დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Weihrauch HW100 SK
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2
geojorjika
შემოგთავაზებთ ერთ-ერთი უცხოური ფორუმიდან ამ შესანისნავი შაშხანის განხილვას მოკლედ მოვკალათდეთ კარგად ჩვენს სავარძლებში და დავიწყეთ smile.gif . აბა მემგონი მოვიდა დრო რომ კარგად გავიცნოთ ამ ცნობილი შაშხანის ხარისხი და შესაძლებლობები. ადრე მე შეგნებულად არ ვიყიდე აღნიშნული შასხანა რიგირ მიზეზების გამო : დიდი გაბარიტები , დასატუმბი პორტის არ არსებობა, კონდახის ალტერნეტივის არ არსებობა, მოდერატორისთვის განკუთვნილი რეზბის არ არსებობა, დიდი მასა და სხვა. ყოველთვის როცა ამ შაშხანის ყიდვას ვაპირებდი ხელს მიშლიდა და მაკავებდა ამ მიზეზებიდან ერთ-ერთი რის გამოც ამდენი ხანი არ ვიყიდე ეს აგრეგატი. სხვა მწარმოებლების პროდუქციიდან მიღებული გამოცდილებით შემიძია დავასკვნა რომ ეს შაშხანა მე მთლად 100%-ი თუ არა 90%-ით მაინც მერგება. თუ რატომ 90%-ით ამას ქვევით მოგითხრობთ smile.gif .

Weihrauch HW100 SK
მწარმოებელი ქვეყანა : გერმანია
კალიბრი: 4,5 მმ
ლულის სიგრძე (რეალური) : 410 მმ
მთლიანი სიგრძე (პასპორტით) : 975 მმ
მთლიანი სიგძე მოდერატორის გარეშე(რეალ): 875 მმ
მთლიანი სიგძე მოდერატორით ; (რეალ) 1050 მმ
ტყვიის საწყისი სიჩქარე JSB 0.67გ (პასპორტით) : 275მ/წმ ( 25 ჯოული)
ტყვის საწყისი სიჩქარე JSB 0.67გ (რეალური) : 275 მ/წმ (25,3 ჯოული)
მჭიდი 14 ტყვიიანი ( 2 ცალი კომპლექტში)
სრულყოფილი გასროლების რაოდენობა 28 (პასპორტით)
სრულყოფილი გასროლების რაოდენობა რეალური 36-37 ( ეს ის რაოდენობაა როცა ქრონოგრაფი ისევ 274- 275 მ/წმ დიაპაზონში აჩვენებს ტყვიის სიჩქარეს და რეზერვუარის მანომეტრის ისარი ისევ მწვანე შკალაზე დგას smile.gif )
მასა : 3,2 კგ ( პასპორტით)
მანომეტრი: არის
მაქსიმალური სამუშაო წნევა : 200 ატმოსფერო
დასატუმბი პორტი : არის
მოდერატორი: არის

მწარმოებლის საიტი : http://www.weihrauch-sport.de





მე ტყულად არ დამიწერია დაწყრილებით ამ კარაბინის მონაცემები (როგორც მწარმოებლის მიერ მითითებული ასევე რეალური) , საქმე იმაშია რომ ჩემი კარაბინის ( და ვფიქრობ არამარტო ჩემი) გაბარიტები არანაირად არ ჯდება მწარმოებლის საიტზე მითითებულ გაბარიტებში , მე წესით უნდა მქონდეს 16 ჯოულიანი ვარიანტი რომლის ლულაც 310მმ-ია მაგრამ როგორც ვხედავთ ჩემს კარაბის აქვს ”FAC ”ვერსიის გაბარიტები თუმცა ენერგია და შესაბამისად ტყვიის საწყისი ისჩქარე არის 16 ჯოულიანის smile.gif
უნდა ავღნიშნო რომ ამ ”კარაბინის” სიგძე არცთუისე პატარაა რადგან თუ შევადარებთ მას АА410-თან ვნახავთ რომ არცთუისე ჩამორჩება ”კარაბინი” მეორე მწარმოებლის შაშხანას გაბარიტებში , შედარებისთვის აი ფოტოებიც , АА410-თან და BSA-ის კარაბინთან შედარება. ამ სურათის მიხედვით HW100 SK შეიძება შაშხანად ჩავთვალოთ BSA-ის კარაბინთან შედარებით smile.gif .





