გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> knifecenter-დან გამოწერის მანუალი, იყო მოთხოვნა და... :D
nihontoman
პოსტი Feb 13 2012, 12:20 AM
პოსტი #1


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



კარგა ხნის წინ შეპირებული მანუალი ცნობილი ამერიკული ინტერნეტ მაღაზია http://www.knifecenter.com/ -დან სხვადასხვა ნივთების გამოსაწერად ასე თუ ისე მზადაა biggrin.gif



სანამ ინსტრუქციას გაეცნობით, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მე პასუხს არ ვაგებ შესაძლო გართულებებზე თვითონ მაღაზიასთან, გადამზიდავ კომპანიასთან ან საბაჟოსთან მიმართებაში. ეს ინსტრუქცია შედგენილია ჩემს მიერ როგორც ინფორმაციული, დამხმარე ხასიათის მასალა, რათა ახალბედებს გაუადვილდეთ ამ საიტიდან სასურველი საქონლის გამოწერა. ასევე გაითვალისწინეთ ისიც, რომ წინამდებარე ინსტრუქცია მოიაზრებს თქვენი მხრიდან გადამზიდავი კომპანიების (მაგ. https://www.usa2georgia.com/) მომსახურებით სარგებლობას.

მოკლედ, დავიწყოთ:

ვპოულობთ შესაბამის ნივთს რომლის გამოწერაც გვინდა. ჩემს შემთხვევაში, ეს არის Spyderco Bug Set, რომელიც შედგება სამი მიკრო ზომის დანისაგან. მოძებნის შემდეგ, ვაგდებთ მას კალათაში (გაითვალისწინეთ, არის თუ არა ის საწყობში In Stock, ან თუ არ არის, დაბრუნდება თუ არა როდესმე - წარმოებიდან ამოღებული ნივთების შემთხვევაში). ილუსტრაციისათვის იხილეთ შემდგომი სურათი:



კალათაში ჩაგდების შემდეგ დაგვხვდება ასეთი სურათი:



ამ ფანჯრიდან ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ შოპინგი და დავამატოთ სხვა ნივთებიც, ან გადავიდეთ უკვე არჩეული ნივთის შესყიდვაზე. აქვე ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ თუ რამდენი დოლარი დაემატება სასურველ ნივთს შიდა შიპინგის საფასურად, ანუ გადამზიდავი კომპანიის კარამდე მისატანად. ამისათვის საკმარისია შესაბამის გრაფაში ჩავწეროთ გადამზიდავი კომპანიის შტატის ზიპ კოდი და დავაჭიროთ ღილაკს "გამოთვლა". მაგალითში ნაჩვენებია usa2georgia-ს შტატი Delaware-ს ზიპკოდი. გადავიდეთ შეძენაზე:



ზემოთა ფანჯარაში ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ახალი ექაუნთი ან შევიდეთ უკვე არსებული ექაუნთით, ან საერთოდ ექაუნთის გარეშე გავაგრძელოთ შოპინგი. ექაუნთის შექმნას აქვს გარკვეული პლიუსები და რეკომენდაციას გავუწევდი, თუმცა ამ შემთხვევაში განვიხილავთ ყველაზე "სწრაფ" გზას და ცალკე ახალი ექაუნთის რეგისტრაციას აღარ გაჩვენებთ (მით უმეტეს, არამგონია რეგისტრაიას სჭირდებოდეს ცალკე ინსტრუქციები). ვაჭერთ უზარმაზარ ღილაკს რომელსაც აწერია Checkout Now და გადავდივართ შემდგომ ფანჯარაზე:



როგორც ხედავთ ბევრი ინფორმაციაა შესაყვანი, ბილინგ და შიპინგ მისამართები, საკრედიტო ბარათის მონაცემები და სხვა. ალბათ უკვე შეამჩნიეთ, რომ ბილინგ და შიპინგ მისამართებში ორივეგან მიწერია გადამზიდავი კომპანიის მისამართი დ აგაგიჩნდათ კითხვა - რატომ? იმიტომ რომ "მოსულა" და ამ მაღაზიის შემთხვევაში საჭირო არაა ბილინგ ინფორმაციის ჩაწერა. უბრალოდ ყურადღება მიუთითეთ შიპინგ მისამართის სისწორეს და ყურადღებით შეიტანეთ საჭირო ინფორმაცია. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მიუთითოთ ბილინგის მისამართად ის ინფორმაცია, რაც საკრედიტო ბარათს აწერია ხოლმე, კონკრეტულად კი ბანკის მისამართი, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ზემოთ მოცემულ სურათში დეტალურადაა ნაჩვენები თუ სად რა უნდა ჩაწეროთ, ამიტომ ამაზე ბევრს აღარ დავწერ. ამავე გვერდზე, ბოლოში იქნება ღილაკი (რმელიც სამწუხაროდ არ გადამიღია) სადაც ადასტურებთ რომ ხართ 18 წლის და ეთანხმებით მაღაზიის პირობებს და გინდათ გააგრძელოთ ნივთის გამოწერა. ღილაკზე დაჭერის შემდეგ ვხედავთ მსგავს სურათს:



