გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Crosman nitro venom
EnDeL
პოსტი Sep 23 2013, 04:19 PM
პოსტი #1


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 510
რეგისტრ.: 7-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 471
ქალაქი:თბილისი



სალამი აირგანელებო
დაგიბრუნდით თქვენი დაკარგული წევრი... ჩემი აღარ გამოჩენის ძირითადი მიზეზი არის ახალი სახლი (მშენებლობა არ არის დასრულებული, რის გამოც ინტერნეტი არ მქონდა)... ფანტომიც გავყიდე. მხოლოდ იმ პირობით შეველიე ჩემს პირველ თოფს, რომ ოდნავ უკეთესს მაინც ვიყიდდი უახლოეს მომავალში. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო გეტყვით რომ დაგიბრუნდით ახალი თოფით, რომლის მცირე მიმოხილვასაც ამ თემაში შემოგთავაზებთ.

დღევანდელი განხილვის საგანი გახლავთ ჩვენთვის (და არამხოლოდ) კარგად ცნობილი ფირმის Crosman-ის მიერ წარმოებული Nitro Venom. სანამ უშუალოდ ჩემი ახალი შენაძენის განხილვას დავიწყებდეთ, თვალი გადავავლოთ მწარმოებლის მონაცემებს:
• მწარმოებელი - Crosman
• მოდელის ნომერი - CVW1K77NP
• ტყვიის სიჩქარე - 335 მ/წ
• მსუბუქი (alloy) - 365 მ/წ (მწარმოებლის მონაცემებს ტყვიის სიჩქარის შესახებ რა თქმა უნდა ვატარებთ... )
• წონა - 3.56 კგ
• სიგრძე - 113 სმ
• დატენვის მექანიზმი - გადასატეხი ლულა
• ენერგიის წყარო - შეკუმშული აზოტი
• კალიბრი - 4.5მმ
• ოპტიკის სამაგრი რელსი - Picatinny Style
• ოპტიკა - ცენტრ პოინტი 3-9x32
• სასხლეტის ჩამკეტი - ბერკეტი
• კონდახი - ხე (წიფელი)

თოფი მწარმოებლის საიტზე:
http://www.crosman.com/airguns/rifles/break-barrel/CVW1K77NP
ინსტრუქცია მფლობელებისთვის შეგიძლიათ იხილოთ აქ:
http://www.crosman.com/pdf/manuals/CVDA515...om%20Series.pdf
ხოლო დაშლილ მდგომარეობაში (exploded view) და ნაწილების ნომრები კი აქ:
http://www.crosman.com/pdf/manuals/CVW1K77...0&%20PL.pdf
თოფის შეძენა საქართველოში შესაძლებელია აქ:
http://iaragi.ge/nitrovenom-in-geo.html

ახლა კი გადავიდეთ ჩემი ახალი შენაძენის განხილვაზე...

ყუთი რომელშიც თოფია მოთავსებული ასე გამოიყურება



გავხსნათ ყუთი და ჩავიხედოთ რა ხდება შიგნით...



ყუთში ასევე მოთავსებულია თოფის, ოპტიკის, ლულის გადატეხვისა და Artillery Hold-ის ინსტრუქციები

(მათთვის ვინც არ იცის რა არის artillery hold- მოკლედ გეტყვით, რომ ეს არის ზდპ-ს ხელში დაჭეროს მეთოდი, რა დროსაც თოფი თავისუფლად გიჭირავს ხელში და ყველა გასროლაზე შესაძლებლობა ეძლევა თავისუფლად იმოძრაოს. უფრო ვრცლად კი აქ...)


