გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ამაზონზე დაკვეთის მანუალი, პა პროსბე რაბოჩიხ ი ტრუდიაშიხსია :D :D :D
ja_ja
პოსტი Apr 20 2010, 11:16 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ სადღაც ერთხელ დავდე ასეთივე მანუალი მაგრამ ფორუმის რომელ სიღრმეშია კაცმა არ იცის, ამიტომაც ცალკე ტემად ვხსნი და მერე თუ რამე აქ განვიხილოთ ხოლმე ეს საკითხები.

მე შემოგთავაზებთ ჩემებურ ვარიანტს, თუმცა აქვე დავძენ სხვამ შეიძლება სხვა მიმდევრობით გააკეთოს იგივე საქმე, მოკლედ მესმის ყველასი, მაგრამ ამ ტემაში ნუ იქნება მე ეგრე არ გავაკეთებდი აი ასე უფრო მოხერხებულიაო, ძალიან კაი თუ მოხერხებულია, უბრალოდ მე ვდებ ჩემებურ მიდგომას, თქვენებურ მიდგომაში, მაქსიმუმ ჩემი მიმდოვრობითი ნაბიჯები იქნება გადანაცვლებული, შინაარსი და საბოლოო შედეგი მაინც იგივე იქნება.

მოკლედ ვსწავლობთ Amazon.com-ზე საქონლის შეძენას. რა გვჭირდება ამისათვის

a) აქტიური პლასტიკური ბარათი, მე პირადად ვიყენებ "საქართველოს ბანკის" Visa Electron-ს, საერთოდ Georgian Card-ის სისტემაში ჩართული ბანკების ყელა ბარათი მუშაობს, მიუხედავად კლასისა და წონისა. პრობლემა აქვს მაგალითად TBC-ს, ზოგიერთს უმართლებს, მაგრამ უმეტესობას მინიმუმ Visa Classic-ის სჭირდება და ხშირად ეგეც არ შველით, არ ვიცი რატომ, მე მაგათ ავტორიზაციის სისტემას UFC-ს ვაბრალებ, მაგრამ ხრენ ივო ზნაიტ რეალში რა ხდება...

b) სურვილი რაიმე შეიძინო და პირველადი შიშის გადალახვის თუ სარისკო გადაწყვეტლების მიღება. რეალობაში სარისკო არაფერია, უბრალოდ პირველად ძნელია კაცს რომ არ გაგიკეთებია, მე ჩემი მეგობრები ვინს ასე ვთქვათ ონლაინ შოპინგზე შევსვი ვეღარ ჩამოვსვი biggrin.gif შოპოგოლიკები გახდნენ, მაგრამ პირველი დაკვეთისას ყველას აკანკალებდა რაღაც ქვეცნობიერად ელიან რო ფული დაიკარგება biggrin.gif

g) საქართველოში ჩამომტანი გადამზიდავი კომპანიის ამორჩევა, მოკლედ ოხრად არიან, მე პირადად ვიყენებ Barami.us-ს 95% შემთხვევაში, იმიტომ რომ ვეჩნა ისეთ საქონელს უკვეთავ რომ სხვა კომპანიები ხელებს ასავსავებენ

დ) ელექტრონული ფოსტა, ნუ წერილები შიპინგზე და ასე შემდეგ ამ მისამართზე მოვა.

