გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ნადირობა, გასვლები, შედეგები, ერთ თემაში
toti
პოსტი Dec 20 2009, 06:10 PM
პოსტი #1


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 318
რეგისტრ.: 21-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: baTumi
წევრი №: 224



ამ კვირას გავედი სოფელში,როგორც ადრე მოგახსნეთ ჩიტები იქ ძალიან ცოტანი არიან,მაგრამ ამ კვირა დღეს ცოტათი სიცივე იყო და გამოჩნდნენ,ბევრი ვიბოდიალე თუ ცოტა ვიხროლეთ სადღაც 30-დე გამოს ტყვია ზუსტად აღარ მახსოვს რომელია 8 ლარი მივეცი 200 ცალიან ყუთში,თან დავაყოლებ,რომ ძალიან საშინელი ტყვიებია არცერთი ერთმანეთს არ გავს 1 ტყვია გადავაგდე არასცორად იყო მოჭრილი smile.gif ხოდაა ბოლოს 1 ჩიტი ძლივს ჩამოვაგდე თქვეს რომ სკვინჩააო,30 მეტრიდან თავში მოხვედრის შედეგად თავი გაუჭრა 2 ნაწილად,როდესაც ხელში ავიგე ნახევარი თავი დაკიდებული ქონდა.ამის შემდეგ ვეგარც მოვკალი ვერაფერი რადგანაც ძლიერი ქარი იყო და 30 მეტრზე კი არადა 10 მეტრიდან ვესროლე და მიანც ავაცილე smile.gif თან რამოდენიმეჯერ.



ისე კი დავიღალე ამდენ სირბილში,თან თავზე მიმინო დაფრინავდა, ნადირობდა ნერვები დამაწყდა,მისი მოკვლა კი ნამდვილი საცოდაობა იქნებოდა და ამიტომ არც კი მიფიქრია რაიმე ცუდი. მე მგონი რაღაც რეპორტუს გამომივიდა smile.gifესეც ასე!
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
aleqsa
პოსტი Oct 16 2018, 01:09 AM
პოსტი #2


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 707
რეგისტრ.: 18-May 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,171
ქალაქი:თბილისი



საღამო მშვიდობისა!

მინდა ჩემი და რამდენიმე ჩვენი თანაფორუმელის წალკაში ნადირობის ამბავი მოგიყვეთ სახელწოდებით "იხვი არა იხვი" wink.gif biggrin.gif ეს სახელი ჩვენს ნადირობას პირველივე წუთებში დაერქვა და თუ როგორ, ქვემოთ მოგიყვებით ყველაფერს smile.gif

