დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: საინტერესოა და სასიხარულოც ;)
Georgian Airgunners Portal > საერთო > კანონი ჩვენი თვალით...
cz80
მოკლედ :

ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სახეობები დამტკიცდა. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანების თანახმად , ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველებია: ნუტრია; კურდღელი; მაჩვი; ტყის კვერნა; ქვის კვერნა; მგელი; ტურა; მელა; ენოტისებური ძაღლი; ტყის კატა; გარეული ღორი; შველი; ენოტი.
ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტის მოპოვების დოკუმენტს ბუნებრივი რესურსების სააგენტო გასცემს.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება უკვე ძალაშია.


http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-damtkicda.html
ilariona
ვაააა ეს რა მაგარი რამეა ტო smile.gif საღოოოოოოლ smile.gif

ეს უკვე მესმის, რომ რანცხა გააკეთეს და მთლად უკუნეთში არ ვართ.

ახლა დარჩა პნევმატიკის კალიბრების დაშვება და ეგააა, დღესვე ვიყიდი მოკლე ვერიოს 900 დოლარად 5.5 კალიბრში.

koknar
ეგ ბრძანება აგერ დევს მარა ფასი არ წერია კანონები
ja_ja
ჰოოო კურდღელზე რომ ნადირობა დართეს მაი კაია, ახლა თავსატეხი ისაა სად ვნახოთ საქართველოში კურდღელი, თან პნევმატიკისთვის რომ გაჩერდეს, სასურველია დღის საათებში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
doctor
ციტატა(ja_ja @ Sep 6 2011, 05:34 PM) *
ჰოოო კურდღელზე რომ ნადირობა დართეს მაი კაია, ახლა თავსატეხი ისაა სად ვნახოთ საქართველოში კურდღელი, თან პნევმატიკისთვის რომ გაჩერდეს, სასურველია დღის საათებში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ფერმაში smile.gif

ან აირგანელთა სავარგულში !
sekurifa
ციტატა(ja_ja @ Sep 6 2011, 05:34 PM) *
ჰოოო კურდღელზე რომ ნადირობა დართეს მაი კაია, ახლა თავსატეხი ისაა სად ვნახოთ საქართველოში კურდღელი, თან პნევმატიკისთვის რომ გაჩერდეს, სასურველია დღის საათებში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მე ქე ვიცი საცხა ვნახავ მარა ჯერ ჰაცანი მინდა გაზის ზამბარით biggrin.gif (კურდღელსაც და მელიასაც) i-m_so_happy.gif იეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეს i-m_so_happy.gif i-m_so_happy.gif i-m_so_happy.gif
cz80
ციტატა(koka @ 6th September 2011 - 05:03 PM) *
ეგ ბრძანება აგერ დევს მარა ფასი არ წერია

ხოო,აი ლიცენზიები რა ეღირება ხერ ივო ზნაეტ..
ერთი ეგაა მგელი,მელა ტურა ბეზპლატნია ტო biggrin.gif
koknar
მელა ტურა, ღამეების თენება მოგვიწევს biggrin.gif დღე მაგნები არ გამოდიან და ....
ja_ja
cz80
ციტატა(cz80 @ 6th September 2011 - 06:40 PM) *
ერთი ეგაა მგელი,მელა ტურა ბეზპლატნია ტო

აქამდე უნდა გადაეწყვიტათ ეგ, შეჭამა მგელმა ყველაფერი


ევროპაში მგელი ისე რა რაოდენობით ყავთ, ზატო გაამრავლეს კურდღელი, მელია, შველი, ჯიხვი....

თვითონაც კაიფობენ სანადიროდ და მთელი ევროპა ერთმანეთში ტურებს აწყობს სანადიროთ. არანაკლები ინტერესი ექნებოდა ჩვენთანაც. პროსტა გადახედვა უნდა ევროპის ბაღში ტვინშI მოხარშვა და აქ შესაბამისი პირობების გათვალისწინებით გადმოტანა.

