დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ხელნაკეთი PCP-ს სრული ნახაზები
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
გვერდი: 1, 2, 3
Jah
ის რაც ბევრს სურდა... smile.gif

РСР პისტოლეტის ნახაზები. სრულად.

ეგრევე ვიტყვი. კონსტრუქციის ნაწილი აღებულია სხვისი ნამუშევრებიდან, ნაწილი გამომუშავებულია ჩემს მიერ.

პისტოლეტი საკმაოდ რთულია ასაწყობად, მაგრამ ვინც დაიწყებს, ცაუღრმავდება და გაიგებსsmile.gif. ამ პროექტში არის შეცდომები და ზოგი არასწორი სვლა.... მაგრამ ყველაფერ ამასთან, ის იდეალურად არეგულირებს ყვავების რაოდენობას smile.gif ტან საკმაოდ ზუსტად...

ამ ნახაზების აქ გამოქვეყნებისას, მე მესმის რომ ვიღაცამ შეიძლება არ მიყვეს ზუსტად მასალებს და ზომებს, რომლებიც ნაჩვენებია ნახაზებში. თან მაღალი წნევის რეზერვუარის გადაპრესვის გარეშე, დაიწყოს პისტოლეტის ხმარება და მიიღოს წინა საცობით თავში...

ამ შემთხვევებზე და ფაქტებზე მე არავითარ პასუხს არ ვაგებ, და პრეტენზიებს არ ვითვალისწინებ!!!

ამ ნახაზების მიხედვით შესაძლებელია საკმაოდ საბიუჯეტო, საწყისი დონის, PCP პისტოლეტის აწყობა

დავიწყოთ!

რიგრიგობით ვამაგრებ აქ სურათებს. ყველა ნახაზს აქვს თავისი ნომერი და ყველაფერი რაც საჭიროა. სურათები არ არის შეკუმშული, ასე რომ საკმაოდ კარგი ხარისხის ამობეჭდვაც შეიძლება.

ამ იარაღის დონორი - იჟ 53

ნახაზების შემდეგ, დავწერ მითითებებს და განმარტებებს, თუ რა უნდა შეიცვალოს, ამა თუ იმ ნახაზში...

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Jah
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

დამამკვრივებელი რეზინკების ზომები, და მაგათთვის "კანავკები"
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

აიწყობა აი ასეთი აპარატი:
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

აქედან შესაძლებელია გადმვქაჩოთ პისტოლეტის სბორკა....
ნახაზი არის AUTO CAD 2009-ის ფორმატში (.dwg)
დაარქივებულია "7z"-თი

http://slil.ru/26500333
----------------------------------------------------

სბორკაზე არ არის ზოგი ერთი წვრილმანი, მაგრამ მაგის მიხედვით გახდება ნათელი სად და როგორ უნდა იდგეს ესა თუ ის ნაწილი...

ცოტა ვიდეო, იმაზე თუ როგორ მუშაობს პიშტო... smile.gif




-----------------------------------------------------

ნახაზების კორექტივები

1-ოკ
2-კვეთი А-А: 3х ნახვრეტის Ф10х7 მაგივრად გააკეთეთ ხრახნიანი ნახვრეტები М6, შესაბამისი სიღრმის. კლაპნის შტოკის ღერძისებური ნახვრეტი, გავაკეთოთ 3.5მმ, 3.6მმ-ს მაგივრად.
3-ოკ
4-ნახვრეტი Ф14: გავაკეთოთ შემავალი ფასკები რეზინის რგოლისთვის. ორივე მხრიდან.
5-ოკ
6-მასალა: ფოლადი 45-ის მაგივრად ვიხმაროთ D16Т
7-ოკ
8-М12х1 ხრახნის მაგივრად გავაკეთოთ М14х1
9-ოკ
10-ოკ
11-ოკ
12-Ф3-ს მაგივრად გავაკეთოთ ხრახნი М3.
13-ოკ
14-ლულა. М10х1 ხრახნის მხრიდან, L-20-2 პირი მოვქლიბოთ 3 გრადუსით გვერდზე.
15-М12х1 მაგივრად М14х1
16-მასალა: АД31Т მაგივრად, ფოლადი 10,20
17-ოკ
18-ოკ
19-ოკ
20-დამრტყმელი ზედაპირი დავამუშაოდ თერმულად - 40-45 HRC-მდე
21-ოკ
22-ოკ
23-ოკ
24-ოკ
25-ოკ
geojorjika
დიიიიდი მადლობა Jah, მოიცა მეც მაქვ რაღაცეები და დავყრი , ეს არის იჟ-60-ის PCP-თ გადასაკეტებელი ნახაზები , ნახაზები არის AUTO CAD 2009-ის ფორმატში (.dwg) არქივში მოყვება ამ ფორმატის წამკითხველი (უფასო, AUTO CAD-ის დაინტალირება რომ არ დაგჭირდეთ ამ ფაილების სანახავად smile.gif )

იჟ–60 PCP + Free DWG Viewer
geojorjika
ნახე ეს წვრილთვალება სასტავი რეებს ჩალიჩობს უბრალოს სტანოკებით smile.gif

http://hobbiesforum.proboards.com/index.cg...&thread=267
koknar
ოეე... CO2-თი რას ურახუნებს 19 გრენიან პელეტებს biggrin.gif
ja_ja
მდაააააა... ნუ ახლა დავწერდი რაცხას მარააა smile.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
tengo
სტანოკი კი არის უბრალო,მაგრამ ნახე რა გრძელ მასალებს ამუშავებს.
ეს ლულაც ლატუნისგან ხომ არარის, პირველად ვხედა თუ ასეა.
geojorjika
tengo
კი ლატუნია
ja_ja
tengo
ციტატა(tengo @ 13th December 2012 - 01:49 AM) *
პირველად ვხედა თუ ასეა.

რატომ პირველად? აგერ LW-ც უშვებს და CZ-ც ლატუნის ლულებს, აღარფერს ვამბობ იჟ-ების პირველ ცნობილ მოდელებზე რომელსაც ლულაში ლატუნის ვსტავკა ჰქონდა ანუ გახვრეტილი რკინა იყო, ვთქვათ 8-9 მილიმეტრიანი და შიგნით იყო ჩაპრესილი ხრახნებიანი ლატუნის მილი...

საერთოდ ლატუნის ლულა პნევმატიკისთვის ითვლება საუკეთესოდ, რადგანაც ტყბვია შიგნით უფრო ნაკლებ წინააღმდეგობას და ხახუნს აწყდება...

პროსტა კონკრეტულად მაგ ტიპებზე ვიტყოდი რომ აი ძალიან ძალიან ნამეტნავად ნაჯახით ნაკეთები რაცხაა რა... რა მნიშვნელობა აქვს სტანოკი გექნება თუ მარტო დრელი და საკერავი მანქანა?

ნუ ჩემთვის კატასტროფილად მიუღებელია დამუშავების ასეთი დონე.. ნუ ვერანაირ კომენტარს ვერ უძლებს (ჩემი გადასახედიდან რა თქმა უნდა).
geojorjika
ja_ja
ზარზა , რაც გთხოვე ის გააკეთე?
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 13th December 2012 - 09:46 AM) *
ზარზა , რაც გთხოვე ის გააკეთე?

არა smile.gif ისევ დამავიწყდა smile.gif მე თუ საღამოს არ დამირეკე როცა სახლში ვარ მანამდე არ გამახსენდება smile.gif
tengo
ციტატა(giorgi @ 13th December 2012 - 08:18 AM) *
კი ლატუნია

ციტატა(ja_ja @ 13th December 2012 - 08:30 AM) *
რატომ პირველად? აგერ LW-ც უშვებს და CZ-ც ლატუნის ლულებს, აღარფერს ვამბობ იჟ-ების პირველ ცნობილ მოდელებზე რომელსაც ლულაში ლატუნის ვსტავკა ჰქონდა

ვსტავკა კი ( მეც მქონდა იჯის ის მოდელი, თუ გახსოვს გიყვებოდი თუ როგორ ამოვიღე დრელით ის სტავკა ბავშობაში), მაგრამ მთლიანად ლატუნისგან, არ ვიცოდი, წონაც ექნება საკაიფოდ. smile.gif
CHICO30
ja_ja

+10000
ლატუნის საუკეთესო ლულები აქვს რუსულ псрм -ს. და ეგ ფიშტო მაიმარკეტზე იყიდება 100 ლარად ეხლა.
o.cho
რეზერვუასთვის ტიტანი არ წავა? თუ მაინდამაინც ალუმინი უნდა იყოს დ16ტ? რეზერვუარს კი გავჩარხავდი სამსახურში მარა აი იმ კლაპნებს რა ვუყო არ ვიცი რაა თორე რეზერვუარი და ბუდე არაფერია biggrin.gif არ იყიდება ნეტა სადმე გამზადებული კლაპნები და დამრტყმელი?
geojorjika
o.cho
არადა პრობლემა პირიქითაა, კლაპნები საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია და რეზიკი კი რთული

o.cho
ციტატა(o.cho @ 10th March 2014 - 11:34 PM) *
რეზერვუასთვის ტიტანი არ წავა?


და გააქვს?
o.cho
geojorjika
ბალვანკა მაქვს გაჭირვებაში გაიჩარხება smile.gif 2ომმ იანია დიამეტრში
geojorjika
o.cho
20 მმ დიამეტრი ნამეტანი პატარაა , თან როგორ უნდა გაჩარხო 50-70 სმ სიგრძის დეტალი? smile.gif როგორ წარმოგიდგენია მაგის ვთქვათ 14 მმ ხვერლოთი გახვრეტა მთელს სირგძეზე? smile.gif

ისე არ გააფუჭო ეგ ბალვანკა გამოდგება კეთილ საქმეში wink.gif
o.cho
geojorjika
smile.gif ხოო შეიძლება გადავუცვალო უფრო სქელშიც მარა მამენტ შეიძლება იმის გახვრეტაც ცოტა რთულია მარა კი შეიძლება smile.gif არა ჯერ არც ვიჩალიჩებ მსალად დავიტოვებ ამის გაფუჭება ტყუილად და გაუმიზნავად მართლა არ მინდა wink.gif
geojorjika
o.cho
რეზიკისთვის იყენებენს სქელკედლია, შოვის გარეშე ტრუბას, რომლის ზუსტი მარკაც იცი wink.gif
o.cho
კიი მაა ეგ მასალა აქ ვერ ვიშოვნე და სადაც ვნახე უცხოურ საიტებზე ყველგან ოპტომ იყიდება ტონობით biggrin.gif
gocha311
მოკლედ ჯაჯა შენ რო არ გამეცანი ალბათ საქმა კარგად ვერ მექნებოდა რა : )რამდენჯერ გადამარჩინე უკვე..



ესეც ჩემი ნამუშევარი : )
maqsimusa
gocha311
ჩემთან არ ჩანს ვიდეო წაშლილია ალბათ, იქნებ ჩაასწოროთ. smile.gif
gocha311
რავიიცი თითქოს ყველაფერი კარგად არის,,, ეს მეხანიზმია ზუსტად.

ja_ja
gocha311
ვიდეოსთვის იუტუბზე მითითებული გაქვს პრივატი (Private), ანუ პირადი მოხმარების სხვამ რომ ვერ ნახოს, უნდა ჩაურთო პრივატის მაგივრად Public და მერე გამოჩნდება ვიდეო ყველასათვის.
gocha311



ჯაჯა ერთი თხოვნა მაქ ,გადავწყვიტე რო ერთხელ კიდე შევებრძოლო ამ ოხერ რედუკტორს და თუ იცი თბილისში თუ არის ეგეთი მაღაზია სადაც ამ დეტალისთვის სალნიკებს მოვარგებDი,,იტოგში პატარა ზომის სალნიკები რო იყიდებოდეს რა??
ja_ja
- გადიხარ ელიავაზე
- მიდიხარ მნქანების რიგში
-ნახულო ტიპებს რომლებიც ყიდია რეზინების კომპლექტებს
- არჩევ სასურველს და მოდიხარ ბედნიერეი

პროსტა არჩევანი დიდი არაა ასე რომ რეზინებს შენ უნდა მოერგო sad.gif ნუ კიდევ ელიავაზე არის ერთი ბუდკა მანქანის დაშლილი ნაწიების რიგებში ზემოდან მეორე რიგში, შუაში, მანდ ტიპს აქვს რეზინების ბუდკა და ნუ შედარებით ბევრი რეზინა აქვს ზომებში, მანდაც შეიძლება ამორჩევა, პროსტა მაგარი მეძვირეა smile.gif

P.S. ისე ჩემი გადასახედიდან რკინისგან მაგ კოჭის გამზადება პრაქტიკული არაა, აქვს რამდენიმე უარყოფითი მომენტი:
1) ძნელია სუფთა ზედაპირის მიღება
2) აქვს მიდრეკილება დაჟანგვისკენ
3) მყარი მასალაა და სიტყვაზე ალუმინის კორპუსში თუ იქნება გაცილებით ჩქარა გაცვითავს კორპუსს მიუხედავად იმისა რომ რეზინებზე იანება ძირითადად შეხება. თუ კორპუსსაც რკინისას გააკეთებ პროსტა არაპრაქტიკული იქნება, მძიმეა, უხეშია, იჟანგება... მოკელდ PCP-ში მიეჩვიე დურალის და ბრინჯაოს გამოყენებას, ასწლეულებია გამოცდილია და არანაირი რკინა საჭირო არაა, პლიუს მსუბუქია დურალი, ნაკლებად ჟანგვადია, იოლია სუფთა სარკისებური ზედაპირის მიღება სწორი დამუსავებისას
gocha311
კი კი ჯაჯა ეს ისე დავდე რო ადვილი მისახვედრი ყოფილიყო,,,,,,გაიხარე დიდი მადლობა,მართლა მაგარი ხარ რა მაგრად მეხმარები,,იარაღის ნაწილები დეტალები თითქმის ყველაფერი გავაკეთე ოღონდ თითქმის ყველაფერი ჯერ ვერაsmile.gif აწყობა უნდა ეხლა და ეს რედუკტორი დამრჩება,, ,,,სოფელში ვიყავი და ლატუნის სამასალე კაი ნაჭერი ვიპოვე რა და გადავწყვიტე ერთხელ კიდე ვცადო ამ ოხერი რედუკტორის აწყობაsmile.gif