დაახლოვებით 2 კვირის უკან იხვის და წალკის კარასის დაგემოვნების მიზნით გადავწყვიტეთ მეგობრებმა 2 დღით "გაგველაშქრა" (რომელიც ჩვენდაუნებურად და გიოს მანქანის გადამკიდე 4 დღიანში გადაგვეზარდა smile.gif ) ხოდა წინასწარი დაგეგმით და საფუძვლიანი მომზადების შემდეგ დილის 3 საათზე დავადექით გზას (ვიდრე დილის გადაფრენებს დაიწყებდნენ იხვები მანამდე გვინდოდა უკვე ადგილზე ჩაგვესწრო) მე, მონსონა, ენერჯი და კიდევ ერთი ჩვენი არაფორუმელი, გიოს მეგობარ ჩვენზე გამოცდილი მონადირეც შემოგვიერთდა.
ხოდა ჩავაბარგეთ ჩვენი თოფ იარაღები, აღჭურვილობიანად და კარავ სპალნიკებიანად ორ მანქანაში და დავადექით გზას.
მოკლედ თავშივე მინდა ავღნიშნო რომ, როგორც აღმოჩნდა გიოს მანქნას ნამეტანი "ჩვილი გული" აღმოაჩნდა და რო გაიგო სანადიროდ მიმაჭენებს ჩემი პატრონიო გზაშივე ჯერ აუდუღდა და მერე შეუღონდა გული მანგლისის აღმართებთან (წყალი აგვიდუღა wink.gif ) მარა ჩვენც მაგრა დავუდექით და არ ვაცალეთ ბოლომდე გონის დაკარგვა ისე გადავავლეთ ერთი ბალონი წყალი იმ შეღონებულ გულზე, მოვასულიერეთ როგორც იქნა და გავაგრძელეთ გზა.
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, ცხრა მთა რო გადავიარეთ და ცხრა ზღვა როგორც იქნა მივედიდით დანიშნულების პირველ პუნქტამდე, არმისული სოფელ იმერამდის გზისპირას ორი პატარა დაჭაობებულ ტბაა (უფროსწორად მოზრდილი გუბურები) და იქ გადავწყვიტეთ ალიონის შეხვედრაც და ნადირობის დაწყებაც, გათენებამდე სადღაც 1 საათი იყო დარჩენილი და ჩვენც უქმად რომარ დაგვეკარგა დრო წავიხემსეთ და ერთი სახარება და დილის მადლი დავილოცეთ... ერთს მეორე მოყვა და მეხუთე სახარებაზე ირიჟრაჟა კიდეც drinks.gif უკვე კაი გვარინმა ფეხარეულებმა ავისხით თოფ იარაღი და გადავედით ჭაობების ნაპირებისკენ, ჯგრო-ჯგრო რომარ გვევლო გადავწყვითეთ 2-2 კაციან ჯგუფად გავყოფილიყავით და აქეთ-იქიდან შემოგვევლო ამ ჭაობის ნაპირებითვის, მე და აკაკის ( NRG) მარცხენა მხარე გვერგო და გავუყევით ჩვენც ნელი ნაბიჯით და კაი ხმამაღალი ლაპარაკით (ჩემი კონიაკის გადამკიდე ხმადაბალი ლაპარაკი არ გამოგვდიოდა smile.gif ) ხოდა ამ ჩვენს რახირუხზე კაი შორი მანძილიდანვე ორ ფრინველს გავუფრთხეთ დილის ძილი და გულგახეთქილები წამოვყარეთ თბილი საწოლებიდან მარა ჯერ იმდენად ბნელოდა კიდევ რომ ვერ გავარჩიეთ პატარა ზომის იხვები იყო თუ მწყერი, რაციაზე რომ გადავეცით "მაჯვენა ფლანგს" ორი მწყერი წამოვაფრინეთო იმათმა იქიდან მოგვაძახეს help.gif აქ მწყერს რაუნდა იხვი იქნებოდაო, ხოდა იმათ მოძახილზე მეც ჩემდაუნებურად მივაძახე "იხვი არა იხვი" მეთქი რაც უკვე ბახუსთან კაი გვარიანად დაძმაკაცებულმა აკაკიმ ესევე აიტაცა და ისეთი სიცილხარხარი ავტეხეთ იხვი და მწერი კიარა თევზებიცკი ამოხტნენ იმ ჭაობიდან და გადაიხვეწნენ იაქიდან, ჩვენს ღრიანცელზე მოსული მარჯვენა ფლანგის გიორგებმაც რომ გაიგეს ეს "ფრთიანი ფრაზა" ახლა ოთხ ხმაში გავაგრძელეთ ხარხარი და უკვე გარშემო სოფლების სახლებშიცკი აინთო ალაგ ალაგ შუქები smile.gif მოკლედ ეს ფრაზა "იხვი არა იხვი" იქცა მთელი ოთხი დღე ჩვენი სამხიარულო თემაც და ამ ნადირობასაც სახელიც ეს დავარქვით ზუსტად "იხვი არა იხვი"!!! biggrin.gif wink.gif biggrin.gif
ამ ახორხოცებულ და უკვე კაი დამფრთხალ ჭაობის მობინადრეებთან კუკუ-დამალობანას თამაშს უკვე აზრი აღა ქონდა და ჩვენც გადავწყვიტეთ დილოკაციის ადგილის შეცვლა და მეორე დანიშნულების პუნქტის მონახულება, ჩავბარგდით ისევ მანქანებში და გადავინაცვლეთ ცოტა წინ წალკის მიმართულებით, ხელმარჯვნივ სოფელ ბარეთთან არის მოზრდილი ტბა ამავე სოფლის დასახელებით ხოდა ჩვენც იქით გადავუხვიეთ:










