გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V   1 2 3 > »   
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> Crosman nitro venom
EnDeL
პოსტი Sep 23 2013, 04:19 PM
პოსტი #1


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 510
რეგისტრ.: 7-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 471
ქალაქი:თბილისი



სალამი აირგანელებო
დაგიბრუნდით თქვენი დაკარგული წევრი... ჩემი აღარ გამოჩენის ძირითადი მიზეზი არის ახალი სახლი (მშენებლობა არ არის დასრულებული, რის გამოც ინტერნეტი არ მქონდა)... ფანტომიც გავყიდე. მხოლოდ იმ პირობით შეველიე ჩემს პირველ თოფს, რომ ოდნავ უკეთესს მაინც ვიყიდდი უახლოეს მომავალში. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო გეტყვით რომ დაგიბრუნდით ახალი თოფით, რომლის მცირე მიმოხილვასაც ამ თემაში შემოგთავაზებთ.

დღევანდელი განხილვის საგანი გახლავთ ჩვენთვის (და არამხოლოდ) კარგად ცნობილი ფირმის Crosman-ის მიერ წარმოებული Nitro Venom. სანამ უშუალოდ ჩემი ახალი შენაძენის განხილვას დავიწყებდეთ, თვალი გადავავლოთ მწარმოებლის მონაცემებს:
• მწარმოებელი - Crosman
• მოდელის ნომერი - CVW1K77NP
• ტყვიის სიჩქარე - 335 მ/წ
• მსუბუქი (alloy) - 365 მ/წ (მწარმოებლის მონაცემებს ტყვიის სიჩქარის შესახებ რა თქმა უნდა ვატარებთ... )
• წონა - 3.56 კგ
• სიგრძე - 113 სმ
• დატენვის მექანიზმი - გადასატეხი ლულა
• ენერგიის წყარო - შეკუმშული აზოტი
• კალიბრი - 4.5მმ
• ოპტიკის სამაგრი რელსი - Picatinny Style
• ოპტიკა - ცენტრ პოინტი 3-9x32
• სასხლეტის ჩამკეტი - ბერკეტი
• კონდახი - ხე (წიფელი)

თოფი მწარმოებლის საიტზე:
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

ინსტრუქცია მფლობელებისთვის შეგიძლიათ იხილოთ აქ:
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

ხოლო დაშლილ მდგომარეობაში (exploded view) და ნაწილების ნომრები კი აქ:
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

თოფის შეძენა საქართველოში შესაძლებელია აქ:
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


ახლა კი გადავიდეთ ჩემი ახალი შენაძენის განხილვაზე...

ყუთი რომელშიც თოფია მოთავსებული ასე გამოიყურება



გავხსნათ ყუთი და ჩავიხედოთ რა ხდება შიგნით...



ყუთში ასევე მოთავსებულია თოფის, ოპტიკის, ლულის გადატეხვისა და Artillery Hold-ის ინსტრუქციები

(მათთვის ვინც არ იცის რა არის artillery hold- მოკლედ გეტყვით, რომ ეს არის ზდპ-ს ხელში დაჭეროს მეთოდი, რა დროსაც თოფი თავისუფლად გიჭირავს ხელში და ყველა გასროლაზე შესაძლებლობა ეძლევა თავისუფლად იმოძრაოს.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
)


პოინტის 3-9X32 ოპტიკური სამიზნე. ლინზის გასაწმენდი ნაჭერი ისეთი საშინელებაა რომ მგონი ლინზას რომ მოუსვა დაკაწრავს biggrin.gif გაცილებით რბილი და კარგი ხარისხის მოყვა ჩემი წინა თოფის ფანტომის 4x32 ოპტიკას, რამაც ცოტა არ იყოს გამაკვირვა...
კიდევ ერთხელ (როგორც ფანტომზე) გამიმართლა და ოპტიკის ბადე შემხვდა კვლავ მილდოტი


გავხსნათ ცელოფანი, ამოვაძვრინოთ თოფი და აი ისიც:


კონდახზე მონტეკარლო აქვს ორივე მხარეს, ხე საკმაოდ კარგად არის დამუშავებული, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა... ლულა სადაც მოძრაობს გადატენვის დროს ეგ ადგილები შიგნიდან ისეთი ხაოიანია, მგონი საერთოდ ხელუხლებელია biggrin.gif სასხლეტის დამცავი პლასმასია.
ლულაზე აქვს რეზინის მოდერი (?), რომელიც მოდერის გარდა მგონი ყველაფერია biggrin.gif რამდენად ასრულებს მის ფუნქციას ვერ გეტყვით, არ მომიხსნია, მაგრამ როგორც გარედან ჩანს რეზინის შიგნით მთელ სიგრძეზე ლულა უნდა იყოს მოთავსებული.



