს ოპტიკაზე ი...   Aug 19 2010, 11:09 AM
|- - tengo   ციტატა(norica_dragon @ Aug 19 201...   Aug 20 2010, 03:07 PM
- - cz80   Norik,gadaxede forumshi optikebze temebs, jah-s uc...   Aug 19 2010, 11:27 AM
- - Power_VANO   და არსებობს მშვენი...   Aug 19 2010, 11:35 AM
- - Giorg1   აუ ძალიან მაგარია...   Oct 11 2013, 12:01 PM
|- - smekosmeko   ციტატა(Giorg1 @ Oct 11 2013, 01...   Oct 11 2013, 03:56 PM
- - ja_ja   Giorg1 იუნი არქეოლოგი ...   Oct 11 2013, 06:31 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th May 2024 - 08:23 PM
Hosted by Pro-Service