აქ უკვე კარგათაც ინათა და ტბის დანახვისთანავე ტბაზე კაი მრავლად შევნიშნეთ იხვებიც მარა რათგინდა? ყველა შუაგულ ტბაში დაცურავდა ნაპირს არცერთი არ ეკარებოდა, ცდა ბედის მონახევრეაო და ჩვენც ვცადეთ მაინც იღბალი, აკაკიმ ანკესებიც ჩაუშვა დროის დაუკარგავათ ჩვენ ნავი გავბერეთ და ჩვენმა ახალმა მეგობარმა გიორგიმ ინსტრუქტაჟიც ჩაგვიტარა ნავით წყალში როგორ უნდა მოვქცეულიყავით.







გადავწყვიტე ბედის ცდა და ყველასგან დამოუკიდებლად მარტომ შევბედე ნავით ტბაში შესვლა, უნდა ვაღიარო ცოტა წვალების შემდეგ ავუღე ალღო თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი ნიჩბებთან და შედეგიც მალე გამოიღო ჩემმა მონდომებამ, ერთი წრე შემოვუარე ახლომახლო ლეშქაშებს და დავბრუნდი უკან ნაპირთან, ჩემდა გასაკვირად ძალიან სასიამოვნოცკი გამოდგა ტბაში ნავით სეირნობა,