ახლა კი დავიწყეთ მინი მანუალი

1) შევდივართ მისამართზე Amazon.com და ვხედავთ შესაბამის სურათს



ვაჭერთ მითითებულ მისამართზე და ვიწყებთ რეგისტარციას

2) გადავდივართ გვერდზე სადაც უნდა ჩავწეროთ და ავირჩიოთ შემდეგი პუნქტები



და დააჭირეთ ისრით მითითებულ ყვითელ ღილაკს (იმედია ახსნა საჭირო არაა თქვენ თქვენი ელ ფოსტის მისამართი უნდა ჩაწეროთ)

3) გამოსულ ფანჯარაში შეავსეთ ველები ამდაგვარად



ძირს მიუთითეთ პაროლი და გაიმეორეთ, მერე კი დააჭირეთ ისრით მითითებულ ყვითელ ღილაკს

4) მორჩა რეგისტრაცია გავლილია, გადახვალთ შემდეგ გვერდზე სადაც უკვე თქვენი სახელი და გვარი ეწერება, ან ის სახელი და გვარი რაც მიუთითეთ



5) ვიწყებთ დაკვეთას, მაგალითად დავუკვეთოთ პარკერის ტაოტი ნასოსისთვის



აკრიფეთ საძიებო ველში რაც გინდათ, ან რავი კატალოგით დაიწყეთ არჩევა, მოკლედ როგორც გინდათ მთავარია სასურველი საქონელი იპოვოთ

6) ვიპოვეთ ჩვენი საქონელი



7) ვაჭერ პირველს და გადავდივარ კონკრეტული პროდუქტის შეძენის მენიუში



მოკლედ აქ პატარა ახსნაა საჭირო, ციფრი პირველი აღნიშნავს გამყიდველ ორგანიზაციას, ამაზონი არის დიდი მარკეტი, სადაც თვითონაც ყიდის თავის საქონელსაც და სხვა გამყიდველებსაც აძლევს საშუალებას, ამჯერად ყიდის რაღაც სხვა კომპანია

ციფრი 2 აღნიშნავს საქონლის სუფთა ფასს, მაგრამ როგორც წესი ამაზონის გარდა სხვა მაღაზიები ასევე ტავის ტრანსპორტირების საფასურსაც ამატებენ, ეს ფასი უკვე ჩანს ციფრთან 3, ანუ ჩვენიო ტაოტი ღირს 11.05$, მაგრამ ერთი ცალის გამოგზავნა ჯდება 6.72$, თუ რამდენიმეს უკვეთავთ ტრანსპორტირების, ანუ შიპინგის ფასი იმდენჯერ არ იზრდება, სხვა ალგორითმები მუშაობს, წონა მოცულობა და ფასდაკლება, ხან ცალ-ცალკე ხან ყველა პარამეტრი ერთად, ამიტომაცაა რომ ბევრი ნივთის ერთად დაკვეთა ამცირებს ხარჯებს, ვიდრე ერთი ნივთიც ცალკე დაკვეთა, თუმცა გაითვალისწინეთ თუ ერთი ნივთი ერთი გამყიდველისგანაა და მეორე მეორესგან, მაშინ ორივე მაღაზია თავის შიპინგის ფასებს დაამატებს.

ნომერი 4 არის ველი სადაც ირჩევთ რაოდენობას, თუმცა არააქტუალურია, კალათაშიც ნებისმიერ დროს შეცვლით რაოდენობას და ბოლოს ისრით მითითებული ყვითელი ღილაკი რომლითაც საქონელს თქვენს კალათაში აგდებთ.

8) მე ამოვირჩიე 4 ცალი ტაოტი და დავაჭირე ADD to cart საქონელი ჯდება კალათაში და ვიღებთ შემდეგ სურათს



კალათაში შეგიძლიათ ნებისმიერი რაოდენობა ჩავამატოთ, მერე ამოშალოთ, მოკლედ ითამაშეთ, ეს ჯერ შეძენა არაა, ანუ მაღაზიაში ხართ აირეთ რაღაც თაროდან, არ მოგეწონათ დადეთ და ასე შემდეგ.

9) გადავდივართ შეძენაზე, შეძენის წინ მე ყოველთვის კალათაში შევდივარ დააკვირდით სურათს



ნომერი 1 აღნიშნავს კალათაში გადასასვლელ ღილაკს
ნომერი 2 პირდაპირ დაკვეთის პროცესზე გადასვლა კალათის გვერდის ავლით
ნომერი 3 დაკვეთის დეტალები, ანუ რა ჯდება ეს 4 ტაოტი შიპინგის და სხვა ხარჯების გარეშე

ნუ როგორც ვთქვი მე ვაჭერ პირველ ნომერს და კალათისკენ ჰერი, ჰერი.

