

სანამ ინსტრუქციას გაეცნობით, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მე პასუხს არ ვაგებ შესაძლო გართულებებზე თვითონ მაღაზიასთან, გადამზიდავ კომპანიასთან ან საბაჟოსთან მიმართებაში. ეს ინსტრუქცია შედგენილია ჩემს მიერ როგორც ინფორმაციული, დამხმარე ხასიათის მასალა, რათა ახალბედებს გაუადვილდეთ ამ საიტიდან სასურველი საქონლის გამოწერა. ასევე გაითვალისწინეთ ისიც, რომ წინამდებარე ინსტრუქცია მოიაზრებს თქვენი მხრიდან გადამზიდავი კომპანიების (მაგ. https://www.usa2georgia.com/) მომსახურებით სარგებლობას.
მოკლედ, დავიწყოთ:
ვპოულობთ შესაბამის ნივთს რომლის გამოწერაც გვინდა. ჩემს შემთხვევაში, ეს არის Spyderco Bug Set, რომელიც შედგება სამი მიკრო ზომის დანისაგან. მოძებნის შემდეგ, ვაგდებთ მას კალათაში (გაითვალისწინეთ, არის თუ არა ის საწყობში In Stock, ან თუ არ არის, დაბრუნდება თუ არა როდესმე - წარმოებიდან ამოღებული ნივთების შემთხვევაში). ილუსტრაციისათვის იხილეთ შემდგომი სურათი:

კალათაში ჩაგდების შემდეგ დაგვხვდება ასეთი სურათი:

ამ ფანჯრიდან ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ შოპინგი და დავამატოთ სხვა ნივთებიც, ან გადავიდეთ უკვე არჩეული ნივთის შესყიდვაზე. აქვე ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ თუ რამდენი დოლარი დაემატება სასურველ ნივთს შიდა შიპინგის საფასურად, ანუ გადამზიდავი კომპანიის კარამდე მისატანად. ამისათვის საკმარისია შესაბამის გრაფაში ჩავწეროთ გადამზიდავი კომპანიის შტატის ზიპ კოდი და დავაჭიროთ ღილაკს "გამოთვლა". მაგალითში ნაჩვენებია usa2georgia-ს შტატი Delaware-ს ზიპკოდი. გადავიდეთ შეძენაზე:

ზემოთა ფანჯარაში ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ახალი ექაუნთი ან შევიდეთ უკვე არსებული ექაუნთით, ან საერთოდ ექაუნთის გარეშე გავაგრძელოთ შოპინგი. ექაუნთის შექმნას აქვს გარკვეული პლიუსები და რეკომენდაციას გავუწევდი, თუმცა ამ შემთხვევაში განვიხილავთ ყველაზე "სწრაფ" გზას და ცალკე ახალი ექაუნთის რეგისტრაციას აღარ გაჩვენებთ (მით უმეტეს, არამგონია რეგისტრაიას სჭირდებოდეს ცალკე ინსტრუქციები). ვაჭერთ უზარმაზარ ღილაკს რომელსაც აწერია Checkout Now და გადავდივართ შემდგომ ფანჯარაზე:

როგორც ხედავთ ბევრი ინფორმაციაა შესაყვანი, ბილინგ და შიპინგ მისამართები, საკრედიტო ბარათის მონაცემები და სხვა. ალბათ უკვე შეამჩნიეთ, რომ ბილინგ და შიპინგ მისამართებში ორივეგან მიწერია გადამზიდავი კომპანიის მისამართი დ აგაგიჩნდათ კითხვა - რატომ? იმიტომ რომ "მოსულა" და ამ მაღაზიის შემთხვევაში საჭირო არაა ბილინგ ინფორმაციის ჩაწერა. უბრალოდ ყურადღება მიუთითეთ შიპინგ მისამართის სისწორეს და ყურადღებით შეიტანეთ საჭირო ინფორმაცია. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მიუთითოთ ბილინგის მისამართად ის ინფორმაცია, რაც საკრედიტო ბარათს აწერია ხოლმე, კონკრეტულად კი ბანკის მისამართი, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ზემოთ მოცემულ სურათში დეტალურადაა ნაჩვენები თუ სად რა უნდა ჩაწეროთ, ამიტომ ამაზე ბევრს აღარ დავწერ. ამავე გვერდზე, ბოლოში იქნება ღილაკი (რმელიც სამწუხაროდ არ გადამიღია) სადაც ადასტურებთ რომ ხართ 18 წლის და ეთანხმებით მაღაზიის პირობებს და გინდათ გააგრძელოთ ნივთის გამოწერა. ღილაკზე დაჭერის შემდეგ ვხედავთ მსგავს სურათს:

ამ გვერდზე კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ საჭირო ინფორმაციას და დავრწმუნდებით მის სიზუსტეში. ასევე შეგვიძლია გარკვეული ინსტრუქციების მიცემა მაღაზიისათვის, მაგალითად ნივთის შემოწმება გამოგზავნამდე და ა.შ. თუ ყველაფერი მოგვწონს და ვეთანხმებით, ვაჭერთ ღილაკს რომელსაც აწერია Confirm & submit Order. ღილაკის დაჭერისას რამდენიმე წამში საიტი გადაგიყვანთ გვერდზე (რომლის სურათი არ გადამიღია) სადაც მადლობას გიხდით შეკვეთისათვის და გთავაზობთ ასევე გვერდის ამობეჭდვას... გილოცავთ, თქვენ წარმატებით (იმედია) გამოიწერეთ http://www2.knifecenter.com/ დან

სულ ესაა ჩემი ინსტრუქცია

პ.ს. პოსტი თავდაპირველად გამიზნული იყო ოჩოპინტრესათვის, მაგრამ იქ რაღაც ხდება და ვერ ვპოსტავ, ამიტომ დავპოსტავ აქ და მერე გადავიტან...