შემოიყვანეს ეს დაქნეული მგლები, ხალხს ჭამენ, ფარას, საქონელს და კიდევ არ შეიძLება მაგათზე ნადირობაო....

სულ ის ანდაზა მახსენდება, ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, უჭკუო კი თავის შეცდომებზეო....
koknar
ja_ja
რას იზავ, გაუნათლებელი მგლები გვყავს ტრეინინგებია საჭირო
ilariona
ნუ დაიწყეთ ახლა ისევ ძველებური, არ წაიკითხონ თორე ისევ შეცვლიან ბლიაძ.

ძლივს რანცხა კანონი მიიღეს და თქვენ კიდევ ჯუჯღუნებთ????

მგელი, ტურა და მელა რა სანადიროა, მაგრამ საჭიროა მათგან ბუნების გაწმენდა (წილობრივად გაწმენდა და არა ამოჟღლიტვა)

ეს ყველაფერი დაარეგულირებს კურდღლისა და სხვა ცხოველების გამრავლებას, რაც უფრო აზარტულს გახდის ნადირობას.

ნუ რავი, მგონია რომ პნევმატიკაშიც გვეშველება რანცხა, ნუ ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს.

ხო კიდევ მე სულ გამომეპარა და ჯაჯა შენ კი ისვენებ, ის უნამუსო ივრეი გავიდა შვებულებაში და ეგრევე დაახვია სოფლისკენ.

მოვითხოვ მისი სახელის მოხსენიებას მხოლოდ როგორც ივრეი არ დავინახო ვინმემ მას უწოდოს პრეზიდენტი.

შაკალ ონ პარშივი
koknar
ქსენოფობია ისჯებაilariona კბილს ენა დააჭირე
ja_ja
ilariona
ციტატა(ilariona @ 6th September 2011 - 08:28 PM) *
შაკალ ონ პარშივი

დეტსკი სად აგრაბილ! ა კაგდა ბენზინ მაჩოი რაზბავლიალ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

აუ გააკუკუა რა მაგ კაცმა რა მართლა.... ოხ, კაი ჩამოვალ მეც მალე და ვნახოთ რა როგორ იქნება.
smekosmeko
მაგარი გაასწორა რა! smile.gif ნერვები მეშლება სანადიროდ როვ ვერ გავდივარ პნევმოს კანონის გამო. აქ ვიღაც მონადირეთა კავშირის წევს ვკითხე ეხლა 10 ლარიან ლიცნზიას ავიღებ და სანადიროდ რამე პრობლემა მექნება მეთქი პნევმოთი. პასუხუ: "რავიცი მე გადი მაინც" biggrin.gif დებილი. არადა აქ ისეთი პონტია გამაჩერებენ უეჭველი ვიცი.
Davitus
smekosmeko
ციტატა(smekosmeko @ 8th September 2011 - 11:23 AM) *
ღაც მონადირეთა კავშირის წევს ვკითხე


მონკავშირი ვაბშეტა დიდი ხანია აღარ არსებობს, ვიღაც სამაზვანეცი გინახია biggrin.gif
cz80
ციტატა(Davitus @ 8th September 2011 - 12:22 PM) *
მონკავშირი ვაბშეტა დიდი ხანია აღარ არსებობს, ვიღაც სამაზვანეცი გინახია

rofl.gif

Power_VANO
smekosmeko

პნევმატიკა დიდი ხანია უკვე დასაშვებ სანადირო იარაღში გადის wink.gif ნახე კანონი იარაღის შესახებ smile.gif
kaka8079
ვხედავ აქ კაი ამბები დაგიწერით რაც მოსაწონი და მოსალოციც არის ნამდვილად მოდით მეც ცავამატებ ერთ კარგ ახალ ამბავს ოპტიკების ჩამოტანასთნ დაკავშირებით.ერთი კვირის წინ მივმართე ერთ გადამზიდავ კომპანიას ოპტიკის ჩამოტანასთან დაკავშირებით და აი ბატონებო რა პასუხიც გამცეს რამოდენიმე დღეში.
gamarjobat batono levan telefonze vecade dagkavshirebodit magram gamortulia is nomeri romelic mititebuli gaqvt
gavarkviet optikur samiznestan dakavshirebit aranairi problema ar iqneba tu gamis xedvis rezhimi ar aqvs.

gmadlobt

pativiscemit da sauketeso survilebit

administracia
smekosmeko
აუ კაცურად ლინკი დამიდეთ რა სადაც სადაც ნადირობისთვის დაქვემდებარებული ფრინველთა სია იქნება და მათი მონადირების რაოდენობები.
cz80
smekosmeko
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის უფლებას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს "ბუნებრივი რესურსების სააგენტო" გასცემს. შესაბამისი მოსაკრებელი 10 ლარია, რომლის გადახდაც საქართველოს ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, მსურველებმა უფლების გაცემისას თან უნდა იქონიონ მოსაკრებლის გადახდის ქვითარი და შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული სანადირო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი ნებართვა.

ნადირობა აკრძალულია დაცული ტერიტორიების გარშემო 500-მეტრიან ზონაში და საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, ყოფილი ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.

ნადირობისათვის დაშვებულია სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო ცივი, ცივი სასროლი იარაღი და სანადირო პნევმატური იარაღი. იარაღის სხვა სახეობებით ნადირობა აკრძალულია.


დადგენილია სანადირო სახეობები, ნადირობის დღიური ლიმიტები და ვადები: მწყერი - 20 ცალი, გარეული მტრედი - 10 ცალი, ჩიბუხა - 5 ცალი, ჩვეულებრივი გვრიტი - 10 ცალი, ქედანი - 10 ცალი, გულიო (გვიძინი) - 10 ცალი (ნადირობის ვადა 20 აგვისტოდან 15 თებერვლამდე). ასევე, ტყის ქათამი - 7 ცალი (ნადირობის ვადა 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე) და წყალმცურავები (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) - სულ 8 ცალი (ნადირობის ვადა 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე).
ja_ja
cz80
არიქა!, შენი სროლის ამბავი რომ ვიცი 1 ნოემბერს ლისზე ხომ არ ავიდეთ???
smekosmeko
cz80 გაიხარე smile.gif
ochopintre
ძალიან კარგი ფრინველის გარდა სხვა რამეზეც რო დაუშვეს ნადირობა,
მაგრამ მაინც ვერ გავიგე სად უნდა ავიღო ეს ნებართვა,
თუ ადრე რა ნებართვასაც ვიღებდით იმის საფუძველზე შეგვიძლია ვინადიროთ უკვე ზემოაღნიშნულ ცხოველებზე?
cz80
ციტატა(koba @ 10th September 2011 - 12:08 AM) *
ძალიან კარგი ფრინველის გარდა სხვა რამეზეც რო დაუშვეს ნადირობა,
მაგრამ მაინც ვერ გავიგე სად უნდა ავიღო ეს ნებართვა,
თუ ადრე რა ნებართვასაც ვიღებდით იმის საფუძველზე შეგვიძლია ვინადიროთ უკვე ზემოაღნიშნულ ცხოველებზე?

ზუსტად არ ვიცი კობა, მაგრამ მგონი ოქტომბრიდან იწყებენ ლიცენზიების გაცემას...

ტურა_მელა თუ მანამდე შეგხვდა არ დაინდო biggrin.gif biggrin.gif
ochopintre
ციტატა(cz80 @ 10th September 2011 - 12:32 AM) *
ტურა_მელა თუ მანამდე შეგხვდა არ დაინდო


პირობას გაძლევ სადმე თუ გადავაწყდი შენ სახელზე არ ტყვიას არ დავამადლი biggrin.gif
ისე დიღომში ზამთარში ახლოს ისმის ხოლმე ტურების "გალობა" მაგრამ ჩასაფრების და პრიჟექტორის გარეშე აზრი არ აქვს წასვლას
giorgi_sh
kaka8079