აი ესეთი რედუკტორი მინდა ავაწყო,16 დჯოილის დაახლოებით თუ გამომივა მერე 28-ანსაც ავაწყობsmile.gif ხო არაფერს მირჩევდი ხო გამოდგება ესთი რამე ჩემ გამოგონებასsmile.gif
ja_ja
gocha311
ნუ ლატუნი გაგაწვალებს, ამიტომაცაა მთელი პლანეტა გადასული ბრინჯაოზე. მესმის ელივაზე ყველაფერს ძვირად ყიდიან, მარა ვიცი რაც არის ლატუნი და რა საზიზღარი სათლელიცაა. განსაკუთრებით წვრილი სვერლოთი ხვრელის დადება,იმენნა სვერლოების მტერია ოდნავ მომენტში გაცხელდება, ეგრევა ფართოვდება, მოუჭერს დეტალი სვერლოდ და თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ ტკაპ და გაფუჭდა მთელი დეტალი ჩატეხილი სვერლოიანად.

რაც შეეხება დადებულ სურათს, მანდანე კანკრაზ ბრონზაა მასალად გამოყენებული და აგია ვალტერ დომინატორის რედუქტორი, მაგ ფორმას სანამ დაიწყებ დამიჯერე ჯობია ჯერ თუნდაც ქაღალდზე პასტით პაწუა ნახაზუშკა გააკეთო, თუ გძალუძს კომპზე სრულფასოვანი ნახაზის გაკეთება ეგ უფრო დაგეხმარება.

და ბოლოს მგონი რაცხას ნიტოს ფიქრობ შენ რედუქტორებზე smile.gif ჯერ 16 ჯოულიანს რომ აკეთებ... როდის აქეთ იყო რომ მხოლოდ რედუქტორი განსაზღვრავდა ჯოულებს smile.gif, ნუ კაი ვთქვთ რაღაც კონკრეტულ წნევაზე აყენებ და მაგია 16 ჯოულის მომცემი, მერე რაღაც ფიქრობ რომ კიდევ ცალკე სხვა გააკეთო 28 ჯოულიანი?

შენ გგონია რაიმე განსხვავებაა მაგათ შორის? პროსტა ერთი სიტყვაზე მუშოაბს 80-100 ატმოსფეროზე (ნუ სპორტული ეგზემპლარები მაგალითად), და მეორე იმუსავებს სიტყვაზე 120-130 ატმოსფეროზე. რა გიშლის ხელს პირველივე დაარეგულირო მეტ ატმოსფეროზე ერთად-ერთი ვინტი გექნება მოსაშვები ი ვსიო. კოჭის სვლა უნდა იყოს მეტი და აჰა შენი მეტი წნევაც, თან მე შენ გეტყვი და 15-20 აბაროტი იქნება განსხვავება... smile.gif ჰა-ჰა მესამედი, ან ნახევარი ბრუნი იქნება ვინტის და ქე მიიღებ 80 ატმოსფეროს მაგივრად 120 ატმოსფეროს.

არა ბაზარი არაა 2 რედუქტორიც შეიძლება გააკეთო, მარა რავიცი ასე ზონებად დაყოფა.... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
gocha311



აი ამ ზომების მიხედვით მივყვები ჯაჯა ,,ვაახ ეს პრობლემები არ ილევა რა გახარებული ვიყავი ლატუნი მეგონა ყველაზე კარგი იყო ,,,პრინციპში მე მაინც ლატუნისას გავაკეტებ გარეთა კორპუსი უნდა გამოვიდეს წესით ნორმალური და პორშინი თუ არ გამოვიდა მერე ბრონზას ვიყიდი რა,,ამ ჯოულებზე სიმართლე გითხრა ცოტა იუთუბმა ამაბნიაsmile.gif ხო იცი მანდ ათასი რამეა smile.gif ეგ კი არა ადრე ისე გადამრია ამ იუთუბმა თრიალეთის მთებზე ოქროს ვეძებდიsmile.gif

gocha311


ესეც ჩემი მომავალი სუპერ იარაღის ზატვორიიიი
geojorjika
gocha311
ცოტა გაუგებარი შტუკაა და იქნებ აგვიხსნა smile.gif

ან ნორმალური სურათი დადო სხვა და სხვა რაკურსებით მაინც
gocha311


სადღაც აი ესეთი იარაღი გამოდის ,,ზატვორს რო გაწევ უკან თან ბაევოკიც ფეხზე დგება რედუკტორის დამრტყმელი რა,,,რედუკტორი და ბაევოკი დაბლითა მილშია რედუკტორიდან ჰაერი მაგისტრალით ლულაში წავა და გაისვრის.....
gocha311
ja_ja
ყველაფერი მესმის მარა მოდი ცოტა უფრო მაღტებული სიტყვები გამოვიყენოთ, მაგალითად
gocha311
ციტატა(gocha311 @ 13th April 2014 - 03:45 PM) *
ბაევოკიც


ნუ ალბათ რუსულად გინდოდა გეთქვა Боевой клапан, ანუ ქართულად საბრძოლო კლაპანი - იგივე ძირითადი კლაპანი, უბრალოდ კლაპანი და ასე შედმეგ, მარა აი ბოევოკი რა ჭირია კაცმა არ იცის smile.gif

ციტატა(gocha311 @ 13th April 2014 - 03:45 PM) *
რედუკტორის დამრტყმელი

რედუქტორს ეგეთი რამე არ აქვს, შენ თუ დამრტყმელზე ამბობ, ანუ იგივე ჩაქუჩზე, ეგ სხვა რაღაცაა და არაფერი საერთიო არ აქვს რედუქტორთან.

P.S. არა მესმის რომ ახლა ვატრაკებ, მარა ჩენი პირადი აზრით ცოტა არ იყოს ვიზუალურ მხარეზეც უნდა იზრუნო ხოლმე კაცმა თორემ... smile.gif

gocha311
ხო ჯაჯა მე ცოტა გლეხურად ვხსნი ,როგორც შემიძლია და სხვა რაღაცა რატოა ჯაჯა ცოტა ამაბნიე ჩაქუჩმა ხო უნდა დაარტყას რედუკტორს რო კლაპანი გაიხსნას??,,ვიზუალურად კიდე მერე გალამაზდებაsmile.gif
gocha311


აი ამ სისტემით ვაკეთებ რა
ikaaa
ციტატა(gocha311 @ 13th April 2014 - 04:15 PM) *
ვიზუალურად კიდე მერე გალამაზდება

მარტო ეგ კიარა, სადაც კაცი აქამდე მიხვედი, ეს ყველაფერი კაი კონდახშიც უნდა ჩადო, ბულპაპი იქნება თუ სტანდარტული უკვე შენი ასარჩევია.

