გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

6 გვერდი V  « < 2 3 4 5 6 >  
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> ხელნაკეთი PCP-ს სრული ნახაზები, მხოლოდ გაცნობისთვის :)
gocha311
პოსტი Apr 20 2014, 09:52 PM
პოსტი #61


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 152
რეგისტრ.: 20-March 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tiflis
წევრი №: 1,916
ქალაქი:tbilisi



smile.gif)))))))))))))))) მაგრად გამაცინე ,,,,,,,,,,,,,,,,

ჯაჯა ქრისტე აღსდგა გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მარავალს დაესწარი შენთან ერთად ოლოცავ ყველა ქრისტიანს,წუხელ რომ დავწერე პოსტი ცოტა აზარტში ვიყავი და არც კი გამახსენდა რომ უკვე 12 საათს იყო გადაცილებული,,

სულსწრაფი ადამიანი ვარ გეფიცები ეხლა მეოთხე რედუკტორის აწყობა უნდა დავიწყო სამჯერ კრახი განვიცადეsmile.gifდა ეხლა ყველაფერი ასჯერ უნდა გავზომო და ერთხელ გავჭრა,,ჩემი ძალიან თავდაჯერებულობა მღუპავს ყოველთვის მარა რა უყო ეგეთი ვარ რაsmile.gifთანაც რაჭველიsmile.gif,,,,,

ამ რედუქტორის აწყობა ჩემით შეუძლებელი ყოფილა ბოლო ბოლო მივხვდი ამას ეს ძალიან ურთულესი რამე ყოფილა მარა ამას მე ავაწყობ ჯაჯა შენი დახმარებით მხოლოდ,,,,ამას ნაღდად მივხვდი,,,ეხლა რაც შეეხება ზომებს ეს კოჭა ხარატმა გაჩარხა ზომები: მთლიანი სიგრძე 50მილიმეტრი ,,ვიწრო ნაწილზე 7 მილიმეტრი მქონდა მითითებული ,,სქელ ნაწილზე კი ცამეტი,მარა მერე მე სქელი ნაწილი ცოტა გავშკურკე და 12-ზე დავიყვანე რადგან სალნიკის ბუდე იყო ძალიან ღრმად ამოღებული და სალნიკი შიგ იმალებოდა,,,,

ისე ეგრე იოლად ნუ მიყურებ სვერლოების ნაბორები მაქ შტანდელიც მაქ და კიდე ათასნაირი იარაღებიცsmile.gifესე რო ეს ზომებია ზუსტად ეხლა კიდე გადავამოწმე,,,ამ კოჭის ვიწრო ნაწილის ბოლოში კაპრონის პლასმასი ჩავპრესე 3 მილიმეტრის სისქის ისე რო ასი წელი იმუშავებს,,მე ვფიქრობდი აი ესეთ რამეს როგორც ამ ნახაზზე მაქ მარა თუ შევცვლით სისტემას პრობლემა არ უნდა იყოს არანაირი რადგან კოჭის ფორმა უცვლელია .მთლიანი სიგრძე 50 მილიმეტრი შეგვიშლის რამეში ხელს???

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 20 2014, 10:41 PM
პოსტი #62


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



პირველი თხოვნა, მოდი ერთ აბზაცად ნუ დაწერ ხოლმე მთელს ტექსტს ძალიან ძნელია მერე ერთიანი ტექსტის კითხვა, რეალში არ გაქვს 2 ხაზი წაკითხული და ქვეცნობიერად გგქონია რომ კილომეტრები წაიკითხე, შედეგად დალშე მაგრა გეზარება წაკითხვა smile.gif

ამიტომაც ჯობია პატარა სექციებად დაყო ტექსტი, არც მკითხველი დაიღლება და ვიზუალურადაც უკეთესად ჩანს ტექსტი. პლიუს ქვეცნობიერი ბარიერია, აქედან აქამდე გადავლახე, კაია გავიგე, ახლა მეორე პორცია და ასე შედმეგ... smile.gif

ისე მალადეც შენ რაჭველი და ასეთი ჩქარი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif სა გარბიხარ დაგვიცადე კაცო smile.gif

კაი ახლა რაც შეეხება რეალურად დეტალებს:

1) ნუ 13 და 7 კაი იყოს ეგრე, მაგრამ მირჩევნია დისკების ზომა მითხარი შიდა ხვრელის დიამეტრი და გარე დიამეტრი, თუ შტანგელი გაქვს მთლად კარგი და გადასარევი. გარდა მაგისა დაალაგე დიკები წყობით როგორც გეგმავ მათ განლაგებას რედოქტორის შიგნით და გაზომე სიმაღლეში რამდენი გამოვა, მეეჭვება სიმაღლეში მთელი პაკეტი 13-18 მილიმეტრზე მეტი გამოვიდეს და ეგეც იმ შემთხვევაში თუ იყენებ 12-დან 15 დისკამდე, ჩემი გამოცდილებით 12 დისკი სავსებით საკმარისია, ზოგიერთ სისტემაში მეტია გამოყენებული ზოგან ნაკლები, მაგრამ 12 ოპტიმალურია

2) რაც შეეხება 50 მილიმეტრს, ნუ მე პირადად ხელს არაფერში მიშლის, მარა შესაბამისად წარმოიდგინე დისკების პაკეტი არის 15 მილიმეტრი, უკანა მხარე ვთქვათ 6 მილიმეტრი, წინ რავარც დაწერე 3 მილიმეტრი პლასტმასი, იქ ხვრელისთვის ადგილი ვთქვათ კიდევ 3 მილიმეტრი, რეზინა ვთქვათ ეგეც 3 მილიმეტრი, ჯანდაბას დავამრგვალოთ 10 მილიმეტრამდე შედეგად გამოგვდის 15+6+10=31 მილიმეტრი, ნუ ჰა კიდევ 4-5 მილიმეტრი მივამატოთ, ვიღებთ მაქსიმუმ 36 მილიმეტრს....

რაღასთვის გინდა დამატებითი 14 მილიმეტრი? ტყუილა არის წვრილი ნაწილი გარჭობილი ხვრელში, აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იქნება რეზინა ღრმულში 2-3 მილიმეტრით შესული თუ 20 მილიმეტრით, მაინც იგივე საქმეს გააკეთებს შედეგად ტყუილა კარგავ ზომას. ბოლოს კი იღებ ზედმეტად გაბარიტულ დეტალს.