10) კალათაში გვაქვს შემდეგი სიტუაცია



ნომერი 1 - კალათაში ჩაგდებული საქონლის წაშლა ან დროებით შესანახად გადადება ისე რომ კალათიდან არ ამოვშალოთ
ნომერი 2 - თანხა შიპინგის გარეშე
ნომერი 3 - ცალის ფასი და რაოდენობა შიპინგის გარეშე
ნომერი 4 - დაკვეთის დაწყება

დავაჭირეთ მე 4 ნომერს და დავიწყეთ ყიდვის პროცესი, ანუ მივდივართ მოლარესთან

11) ჯერ მოთხოვნილი იქნება პაროლი



კიდევ ერთხელ მოწმდებით თქვენ ხართ თუ არა biggrin.gif

12) ვავსებთ მისამართს



თქვენ თქვენი სახელი გვარი ჩაწერეთ დანარჩენი მისამართი შტატი ინდექსი და ნომერი იგივე, და დააკვირდით ბოლოში მითითებულ გადამრთველს, სწორედ ეგრე დატოვეთ თუ ამოირჩევთ NO მაშინ საცხოვრებელი მისამართი სხვა გაქვთ და მისაწოდებელი მისამართი სხვა, მოკლედ 2-ჯერ რომ არ ვავსოთ ინფო, ჩავთვალოთ რომ ერთი და იგივე მისამართზე ვცხოვრობთ და ვაგზავნით ტავარს. ვაჭერთ ღილაკს Continue

13) ვირჩევთ მიწოდების ვადებს და მეთოდებს, გაითვალისწინეთ რაც უფრო ჩქარა მოინდომებთ მიღებას, მით უფრო მეტი ჯდება ტრანსპორტირების ანუ შიპინგის ხარჯები. თუ საქონელს პირდაპირ ამაზონი ყიდის, აქ გექნებათ უფასო მიწოდების ამორჩევის საშუალებაც.



ნუ ჩვენს შემთხვევაში ეს ფირმა უფასო შიპინგს არ გვთავაზობს

14) გადავდივართ ბარათის მითითების ფანჯარაზე, დააჭირეთ ღილაკს ADD



15) ბარათის პარამეტრები სწორედ შეავსეთ, ანუ სახელი გვარი ბარათზე, ბარათის ნომერი და მოქმედების ვადა



ბოლოს დააჭირეთ ისრით მითითებულ ღილაკს

16) როდესაც მიიღებთ ასეთ ფანჯარას



17) მორჩა ბოლო ფანჯარაზე ვართ



აქ უკვე ხედავთ სად აირჩიეთ საქონლის გაგზავნა, მიწოდების მეთოდი, რა ჯდება თითო, მარჯვენა მხარეს გვაქვს მთელი ხარჯების ჩამონათვალი

საქონელი ჯდება 44,20
შიპინგი 7,40
სულ დასაბეგრ თანხამდე 51,60
პლიუს დაბეგვრა 3,60
სულ ხარჯი 55,20

სხვათაშორის ამაზონზე რამდენიმე წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ეს პირველი კომპანია შემხვდა რომელიც ბეგარას მახდევინებს, ყველა სხვა მაღაზია დასაბეგრ თანხას არ მაწერს.

