Weihrauch HW100 SK, მცირე მიმოხილვა :) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Weihrauch HW100 SK, მცირე მიმოხილვა :) |
Sep 8 2009, 05:28 PM
პოსტი
#1
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
შემოგთავაზებთ ერთ-ერთი უცხოური ფორუმიდან ამ შესანისნავი შაშხანის განხილვას მოკლედ მოვკალათდეთ კარგად ჩვენს სავარძლებში და დავიწყეთ . აბა მემგონი მოვიდა დრო რომ კარგად გავიცნოთ ამ ცნობილი შაშხანის ხარისხი და შესაძლებლობები. ადრე მე შეგნებულად არ ვიყიდე აღნიშნული შასხანა რიგირ მიზეზების გამო : დიდი გაბარიტები , დასატუმბი პორტის არ არსებობა, კონდახის ალტერნეტივის არ არსებობა, მოდერატორისთვის განკუთვნილი რეზბის არ არსებობა, დიდი მასა და სხვა. ყოველთვის როცა ამ შაშხანის ყიდვას ვაპირებდი ხელს მიშლიდა და მაკავებდა ამ მიზეზებიდან ერთ-ერთი რის გამოც ამდენი ხანი არ ვიყიდე ეს აგრეგატი. სხვა მწარმოებლების პროდუქციიდან მიღებული გამოცდილებით შემიძია დავასკვნა რომ ეს შაშხანა მე მთლად 100%-ი თუ არა 90%-ით მაინც მერგება. თუ რატომ 90%-ით ამას ქვევით მოგითხრობთ . Weihrauch HW100 SK მწარმოებელი ქვეყანა : გერმანია კალიბრი: 4,5 მმ ლულის სიგრძე (რეალური) : 410 მმ მთლიანი სიგრძე (პასპორტით) : 975 მმ მთლიანი სიგძე მოდერატორის გარეშე(რეალ): 875 მმ მთლიანი სიგძე მოდერატორით ; (რეალ) 1050 მმ ტყვიის საწყისი სიჩქარე JSB 0.67გ (პასპორტით) : 275მ/წმ ( 25 ჯოული) ტყვის საწყისი სიჩქარე JSB 0.67გ (რეალური) : 275 მ/წმ (25,3 ჯოული) მჭიდი 14 ტყვიიანი ( 2 ცალი კომპლექტში) სრულყოფილი გასროლების რაოდენობა 28 (პასპორტით) სრულყოფილი გასროლების რაოდენობა რეალური 36-37 ( ეს ის რაოდენობაა როცა ქრონოგრაფი ისევ 274- 275 მ/წმ დიაპაზონში აჩვენებს ტყვიის სიჩქარეს და რეზერვუარის მანომეტრის ისარი ისევ მწვანე შკალაზე დგას ) მასა : 3,2 კგ ( პასპორტით) მანომეტრი: არის მაქსიმალური სამუშაო წნევა : 200 ატმოსფერო დასატუმბი პორტი : არის მოდერატორი: არის მწარმოებლის საიტი : მე ტყულად არ დამიწერია დაწყრილებით ამ კარაბინის მონაცემები (როგორც მწარმოებლის მიერ მითითებული ასევე რეალური) , საქმე იმაშია რომ ჩემი კარაბინის ( და ვფიქრობ არამარტო ჩემი) გაბარიტები არანაირად არ ჯდება მწარმოებლის საიტზე მითითებულ გაბარიტებში , მე წესით უნდა მქონდეს 16 ჯოულიანი ვარიანტი რომლის ლულაც 310მმ-ია მაგრამ როგორც ვხედავთ ჩემს კარაბის აქვს ”FAC ”ვერსიის გაბარიტები თუმცა ენერგია და შესაბამისად ტყვიის საწყისი ისჩქარე არის 16 ჯოულიანის უნდა ავღნიშნო რომ ამ ”კარაბინის” სიგძე არცთუისე პატარაა რადგან თუ შევადარებთ მას АА410-თან ვნახავთ რომ არცთუისე ჩამორჩება ”კარაბინი” მეორე მწარმოებლის შაშხანას გაბარიტებში , შედარებისთვის აი ფოტოებიც , АА410-თან და BSA-ის კარაბინთან შედარება. ამ სურათის მიხედვით HW100 SK შეიძება შაშხანად ჩავთვალოთ BSA-ის კარაბინთან შედარებით . რატომ ავირჩიე S ვერსია და არა T ? უბრალოდ მე ბევრ ვკითხულობდი ფორუმებზე და დავასკვენი რომ კონდახის T ვერსია მოსახერხებელია უფრო საყრდენიდან სროლისას ,მაგრამ ტყეში ხეტიალისთვის და ნადირობისათვის S ვერსია შკარად ჯაბნის პისტოლეტურ კონდახს. რაშიც კიდევ ერთხელ დამარწმუნა საკუთარმა გასვლებმა ბუნებაში , ამ ვერსიის კონდახის არჩევანში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მეუღლესაც , მე შეძენამდე რამდენიმე დღით ადრე ვანახე მას ამ ორი ვერსიის სურათი და იგი არც დაფიქრებულა ისე აირჩია S ვერსია , რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას რომ არჩევანში დამეხმარა. შიდა დამუშავების ხარისხი ძალიან მაღალია , ვტენით მჭიდა, თვითინ მჭიდი არის ალუმინის შენადნობისაგანმართალია ხარისხი ძალიან მაღალი არ არის კონკრეტულად ამ დეტალის , აგერ-ეგერ ეტყობა ფრეზის კვალი , თუმცა ეს უმნიშვნელო ნაჩხაპნები არანაირ გავლენას არ ახდენს მექნიზმის იდეალურად და შეუცდომლად მუშაობაზე მთლიანობაში. ვტენით კარაბინს, ამისათვის საჭიროა ზატვორი მოვწიოთ უკან ბოლომდე და აი ამ დროს ხდება ბარაბნის ( მჭიდის) შემობრუნება იმისათვის რომ ტყვია გაუმზადოს მიმწოდებელ რათან მოხდეს მისი ლულაში მიწოდება შემდეგ ჩვენსკენ (უკან) ვწევთ მჭიდის ფისქსორტს და ვიღებთ მჭიდს ამ ფოტოზე ფიქსატორი უკან დავაბრუნე რომ მეჩვენებინა მჭიდის მამოძრავებელი ღერძი სავსე მჭიდს ვაბრუნებთ უკან , თუთქმის არ არსებვობს რისკი იმისა რომ მოვახდინოთ ფუჭი გასროლა, რადგან თუ გავითვალისწინებთ ბარაბნის და ლულის კოლოფიშ კონსტრუქციას ეს შეუძლებელია, რადგან როგორც კი გამოჩნდება ტყვიისთვის განკუთვნილი ცარიელი კამერა ბარაბანში ესეიგი დარჩა 3 გასროლა . ესეიგი დავაბრუნეთ ბარაბანი ადგილზე , დავაფიქსირეთ ფიქსატორით (უბრალოდ წინ წავწიეთ გიგი) და დავკეტეთ ზატვორი, ამ მომენტში ხდება საბრძოლო დამრტყმელი ზამბარის მოჭიმვა და ტყვიის მიწოდება ლულის კამერაში , ანუ ბარაბნის მოტრიალება და საბრძოლო ზამბარის მოჭიმვა განცალკევებული მოქმედებებია ეს ცოტა უნცაურია ბარაბნიან სისტემებში მაგრამ კარგია ამ შემთხვევაში ვაირაუხი აშკარად ჯობნის AirArms -ს
| |
> |
|
|
Sep 8 2009, 05:29 PM
პოსტი
#2
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
კარგი კონსტრუქციაა არა? მოიცადეტ ჯერ არ დამიმთავრებია , ვაირაუხს აქვს ერთი საუკეთესო თვისება იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაგავიწყდათ რომ დატენილი შაშხანა გიჭირავთ ხელში და ისევ მოინდომეთ დატენას ან შემთხვევბით მეორედ (მესამედ, მეათედ არა აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ) გადმოწევთ ზატვორს უკან ამ დროს ბარაბანი არ დატრიალდება და არ მიეწოდება მეორე (მესამე, მეათე) ტყვია ლულაში და შესაბამისად გამორიცხულია ორი და მეტი ტყვიის შემთხვევითი გასროლა რასაც შეიძება საკმაოდ მძიმე შედებები მოყვეს , მაგ: საუნდ მოერატორის დაზიანება რა შემდეგ საკმაოდ დიდი ხნის, ნერვების და ფინანსების ფასი დაგიკდებათ რომ აღადგინოთ იგი . დავტენოთ კარაბინი და დავაკვირდეთ დამცველს , მისი ჩართვა შესაძებელია მხოლოდ მაშინ როცა იარაღი დატენილია ან უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით ესე : როცა საბრძოლო ზამბარა მოჭიმულია და მზად არის იარაღი სასროლად. ეს იმას ნიშნავს რომ თუ თქვენ ტყვია არ მიგიწოდებით ლულაში მის დამცველზე დაყენებას ვერ შეძლებთ მშვენიერი გადაწყვეტილებაა იმისათვის რომ სროლის წინ უცებ მივხდეთ რა მდგომარეობაშია კარაბინი ( არის თუ არა დატენილი და სასროლად მზად ) აუცილებელია აღინიშნოს რომ ორივეს ვაირაუხსაც და AirArms -საც დამამკვრივებელი რეზინი აქვს ლულის კამერაში ჩამონტაჟებული როგორც ძვირიან მოდელებს და არა მიმწოდებელზე როგორც ეს აქვს ბიუჯეტურ მოდელებს. ამის გამო იგი ადვილად გადაიტანს 5000-6000 გასროლას ყიველგვარი დამამკვრივებელი რეზინის რგოლის შეცვლის გარეშე. დასატუმბი პორტი და მანომეტრი ნუ რა შეიძება ითქვას ამაზე? არც არაფერი განსაკუთრებული უბრალოდ არის და თავის საქმეს აკეთებს ძალიან კარგად , ჰო მანომეტრი შკალა მშვენიერი კითხვადია , ჰო ერთად-ერთი მანომეტრია რომლის შკალაც ზუსტად ემთხევა Hill-ის ნასოლის შკალას . ლულის ფასკა არაფერს განსაკუთრებულს არ წარმოადგენს , უბრალოდ ხარისხიანია და მომხმარებლის ჩარევას არ საჭიროებს აი საუნდ მოდერატორზე კი ღირს ყურადღების შეჩევერა და უფრო დაწვრილებით დათვალიერება , მას არ აქვს <F> წარწერა ანუ იგი არ არის შესუსტებული ვერსიებისთვის განკუთვნილი და შესუსტებული ვერსიების საუნდ მოდერატორებისგან განსხვავდება სიგრძით , ის უფრო მოკლეა! დიახ უფრო მოკლეა , მართალია სულ 5 მმ-ით არის მოკლე მაგრამ გაუგებარია რატომ?! ნუშეიძება უბრალოდ შემთვხევითობაა და მეტი არაფერი . ნუ რაც შეეხება საუნდმოდერატორის მუშაობას, ნუ ეს არის ყვეალზე ჩუმი შაშხანა რომელიც მე მქონია ოდესმე , იგი გაცილებით უფრო ჩუმია ვიდრე АА კიზეზი კი ალბათ იმალება რედუქტორში, რომელიც კარაბინშია ჩამონტაჟებულია და ერთი გასროლისთვის საჭირო ჰაერის რაოდენობას პორციებად ყოფს განსხვავებით პირდაპირსადენიანებისაგან. აი ეს დადასტურდა მაშინ როცა მოვხსენი მაყუჩი და იმისათვის რომ გამებო როგორ ”ბრახუნებდა” კარაბინი მოდერატორის გარეშე , მიდა გითრათ რომ საკმაოდ არასასიამოვნო ხმა ქონდა თუმცა არა ისეთი როგორც АА-ს ან ВСА-ის ამათი სროლისას მოდერატორის გარეშე ყურები მტკივდება . საერთოდ რედუქტორი ერთ ერთი აუცილებლეი ფაქტორია ”ჩუმი” სროლისთვის. სასხლეტი- ნუ განსაკუთრებული არაფერი უბრალოდ საუკეთესოა , არ საჭიროებს არანაირ დამატებით რეგულირებას ( ნუ ჩემთვის ყოველშემთვევაში) მუხედავად იმისა რომ ამის საშუალება არის . თვითონ სასხლეტი არის პლასტიკის , ნუ მართალია ეს საუკეთესო არჩევანი არ არის მაგრამ როგორც ერთი საკმაოდ ცნობილი მწარმოებლიდან ვიცი : ეს უბრალოდ მოსახერხებელია, ხარისხიანი და გამძლეა მომხმარებლისთვის და იაფი და ეკონომიკურად მომგებიანი მწარმოებლისთვის.
