ჰაერის ზამბარა პნევმატიური თოფებისთვის, ზ.დ.პ თოფის აპგრეიდი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
ჰაერის ზამბარა პნევმატიური თოფებისთვის, ზ.დ.პ თოფის აპგრეიდი |
Feb 28 2012, 07:55 PM
პოსტი
#41
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
sekurifa კარგია მომეწონა , შეიძლება მაგაზე დაფიქრება
| |
> |
|
|
Feb 28 2012, 08:13 PM
პოსტი
#42
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 128 რეგისტრ.: 16-March 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,222 |
sekurifa ძალიან მაინტერესებს რას იზავს ჩემი ყოფილი ფიშტო, მაგ ზამბარაზე.
| |
> |
|
|
Feb 28 2012, 09:43 PM
პოსტი
#43
|
||
ზეზუსტი მსროლელი ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 |
გილოცავ,ველი რეპორტს. თუ ხარ საქმის კურსში,ფასები სხვა და სხვაა ზამბარებზე? თუ სტანდარტია. რამდენი ხანი ყოფნის ერთი დატენვა მაგ კონკრეტულ ზამბარას?
პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია foxi: Feb 28 2012, 09:44 PM
| |
> |
|
|
Feb 28 2012, 09:57 PM
პოსტი
#44
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,736 რეგისტრ.: 10-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 628 |
ციტატა(kakha @ 28th February 2012 - 09:43 PM) რამდენი ხანი ყოფნის ერთი დატენვა მაგ კონკრეტულ ზამბარას? 8000 გასროლის მერე უნდა ხელის შევლებაო,მარა უპრო მეტსაც გაისვრის. ფასი 50$ ყველა ზამბარაზე.
| |
> |
|
|
Feb 29 2012, 06:12 PM
პოსტი
#45
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 128 რეგისტრ.: 16-March 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,222 |
საკმაოდ ბევრია სანადიროდ, დაფიქრებაც არ არის საჭირო.
| |
> |
|
|
Mar 1 2012, 10:33 AM
პოსტი
#46
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 5-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,514 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ 28th February 2012 - 05:43 PM) მემგონი შენს მურკაზე მეტად მას შეიყვარებ ara sekurifastvis murka sxvaa მეც მგონია რო ჰასტი გაამართლებს , მაგრამ ჯერ მაინც შედეგს დაველოდოთ პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ilariona: Mar 1 2012, 12:00 PM
რედაქტირების მიზეზი: ერთი აზრის ორ პოსტად დადება
| |
> |
|
|
Jun 26 2012, 09:25 PM
პოსტი
#47
|
||
მაძიებელი ჯგუფი: საჯარიმო და წასულები პოსტები: 222 რეგისტრ.: 7-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: zestafoni წევრი №: 1,335 |
გამარჯობათ მეგობრებო, მგონი მოვიდა დრო დავიწყო ქართული ჰაერის (გაზის) ზამბარების დამზადება. თუ რა არის ჰაერის ზამბარა ამაზე ზემოთაა ნახსენები, და ჩემი აზრით გამეორებას არ საჭიროებს. ჰაერის ზამბარის ფასი იქნება 35 დოლლარი პლიუს ტრანსპორტირების ხარჯი. მინდოდა ფასი უფრო დამეწია, მაგრამ ე.წ. "ზაგატოვკა'', რიდანაც ჰაერის ზამბარა მზადდება, საქართველოში ორჯერ ძვირი აღმოჩნდა ვიდრე ბელორუსიაში, ამიტომ უფრო იაფად ვერ გავაკეთებ. მინდა ავღნიშნო რომ ლაპარაკია ჰაერი ზამბარაზე 8 მმ.-იანი ''შტოკით''. 