საიდან და როგორ აღმოჩნდა ჩემს სამზარეულოშ გულიოს მკერდი ამას გამოვტოვებ

საჭიროა:
1)ორი ცალი გულიოს გულმკერდი
2)კარაქი 70-80 გრამი
3)სოკო კონსერვის ან ცოცხალი , უმჯობესია შამპინიონი 200 გრ
4)ნაღები 20% 100გრ
5)ნიორი, ხახვი, ნახევარი მწვანე ბულგარული
6)ფენოვანი ცომი (ერთი შეკვრა მზად იყიდება)
7)მარილი, შავი წიწაკა

ვიღებთ გულიოს გულმკერდს და ვაკეთბ ფილეს, ვჭრით ნიორს, ხახვს და ბულგარულს წვრილად

ვიღებთ საჭმლის შესაფუთ პარკს, ვაფარებთ გულიოს ფილეზე და ვიწყებთ მის დაბეგვას , გულიოს ცოტა მაგარი ხორცი აქვს და მისი მომზადება რომ გაადვილდეს და ასევე რბილი რომ იყოს, პარკი კი იმისთვისაა საჭირო რომ ოჯახის წევრები არ დასვაროთ დაბეგვილი ხორცით


დაბეგვილ ხორცს ვჭრით წვრილად

ვიღებთ 70-80 გრამ კარაქს , ვაგდებთ ცხელ ტაფაზე და ვალღობთ

ვამატებთ წვრილად დაჭრილ ხორცს

2-3 წუთის მერე ვამატებთ სოკოს

5-7 წუთის მერე ვამატებთ , ნიორს, ხახვს , ბულგარულს, მარილს და წიწაკას და ვურევთ კარგად


ვამატებთ ნაღებს და ვურევთ

უნდა მივიღოთ ესეთი მასა დაახლოვებით 3-4 წუთში

მიღებულს მასას ვათავსებთ კონტეინერში და შემდეგ მაცივარში 2-3 საათით

ვიღებთ ფენოვან ცომს, ვაბრტყელებთ და ვჭრით იმდენ ნაწილად რამდენი ღვეზელის გაკეთებასც ვაპირებთ 12X18 სმ მართკუთხედი უნდა იყოს ზომა

ვათავსებთ მაცივარშიდან გამოღებულ წინაწარ გამზადებულ გულსართს , გადავკეცავთ და ნაპირებტს მოვუხვევთ

ვიღებთ კულინარიულ ქაღალდს, ვათავსებს ჟარონაზე, ვუსმევთ გამდნარ კარაქვს რომ არ დაიკრას, ღვეზელებსაც ვუსმევთ თავზე გამდნარ კარაქს და 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ვათავზებთ 20-25 წუთით

20 წუთის შემდეგ ვიღებთ ასეთ ღვეზელებს

გადმოვიღებთ თეფშზე და მივირთმევთ

არის ძალიან მსუყე და გემრიელი 1 ცალზე მეტს ნუ გათვლის კაცზე