| |
> |
|
|
Sep 8 2009, 05:29 PM
პოსტი
#3
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
სახლში ოპტიკური სამიზნეები ოხრად მიყრია , მაგრმ აი საშუალო რინგები დიუმიანი დიამეტრით არ აღმომაჩნდა თვისუფალი , მაგრამ სროლა ხომ გინდა კაცს , ამიტომ ბუშნელ 3.5-10х40-მა ტავის რინგებიტ გადმოინაცვლა АА-დან ამ კარაბინზე . საინტერესო კი ის არის რომ მოვხსენი მხოლოდ ჭანჭიკები რომლიტაც რინგები მაგრდება მერცხლის კუდზე ხოლო ოპტიკურ სამიზნეებზე დასამაგრებელი ჭანჭიკებისთვის არ მიხლია ხელი და ეს ყველაფერი თუ მიდიოდა კარგად АА-ზე ასევე იდეალურად დაჯდა ვაირაუხზეც , რაზე მეტყველებს ეს? იმაზე რომ ”ყველაფერი უკვე ჩვენამდე მოიფიქრეს” და ნორმალური მწარმოებლები სარგებლობენ ამით, ანუ სწორი გათვლები და ერგონოიული გაბარიტები სხვა და სხვა ნორმალური მწარმოებლების ერთმანეთს ემთხვევა ნუ მოვიდა სროლის დროც , მე მხოლოდ 22 მეტრიანი დისტანციაზე სროლის საშუალება მქონდა და გამოყიყენე სტანდარტული გამოს სამიზნეები , ცოტა ხანი სროლის შემდეგ მივხვდი რომ რამდენიმე სამიზნეც საკმარისია იმისათვის რომ წარმოდგენა შეგექმნნას ამ კარაბინზე, თითოეულ სამიზნეზეა ნასროლი ორ- ორი მჭიდი ანუ თითოში 28 – 28 ტყვია , მდააა… უინტერესოა შემდეგ ვნახე ალუმინის ქვაბი და დავიეყე მაგაზე სროლა , კედლების სისქე 1,1 – 1,2 მმ , ნუ ესეც მალე მომბეზრდა , სადაც დაუმიზნებ იქ ხვდება , მართლაც მოსაბეზრებელია უნდა გავიგო როგორ მუშაობს ცოტა შორ დისტანციებზე ვესროლე დაახლოვებით 35 მეტრზე ფოთლებს ….. მომეწონა გავემზადე და წავედი ტყეში მეუღლესთან და შვილთან ერთად , დავდეთ ბოთლები 35 მეტრზე , ვესროლე …… კვლავ უინტერესოა , ცოტა ხანი ხეტიალის შემდეგ მივხვდი რომ ვაირაუხი საკმაოდ მძიმეა თუმცა ბალანსი კარგია . შემდეგ ვეცადე მესროლა 70 მეტრზე ლუდის ბოთლისთვის , ვისროლე …… კვლავ უინტერესოა , შემდეგ ვნახე შმაპანური ბოთლი და ვესროლე პირველად 52 მეტრიდან … გავიგონე მოხვედრის თუმცა ბოთლი ისევ დგას ….წავედი და გავავირე სურათი , ტყვია თუთქოს შეედუღა ბოთლს , დავბრუნდი გავისროლე მეორედ და ნახევარი ბოთლი ჩამოიფშვნა . ნუ დასკვნის მაგიერ : რა შეიძება ვთქვათ Weihrauch HW100 SK-ზე , ხარისხიანი კარაბინია , არ საჭიროებს ჩარევას და დამუშავებას , ვფიქრობ დიდხან გამიჩერდება ხელში, სიზუსტე შეუდარებელია, იმაზე მეტია ვიდრე მე სროლა შემიძლია . გასროლების რაოდენობა საკმარისია , ისვრი , ისვრი, ისვრი და კიდევ ისვრი ტყვიები კი არ თავდება 14-ანი მჭიდი შესანიშნავია , ნუ საერთოდ კონკრეტული მინუსი ვერ ვნახე , მაგრამ შეიძება მინუსად ჩაითვალოს ის რომ არის საკმაოდ მძიმე და კარაბისნისთვის შეუფერებელი გაბარიტები აქვს დიდი მადლობა რომ ამდენი წაიკითხეთ და არ მაგინეთ პირველწყარო :
| |
> |
|
|
Sep 8 2009, 08:31 PM
პოსტი
#4