პოინტის 3-9X32 ოპტიკური სამიზნე. ლინზის გასაწმენდი ნაჭერი ისეთი საშინელებაა რომ მგონი ლინზას რომ მოუსვა დაკაწრავს biggrin.gif გაცილებით რბილი და კარგი ხარისხის მოყვა ჩემი წინა თოფის ფანტომის 4x32 ოპტიკას, რამაც ცოტა არ იყოს გამაკვირვა...
კიდევ ერთხელ (როგორც ფანტომზე) გამიმართლა და ოპტიკის ბადე შემხვდა კვლავ მილდოტი


გავხსნათ ცელოფანი, ამოვაძვრინოთ თოფი და აი ისიც:


კონდახზე მონტეკარლო აქვს ორივე მხარეს, ხე საკმაოდ კარგად არის დამუშავებული, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა... ლულა სადაც მოძრაობს გადატენვის დროს ეგ ადგილები შიგნიდან ისეთი ხაოიანია, მგონი საერთოდ ხელუხლებელია biggrin.gif სასხლეტის დამცავი პლასმასია.
ლულაზე აქვს რეზინის მოდერი (?), რომელიც მოდერის გარდა მგონი ყველაფერია biggrin.gif რამდენად ასრულებს მის ფუნქციას ვერ გეტყვით, არ მომიხსნია, მაგრამ როგორც გარედან ჩანს რეზინის შიგნით მთელ სიგრძეზე ლულა უნდა იყოს მოთავსებული.