ხის დამუშავებასთან როგორ ურთიერთობაში ხარ? თუ გეხერხება მაშინ აუცილებლად კაი შტუკა გამოგივა smile.gif

geojorjika
მე ვერ ვხედავ რაღაცას თუ....

ვერაფრით ვერ მივხვდი მაგ სურათს სადაც FX-ის კოლოფია დაშლილი რა საერთო ქვს ზევით დადებულ სურათთან?

ის თეთრი მილები რა მასალაა? ლულა თუ არ მეშლება მილია ჩვეულებრივი არა?
ja_ja
gocha311
ციტატა(gocha311 @ 13th April 2014 - 04:15 PM) *
ჯაჯა ცოტა ამაბნიე ჩაქუჩმა ხო უნდა დაარტყას რედუკტორს რო კლაპანი გაიხსნას??,,

შანსი არაა რომ რედუქტორს ურტყა და რაიმე გასროლა მოხდეს smile.gif

შენ ან რაცხა ახალი გაქვს გამოგონებული ან სხვა კვანძს გულისხმობ და რედუქტორს ეძახი. რედუქტორის საქმეა წნევა დაარეგულიროს და არა კლაპნის საქმე აკეთოს...

გადახედე აგერ ამ სურათს



მეზარება ახლა მიხატვა მოხატვა, მარა საერთო ცნობისთვის მარცხნიდან მარჯვნივ ნახაზზე ნაჩვენებია

კლაპანი - რომელსაც კაკრაზ ჩაქუჩი ურახუნებს და ხდება გახსა დახურვა შედეგად ჰაერის მასის გამოსვლა


რედუქტორი, არეგულირებს წნევიას და არანაირად მას ჩაქუჩის დასარტყამი ადგილი არ აქვს. ღმეერთმა დაიფაროს და რედუქტორს თუ უკნიდან მოხვდება ჩაქუჩი, მაშინ კოჭი შეიტენება კორპუსშI და რედუქტორის გადამკეტ პლასტმასის საჯდომს დაჭყლიტავს, რაფერ აპირებ მერე რედუქტორის გამოყენებას მეორე მესამე და სხვა გასროლებზე


რეზერვუარი და მისი კლაპანი - ნუ იდეაში მაგ ნახაზზე მე მოყვანილი მაქვს შემთXვევა როდესაც რედუქტორი გარეთაა მოხვედრილი ცალკე სისტემად და რეზერვუარი ჩახსნადია, ამიტომაც მაქვს ეს ჩამკეტი კლაპანი მიხატული, მაგრამ შენ თუ პირდაპირ რეზერვუარში სვავ რედუქრორს... თუმცა მაგას რაფრა გააკეთებ, ბალონი ცალკე გაქვს, იდეაში ლამის იგივე სქემას აკეთებ ცოტა სხვა ზომებით და სხვა სიბრტყეებში თორემ პრინციპი უხესად იგივეა


ისე მე გითხარი რომ თუნდაც უმარტივესი ნახაზი რომ გააკეთო მეთქი მაგრა დაგეხმარება მეთქი, თუ ზემოთ მოყვანილი სურათების პონტს ვერ ხაზავ კომპში, მაშIნ პროსტა რვეული აიღე და კალმით მაინც გააკეთე ნაბროსკები, შენც დაგეხმარება და აქ ხალხსაც დაეხმარება იდეის გაგებაში

ისე კი მგონი გადაიკითხო აი ეს თემა მგონი კაი იქნება, საკმაოდ ბევრ საინტერესოს ამოკრიფავ

ნუ მამენტ გაგვიკეთებია რანცხა და ამიტომაც ასე თუ ისე დანიშნულება და სახელები ვიცით ამ ფორუნზე smile.gif ამიტოამც ნუ გვიწყენ შენიშვნებს smile.gif
gocha311
თეთრი მილები უბრალოდ ჩვეულებრივი წლის მაღალი წნევის მილებია მარა პრინციპში აქ დიდი როლი არაფერი აქ უბრალოდ გარეთა კორპუსია,,შიგნით არის მოთავსებული ჩაქუჩი და ზატვორი,ჩაქუჩიც და ზატვორიც თავის ბუდეებშია მოთავსებული,ტოკარს გავაჩარხინე ეს ყველაფერი,,ანუ ზატვორის გადატენაზე ჩაქუჩიც Fეხზე დგება რა,,,ლულა ჩვეულებრივი კისტის ლულაა ,უბრალოდ სილამაზისთვის თხელ ალუმინის მილში ჩავპრესე ცოტა უფრო სილამაზისთვის რა ,, სულ ეს არისsmile.gif
gocha311
გაიხარე იკა კეთილი სიტყვებისთვის და დარიგებისთვის,,ისე დაახლოებით ესეთ კონდახს მოუწყობ როგორც ამ იარაღს აქვს და დალშე ვნახოთsmile.gif))

gocha311
ჯაჯას ვენაცვალე რას ამბობ რა უნდა მეწყინოს რჩევა დარიგება რომ მჭირდება ზუსტად იმიტო გეკითხებით,რასაც მარიგებ ყველაფერს ასიანს მეუბნები,შენი რჩევა რომ არ გამეთვალისწინებინა წნევის ამბავზე ,მე ცოტა იოლად უყურებდი მაგ საკითხს ,თურმე რა საშიში ყოფილა,ეხლა შეიძლება კოსმოსშიც დავფრინავდეsmile.gif,,,,მე როგორც ნაკლებად განათლებული ადამიანი ვერ ავხსენი ნორმალურად,უბრაოდ მე ამ ყველაფერს რომელიც პირველ ფოტოზეა რედუკტორს ვეძახი ,აქ არის რედუკტორიც ,დარედუკტორებული ჰაერიც, და კლაპანიც ყველაფერი ერთად,,კლაპანს დაარტყავს ჩაქუჩი კლაპანი გაიხსნება და დარედუკტირებული ჰაერი ავარდება ლულაში,შემდეგ რედუკტორი ახლიდან დაარედუკტირებს ჰაერს და აასე შემდეგ,,გასაგებლარია ჯაჯა გაიხარე კიდევ ამ კარგი და საჭირო იმფორმაციისთვის,ის თემა საკუთარი ძალებით და ხელებით ვაბშე მაგარია ეხლა გულიანად გადავიკითხავ ყველაფერ მადლობა
gocha311
okela84
ისე ლულასთან რაც უფრო ახლოს არის ოპტიკა უფრო უკეთესია ხო ვერტიკალის კორექტირებისთვის ?
gocha311


მივიწევ ნელ ნელა წინ ლულაც მოვარგე ,,ვიცი რო ცუდ ვიდზეა ეხლა ,გაიშკურკება მერე გაიკრასკება და დალშე ვნახოთ,,
ja_ja
gocha311