რომელ გადამზიდავ კომპანიას მიმართე? thank_you2.gif
kaka8079
giorgi_sh

geqor.com ჩამოტანით კი ცამოაქვს და უკვე მიიღო ოფისშიც მაგრამ დავიცდადოთ კიდევ ერთი კვირა და მერე დავწერ რომ ჩამომოვიდა ოპტიკა და აბა ვის რა ოპტიკები გინდათქო.
smekosmeko
არაფერი არაა სიახლე? ვსიო მოკვდება ეხლა ეგ 1-2 წლით რა დებილები არიან. ირემზე 1300 ლარი არისო გადასახადი და შეიძლება დანარჩენებზეც არის უკვე დადგენილი თანხის რაოდენობა. სანადიროდ ვიყავი და ქედანზე და ვინ გიტხრა რომ ჯერ შეგიძლიაო ნადირობა პნევმატიკით, იმ როჯებმა რა ვინც ამოწმებს ლიცენზიას და ა.შ. ძველი კანონში დაშვებულია , ახალი ჯერ არ გამოსულა და რამე პრობლემაა მეთქი. კანონი ეხლა მუშავდებაო და არ შეიძლებაო უკვე ნადირობა პნევმატიკით. ერთი სიტყვით წავაყარეთ რა, ან ვერ ერკვევიან კანონებში ან მართლა არ შეიძლება რადგან ამ ეტაპზე მუშავდება. ვაბშედა სად უნდა იკითხო რომ შემიძლია თუ არა ეხლა გავიდეო სანადიროდ პნევმატიკით? დეილები დგანან სათავეში ბლიად.
kaka8079
დაიკიდე მაგათი ნათქვამი სანამ ახალი კანონი არ შევა ძალაში მანამდე ძველი არის მოქმედი,ასე რომ იყოს ეკონომიურ სფეროში ყოველ თვე მაინც იცვლება კანონი მაგრამ სანამ არ შეიცვლება ძველით ხელმძღვანელობენ და არავის აჯარიმებენ თავიანთი ქმედებებისათვის იმის არგუმენტით აი იცით თქვენ რომ ცვენ ახალი კანონის შემუშავებაში ვართ და თქვენი ქმედებები ახლაც უკანონოა რადგან როდესაც ახალი კანონი გამოვა ამდაგვარი ქმედებები უკანონოდ ჩაითვლება.
foxi
smekosmeko

იქნებ ისიც დაგვიკონკრეტო კერძოდ სად იყავი სანადიროთ და ვინ (თანამდებობა.) გედავა მაგ საკითხზე?
smekosmeko
დაჯარიმებაზე არც უთქვამთ არაფერი. ჯერ იარაღს უყურეს და ვერ დაადგეს თავი რა ჯიშის იყო და მერე ვითომ მიხვდნენ და კაროჩე რა... იჟ 38-ს ელოდნენ და სხვა დახვდათ ეგ პონტი მიდის აქ. სანადირო ადგილი იყო, სამნი ვიყავით ოღონდ ისენი გლუვებით იყვნენ. მერე რომ არ გაუვიდათ წავიდნენ, ამიტო მეშლება ნერვები რომ სადაც არაა იქ ყოპენ უაზროდ ცხვირს, ვითომ რაღაცას წარმოადგენენ და უნდა გაგრძნობინოს ეგ. იასნაა რომ ვერ იცნეს იარაღი და რომ აიგეს პნევმატური იყო არ გაიტეხეს, ელემენტარულად რომ ვთქვათ მართლაც ტეხავდა რა ამის არცოდნა მაგათთვის. აწი ვინ რა უნდა მითხრას ხვალაც გავდივარ სანადიროდ ზეგაც და მაზეგაც
biggrin.gif