მარა ჩვენი ძირითადი მიზანი, იხვი და თევზი ჯერ კიდევ მიუღწეველი იყო და დავატყეთ აქაც არ გვქონდა მაინცადამაინც დიდი შანსები, იხვები 200-300 მეტრზე ახლო არ გვიშვებდნენ გაშლილ წყალში და ზედ დართულზე ანკესები რომ დაინახა ერთი მწყემსიც მოვიდა გაკვირვებული აქ თევზს რაუნდა შვილო ეტყობა პირველად ხართო, თევზი თუ გინდათ წალკაში ჩადითოოო. ჩვენც ავიბარგეთ, ეს გაბერილი ნავი აკაკის მანქანაზე დაუჩუტავად დავაკარით და საბოლოო დანიშნულების ადგილზე ჩასასვლელად გავემგზავრეთ,
ხოდა აი აქედან დაიწყო ჩვენი მარცხიანი ნადირობაც!!! blush.gif
გიო თავის მანქანით წინ მიდიოდა უკან აკაკის მანქანით მივყვებოდით ჩვენც როცა ჩემდა ჭირად (უფროსწორად გიოს და გიოს მანქანის ჭირად) ტბის ნაპირას ლეშქაშებში ორი იხვი შევნიშნე, აკაკიმ ესევე გააჩერა მანქანა და ვინაიდან თოფი მარტო მე მქონდა მზათ (აკაკის თოფი შალითაში იდო) ჩემი თოფი აკაკის მივეცი რომ ჩემთვის მოუხერხებელი იყო მარჯვენა პოზიციიდან სროლა, აკაკის 2 თუ სამი ახლო მანძილზე აცდენის შემდეგ (ის იხვიც წერას ყავდა ატანილი აშკარად) იხვი ისევ ადგილზე დარჩა არ გაფრენილა, მხოლოდ დაყვინთავდა და ისევე იქვე ამოდიოდა მალევე სადაც ჩაყვინთავდახოლმე, ისევ მე ვცადე ჩემივე თოფიდან სროლა, პირველი აცდენის შემდეგ მივხვდი რომ თვალის ზომამ მანძილი მომატყუა და მესამე წერტილზე ავუწიე სამიზნე, ბახ და რამდენიმე გაფართხალების შემდეგ ამობრუნდა ეს ჩვენი მყვინთავი იხვუნია და თეთრი მუცლით ამობრუნებულმა დაიწყო წყალზე ტივტივი!!! რაციაზე ვახარეთ უკვე კაი მანძილზე წინ წასულ გიოს პირველი ნანადირევი და ვთხოვეთ გაჩერებულიყო დაეცადა ჩვენთვის ვიდრე წყლიდან გამოვიტანდი იხვს.
კი დავიხადე და ვცადე ამ დაჭაობებულ ნაპირზე შესვლა მარა მკერდამდე რო ჩავეფალი ჭაობში მივხვდი შეიძლებოდა იმ იხვივით მეც იქ დამედო სამუდამო სასუფეველი და უკან ამოვბრუნდი, კი გვეზარებოდა მარა სხვა რა გზა იყოდა მოვხსენით გულდაგულ გამოკვანძული ნავი აკაკის მანქანის სახურავიდან, მარა ჰოი საოცრებავ ნიჩბები კაპუტ!!! გიოს ჩაუწყვია თავის მანქანაში, ისევ გადავეცით რციაში ნიჩბები მოეტანა ჩვენთვის და ამაობაში გვარიანად ამაკანკალა, გახურების და მინიმუმ სურდოს აცილების მიზნით 2-2 სახარება კიდევ ცავცხეთ მედა აკაკიმ, გიოც მობრუნდა ამასობაში და ნიჩბები მოგვიტანა, იხვი მოიკითხა აბა სადააო და იქით გავახედეთ საითაც გვეგულებოდა მარა ვაი!!! სადაა იხვი???!!! არადა ვიდრე გიო მოვიდოდა 10-15 წუთი ამობრუნებული თეთრი მუცლით ტივტივებდა წყალზე, არ შევეპუე და მაინც ნავით დიიიიიდი წვალებით შევაღწიე ამ აჭაობებული ნაპირიდან შედარებით ცოტა წყლიან ადგილას სადც იხვი მეგულებოდა, კაი ხანს ვეძებე, ვეძებე, ვეძებე მარა ფაფუ იხვი, სად გაქრა და როგორ ვეღარ გავარკვიე გზა და კვალი!!! რაღაც ვიზავდი? შევეგუე მარცხს და გამოვბრუნდი უკან. დავაკარით ისევ ნავი კაკაის მანქანას და გავაგრძელოთ გვინდა გზა წალკისკენ მარა.... !!!! გიომ გასაღებს ვერ ვპოულობო!!! ყველა ჯიბე რომ ამოვატრიელებინეთ და მერე ტვითონ გიოც ამოვაბრუნეთ და ისე ვიქნიეთ თავდაყირა და არაფერი არ გადმოუვარდა გასაღების მსგავსიცკი, მივხვდით გზაში ამოუვარდა სადმეო და ოთხივემ გავუყევით იმ გზას რაც გიომ ნიჩბების მოტანისას გამოიარა ჩვენსკენ. მოკლედ დაახლოვებით 5 საათის მანძილზე თვითოეულმა ალბათ იმ დღისით 10-10 კილომეტრი მაინც ვიარეთ ეს გზა წინ და უკან, წინ და უკან მარა იმ იხვივით ცამ ჩაყლაპა ის გასაღები თუ მიწამ ვერაფერი ვერ გავარკვიეთ. გადავწყვითეთ "ზამოკის" ჩამოშლა და "პერემიჩკით" დაქოქვა მანქანის მარა კუკუ!!! ისე საგულდაგულოდ ჩაურაზია გიოს წამოსვლის წინ მანქანა ბუზიცკი ვერ შევაფრინეთ მანქანაში რომ კარები გაეღო შიგნიდან, რომელიღაცამ დაიძახა მავრთულიო მარა იმ ტრიალ მინდორში მავრთულის გარდა ყველაფერი ვიპოვოთ, დავაჯექით აკაკის მანქანას და ბარეთში ჩასვლა გადავწყვიტეთ მავრთულისთვის!!! გზათ ფერმა შემოგვხვდა და იმის ღობეს მოვატეხეთ საჭირო ზომის მავრთული და დავბრუნდით უკან, ბევრი წვალების შემდეგ წკაპ და მოედო კბილი საკეტს!!! არის გაიღო კარები და ცოტა გვეშველათქო ვიფიქრეთ, ვეცი ატვერტკით ჩამოვყარეთ "ზამოკის პროვოდკები" მარა ნწ-ნწ-ნწ!!!! არაფრით არ უნდა გიოს თეთრას დაქოქვა, რააღარ ვეხვეწეთ დავანამუსეთ კაი ბენზინით ყელის ჩაკოკლოზინებასაც დავპირდით მარა კახურ ვირზე ჯიუტი გამოდგა ეგ ოხერი!!! thsmiley_deadhorse.gif
გადავუღეთ სურათები ამ ჩამოშლილ "ზამოკს" და ვაიბერზე გადმოვუყარეთ თბილისში ხელოსანს და... bomb_phone.gif







