გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> crosman 2100 multi pomp, crosman 2100 4.5 კალიბრი მულტი კომპრესული
tarasuna
პოსტი Mar 3 2015, 07:29 PM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 180
რეგისტრ.: 21-January 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,039
ქალაქი:ქობულეთი



ეგ თემა იმიტო გავხსენი რომ ერთი იდეა გამიჩნდა crosman 2100-თან დაკავწირებით. მოკლეთ ასეთი იდეა მაქვს მინდა ამ თოფს პათარა შნევის აუზი გაუკეთო, მაგალითად 80-100 დაკაჩავებით ერთი 15-20 ტყვია რომ გაისროლოს სტაბილურად, ამიტო მჭირდება მანომეტრი რომელიც მაგალითად 900-1000 fps რომ მიჩვენოს. ფორუმელებო ამ იდეაზე რა აზრისა ხართ??? aggressive.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Mar 12 2015, 11:32 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



tarasuna
მოკლედ შენ რაღაც ჩაფიქრებული გაქვს რომ აი სუპერ შედეგს მიიღებ, და შენ იცი მხოლოდ ეგ იდეა, დანარჩენი უჭკუაო და მხოლოდ შენ გაქვს კარგი იდეა,...

რომ არ გაამხილო ეგ იდეა ცდილობ ნაწილი ინფო გამოიტყუო და ეგებ ვინმე სულელს დააცდენინო საიდუმლო ინფორმაცია როგორ შეიძლება ერთი დეტალი მეორეზე დაამყნო და აი თუ ვინმე მამაძაღლი გამოტყდება, მაშინ დანარჩენ კარტებს შენ არ გახსნი, წახვალ და გააკეთებ სუპერ პუპერ დრუპერ ატომურ შტუკას რომელიც ყველას დააწვენს და შურით გულზე გახევს და გადაფურჩქნის... smile.gif

ბოდიში, მაგრამ შენი დაუმთავრებელი რაღაც ჩუმჩუმელა კითხვები ზუსტად აი ეგეთ აზრებს მიღვივებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif უბედურება ისაა რომ არაფერი ახალი არ აღმოგიჩენია გარდა იმისა რომ იგივეს უტრიალებ რაზეც აქამდე გეუბნებოდი - ქაქიდან გინდა კამფეტი გამოიყვანო და თან იაფად. არ გამოვა ეგ ამბავი smile.gif

დაივიწყე რა ეს ერთი მეორეზე დამყნობა და ვაი ვუი. სერიოზულად გეუნები კაცი ყიდის დისკოს და ბალონს 700 ლარად, აი როგორ აღვწერო არ ვიცი რამდენად იაფად ყიდის, მარტო ბალონი სადღაც 700-800 ლარისაა, პლიუს დისკოც სადღაც 600-700 ლარის...

ანუ ნახევარ ფასში ყიდის კაცი smile.gif დაიადე რა და გეფიცები აი სამუდამოდ გაგიქრება ყველანაირი ერთი მეორეზე დამყნობის იდეები, თან ისეთი რომელიც აი პროსტა რომ გაიხე შუაზე არ გამოვა არაფერი, იმიტომ რომ ძირითადი პრინციპები არ იცი და გინდა რაღაც ზეციური მიიღო.

მაგალითისთვის:

1) ცდილობ ერთი იარაღის კლაპანი აიღო და მეორეთი შეცვალო (შენ რატომღაც რუსული ფორუმების გადამკიდე მაგას ნაკაპიტელს ეძახი არა და კლაპანია სუფთა წყლის).