ესეც ჩემი ვაჟკაცი თავისივე ოპტიკით


პლიუს მინუსების ჩამოწერისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ, იმიტომ რომ ჯერ მხოლოდ ერთი-ორჯერ გავისროლე, მაგრამ დავწერ პირველ შთაბეჭდილებებს თოფის ხელში დაჭერის შემდეგ: საბოლოო ჯამში, თუ ფასს გავითვალისწინებთ, ნამდვილად ღირს... მშვენიერი შესრულებულია... ფანტომზე მძიმე არის, მაგრამ მისგან განსხვავებით ბალანსი შესანიშნავი აქვს. ვეღარ ვითმენ, მოდი ერთხელ ვისვრი... ჩავირბინე პადვალში, გავამზადე სქელი ფიცარი, ჩავკეტე სასხლეტი, გადავტეხე ლულა, ჩავდე შემორჩენილი მსუბუქი ჯსბ, დავუბრუნე საწყის პოზიციას ლულა, გავწიე ბერკეტი წინ, გამოვკარი სასხლეტს და.....
აი აქ განიცადა ფიასკო ჩემმა ოცნებებმა და იმედებმა თოფის სიჩუმისა და იმის შესახებ, რომ არცერთ ჰაერის ზამბარიან თოფს დეკონსერვაცია არ სჭირდება... ხმა იყო რაღაც გამაყრუებელი... დავხედე ფიცარს და სადაც ტყვია მოხვდა 1 სმ რადიუსში გაშავებული იყო. გადავტეხე ლულა, შევუბერე სული და რა თქმა უნდა კვამლიც გამოვიდა ლულიდან... ნუ ბევრი ამბობს იმას, რომ რამდენიმე გასროლის შემდეგ გაუვლის დიზელი, მაგრამ ასეთ პირობებში არამგონია მანჟეტმა დიდხანს გაძლოს. მოკლედ გარდაუვლად მიმაჩნია დეკონსერვაცია... ფანტომზე უკვე ისე ვიყავი მიჩვეული, აღარ წარმოადგენდა სირთულეს ჩემთვის მარტო მისი დაშლა-აწყობა და იმედია ვენომზეც არ გამიჭირდება...
მოგვიანებით როდესაც დავშლი თოფს, დავწერ დეკონსერვაციის ინსტრუქციას სურათებითურთ. ასევე შევეცდები სხვა საინტერესო რაღაცებიც შემოგთავაზოთ ახლო მომავალში... ჯერ-ჯერობით კი მხოლოდ ამ პატარა მიმოხილვით შემოვიფარგლები, რადგან რამდენიმე დღის წინ პატარა მარიამი შემეძინა და რა თქმა უნდა, მთლიანად დამისაკუთრა ამ პაწაწინა ანგელოზმა... smile.gif wub.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- EnDeL   Crosman nitro venom   Sep 23 2013, 04:19 PM
- - gela   EnDeL პირველ რიგში პა...   Sep 23 2013, 06:28 PM
- - ilo   ინსტრუქციაში უწერ...   Sep 23 2013, 06:54 PM
- - EnDeL   gela უღრმესი მადლობა ...   Sep 23 2013, 07:05 PM
- - dawiti   EnDeL გილოცავ ბავშვის ...   Sep 23 2013, 07:25 PM
- - EnDeL   dawiti ციტატა(daviti @ 23rd Sep...   Sep 23 2013, 07:53 PM
- - gregory   EnDeL გილოცავ პატარა ...   Sep 24 2013, 06:56 AM
- - soso66   პირველ რიგში გილოც...   Sep 24 2013, 03:21 PM
- - gela   მეგობრებო დღეს გა...   Sep 24 2013, 06:26 PM
- - EnDeL   gregory უღრმესი მადლობ...   Sep 24 2013, 07:10 PM
- - gela   EnDeL ციტატა(endel @ 24th Septem...   Sep 24 2013, 08:31 PM
- - foxi   ცხოველ! რა უნდა ვ...   Sep 24 2013, 11:52 PM
- - okela84   20 ან 30 მეტრიანი ჯგუფ...   Sep 25 2013, 09:20 AM
- - gela   okela84 ციტატა(aleqsandre @ 25th...   Sep 25 2013, 09:44 AM
- - Shalva32   Nitro Venom Dusk - ის შეძენა მ...   Sep 25 2013, 03:49 PM
- - gregory   ციტატა(Shalva32 @ 25th September ...   Sep 25 2013, 06:28 PM
- - EnDeL   okela84 მე ჯერ მაგისთვი...   Sep 26 2013, 10:43 PM
- - gela   მოკლედ დღეს მე და ი...   Sep 28 2013, 06:34 PM
- - azzy   სახლში სახაზავი ვე...   Sep 28 2013, 11:24 PM
- - okela84   azzy 56 მმ ვიანგარიშე მ...   Sep 29 2013, 02:32 AM
|- - azzy   ციტატა(okela84 @ Sep 29 2013, 03...   Sep 29 2013, 03:29 PM
- - iorama   azzy შენ გული არ გაიტ...   Sep 29 2013, 07:37 AM
- - EnDeL   ციტატა(iorama @ 29th September 20...   Sep 29 2013, 03:14 PM
- - okela84   azzy როგორც ფორუმელე...   Sep 29 2013, 07:51 PM
|- - azzy   ციტატა(okela84 @ Sep 29 2013, 08...   Sep 30 2013, 01:10 AM