ამ ხელოსანმა სუმთლა ცივი წყალი გადაგვავლოოოო, ეგო ჩიპიანი გასაღები ყოფილაო და ვერაფრით ვერ დაქოქავთ ევაკუატორი გინდათოოოო!!!
რას ვიზავდით? ჩავედით წალკაში, ერთ ახლობელს ვთხოვე და გვიშოვა ევაკუატორი, მეორე დღისთვის შევუთანხმდით და დავბრუნდით უკან გიოს გაჯიუტებულ თეთრასთან. უკვე ჩამობნელდა კიდეც და დავიწყეთ ვახშმის სამზადისი:











იმ ღამით კაი გვარიანი ქეიფი მოვცხეთ, აკაკის კახური რქაწითელი ძალიან მოუხდა მწვადს და... 32.gif russian.gif

მეორე დღეს ვიდრე ევაკუატორი მოვიდოდა (4 საათზე შევითანხმეთ) მაინც გადავწყვიტეთ ერთი მანქანით ჩავსულიყავით წალკის ტბაზე, საჭირო აღჭურვილობა გადმოვაბარგეთ აკაკის მანქანაში და წავედით, იქ ცოტა უფრო იღბლიანი დღე გვქონდა და...

















მოკლედ ბევრი რომარ გავაგრძელო თბილისიდან დაგვირეკეს ეგ ჩამოშლილი ზამოკის ნაწილები გამოგვიგზავნეთო, ახალ გასაღებს გავჩარხავთ დაგიპროგრამებთ მაგ ზამოკზევეო და ისევ უკან გადმოგიზავნითო, დააყენებთ და დაიქოქებაო. ევაკუატორს გავუუქმეთ გამოძახება და ერთი დღე კიდევ გადავწყვიტეთ დარჩენა, მე და გიო წავედით ავიღეთ ეს ნაწილებიც და კარავ სპალნიკებიც გამოვიყოლეთ, ჩავედით წალკაში და გამოვაგზავნეთ თბილისის მარშუტკით ის ნაწილები, დავბრუნდით ისევ ტბაზე სადაც აკაკიმ და გიმ დაჭერილი კარასები დაგვახვედრეს და ის ღამეც წალკის ტბის თავზე ტყეში გაშლილ კარვებში გავათენეთ.
მეორე დილას ადრიანად გავუტევით ტყის ნაპირებს მე და გიო იქნებ რამე შემოგვეფათერაკოსო, მარა რამოდენიმე შაშვის და ჩხიკვების მეტი ვერაფერი ვნახეთ. აი სოკო კი დავკრიფეთ ოხრათ მარა ცნობა არცერთმა არ ვიცოდით, სურათები გადმოვაგზავნეთ ისევ სოკოს "ექსპერტებთან" და ამათმა ზუსტი და უეჭველი დასკვნა გადმოგვიგზავნეს: ორი ვარიანტიაო, ან მოგწამლავთ ან არაო!!! smile.gif wink.gif გადავწყვიტეთ ისედაც იღბალი არ გვწყალობს ეს დღეებიო და ბედთან ძაან არ გვეყომარბაზა!!! არადა ეს სოკო იყო ადგილები ტყეში სადაც 100-120 მეტრიანი ბილიკებიცკი იყო უწყვეტათ სოკოთი სავსე, შეგვეძლო მეშოკები აგვევსო იმდენი ვნახეთ.
აი მესამე დილით კი გიომ როგორც იქნა კაი შორ მანძილზე მოინადირა იხვუკა smile.gif ამჯერად უკვე აღარ ვენდეთ ერთ შედეგიან გარტყმას და "კანტროლკაც" დაახალა ყოველი შემთხვევისთვის, მარა შესვლა ვერ გარისკა თვითონ და ისევ მე მომიწია წყლიდან ნადავლის გამოტანა,