რატომ ავირჩიე S ვერსია და არა T ? უბრალოდ მე ბევრ ვკითხულობდი ფორუმებზე და დავასკვენი რომ კონდახის T ვერსია მოსახერხებელია უფრო საყრდენიდან სროლისას ,მაგრამ ტყეში ხეტიალისთვის და ნადირობისათვის S ვერსია შკარად ჯაბნის პისტოლეტურ კონდახს. რაშიც კიდევ ერთხელ დამარწმუნა საკუთარმა გასვლებმა ბუნებაში , ამ ვერსიის კონდახის არჩევანში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მეუღლესაც , მე შეძენამდე რამდენიმე დღით ადრე ვანახე მას ამ ორი ვერსიის სურათი და იგი არც დაფიქრებულა ისე აირჩია S ვერსია , რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას რომ არჩევანში დამეხმარა.





შიდა დამუშავების ხარისხი ძალიან მაღალია , ვტენით მჭიდა, თვითინ მჭიდი არის ალუმინის შენადნობისაგანმართალია ხარისხი ძალიან მაღალი არ არის კონკრეტულად ამ დეტალის , აგერ-ეგერ ეტყობა ფრეზის კვალი , თუმცა ეს უმნიშვნელო ნაჩხაპნები არანაირ გავლენას არ ახდენს მექნიზმის იდეალურად და შეუცდომლად მუშაობაზე მთლიანობაში.







ვტენით კარაბინს, ამისათვის საჭიროა ზატვორი მოვწიოთ უკან ბოლომდე და აი ამ დროს ხდება ბარაბნის ( მჭიდის) შემობრუნება იმისათვის რომ ტყვია გაუმზადოს მიმწოდებელ რათან მოხდეს მისი ლულაში მიწოდება smile.gif



შემდეგ ჩვენსკენ (უკან) ვწევთ მჭიდის ფისქსორტს და ვიღებთ მჭიდს smile.gif



ამ ფოტოზე ფიქსატორი უკან დავაბრუნე რომ მეჩვენებინა მჭიდის მამოძრავებელი ღერძი



სავსე მჭიდს ვაბრუნებთ უკან , თუთქმის არ არსებვობს რისკი იმისა რომ მოვახდინოთ ფუჭი გასროლა, რადგან თუ გავითვალისწინებთ ბარაბნის და ლულის კოლოფიშ კონსტრუქციას ეს შეუძლებელია, რადგან როგორც კი გამოჩნდება ტყვიისთვის განკუთვნილი ცარიელი კამერა ბარაბანში ესეიგი დარჩა 3 გასროლა smile.gif. ესეიგი დავაბრუნეთ ბარაბანი ადგილზე , დავაფიქსირეთ ფიქსატორით (უბრალოდ წინ წავწიეთ გიგი) და დავკეტეთ ზატვორი, ამ მომენტში ხდება საბრძოლო დამრტყმელი ზამბარის მოჭიმვა და ტყვიის მიწოდება ლულის კამერაში , ანუ ბარაბნის მოტრიალება და საბრძოლო ზამბარის მოჭიმვა განცალკევებული მოქმედებებია ეს ცოტა უნცაურია ბარაბნიან სისტემებში მაგრამ კარგია smile.gif ამ შემთხვევაში ვაირაუხი აშკარად ჯობნის AirArms -ს smile.gif





geojorjika
კარგი კონსტრუქციაა არა? smile.gif მოიცადეტ ჯერ არ დამიმთავრებია , ვაირაუხს აქვს ერთი საუკეთესო თვისება იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაგავიწყდათ რომ დატენილი შაშხანა გიჭირავთ ხელში და ისევ მოინდომეთ დატენას ან შემთხვევბით მეორედ (მესამედ, მეათედ არა აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ) გადმოწევთ ზატვორს უკან ამ დროს ბარაბანი არ დატრიალდება და არ მიეწოდება მეორე (მესამე, მეათე) ტყვია ლულაში და შესაბამისად გამორიცხულია ორი და მეტი ტყვიის შემთხვევითი გასროლა რასაც შეიძება საკმაოდ მძიმე შედებები მოყვეს , მაგ: საუნდ მოერატორის დაზიანება რა შემდეგ საკმაოდ დიდი ხნის, ნერვების და ფინანსების ფასი დაგიკდებათ რომ აღადგინოთ იგი smile.gif . დავტენოთ კარაბინი და დავაკვირდეთ დამცველს , მისი ჩართვა შესაძებელია მხოლოდ მაშინ როცა იარაღი დატენილია ან უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით ესე : როცა საბრძოლო ზამბარა მოჭიმულია და მზად არის იარაღი სასროლად. ეს იმას ნიშნავს რომ თუ თქვენ ტყვია არ მიგიწოდებით ლულაში მის დამცველზე დაყენებას ვერ შეძლებთ smile.gif მშვენიერი გადაწყვეტილებაა იმისათვის რომ სროლის წინ უცებ მივხდეთ რა მდგომარეობაშია კარაბინი ( არის თუ არა დატენილი და სასროლად მზად smile.gif )