გაფიცებ საიდან მოგაქვს ხოლმე ასეთი ახლად გამომცხვარი სიტყვები smile.gif, შანსი არაა სადმე რომელიმე სახელმძღვანელოში ესეთი რამე, სადმე ეწეროს smile.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(gocha311 @ 14th April 2014 - 09:54 AM) *
დარედუკტირებული


გასაგებია რისი თქმაც, გინდა, მაგრამ მკითხველ - მსმენელმა სწორად რომ გაგიგოს უნდა მიმართო ძველ ანდაზას:

- რომელ ქვეყანაშიც ხარ იმ ქვეყნის ქუდი უნდა დაიხუროო

მოკლე შინაარსით კი იმას ვამბობ რომ ჩამოყალიბებული სტანდარტული სიტყვები რაცაა ის ჯობია გამოიყენო ხოლმე smile.gif

მაგალითისთვის:

რედუქტორის უკან არსებულ სივრცეს ჰქვია რედუქტორს მიღმა სივრცე/მოცულობა
რედუქტორის წინ არსებულ მოცულობას სახელი არ აქვს მაგრამ მის აღსანიშნად გამოიყენება სიტყვა მაღალი წნევის მოცულობა, ანუ წინ დაურეგულირებელი მაღალი წნევაა
რედუქტორს უკან არსებულ მოცულობაში მოქცეულ ჰაერს დარედუქრირებული კი არ ჰქვია არამედ დარეგულირებული, ან დაბალი წნევა ჰქვია...

რაღაც ისეთი შეგრძნება მრჩება რომ რუსულ ქართულ ახლად გამომცხვარ ტერმინებს ქმნი რომელიც მარტო შენ იცი smile.gif ასე რომ მოდი ჩვეული და მიღებული ტერმინები გამოვიყენოთ ხოლმე. მესმის ქართული ენა არაა ტექნიკური ენა და ხშირად ძნელია ტექნიკური დეტალის ან პარამეტრის მოკლედ ანუ ერთი სიტყვით აღწერა, ამიტომაც ნუ დაიზარებ და რაცხა ფრანკენშტეინ სიტყვას კი ნუ გამოიგონებ ხოლმე რომელიც ყველას ყურს ჭრის, არამედ, ან ჩვეული სიტყვა გამოიყენე, ან ცოტა ფართოდ დაწერე ისე როგორც ქართული სიტყვათა წყობა მოითხოვს.

ახლა კი გადავერთოთ შენს ქმნილებაზე.

ნუ პირველი თხოვნა მექნება სახელოსნოა, თუ გარაჟი - ან განათება გააკეთე (ძლიერი ნათურა დააყენე), ან კამერა რომლითაც იღებ შუქი ჩაურთე, თორემ შენს ვიდეოებზე არაფერი არ ჩანს ხოლმე (რაღაც გამოქვაბულში შავ ბნელ სიტუაციაში ბაყბაყდევი რაცხას ჩალიჩობს smile.gif ), ბოლო-ბოლო კარები გააღე რომ დღის შუქი შემოვიდეს, ან გარეთ გადაიღე ხოლმე თორემ დარწმუნებული ვარ ხალხს პროცესი აინტერესებს, მაგრამ ვერაფერს ვერ ხედავს ხოლმე. ნუ პლიუს შენც დააკვირდი ხოლმე.

ასევე კონტრ აჟურის ეფექტი არ შექმნა განათებით, ანუ განათების წყარო, იქნება ეს ლამპოჩკა თუ მზე, კამერის ობიექტივში არ უნდა გიჭყიტინებდეს, კამერის უკან უნდა იყოს განათება, ოღონდ ისე არა რომ შენი, ან კამერის ჩრდილი სიბნელეს წარმოქმნიდეს.

დალშე გადავიდეთ ლულაზე რომელიც ალუმინის მილშია ჩაპრესილი... ნუ სუფთა ვიზუალის მხრივ ჩემი გადასახედიდან ძალიან წააგე. გაითვალისწინე ბოლოში თვალი სვავს თვალი ჭამსო, ასე რომ იმ საწყალი MAC1-ის თოფს USFT-ს რომ წარამარა ხან ისეთი რაკურსით დებ, ხან ასეთით smile.gif ვერსად ვერ ნახავ რომ ალუმინის მილში, ან სანტექნიკის პლასტმასის მილში იყოს ჩადებული....

ზემოთ შენს მიერვე დადებულ სურათს დააკვირდი, ლურჯ და ვერცხლისფერის ალუმინზე ხოშიანად ჩანს შიშველი შავი ლულა, რა უნდა მაგ სილამაზეს ელიავას დაჭეჭყილ ალუმინის მილში?! პლიუს დააკვირდი განათებას, გადასარევად ჩანს ყველაფერი და არ არის რაღაც შავ გამოქვაბულში გადაღებული სურათი smile.gif


რაც შეეხება კოლოფს, ჩახმახ-მიმწოდებელს (ანუ შენ რომ ზატვორს ეძახი)... ნუუუ... რავი იცი მე ცოტა სხვანაირი ტიპი ვარ შეიძლება ითქვას ავადმყოფი ვარ, ყველაფერი იდეალურად გაზომილი უნდა იყოს მილიმეტრებს დავსდებ და უკვე მეასედებზე ვარ გადასული, ამ გადასახედიდან კი მესმის შენს მიერ წამოწმებული საქმე პირველია, მაგრამ ნუ მიწყენ და აი სუპერ ნამეტანი რუსული ნაჯახით ნაკეთებია... არ არსებობს ისეთი რამ რასაც შენ ამბობ მერე მოვიყვან ვიდზეო, ან თავიდანვე ზრუნავ მაგ საქმეზე ან არადა წყალში ჩაყრილია მაგი საქმე

უნდა იზრუნო ახლავე გარეგნულ ფორმაზე, ვიზუალზე, გათვლებზე, სიზუსტეებზე და მორგებაზე. თორემ შენი ქმნილება მხოლოდ ერთს გააკეთებს, გულს გაგიხარებს რომ მიაღწიე რაღაცას და გააკეთე, მაგრამ მანდ მორჩება მთელი მუღამი, ნუ მაქსიმუმ ეზოში გაისვრი და შენთან ვინც მოვა იმას აჩვენებ აი ესეც კი გამიკეთებიაო smile.gif ვსიო... რეალური სიამოვნების მომტანი არ იქნება არც შენთვის არც სხვისთვის. მიიღებ რაღაც აი ასეთ კოშმარს....



ბავშობაში რაც მე შვილდ-ისრები მიკეთებია, არბალეტები, პუგაჩები რომლებიც სპიჩკის თავებით ისროდა. ასაფეთქებელი შტუკები, რეალური დანები თავისი ნახაზებით, მექანიკურად მომუშავე ზუსტი ასლი ნაგანი პროსტა ხისგან გაკეთებული, სპენსერის და გენრის ზატვორიანი შაშხანა და რამე რუმე, ისინიც კი არ იყო ეგეთი ნივთებით გაკეთებული რასაც ახლა შენს ქმნილებაში ვხედავ.