3) რაც შეხეება 13 იყო 12-ზე დაიყვანე რეზინების გამო.... მოკლედ ჩვენთან რეზინებია ხოლმე საერთოდ დიდი პრობლემა, გვიწევს მაგაზე მორგება, ამიტომაც მოდი ეგეც მითხარი რა ზომის რეზინები გაქვს და ვინც დაგიმზადებს დეტალებს იმას რეზინაც უნდა მიუტანო, რომ სიღრმე აკონტროლოს, თორემ მერე პოსტ ფაქტუმ დეტალების პადგონკა არ გაამართლებს. მერე რომ აღმოჩნდეს რომ დისკიც 12 მილიმეტრია და კოჭიც... დისკი თავისუფლად ვერ იმოძრავებს ხვრელი კიდევ 13 მილიმეტრიანია, შედეგად კოჭს "პერეკოსი" ექნება და ყოველთვის გააპარებს ჰაერს...

მოკლედ რედუქტორი არ არის ის დეტალი რომელიც გაპატიებს თუნდაც 1 მილიმეტრიან აცდომებს, მანდ თამაში მიდის კაკ მინიმუმ მეათედებზე ანუ 0.1 მილიმეტრის სიზუსტეზე. იქ 13 იყო და 12-ზე პრაიზვოლნად დაიყვანე ეგ რედუქტორისთვის არის კატასტროფა. არ ვიცნობ შენს ტოკარს მაგრამ ან უნდა სთხოვო რომ მეტად სუფთად იმუშაოს, ან წინასწარ ზომები უნდა მისცე, ან რავი რაღაცნაირად უნდა მოილაპარაკოთ.

დალშე რეზინა არ შეიძლება რომ ძალიან იყო ამოყოფილი ზედაპირიდან, ვთქვათ რეზინის კედლის სისქეა 1.5 მილიმეტრი, მაშინ ღრმული რეზინისთვის უნდა იყოს 1.2 ან 1.3 მილმიეტრი, ზემოთ ამოშვერილი უნდა დატოვო 0.2-0.3 მილიმეტრი, ეგ სავსებით საკმარისია, უმჯობესია 0.2 მილიმეტრისკენ მიისწრაფოდე, მაგ დროს ცვეთა ნაკლებია, გადახრები არ არსებობს, და წნევის ზეწოლის გამო რეზინა იმდენად ღრმად არის ჩამჯდარი რომ ბუდიდან არ ამოხტება.

მაღალი წნევის დროს რეზინა გამთბარი პლასტენილივით იქცევა და სითხის თვისებებს იძენს, გაძვრება ნებისმიერ ზედმეტ ხვრელში, დამიჯერე არაერთი მწარე გამოცდილება მაქვს მიღებული

4) რაც შეეხება ჩემს დახმარებას, მე ნახაზებშიდ ა იდეებში უფასოდ დაგეხმარები, მაგრამ თუ საქმე დეტალის დამზადებაზე მიდგა მანდ უკვე დიდ ბოდიშს მოვიხდი წინასწარ, მაგრამ მასეთ საქმეს მე უფასოდ ვერ გავაკეთებ, კონკრეტულად რედუქტორებს ვაკეთებ, მაგრამ ჩემი რედუქტორები 100$ ჯდება პლიუს 1-2 კვირა დრო (ვიცი რომ ძვირია ფასი, მაგრამ დამიჯერე ეგრეა, ჩემი გაკეთებული რედუქტორი თუ ყოველდღე არ იქნება დაშლილ აწყობილი გადაწყობილი, იქ ნესტში არ იმუშავებს და მტვერთან არ ექნება საქმე წლობით მუშაობს, 3 წლიან პრაქტიკაში მხოლოდ 2 კაცის რედუქტორი მაქვს პრობლემური და იქაც ჩემი მინუსი ნომინალურია, რაფერ მოხერხდა იმ თოფებში ნესტის შესვლა ისე რომ მთელი მექანიზმი გაჭედილიყო და რეზინები დახლეჩილიყო ვერაფრით ვერ გავარკვიეთ). ეს პირობები თუ მისაღებია, კიბატონო, მოვილაპარაკოთ საბოლოო ფორმებზე და გავაკეთებ, მაგრამ გაითვალისწინე იქ რაღაც ვერ გათვალე და პატარა რამეა გადასაკეთებელი ... ნუ ეგ პლიუს თანხა იქნება. ასე რომ ჩემს ხელში 4 რედუქტორის გაკეთება biggrin.gif დამღუპველი იქნება ფინანსური მხრიდან, ამიტომაც კარგად აწონ დაწონე ყველაფერი.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Apr 21 2014, 01:52 PM
პოსტი #63


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



ja_ja
ციტატა
აგერ ერთ-ერთი იდეა ნახაზში, შეიძლება ვიღაცას პრაქტიკული მოეჩვენოს, მე კიდევ მიუხედავად იმისა რომ შედარებით მარტივად რეალიზებადი მეგონა, ნახაზის დასრულების შემდეგ და წარმოდგენის შემდეგ ისე არ მომეწონა ვიზუალში, რომ არც არავის არ უნახავს ცხოვრებაში ეს მოდელი



ბალონი სადღაც იღლიაში მიდის, მიმწოდებელი ცხვირში გირტყავს, სახიფათოა მოხრილი შლანგი წნევის ქვეშ გამოკრავ რაღაცას და ან გასკდება ან გამოვარდება და ასე შედმეგ, ვსიო ადგილზევე დაიბრაკა.

