
ადრე შეიძლება ზოგიერთმა მოკარით ყური / თვალი რომ მინდოდა სანადიროდ რაიმე მსუბუქი ოპტიკა და არა ჩემი უნივერსალური Vector Optics 6-25x56 FFP (რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ ქაღალდზე სროლისას, მაგრამ სანადიროდ ეს ოპტიკა ვერ წავა, ჯერ მეცოდება, მერეადა მძიმე და დიდია).
მოკლედ ვიყავი არჩევანის წინაშე, ამერჩია Leapers Golden Image 3-9x32AO თუ Centerpoint Optics Adventure Class 4-16x40. მათი შეძენის სურვილი და განსხვავებები ამ თემში მქონდა ჩამოყალიბებული. დამძლია 16x-მა და ვითრიე მეგობრის ძმისგან Centerpoint Optics Adventure Class 4-16x40 (მეგობარს ვეძახი, თუმცა ერთერთ სამსახურში ჩემი უფროსი, იყო, იმდენად კაი კაცია რომ დღემდე კაი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან). ჩამოსვლისთანავე რამდენიმე სასიამოვნო სიურპრიზი და რამდენიმე უსიამოვნო ფაქტი დამხვდა. მაგრამ ყველაფერს ნელნელა მივყვეთ.

ოპტიკის ძირითადი პარამეტრებია:
1) ჯერადობა - ცვალებადი 4x16
2) გამომავალი მილის ზომა - 40 მილიმეტრი
3) მთლიანი სიგრძე - 36.83 სანტიმეტრი (მზის კეპი არ მოყვა, შეიძლება არც მოყვება, შეიძლება ხელზე ნაყიდი რომაა იმიტომ არ მოყვება)
4) წონა - 532 გრამი
5) პარალაქსის გასწორება - 5 იარდიდან (ანუ 4.5 მეტრიდან, ეს სრული სიურპრიზი იყო, არ დავმალავ - საკმაოდ სასიამოვნო)
6) 1"-იანი მილი
7) 5 დონიანი ილუმინაცია მწვანე და წლითელი
8) ბადე - Mil-dot ბადე განთავსებულია უკანა ფოკალში, შედეგად რომელ ჯერადობაზეა რეალური მილდოტი არ ვიცი, იმედია ნელნელა გავარკვევ (რეალური მილდოტი ნიშნავს ფორმულის დაცვას - მანძილი = მიზნის სიმაღლე მეტრებში *1000/სამიზნის სიმაღლე მილებში, ეს ფორმულა ყველა ჯერადობაზე არ მუშოაბს, ანუ იცვლება და ყველა ჯერადობაზე სხვადასხვა ფორმულა მუშოაბს, რომელზე რა ფორმულაა, ამას უკვე ექსპერიმენტები მიჩვენებს)
9) MOA- 1/4 კლიკი 100 იარდზე
10) ბარაბნები - ტაქტიკური ბარაბნები
11) ბარაბნების ჩაკეტვის სისტემა - Zero lock/reset
12) წყალგაუმტარი, ანტინისლიანი, ყანყალმედეგი (Nitrogen-filled, Shockproof, Fogproof, Waterproof)
დამატებით მოყვა დამცავი ჩამოსაცმელი პრობკები, საფირმო შავი ნაჭერი, არ ვიცი რისთვისაა, ბევრი მაკულატურა, Weaver-ის რინგები (ამას კი ვფიქრობდი, თვითონ მფლობელმა არ იცოდა რა რნგები იყო, ბოლო მომენტამდე იმედი მქონდა რომ მერცხლის კუდზე ჩამოვიდოდა. ეჰ... გატეხა, მაგრამ Weaver-ი ჩამოვიდა

