გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> გასვლა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 12.10.2014, Marauder VS Trail 1500
ხ.მ.ე.ლ.ო
პოსტი Oct 12 2014, 09:27 PM
პოსტი #1


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,361
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,257
ქალაქი:თბილისი



მოგესალმებით...

ეს თემა შესაძლოა გახსნილიყო განყოფილებაში "ფორუმის გასვლები", მაგრამ აქ გავხსენი, რადგან უფრო მეტად მინდა გავამახვილო ყურადღება არა გასვლაზე არამედ, Benjamin Marauder-ის გატესტვის შედეგად მიღებულ მონაცემებზე (შედეგებზე). ყურადღებას არ გავამახვილებ ჩემი თოფის პრიცელის გასწორების პროცედურებთან დაკავშირებით, რადგან საინტერესო მხოლოდ მარაუდერთან დაკავშირებული საკითხევია...

დღეს მე და Benjamin Marauder-ის მფლობელი, ჩვენმა თანაფორუმელმა DaV1nCh-იმ გადავწყვიტეთ, რომ ცოტა ფერზე მოგვეყვანა ჩვენი იარაღები მიზნის გასწორების თვალსაზრისით, ამიტომ შევხვდით და გავეშურეთ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უკვე "2 ხე" შველას ითხოვს biggrin.gif (ჯერ იყო და მედა სეკურიფა ვცხრილავდით და ეხლა მე და დავინჩი)

ამოვიღეთ შალითებიდან იარაღები, (მე ჩემი Benjamin Trail MP XL 1500 და გიომ თავისი Benjamin Marauder) გიომ დატუმბა თავისი მარაუდერი, ასევე დატენა კლიპი, ამოალაგა Crosman premier-ები 10.5 გრანიანი, მე გავამზადე JSB EXACT heavy diabolo 10.34 გრანიანები, შემდეგ გავამზადეთ ჩამოსაყრდნობი საშუალება, სამიზნეები დავაყენეთ ერთი ცალი 25 მეტრში და მეორე კი 50 მეტრში.

ნიავი მაინც თავისას შვრებოდა, ანუ უბერავდა... biggrin.gif

ამის დროც დადგა და ავიღე DaV1nCh-ის მარაუდერი რათა დაგვეწყო გატესტვა. ჯერ ვესროდი 25 მეტრის დინსტანციაზე (პრემიერები), 7-იანი ზუმით. გადავტენე, დავუმიზნე, ვისროლე და დაჯდა ტყვია ცენტრიდან საგრძნობლად მოშორებით მაღლა. გადავტენე, გავისროლე და რას ვხედავ, მეორე ტყვია ცენტრიდან ისევ მოშორებით დაჯდა, ოღონდ ამჯერად დაბლითა მხარეს. კიდევ ვისროლე და ტყვია დაჯდა ისევ დაბლა, მაგრამ წინა ნასროლისგან დაშორებით. გამიკვირდა... ვიფიქრე ესე რომ აქებენ მარაუდერს, ეს რა საშინელებას აკეთებს 25 მეტრში და 50-ზე ხომ საუბარიც ზედმეტია თქო.
გადავტენე გავისროლე და ამჯერადაც გავოგნდი, ტყვიაც კი დავინახე სადაც წავიდა და დაჯდა ამჯერად მაღლა და ისეთ მხარეს, რომ არცერთი ტყვია არ იყო იქით მორტყმული, გავგიჟდი, პულიმიოტივით ფანტავდა ტყვიებს...

მერე ვიფიქრე აბა 50 მეტრში ვესროლო თქო და ვესროლე კიდეც, ტყვია დაჯდა ფურცლის სულ კიდეში, მაღლა და მარცხნივ, (იმის მაგივრად, რომ უფრო შორ დინსტანციაზე ვესროლე დაბლა დამჯდარიყო ტყვია, პირიქით მაღლა დაჯდა და ცხადია ამან ისევ გამაკვირვა) კიდევ ვესროლე და ამჯერად მთლიანად ხეს ასცდა... biggrin.gif აი, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, თან მიტყდებოდა და გიოს ვეუბნებოდი ასეთი შემთხვევა მე ჯერ არცერთ თოფთან არ მქონია მეთქი...

მერე ვიფიქრეთ, აბა JSB ვცადოთ თქო, ამიტომ შევცვალეთ ქაღალდები, დავტენეთ კლიპი და დავიწყე 25 მეტრში სროლა. დავუმიზნე ცენტრში, ვესროლე და დაჯდა ტყვია ცენტრიდან მაღლა და ისეთ ადგილას, სადაც პრიცელის ზოლები მთავრდებოდა (სურათს ქვემოთ განახებთ და მიხვდებით რომელ ზოლებზეც მაქვს საუბარი)
გადავტენე, ვესროლე და ვხედავ ტყვია დაჯდა ზუსტად იმ ნასროლში, სადაც წინა ნატყვიარი იყო.
იესსსსსსსსსს, გავიფიქრე გულში biggrin.gif
დავატრიალე ბარაბნები რომ ცენტრისთვის მორტყმა შემეცადა. გავისროლე და ცენტრთან ახლოს მოვარტყი, ისევ გავისროლე და ამ ნასროლთან ახლოს მოვარტყი... აშკარად მივხვდი, რომ თოფმა მადლობა მომიხადა JSB EXACT heavy diabolo 10.34 გრანიანებზე რომ გადავიყვანე. მერე ვიფიქრე მგონი კარგად ისვრის თქო და პირდაპირ 50 მეტრში დავიწყეთ სროლა.