10 მმ-იანი ''შტოკიანი'' ზამბარის დამზადებას ჯერ ვერ მოვახერხებ, რადგან მისთვის ''ზაგატოვკა'' ჯერ ვერ მოვძებნე. გადაგზავნის ფასი (ფოსტით) მაგ. ზესტაფონიდან თბილისამდე ჯდება 7.5 ლარი. ისე საოცარია რომ მინსკიდან ზესტაფონამდე ფოსტით გადაგზავნის ფასი 1.5 ჯერ უფრო იაფია ვიდრე ზესტაფონიდან თბილისამდე. გარანტია 6 თვე. ამ პერიოდში უვარგისი ზამბარა შეიცვლება ვარგისი ზამბარით. ზამბარის გადატენვა უფასოა ერთი წლის განმავლობაში, ტრანსპორტირების ხარჯების გადახდით. გარანტია არ ვრცელდება იმ ზამბარებზე რომლების კორპუსი ან ''შტოკი''იქნება მექანიკურად დაზიანებული. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ თუნდაც მცირეოდენი განაკაწრი , ან ჩაჭ*ლეტილობა ''შტოკზე'' იწვევს ზამბარის გამოუსწორებელ უვარგისობას. გარდა ამისა, თუ ჩვეულებრივ ზამბარაზე სამონტაჯო სიგრძის 5-8 მილიმეტრით უზუსტობა საშინელებას არ წარმოადგენს, ჰაერის ზამბარის შემთხვევაში 1 მილიმეტრიც კი შეიძლება გადამწყვეტიც იყოს. იმის გამო რომ ერთი და იგივე მარკის თოფები, მაგრამ გამოშვებულები სხვა და სხვა დროს განსხვავდაბიან ზამბარის სამონტაჟო ზომებით, საჭიროდ მივიჩნევ, ზამბარის შეკვეთის დროს შეტყობინებული იქნას მისი (ზამბარის) სამონტაჟო პარამეტრები : სამონტაჟო სიგრძე ( დგუშის ფსკერიდან ზამბარის მისაყრდენამდე), დგუშის შიგა დიამეტრი, და დგუშის გადაადგილების (ფეხზე შეყენების დროს) მანძილი. კიდევ უფრო უკეთესი იქნება თუ თოფს, ან მარტო საკომპრესიო ცილინდრს (აწყობილ მდგომარეობაში) გადმოაგზავნით. ამ შემთხვევაში მე თვითონ ჩავსვამ ზამბარას და გამოვცდი (თოფის შემთხვევაში). ამ შემთხვევაში ზამბარის ჩაყენების ფასი იქნება 10 დოლლარი. არ მინდა რომ ვინმეს ეგონოს, რომ ეს თითქოს წაგლეჯვა იყოს, მინსკში ერთხელ ერთმა კაცმა ორი ზამბარა გააფუჭა ზედიზედ, და მესამის დაყენებამ მე თვითონ მომიწია. თუმცა როგორც ვიცი თბილისში უკვე არიან ამის სპეციალისტებიც. მე მგონი ძირითადი გასაგებად დავწერე, თუ რაიმე არის გაუგებელი ან დასაზუსტებელი ბრძანეთ, და დაუყოვნებლივ გავარკვევთ. მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ჩემთვის ამ საქმეში (და არა მარტო ამ საქმეში ) მთავარია ის, რომ კლიენტი იყოს კმაყოფილი.
| |
> |
|
|
Jun 26 2012, 09:46 PM
პოსტი
#48
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,736 რეგისტრ.: 10-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 628 |
ციტატა(minchanin @ 26th June 2012 - 09:25 PM) ზესტაფონიდან თბილისამდე ჯდება 7.5 ლარი. ისე საოცარია რომ მინსკიდან ზესტაფონამდე ფოსტით გადაგზავნის ფასი 1.5 ჯერ უფრო იაფია ვიდრე ზესტაფონიდან თბილისამდე უფრო მარტივადაც ხომ შეიძლება, მიცემთ მარშუტის მძღოლს ორ ლარს და სამ საათში ზამბარა უკვე თბილისში იქნება
| |
> |
|
|
Jun 26 2012, 11:05 PM
პოსტი
#49
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 |
minchanin ცალკე თემა გახსენით. არეული საკითხები გამოვა. sekurifa +100
| |
> |
|
|
Jun 26 2012, 11:26 PM
პოსტი
#50
|
||
გურუ ლამა ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი |
ისე, მე თქვენი არ ვიცი და მარშრუტკის მძღოლის იმედ\ზე ყოფნას მირჩევნია ის 5-6 ლარი გადავიხადო და ვიცოდე რომ მოვა...