ისიც კი შემაწუხებელია რომ რაღაცის ახსნა განმარტება გჭირდება იმისათვის რომ თვითომ ვერ ერკვევიან და გააგებინო რამენაერად.
iorama
აღარც სასიხარულოა და აღარც საინტერესო. მაგ ნებართვის მოქმედება შეჩერებულია!!! biggrin.gif
წუხელის მაგ სფეროში ერთ კომპეტენტურ პირს ველაპარაკებოდი და იმან მითხრააა smile.gif
კი ვიცინივარ მარა სერიოზულად ვამბობ. პადლაი ბუდუ ნუგზარ(კ/ფ ''მიმინო'') smile.gif

უი ხო მართლა, ამ თემაში იმდენ რამეზე იყო საუბარი რო დაკონკრეტება დამავიწყდა.
ანუ ტურა,მგელი,ირემი,კურდღელი და ეგეთი რაღაცეების ლიცენზიები
ilariona
iorama

თემას სახელი უნდა გადავარქვათ.

ვეღარაფერი ვერ გამიგია რა, ხან შეიძლებაო, ახლა აღარ შეიძლებაო.

გეკუთვნის, მაგრამა არ გეკუთვნიიისო biggrin.gif
cz80
ციტატა(iorama @ 13th October 2011 - 09:53 PM) *
აღარც სასიხარულოა და აღარც საინტერესო. მაგ ნებართვის მოქმედება შეჩერებულია!!!

რას ამბობ ჯო....მე რამდენადაც ვიცი ეროვნულ პარკებში ნადირობის დაშვება გადაიფიქრეს მარტო...ტურა-მელაზეც შეაჩერეს ვითომ? მდა
kaka8079
აბა გახსენით ის ვებ გვერდი და დაინახავთ კაი ამბავს ანუ მხოლოდ ის ორი ბრძანება არ იხსნება მინისტრისა რომელიც ჩვენი გვიხაროდა sad.gif ანუ ეს რას უნდა ნიშნავდეს?ალბათ გადავიფიქრეთ გენაცვალეოოო,ანდა კიდევ გეკაიფეთო
guidanacho
სალამი ფორუმელებო და ლიცენზია სად უნდა ავიღო პნევმატიკა მაქვს სტოგერ 20 უნდა გავიფორმო რომ ვინადირო?
ja_ja
guidanacho
ნადირობის ლიცენზია მხოლოდ ნადირობის სეზონის გახსნის შემდეგ!

ლიცენზია წარმოადგენს მარტივ შტუკას, მიდიხარ ბანკშI და იხდი 10 ლარს, გადახდის ქვითარი წარმოადგენს ლიცენზიის შეძენის დამადასტურებელ საბუთს.

ამჯერად ვერსად ვერაფერს ვერ შეიძენ, იმიტომ რომ ჯერ არანაირი ნადირობის სეზონი არაა გახსნილი
guidanacho
გადმფრენი ფრინველის ლიცენზია მაქვს მაგრამ ცხოველები შედის თუ არა არ ვიცი შიგნით ცხოველებზე სანადირო ლიცენზია აიღო ვინმემ? თუ აიღო დაწვრილებით იქნებ დაწეროს ვინმემ რა ანგარიშზე უნდა გადავიხადო ბანკში. ბანკში მაწვალეს მაგრად 2ჯერ მომიწია მისვლა ფრიინველების ლიცენზიაზე ბიუჯეტის და ანგარიშის კოდი იქნება დაწეროს ვინმემ ჯაჯა ტელევიზორში გამოუცხადებიათ ნადირობის სეზონი და რაზეა გამოცხადებული არ ვიცი
foxi
guidanacho

თუ ცხოველებზე ნადირობას პნევმატური თოფით აპირებ,დაივიწყე. თუ ცეცხლსასროლით,მაშინ ოჩოპინტრე გეზე ნახავ ყველა საჭირო ინფორმაციას.
ja_ja
guidanacho
ციტატა(guidanacho @ 23rd August 2012 - 12:27 PM) *
ჯაჯა ტელევიზორში გამოუცხადებიათ ნადირობის სეზონი და რაზეა გამოცხადებული არ ვიცი