2) ამასობაში არ უკვირდები რა არის გასროლა და რის ხარჯზე ხდება. ხდება ეგ ბედნიერება იმიტომ რომ რაღაც მოცულობაში გროვდება გარკვეული წნევის ჰაერი რომელიც ცდილობს გაფართოებას და საწყის გარე მომცველ წნევაზე დაბრუნებას

3) მე ერთხელ უკვე ვახსენე რომ გასროლას სადღაც 10 კუბური სანტიმეტრი მოცულობა მაინც სჭირდება, გავამრავლოთ ეგ ვთქვათ 120 ატმოსფეროზე, და მივიღებთ უხეშად ჩვეულებრივ ატმოსფერულ წნევაზე 1.2 ლიტრიან ბალონს, ანუ მაგდენი ჰაერია შეკუმშული იმისათვის რომ ნორმალური ძლიერი გასროლა მოხდეს ანუ უხეშად 1 ლიტრიანი ბორჯომის ბოთლია დაკუჭული ცილინდრის ზომებზე 2 სანტიმეტრი დიამეტრში და 3 სანტიმეტრი სიმაღლეში. ამას დისკოს პონტზე თუ გადავიანგარიშებთ იმის გამო რომ შიდა დიამეტრი უფრო პატარაა გამოვა რომ რეალში სადღაც 1 სანტიმეტრის დიამეტრის ცილინტრი უნდა იყო 13 სანტიმეტრი სიმაღლის რომ იგივე მოცულობა ჰაერი ჩაიტიოს - სად გაქვს მაგხელა ადგილი?????

4) ახლა გავიხსენოთ რა ზომისაა დისკოს, ან 2100-ის ან 397-ეს ან ნებისმიერი სხვა ეგეთი თოფის კლაპანი, გარედან მაქსიმუმ არის 19-16 მილიმეტრი, და სიგრძეში, ნუ აი ჰა-ჰა სუპერ ჰა იქნება 7-8 სანტიმეტრი. რეალში შიგნით უფრო ნაკლები მოცულობაა იმიტომ რომ დეტალის კედლებს ადგილი მიაქვს შიდა მექანიზმს და რეალში მაქსიმუმ ყველაზე კაი შემთხვევაში დაგრჩება 1 ან 1.5 კუბური სანტიმეტრის მოცულობა

5) ანუ 10-ის მაგივრად გაქვს 1 კუბური სანტიმეტრი, პლიუს ხელით რომ გასკდე ვერასდროს ვერ დააკაჩავებ მულტიპამპის დგუშით 120 ატმოსფეროს, სუფთა წყლის ფიზიკაა არ გამოვა, მაქსიმუმ ზღაპრულ სამყაროში ვიგულისხმოთ რომ მიიღებ 60 ატმოსფეროს, (ნუ ეგეც არა მჯერავს, მაგრამ ვთქვათ და მიიღე)....

ახლა ამ ყველაფრის გაქთვალისწინებით მითხარი რაფერ უნდა მიიღო რაიმე სუპერ შედეგი კლაპნის შიდა მოცულობით რომელიც იტევს 1.2 ლიტრი ჰაერის მაგივრად მაქსიმუმ 60 მილილიტრ მოცულობას???? (ანუ 0,06 ლიტრ ჰაერს!!!) თუ ხვდები რომ 20-ჯერ ნაკლები მოცულობაა, აი სულ რომ დისკოს კლაპანი დაამყნო კუკუს კლაპანზე, და იმას მერე პიმბას დინგი დაუმატო და ტიმონის კუდი, ლეონის ნასკი და კაცმა არ იცის კიდევ რა.... ნუ აი უბრალო ფიზიკის კანონების გადამკიდე, ნუ აი შანსი არაა რაიმე საოცნებო შედეგი მიიღო....

მოდი რა შეეშვი რა ამ უბედური წვეტიანი იდეების ტრიალს რა. შენ ვერ ხვდები რომ კლაპანი მანდ მხოლოდ ერთ საქმეს ასრულებს, ეგ არის, მის წინ არსებული ჰაერის გაჩერება და დროზე ადრე არ გამოშვება, ხოლო როდესაც ჩაქუჩი მოხვდება მაშინ გამოუშვას მაქსიმალური სიჩქარით ერთიანი მოცულობა ჰაერი. მაგრამ ჰაერი გამოდის, რაღაც რაოდენობა და თუ კლაპნის წინ მოცულობა პატარაა ეგ ჰაერი მომენტალურად იცლება, ვთქვათ 10 კუბური სანტიმეტრი ან ნაკლები.