ამასობაში მოსაღამოვდა და ის დაშლილი ზამოკი ახალი გასაღებიანად ჩამოგვივიდა უკან, ვეცით სასწრაფოდ დავაყენეთ მარა.... გიოს თეთრამ როგორც წინა დღეს გაფშიკა ფეხები ისევ ისე ჯიუტად გააგრძელა უარზე ყოფნა, punish.gif ვეცით ტელეფონებს ავაფეთქეთ ელეკტრიკებიც მარა შედეგი ნული!!! suicide2.gif 24.gif
მოგვიწია ისევ იმ ევაკუატორის მოძებნა, მარა ამაღამ ვერაფრით გიშველით დილაზე მოვალოოოოო,
ის ღამეც ბარეთის ტბასთან გავათენეთ ნაქანაში...
მეოთხე დღეს როგორც იქნა დავუდეთ ევაკუატორზე ეს გაჯორებული "ეშმაკის მოგონილი" და წამვჩაკჩაკდით თბილისს, მივაღწიეთ ელექტრიკამდე და ზუსტად 10 წამში დაქოქა მანქანა!!!
სიგნალიზაციის ბლოკზე მიაჭრა ორი შნური ერთმანეთზე გადაგრიხა და დაიქოქა!!!! 30.gif 25.gif 16.gif
საბოლოოთ კაი გვარიანი წვალება კი გამოგვივიდა მარა მაინც მშვენიერი რელაქსაცია იყო!!! იძულებითი 4 დღე მარა მაინც... friends.gif






