აუცილებელია აღინიშნოს რომ ორივეს ვაირაუხსაც და AirArms -საც დამამკვრივებელი რეზინი აქვს ლულის კამერაში ჩამონტაჟებული როგორც ძვირიან მოდელებს და არა მიმწოდებელზე როგორც ეს აქვს ბიუჯეტურ მოდელებს. ამის გამო იგი ადვილად გადაიტანს 5000-6000 გასროლას ყიველგვარი დამამკვრივებელი რეზინის რგოლის შეცვლის გარეშე.



დასატუმბი პორტი და მანომეტრი ნუ რა შეიძება ითქვას ამაზე? არც არაფერი განსაკუთრებული უბრალოდ არის და თავის საქმეს აკეთებს ძალიან კარგად , ჰო მანომეტრი შკალა მშვენიერი კითხვადია , ჰო ერთად-ერთი მანომეტრია რომლის შკალაც ზუსტად ემთხევა Hill-ის ნასოლის შკალას .





ლულის ფასკა არაფერს განსაკუთრებულს არ წარმოადგენს , უბრალოდ ხარისხიანია და მომხმარებლის ჩარევას არ საჭიროებს





აი საუნდ მოდერატორზე კი ღირს ყურადღების შეჩევერა და უფრო დაწვრილებით დათვალიერება , მას არ აქვს <F> წარწერა
ანუ იგი არ არის შესუსტებული ვერსიებისთვის განკუთვნილი და შესუსტებული ვერსიების საუნდ მოდერატორებისგან განსხვავდება სიგრძით , ის უფრო მოკლეა! დიახ უფრო მოკლეა , მართალია სულ 5 მმ-ით არის მოკლე მაგრამ გაუგებარია რატომ?! ნუშეიძება უბრალოდ შემთვხევითობაა და მეტი არაფერი smile.gif .
ნუ რაც შეეხება საუნდმოდერატორის მუშაობას, ნუ ეს არის ყვეალზე ჩუმი შაშხანა რომელიც მე მქონია ოდესმე , იგი გაცილებით უფრო ჩუმია ვიდრე АА კიზეზი კი ალბათ იმალება რედუქტორში, რომელიც კარაბინშია ჩამონტაჟებულია და ერთი გასროლისთვის საჭირო ჰაერის რაოდენობას პორციებად ყოფს განსხვავებით პირდაპირსადენიანებისაგან. აი ეს დადასტურდა მაშინ როცა მოვხსენი მაყუჩი და იმისათვის რომ გამებო როგორ ”ბრახუნებდა” კარაბინი მოდერატორის გარეშე smile.gif , მიდა გითრათ რომ საკმაოდ არასასიამოვნო ხმა ქონდა smile.gif თუმცა არა ისეთი როგორც АА-ს ან ВСА-ის ამათი სროლისას მოდერატორის გარეშე ყურები მტკივდება smile.gif . საერთოდ რედუქტორი ერთ ერთი აუცილებლეი ფაქტორია ”ჩუმი” სროლისთვის.





სასხლეტი- ნუ განსაკუთრებული არაფერი უბრალოდ საუკეთესოა smile.gif , არ საჭიროებს არანაირ დამატებით რეგულირებას ( ნუ ჩემთვის ყოველშემთვევაში) მუხედავად იმისა რომ ამის საშუალება არის smile.gif . თვითონ სასხლეტი არის პლასტიკის , ნუ მართალია ეს საუკეთესო არჩევანი არ არის მაგრამ როგორც ერთი საკმაოდ ცნობილი მწარმოებლიდან ვიცი : ეს უბრალოდ მოსახერხებელია, ხარისხიანი და გამძლეა მომხმარებლისთვის და იაფი და ეკონომიკურად მომგებიანი მწარმოებლისთვის.



