გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> საინტერესოა და სასიხარულოც ;), ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სახეობები დამტკიცდა
cz80
პოსტი Sep 6 2011, 03:16 PM
პოსტი #1


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



მოკლედ :

ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სახეობები დამტკიცდა. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანების თანახმად , ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველებია: ნუტრია; კურდღელი; მაჩვი; ტყის კვერნა; ქვის კვერნა; მგელი; ტურა; მელა; ენოტისებური ძაღლი; ტყის კატა; გარეული ღორი; შველი; ენოტი.
ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტის მოპოვების დოკუმენტს ბუნებრივი რესურსების სააგენტო გასცემს.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება უკვე ძალაშია.


http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-damtkicda.html
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
sekurifa
პოსტი Feb 6 2013, 02:11 PM
პოსტი #2


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია უახლოეს პერიოდში განხორციელდება
09:31 06-02-2013


საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია უახლოეს პერიოდში განხორციელდება. გარემოს დაცვის სფეროში რეფორმების გატარების მიზნით, 43 კანონპროექტიანი საკანონმდებლო პაკეტია მომზადებული, რომლის განხილვაც, პარლამენტში უახლოეს მომავალში დაიწყება.
პარლამენტში წარდგენილი პაკეტით, გარემოს დაცვის სამინისტრო რეორგანიზებული იქნება - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ, ხოლო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო - ენერგეტიკის სამინისტროდ.
ამასთან, გარემოს დაცვის სამინისტროს ის ფუნქციები დაუბრუნდება, რომლებიც, წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა.
კერძოდ, ბუნებრივი რესურსების სააგენტო ენერგეტიკის სამინისტროს ფარგლებიდან გამოდის და გარემოს დაცვის სფეროს უბრუნდება. შესაბამისად, გარემოს დაცვის სამინისტრო კვლავ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდ ჩამოყალიბდება.
ამას გარდა, ცვლილებები შედის "საქართველოს წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" შესახებ" კანონშიც, რომლის მიხედვითაც, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ გარეულ ცხოველებზე ნადირობის აკრძალვა მოხდება, თუმცა, ზოგადად ნადირობა მთელ რიგ დაცულ ტერიტორიებზე აიკრძალება.
კერძოდ, კანონპროექტით იკრძალება ყოველგვარი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა დაღუპვა, რაოდენობის შემცირება, მათი საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალის, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დარღვევა.
ცვლილებებით, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვება დაიშვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში - გადარჩენის, განკურნების, პოპულაციის აღდგენისა და სამედიცინო მიზნებისთვის, რაც სამინისტროს წერილობით საფუძველზე განხორციელდება.
ამას გარდა, ცვლილებებით, სანიტარიული დაცვის ზონების პროექტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან შეთანხმებით წარადგენს.
ამასთან, მომზადებული ცვლილებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სატყეო სააგენტო იქმნება, რომელიც სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭების საკითხს გადაწყვეტს.
ასევე ცვლილებებით, ნადირობა დაიშვება მხოლოდ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიებზე - სამონადირეო მეურნეობებში, აღვეთილში, დაცულ ლანდშაფტში და ტყის ფონდის ტერიტორიებზე.
გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებებით, იმ ორგანოთა ჩამონათვალს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადასახადისგან, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირები და საქვეუწყებო დაწესებულება, ასევე ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ემატება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო იქნება უფლებამოსილი ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებული ლიცენზიების გაცემაზე. ჩამოყალიბდება კონტროლის დანაყოფი, რომელიც ბუნებრივი რესურსების გამოყენების კანონიერებას შეამოწმებს, გააკონტროლებს გარემოს დაცვის კუთხით შექმნილ ვითარებას და შეებრძოლება ბრაკონიერობას.