პ.ს. ხო, კიდევ გუშინ მოვასხედით გიოს თეთრას ბიჭები და კაჭრეთში გავსქურეთ ქედნების "მოსაკითხათ" მარა ეტყობა თავიდან არ იცოდა და გზაში რო გაიგო მანქანამ ისევ სანადიროთ მივყევარო უკვე ადგილამდეც აღარ მიგვიყვანა, ზედ ჩაილურის წყალთან გაფშიკა ფეხები და შეუღონდა გული!!! ძველი გამონათქვამი აგვიცხადა და მართლა ჩაილურის წყალი დალია პირდაპირი მნიშვნელობით!!! biggrin.gif
გუშინაც ევაკუატორით ჩამოვაბრძანეთ უკან, ხოდა გიო ხო ხედავ რო ნადირობაზე ელეთმელეთი ემართება მაგ მანქანას და ბარემ თავიდანვე ევაკუატორი ვიქირავოთხოლმე და იმით ვიაროთ სადაც წავალთ, რაღას ვწვალობთ ან ჩვენ და ან ეგ მანქანა? wink.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- toti   ნადირობა, გასვლები, შედეგები   Dec 20 2009, 06:10 PM
- - geojorjika   toti კარგია , ისე კროს...   Dec 20 2009, 06:14 PM
- - toti   ვიცი ვიცი მაგრამ კ...   Dec 20 2009, 06:17 PM
- - foxi   ესეიგი უკვე მეორე ...   Dec 20 2009, 10:59 PM
- - skywalker   მალე მეც შემოგიერთ...   Dec 21 2009, 07:40 AM
- - skywalker   Phantom 1000X ვუთხარი გრიგ...   Dec 21 2009, 11:50 AM
- - nihontoman   skywalker 400 ლარის ფარგლე...   Dec 21 2009, 12:33 PM
- - toti   ამ საღამოს ერთი სა...   Dec 22 2009, 11:35 PM
- - cz80   toti საღოლ კი მაგრამ...   Dec 22 2009, 11:39 PM
- - foxi   :thumbsup: საგოლ ტოტი!   Dec 23 2009, 12:15 AM
- - bazuka   ეგრე უნდათ მაგათ დ...   Dec 23 2009, 01:10 AM
- - cz80   ციტატა(bazuka @ 23rd December 200...   Dec 23 2009, 01:13 AM
- - Der Rote Baron   toti საღოლ კაია! მარ...   Dec 23 2009, 02:00 AM
- - toti   არა თავში ვერ მოვა...   Dec 23 2009, 12:50 PM
- - Leonce   ერთხელ ერთ ვირთხას...   Nov 14 2010, 12:51 PM
- - koknar   ვირთხებს სამეფო კო...   Nov 14 2010, 05:32 PM
- - foxi   ისე კაცმა რო თქვას,...   Nov 15 2010, 09:15 AM
|- - nihontoman   ციტატა(foxi @ Nov 15 2010, 10...   Nov 15 2010, 09:27 AM
- - sekurifa   დღეს რაღაც ბავშვობ...   Feb 24 2012, 03:44 PM
- - TAMPLIER   sekurifa რა საინტერესოდ...   Feb 24 2012, 04:13 PM
- - master   ნიორწყალში მაგარი...   Feb 24 2012, 05:05 PM
- - userman   ნადირობის თემები ბ...   Dec 3 2015, 07:42 AM
- - koknar   userman შინაური თუ ქალა...   Dec 3 2015, 11:15 AM
- - ja_ja   აუ ტიპს იმენნა მაგ...   Dec 3 2015, 01:45 PM
- - userman   აქაც დავდებ ნახონ ...   Jul 14 2016, 07:22 AM
- - okela84   userman 2:54-ზე რა დროწიკი...   Jul 14 2016, 01:20 PM
- - userman   okela84 ციტატა(aleqsandre @ 14t...   Jul 14 2016, 02:12 PM
- - okela84   userman ციტატა(userman @ 14th Ju...   Jul 14 2016, 05:09 PM
- - mister_io   კარგი იყო ვისიამოვ...   Jul 14 2016, 05:38 PM
- - userman   სამწუხაროა ეს , რომ ...   Jul 15 2016, 10:02 PM
- - okela84   userman ერთ ხაზზე არ ზი...   Jul 15 2016, 11:01 PM
- - pilotina   okela84 ციტატა(aleqsandre @ 16th...   Jul 15 2016, 11:49 PM
- - okela84   მე მომეჩვენა რო მა...   Jul 16 2016, 01:09 AM
- - userman   okela84 ციტატა(aleqsandre @ 16th...   Jul 16 2016, 06:47 AM