მოკლედ ვაჭერთ ისრით მითითებულ ღილაკს

18) მორჩა დაკვეთა მიღებულია და ვხედავთ ეკრანს



შეგიძლიათ ლოგოს დააჭიროთ და საწყისზე დაბრუნდეთ ან თქვენს ექაუნთში შეხვიდეთ

19) ამასობაში რეგისტარციის დროს მითითებულ ფოსტაზე მოდის წერილი



წერილში გექნებათ იგივე ინფო, პლიუს დაკვეთის ნომერი, არ აგერიოთ ეს არ არის ტრეკინგის ნომერი, ეს არის მაღაზიის ჩეკის ნომერი. მოგვიანებით მოვა მეორე წერილი რომელშიც იქნება ნახსენები რომ ტვირთი გამოგზავნილია და თქვენი საფოსტო გზავნილის ტრეკინგის ნომერი ესა და ესაა.

20) ვბრუნდებით ამაზონზე და შევიჭყიტოთ ექაუნთში



ვაჭერთ ორდერს

21) გავდივართ ავტორიზაციას



22) ვნახულობთ ჩვენს დაკვეთებს



ამჯერად ერთი დაკვეთა მაქვს, შემიძლია ვნახო სტატუსი, ან ამოვბეჭდო ინვოისი და ასე შედმეგ, დააკვირდით ისრით მითითებულ ღილაკს, მისი მეშვეობით შეიძება გამყიდველთან დაკავშირება, მაგალითად თუ დიდხანს არ გამოიგზავნება საქონელი, ან ტრეკინგის ნომერი არ მოვა. ზემოთ დააკვირდით შემოხაზულს, მანდ გამოჩნდება ტრეკინგის ნომერი იმის მერე რაც საქონელი გამოიგზავნება

------------------------------------------------
ახლა დანარჩენი ინსტრუქცია რომელიც ამაზონზე აღარ გამოჩნდება, ამაზონმა მოგვყიდა საქონელი და ვსიო.

ამაზონის დაკვეთის გაკეთებისას ამაზონი 1$-ს დაგიბლოკავთ ბარათზე, ამით ამოწმებს შეუძლია თუ არა თანხის აღება, ეს 1$ განიბლოკება 30 დრეში და ანგარიშზე დაგიბრუნდებათ.

ძირითადი გადასახდელი თანხა ჩამოიჭრება, ან დაკვეთიდან რამდენიმე წუთში, ან რამდენიმე საათში, ან დრეში, დამოკიდებულია იმაზე თუ როდის გამოიგზავნება დაკვეთა, მაგალითად წინაზე ტაოტების დაკვეთისას თანხა ჩამომაჭრა ამაზონმა 3-4 დღის მერე, და შესაბამისად 4 დღის მერე გამოაგზავნა საქონელი, დღევანდელ დაკვეთის დროს თანხა დაკვეთიდან 15 წუთში ჩამომაჭრა. მოკლედ მანდ ლოგიკა ცოტა არ იყოს გაუგებარია

კაი მოკლედ ტრეკინგის ნომერი მოვა მოგვიანებით, ვნახათ ფოსტაში, ან მითითებულ გვერდზე, ან თუ ვერ მიიღებთ მიწერთ მაღაზიას და ის მოგწერთ რომ თქვენი ტრეკინგის ნომერი არის ესა და ეს.

ახლა ელოდებით როდის ჩავა თქვენი ამანათი გადამზიდავთან, ჩემს შემთხვევაში ბარამში, ტრეკინგის ნომრით შეგიძლიათ გადამზიდავის საიტზე ადევნოთ თვალი როდის ჩავა ბარამში საქონელი, ბარამში როდესაც ჩავა და UPS-ის ან USPS-ის საიტზე დაიწერება Delivered ეს ნიშნავს რომ ბარამის წარმოამდგენელმა ტავარი ჩაიბარა.

სემდეგ ქართული კომპანიაა და განახლება ეგრე უცებ აღარ მოხდება biggrin.gif

მოკლედ მეორე ან მესამე დღეს
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
-ზე, ვწერთ ჩვენს სახელ ან ტრეკინგ შესაბამის ველებში და ვნახულობთ რა სტატუსები იწერება და რა თანხებია გადასახდელი.



