გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> გულიოს ღვეზელი, აირგანერის კერძი
geojorjika
პოსტი Jul 13 2014, 04:09 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



მოკლედ დღეს სახლში უსაქმოდ ვიყავი, ვერ შეჯიბრზე წავედი და ვერც ვერაფერი გავაკეთე სახელოსნოში ისეთ სიცხე იყო, ჰოდა ავდექი და დავიწყე ადრე იუთუბზე ნანახი ქედნის ღვეზელის ჩემებურად მომზადება, მოკლედ დავიწყეთ:

საიდან და როგორ აღმოჩნდა ჩემს სამზარეულოშ გულიოს მკერდი ამას გამოვტოვებ smile.gif

საჭიროა:

1)ორი ცალი გულიოს გულმკერდი
2)კარაქი 70-80 გრამი
3)სოკო კონსერვის ან ცოცხალი , უმჯობესია შამპინიონი 200 გრ
4)ნაღები 20% 100გრ
5)ნიორი, ხახვი, ნახევარი მწვანე ბულგარული
6)ფენოვანი ცომი (ერთი შეკვრა მზად იყიდება)
7)მარილი, შავი წიწაკა



ვიღებთ გულიოს გულმკერდს და ვაკეთბ ფილეს, ვჭრით ნიორს, ხახვს და ბულგარულს წვრილად



ვიღებთ საჭმლის შესაფუთ პარკს, ვაფარებთ გულიოს ფილეზე და ვიწყებთ მის დაბეგვას , გულიოს ცოტა მაგარი ხორცი აქვს და მისი მომზადება რომ გაადვილდეს და ასევე რბილი რომ იყოს, პარკი კი იმისთვისაა საჭირო რომ ოჯახის წევრები არ დასვაროთ დაბეგვილი ხორცით smile.gif



დაბეგვილ ხორცს ვჭრით წვრილად



ვიღებთ 70-80 გრამ კარაქს , ვაგდებთ ცხელ ტაფაზე და ვალღობთ



ვამატებთ წვრილად დაჭრილ ხორცს



2-3 წუთის მერე ვამატებთ სოკოს



5-7 წუთის მერე ვამატებთ , ნიორს, ხახვს , ბულგარულს, მარილს და წიწაკას და ვურევთ კარგად





ვამატებთ ნაღებს და ვურევთ



უნდა მივიღოთ ესეთი მასა დაახლოვებით 3-4 წუთში



მიღებულს მასას ვათავსებთ კონტეინერში და შემდეგ მაცივარში 2-3 საათით



ვიღებთ ფენოვან ცომს, ვაბრტყელებთ და ვჭრით იმდენ ნაწილად რამდენი ღვეზელის გაკეთებასც ვაპირებთ 12X18 სმ მართკუთხედი უნდა იყოს ზომა



ვათავსებთ მაცივარშიდან გამოღებულ წინაწარ გამზადებულ გულსართს , გადავკეცავთ და ნაპირებტს მოვუხვევთ



ვიღებთ კულინარიულ ქაღალდს, ვათავსებს ჟარონაზე, ვუსმევთ გამდნარ კარაქვს რომ არ დაიკრას, ღვეზელებსაც ვუსმევთ თავზე გამდნარ კარაქს და 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ვათავზებთ 20-25 წუთით



20 წუთის შემდეგ ვიღებთ ასეთ ღვეზელებს



გადმოვიღებთ თეფშზე და მივირთმევთ




არის ძალიან მსუყე და გემრიელი 1 ცალზე მეტს ნუ გათვლის კაცზე smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- geojorjika   გულიოს ღვეზელი   Jul 13 2014, 04:09 PM
- - gregory   სუპერ   Jul 13 2014, 04:17 PM
- - ikaaa   შენ რა მაგარი ყოფ...   Jul 13 2014, 04:29 PM
- - cz80   აპეტიტნო ვიგლიადი...   Jul 13 2014, 05:00 PM
- - TAMPLIER   სგ   Jul 13 2014, 06:22 PM
- - iorama   მსუყე იქნება შეკაც...   Jul 13 2014, 06:26 PM
- - ja_ja   შენა ძმა კულინარიე...   Jul 13 2014, 07:04 PM
- - geojorjika   ja_ja დილას მაგისთვის...   Jul 13 2014, 07:12 PM
- - ja_ja   ზატო რა სიგრილე იყ...   Jul 13 2014, 07:18 PM
|- - iorama   ციტატა(ja_ja @ Jul 13 2014, 08...   Jul 13 2014, 07:23 PM
- - ja_ja   iorama დიდი ვერაფერი, მ...   Jul 13 2014, 07:45 PM
- - geojorjika   დაახვიეთ ეხლა ამ თ...   Jul 13 2014, 08:10 PM
|- - iorama   ციტატა(geojorjika @ Jul 13 2014, ...   Jul 14 2014, 09:45 AM
- - monadire.   iorama გველი გაგიზრდი...   Jul 13 2014, 11:28 PM
- - ja_ja   iorama ციტატა(iorama @ 14th July...   Jul 14 2014, 10:30 AM
|- - iorama   ციტატა(ja_ja @ Jul 14 2014, 11...   Jul 14 2014, 09:48 PM
- - archi_daili   ja_ja ციტატა(ja_ja @ 14th July 2...   Jul 14 2014, 11:26 AM
- - geojorjika   ჰოდა მერე ეძებე ნა...   Jul 14 2014, 01:54 PM
- - nihontoman   geojorjika ეს გამახსენ...   Jul 14 2014, 09:51 PM
- - geojorjika   nihontoman კი ზუსტად ეგ   Jul 14 2014, 09:52 PM
- - nihontoman   geojorjika გემრიელად გამ...   Jul 14 2014, 10:24 PM
- - Davitus   საღოლ ჟორჟიკ, მაგრ...   Jul 15 2014, 12:25 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 04:08 PM
Hosted by Pro-Service