- - gela   EnDeL ციტატა(endel @ 29th Septem...   Oct 1 2013, 10:55 AM
- - ja_ja   gela არ ვიცი რასთან გ...   Oct 1 2013, 02:47 PM
- - gela   ja_ja ციტატა(ja_ja @ 1st October...   Oct 1 2013, 08:16 PM
- - geojorjika   ეჭვი მაქვს ეგ სასხ...   Oct 1 2013, 09:45 PM
- - smekosmeko   რადგან ამ ტემაში დ...   Oct 5 2013, 04:04 PM
- - ja_ja   smekosmeko არ კეთდება ნიტ...   Oct 5 2013, 08:07 PM
- - smekosmeko   ისე სასხლეტი სახარ...   Oct 5 2013, 08:28 PM
- - EnDeL   მე დავშალე ჩემი ვე...   Oct 5 2013, 08:56 PM
- - foxi   smekosmeko გილოცავ თოფს...   Oct 5 2013, 11:50 PM
- - smekosmeko   foxi გაიხარე. აქეთ არ ...   Oct 6 2013, 08:19 AM
- - smekosmeko   დეკონვერსაცია ჩავ...   Oct 6 2013, 08:11 PM
- - gregory   დღესაც მივწრე ქროს...   Oct 6 2013, 08:21 PM
- - giorgi555   ციტატა(endel @ 5th October 2013 ...   Oct 6 2013, 09:28 PM
- - EnDeL   ციტატა(smekosmeko @ 6th October 2...   Oct 6 2013, 09:45 PM
- - gregory   ციტატა(endel @ 6th October 2013 ...   Oct 7 2013, 06:57 AM
- - ja_ja   EnDeL ციტატა(endel @ 6th October...   Oct 7 2013, 08:51 AM
- - EnDeL   ციტატა(ja_ja @ 7th October 2013 ...   Oct 7 2013, 11:15 PM
|- - master   ციტატა(EnDeL @ Oct 8 2013, 12...   Oct 8 2013, 10:11 AM
- - geojorjika   EnDeL მაგენის მეტი რა ...   Oct 7 2013, 11:32 PM
- - EnDeL   geojorjika არ გადამრიო ა...   Oct 7 2013, 11:39 PM
- - ja_ja   EnDeL ციტატა(endel @ 8th October...   Oct 8 2013, 08:31 AM
- - smekosmeko   ნასოსზე ერთი დეტალ...   Oct 8 2013, 09:26 AM
- - EnDeL   ja_ja ციტატა(ja_ja @ 8th Octobe...   Oct 8 2013, 01:43 PM
- - smekosmeko   ისე რო რამე ვენომა...   Oct 8 2013, 01:47 PM
- - TARASICHA   ციტატა(EnDeL @ Sep 23 2013, 05...   Oct 8 2013, 01:50 PM
- - gregory   ციტატა(smekosmeko @ 8th October 2...   Oct 8 2013, 02:53 PM
- - smekosmeko   gregory მეც მაგას ვეკით...   Oct 8 2013, 03:10 PM
- - EnDeL   ციტატა(TARASICHA @ 8th October 20...   Oct 8 2013, 03:16 PM
- - ja_ja   TARASICHA ამხელა პოსტს ნ...   Oct 8 2013, 04:23 PM
- - TARASICHA   კარგი ბატონო   Oct 8 2013, 04:44 PM
- - bachana   და მაგ ნიტრო ვენომ...   Oct 8 2013, 07:59 PM
- - azzy   bachana სასხლეტი აქვს ...   Oct 8 2013, 08:14 PM
- - smekosmeko   მასალა უფრო რბილია...   Oct 8 2013, 08:15 PM
- - EnDeL   ციტატა(bachana @ 8th October 2013...   Oct 8 2013, 09:45 PM
- - gela   მოკლედ დგეს ვისროლ...   Oct 9 2013, 06:35 PM
- - ja_ja   ისე შეიძლება სისულ...   Oct 9 2013, 07:57 PM
- - ikaaa   ტყვიებს რაიმე დეფ...   Oct 9 2013, 07:59 PM
- - EnDeL   gela თავიდან გავიფიქ...   Oct 9 2013, 10:09 PM
- - gela   EnDeL ციტატა(endel @ 9th October...   Oct 9 2013, 10:23 PM
- - EnDeL   ციტატა(gela @ 9th October 2013 ...   Oct 9 2013, 10:37 PM
- - EnDeL   2 დღეა მთელი ვაგზალ...   Oct 11 2013, 01:29 AM
- - EnDeL   .   Oct 11 2013, 01:30 AM
- - smekosmeko   კარგი ტესტია, მარა...   Oct 11 2013, 09:00 AM
- - ja_ja   EnDeL ციტატა(endel @ 11th Octobe...   Oct 11 2013, 09:14 AM
- - EnDeL   ციტატა(ja_ja @ 11th October 2013 ...   Oct 11 2013, 01:25 PM
- - EnDeL   ნიტროს მფლობელები...   Oct 15 2013, 11:30 PM
- - smekosmeko   საღო კარგიო ტესტია...   Oct 16 2013, 10:18 AM
- - EnDeL   smekosmeko გაიხარე. ჰანტე...   Oct 16 2013, 07:28 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th April 2024 - 02:44 PM
Hosted by Pro-Service