ესეც ჩემი ვაჟკაცი თავისივე ოპტიკით


პლიუს მინუსების ჩამოწერისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ, იმიტომ რომ ჯერ მხოლოდ ერთი-ორჯერ გავისროლე, მაგრამ დავწერ პირველ შთაბეჭდილებებს თოფის ხელში დაჭერის შემდეგ: საბოლოო ჯამში, თუ ფასს გავითვალისწინებთ, ნამდვილად ღირს... მშვენიერი შესრულებულია... ფანტომზე მძიმე არის, მაგრამ მისგან განსხვავებით ბალანსი შესანიშნავი აქვს. ვეღარ ვითმენ, მოდი ერთხელ ვისვრი... ჩავირბინე პადვალში, გავამზადე სქელი ფიცარი, ჩავკეტე სასხლეტი, გადავტეხე ლულა, ჩავდე შემორჩენილი მსუბუქი ჯსბ, დავუბრუნე საწყის პოზიციას ლულა, გავწიე ბერკეტი წინ, გამოვკარი სასხლეტს და.....
აი აქ განიცადა ფიასკო ჩემმა ოცნებებმა და იმედებმა თოფის სიჩუმისა და იმის შესახებ, რომ არცერთ ჰაერის ზამბარიან თოფს დეკონსერვაცია არ სჭირდება... ხმა იყო რაღაც გამაყრუებელი... დავხედე ფიცარს და სადაც ტყვია მოხვდა 1 სმ რადიუსში გაშავებული იყო. გადავტეხე ლულა, შევუბერე სული და რა თქმა უნდა კვამლიც გამოვიდა ლულიდან... ნუ ბევრი ამბობს იმას, რომ რამდენიმე გასროლის შემდეგ გაუვლის დიზელი, მაგრამ ასეთ პირობებში არამგონია მანჟეტმა დიდხანს გაძლოს. მოკლედ გარდაუვლად მიმაჩნია დეკონსერვაცია... ფანტომზე უკვე ისე ვიყავი მიჩვეული, აღარ წარმოადგენდა სირთულეს ჩემთვის მარტო მისი დაშლა-აწყობა და იმედია ვენომზეც არ გამიჭირდება...
მოგვიანებით როდესაც დავშლი თოფს, დავწერ დეკონსერვაციის ინსტრუქციას სურათებითურთ. ასევე შევეცდები სხვა საინტერესო რაღაცებიც შემოგთავაზოთ ახლო მომავალში... ჯერ-ჯერობით კი მხოლოდ ამ პატარა მიმოხილვით შემოვიფარგლები, რადგან რამდენიმე დღის წინ პატარა მარიამი შემეძინა და რა თქმა უნდა, მთლიანად დამისაკუთრა ამ პაწაწინა ანგელოზმა... smile.gif wub.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gela
პოსტი Sep 23 2013, 06:28 PM
პოსტი #2


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,224
რეგისტრ.: 15-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 577
ქალაქი:რუსთავი



EnDeL
პირველ რიგში პატარას დაბადებას გილოცავ, ღმერთმა გაგიზრდოს ჯანმრთელი და იღბლიანი smile.gif) აი ახლა კი ვენომს მოგოლოცავ smile.gif) მოკლედ აქ ვიკრიბებით ყველა ნიტროს მფლობელბი, განსკუთრებით ვენომელები და ვუზიარებთ შთაბეჭდილებებს ჩვენი იარაღის შესახებ : ))) მე ხვალ ჩამომდის ჩემი ვენომა და შემოვაგდებ ერთ რეპორტს smile.gif)))
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilo
პოსტი Sep 23 2013, 06:54 PM
პოსტი #3


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 130
რეგისტრ.: 4-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: batumi
წევრი №: 1,665
ქალაქი:ბათუმი