geojorjika
სახლში ოპტიკური სამიზნეები ოხრად მიყრია , მაგრმ აი საშუალო რინგები დიუმიანი დიამეტრით არ აღმომაჩნდა თვისუფალი smile.gif , მაგრამ სროლა ხომ გინდა კაცს , ამიტომ ბუშნელ 3.5-10х40-მა ტავის რინგებიტ გადმოინაცვლა АА-დან ამ კარაბინზე smile.gif . საინტერესო კი ის არის რომ მოვხსენი მხოლოდ ჭანჭიკები რომლიტაც რინგები მაგრდება მერცხლის კუდზე ხოლო ოპტიკურ სამიზნეებზე დასამაგრებელი ჭანჭიკებისთვის არ მიხლია ხელი და ეს ყველაფერი თუ მიდიოდა კარგად АА-ზე ასევე იდეალურად დაჯდა ვაირაუხზეც , რაზე მეტყველებს ეს? smile.gif იმაზე რომ ”ყველაფერი უკვე ჩვენამდე მოიფიქრეს” smile.gif და ნორმალური მწარმოებლები სარგებლობენ ამით, ანუ სწორი გათვლები და ერგონოიული გაბარიტები სხვა და სხვა ნორმალური მწარმოებლების ერთმანეთს ემთხვევა smile.gif



ნუ მოვიდა სროლის დროც , მე მხოლოდ 22 მეტრიანი დისტანციაზე სროლის საშუალება მქონდა და გამოყიყენე სტანდარტული გამოს სამიზნეები , ცოტა ხანი სროლის შემდეგ მივხვდი რომ რამდენიმე სამიზნეც საკმარისია იმისათვის რომ წარმოდგენა შეგექმნნას ამ კარაბინზე, თითოეულ სამიზნეზეა ნასროლი ორ- ორი მჭიდი ანუ თითოში 28 – 28 ტყვია smile.gif , მდააა… უინტერესოა smile.gif





შემდეგ ვნახე ალუმინის ქვაბი და დავიეყე მაგაზე სროლა , კედლების სისქე 1,1 – 1,2 მმ , ნუ ესეც მალე მომბეზრდა , სადაც დაუმიზნებ იქ ხვდება , მართლაც მოსაბეზრებელია smile.gif უნდა გავიგო როგორ მუშაობს ცოტა შორ დისტანციებზე ვესროლე დაახლოვებით 35 მეტრზე ფოთლებს ….. მომეწონა smile.gif







გავემზადე და წავედი ტყეში მეუღლესთან და შვილთან ერთად , დავდეთ ბოთლები 35 მეტრზე , ვესროლე …… კვლავ უინტერესოა smile.gif , ცოტა ხანი ხეტიალის შემდეგ მივხვდი რომ ვაირაუხი საკმაოდ მძიმეა თუმცა ბალანსი კარგია smile.gif . შემდეგ ვეცადე მესროლა 70 მეტრზე ლუდის ბოთლისთვის , ვისროლე …… კვლავ უინტერესოა , შემდეგ ვნახე შმაპანური ბოთლი და ვესროლე პირველად 52 მეტრიდან … გავიგონე მოხვედრის თუმცა ბოთლი ისევ დგას ….წავედი და გავავირე სურათი , ტყვია თუთქოს შეედუღა ბოთლს smile.gif , დავბრუნდი გავისროლე მეორედ და ნახევარი ბოთლი ჩამოიფშვნა smile.gif.



ნუ დასკვნის მაგიერ :
რა შეიძება ვთქვათ Weihrauch HW100 SK-ზე , ხარისხიანი კარაბინია , არ საჭიროებს ჩარევას და დამუშავებას , ვფიქრობ დიდხან გამიჩერდება ხელში, სიზუსტე შეუდარებელია, იმაზე მეტია ვიდრე მე სროლა შემიძლია smile.gif . გასროლების რაოდენობა საკმარისია , ისვრი , ისვრი, ისვრი და კიდევ ისვრი ტყვიები კი არ თავდება smile.gif 14-ანი მჭიდი შესანიშნავია smile.gif, ნუ საერთოდ კონკრეტული მინუსი ვერ ვნახე , მაგრამ შეიძება მინუსად ჩაითვალოს ის რომ არის საკმაოდ მძიმე და კარაბისნისთვის შეუფერებელი გაბარიტები აქვს smile.gif
დიდი მადლობა რომ ამდენი წაიკითხეთ და არ მაგინეთ smile.gif
პირველწყარო : http://talks.guns.ru/forummessage/96/511808.html
Der Rote Baron
მმმაგარია!! თუ ესეთი ფიშტო გაქვს სპორტულ შეჯიბრშიც კაი შედეგებს მიაღწევ და ნადირობითაც ხოშიანად ინადირებ, (მთავარი არ დაიღალო biggrin.gif)
ja_ja
უყიდეთ ამ კაქვს ერთი ცალი HW 100 ან AA410 ვერ მოისვენებს ისე biggrin.gif