ამ გვერდზე კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ საჭირო ინფორმაციას და დავრწმუნდებით მის სიზუსტეში. ასევე შეგვიძლია გარკვეული ინსტრუქციების მიცემა მაღაზიისათვის, მაგალითად ნივთის შემოწმება გამოგზავნამდე და ა.შ. თუ ყველაფერი მოგვწონს და ვეთანხმებით, ვაჭერთ ღილაკს რომელსაც აწერია Confirm & submit Order. ღილაკის დაჭერისას რამდენიმე წამში საიტი გადაგიყვანთ გვერდზე (რომლის სურათი არ გადამიღია) სადაც მადლობას გიხდით შეკვეთისათვის და გთავაზობთ ასევე გვერდის ამობეჭდვას... გილოცავთ, თქვენ წარმატებით (იმედია) გამოიწერეთ http://www2.knifecenter.com/ დან biggrin.gif

სულ ესაა ჩემი ინსტრუქცია smile.gif რთული ნამდვილად არ არის, გამოცდილი საიტია და პირადად მე უკვე რამდენჯერმე გამომიწერია მათგან ყველანაირი დაბრკოლების გარეშე. თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდათ, მზად ვარ გაგცეთ პასუხი...


პ.ს. პოსტი თავდაპირველად გამიზნული იყო ოჩოპინტრესათვის, მაგრამ იქ რაღაც ხდება და ვერ ვპოსტავ, ამიტომ დავპოსტავ აქ და მერე გადავიტან...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- nihontoman   knifecenter-დან გამოწერის მანუალი   Feb 13 2012, 12:20 AM
- - Hellados   ამ საიტიდან ვის აქ...   Feb 11 2015, 11:57 AM
- - nihontoman   Hellados დარწმუნებული ...   Feb 11 2015, 12:21 PM
- - Hellados   nihontoman რა არის იცი კი ...   Feb 11 2015, 12:25 PM
- - nihontoman   Hellados ეგ პალოები http://www....   Feb 11 2015, 12:34 PM
- - Hellados   nihontoman ციტატა(Hellados @ 11t...   Feb 11 2015, 01:09 PM
- - Hellados   მოკლედ გავრისკე და...   Feb 11 2015, 02:16 PM
- - Hellados   არც მასტერქარდი არ...   Feb 11 2015, 06:58 PM
- - nihontoman   შიპინგის და ბილინგ...   Feb 11 2015, 11:02 PM
- - Hellados   nihontoman ამას მწერენ Dear V...   Feb 12 2015, 09:10 AM
- - nihontoman   Hellados საინტერესოა ძ...   Feb 12 2015, 02:20 PM
- - Hellados   nihontoman საქართველოს ბ...   Feb 13 2015, 12:57 PM
- - nihontoman   ვიზა რომ ცადო? ან მა...   Feb 13 2015, 01:16 PM
- - Ex3   Hellados ბილინგში ბარათ...   Feb 13 2015, 03:10 PM
- - nihontoman   Ex3 არადა მე მაგ საიტ...   Feb 14 2015, 12:44 AM
- - Ex3   nihontoman ბარათი სხვა ქვ...   Feb 14 2015, 09:42 AM
- - nihontoman   Ex3 კი. რა თქმა უნდა. ბ...   Feb 14 2015, 01:49 PM
- - Ex3   nihontoman რავიცი აბა, ალბ...   Feb 14 2015, 02:19 PM
- - mister_io   სალამი ფორუმელებო ...   Mar 31 2015, 06:29 PM
- - ja_ja   mister_io გააჩნია კანტო...   Mar 31 2015, 10:02 PM
- - mister_io   ციტატა(ja_ja @ 31st March 2015 ...   Mar 31 2015, 10:18 PM
- - nihontoman   mister_io ალიექსპრესი ძ...   Apr 1 2015, 01:15 PM
- - mister_io   ციტატა(nihontoman @ 1st April 201...   Apr 1 2015, 05:04 PM
- - geojorjika   mister_io ლინკი დადე და გ...   Apr 1 2015, 11:57 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 09:26 AM
Hosted by Pro-Service