მერე უკვე მაგ მოდელზე დაყრდნობით შემდეგი მოვხაზე, იმაში ის არ მომეწონა ეს, კიდევ ჩემდეგი, კიდევ, და ახლა მუშაობის პროცესშია გაგეცინება და მე-11 მოდიფიკაცია, რომელმაც პრაქტიკულად სასურველ ფორმებს მიაღწია და უკვე ნაწილი დეტალების დამზადებაც მიმდინარეობს, შედეგად აი ამ ბოლომე-11 მოდელს უკვე გამოვაჩენ ხალხში smile.gif


Jajanator mk11??? biggrin.gif მაგარი იდეაა, ეგეთი რედუქტორიანი ბალონები საკმაოდ იაფად ჩითავს და ბევრ პრობლემას აგვარებს... ხანდახან მეფიქრება ხოლმე რამე იაფიანზე მასეთის მიბმა, უბრალოდ ძენგი ნიეტუ ჯერ sad.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gocha311
პოსტი Apr 22 2014, 12:57 PM
პოსტი #64


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 152
რეგისტრ.: 20-March 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tiflis
წევრი №: 1,916
ქალაქი:tbilisi



ჯაჯა სანამ ამ ოხერი რედუქტორის აწყობას დავიწყებდი მთელი ინტერნეტი გადავჩხრიკე გადავთხარე რა მოკლედ მარა 100 ევროზე ნაკლებად 28 ჯოულის სიმძლავრის რედუქტორი ვერ ვნახე ესეც ერთადერთ საითზე ,პლიუს დაზაკაზება 20- 30 დოლარიდან,, ფრე შიპინგით ვერცერთი ვერ ვნახე და პლიუს ამას დაუზაკაზებ ვთქვათ ჩამოვიდა და ერთ თვეში გაფუჭდა ხომ შეიძლება ეგრეც მოხდეს და 120 ევროც ჩაილურის წყალშიც გამისვრიააsmile.gif,შენ კი 100 დოლარს აფასებ დაროგორც მივხვდი გარანტიასაც იძლევი,,,, ეს საუკეთესო ვარიანტია მე მგონი მარტო ჩვენ თბილისში არა მთელ საქართველოში,რადგან ამ ფასში მთელი მსოფლოი რო შემოიარო ამ სიმძლავრის რედუქტორს ვერ ნახავ .
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მე ეხლა ჯაჯა კოჭა და კოჭის ბუდე გაკეთებული მაქ კოჭა ერთიანი სვერლოთი გავხვრიტე და მზად არის ზომები როგორც მიწერია წინა ფოტოზე ეგრეა,,ნახაზიც გავაკეთე გთხოვ აბა გადახედე და თუ რამე შეცდომა მაქ შემისწორე,,,, ჯერჯერობით ისევ მე ვეცდები ავაწყო

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 22 2014, 03:27 PM
პოსტი #65


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



gocha311

ეეე ჩვენ ასე წინ ვერ წავიწევთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

1) რამდენჯერ გთხოვე გაზომე დისკები და ზომები მომეცი რომ ნორმლაური ნახაზი გავაკეთო ზომებით, დისკის გარე დიამეტრი, დისკის შუა ხვრელის დიამეტრი, მთლიანი პაკეტის ზომა (რამდენი დისკიც არის და წყობის გათვალისწინებით).

მომაწოდე ეს ინფორმაცია თორემ ერთი და იგივე ადგილს ვტკეპნით მე-3 დღეა

2) მწვანე ფერით რაც გაქვს აღნიNშული მაგას შიგნიდან რამდენი აქვს დიამეტრი შენს ნახაზში? ნ გარედან ვხედავ 32 მილიმეტრია, შიდა ზომა არ ჩანს, ვიხელმძღვანელებ რედუქტორის ზომით სადაც მიწერილი გაქვს 20 მმ, ანუ მაგ დიამეტრივე გიხატია მწვანე ნაწილში რაც არის, მანდ კი რეზბა გაქვს მიხატული, შედეგად M20 რეზბა რომ მოიჭრას ვთქვათ 1.5 ბიჯით (ანუ შაგ 1.5), მაშინ გამოდის 20 მილიმეტრს მინუს 1.5 მილიმეტრი და მივიღეთ შიდა დიამეტრი 18.5 მილიემტრი.

შემდეგ გავაგრძლოთ მათემატიკა გარე დიამეტრი 32მმ შიდა 18.5, გამოვაკლოთ ერთმანეტს მივიღეთ 13.5 მილიმეტრი, ანუ კედლის სისქე რომ გავიგოთ უნდა გავყოთ 2-ზე და გამოვიდა 6.75 მმ, თითქმის 7 მილიმეტრი. წინა პოსტებში დაწერე რომ ნიტო ბრინჯაო, ნიტო ლატუნის გამოყენებას აპირებდი, მაგ შემXთვევაში კი:
- ა) ძალიან მძიმე იქნება სქელი კედლის გამო, გაითვალისწინე მტელი თოფი უნდა გამოვიდეს 3-4 კილო და მხოლოდ ეგ ნაწილი გამოგივა 1 კილოზე მეტი
- ბ) ასეთი სქელი კედელი ლატუნისთვის ან ბრინჯაოსთვის საჭირო არაა მითუმეტეს რომ ეგ არის დაბალი წნევის ტერიტორია და არა 150-ან 200 ატმოსფეროს ტერიტორია, პლიუს დიამეტრია პატარა შედეგად კედლებზე ზეწოლა ნაკლებია... კაროჩე ტყუილა კარგავ მოცულობას, ლატუნს კი არა დურალს არ სჭირდება მაგსისქე კედელი. მანდ რეალურად თუ იშოვი Д16т მარკის დურალს 3 მილიმეტრი კედელი ყელში ამოგივა ანუ გამოვა რომ 32-3-3= იქნება 26 მილიმეტრი, ანუ რედუქტორის უკან არსებული სივრცისთვის გაცილებით მეტი მოცულობა გრჩება. ზატო სიგრძეში მოიგებ

3) კლაპნის ზამბარისთვის მეც იგივე კონსტრუქციას ვფიქრობდ, მაგრამ შემეშინდა ძნელი იქნება გასაკეთებლად მეთქი და იმიტომაც ეგ ფორმა არ დამიხაზია, რაიმე უკეთეს იდეას ვეძებ ჯერ ჯინაზე არ მოდის არაფერი, მაგრამ არ ვჩქარობდი, რადგან ჯერ სხვა ყველაფერი გასათვლელ დასახაზია და მაგის მოსაფიქრებელი დრო არის მეთქი.

4) კაი ეს კლაპან რედუქტორის სისტემას ნელნელა ვღეჭავთ და ალბათ 1-2 დღეში ბოლოშI გავალთ, შენ ახლა ის მითხარი რესერვუარი რაფრა უერთდება ამ შენს კონსტრუქციას წინიდან? რედუქტორს თავზე ექნება რეზბა როგროც მე დავხაზე და ბალონს ჩამოახრახნი თუ რაიმე სხვა იდეა გაქვს ჩაფიქრებული?