geojorjika
სტატია ჩაგეთვალა, გისურვებ მალე საკუთარ ემოციებზე და გამოცდილებაზე დაყრდნობილი სტატია დაგედოს
geojorjika
ja_ja
გაიხარე დიდი მადლობა . 5.5 -ი რომ დაუშან გეფიცები თუ ხვალვე არ ვიყიდო smile.gif
geojorjika
ja_ja
გაიხარე დიდი მადლობა . 5.5 -ი რომ დაუშან გეფიცები თუ ხვალვე არ ვიყიდო smile.gif
cz80
რა ჯდება ნეტა მაგი სიამოვნება,(თავის ჩამოტანიანად)...
cz80
პახოდუ youtube-ზე ვუყურე ეხლა 200 მეტრაზე ხსნიდა ტიპი კოსერვის ქილებს....მაგარი გიჟი რაღაცაა ტო...ლამის სახლში რამეს მოვკიდო ხელი და ჩავაზალოგო biggrin.gif:D მინდაააააააააააააააა.biggrin.gif
Der Rote Baron
ციტატა(cz80 @ Sep 9 2009, 12:58 AM) *
ლამის სახლში რამეს მოვკიდო ხელი და ჩავაზალოგო biggrin.gif:D მინდაააააააააააააააა.biggrin.gif

:lol: biggrin.gif
geojorjika
cz80
მაგი სიამობნება ოპტიკის გარეშე და ყველაფრის გარეშე აქ ჩამოტანიანად მხოლოდ ფიშტო დაჯდება დაახლოვებით 1200 ევრომდე თუ განბაჟება მოუწია და თუ გადარჩა განბაჟებას (არ ვიცი როგორ მარა მაინც იმედი არის ) მაშინ 950 ევრო დაჯდება სადღაც smile.gif
ja_ja
cz80
ციტატა(cz80 @ 8th September 2009 - 11:58 PM) *
პახოდუ youtube-ზე ვუყურე ეხლა 200 მეტრაზე ხსნიდა ტიპი კოსერვის ქილებს....მაგარი გიჟი რაღაცაა ტო...

ეგ გიჟობა სავარაუდოდ მხოლოდ 5.5 კალიბრზეა .

200 მეტრიან დისტანციაზე 4.5-ი პრაქტიკულად ვერ მივა. ერთერთი გასვლისას 210 მეტრიან დისტანციაზე ვისტორით, სამწუხაროდ ყველა ტყვია სადღაც 160-180 მეტრზე ერჭობოდნენ მიწაში.
geojorjika
ja_ja
არა ჯაჯ 4.5- კალიბრია მეც მაქვს ეგ ვიდეო ნანახი smile.gif
cz80
ციტატა(ja_ja @ 9th September 2009 - 10:08 AM) *
ეგ გიჟობა სავარაუდოდ მხოლოდ 5.5 კალიბრზეა

http://www.youtube.com/watch?v=WMCiMk6w_wU რავი ჯაჯ აგერაა ლინკი და აქ .177 უწერია და..შეიძლება გვაბოლებს biggrin.gif
cz80
კაცოო, ეს გამაგებინეთ რანაირად ახერხებს ეს ქალი 200 მეტრაზე მიზანში სროლას,თან ეგეტი შეზღუდული ენერგიის პირობებში

geojorjika
cz80
მიანმიოტნი ტრაექტორია ჩემო კარგო smile.gif
cz80
ციტატა(giorgi @ 29th January 2010 - 06:39 PM) *
მიანმიოტნი ტრაექტორია ჩემო კარგო

ეგ ხო მაგრამ..მეც ვცადე ტო და მიღწევით კი აღწევდა მაგ დისტანციაზე,მაგრამ მიზანში მოხვედრაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი,იმხელაზე ფანტავდა..
ja_ja
cz80
ნუ ვიდეოს ბოლოში ნაჩვენები აქვს უკანა რინგზე ოპტიკას გუშინ საღამოს 4 მილიმეტრიანი ჩანართი დავუმატე ქვემოდანო, იდეაში მიიღო შედმეგი პონტი:



სადაც წითელი ხაზი არის ოპტიკის მიერ დანახული სწორი ხაზი
და ლურჯი არის ტყვიის ტრაექტორია.