მრავალ გასროლას ან ძლიერ გასროლას იღებ მაშინ როდესაც ამ კლაპნის გახსნა დახურვისას ვერ ასწრებს მთლიანად ჰაერი გამოსვლას ანუ მისი მარაგის მოცულობის ადგილი გაცილებით მეტია ვიდრე 10 კუბური სანტიმეტრი...


შედეგად ყველა ის იარაღი რომელიც საჭიროებს მრავალ გასროლას სადმე ინახავს ამ ზედმეტ მოცულობას და მაგ მოცულობას რაიმე კუკუ ნაკაპიტელი კი აღარ ჰქვია არამედ სრულყოფილი რეზერვუარია, მინიმუმ 100 კუბიკის მოცულობის.


თუ დაუბრუნდები co2-ის ბალონს რომ ის პატარაა და ბევრ გასროლას აკეთებს, მაშინ შენი ფიზიკის მასწავლებლის დახვრეტის პეტიციას შევიტან მთავრობაში, რადგან იმ უნიჭო მასწავლებელმა არ აგიხსნა რა არის ნახშიორჟანგი და რა არის თხევადი მდგომარეობიდან აირადში გადასვლა.

კერძო მაგალითი

1) co2-ი პატარა ბალონში არის, სითხურ ფორმაში, სითხე და მყარი ნივთიერება არის, აირადი ნივთიერების კომპაქტური ფორმა, კაი მაგალითია წყალი, წყალი თხევად მდგომარეობაში შეიძლება 1 ჩაის კოვზი იყოს, მაგრამ რომ ადუღდება და აორთქლდება მისი მოცულობა ფართოვდება და უკვე ერთი ჩაის კოვზის კი არა მთლიანი ჩაიდნის მოცულობას იკავებს აირად მდგომარეობაში

2) იგივეა co2-იც, ყოველი გასროლისას ხდება თხევადი co2-ის მომენტალურად აირად მდგომარეობაში გადასვლა, მაგ დროს კი 1 წვეთი სითხე მრავალ ათასჯერ იზრდება მოცულობაში რაც ქმნის ჭურვზე მიწოლის შესაძლებლობას და შედეგად გასროლას.

3) co2- მოსახერხებელია იმით რომ შედარებით დაბალ წნევაზე ან დაბალ ტემპერატურაზე გადადის თხევად მდგომარეობაში, აი ჩვეულებრივი აირი კი მაგ მდგომარეობაში მინუს 210 გრადუსზე გადადის, პლიუს ოხრად წნევაა საჭირო, რომელსაც ფიზიკურად იოლად ვერ მიიღებ.... შედეგად ჩვეულებრივი ჰაერის იოლად ენერგო ეფექტურ მინი მოცულობაში ვერ მოათავსებ


ამ ყველაფრიდან იკვეთება მხოლოდ ერთი რამ:
- შენ არაფერი ახალი არ აღმოგიჩენია
- შენ ცდილობ დახარჯო აურაცხელი დრო და თანხა იმაში რაც ბოლოს გადასაგდები იქნება
- შენ არ იცი, ან უგულველყოფ ელემენტარულ ფიზიკის კანონებს
- შენ ფიქრობ რომ სხვები საიდუმლოს ინახავენ და არ გიმხელენ, მაგრა სცდები
- შენ მიგაჩნია რომ სხვები ვერაფერს ვერ ხვდებიან და მხოლოდ შენი ნათელი გონება ჩაწვდა იმას რასაც მრავალი წელია ვერავინ ამ ფორუმზე ვერ მიხვდა


შეკაცო პრობლემა ის კი არაა რომ გინდა რაღააც გააკეთო, პრობლემა ისაა რომ არ გინდა შეისმინო მარტივი რჩევა, - დაივიწყე უაზრო გადაკეთებანობა, აზრი არ აქვს მაგას, არ ღირს ჩალიჩად, მაგას ჯობია, 1377-ი გადააკეთო, სხვა თუ არაფერიო მილიონი მოდიფიკაციები არსებობს და იოლად ექვემდებარება გადაკეთებას, ნუ ცდილობ ურემი გადააკეთო და მერსედესი მიიღო,. ნუ ფერარი რომ არ გამოვა გასაგებია და გვეთანხმები, მაგრამ ჯიქურ არ იჯერებ არავის რჩევას და ამტკიცებ შენი პოსტებით რომ თქვენ რა გესმის ამისგან კაკ მინიმუმ მერსედესს მივიღებ თქვენ პროსტა მითხარით ურემზე ემ-10 გაიკები სად მივამაგროო smile.gif