5) უკვე დროა უკანა მხარეზე ფიქრიც დავიწყოთ, ანუ დამრტყმელი და ზამბარა, პლიუს ეს ყველაფერი რაში იქნება მოთავსებული და შენს და ჩემს მიერ დახაზული კლაპანი რაფრა ჩამაგრდება მანდანე?



>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gocha311
პოსტი Apr 22 2014, 10:25 PM
პოსტი #66


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 152
რეგისტრ.: 20-March 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tiflis
წევრი №: 1,916
ქალაქი:tbilisi



მართლა გავიჭედეერთადგილზე და ვბუქსაობა smile.gifხოდა თუ ცოტა არ წამეშველე ამ იამიდან ვეღარ ამოვალsmile.gif

მთლიანობაში ჯაჯა შენ უფრო ზუსტად დაწერე ამ ნახაზის ზომები smile.gif
----------------------------------------------------------------------------------
როგორც გითხარი კოჭა და კოჭის ბუდე გაკეთებული მაქ და ამის მიხედვით მივყევი სიტუაციას. კოჭის ბუდეზე გარედან რეზბა მ20 და 1.5 ბიჯით არის მოჭრილი და აქედან გამომდინარე რედუქტორს მიღმა მოცულობის შიდა დიამეტრი იქნება 18,5 და მოცულობა რედუქტორს მიღმა ჩემი ნახაზის მიხედვით გამოდის 92,5 ანუ 10 კბ სანტიმეტრი არ გამოდის მარა მე ვფიქრობ იმისთვის რასაც მე ვაწყობ სრულიად საკმარისი უნდა იყოს ეს მოცულობა რომ ნორმალური გასროლა გააკეთოს.(92.5).

რაც შეეხება კედლის სისქეს გამოდის 7.3 ,, რავიცი ცოტა უსაფრთხოებაზე ვიზრუნე მარა თუ არ არის მაგხელა კედელი საჭირო შეიძლება ცოტა შემცირება,,ადგილი სადაც მთლიანად აწყობილი რედუქტორი ჯდება დიამეტრი 33მილიმეტრია ,და ადგილი მაქვს,,ან კოლიცოებს ან რამე ამ დაგვარს დაუმატებ რომ მკვრივად ჩაჯდეს აქედან გამომდინარე მთლიანად გარეთა დიამეტრს ავიღებ 26 მილიმეტრს და წონაშიც დაიკლებს და ეს პრობლემაც მოგვარდება.მასალას შევეცდები რომ დურალი Д16т ვნახო, შეიძლება ამ ხარატსაც ქონდეს დიდი ცეხია და ქვეყნის მასალა უყრიათ.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რესერვუარი ბალონი მაქვს მონაცემებით 124ბარ.1800პსი 9 ოზ . აი ამ გადამყვანს დაუზაკაზებ



და შემდეგ კიდე გადამყვანით შევაერთებ რედუქტორთან ,ის რეზბა რომ ჩანს ჩემ ნახაზზე რედუქტორის ბოლოში ზუსტად იქ.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
უკანა მხრიდან ზამბარა და ჩაქუჩი უკვე აწყობილი მაქ ჯაჯა ,ესეიგი ჩაქუჩის გარე დიამეტრია 15 მმ,სიგრძე 20მმ, ,ზამბარის სიგრძეა 90მმ,,ზამბარა და ჩაქუჩი ერთმანეთზეა მიმაგრებული ნუ რომ ჩაქუჩმა თავის ნებაზე არ იმოძრაოს , ეს ყველაფერი ბუდეში ზის.ის ვიდეო თუ გახსოვს ,ჩაქუჩი საკმაოდ მაგრად ურტყავს და იდეაში უნდა გაამართლოს.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კლაპანზე არ ვიცი შენი იმედი მაქ რომ სწორ გზაზე დამაყენო ,,,წინა კლაპნები რამდენიც ავაწყე ზოგს ჰაერი გაზდიოდა ზოოგი კლაპანის სალნიკს გლეჯავდა ,მოკლედ ეს არ ვიცი როგორ გავაკეთო,ჩემი იდეა კი ამ ნახაზშია მარა ეს მხოლოდ იდეაა smile.gifამას ცოტა მეტი ზიზუსტე უნდა და შენ უნდა დამეხმარო ნახაზში რომ სწორი ზომებით ავაწყო .......
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 23 2014, 02:19 PM
პოსტი #67


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ერთი შენს გახარებას ეს ხაზები რაღა უბედურებაა შუა ტექსტში? smile.gif აბზაცად გამოყოფა რაიმე სხვას აკეთებს?

1) ესეიგი მე-4 Dრეა ვიხვერწები დისკების ზომები დადე მეთქი, გაქვს დისკები თუ არა ? თუ გაქვს დადე თუ არა და რას გვაწვალებ smile.gif შენთვისვე მინდა ხომ, ჩემთვის ხომ არა, ყველაფერზე წერ ყველაფერს მპასუხობ, ახალ იდეებს წერ და ამ დედა აფეთქებული დისკების ზომებს ცოცხალი ტავით არ დებ... რა ხდება მშვიდობაა?

2) კოჭი და კოჭის ბუდე გაქვს გაკეთებული??? ახლა გადამრევ, შენ არ წერდი კოჭი 13 მილიმეტრი იყო და დავიყვანე 12-ზეა? თუ ბუდე უკვე 13 მილიმეტრისთვისაა გაჩარხული შეგიძLია ორივე ან ერთერთი გადააგდო. ღრეშო 1 მილიმეტრზე არ გაპატიებს არაფერს და არ იმუშავებს რედუქტორი, ან გააკეთებს 1-2 გასროლას და რეზინას გამაოგდებს გარეთ.

3) 7 მილიმეტრი კედელი უსაფრთხოება კი არა უაზრო წონაა, დურალისთვსი 4 მილიემტრი არის აი სუპერ პუპერ თავის დაზღვევა, და შენ თუ ლატონს ან ბრონზას უყურებ უკვე სვერხ წონაა და არა დაზღვევა.

4) ბალონი მგონი შენ co2-ის გქონდა, თუ ეგ გაქვს კიდევ ჯობია ახლავე დაივიწყო, ვიზაუბრეთ ჩვენ უკვე მაგაზე რომ co2-ის ბალონი მაღალ წნევასთან ნამეტანი აპასნია.

