გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Crosman C31, ანუ პისტოლეტი, რომლითაც გემრიელად გაერთობი
giorgi-RW1k77X2
პოსტი Nov 18 2010, 02:34 PM
პოსტი #1


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,016
რეგისტრ.: 17-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 485



დავიწებ იქიდან, რომ ვისაც უყვარს სროლა, მაგრამ რაღაც-რაღაცა მიზეზების გამო, დილით ადრე სამუშაოდ გასული საღამოს როდესაც უკვე დაბნელებულია მაშინ ბრუნდება სახლში, ვეღარ ახერხებს თავისი საყვარელი თოფის სროლას, ეძებს გამოსავალს, რომ იქნებ როდესმე მაინც რაიმე მოახერხოს, ოღონდ ისროლოს... ნაცნობი სიტუაციაა არა? smile.gif smile.gif smile.gif ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ვარ მე, მაგრამ სანამ ამ "გაჭირვების" გადამტანი საშუალება თავისით არ მოადგა ჩემს ცხოვრებას, მანამდე მე ნაღდად ვერ მოვიფიქრებდი როგორ მოვქცეულიყავი.

ჩემი მეუღლისათვის, გასართობად, ბრმად და დაუფიქრებლად ვიყიდე Crosman C31 CO2, BB პისტოლეტი. (ჩემს Remington Vantage-ს ვერ ერეოდა გდადასატენად და მეც დავიღალე, როგორია შენ გადატენი და "სხვამ" ისროლოს, ვინც არ უნდა იყოს biggrin.gif ).

აი ასეთია ახალი, შეფუთული:


გახსნილი biggrin.gif :











დატენილი მჭიდი:



მჭიდში ჩადის 18-19 ბურთულა (BB)

ასევე მოყვა თავისი კაბურა:







საკმაოდ კარგი ხარისხის მასალისაგან არის შეკერილი და ძალიან მოსახერხებელი რამეა smile.gif .

ასევე ვიყიდე 6000 ცალიანი მოსპილენძებული ბურთულები ( Copperhead® BBs ), ზეთი Crosman Pellgun Oil და 12 გრამიანი CO2 ბალონები (CO2 cartridges) (დიდი მადლობა ბატონ გრიგოლს smile.gif www_iaragi_ge)





------------------------------------------------------------------------------------------------------

პისტოლეტი ძალიან გავს ნამდვილ ცეცხლსასროლ ბერეტას. ვინც კარგად ერკვევა იარაღში, ის კი მიხვდება, რომ რაღაც ცოტა სხვაა , მაგრამ ვისაც გონია რომ "მაგარია" და ცნობს biggrin.gif , სინამდვილეში კი ისე-რა იცის, ნამდვილად ვერ გაარჩევს ცეცხლსასროლისაგან. პისტოლეტი გარედან არის პლასტიკის. აქვს fiber optic ღია (რა თქმა უნდა) სამიზნეები, რაც ძალიან მოსახერხებელს ხდის იარაღის შებინდებულში სროლას (საკმარისია სულ ცოტა სინათლე, მთავარია ხედავდე იმ ობიექტს, რაზე სროლასაც აპირებ). ძალიან კარგად "ზის" ხელში, არ არის მძიმე და შესაბამისად, საკმაოდ მოსახერხებელი სასროლია.

სიმართლე რომ გითხრათ, ამობეჭდილ სამიზნეზე არ მისვრია, მაგრამ საკმაოდ კარგად მიაქვს მიზანში, 10-15მეტრის მანძილზე ნაბეღლავის პლასტმასის ბოთლზე და მისნაირებზე გავერთე ხოლმე და საკმაოდ შედეგიანადაც. ძალაც საკმარისი აქვს (მგონი), თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ვისროდი და იქვე ჩვენი "ჯიგრული" "კაცური" საქციელის ნაყოფი, "საქართველოს და საქართველოს ბუნების სიყვარულში" ქეიფის მერე დაყრილი "კილკის" და მისთანა სხვა კონსერვის რკინის ყუთები ეყარა. რომ ვესროლე გახვრიტა, ზნაჩიტ ძალასაც არ უნდა უჩივოდეს CO2 პისტოლეტის თაობაზე smile.gif.