არ გამოვრიცხავ რომ ვცდები და ბოლოს მაგ თოფიდან მართლა გამოვა MAC1-ის მიერ შექმნილი USFT-ს კონკურენტი, მაგრამ რავი ახლა ეგ არ ჩანს smile.gif, მიუხედავად ამისა დაჟინებით ვეჩნა მაგ თოფის დიზაინს და სურათებს უტრიალებდ და რიავი smile.gif...

თავიდანვე გთხოვე შეეშვი მაგ თოფის კოპირებას, საკმაოდ რთული დეტალები, კვანძები და მუშაობის პრინციპი აქვს, განსაკუთრებით დამრტყმელ მიმწოდებელ კლაპნის სისტემა, პლანეტის მაშტაბით არავის ეგ პრინციპი არ გაუმეორებია, იმიტომ რომ რთულია და აზრი არ აქვს, იგივე შედეგს იღებ მარტივი კონსტრუქციით. ანუ ჩიტი ბრდღვნად უნდა ღირდეს.

აგერ მოგცემ გადასარევ ლინკს თუ როგორ გააკეთო სტანდარტული PCP პნევმატიკა, ოღონ დააკვირდი მიუხედავად იმისა რომ ხელნაკეთია, არ არის ეს შტუკა ჯღანი. ფორმაზე თავიდანვე უნდა იზრუნო, ტიპს ყველაფერი გალოკილი აქვს, გარედან გაპრიალებული გალამაზებული არანაირი ელიავას M4 ვინტები გარედან და ასე შედმეგ. თუ ინგლისური იცი ვაბშე უფრო მეტ რაღაცაში გაერკვევი




ძალიან მარტივია და იოლია, ჯერ ესეთი რაღაც მაინც გააკეთე, ეგრევე MAC1-ს რომ უყურებ smile.gif მესმის შეიძლება არ გქონდეს დაზგა და რამე, მარა ვიღაც ტოკართან ხომ მიდიხარ მაინც, ბარემ თავიდანვე ადეკვატური რაღაცეები გააკეთე რომ შენც მოგწონდეს, სხვასაც პირი ღია დარჩეს და გამოსაჩენიც იყოს.

მე ამ ეტაპზე ვერ წარმომიდგენია მაგ მოდელის გამოჩენა მაგალითად ჩვენს გასვლებზე, სასტავი ტავის თოფებს რომ დააძრობს შენ პროსტა ბოლოს დამალავ სადმე ბაგაჟნიკში მაგ შტუკას და იტყვი რომ მე არ წამომიღია ჩემი თოფიო, მორჩება მაგით საქმე smile.gif

დამიჯერე არ არსებობს გიჟის მორჯულება, არსებობს ჭკვიანის გაგიჟება smile.gif

P.S. უკვე მერამდენედ ვთქვი ნახაზი გააკეთე, არა იმისათვის რომ ვინმემ რაიმე იდეა მოგპაროს smile.gif დამიჯერე ჯერ გზის სუპერ დასაწყის ეტაპზე ხარ და ყველას ყველაფერი უკვე გამოგონებული და გაკეთებული აქვს, ასე რომ ვერავინ ვერანაირ იდეას ვერ მოგპარავს, პირიქით შენ აიღებ თავიდან და მერეც სხვის იდეებს. მოკლედ ნახაზი საჭიროა ნებისმიერ ვარიანტში, ეგ წინასწარ გაკეთებინებს ფორმებს, დაგაცვევინებს ზომებს, ჯერ კაცი არ მინახია რეალურად კონსტრუირებას ხელი მიყოს და ჯერ ნახაზში არ ჰქონდეს ყველაფერი გათვლილი, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებ იმ რუსი ბაღანეს მიერ გაკეთებულ საშინელებას.

არ ვართ საქართველოში მოჩხირკედელავე ხალხი ბევრი, ვეებერთელა სურვილი მაქვს ჩვენს გავუწიოთ ჩხირკედელაობით კონკურენცია რუსებს. ახალ ზელანდიელებს, ამერიკელებს, ბრიტანელებს..... ასე რომ დიდი, აი ვეებერთელა თხოვნაა ელიავას დიზაინი დაივიწყო. ჯერ ეხლა ჩანს რომ ძალიან დიდი და მოუხერხებელი კონსტრუქცია გაქვს ამორჩეული (ისევ იმის გამო რომ ნახაზი და გათვლები არ გაქვს და რაც ხელში მოგხვდება იმით აკეთებ კონსტრუქციას), რომ დასრულდება მაგარი მოუქნელი რაცხა იქნება.... ჯერ მარტო მიმწოდებელს, ანუ "ზატვორს" რომ ვუყურებ ცუდად ვარ smile.gif

ყველაზე სქელი რაც მინაცია არის 11 მილიმეტრი დიამეტრში და ეგეც დიდია, შენ კიდევ მგონი მთელი 20-25 მილიმეტრი გაქვს აღებული (ან სურათია საშინელი რაკურსით გადაღებული). ზემოთ რომ გაქვს FX-ის კოლოფ დამრტყმელ მიმწოდებლის სურათი დადებული დააკვირდი რა პატარა მოხდენილი კუკლა რაღაცაა და მერე შეხედე შენ რამოდენა ბაყბაყდევი გაქვს შექმნილი smile.gif

იმედია არ მიწყენ ამ ცოტა კრიტიკულ პოსტს, მაგრამ რეალურად მინდა რომ კაი რაცხა გამოგივიდეს და ყველა წამოწყებას სჭირდება ასე ვთქვათ საზიზღარი ტრენერი, რომელიც არ დაგაძინებს, არ გაჭმევს არ გასმევს, გარბენინებს, გიყვირის, მაგრამ მხოლოდ მისი საზიზღარი მობყრობის შედმეგ, გამოდის, სპორცმენი მოედანზე და აღწევს წარმატებას, ასე რომ იმედია სწორედ გაიგებ ჩემს კრიტიკას smile.gif pleasantry.gif
ilariona


gocha311
იმ ვიდეოს უყურე ჯაჯა ლინკი რომ გამომიგზავნე,იარაღს რომ აწყობს მაღალ დონეზე მარა სიმართლე გითხრა ამ პოსტზე ვფიქრობდი ეხლა რომ მომწერე,თითქოს კედლები ჩამოენგრა სახლს ისეთი შეგრძნება მომეცა,,სანიკიძის წიგნი გექნება შენ წაკითხული ,მანდ ერთი მომენტია ბიზანტიელებმა ერთ ერთი ქართველი მეფე მოკლეს,ხოდა გამოვიდა ქართველი ხალხი შურისძიება უნდოდათ ,, გამოვიდა სიტყვით ვიღაც ქართველი , ულამაზესი და ბრძნული სიტყვებით მიმართა ხალხს რომ თურქებს უნდა შეერთებოდნენ და შური ეძიათ და ისე ლამაზათ და ბრძნულად გადმოსცა ეს აზრი რომ ხალხი ამ აზრს ასე ლამაზად ნათქვამს ოვაციით შეხვდა ,,მარა გამოვიდა ამის შემდეგ კიდევ სხვა ქართველი და აუხსნა ხალხს რომ თუ თურქებს შეუერთდებოდნენ სარწმუნოებას და დროთა განმავლობაში მთლიანად ქვეყანას დაკარგავდნენ და ხალხიც მიხვდა რომ სხვა ხერXით უნდა ეძიათ შური,და ის ბიზანტიელები ვინ ის ქართველი მეფე მოკლეს ყველა სიკვდილით დასაჯეს,,,,,,,,