"ამით გარემოს დაცვის სამინისტროში უმნიშვნელოვანესი რეფორმები იწყება. აღნიშნულ უწყებას მიეცემა ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ დაკისრებული მოვალეობა სრულფასოვლად განახორციელოს", - აცხადებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი, რომელიც მთავრობის მიერ მომზადებულ შესაბამის საკანონმდებლო პაკეტზე მთავარი თანამომხსენებელია.
დაახლოებით ორი წლის წინ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაცია გახორციელდა, რომლის ფარგლებშიც უწყების მმართველობის სფეროში შემავალი მთელი რიგი სფეროები სხვადასხავა სახალმწიფო უწყებებზე გადანაწილდა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- cz80   საინტერესოა და სასიხარულოც ;)   Sep 6 2011, 03:16 PM
- - ilariona   ვაააა ეს რა მაგარი ...   Sep 6 2011, 03:35 PM
- - koknar   ეგ ბრძანება აგერ დ...   Sep 6 2011, 04:03 PM
- - ja_ja   ჰოოო კურდღელზე რომ...   Sep 6 2011, 04:34 PM
|- - doctor   ციტატა(ja_ja @ Sep 6 2011, 05...   Sep 6 2011, 04:46 PM
|- - sekurifa   ციტატა(ja_ja @ Sep 6 2011, 05...   Sep 6 2011, 05:38 PM
- - cz80   ციტატა(koka @ 6th September 2011 ...   Sep 6 2011, 05:40 PM
- - koknar   მელა ტურა, ღამეები...   Sep 6 2011, 06:13 PM
- - ja_ja   cz80 ციტატა(cz80 @ 6th September...   Sep 6 2011, 06:36 PM
- - koknar   ja_ja რას იზავ, გაუნათ...   Sep 6 2011, 07:10 PM
- - ilariona   ნუ დაიწყეთ ახლა ის...   Sep 6 2011, 07:28 PM
- - koknar   ქსენოფობია ისჯებაi...   Sep 6 2011, 07:38 PM
- - ja_ja   ilariona ციტატა(ilariona @ 6th S...   Sep 6 2011, 11:27 PM
- - smekosmeko   მაგარი გაასწორა რა...   Sep 8 2011, 10:23 AM
- - Davitus   smekosmeko ციტატა(smekosmeko @ 8...   Sep 8 2011, 11:22 AM
- - cz80   ციტატა(Davitus @ 8th September 20...   Sep 8 2011, 11:35 AM
- - Power_VANO   smekosmeko პნევმატიკა დი...   Sep 8 2011, 11:18 PM
- - kaka8079   ვხედავ აქ კაი ამბე...   Sep 9 2011, 07:30 AM
- - smekosmeko   აუ კაცურად ლინკი დ...   Sep 9 2011, 08:36 AM
- - cz80   smekosmeko გადამფრენ ფრი...   Sep 9 2011, 08:58 AM
- - ja_ja   cz80 არიქა!, შენი სრო...   Sep 9 2011, 09:16 AM
- - smekosmeko   cz80 გაიხარე   Sep 9 2011, 06:45 PM
- - ochopintre   ძალიან კარგი ფრინვ...   Sep 9 2011, 11:08 PM
- - cz80   ციტატა(koba @ 10th September 2011...   Sep 9 2011, 11:32 PM
- - ochopintre   ციტატა(cz80 @ 10th September 2011...   Sep 10 2011, 08:16 PM
- - giorgi_sh   kaka8079 რომელ გადამზიდ...   Sep 21 2011, 10:57 AM
- - kaka8079   giorgi_sh geqor.com ჩამოტანით ...   Sep 21 2011, 04:25 PM
- - smekosmeko   არაფერი არაა სიახლ...   Oct 5 2011, 12:42 PM
- - kaka8079   დაიკიდე მაგათი ნათ...   Oct 5 2011, 06:04 PM
- - foxi   smekosmeko იქნებ ისიც და...   Oct 5 2011, 07:13 PM
- - smekosmeko   დაჯარიმებაზე არც უ...   Oct 5 2011, 08:55 PM
- - iorama   აღარც სასიხარულოა ...   Oct 13 2011, 08:53 PM
- - ilariona   iorama თემას სახელი უნ...   Oct 13 2011, 09:25 PM
- - cz80   ციტატა(iorama @ 13th October 2011...   Oct 13 2011, 09:26 PM
- - kaka8079   აბა გახსენით ის ვე...   Oct 13 2011, 09:30 PM
- - guidanacho   სალამი ფორუმელებო ...   Jul 27 2012, 03:42 PM
- - ja_ja   guidanacho ნადირობის ლიც...   Jul 27 2012, 04:28 PM
- - guidanacho   გადმფრენი ფრინველ...   Aug 23 2012, 11:27 AM
- - foxi   guidanacho თუ ცხოველებზე...   Aug 23 2012, 11:40 AM
- - ja_ja   guidanacho ციტატა(guidanacho @ 2...   Aug 23 2012, 01:01 PM
- - sekurifa   გარემოს დაცვის სამ...   Feb 6 2013, 02:11 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th May 2024 - 12:39 PM
Hosted by Pro-Service