ინსტრუქციაში უწერია პირველი 100 გასროლა ზამბარის დასამუშავებლად სჭირდებაო,
ხოდა უტკაცუნე რამე მოძულებულია ტყვიები თუ გაქვს შემორჩენილი.
იმედია მერე ხმა საგრძნობლად შემცირდება.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
EnDeL
პოსტი Sep 23 2013, 07:05 PM
პოსტი #4


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 510
რეგისტრ.: 7-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 471
ქალაქი:თბილისი



gela
უღრმესი მადლობა გაიხარეთ smile.gif

ilo
ხმა სწორედ დიზელის ეფექტის გამო აქვს... 100 ჯერ ტყუილად გადატენას და სროლას მართლა მირჩევნია დავშალო, biggrin.gif გავწმინდო გულიანად და სილიკონის ტაოტი წავუსვა... მეტ დროს და ენერგიას დეკონსერვაციაც არ წაიღებს. თან მშვიდადაც ვიქნები და მანჟეტიც შეინახება...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
dawiti
პოსტი Sep 23 2013, 07:25 PM
პოსტი #5


მსროლელი
***

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 806
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 147



EnDeL გილოცავ ბავშვის შეძენას ღმერთმა ჯამრთელი და ბედნიერი გაგიზარდოს, რაც სეეხება თოფს კარგი შენაძენია და სულ ათიანებში მოგერტყას smile.gif ნელენა მრავლდებით ზდპ-ს პატრონები და შეჯიბრშიც მიიღეთ მონაწილეობა smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
EnDeL
პოსტი Sep 23 2013, 07:53 PM
პოსტი #6


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 510
რეგისტრ.: 7-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 471
ქალაქი:თბილისი



dawiti

ციტატა(daviti @ 23rd September 2013 - 08:25 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
გილოცავ ბავშვის შეძენას ღმერთმა ჯამრთელი და ბედნიერი გაგიზარდოს


დიდი მადლობა smile.gif

ციტატა(daviti @ 23rd September 2013 - 08:25 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ნელენა მრავლდებით ზდპ-ს პატრონები და შეჯიბრშიც მიიღეთ მონაწილეობა


ვეცდები აუცილებლად... მაგრამ ჯერ დიდი გზა მაქვს გასავლელი... პირველ რიგში, როგორც კი მოვიცლი დააფგრეიდება მაქვს გეგმაში...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Sep 24 2013, 06:56 AM
პოსტი #7


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



EnDeL
გილოცავ პატარა გოგონას შეძენას ! ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გაგიზარდოს...
თოფსაც გილოცავ smile.gif მართლაც რომ კარგი რამეა smile.gif

ციტატა(endel @ 23rd September 2013 - 05:19 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ლულაზე აქვს რეზინის მოდერი (?), რომელიც მოდერის გარდა მგონი ყველაფერია რამდენად ასრულებს მის ფუნქციას ვერ გეტყვით, არ მომიხსნია, მაგრამ როგორც გარედან ჩანს რეზინის შიგნით მთელ სიგრძეზე ლულა უნდა იყოს მოთავსებული.

მაგას მოდერთან არაფერი აქვს საერთო: ეგ რეზინი უბრალოდ გადატენვის კომფორტისთვისაა და შესაძლოა ლულის ვიბრაციასაც ცოტათი ახშობს
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
soso66
პოსტი Sep 24 2013, 03:21 PM
პოსტი #8


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 47
რეგისტრ.: 24-June 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 424



პირველ რიგში გილოცავთ პატარა ანგელოზის შეძენას.თქვენ ბედნიერ მამობას გისურვებთ,პატარას კი უღრუბლო მომავალს.მინდა გაგაფრთხილოთ,რომ ნიტრო ზამბარაზე შაშხანის დაშლა(დეკონსერვაციისთვის) არ შეიძლება ზამბარიანი შაშხანის დაშლის მეთოდით,საკუთარი ძალის ან წონის იმედით.საჭიროა სპეციალური მოწყობილობა,არის ინტერნეტში ბევრი კონსტრუქცია.პირდაპირ დაშლა საშიშია თქვენთვისაც და ნიტრო ზამბარისთვისაც.მიკვირს აქამდე რატომ არ გაგაფრთხილეს გამოცდილმა ფორუმელებმა.და ბოლოს გილოცავთ შენაძენს,გისურვებთ სასურველი მიზნების მოხსნას.