5) აი ეგ გადამყვანი რომ გაქვს დადებული თუ იცი მაინცა რა არის? smile.gif ეგ არის პეინტბოლის რედუქტორი. აქედანვე მიჩნდება კითხვა თუ მაგას უკვეთავ რაღა ჭირად გინდა მაშინ იმ რაცხა გაუგებარ რედუქტორს რომ ეჩალიჩები? სხვა კი არაფერს ვამბობ როდესაც ვამბობ ჯერ ნახაზი და მოფიქრება მეთქი, ანუ ახლა გამოდის მაგ რედუქტორს უყურებ, შედეგად უკვე ჩასასმელი ბუდე, სხვა არის მოსაფიქრებელი, შენი ძველი რედუქტორი პროსტა ეგრევე გადასაგდებია, მაგ ახალი რედუქტორის ჩასმის ადგილზე მოსაფიქრებელი გაქვს მაგის გახსნის კლაპანი, რომ ჩახრახვნის მერე გაიხსნას ეგ რედუქტორი წინააღმდეგ შემთXევვაში დაკეტილია და ჰაერს არ უშლებს....

მოკლედ აი ესაა შიგნიდან მაგ ეგრეთწოდებულ "გადამყვანში"



ანუ ნომერი 1 გასაგებია მანმეტრია, ბანძი არაზუსტი, მაგრამ მაინც რაცხა ნა პადობიე მანომეტრია. არაზუსტს იმიტომ ვეძახი რომ სპეციფიკაციებით +-10% უწერია და ეგრეც მუშოაბს, ანუ შეიძLება რეალურად წნევა იუოს 200 ატმოსფერო, მაგრამ, შეიძლება გიჩვენოს 220 ან 180 ატმოსფერო და ეგ მიზაღები ცდომილებაა smile.gif, გასათვალისწინებელი გექნება ნომერი 2 კლაპანი, ეგ არის დამცავი კლაპანი ზედმეტი წნევა რომ შევიდეს ეგ გაიხევა და ჰჯაერს გამოუშვებს რომ რედუქტორს არაფერი დაემართოს. აი მესამე დეტალი კი ტვინს მოგიხნავს, იმიტომ რომ ეგ კეტავს ბალონში ჰაერს და არ უშვებს გარეთ, შენ თუ მაგას ჩააყენებ შენს თოფში მაშინ მოსაფიქრებელი გექნება რა მიაწვება მაგ ნომერ 3 დეტალს რომ შეიწიოს შიგნით და გაიხსნას თორემ ჰაერს არ გამოუშვებს! გარდა მაგისა დისკების მიმდევრობაა გასათვალისწინებელი, უმეტესობა მაგ რედუქტორებისა გათვლილია ოპპეინტბოლის წნევაზე ანუ 55 ატმოსფეროზე.

ახლა მითხარი რით განსხვავდება კონსტრუქციულად შენს მიერ ნაწვალები რედუქტორისგან? და რომ დაწერე, ამ გადამყვანს ჩემს რედუქტორზე მივაერთებო ესეიგი რას მიიღებ რედუქტორიდან რედუქტორზე გადასვლას? მდაა smile.gif

პროსტა ეგაა რომ ცოტა გრუბია და ნაკლებად ზუსტია (პეინტბოლში მეტი სიზუსტე საჭირო არაა), თან გაითვალისწინე შეიძლება გადასაწყობ გადმოსაწყობ დასარეგულირებელი გახდეს, ასე რომ ლინკი მაინც დადე რას აპირებ რომ გამოიწერო, თუ რა თქმა უნდა უკვე გამოწერილი არ გაქვს smile.gif

5) კლაპანს როგორ აკეთებ ამიხსენი? წინა კლაპნები არ მუშაობდაო და რაში იყო პრობლემა? მანდ გაქვს რამდენიმე ძირითადი საკითხი გასათვლელი:
- სუფთა და სწორი ზედაპირი რომ ზედმეტ ნაჩხაპნებში და ნაკაწრებში ჰაერი არ იპარებოდეს
- სუფთა და სწორი ხვრელი სადაც კლაპანი იმოძრავებს, წინააღმდეგ შემთXევვაში ბორძიკობის და გადახრების გამო შეიძLება გვიან გაიხსნას ან ვერ გაიხსნას, ან გაეჭედოს და ვერ დაიკეტოს
- კლაპნის თავი, უნდა იყოს თან რბილი თან მყარი პლასტიკატი. სწორედ ეგ პლასტიკატი უნდა შეეხოს კლაპნის ბუდის სუფთა გაპრიალებულ ზედაპირს, იასნია ეგ პლასტმასიც სარკესავით სუფთა და სწორი უნდა იყოს თორემ ჰაერი ისევ გამოიპარება.

კლაპანი ვიზუალურად გამოიყურება აი ასე



ანუ ფოლადის ღერძი კაპრონში. სწორედ ეგ კაპრონის თავი ედება ზედაპირს და კეტავს ჰაერს. შენ კიდევ ნახაზებში ვეჩნა სადღაც შუაწელშI გაქვს ხოლმე რეზინები მიხატული, არანაირი რეზინა საჭირო მანდ არაა. სუფთე ზუსტი ხვრელი, სუფთა რედაპირი და სწორი ცაკეტვა ი ვსიო....


6) ნუ დამრტყმელი და ზამბარა თუ გაქვს ეგეც დახაზ მიხაზ მოხაზე და სურათიც გადაუღე რა რაფერ გამოიყურება თორემ რავარც ვხედავ შენ ჯერ ძალიან ბევრი რამე არ გესმის რა რაფრა მუშობს და ჩათვალე ბაყბაყდევს დაეჭიდე და რატომღაც გგონია რომ ძალიან მარტივი საქმეა პნევმატიკის გაკეთება smile.gif, მოკლედ ნახაზი და რეალური სურათი მოიტა რომ გადავხედოთ რა რაფრაა თორემ სადღაც ბოლოშI გამოძვრება კიდევ რაიმე მამაძაღლობა smile.gif

7) რედუქტორის დიკების ზომები მოიტა ან რა რედუქტორს უკვეთავ თორემ გაეჩხირები აი
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
, ნახე ადამიანს რამდენი რაღაცის ყიდვა დასჭირდა რომ აზრზე მოეყვანა ეგ რედუქტორი და ბოლოს გაყიდა იმიტომ რომ აზრი არ ჰქონდა, ასე რომ კარგად აწონ დაწონე ყველაფერი.