| |
> |
|
|
Jun 26 2012, 11:34 PM
პოსტი
#51
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
minchanin 1) ჯერ ერთი კონკრეტულ ახალ საქონელს სთავაზობ ხალხს, შესაბამისად ცალკე თემაა საჭირო თავისი დასურათებით და პუნქტებად ჩამოყრილი და გაწერილი ვარიანტებით. კონკრეტულად ამ შენს პოსტში რატომღაც ზოგიერთი აბზაცი წყდება და ახალი სტრიქონიდან გრძელდება, ვერ მოვწვი რატომ... მოკლედ იმავე ბელარუსიაში ერთ დაწყებულ რაღაც ჩაძირულ თემაში იმედია არ იწყებდით ყველა თქვენი ნახელავების დაწერას და შეთავაზებას... კაცი როდესაც ეძებს რაიმეს უნდა იცოდეს რომ შესაბამისი სათაურის ტემა არსებობს რომ იოლად იპოვოს, დაგისვას კითხვა, ან სხვა რაც იქნება. 2) სურათები ერთერთი აუცილებელი თემაა, სიტყვა სიტყვაა, მაგრამ ადამიანის გონება უმეტეს წილად ვიზუალურ ეფექტებს მოითხოვს, სურათი უფრო მეტად ახსნის ზოგიერთ მომენტს, ვიდრე ჩახუჭუჭებული სიტყვები 3) ნუ ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, შეცვალე ეს წყალწაღებული უსახელო ავატარი, მგონი მარტო შენ დარჩი ფორუმზე უავატაროდ, პრაქტიკულად მეწარმე ხდები და ხალხს რაღაცას სთავაზობ, რაღაც ვირტუალური წარმოსახვა აუცილებელია ამ შემთხვევაში, რაიმე დააყენე თორემ ძალით რაღაც საშინელებაზე შეგიცვლი, რომ იძულებული გახდე და ნორმალური რაიმე დააყენო 4) ფოსტის ხარჯებზე გითხრეს უკვე და საკმაოდ მართებული შემოთავაზება იყო 5) გახსენი ახალი თემა და ნაწილ ტექსტებს მე ჩაგისწორებ, თორემ ყურს ჭრის ეს ქართულ რუსული არეული ტერმინოლოგია... 6) ნუ მესმის ეს საკითხი ჩემი საქმე არაა, მაგრამ ნუ როცა მინსკში იყავი კაი მესმის მინჩანინი იყავი, მოსკოვში რომ ყოფილიყავი მოსკვიჩი იქნებოდი, მაგრამ ახლა საქართველოში ხარ და რავიცი სად მინსკი სად საქართველო (განსაკუთრებით ზესტაფონი - ხომ არ იფიქრებდი რაიმე ტიპა... ზესტაფონსკი ან რაიმე ასეთზე ) ხომ არ გინდა რაიმე ნეიტრალური, ან ქართული დაირქვა, თუმცა ეს მესმის სრულიად სხვა საკითხია და შეგიძლია მწარედ მითხრა შემეშვი შენი საქმე არააო და მართალი იქნები... 7) დაბრუნება და რამერუმეზე რომ გიწერია, კარგი იქნება თუ პუნქტებად ჩამოყრი რაიმე საგარანტიო პონტივით... მოკლედ თემა რომ გახსნა ისეთი რომ ბომბა იყოს, ნუ წიპა პატარა შენი საკუთარი სამფლობელო, მაღაზია, ნუ რავიცი იმედია ხვდები მთელს დატვირთვას.... nihontoman ციტატა(nihontoman @ 27th June 2012 - 12:26 AM) ისე, მე თქვენი არ ვიცი და მარშრუტკის მძღოლის იმედ\ზე ყოფნას მირჩევნია ის 5-6 ლარი გადავიხადო და ვიცოდე რომ მოვა... ვის როგორ... ისე ეს ჩვენი ქართული მიდგომაა, ერთი იმის დედაც, ამის მამაც, იქ 2 ლარი, აქ 5 ლარი... რუსებს და უკრაინლებს რომ ვუყურებ, დიდად ფულის გიჟები და მათხოვრები არ არიან, მაგრამ სათითაო კაპიკს უფრთხილდებიან... არაა გამორიცხული აქაც ხალხი იყოს ვისაც ის იქეთ გაგზავნა 10 ლარი, მერე აქეთ გამოგზავნა 10 ლარი (ნუ ვამრგვალებ რა...), საბოლოო ჯამში შეიძლება აყენებს მაი მარკეტზე ნაყიდ თოფში რომელიც სულ 50 ლარად დაითრია... ნუ ხომ ხვდები რისკენ მიმყავს ბაასი.... იყოს ორივე ვარიანტი და რომელსაც მოისურვებს კაცი იმას ამოირჩევს და გადაიხდის, მწარმოებელმა უბრალოდ უნდა დააყოლოს, რომ ფოსტის შემთხვევაში გარანტია, არის მიღებაზე, მარშუტკის შემთხვევაში.... P.S. ისე მეთვითონ ზესტაფონელი ვარ ფესვებით და ყოველი ზესტაფონელი ლამის ძმაკაცივით იცნობს მარშუტკის მძღოლებს . ასე რომ არანაკლები გარანტია სასტავი გამოდიან... ნუ მინჩანინისთვის შეიძლება ეგრე არ იყოს, ჯერ, ახალი დაბრუნებული და შეიძლება არ იცნობდეს ხალხს, მარა ზესტაფონი პატარა ქალაქია და ყველა ყველას იცნობს...