მაგალითად აქ ჩანს რომ ჩემი მიმდინარე დაკვეთა გზაშია (Transit მაგას ნიშნავს), წონა არის ჩემი ამანათის 2 კილო და გადასახდელი მაქვს 18$

როდესაც საქართველოში ჩამოვა საბაჟოს გაივლის და მზად იქნება ასაღებად, მაშინ დაეწერება Tbilisi ამ დროისთვის საქართველოს ბანკში უნდა ვიყო უკვე მისული და უნდა მქონდეს გადახდილი 18$-ის ექვივალენტი ლარებში, კურსი ყოველდღე წერია თუ რა კურსით იღებს ბარამი თანხას, თუ თქვენ გარე ბუტკების კურსით გადაიხდით, საქონლის აღებისას შეიძლება კამათი მოგიწიოთ რომ 5-10 თეთრი კიდევ გადასახდელი გაქვთ, ამიტომაც თვალყური ადევნეთ ბარამის კურსებს, რომ მიმდინარე თარიღი ეწეროს და რა კურსიც იქნება იმ კურსით უნდა გადაიხადოთ შესაბამისი თანხა.

გადახდისთვის მიდიხართ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში და ანგარიშზე 274406902 რომელიც ეკუთვნის Baramidze Corp-ს (შეიძლება გადასამოწმებლად დაგჭირდეთ ეს ინფო), რიცხავთ საჭირო თანხის რაოდენობას ხოლო დანიშნულებაში კი ოპერატორს აწერინებთ:
ამანათის ტრანსპორტირება xxxxxx

x-ებს ჩაანაცვლებთ თქვენი ამანათს ტრეკინგის ბოლო 6 ციფრით, მეტი საჭირო არ არის, ოპერატორი აიბნევა და თან ბარამი მაინც ბოლო 6 ციფრს იყენებს, ასე რომ ნურც იწვალებთ და ნურც ოპერატორს აწვალებთ


მოკლედ როდესაც თბილისი ეწერება თქვენს ამანათს, მიდიხართ გადამზიდავის ოფისში, აძლევთ თქვენი გადახდის ქვითარს სადაც ამანათის ტრეკინგის ბოლო 6 ციფრი წერია, პერსონალი ჩადის საწყობში პოულობს ამანათს, იტოვებს ქვითარს, გაწერინებთ ხელს რომ მიიღეთ ამანათი და მოდიხართ სახლში ბედნიერი. არ დაგავიწყდეთ პირადობის მოწმობის წაღება, ისე ამანატს არ გამოგატანენ

მოკლედ ყველაზე კაი შემთხვევაში დაკვეთის ღილაკის დაჭერიდან საქონელი თბილისში 2.5 კვირაშია, გაჭიმულ შემთხვევაში 3-3.5 კვირაში და ცუდ შემთხვევაში 4-5 კვირაში. ჩვენი საბაჟოს ოპერატიულობის გამო მინიმუმ 1 კვირა ამანათები საბაჟოზე ისვენებენ. ანუ მაგალითად ნაწილი ჩემი ამანათები გუშინ ანუ ორშაბათს ჩამოვიდა თბილისში, მაგრამ საბაჟო გადამზიდავს არ გამოატანს სანამ არ გადაამოწმებს ყველაფერს, ეს ბედნიერება მოხდება პარასკევს ან შაბათს. შესაბამისად სანამ გადამზიდავი ამდენ ამანათს მოიტანს საწყობში დაახარისხებს... მოკლედ გაცემას იწყენებ ორშაბათს. ასე რომ გამოდის, ორშაბათს ჩამოსული საქონელი შემდეგ ორშაბათამდე აქ არის, მაგრამ თქვენთან არ არის smile.gif

ვსიო, იმედია მორჩა ამ თემაზე საუბარი და ჩემს ბარათსაც მოძვრება დამატებითი სამუშაოები biggrin.gif თორემ დამეღალა ამ ბოლო დროს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
19 გვერდი V  « < 17 18 19  
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (360 - 364)
ja_ja
პოსტი Nov 8 2017, 04:40 PM
პოსტი #361


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



chefo
ჭკუის სწავლებად ნუ ჩამითვლი... უბრალოდ ისეთ გასართობთან გვაქვს საქმე რომელიც ყველა ქვეყანაში ასე თუ ისე რაღაც რეგულირებაში ხდება.