სანამ დავიწყებდით თოფი დავანასოსეთ ცოტათი, ძალიან არა...
პირველი ტყვია ვასროლინე გიოს, დაუმიზნა, ესროლა და ზედ ცენტრზე არ დასვა? biggrin.gif მაგრამ აღიარა-გამივარდაო biggrin.gif ნუუ, ცხადია შემთვევით გაარტყავდა, Crosman premier-ებისაგან განსხვავებით და 25 მეტრ დინსტანციისგან განსხვავებით ტყვია ხომ დაბლა უნდა დამჯდარიყო, რადგან 25 მეტრსი ცენტრთან ახლოს ჯდებოდა...
დავიწყე 4-4 ტყვიის გასროლა...

გადავტენე დავუმიზნე, ვესროლე და ტყვია მოვარტყი ცენტრიდან დაბლა და მარჯვნივ, ასე ვისროლე კიდევ 3 ცალი ტყვია და 3-ივე იმ ერთთან ახლოს დავსვი, ეს კი ნამდვილად სასიამოვნო იყო ჩემთვის, უკვე შევატყვე რომ თოფის ბრალი კი არა, თურმე Crosman premier-ების ბრალი ყოფილა, ეს ტყვიები ამ თოფს საერთოდ არ მოუხდა, საშინელი შედეგი დამნახა.
დავატრიალე ბარაბნები და ცოტა მეტი მომივიდა, ეს ფოტოზეც ჩანს, ვისროლე 4 ცალი ტყვია და 4 ივე ახლოს დავსვი ერთმანეთთან ცენტრიდან სულ ოდნავ მაღლა და ცოტათი მარცხნივ და მივხვდი რომ ყველაფერი შესანიშნავად იყო.



შემდეგ უკვე გასწორებული პრიცელებით დავიწყეთ პლინკაობა სქელ შიფერზე და ვუტყაპუნეთ და ვუტყაპუნეთ იმ საწყალ შიფერს biggrin.gif მაგრამ იმან ცოტა არ იყოს და გაგვაკვირვა, რომ შიფერს ჩემი Benjamin Trail MP XL 1500-ი ხვრეტდა ხოლო დავინჩის Benjamin Marauder-ი ვერა. გიოს ცოტა გაუტყდა, მაგრამ არა უშავს, მთავარი მაინც სიზუსტეა... smile.gif

გატესთვის დასასრულისკენ, ერთი პაწია წიწკანა ჩიტი დამიჯდა წინ ახლოს და უცებ ეგრევე დაუფიქრებლად ვესროლე და ემსხვერპლა საწყალი... biggrin.gif
უფოტოსესიოდ როგორ ჩაივლიდა საქმე და აი ჩვენი ნაფოტოსესიები სურათებიც იმ პაწია ჩიტთან ერთად biggrin.gif ... smile.gif










მგონი კაი ფოტკები გამოვიდა არაა?
ლააა, თოფებია, ლა თოფებიიი... biggrin.gif smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ხ.მ.ე.ლ.ო   გასვლა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 12.10.2014   Oct 12 2014, 09:27 PM
- - archi_daili   მშვენიერი თემაა ხმ...   Oct 12 2014, 09:41 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(archi_daili @ Oct 12 2014,...   Oct 12 2014, 10:21 PM
- - kaka8079   მარადას თემა გახსნ...   Oct 12 2014, 09:52 PM
- - DaV1nCh   kaka8079 მთავარია სიზუს...   Oct 12 2014, 10:22 PM
- - geojorjika   DaV1nCh ბიპოდი რისთვის ...   Oct 12 2014, 11:39 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(geojorjika @ Oct 13 2014, ...   Oct 13 2014, 04:27 PM
- - ja_ja   ხ.მ.ე.ლ.ო ბოდიშI თემა...   Oct 13 2014, 06:01 AM
- - geojorjika   აქ გადმოვიტანე და ...   Oct 13 2014, 04:13 PM
- - DaV1nCh   geojorjika მადლობა გიო ი...   Oct 13 2014, 04:20 PM
- - geojorjika   ხ.მ.ე.ლ.ო ჰოდა იმიტო...   Oct 13 2014, 04:29 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(geojorjika @ Oct 13 2014, ...   Oct 13 2014, 04:36 PM
- - geojorjika   ხ.მ.ე.ლ.ო შენ ეხლა გ...   Oct 13 2014, 05:20 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(geojorjika @ Oct 13 2014, ...   Oct 13 2014, 07:08 PM
- - gocha311   ნიავი თუ იყო რა თქმ...   Oct 13 2014, 07:33 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(gocha311 @ Oct 13 2014, 08...   Oct 13 2014, 07:39 PM
- - DaV1nCh   gocha311 გოჩა გაფიცებ ს...   Oct 13 2014, 08:00 PM
- - archi_daili   ხ.მ.ე.ლ.ო აბა რომელი ...   Oct 13 2014, 11:52 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(archi_daili @ Oct 14 2014,...   Oct 14 2014, 05:12 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 12:36 AM
Hosted by Pro-Service