ჰო კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი, მოყვა დაშლადი ბიპოდი, როდესაც ფოსტით მეგობრის ძმას ვესაუბრებოდი, ამ ბიპოტზე ხსენებაც არ ყოფილა ასე რომ არც კი ველოდებოდი, საკმაოდ კაი რაღაცაა, დაკეცილია 3 ნაწილად, მოაძრობ დახვეულ ღვედს და თვითონ წამებში სწორდება, ლამის 1 მეტრიანი ბიპოდი იჩითება. მოკლედ მე რომ სამფეხა გავაკეთე ტოტებისგან მეორე შეხვედრისას, რაღაც იმდაგვარია. მაგრა ვიხალისე, რამდენად გამოყენებადია ჯერ არ ვიცი.
მოკლედ ბიპოდის და Weaver-ის გამო ვთვლი რომ გამომიგზავნეს აი ეს ოპტიკა თუ მართლა ეგაა მაშინ მაგრა იაფად გამოვძვერი, იმიტომ რომ 120$-იანი ოპტიკა დავიადე 70$-ად პლიუს ტრანსპორტირების საფასური, ნუ მაქსიმუმ თბილისამდე 80$-მდე დაჯდა. თუ მართლა ის ოპტიკაა რასაც ვთვლი მაშინ 40-50$-ი მომიგია

მაგრამ ხელზე ნაყიდს აქვს რამდენიმე სხვა მინუსიც, არ მოყვა რინგების გასაღები (ჩემი ვექტორის გასაღები მშვენივრად წავიდა, იდეაში ერთი სტანდარტია), მოყვა რაღაც ბალისტიკური ცხრილი, მაგრამ იმდენად დაკუჭულია რომ... რინგები ნაწვალებია, ვინტების ადგილებზე ეტყობა ოდნავ მოცვეთა, ალბათ არაერთხელ მოჭერილ მოხსნილია.
კაი ბატონო გადავიდეთ ფოტორეპორტაჟზე. ისე სანამ დავიწყებ ერთი დიდი თხოვნა მექნება JAH-თან, თუ ამ თემას კითხულობ, იქნება ერთ პოსტში ჩასასმელი სურათების და სიცილაკების რაოდენობა გაზარდო რა, დიდი მიმოხილვის ჩასმა არ გამოდის ხოლმე, 2-3 თემად გატეხვა კი რაღაც ნიტოა. ამჯერად გატეხვა მომიწევს, იმიტომ რომ 18-19 სურათი მიგროვდება, ერთ პოსტში კი მგონი 10-ზე მეტის ჩასმა არ არის ნებადართული.
კაი დავუბრუნდით ჩვენს ბარტყებს:

ეს არის ოპტიკა, საკმაოდ კარგი რაღაცაა, მიუხედავად თავისი ეკონომ კლასისა, მსუფუქია და მოხერხებული, პლიუს არც ისე დიდია. მოკლედ ისაა რაც მინდოდა


საზიზღარი რინგები, ვერაფერში ვერ გამოვიყენებ, ვერც ჩემს დისკოზე და ვერც დაგეგმილ მარადიორზე. სხვათაშორის თუ ვინმეს გჭირდებათ გაგიცვლით მერცხლის კუდზე არსებულ რინგებში, ჩუქებით ნუ მიწყენთ ვერ გაჩუქებთ, თუ ვერ გავცვალე ყველასათვის ცნობილ საბარიგო საიტზე გავასუხარებ


თავზე და ბოლოზე ჩამოსაცმელი დამცავი პრობკები. დიდი არაფერია, აღწერად არ ღირს, ეგრევე გადავდივართ შემდეგ შტუკებზე ერთად დავყრი რამდენიმეს რადგან ცალცალკე განხილვას აზრი არა ქვს



რაღაც ბალისტიკური ცხრილი, ელემენტი უაზრო გაფრთხლებით რომ ილუმინაცია ჩართული არ უნდა დატოვო





ოპტიკის სხვადასხვა ხედები, არსებული სამი ბარაბნებიდან მარცხენა არის ილუმინაციის, ზემოთა არის ზემოთ/ქვემოთ გასასწორებელი, და მარჯვენა არის მარჯვნივ/მარცხნივ გასასწორებელი. პარალაქსის გასწორება ყველა ბიუჯეტური ვერსიის ვარიანტში წინა ლინზაზე აქვს გადატანილი.