შედეგად, უნდა იცოდე ჩვენი ქვეყნის წესები, პლიუს თუ იქედან იწერ რაცხა ყურმოკვრით მაინც უნდა იცოდე იქ რა ხდება.

ჯერესერთი ამერიკაში ამ უტვინო ტერორისტების გამო ყოველდღე ყველაფერი რთულდება, განსაკუთრებით ყველაფერი იარაღზე დაჟე სათამაშოებზე, საფოსტო გზავნილით ზოგ შტატში არანაირი იარაღის მსგავსი ნივთის გაგზავნა არ შეიძLება, ზოგში კი საერთოდ იარაღის ყიდვაც არ შეიძლება.

ეს მხოლოდ ლეგენდაა რომ ამერიკაში ყველანაირი იარაღი შეიძლება გქონდეს... კი ბევრგან ეგრეა, მაგალითად ტეხასში, ტენესიში და ასე შედმეგ, მაგრამ მასეთ შტატებში გადაზიდვის და ონლაინ შოპინგის კჯანონებია ისეთი რომ საშემოსავლოა გადასახდელი, და სხვა ფარული ხარჯებია, შედეგად გადამნზიდავები გარბიან ნიუ ჯერსიში ან დელავერში, სადაც ონლაინ შოპინგისას არ იხდი გადასახადებს, უმეტეს მყიდველს ეგ აწყობს, მაგრამ აი ჩვენ გავეჭედეთ, იმიტომ რომ ეგეთ შტატებში იარაღის შეზღუდვებია sad.gif

მაგრამ ეგ რომც იყოს გადაწყვეტილი და უპრობლემო გელის მეორე ფარული პრობლემა, კერძოდ თვითონ ჩვენი გადამზიდავები, რომლებმაც თითქმის ყველამ უარი განაცხადა ნებისმიერი სახის იარაღის ჩამოტანაზე, შედეგად ამერიკულმა საიტმა რომც გამოგიგზავნოს, მერე ჩვენი გადამზიდავები ჭედავენ და არ გამოგიგზავნიან.

ასე რომ ამოცანა შედგება 2 საფეხურისგან:

1) ჯერ მონახო აქაური გადამზიდავი რომელიც იარაღის ჩამოტანაზე არ გაგიჭედავს, სულმთლად გადასარევი თუ რაიმე იარაღის მოყვარულ შტატში ქინება მათი ოფისი
2) მონახო ისეთი ონლაინ მაღაზია რომელიც ფეხებზე დაიკიდებს ფედერალურ კანონებს და მაინც გამოაგზავნის შენს შტატში იარაღს მიუხედავად იმისა რომ წესით არ შეიძლება და მაგაზე შეიძლება ლიცენზიაც აახიონ და ჯარიმაც ჩაახუტონ smile.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
chefo
პოსტი Nov 8 2017, 04:56 PM
პოსტი #362


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 7-November 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,301
ქალაქი:თბილისი



ja_ja
მადლობა გამოხმაურებისთვის

კი, გავეცანი დელავერის აირგან კონტროლის კანონებს შეძლებისდაგვარად, შემდეგ ჩავატარე პატარა ტესტი, ამაზონს რაც არ მიჰქონდა (პნევმატურის ვაზნები) დელავერში (ბარამი-ს ოფისში), airgundepot-მ მიიტანა და წამოსულია.