ისე წერტილ მძიმე არ იქნებოდა პოსტებშI ცუდი იდეა biggrin.gif

სეზენი კი მე რამდენადაც ვიცი ფრინველებზე იხსნება და ყველა პირველ რიგში მწყერზე გარბის ხოლმე.... მწყერზე პნევმატიკით სრული უაზრობაა


sekurifa
გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია უახლოეს პერიოდში განხორციელდება
09:31 06-02-2013


საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია უახლოეს პერიოდში განხორციელდება. გარემოს დაცვის სფეროში რეფორმების გატარების მიზნით, 43 კანონპროექტიანი საკანონმდებლო პაკეტია მომზადებული, რომლის განხილვაც, პარლამენტში უახლოეს მომავალში დაიწყება.
პარლამენტში წარდგენილი პაკეტით, გარემოს დაცვის სამინისტრო რეორგანიზებული იქნება - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ, ხოლო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო - ენერგეტიკის სამინისტროდ.
ამასთან, გარემოს დაცვის სამინისტროს ის ფუნქციები დაუბრუნდება, რომლებიც, წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა.
კერძოდ, ბუნებრივი რესურსების სააგენტო ენერგეტიკის სამინისტროს ფარგლებიდან გამოდის და გარემოს დაცვის სფეროს უბრუნდება. შესაბამისად, გარემოს დაცვის სამინისტრო კვლავ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდ ჩამოყალიბდება.
ამას გარდა, ცვლილებები შედის "საქართველოს წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" შესახებ" კანონშიც, რომლის მიხედვითაც, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ გარეულ ცხოველებზე ნადირობის აკრძალვა მოხდება, თუმცა, ზოგადად ნადირობა მთელ რიგ დაცულ ტერიტორიებზე აიკრძალება.
კერძოდ, კანონპროექტით იკრძალება ყოველგვარი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა დაღუპვა, რაოდენობის შემცირება, მათი საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალის, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დარღვევა.
ცვლილებებით, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვება დაიშვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში - გადარჩენის, განკურნების, პოპულაციის აღდგენისა და სამედიცინო მიზნებისთვის, რაც სამინისტროს წერილობით საფუძველზე განხორციელდება.
ამას გარდა, ცვლილებებით, სანიტარიული დაცვის ზონების პროექტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან შეთანხმებით წარადგენს.
ამასთან, მომზადებული ცვლილებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სატყეო სააგენტო იქმნება, რომელიც სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭების საკითხს გადაწყვეტს.
ასევე ცვლილებებით, ნადირობა დაიშვება მხოლოდ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიებზე - სამონადირეო მეურნეობებში, აღვეთილში, დაცულ ლანდშაფტში და ტყის ფონდის ტერიტორიებზე.
გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებებით, იმ ორგანოთა ჩამონათვალს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადასახადისგან, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირები და საქვეუწყებო დაწესებულება, ასევე ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ემატება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო იქნება უფლებამოსილი ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებული ლიცენზიების გაცემაზე. ჩამოყალიბდება კონტროლის დანაყოფი, რომელიც ბუნებრივი რესურსების გამოყენების კანონიერებას შეამოწმებს, გააკონტროლებს გარემოს დაცვის კუთხით შექმნილ ვითარებას და შეებრძოლება ბრაკონიერობას.
"ამით გარემოს დაცვის სამინისტროში უმნიშვნელოვანესი რეფორმები იწყება. აღნიშნულ უწყებას მიეცემა ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ დაკისრებული მოვალეობა სრულფასოვლად განახორციელოს", - აცხადებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი, რომელიც მთავრობის მიერ მომზადებულ შესაბამის საკანონმდებლო პაკეტზე მთავარი თანამომხსენებელია.
დაახლოებით ორი წლის წინ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაცია გახორციელდა, რომლის ფარგლებშიც უწყების მმართველობის სფეროში შემავალი მთელი რიგი სფეროები სხვადასხავა სახალმწიფო უწყებებზე გადანაწილდა.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.