რაც შეეხება გასროლების რაოდენობასა და ტყვიის სიჩქარეს... საინტერესო საკითხია მგონი ხომ? smile.gif
როგორც ბატონმა გრიგოლმა მითხრა როდესაც ბალონებს ვყიდულობდი, ერთი ბალონით დაახლოებით 80-100 გასროლა შეიძლება გამოვიდესო (მე რა თქმა უნდა მესიამოვნა), რაც შეეხება სიჩქარეს, ეს საკითხი მისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა.

ორიოდე დღის წინ მივლინებით ვიყავი წასული გორისკენ, პატივცემული ფიშტო თავისი ბალონებით, ზეთითა და ტყვიებით მანქანაში მედო, საბედნიეროდ ქრონოგრაფიც smile.gif. სადღაც 1-2 საათისათვის, როდესაც იქაურებისათვის შესვენება იყო, ყველა საჭმელად წავიდა, მე კი დავქოქე მანქანა და გავეშურე ახლომდებარე მინდვრისაკენ. მოვნახე უსაფრთხო ადგილი, გავშალე ქრონი, დავაწვეთე ბალონის თავზე 2 წვეთი ზემოთხსენებული ზეთი (ინსტრუქციის თანახმად biggrin.gif ), ჩავდე პისტოლეტში, გადმოვყარე BB ბოთლიდან, დავტენე მჭიდი, შევაცურე იმავე ფიშტოში smile.gif , მოვიმარჯვე საწერკალამი და რვეული, გავხსენი დამცველი და.....

.... და დავიწყე ქრონის გავლით სროლა ! smile.gif . ცოტა მეტი ინტერესიც რომ მიმეცა, ორი კურდღლის დაჭერის ვარიანტში, რაღაც დაჭ*ლეტილი პლასტმასის ბოთლი ვიპოვე და სამიზნედ გამოვიყენე biggrin.gif .

თავდაპირველად ქრონი მანქანის კაპოტზე მედო. მაგარი მზიანი ამინდი იყო, მზე გვერდულად ანათებდა და ქრონს თავისი დამცავი "ფრთები" ვერ შველიდა, 5-6 ერრორამდე მომცა 25-30 გასროლამდე, მერე კი მოვიფიქრე და "ზაპასკაზე" გადმოვდე მანქანის უკან. აქ კი ქრონამდე ერთგვაროვანი განათება მიდიოდა და შესაბამისად აღარც ისე ხშირად იძლეოდა ერრორს smile.gif.

მაქსიმალური სიჩქარე მივიღე 123.9 მ/წმ, გასროლების რაოდენობა კი... ამან კი გამაკვირვა!!! თითქმის 2-ჯერ მეტი, რასაც მოველოდი... აი აქვე დავდებ Exell-ში აგებულ (სპეც პროგრამა არ მაქვს და როდესაც მოვიცლი მაგასაც გადმოვწერ თუ სადმე ვნახავ) შედეგების გრაფიკს და ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ გადახედოთ.

ქრონოგრაფი "ზაპასკაზე" biggrin.gif :





აი გრაფიკიც:




მოკლედ, მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი არასრული გატესტვის შედეგებით. თვითონ პისტოლეტითაც მაგარი კმაყოფილი ვარ.