ეხლა შენ ისე ლამაზად და აზრიანად მომწერე ეგ პოსტი რომ ხელები გამიბუჟდა და ერთი ნახევარი საათი ვფიქრობდი ნაგავში ხომ არ გადამეყარა ეს ყველაფერი რაზეც ამდენი ხანია ვწვალობ,ვიქნებოდი მართალი საკუთარი თავის წინაშე შუაგზიდან რომ ზადნი მივცე??იზვინი ჟარგონებს ვერ ვიშლი,,ჩვეულება რჯულზე უარესიაოsmile.gif ვიცი არ გამოვა ის ულამაზესი იარაღი რომელსაც ხშირად ვახსენებ მარა რაც გამოვა ჩემი ხელებით ნაშრომი იქნება და მე მაინც ვისიამოვნებ ვის მოეწონება და ვის არა ეგ ძაან არ მადარდებს,მე ამას არც ვისტავკაზე გავიტან და არც ბაგაჟნიკში დავმალავ როცა რაღაც ერთობლიოვი გასვლა იქნება,,,,

არ იფიქრო რომ რამე ვერ გაგიგე ვიცი შენ გინდა რომ უკეთესი და უკეთესი გამოვიდეს შენ ხელოსანის თვალით უყურებ და ხედავ უამრავ ნაკლს, და იმიტომ მომწერე ეხლა ესეთი პოსტი ესე ძაან რო დამაფიქრეsmile.gifდა გულით რო გითხრა მაგარ მყრალ ხასიათზე დამაყენე,ის მიმწოდებელი და კიდევ სხვა დეტალები თხელ დანიკელებულ ბუდეში ჩაჯდება და სხვანაირი ვიდი მიეცემა 20.gif
ja_ja
ნუ ერთი მხრივ რომ დაგაფიქრე მაგი კაია, უკვე სწორი გზისკენ იღებ კურსს. ის რომ გადაყარო... არა ეგ არასდროს არ გააკეთო რაც არ უნდა სუპერ ჯღანი იყოს, გავა დრო და მუზეუმივით გექნება საიდან დაიწყე და სადამდე მიხვედი smile.gif დამიჯერე შენ თვითონ მაგარი გაგისწორდება საკუთარი თავის ევოლუცია, მე ეგრე რეები მაქვს შემონახული ჩემს მტერს smile.gif

რაც შეეხება ტექსტს
ციტატა(gocha311 @ 15th April 2014 - 04:01 PM) *
ეს ყველაფერი რაზეც ამდენი ხანია ვწვალობ, ვიქნებოდი მართალი საკუთარი თავის წინაშე შუაგზიდან რომ ზადნი მივცე

აი მანდაა ერთერთი მამაძაღლი იდეა ჩამალული, რომ იცოდე რამდენი ნახაზი მაქვს, და ნახაზის დონეზევე დაბრაკულია იდეა, არა რეალიზებადია, რთულია, არაპრაქტიკულია, გამოუდეგარია, ჩემი ძალებით ვერ კეთდება და სხვა მიზეზები, ... სწორედ მაგიტომ ვამბობ ნახაზი, ნახაზი და კიდევ ერთხელ ნახაზი...

აგერ ერთ-ერთი იდეა ნახაზში, შეიძლება ვიღაცას პრაქტიკული მოეჩვენოს, მე კიდევ მიუხედავად იმისა რომ შედარებით მარტივად რეალიზებადი მეგონა, ნახაზის დასრულების შემდეგ და წარმოდგენის შემდეგ ისე არ მომეწონა ვიზუალში, რომ არც არავის არ უნახავს ცხოვრებაში ეს მოდელი



ბალონი სადღაც იღლიაში მიდის, მიმწოდებელი ცხვირში გირტყავს, სახიფათოა მოხრილი შლანგი წნევის ქვეშ გამოკრავ რაღაცას და ან გასკდება ან გამოვარდება და ასე შედმეგ, ვსიო ადგილზევე დაიბრაკა.

მერე უკვე მაგ მოდელზე დაყრდნობით შემდეგი მოვხაზე, იმაში ის არ მომეწონა ეს, კიდევ ჩემდეგი, კიდევ, და ახლა მუშაობის პროცესშია გაგეცინება და მე-11 მოდიფიკაცია, რომელმაც პრაქტიკულად სასურველ ფორმებს მიაღწია და უკვე ნაწილი დეტალების დამზადებაც მიმდინარეობს, შედეგად აი ამ ბოლომე-11 მოდელს უკვე გამოვაჩენ ხალხში smile.gif

ის თემა რომელიც ასევე მიგითითე გაეცანი და რაღაც საინტერესოს აღმოაჩენ მეთქი ეგეც თავის დროზე დაიბრაკა ბევრი წვრილი დეტალის გამო რომლის რეალიზებაზეც ძალიან ბევრი დრო უნდა დამეხარჯა...

ამიტომაც ვამბობ ნახაზიიიიიიი smile.gif

რავიცი როგორ ავხსნა... არის რაღაც ძველი ქართული იგავი 2 კაცი ვაზის მოშენებას აპირებს და ფული არცერთს არ ყოფნიდაო, მივიდნენ ფულიან კაცთან და ეუბნებიან ფული გვასესხე რომ ვენახი ბოლომდე დავასრულოთო და პირველივე მოსავლიდან ვიშოვით ფულს და უკან დაგიბრუნებთო, კიდევ კაი ღვინოსაც მოგართმევთო.

ეს კაციც ეკითხება აბა შენ მითხარი რა გაქვსო გაკეთებული, ისიც ეუბნება აი მე უკვე მიწა დაბარული მაქვს ვაზი ჩაყრილია და უკვე წამოზრდილიც არისო ახლა კიდევ მინდა გავმართო და ზოლებად გავაშენოო

მოუტრიალდა ტიპი და ეუბნება მეორეს, შენ რას იტყვი შენ რა გაქვს გაკეთებული... ტიპს გაუტყდა და თავდახრით უთხრა მე ჯერ მხოლოდ მიწაში ბოძები მაქვს ჩაყენებული და მავთულ ბადეები მაქვს გაყვანილი და ვაზის შესაძენად და მიწის დასაბარად ფული არ მაქვსო...