8) ნახაზს კი რაც შეეხება უკვე არარ ვიცი რა დავხაზო smile.gif აქამდე დისკების ზომას ვითხოვდი და თურმე საერთოდ ყევლაფერი იცვლება smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gocha311
პოსტი Apr 23 2014, 08:19 PM
პოსტი #68


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 152
რეგისტრ.: 20-March 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tiflis
წევრი №: 1,916
ქალაქი:tbilisi



ჯაჯა სამწუხაროდ დიკები საერთოდ არა მაქ და იმიტოც ვარ ამ თემაზე ცოტა ჩუმად ,ისე აი ეს ზამბარა მაქ



ზომებია სიგრძე:12.1 სიგანე 11.9ძალიან ძალიან ძლიერია ოგონდ არ ვიცი რამდენ კილოზე იკუმშება ,ვFიქრობ დავაყენებ თუ იმუშავა ხო კაი თუ არადა ან ებაიზე ან ამაზონზე დაუზაკაზებ.


ჯაჯა მართალი ხარ იმ ნახაზზე ცოტა დამაბნეველად მაქ დაწერილი ზომა ,ხომ იცი ნახაზებში ცოტა სლაბი ვარ ,, ,,,12 -იანი სვერლო ვიყიდე და იმით გავხვრიტე ,მერე აკურატნათ ნულავოი შკურკით ამოვაპრიალე,,,კოჭა კი 12.1 -ია



ბალონი ის მაქ ნამდვილად 124ბარი ანუ 120ატმოსფერო ,ჯაჯა ვნახავ ,ავაწყობ ამ იარაღს ჯერ სიმართლე გითხრა ბოლომდე არ ვიცი რა გამოვა smile.gifდა თუ იმუშავა და კაი გამოვიდა ბალონი სად გამექცევა მერე შევცვლი რა.

ეს გადამყვანი კი არა რაღაც ხლაფორთობა ყოფილა ნამდვილად არ ვიცოდი სპასიბა რომ გამარკვიე ,არც დამიზაკაზებია ხელფასი არ მაქ ჯერ აღებულიsmile.gif,ეს ნამდვილად არ მჭირდება მე უბრალო გადამყვანი მინდა ბალონიდან გამომავალი სადაც იქნება მანომეტრი და ჩასატუმბი კლაპანი საიდანაც ცო2-ს შეუშვებ,ამის შემდეგ კიდე ერთი უბრალო გადამყვანი რომელიც რედუქტორზე შეერთდება...azzy -უს დაშვებული შეცდომა წავიკითხე ჯაჯა , მეც არ მინდა იგივე გავიმეორო როგორც მივხვდი შენც შეგიძლია რომ გააკეთო ასეთი რამე , შეძლებ ხომ შენ რომ გაჩარხო ამ დაგვარი რამე ?? ესეიგი რომ ქონდეს მანომეტრი და ჩასატუმბი კლაპანი .

დამრტყმელს და ზამბარას დავხაზავ ეხლა და დავდებ ფოტოს
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 23 2014, 08:59 PM
პოსტი #69


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



gocha311
ციტატა(gocha311 @ 23rd April 2014 - 09:19 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ჯაჯა სამწუხაროდ დიკები საერთოდ არა მაქ და იმიტოც ვარ ამ თემაზე ცოტა ჩუმად

გადამრევ smile.gif საკუთარ თავს უმალავ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif, იყოს ზამბარა რა მნიშვნელობა აქვს, მართალია რაცხა სტრანნი ზამბარა არ მინახია ეგეთი, მარა ნუ იყოს...

რაც შეეხება ზომებს ნუ 11.9 არაა პრობლემა, თუმცა შიდა ხვრელი მაინც არ გითქვია რამდენია (ზაბარის შიდა ხვრელის დიამეტრი), ასევე სიგრძეში რამხელაა არ ვიცი, ნუ უხესად ახლა პროგრამაში შევიტანე და გარე დიამეტრი რომ ვიცი უხეშად სიგრძე მივიღე 13.6 მილიმეტრი... ჰოოდა კოჭი მგონია ნამეტანი გრძელი smile.gif

მეც მაგის მეშინოდა რომ ზამბარები და დისკების პაკეტი როგროც წესი 12-15 მილმტერში მერყეობს... კაროჩე მგონი ნამეტანი გრძელია კოჭი, მარა რავი არ ვინდა ცოცხალი ტავით ახალი გააკეთო smile.gif თუმცა მესმის შენი უკვე იმდენი დახარჯე რომ smile.gif

ნუ ბალონიც კაი თუ არ აწევ წნევას 1800-PSI-ზე ზემოთ ანუ 120 ბარზე ზემოთ კაი ბატონო, მარა რედუქტორს რასაც ჩალიჩობ ეგეც სადღაც მაგ წნევასთან უნდა იყოს რომ ნორმალური გასროლა მოგცეს და ცოტა აზრს ხომ არ გარგავს რედუქტორის არსებობ? ანუ წარმოიდგინე ბალონში არის 120 ატმოსფერო, რედუქტორიც მაგაზეა დაყენებული და პირველი გასროლის წინ უჭირავს წნევა, მაგრამ პირველივე გასროლის მერე ბალონში უკვე რჩება სიტყვაზე 118 ატმოსფერო, ანუ რედუქტორი აღარ იხურება და ღია რჩება შედეგად იარაღი რედუქტორის გარეშე იწყებს ჰაერის გახარჯვას... აზრი იკარგება რედუქტორის....

წინა პოსტებში იმიტომ გეუბნებოდი რაიმე მარტივი გააკეთე მეთქი ანუ საერთოდ რედუქტორის გარეშე გაგეკეთებინა მეთქი ჯერ ეგრეთწოდებული "პრიამატოკი" ხელს გაიწაფავ მეთქი და მერე წახვიდოდი დალშე smile.gif

რაც შეეხება გადამყვანს ანუ უფრო მართებული იქნება შემაერთებელს ბალონსა და რედუქტორს შორის დამტენი პორტითა და მანომეტრით ნუ მაგის გაკეთება ყველას შეუძლია არაა ეგ პრობლემა, მაქამდე მივიდეს საქმე და ნ მე ან ჟორა დაგეხმარებით მაგ საქმეში, შეიძლება ნორიკამაც მოიცალოს და ისიც დაგეხმაროს, მოკლედ ჯერ ეგ შორსაა smile.gif

კაი წავედი ახლა მივხაზ მოვხაზავ თავიდან და დაგიყრი ცალ-ცალკე დეტალებს თავისი ზომებით, მერე კიდევ ერთი ტვინ შეტევა უნდა რომ ეს ყველაფერი გააზრებული და გონივრული იყოს....