უხეშად ნახაზზე თოფი და ოპტიკაც დავდე, რა თქმა უნდა მაგხელა დისბალანსი არაა მაგრამ არის რა.

ციტატა(cz80 @ 29th January 2010 - 07:15 PM) *
ეგ ხო მაგრამ..მეც ვცადე ტო და მიღწევით კი აღწევდა მაგ დისტანციაზე,მაგრამ მიზანში მოხვედრაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი,იმხელაზე ფანტავდა..

გაფანტვა საყრდენისა და პოზიციის ბრალია, ხოლო დამიზნებას რომ ვერ ახერხებდი ეგ მარტივია, შენ მაქსიმუმ ოპტიკის ბარაბანი მაქსიმუმამდე აწიე და ბოლო მილი აიღე, იმის იქეთ ვერ აიღებდი აღარაფერი ჩანს შენს ოპტიკაში, ამ ქამლა 4 მილიემტრიანი ვსტავკა რომ დაამატა შენს მიერ გასწორებულ ოპტიკაზე ძირა მილი კი არა სუულ ზემოთა მილი დაინახა, მერე კიდევ ჩამოწია რომ ძირა მილზე დაესვა და ორმაგი ბარაბნის სვლა ანუ სიგრძე მიიღო.

დანარჩენი ახლა თუ წყნარი ამინდია როგორც მაგ მინდორში, დამიჯერე უპრობლემოდ შესძლებ შენს იგივეს გაკეტებას. პროსტა ჩვენთან მაგხელა მინდორზე ნიავი არ იძროდეს იშვიათია smile.gif
foxi
საინტერესოა სად მთავრდება აირგანელის ოცნების ზღვარი??? რამდენის გადახდა შეიძლება თოფში რომ ჩვენი გულები სამუდამოდ მოიგოს???
foxi
ალბათ ამას საფასური არააქვს.
ja_ja
foxi
ციტატა(kakha @ 29th January 2010 - 11:28 PM) *
საინტერესოა სად მთავრდება აირგანელის ოცნების ზღვარი??? რამდენის გადახდა შეიძლება თოფში რომ ჩვენი გულები სამუდამოდ მოიგოს???

ეგეთი ზღვარი არ არსებობს. მე რომ ფინანსებში აღვირ ახსნილი ვიყო, ყველა ტიპის PCP-ს ხვალვე დავუკვეთავდი, ძვირიანებსაც და იაფიანებსაც. მექნებოდა მშვენიერი კოლექცია.
cz80
ციტატა(ja_ja @ 29th January 2010 - 11:29 PM) *
ეგეთი ზღვარი არ არსებობს. მე რომ ფინანსებში აღვირ ახსნილი ვიყო, ყველა ტიპის PCP-ს ხვალვე დავუკვეთავდი, ძვირიანებსაც და იაფიანებსაც. მექნებოდა მშვენიერი კოლექცია.

+1000
Der Rote Baron
ციტატა(ja_ja @ Jan 29 2010, 11:29 PM) *
foxi

ეგეთი ზღვარი არ არსებობს. მე რომ ფინანსებში აღვირ ახსნილი ვიყო, ყველა ტიპის PCP-ს ხვალვე დავუკვეთავდი, ძვირიანებსაც და იაფიანებსაც. მექნებოდა მშვენიერი კოლექცია.

+1 ეჰ...
nihontoman
ფინანსურად რო ვიყო მართლა აღვირახსნილი, ისეთ ეარგანს გავჩითავდი, ოლიმპიური ჩემპიონები მეხვეწებოდნენ დამაპიპინებინეო, მარა სადაა ბევრი ფული და კაი ცხოვრება....
WARNer brother
იარაღიც ამას ქვია.

Jah
ციტატა(jjjjkki @ Jun 16 2010, 11:14 AM) *
იარაღიც ამას ქვია.