ასე რომ, ვისაც ისე ხშირად არ ცალია, რომ დღის განმავლობაში ოპტიკურ სამიზნიანი შაშხანით ისროლოს, შეუძლია იყიდოს ასეთი "სათამაშო" (რომელიც არც თუ ისე სათამაშოა და საკმაოდ საშიშიც კი არის, ძალიან დიდი ალბათობაა ბურთულების ასხლეტვის და საკმაოდ დამაზიანებელი ძალა აქვს ზოგ-ზოგიერთი ადგილისათვის), სამსახურიდან დაღლილი მოსული ჩავიდეს ეზოში, დაალაგოს ლუდის ქილები ან პლასტმასის ბოთლები უსაფრთხო ადგილზე, ისროლოს რამდენიც უნდა და ნაწილობრივ მაინც მოიკლას სროლის ჟინი. მერე აკრიფოს სროლის შედეგად დარჩენილი ნაგავ-ნუგავი, ჩაყაროს ურნაში, ავიდეს სახლში, დალიოს ჩაი და დაიძინოს, რათა მზად იყოს შემდეგი დღისათვის smile.gif , რა იცი, იქნებ დღის სულს მოუწიოს სახლში დაბრუნება და უკვე შაშხანის სროლაც კი შეძლოს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif (კაცი იმედით ცოცხლობს smile.gif )
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- giorgi-RW1k77X2   Crosman C31   Nov 18 2010, 02:34 PM
- - nihontoman   giorgi-RW1k77X2 საღოლ, მომეწ...   Nov 18 2010, 02:44 PM
- - ja_ja   ვაა კაი მიმოხილვა ...   Nov 18 2010, 02:47 PM
- - cz80   giorgi-RW1k77X2 ვაა მშვიდობ...   Nov 18 2010, 02:48 PM
- - giorgi-RW1k77X2   nihontoman ja_ja cz80 დიდი მად...   Nov 18 2010, 02:49 PM
- - cz80   ფიშტოს რაც შეეხება...   Nov 18 2010, 02:49 PM
- - giorgi-RW1k77X2   ციტატა(ja_ja @ 18th November 2010...   Nov 18 2010, 02:51 PM
- - gregory   giorgi-RW1k77X2 დიდი მადლობ...   Nov 18 2010, 05:48 PM
- - giorgi-RW1k77X2   ციტატა(gregory @ 18th November 20...   Nov 18 2010, 06:09 PM
- - geojorjika   giorgi-RW1k77X2 მალადეც, რეს...   Nov 18 2010, 06:21 PM
- - giorgi-RW1k77X2   ციტატა(giorgi @ 18th November 201...   Nov 18 2010, 06:39 PM
- - iorama   ჩემი მოლოცვებიც მ...   Nov 18 2010, 09:18 PM
- - giorgi-RW1k77X2   iorama დიდი მადლობა ! ...   Nov 18 2010, 09:23 PM
- - Power_VANO   გილოცავ მეც, მშვიდ...   Nov 18 2010, 09:42 PM
- - giorgi-RW1k77X2   Power_VANO გაიხარე, დიდი ...   Nov 18 2010, 09:56 PM
- - Der Rote Baron   წლების წინ მქონდა ...   Nov 19 2010, 02:04 AM
- - giorgi-RW1k77X2   ციტატა(George @ 19th November 201...   Nov 19 2010, 08:56 AM
- - ReMiNgToN   ახლობელს უნდა რამე...   Nov 20 2010, 02:15 PM
- - gregory   ციტატა(buybuya @ 20th November 20...   Nov 20 2010, 02:44 PM
- - ReMiNgToN   gregory იხილეთ P.M   Nov 20 2010, 04:28 PM
- - Quick   მომილოცავს, კარგი ...   Nov 21 2010, 10:55 PM
- - gregory   Quick C11 მთლიანად პლას...   Nov 22 2010, 08:05 AM
- - giorgi-RW1k77X2   ციტატა(Quick @ 21st November 2010...   Nov 22 2010, 09:44 AM
- - Quick   gregory უი, ესე იგი მე ამ...   Nov 22 2010, 07:21 PM
- - nso   მივესალმები ყველა ...   Feb 20 2011, 10:49 PM
- - giorgi-RW1k77X2   nso WELCOME და გილოცავ . ფ...   Feb 21 2011, 09:43 AM
- - VTEC   giorgi-RW1k77X2 გასროლების ...   Feb 21 2011, 10:09 AM
- - giorgi-RW1k77X2   ციტატა(VTEC @ 21st February 2011 ...   Feb 21 2011, 10:18 AM
- - CrosmanC31   giorgi-RW1k77X2 გაუმარჯოს, მ...   Jul 31 2013, 12:59 AM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 06:29 PM
Hosted by Pro-Service