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gela
პოსტი Sep 24 2013, 06:26 PM
პოსტი #9


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,224
რეგისტრ.: 15-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 577
ქალაქი:რუსთავი



მეგობრებო დღეს გამოვიტანე ნიტრო ვენომი ბესტექსიდან და ვინჩესტერის ჰოლოვ პოინტები. სადღაც 18 ნაბიჯში გავასწორე მიზანი. გამაოცა მისმა სიზუსტემ და ძალამ. თითქმის ყველა ტყვია ტყვიაში ჩაჯდა. სამ სანტიმეტრიანი ფიცარი ისე გახვრიტა რომ უკანა მხრიდან გამოაგლიჯა. კარგი ექსპანსიურობა გამოავლინა ვინჩის ტყვიებმა. სანადიროდ საკაიფი იქნება როგორც ჩანს . ცოტა ხანში ფიტოებსაც მოგაშველებთ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
EnDeL
პოსტი Sep 24 2013, 07:10 PM
პოსტი #10


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 510
რეგისტრ.: 7-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 471
ქალაქი:თბილისი



gregory
უღრმესი მადლობა ბატონო გრიგოლ smile.gif მაზლ ბრეიქთან დაკავშირებით მათალი ბრძანდებით...

soso66
თქვენც დიდი მადლობა გაიხარეთ. რაც შეეხება ჰაერის ზამბარას- უკვე მოფიქრებული მაქვს მარტივი კონსტრუქცია რაც გამიადვილებს მის უკან მოთავსებას. მაგრამ ჯერ ელიავაზე ჩასვლის დრო არ მაქვს...


gela
გილოცავთ, ბევრი უკეთესი შეგეძინოთ და მიზანს არ აგეცილებინოთ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gela
პოსტი Sep 24 2013, 08:31 PM
პოსტი #11


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,224
რეგისტრ.: 15-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 577
ქალაქი:რუსთავი



EnDeL
ციტატა(endel @ 24th September 2013 - 08:10 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
გილოცავთ, ბევრი უკეთესი შეგეძინოთ და მიზანს არ აგეცილებინოთ

მადლობა იცოცხლე მეგობარო : )


ესეც ფოტო თუ რა უქნა ჩემმა ვენომმა სქელ ფიცარს ვინჩესტერის ჰოლოვპოინტებით, ამ ფოტოზე თითქოს არ ჩანს ისეთი სისქე ფიცრის, არა და საკმაოდ სქელი ფიცარი იყო : ))
წინა და უკანა მხარე, ტყვიის ექსპანსიურობას ვამბობ რა ანუ : )
გადაღებული არ მაქვს ჯსბ რომ ვესროლე, უკან კი გამოიტანა მაგრამ არ გამოუგლეჯია, წინა მხრიდან ნასროლზე ცოტა დიდი დირკა გაუკეთა, ამან კი კარგად დააზიანა, ანუ სანადირო პონტში ეს უფრო მაგარი რამე იქნება ასე ვფიქრობ ვიდრე ჯსბ, დიდი დისტანციაზე არ მაქვს გატესტილი, არ იყო მაგის შესაძლებლობა, თუმცა ვიმედოვნებ რომ ჯიესბის ეს ჰოლოვ პოინტები ვერ აჯობებს : )
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
foxi
პოსტი Sep 24 2013, 11:52 PM
პოსტი #12


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



ცხოველ! რა უნდა ვთქვა აბა? ჰო კინაღამ არ დამავიწყდა, გილოცავ. კარგი იარაღია.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია foxi: Sep 24 2013, 11:53 PM
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
okela84
პოსტი Sep 25 2013, 09:20 AM
პოსტი #13


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,866
რეგისტრ.: 9-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,256



20 ან 30 მეტრიანი ჯგუფები დადეთ რაა, 2-ს გაქვთ უკვე და არცერთი არ დებთ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gela
პოსტი Sep 25 2013, 09:44 AM
პოსტი #14


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,224
რეგისტრ.: 15-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 577
ქალაქი:რუსთავი



okela84
ციტატა(aleqsandre @ 25th September 2013 - 10:20 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
20 ან 30 მეტრიანი ჯგუფები დადეთ რაა, 2-ს გაქვთ უკვე და არცერთი არ დებთ