არქეოლოგი ხარ რა smile.gif
geojorjika
ისე ეგ ფიშტო .20 კალიბრში + ზედ რაიმე 3.5-10X40 მსუბუქი ოპტიკა = მშვენიერ სანადირო კარაბინს smile.gif
WARNer brother
ციტატა(geojorjika @ Jun 16 2010, 12:37 PM) *
ისე ეგ ფიშტო .20 კალიბრში + ზედ რაიმე 3.5-10X40 მსუბუქი ოპტიკა = მშვენიერ სანადირო კარაბინს smile.gif

მშვენერს? რას გულისხმობ სანადიროდ უკეთესი რა გინდა?
geojorjika
jjjjkki
სანადიროდ უფრო მჩატე აგრეგატი მირჩევნია და უფრო კომპაქქტური wink.gif
WARNer brother
მე კი ზუსტი თან კიდე ისეთია ჩუმი სანადიროდ ეგ 20 კალიბრში უფ
geojorjika
jjjjkki
ციტატა(jjjjkki @ 16th June 2010 - 07:52 PM) *
მე კი ზუსტი

მაგა სიზუსტე არ აკლია wink.gif
foxi
ციტატა(giorgi @ 16th June 2010 - 08:01 PM) *
მაგა სიზუსტე არ აკლია


lol2.gif ასი პროცენტი!!!! სიზუსტე როგორც ყოველთვის მსროლელს აკია. მაგ თოფს რაუშავს.
WARNer brother
არა მე ვმბობ რომ ძალიან ზუსტია მაგრამ 20 კალიბრი სანადიროდ უკეთესია
LUCHNIIIK
როგორც ვიცი ეს HW 100 S/K მოდელები გამოდის 3 სიმძლავრის: 1) სუსტია და სადღაც 7.5 ჯოულია, 2) 16 ჯოული და 3) FAC ვერსია ყველაზე ძლიერი 30 ჯოული და რა მაინტერესებს ვთქვათ ევროპაში ყიდულობ სადაც ლეგალურია 16 ჯოულიანი ვერსია და იქიდან რო ჩამოიტან .177 კალიბრზე მაქ ლაპარაკი საქართველოში უფრო მაღალი ენერგიის მქონეც შეიძლება ამიტომ არის თუ არა შესაძლებელი რომ ლულის შეცვლით ან რეზერვუარის გამოცვლით რომ გადააკეთო 30 ჯოულიან ვერსიაზე???
geojorjika
LUCHNIIIK
საქათველოშI იყიდება მაგნუმშI ძალიან კარგ ფასად 30 ჯოულიანი ვერსიაბი და რატომ წვალობ?
LUCHNIIIK
ჩეხეთში წავალ ალბათ შემდეგ წელს სასწავლებლად და იქაურ მაღაზიებში ცოტათი იაფი ღირს და მაგიტომ ვამბობ უბრალოდ 16 ჯოულზე მძლავრს ლიცენზია უნდა...
geojorjika
LUCHNIIIK
არანაირად არ ღIრს იაფი , იქ ერთი 900 ევრო მაინც ეღირება 900X2.3469=2112 ლარი + ტრანსპორტირება + განბაჟება

მაშIნ როცა აქ 2400 ლარი ღIრს ყველანაირი ზედმეტი მოქმედებების გარეშე და თან 30 ჯოულიანი

LUCHNIIIK
ხო მარა იქ თუ იყიდე გახსენი, ცოტახანი იხმარე და მერე რო ჩამოხვალ და თან რო ჩამოიტან ეტყვი საბაჟოზე რო პირადი თოფია და აღარ ხარ ვალდებული რო განაბაჟო...
geojorjika
LUCHNIIIK

ჰო აბა კი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif .
LUCHNIIIK
ნუ ყოველშემთხვევაში ყუთი თუ არა გაქვს წესით მასე უნდა იყოს, კაი ხანია არ ვყოფილვარ ფორუმზე და მახსოვს ადრე Ja Ja-მ მასე მითხრა, ალბათ შეიცვალა სიტუაცია... biggrin.gif
ja_ja
LUCHNIIIK
ციტატა(luchniiik @ 19th June 2011 - 10:42 PM) *
ნუ ყოველშემთხვევაში ყუთი თუ არა გაქვს წესით მასე უნდა იყოს, კაი ხანია არ ვყოფილვარ ფორუმზე და მახსოვს ადრე Ja Ja-მ მასე მითხრა, ალბათ შეიცვალა სიტუაცია...

კანონს გადახედე თუ იქ ცხოვრობდი 6 თვეზე მეტი მაშინ შემოსვლისას გაქვს უფლება 300 ლარზე მეტი საქონელი შემოიტანო განბაჟების გარეშე.თუ არავცდები 5000 ლარის ოდპნებაზეა საუბარი.