ადგა ის კაცი და მეორეს მისცა ფული ვენახის დასასრულებლად. პირველს გაუკვირდა გა გაბრაზებულმა უთხრა მაგას ფულს რაფრა აძლევ ჯერ ვენახიც კი არ ჩაუყრიაო და მოსავალი როდის ექნებაო?! რაზეც მსესხებელმა ასეთი რამ უთხრა:

- იმას გეგმა აქვს და დაგეგმარებით მიდისო, დარჩა მხოლოდ ვაზი ჩასაყრელი, რომელიც სწორედ გაიზრდებაო და რომ გაიზრდება მხოლოდ ჩამოვლა და მოსავლის აღება უნდაო ,შენ კიდევ ვაზი ველურად გაგიზრდია და ახლა მის მორჯულებაზე უნდა იფიქროო, ზოგი ზოლში არ ჩაგიჯდება უნდა მოჭრა და თავიდან გაახაროოო, სანამ მაგას ბოძებს ჩაუყრი, მერე მიაბავ და სწორედ გაიზრდება იმდენ დროს დაკარგავ რომ ბოლოს ეს კაცი გადაგისწრებსო.

მოკლედ მე ეგ იგავი კარგად აღარ მახსოვს და ბევრი აცდენა მექნება ალბათ ორიგინალიდან, მაგრამ შინაარსი ერთია, დაგეგმარება უნდა ყველაფერს და ეტაპობრივად გეგმიურად მიყოლა. მაგისთვის კიდევ ჩვენს საქმეში არის მხოლოდ ერთი დამხმარე ნივთი, ეს არის ნახაზი. იქნება ეს შენი გათვლებისთვის თუ იქნება ეს იმისთვის რომ სხვა ხარატს მიუტანო და აჩვენო აი ეს მინდაო, მიუტან ნახაზს ზომებით და ჩაგაბარებს რაც გინდა, რაღაც აცდენას გააკეთებს გაუტრაკებ, რაღაც ნიტო გამოვა ესე იგი შენი გათვლა არაა სწორე და გადასაკეთებელი გაქვს,

ახლა კიდევ ვიცი როგორც აკეთებ მიდიხარ ტოკართან , მერე, შენ და ის ერთმანეთს ჰაერში ხელებზე უხსნით აი ის მინდა ასე და ისე, ის გეუბნება ასე არ გამოვა ისე ვიზამ იგივეაო, მერე შენ კიდევ რაღაცას ამატებ და ბოლოს.... smile.gif

ამიტომაც, ვიცი რომ გწყინს და ალბათ საზიზღარ ტიპად მიმიჩნევ, მუღამს გიკარგავ და ასე შედმეგ მაგრამ დამიჯერე ის საქმე რასაც შეეჭიდე საკმაოდ სახიფათოა ყოველ მეორე კვანძში. შენ ეხლა ხარ სწორედ ის ველური ვაზი რომელიც თავის ჭკუაზე გაიზარდა და ცოცხალი თავით არ ნებდება რომ სტანდარტებში და გეგმებში ჩაჯდეს, გურიაშიც ეგრეა ვაზი, ველურადაა მიშვებული და ხალხს ხეებზე უწევთ კენწეროში ძრომიალი რომ ყურძენი მოკრიფონ, ანუ ხალხი კი არ მართავს პროცესს, არამედ ვაზი აჯაზებს თავისებურად smile.gif

ნუ ეგ კაია ბუნების პონტში, იქ ტრადიცია, ოდა, ეთნოგრაფია, რაღაც მისტიურობა, ქალაქს მოწყვეტა, ბუნებასთან ერთობა, მაგრამ ამ საქმეს არაფერი აქვს საერთო ნორმალურ ღვინის წარმოებასთან. შეადარე აბა ახლა კახეთის ვენახები, გასწორებული, ერთ რიგში, შემოუარე აქედან და მოკრიფე, შემოუარე იქედან და მოკრიფე, მორჩა, არც ხეზე ძრომაა საჭირო არც თოკი არც სხვა უბედურება, აგერ გერმანელებმა სულ გარეკეს და ვაზი მიაჩვიეს ზოლებში კონკრეტულ სიმაღლეზე ნაყოფის გამოსხმაზე, შედეგად საერთოდ ტრაქტორით ჩამოუვლიან და უცებ ხალხის დაძახების გარეშე კრიფავენ მოსავალს.

მოკლედ კი მესმის ძნელია ჩვეული მეთოდები დათმო, თან არც იმას გირჩევ რომ ეს რაც დაიწყე გადააგდო სანაგვეში, პირიქით დაასრულე და შეინახე რომ შესადარებელი გქონდეს შენი ევოლუციისთვის, მაგრამ დროა უკვე მეორე მოდელზე დაიწყო ფიქრი და ფიქრი უნდა დაიწყო ნა-ხა-ზით, არანაირი გონებაში მოხაზული, ინტერნეტში ნანასი სურათი და სხვა, დაჯექი წყნარად და მოხაზე დეტალები (ან იგივე ინტერნეტში ნახე ნახაზი ოღონდ მიწერილი ზომებით), გარწმუნებ არანაკლებად გაგიტაცებს, თან გარკვეული შესვენების მერე უბრუნდები და აუმჯობესებ რაღაც დეტალს იმიტომ რომ ტვინში იმ დეტალმა მოხარშა თავისი ტავი და მოიფიქრე მიდი დამზადების ან გამოყენების უკეთესი მეთოდი, შედეგად არც ზედმეტად ირბინე ტოკრებთან, არც ფული დახარჯე, არც მასალა გააფუჭე, ბოლო კი მიხვედი საბოლოო ვერსიამდე ან მაქსიმალურად მიახლოებულამდე და დაიწყე კეთება.

აი ვირტუალური სამყაროდან და ქაღალდიდან რომ რეალში გადმოვა და ხელში დაიჭერ აი მანდ 100-მაგ სიამოვნებას მიიღებ სიამაყესაც და თამამად გადასცემ სხვასაც რომ ნერწყვები ყლაპონ smile.gif

ვცდილობ კაკრაზ მაგ მეთოდზე გადაგიყვანო, მაგრამ ჩვეული სტერეოტიპების დამტვრევა ძნელია, ახლა მე გამოვდივარ საზიზღარი ექიმი რომელიც პაციენტს ფეხს უმტვრევს და საშინელ ტკივილს აყენებს იმ მიზეზით რომ უშნოდ შეხორცებული ძვალი სწორ კალაპოტში ჩააყენოს და ნორმალურად მომუშავე და ლამაზი ფეხი გამოიყვანოს და არა 90 გრადუსით მოხრილი და კოჭში გადაღუნული კასტილიანი კაცი დატოვოს.

ახლა გააჩნია პაციენტი რაფერ მიიღებს ამ საქმეს, იქნება გულნაწყენი ექიმზე რომ ახლა აყენებს ტკივილს და უმოწყალოდ ექცევა, შედეგად დააძრობს დანას და ექიმს მუცელში გაუყრის, თუ მიხვდება იგივე პაციენტი რომ ექიმი ასე საზიზღრად ექცევა იმიტომ რომ თვითონვე პაციენტს მომავალში ნორმალური ცხოვრება ჰქონდეს და საკუთარივე ფეხით სიარული შესძლოს...

აუ ნამეტანი რაცხა მორალის კითხვა გამომივიდა ეს პოსტი smile.gif ნაღდად არ მინდოდა ეგეთი რამე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.