P.S. ჰ მართლა შემდეგისთვის გაითვალისწინე 12-იანი სვერლოთი გახვრეტა ეგეთ ადგილებში არ შეიძლება, ანუ იდეალში უნდა გაგეხვრიტა 11.8 ან მაქსიმუმ 11.9 მილიმეტრიანი სვერლოთი, მერე უნდა გაგეტარებინა 12-იანი რაიბერი და აი მხოლოდ მაგის მერე ეგერთ წოდებული "ნულევოი" შკურკა კი არ უნდა გაგეტარებინა, რომლის შეგრძნება აღქმაც ყველასათვის სხვადასხვაა, არამედ კონკრეტული ზომის შკურკა უფრო სწორედ კი ზუმფარის ქაღალდი უნდა გაგეტარებინა:

- ლაითი დაწოლით და ცოტახნით 500-იანი
- ნორმალური დაწოლით და ცოტა მეტი დროით 1000-იანი
- და ბოლოს 1500-იანი ან 2000-იანი ზუმფარის ქაღალდი რომ მართლა საერთოდ სარკისებური ზედაპირი მიგეღო,

ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მშრალ ზედაპირზე ზუმფარის ქაღალდის გამოყენება, აუცილებლად უნდა თხელი ზეთი ან ნავთი, საუკეთესო გამოსავალია WD40. მართალია მაგის მერე ხელები საშინელ დღეშია წვრილი ალუმინის პუდრის გამო თან ზეთში აზელილი, საზიზღარ შავ ნაგავად ჯდება ხელებში, მაგრამ აი ზედაპირი გამოდის გალოკილი, განსაკუთრებით თბილი წყლით და საპნიანი წყლის გადავლების მერე....
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gocha311
პოსტი Apr 23 2014, 09:24 PM
პოსტი #70


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 152
რეგისტრ.: 20-March 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tiflis
წევრი №: 1,916
ქალაქი:tbilisi





რავი რაც შევძელი დავხაზე,მთლიანი სიგრძე 140 მმ-ია პრინციპს მიხვდები შენ ჯაჯა,მიმწოდებელთან ერთად ჩაქუჩიც მიყვება .
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 23 2014, 09:34 PM
პოსტი #71


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



gocha311
მანდანე რაცხა ნიტო ხატია

ის მრგვალი ლურჯი ყავისფერი გარსით თუ დამრტყმელია მაშინ კითხვა მაქვს:

- ეგ რომ მთლიან დიამეტრს იკავებს მიმწოდებელი ტავისი შახტიდან არ ვარდება? პლიუს ცოტა არ იყოს სტაბილური მოძრაობა იკარგება მრგვალი ფორმის გამო , ნუ მე ეგრე მგონია... კაი მაგასაც რაცხა ნახაზში გადავიტან და ვნახოთ მერე ერთად რა და როგორაა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gocha311
პოსტი Apr 23 2014, 09:44 PM
პოსტი #72


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 152
რეგისტრ.: 20-March 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tiflis
წევრი №: 1,916
ქალაქი:tbilisi




ჯაჯა ჩემი შტანგელით ამ ზამბარის შიდა ზომას ვერ ვიგებ ისე რომ ჩავსვავ ზუსტად ჯდება ძალიან მჭიდროდ არ არის მარა თავისუფლად მოძრაობს,

ზამბარაზე არის გადაბმული და ბუდიდან არ ხტება უკანვე ბრუნდება თAვის ადგილზე პლიუს ამას ჯაჯა ეხლა მე ვერ დავხაზავ ეს ჩაქუჩი ზის კიდე თხელ მილში რომელიც რაღაც მცირრე მანძილზე ზამბარაზეც არის გადასული ხომ ხვდები ესეიგი დამრტყმელი და თხელი მილი ერთმანეთზე ჩაწებებულია ნუ ვინტით და შემდეგ დამუშავებული ისე რომ ვინტი არ ჩანს რომ ხელი არ შეუშალოს მოძრაობაში, ისე მართლა მაგარი ხარ როგორ უცებ მიხვდიsmile.gif მე უბრალოდ ვერ მოვიფიქრე როგორ დამეხაზა ეგ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Apr 23 2014, 09:56 PM
პოსტი #73


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ესეთი რაიმე ცხოვრებაში არ მინდახია, ნელ ნელა ფარდა ეხდება საიდუმლოებას biggrin.gif

შეკაცო თუ რამე გაქვს გამზადებული დადე რა ერთიანად და ერთად ვისმჯელებთ რა როგორ რას უნდა მოერგოს, ხან ერთი რაღაც გვანახე, ხან მეორე, ხან მესამე დავიტანჟე biggrin.gif ვერ ვბედავ რამე დავწერო , მერე უკვე გაკეთებული რომ გქონდეს სხვანაირი და სხვა ზომების აზრი? smile.gif

პ.ს.

ეგ ზამბარა სად იშოვე?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gocha311
პოსტი Apr 25 2014, 10:12 AM
პოსტი #74


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 152
რეგისტრ.: 20-March 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tiflis
წევრი №: 1,916
ქალაქი:tbilisi



ეს ზამბარა ჟორა ნავთლუხის ბაზრის მოპირდაპირედ რომ შეხვალ ბოლოში ათასნაირი ხარახურა იყიდება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ,ცოტა ესეთი ალკაშები ყიდიან რა მარა 100დოლარიანი დეტალი,ნივთი შეიძლება 1 ლარი ღირდეს და ან პირიქით 1 ლარიანი 100 დოლარიsmile.gif)))

ზალიან მაგარია და ვცდი თუ იმუშავა კაი თუარადა მერე რაღაცას ვიზავ,,,,,,, ისე თუ იცით წნევის დაწოლა კილოგრამებზე რომ გადავიყვანოთ რამდენი მილიმეტრი უნდა შეიკუმშოს ნორმალური ზამბარა ან დისკები რედუქტორში ვთქვათ 10 კუბი სმ მოცულობიდან ,100 ატმოსფეროს ჩატვირთვაზე????