მაგრამ იარაღი არამგონია მაგ იოლ კატეგორიაში გატარდეს, თან ახლა პაგალოვნა პრობლემებია საბაჟოზე ყველა პნევმო იარაღს ართმევენ ხალხს (ერთეული ენით აუღწერელი შემთხვევების გარდა) და საბაჟოს საწყობში კომბლეს გამოთლილი კომბლებივით აწყობონ.

მოკლედ ჩიტი ბრდღვნად არ ღირს, პლიუს გადაკეთება შენ ნუ გგონია ერთი ვინტის საქმით მორჩეს.

მე რაც გადავამოწმე ეგთოფი მანდ მინიმუმ, სულ მინიმუმ შესაცვლელია,ლულა, რედუქტორი, გადამშვები, დამრტყმელი..... ისე კი შეიძლება მთელი კოლოფის გამოცვლაც დაგჭირდეს, რომელიც არც იშოვება ცალკე, პლანეტის მაშტაბით, აგერ ჯორჯიკამ ერთი მაღაზიის ლინკი მომცა და მარტო კოლოფის შიგნეულობა მგონი 150-200 ფუნტ სტერლინგი დაგიჯდება, ისით თუ იქნება მაღაზიაში, იმიტომ რომ ბოლო 1 წელია სულ წერია Out Of Stock. დაამატე მაგას ლულა (სადღაც 150 ევრო), რედუქტორი (რომლის მარტო დისკების კომპლექტი 100 ევრო ღირს) და .... რომელ ეკონომიაზეა საუბარი? არის აქვე, იყიდე და მორჩა საქმე, პლიუს თუ რამე ჯობია დამატებით იერთი რეზერვუარიც იყიდო დასუპერ ბედნიერებაც გექნება.
LUCHNIIIK
გასაგებია ყველაფერი და გავითვალისწინებ... ესეიგი ინტერნეტითაც ვეღარ იწერს ხალხი პნევმატიკას თუ საბაჟოზე არ ატარებენ???
ilariona
ციტატა(luchniiik @ 19th June 2011 - 11:45 PM) *
ესეიგი ინტერნეტითაც ვეღარ იწერს ხალხი პნევმატიკას თუ საბაჟოზე არ ატარებენ



ინტერნეტით გამოწერის პრობლემა არ არსებობს, აი საბაჟოდან გამოტანის პრობლემა კი დიდია. იანვრიდან ბევრს გაუჩერეს პნევმატური თოფები და პისტოლეტები საბაჟოზე და ყველანაირი მიზეზის დაუსახელებლად არ ატანენ.

საბაჟოზე, რომ მიდიხარ გამოსატანად გეუბნებიან გეკუთვნისო, მაგრამო არ გეკუთვნისო smile.gif ასე, რომ თუ კარგი თოფის შეძენა გსურს და თანაც კონკრეტულად ვაირაუხის, მიდი მაგნუმში და ყველა მოდელი დევს ადგილზე 2400 ლარად.

წარმატებები ყიდვაში.
feeder
გამარჯობათ. რეალური გასროლების რაოდენობა ამ კარაბინის რამდენია? ვისაც გაქვთ პრაქტიკაში გამოცდიი იქნებ მიპასუხოთ.
ბაიკერი
feeder
28 გასროლა.
feeder
მადლობა, ანუ რაც გრძელ ვერსიას აქვს იგივე აქვს მაგასაც? რეზერვუარი საკმაოდ პატარა ჩანს და რავი...?
ბაიკერი
კი. ჯოულები აქვს ნაკლები
Kakula777
Gaumarjos optikebis gamowerac akrdzalulia?
ja_ja
შენს გახარებას ერთი გამიზიარე მეთოდი რომლითაც მოახერხე ინგლისური ასოებით ტექსტის დაწერა?


სპეციალური სკრიპტები აყენია ფორუმზე რომ ყველანაირი კომპიდან, ვინდოუსიდან მაკიდან, და ნებისმიერი ბროუზერიდან, ასევე მობილურიდან უნდა იწერებოდეს ქართული ასოებით და შენ რა მოწყობილობიდან შემოხვედი რომ აი ყველანაირი სკრიპტი ფეხებზე ჰკიდია და მაინც ინგლისურად წერს ტექსტს????
kaka8079
Rava androidi ar wers inglisurad?))))ხედამ რა უბრალო ყოფილა,უი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.