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Members პოსტები: 3,232 რეგისტრ.: 1-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi, jaja-ს მეზობელი :D წევრი №: 33 |
მმმაგარია!! თუ ესეთი ფიშტო გაქვს სპორტულ შეჯიბრშიც კაი შედეგებს მიაღწევ და ნადირობითაც ხოშიანად ინადირებ, (მთავარი არ დაიღალო )
| |
> |
|
|
Sep 8 2009, 09:59 PM
პოსტი
#5
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
უყიდეთ ამ კაქვს ერთი ცალი HW 100 ან AA410 ვერ მოისვენებს ისე geojorjika სტატია ჩაგეთვალა, გისურვებ მალე საკუთარ ემოციებზე და გამოცდილებაზე დაყრდნობილი სტატია დაგედოს
| |
> |
|
|
Sep 8 2009, 10:12 PM
პოსტი
#6
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
ja_ja გაიხარე დიდი მადლობა . 5.5 -ი რომ დაუშან გეფიცები თუ ხვალვე არ ვიყიდო
| |
> |
|
|
Sep 8 2009, 10:12 PM
პოსტი
#7
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
ja_ja გაიხარე დიდი მადლობა . 5.5 -ი რომ დაუშან გეფიცები თუ ხვალვე არ ვიყიდო
| |
> |
|
|
Sep 8 2009, 10:53 PM
პოსტი
#8
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი |
რა ჯდება ნეტა მაგი სიამოვნება,(თავის ჩამოტანიანად)...
| |
> |
|
|
Sep 8 2009, 10:58 PM
პოსტი
#9
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი |
პახოდუ youtube-ზე ვუყურე ეხლა 200 მეტრაზე ხსნიდა ტიპი კოსერვის ქილებს....მაგარი გიჟი რაღაცაა ტო...ლამის სახლში რამეს მოვკიდო ხელი და ჩავაზალოგო :D მინდაააააააააააააააა.
| |
> |
|
|
Sep 8 2009, 11:57 PM
პოსტი
#10
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Members პოსტები: 3,232 რეგისტრ.: 1-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi, jaja-ს მეზობელი :D წევრი №: 33 |
ციტატა(cz80 @ Sep 9 2009, 12:58 AM) ლამის სახლში რამეს მოვკიდო ხელი და ჩავაზალოგო :D მინდაააააააააააააააა. :lol:
| |
> |
|
|
Sep 9 2009, 07:45 AM
პოსტი
#11
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
cz80 მაგი სიამობნება ოპტიკის გარეშე და ყველაფრის გარეშე აქ ჩამოტანიანად მხოლოდ ფიშტო დაჯდება დაახლოვებით 1200 ევრომდე თუ განბაჟება მოუწია და თუ გადარჩა განბაჟებას (არ ვიცი როგორ მარა მაინც იმედი არის ) მაშინ 950 ევრო დაჯდება სადღაც
| |
> |
|
|
Sep 9 2009, 09:08 AM
პოსტი
#12
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
cz80 ციტატა(cz80 @ 8th September 2009 - 11:58 PM) პახოდუ youtube-ზე ვუყურე ეხლა 200 მეტრაზე ხსნიდა ტიპი კოსერვის ქილებს....მაგარი გიჟი რაღაცაა ტო... ეგ გიჟობა სავარაუდოდ მხოლოდ 5.5 კალიბრზეა . 200 მეტრიან დისტანციაზე 4.5-ი პრაქტიკულად ვერ მივა. ერთერთი გასვლისას 210 მეტრიან დისტანციაზე ვისტორით, სამწუხაროდ ყველა ტყვია სადღაც 160-180 მეტრზე ერჭობოდნენ მიწაში.