- - pilotina   userman ციტატა(userman @ 16th Ju...   Jul 16 2016, 10:45 AM
- - okela84   მე გეუბნებით რო მა...   Jul 16 2016, 01:15 PM
- - userman   okela84 ციტატა(aleqsandre @ 16th...   Jul 16 2016, 01:57 PM
- - okela84   userman მოდი ეხლა ნამეტ...   Jul 16 2016, 02:31 PM
- - name   userman მადაზე მომიყვა...   Jul 21 2016, 07:10 PM
- - userman   name ციტატა(name @ 21st July 201...   Jul 21 2016, 08:05 PM
- - bubusicha   ციტატა(userman @ 21st July 2016 ...   Jul 21 2016, 10:50 PM
- - temo-777   როდის იხსნება სეზო...   Jul 22 2016, 02:30 PM
- - SVD   15 აგვისტოს თუ არ ვც...   Jul 22 2016, 02:49 PM
- - pilotina   დღევანდელი გასეირ...   Jul 22 2016, 05:55 PM
- - userman   pilotina აქაოდა ზემოდა...   Jul 22 2016, 06:13 PM
- - okela84   მარცხენები როა ეგე...   Jul 22 2016, 06:26 PM
- - pilotina   userman ციტატა(userman @ 22nd Ju...   Jul 22 2016, 06:44 PM
- - okela84   ციტატა(pilotina @ 22nd July 2016 ...   Jul 22 2016, 07:13 PM
- - pilotina   ეს დღევანდელი ორსა...   Sep 4 2016, 06:00 PM
- - gregory   pilotina მალადეც შენ რა ...   Sep 4 2016, 06:46 PM
- - userman   pilotina მალადეც ! ისე ...   Sep 4 2016, 08:10 PM
- - pilotina   userman ციტატა(userman @ 4th Sep...   Sep 4 2016, 08:46 PM
- - mister_io   ციტატა(pilotina @ 4th September 2...   Sep 5 2016, 02:19 AM
- - mamukaaa   კაია   Sep 5 2016, 08:44 AM
- - gregory   ციტატა(mister_io @ 5th September ...   Sep 5 2016, 09:30 AM
- - ბაიკერი   gregory ბეღურა იგულისხ...   Sep 5 2016, 10:33 AM
- - mister_io   ციტატა(ბაიკერი @ 5t...   Sep 7 2016, 02:08 PM
- - geojorjika   pilotina   Sep 7 2016, 07:33 PM
- - pilotina   geojorjika   Sep 7 2016, 07:57 PM
- - geojorjika   როდის წავიდეთ სანა...   Sep 7 2016, 08:03 PM
- - pilotina   ციტატა(giorgi @ 7th September 201...   Sep 7 2016, 08:41 PM
- - geojorjika   სხვაგან წავიდეთ მე...   Sep 7 2016, 08:43 PM
- - pilotina   შაბათს ან კვირას მ...   Sep 7 2016, 08:53 PM
- - geojorjika   უფრო კვირას ალბათ ...   Sep 7 2016, 09:05 PM
- - aleqsa   საღამო მშვიდობისა...   Oct 16 2018, 01:09 AM
- - koba1973   aleqsa კაი ხანია ესე არ...   Oct 16 2018, 05:20 AM
- - mamukaaa   RE: ნადირობა, გასვლები, შედეგები   Oct 16 2018, 06:37 AM
- - aleqsa   koba1973 ციტატა(koba1973 @ 16t...   Oct 16 2018, 07:14 AM
- - koba1973   aleqsa ციტატა(ale @ 16th October...   Oct 16 2018, 07:38 AM
- - gregory   aleqsa მშვენიერი რეპო...   Oct 16 2018, 10:22 AM
- - giga2010   aleqsa მართლა შედევრი...   Oct 16 2018, 11:00 AM
- - okela84   მადლობა რეპორტისთ...   Oct 16 2018, 11:02 AM
- - pilotina   aleqsa ციტატა(ale @ 16th October...   Oct 16 2018, 11:28 AM
- - aleqsa   მადლობა ბიჭებო. გა...   Oct 16 2018, 11:46 AM
- - NRG   aleqsa აბა იხვი? იხვი ა...   Oct 16 2018, 01:08 PM
- - ikaaa   იხვი არა იხვი მაგ...   Oct 16 2018, 06:40 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th April 2024 - 10:03 AM
Hosted by Pro-Service