სამწუხაროდ ვერ ვნახე ქართული გადამზიდავი რომელსაც არადელავერში ჰქონდეს ოფისი.

ვიცი გარანტირებული არაფერია, მაგრამ გამოცდილება რას გვეუბნება? pyramydair.com ან airgundepot.com ბოლო დროს ჩამოუტანია ვინმეს და რა გადამზიდავით, ბარამით თუ კამექსით?

და ბოლოს ხომ არ არის აქ გაყიდვაში Benjamin Maximus? ან ხომ არ ელოდება ვინმე ახალ პარტიას?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
chefo
პოსტი Nov 8 2017, 06:01 PM
პოსტი #363


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 7-November 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,301
ქალაქი:თბილისი



საინტერესოა, airgundepot-ს არ აქვს დელავერი აკრძალვების სიაში.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Nov 9 2017, 08:21 AM
პოსტი #364


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



chefo
ტყვიებზე პრობლემა არავის არ აქვს, არცერთ შტატში, პროსტა ამაზონის სპეციფიკა უნდა იცოდე, იმის გამო რომ დიდი სავაჭრო მოედანია და იმის გამო რომ სხვებსაც აძლევს გაყიდვის უფლებას აქვს წინასწარ გაწერილი კატეგორიები რომელშიც უნდა ჩასვას ნივთი განყიდველმა, ეტყობა გამყიდველი სვავს კატეგორიაში პნევმო იარაღი, იმ კატეგორიაზე კი გაწეირლი აქვს ამაზონს აკრზალვა.... დალშე სკრიპტი ადამიანის დაუკითხავად აკეთებს ტავის სამუშაოს, რაც შენ აკრძალვად გგონია smile.gif

ნუ მოკლედ ხომ ხვდები იმხელა ბრუნვა აქვს ეგეთ მელკი რაღაცეებს ყურადღებას არ აქცევს, მითუმეტეს თუ იარაღი არ შეიძლება გქონდეს, მაშინ ტყვია რაღათ გინდაო და ეგაა რა.. smile.gif

P.S. ისე ბარამი ყველაზე ბეზშაბაშნი სასტავი არიან, ბირთული ქობინი რომ მიუტანო მგონი იმასაც ჩამოიტანენ smile.gif, ნუ ადრე ეგრე იყო, ეხლა აღარ ვიცი
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gela
პოსტი Nov 12 2017, 06:31 PM
პოსტი #365


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,224
რეგისტრ.: 15-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 577
ქალაქი:რუსთავი



კამექსისაგან ახალი ინფო; . გამოსადეგი თუ ვინმეს დაგჭირდებათ გამოწერა, იმეილზე მომივიდა

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მოცემულ ინფორმაციას:
აშშ-ს საექსპორტო კანონმდებლობის გათვალისწინებით შეზღუდულია ნებისმიერი სახის ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ნაწილის და/ან აქსესუარის, ოპტიკური ლაზერული სამიზნეების, ოპტიკური ბინოკლისა და საბრძოლო დანიშნულების მასალის ტრანსპორტირება.
იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი აღნიშნულ პროდუქციას დაურთავს საექსპორტო ლიცენზიას (Export License) ან ინვოისში მითითებული იქნება, რომ შეძენილი ნივთის ტრანსპორტირება ნებადართულია აშშ-ს საზღვრებს გარეთ , შეზღუდვა მოიხსნება.
ტრანსპორტირებისთვის აკრძალული ნივთების სიაში შედის:
ცეცხლსასროლი იარაღი;
პნევმატური იარაღი (გარდა 4.5მმ კალიბრისა ბალონების გარეშე);
არბალეტი/მშვილდ-ისარი;
ოპტიკური ლაზერული სამიზნე;
საბრძოლო დანიშნულების, ფეთქებადი მასალა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

19 გვერდი V  « < 17 18 19
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th May 2024 - 11:07 AM
Hosted by Pro-Service