| |
> |
|
|
Sep 9 2009, 09:35 AM
პოსტი
#13
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
ja_ja არა ჯაჯ 4.5- კალიბრია მეც მაქვს ეგ ვიდეო ნანახი
| |
> |
|
|
Sep 9 2009, 12:38 PM
პოსტი
#14
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(ja_ja @ 9th September 2009 - 10:08 AM) ეგ გიჟობა სავარაუდოდ მხოლოდ 5.5 კალიბრზეა რავი ჯაჯ აგერაა ლინკი და აქ .177 უწერია და..შეიძლება გვაბოლებს
| |
> |
|
|
Jan 29 2010, 05:31 PM
პოსტი
#15
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი |
კაცოო, ეს გამაგებინეთ რანაირად ახერხებს ეს ქალი 200 მეტრაზე მიზანში სროლას,თან ეგეტი შეზღუდული ენერგიის პირობებში
| |
> |
|
|
Jan 29 2010, 05:39 PM
პოსტი
#16
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
cz80 მიანმიოტნი ტრაექტორია ჩემო კარგო
| |
> |
|
|
Jan 29 2010, 06:15 PM
პოსტი
#17
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(giorgi @ 29th January 2010 - 06:39 PM) მიანმიოტნი ტრაექტორია ჩემო კარგო ეგ ხო მაგრამ..მეც ვცადე ტო და მიღწევით კი აღწევდა მაგ დისტანციაზე,მაგრამ მიზანში მოხვედრაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი,იმხელაზე ფანტავდა..
| |
> |
|
|
Jan 29 2010, 07:12 PM
პოსტი
#18
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
cz80 ნუ ვიდეოს ბოლოში ნაჩვენები აქვს უკანა რინგზე ოპტიკას გუშინ საღამოს 4 მილიმეტრიანი ჩანართი დავუმატე ქვემოდანო, იდეაში მიიღო შედმეგი პონტი: სადაც წითელი ხაზი არის ოპტიკის მიერ დანახული სწორი ხაზი და ლურჯი არის ტყვიის ტრაექტორია. უხეშად ნახაზზე თოფი და ოპტიკაც დავდე, რა თქმა უნდა მაგხელა დისბალანსი არაა მაგრამ არის რა. ციტატა(cz80 @ 29th January 2010 - 07:15 PM) ეგ ხო მაგრამ..მეც ვცადე ტო და მიღწევით კი აღწევდა მაგ დისტანციაზე,მაგრამ მიზანში მოხვედრაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი,იმხელაზე ფანტავდა.. გაფანტვა საყრდენისა და პოზიციის ბრალია, ხოლო დამიზნებას რომ ვერ ახერხებდი ეგ მარტივია, შენ მაქსიმუმ ოპტიკის ბარაბანი მაქსიმუმამდე აწიე და ბოლო მილი აიღე, იმის იქეთ ვერ აიღებდი აღარაფერი ჩანს შენს ოპტიკაში, ამ ქამლა 4 მილიემტრიანი ვსტავკა რომ დაამატა შენს მიერ გასწორებულ ოპტიკაზე ძირა მილი კი არა სუულ ზემოთა მილი დაინახა, მერე კიდევ ჩამოწია რომ ძირა მილზე დაესვა და ორმაგი ბარაბნის სვლა ანუ სიგრძე მიიღო. დანარჩენი ახლა თუ წყნარი ამინდია როგორც მაგ მინდორში, დამიჯერე უპრობლემოდ შესძლებ შენს იგივეს გაკეტებას. პროსტა ჩვენთან მაგხელა მინდორზე ნიავი არ იძროდეს იშვიათია
| |
> |
|
|
Jan 29 2010, 10:28 PM
პოსტი
#19
|
||
ზეზუსტი მსროლელი ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 |
საინტერესოა სად მთავრდება აირგანელის ოცნების ზღვარი??? რამდენის გადახდა შეიძლება თოფში რომ ჩვენი გულები სამუდამოდ მოიგოს???
| |
> |
|
|
Jan 29 2010, 10:28 PM
პოსტი
#20
|
||
ზეზუსტი მსროლელი ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 |
ალბათ ამას საფასური არააქვს.
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:32 AM |
Hosted by Pro-Service |