შე კაი ადამიანო იჩალიჩე გადაკეთებაზე კი არავინ გიშლის, პირიქით მოხარული ვიქნებით დაგეხმაროთ, მაგრამ იმის გადაკეთებაში რისი გადაკეთებაც შესაძლებელი და არა იმის გადაკეთებაში, რისი გადაკეთებაც თვისობრივად შეუძლებელია... დიდი თხოვნაა იდიოტ რუსებს ნუ მოიყვან მაგალითად, მაგათ უხარიათ ყველაფერი და მათთვის არაა მოთხოვნა იმაზე რომ რაიმე რეალურ შედეგს მიაღწიონ, გააკეთებენ სკოჩით და გაზეთით რაღაც იდიოტიზმის მწვერვალს და ამაზე მთელი სტატიები აქვთ დადებული და პლანეტას უმტკიცებენ რომ გენიოსები არიან, პროსტა ვერ ხვდებიან რომ ყველას უმტკიცებენ მაგით რომ იდიოტები არიან...

თუ არ გჯერავს აგერ ერთერთი რუსული ინჟინერიის შედევრი... პატრონს რომ ჰკითხო თოფი გააკეთა ბლიაძ, მაგისთანა სისულელეს 7-8 წლის რომ ვიყავი მაშინ არ ვაკეთებდი, კაკ მინიმუმ მრავალჯერადი დატენვის პუგაჩებს ვაკეთებდი რომელიც დიზაინით მილიონჯერ ჯობდა მაგ საშინელებას....



