ეს თემა შესაძლოა გახსნილიყო განყოფილებაში "ფორუმის გასვლები", მაგრამ აქ გავხსენი, რადგან უფრო მეტად მინდა გავამახვილო ყურადღება არა გასვლაზე არამედ, Benjamin Marauder-ის გატესტვის შედეგად მიღებულ მონაცემებზე (შედეგებზე). ყურადღებას არ გავამახვილებ ჩემი თოფის პრიცელის გასწორების პროცედურებთან დაკავშირებით, რადგან საინტერესო მხოლოდ მარაუდერთან დაკავშირებული საკითხევია...
დღეს მე და Benjamin Marauder-ის მფლობელი, ჩვენმა თანაფორუმელმა DaV1nCh-იმ გადავწყვიტეთ, რომ ცოტა ფერზე მოგვეყვანა ჩვენი იარაღები მიზნის გასწორების თვალსაზრისით, ამიტომ შევხვდით და გავეშურეთ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უკვე "2 ხე" შველას ითხოვს

ამოვიღეთ შალითებიდან იარაღები, (მე ჩემი Benjamin Trail MP XL 1500 და გიომ თავისი Benjamin Marauder) გიომ დატუმბა თავისი მარაუდერი, ასევე დატენა კლიპი, ამოალაგა Crosman premier-ები 10.5 გრანიანი, მე გავამზადე JSB EXACT heavy diabolo 10.34 გრანიანები, შემდეგ გავამზადეთ ჩამოსაყრდნობი საშუალება, სამიზნეები დავაყენეთ ერთი ცალი 25 მეტრში და მეორე კი 50 მეტრში.
ნიავი მაინც თავისას შვრებოდა, ანუ უბერავდა...

ამის დროც დადგა და ავიღე DaV1nCh-ის მარაუდერი რათა დაგვეწყო გატესტვა. ჯერ ვესროდი 25 მეტრის დინსტანციაზე (პრემიერები), 7-იანი ზუმით. გადავტენე, დავუმიზნე, ვისროლე და დაჯდა ტყვია ცენტრიდან საგრძნობლად მოშორებით მაღლა. გადავტენე, გავისროლე და რას ვხედავ, მეორე ტყვია ცენტრიდან ისევ მოშორებით დაჯდა, ოღონდ ამჯერად დაბლითა მხარეს. კიდევ ვისროლე და ტყვია დაჯდა ისევ დაბლა, მაგრამ წინა ნასროლისგან დაშორებით. გამიკვირდა... ვიფიქრე ესე რომ აქებენ მარაუდერს, ეს რა საშინელებას აკეთებს 25 მეტრში და 50-ზე ხომ საუბარიც ზედმეტია თქო.
გადავტენე გავისროლე და ამჯერადაც გავოგნდი, ტყვიაც კი დავინახე სადაც წავიდა და დაჯდა ამჯერად მაღლა და ისეთ მხარეს, რომ არცერთი ტყვია არ იყო იქით მორტყმული, გავგიჟდი, პულიმიოტივით ფანტავდა ტყვიებს...
მერე ვიფიქრე აბა 50 მეტრში ვესროლო თქო და ვესროლე კიდეც, ტყვია დაჯდა ფურცლის სულ კიდეში, მაღლა და მარცხნივ, (იმის მაგივრად, რომ უფრო შორ დინსტანციაზე ვესროლე დაბლა დამჯდარიყო ტყვია, პირიქით მაღლა დაჯდა და ცხადია ამან ისევ გამაკვირვა) კიდევ ვესროლე და ამჯერად მთლიანად ხეს ასცდა...

მერე ვიფიქრეთ, აბა JSB ვცადოთ თქო, ამიტომ შევცვალეთ ქაღალდები, დავტენეთ კლიპი და დავიწყე 25 მეტრში სროლა. დავუმიზნე ცენტრში, ვესროლე და დაჯდა ტყვია ცენტრიდან მაღლა და ისეთ ადგილას, სადაც პრიცელის ზოლები მთავრდებოდა (სურათს ქვემოთ განახებთ და მიხვდებით რომელ ზოლებზეც მაქვს საუბარი)
გადავტენე, ვესროლე და ვხედავ ტყვია დაჯდა ზუსტად იმ ნასროლში, სადაც წინა ნატყვიარი იყო.
იესსსსსსსსსს, გავიფიქრე გულში

დავატრიალე ბარაბნები რომ ცენტრისთვის მორტყმა შემეცადა. გავისროლე და ცენტრთან ახლოს მოვარტყი, ისევ გავისროლე და ამ ნასროლთან ახლოს მოვარტყი... აშკარად მივხვდი, რომ თოფმა მადლობა მომიხადა JSB EXACT heavy diabolo 10.34 გრანიანებზე რომ გადავიყვანე. მერე ვიფიქრე მგონი კარგად ისვრის თქო და პირდაპირ 50 მეტრში დავიწყეთ სროლა.
სანამ დავიწყებდით თოფი დავანასოსეთ ცოტათი, ძალიან არა...
პირველი ტყვია ვასროლინე გიოს, დაუმიზნა, ესროლა და ზედ ცენტრზე არ დასვა?


დავიწყე 4-4 ტყვიის გასროლა...
გადავტენე დავუმიზნე, ვესროლე და ტყვია მოვარტყი ცენტრიდან დაბლა და მარჯვნივ, ასე ვისროლე კიდევ 3 ცალი ტყვია და 3-ივე იმ ერთთან ახლოს დავსვი, ეს კი ნამდვილად სასიამოვნო იყო ჩემთვის, უკვე შევატყვე რომ თოფის ბრალი კი არა, თურმე Crosman premier-ების ბრალი ყოფილა, ეს ტყვიები ამ თოფს საერთოდ არ მოუხდა, საშინელი შედეგი დამნახა.
დავატრიალე ბარაბნები და ცოტა მეტი მომივიდა, ეს ფოტოზეც ჩანს, ვისროლე 4 ცალი ტყვია და 4 ივე ახლოს დავსვი ერთმანეთთან ცენტრიდან სულ ოდნავ მაღლა და ცოტათი მარცხნივ და მივხვდი რომ ყველაფერი შესანიშნავად იყო.

შემდეგ უკვე გასწორებული პრიცელებით დავიწყეთ პლინკაობა სქელ შიფერზე და ვუტყაპუნეთ და ვუტყაპუნეთ იმ საწყალ შიფერს


გატესთვის დასასრულისკენ, ერთი პაწია წიწკანა ჩიტი დამიჯდა წინ ახლოს და უცებ ეგრევე დაუფიქრებლად ვესროლე და ემსხვერპლა საწყალი...

უფოტოსესიოდ როგორ ჩაივლიდა საქმე და აი ჩვენი ნაფოტოსესიები სურათებიც იმ პაწია ჩიტთან ერთად






მგონი კაი ფოტკები გამოვიდა არაა?
ლააა, თოფებია, ლა თოფებიიი...