ერთი დასვენების დღე მინდა ალეკო და დავდებ ერთ რეპორტს მაგაზე, კვირას თუ ამინდმა ხელი შემიწყო და ქარი არ იყო შეიძლება გასვლა სადმე ცოტა ხნით და მოგაწვდიდით ინფოს ამ თოფის შესაძლებლობების შესახებ, შეიძლება ისეთი არც აღმოჩნდეს როგორი შთაბეჭდილებაც პირველი შეხედვით დამიტოვა, ნუ შევხედოთ ერთი რას იზამს საქმეში : )) ოპტიკას რაც შეეხება, ტიტან ნიტროსი ჯობდა გამოსახულებით, ამას კი დიდი აქვს უფრო ჯერადობა, მაგრამ ბადე არ აქვს ისეთი წვრილი და დიდ ჯერადობაზე შორ დისტანციაზე ბინდავს, ტიტან ნიტროს ოპტიკა კი იყო 4X32 მაგრამ ბადეც საკაიფოდ წვრილი ქონდა და რაც მთავარია არ ბინდავდა, მაშინ ვერ გავიგე ამ ვენომის ოპტიკის პლიუსი რა არის, თუ 4 ჯერადობაზე იგივენაირად აჩვენა და დიდ ჯერადობაზე დაბინდა, რა ვიცი რა ვიცი, მითუმეტეს ბადე ტიტან ნიტროს უფრო საკაიფო და წვრილი ქონდა,,,, მოკლედ კვირას თუ შევძელი და ამინდებმაც შემიწყო ხელი, ერთ მინი რეპორტს ჩაგახუტებთ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Shalva32
პოსტი Sep 25 2013, 03:49 PM
პოსტი #15


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 25-November 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,658
ქალაქი:თბილისი



Nitro Venom Dusk - ის შეძენა მინდა და მაინტერესებს ამ ორ მოდელს შორის განსხვავება მარტო კონდახშია ხო?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Sep 25 2013, 06:28 PM
პოსტი #16


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ციტატა(Shalva32 @ 25th September 2013 - 04:49 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
Nitro Venom Dusk - ის შეძენა მინდა და მაინტერესებს ამ ორ მოდელს შორის განსხვავება მარტო კონდახშია ხო?

Shalva32
კი

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
EnDeL
პოსტი Sep 26 2013, 10:43 PM
პოსტი #17


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 510
რეგისტრ.: 7-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 471
ქალაქი:თბილისი



okela84
მე ჯერ მაგისთვის ნამდვილად არ მცალია, დეკონსერვაციაც კი ვერ გავუკეთე, ისევ ყუთში დევს ხელუხლებლად... მიზეზი კი მიწერია პირველი პოსტის ბოლოში smile.gif თან კორპუსში 30 მეტრი სივცე ნამდვილად არ მაქვს biggrin.gif როცა სადმე გავალ რა თქმა უნდა თავისი სურათებითურთ იქნება რეპორტი wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gela
პოსტი Sep 28 2013, 06:34 PM
პოსტი #18


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,224
რეგისტრ.: 15-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 577
ქალაქი:რუსთავი



მოკლედ დღეს მე და იორამამ გავტესტეთ ჩემი ფიშტო, მართალია ჯგუფებზე ვერ შევამოწმეთ, ქარი იყო, მაგრამ შორ დისტანციაზე ( სავარაუდოდ 80 მეტრზე) ისე ზუსტად მიჰქონდა და ისეთი სიძლიერით რომ მე პირადად კმაყოფილი დავრჩი ამ თოფით, ლაშაც შემოვა ამ თემაში და ალბათ ისიც იტყვის ერთ ორ სიტყვას ნიტრო ვენომის შესახებ : ))
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
azzy
პოსტი Sep 28 2013, 11:24 PM
პოსტი #19


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 88
რეგისტრ.: 25-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,787
ქალაქი:თბილისი



სახლში სახაზავი ვერ გავჩითე sad.gif(( მაინც დავდებ დღეს არის ნასროლი 32 ნაბიჯი დისტანცია ალბათ 30 მეტრია ქარი იყო მარა მაინც ვისროლე საყრდენი მყარი ტყვიები crosman destroyer 7.9 გრაინიანი
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
okela84
პოსტი Sep 29 2013, 02:32 AM
პოსტი #20


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,866
რეგისტრ.: 9-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,256



azzy
56 მმ ვიანგარიშე მე, აბა გადაამოწმე smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

4 გვერდი V   1 2 3 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 02:19 AM
Hosted by Pro-Service