კაცო ამ დამრტყმელ მეხანიზმს თუ ეგრე ძაან ძირფესვიანად დააკვირდებოდა ჯაჯა არ მეგონა ,შეიძლება ცოტა ჯაჯა გაბრაზებულიც იყოს რომ თავიდანვე არ უთხარი რომ დამრტყმრლი კიდევ სხვა თხელ ბუდეში ზის , ,ეს იმიტომ რომ მიმწოდებელის და პარალელურად დამრტყმელის უკან გაწევისას სასხლეტის კბილი არ მოედოს ზამბარას




ჟორა პრინციპში ამას რასაც ვაკეთებ ნაღდად არ ვიცი ბოლოში რა გამოვა ვიცი მეც რომ ხარისხი დაბალია მარა მე მაინტერესებს ერთი რამე თუ გამომივიდა ბოლო ბოლო ეს იარაღი და იმუშავა მაშინ არანაირი პრობლემა არ იქნება რომ ზოგი რამ დაკოპირდეს ამ იარაღიდან ზოგიც უფრო გაუმჯობესდეს და შემდეგ გამოიჩარხოს ისეთი რომ არც ბაგაჟნიკიდან გამიტყდება ამოღება გასვლებზე და არც სანადიროდsmile.gif მარა მთავარია რომ იმუშავოს ვიცი რომ ბაყბაყდევს ვეჭიდავები ცარიელა ხელებით და პატარა შანსი მაქ ძალიან გამარჯვების მარა მე მაინც ვცდი რომ ბოლომდე მივიყვანო ეს საქქმე.






>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Apr 25 2014, 10:57 AM
პოსტი #75


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



gocha311
მაგ ადგილს აბრახლოვა ქვია და ვიცით კაი ხანია biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 25 2014, 04:15 PM
პოსტი #76


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ესეიგი სამსახურში და სახლში საგიჟეთი მქონდა 2 დღე, ამიტომაც მაგარი გამიხარდა დღეს რომ 1 საათი სამსახურში მოვიპარე და მოვასწარი რაცხაების მოხაზვა.

ესეიგი ახლა რომ მოვხაზე რაცხაები თავი იჩინე კაკ მინიმუმ ერთმა პრობლემამ, გადახედე აბა ნახაზს და განსაკუთრებით რედუქტორის მხარეს ცხვირს....

მანდანე შიგნიდან არის 7 მილიმეტრი ხვრელი, ის პატარა დეტალი რომ რამენაირად გაჩერდეს მივახატე 8 მილიმეტრიანი რეზბა 1 მილიმეტრიანი ბიჯით, ანუ M8x1

მარა ახლა დააკვირდი რა კატასტროფა იჩითება, გარედან მაგი უბედურება არის 12 მილიმეტრიანი (ღია მწვანე რომაა), ჰოდა მაგაზე რამენაირად ბალონი ხომ უნდა ჩამოჯდეს! და რაფრა რა ვუყო? გარედან M12 რეზბა რომ მოვჭრათ ვაი დედა იქნება, 1.5 მილიმეტრის მოთლი და შიგნიდან რეზბას 8 მილიმეტრი აქვს მოთლილი, შედეგად დარცა კედელი 2.5 მილიმეტრი, გავყოთ 2-ზე და მივიღეთ ცალი მხრიდან კედლის სისქე 1.25 მილმეტრი, პრაქტიკუალდ სიფრიფანა კედელია და გატყდება.


მოკელდ მგონი ეგ ღია მწვანე ფერის დეტალი ახალია გასაკეთებელი, მოიფიქრე ზომები და მითხარი, მე კი შევეცდები რეალური ბალონის ზომებიდან გამომდინარე ახალი ვარიანტი მოვხაზო.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 25 2014, 04:34 PM
პოსტი #77


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



აი დააკვირდი ბალონის რეზბასთან შედარებით რამოდენა ღრეჩოა...

რაიმე გადამყვანი რომ გამოჩარხო მაგ შემხთვევაშიც კი ნამეტან წვრილ კედელს მიირებ რედუქტორის კისერზე.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
o.cho
პოსტი Apr 25 2014, 07:37 PM
პოსტი #78


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 201
რეგისტრ.: 21-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: saqartvelo. chaxoxbili
წევრი №: 498



ტვიტონ რედუქტორის კისერიც უნდა გასქელდეს ეგრე თხლად არ უნდა გადაიცჰარხოს და მერე გადამყვანით ბალონზე უნდა დაჯდეს
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Apr 25 2014, 07:45 PM
პოსტი #79


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ja_ja
ერთი ეს გამაგებინეთ, მე ვარ ტუგადუნი თუ უბრალოდ კვანძებს ხელოვნურად ზრდით?

ამ 2 დეტალს რატომ აცალკევებთ? ერთიანი რომ იყოს რა დაშავდება? და წესით კი რამდენადაც მე ვიცი ერთI ბალბანკისგან უნდა იყოს smile.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 25 2014, 09:43 PM
პოსტი #80


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



geojorjika
ციტატა(giorgi @ 25th April 2014 - 08:45 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რამდენადაც მე ვიცი ერთI ბალბანკისგან უნდა იყოს

ნუ მეც ვეჩნა ეგრე ვაკეთებ და ჩენი ნახაზიც ეგეთი დავდე მარა რავი უკვე გაკეთებული მაქვსო და იმას გამოვიყენებო, რაც არის გაკეთებული ის უკვე ეგეთია და რა ვქნა smile.gif მენა ბატონო მხოლოდ ვხაზავ smile.gif იდეები დამიწუნეს და რაი ვქნაი smile.gif

o.cho
ციტატა(o.cho @ 25th April 2014 - 08:37 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ტვიტონ რედუქტორის კისერიც უნდა გასქელდეს ეგრე თხლად არ უნდა გადაიცჰარხოს

მართალი ხარ, უნდა იყოს სქელი და ჯობია რაღაც იმდაგვარი წინა გვერდზე რომ დავდე მთლიანი კონსტრუქცია



მარა კაცს უკვე 3 რედუქტორი აქვს გაკეთებული და აღარ უნდა ახალზე ჩალიIჩ და ... თუმცა რაც არ უნდა იყო უნდა თუ არ უნდა არსებულიდან აშკარად არაფერი არ გამოვა, მაინც ახალი უნდა გაკეთდეს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

6 გვერდი V  « < 2 3 4 5 6 >
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 10:30 AM
Hosted by Pro-Service