აი მაგას მიიღებ შენც რეალობაში, გვინდა რომ მიიღო რაიმე ღირებული და ნორმალური, ძალით გექაჩებით კარგისკენ და მაინც - ხან ნასოსი უნდა მივამაგროო, ხან დისკოს კლაპანიო, ხან ნაკოპიტელიო.... აღარ ვიცი მეტი რა დავწერო რით რა აგიხსნა....
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- tarasuna   crosman 2100 multi pomp   Mar 3 2015, 07:29 PM
- - geojorjika   როგორც იქნა ახალი ...   Mar 3 2015, 07:38 PM
- - Ex3   tarasuna ასეთი ოღონდ დი...   Mar 3 2015, 07:39 PM
- - tarasuna   მაგ რეზერვარით მაქ...   Mar 3 2015, 07:54 PM
- - geojorjika   tarasuna ლინკი რაც დადო ...   Mar 3 2015, 08:07 PM
- - tarasuna   კი დადო ლინკი მაგრ...   Mar 3 2015, 08:28 PM
- - ja_ja   tarasuna ნუ მიწყენ და გე...   Mar 3 2015, 08:34 PM
- - Multi-Tool   tarasuna მგისთანა რაღა...   Mar 3 2015, 08:44 PM
- - tarasuna   ვხვდები რასაც ამბო...   Mar 3 2015, 08:56 PM
- - geojorjika   tarasuna ეუფ მაგი მთად უ...   Mar 3 2015, 09:09 PM
- - tarasuna   მე არ ვიცი თქვენ რა ...   Mar 3 2015, 09:38 PM
- - geojorjika   tarasuna ისე გეტყობა რო...   Mar 3 2015, 09:58 PM
- - tarasuna   ეგ ვიცი geojorjika საჭრელ...   Mar 3 2015, 10:23 PM
- - geojorjika   tarasuna რას ყიდდა 400ლარ...   Mar 3 2015, 10:29 PM
- - tarasuna   რაც წეეხება კითხვა...   Mar 4 2015, 07:30 AM
- - geojorjika   tarasuna რავიცი მე არ გი...   Mar 4 2015, 09:01 AM
- - ja_ja   tarasuna ნუ სტანოკის ყი...   Mar 4 2015, 09:45 AM
- - tarasuna   სტანოკის ყიდვა იმი...   Mar 5 2015, 09:23 AM
- - ja_ja   tarasuna ციტატა(tarieli @ 5th Ma...   Mar 5 2015, 09:39 AM
- - tarasuna   ja_ja გამოდის რომ მაგ cr...   Mar 5 2015, 10:41 AM
- - ja_ja   tarasuna არა არა მაგას ა...   Mar 5 2015, 10:47 AM
- - tarasuna   ისე ამ თურქებმა ყვ...   Mar 5 2015, 01:48 PM
|- - gigi30   ციტატა(tarasuna @ Mar 5 2015, 02...   Mar 5 2015, 05:19 PM
- - ja_ja   tarasuna მულტიკომპრესი...   Mar 5 2015, 02:44 PM
- - tarasuna   დახლოებით ja_ja რასაც ...   Mar 5 2015, 03:16 PM
- - tarasuna   ვინც კარგად იცით რ...   Mar 8 2015, 08:52 PM
- - gigi30   როგორც მე წამიკითხ...   Mar 8 2015, 10:01 PM
- - Multi-Tool   მანდ მხოლოდ პლასტი...   Mar 8 2015, 11:12 PM
- - geojorjika   Multi-Tool მად ამოსავალი ...   Mar 9 2015, 12:06 AM
- - Multi-Tool   geojorjika ეგ გასაგებია....   Mar 9 2015, 01:19 AM
- - gigi30   ასე დაბულპაპებაც შ...   Mar 9 2015, 10:51 AM
- - tarasuna   როგორც მითხრეს crosman 2...   Mar 9 2015, 02:23 PM
- - ja_ja   tarasuna სერიოზულ დასაწ...   Mar 9 2015, 02:55 PM
- - Multi-Tool   ციტატა(tarieli @ 9th March 2015 ...   Mar 9 2015, 07:05 PM
- - tarasuna   ja-js შენი რჩევიდან და...   Mar 9 2015, 07:12 PM
- - ja_ja   tarasuna ნწუ... აშკარად ...   Mar 10 2015, 09:05 AM
- - tarasuna   პატივცემულო ფორუმ...   Mar 12 2015, 04:43 PM
- - ikaaa   ციტატა(tarieli @ 12th March 2015 ...   Mar 12 2015, 06:30 PM
- - tarasuna   წვეტიანი კითხვა მა...   Mar 12 2015, 08:30 PM
- - ja_ja   აუ რა ფრანკეინშტეი...   Mar 12 2015, 09:31 PM
- - tarasuna   მე diskos ნაკოპიტელის ...   Mar 12 2015, 10:13 PM
- - geojorjika   tarasuna რა უნდა მიიღოს?...   Mar 12 2015, 10:23 PM
- - tarasuna   geojorjika მე მოკლეთ ასეთ...   Mar 12 2015, 10:58 PM
- - Multi-Tool   ციტატა(tarieli @ 12th March 2015 ...   Mar 12 2015, 11:32 PM
- - ja_ja   tarasuna მოკლედ შენ რაღ...   Mar 12 2015, 11:32 PM
- - geojorjika   ციტატა(ja_ja @ 13th March 2015 ...   Mar 13 2015, 12:05 AM
- - maqsimusa   tarasuna ja_ja-ს პოსტის წაკ...   Mar 13 2015, 12:40 AM
- - ja_ja   geojorjika ციტატა(giorgi @ 13th ...   Mar 13 2015, 03:16 PM
- - tarasuna   ინტერნეტში crosman 2200 გა...   Mar 28 2015, 10:13 PM
- - gregory   tarasuna ის რასაც ქროსმ...   Mar 28 2015, 10:35 PM
- - tarasuna   crosman 766 და crosman 2100 ამ მოდ...   Jul 6 2015, 02:26 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 11:36 AM
Hosted by Pro-Service