| |
> |
|
|
Jun 27 2012, 12:33 AM
პოსტი
#52
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 45 რეგისტრ.: 8-June 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილი ქალაქი წევრი №: 1,590 ქალაქი:თბილისი |
minchanin კაი რაღაცაა ნამდვილად აუცილებლად ჩავაყენებ ცოტა ხანში ჩემ MP-512 გადახდის საშუალებაზე არაფერი გწერიათ.. კარგი იქნება თუ გადახდა შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ელექტრონული ვალუტით მაგ. ემონი, ვებმონი და ა. შ.
| |
> |
|
|
Jun 27 2012, 08:32 AM
პოსტი
#53
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
Zaxar ციტატა(lamer_07 @ 27th June 2012 - 01:33 AM) თუ გადახდა შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ელექტრონული ვალუტით მაგ. ემონი, ვებმონი და ა. შ. ნუ webmoney ზესტაფონში კაცმა რაში გამოიყენოს? emoney კიდევ მესმის (ბოლო-ბოლო ლიბერტი ბანკმა იყიდა ეგ სისტემა და აქაური ბანკია რა...), გარდა მაგისა არსებობს აურაცხელი მარტივი მეთოდი, ელექტრონული გადახდებიდან დაწყებული (თავისი საკომისიოთი), დამთავრებული საერთოდ უფასო ნიუანსით. მაგალითად ხსნის რომელიმე ბანკში ანგარიშს, იმას წერს თავის პოსტში, მყიდველი იმავე ბანკის აქაურ ფილიალში შედის და მის ანგარიშზე შეაქვს თანხა (საერთოდ უფასო პროცედურაა), ერთადერთი მოილაპარაკეთ იდენტიფიკატორზე რომ მიხვდეს ვისგან მიიღო თანხა, ამისათვის დანიშნულების ველში ოპერატორს ჩააწერინეთ (ნუ რამდენიმე შესაძლო ვარიაციაა): - თანხის შემოტანა 0808 (ანუ რაღაც ციფრი მიუმატეთ რაც დამკვეთის ნომერი იქნება და მინჩანინი მიხვდება ვის მიერ შემოტანილი თანხაა) - ბალანსის შევსება Zaxar (ანუ რაღაც სიტყვები და ბოლოში ან თავში ნიკი ვისგანაც გაიგზავნა თანხა, მინჩანინი ისევ მიხვდება ვისგან მოვიდა თანხა) ერთადერთი დანიშნულებაში არ დაწეროთ შემდეგი სტრანნი სიტყვები: - გადახდა - დაკვეთა - დეტალის შეძენა და ასე შემდეგ.... ანუ კანონმდებლობით მოქალაქეებს შეუძლიათ ერთმანეთს თანხები ჩაურიცხონ, ეს არაა აკრძალული, თუ ეს გადახდა არ იქნება კომერციისთვის გამოყენებული, ამ შემთხვევაში მინჩანინს მოუწევს საგადასახადოსთან ურთიერთობა, ზედმეტი ხარჯები, სალარო აპარატები და სხვა ქაჯობა, პლიუს კომერციულ შინაარს რომ დაინახავენ ბანკში თვითონ ოპერატორი გეტყვის უარს, არ შეიძლება ასეთი გადარიცხვაო, მაშინ იურიდიულ პირს უნდა გადაურიცხო თანხა და არა ფიზიკურ პირსო. ამიტომაც სიტყვების თამაში მიდის ხოლმე, იგივე ამერიკიდან ჩამომტანი მინი კომპანიებიც მაგ მეთოდებს იყენებენ (ვთქვათ გადახდაში გაწერინებენ - ტრანსპორტირება დ454545) დიდი არაფერია, მაგრამ იურიდიულად მოსადავებელი საფუძველი ქრება. თვითონ მინჩანინს შეუძლია ანგარიშზე მიაბას ბარათი და გამოიტანოს თანხები ბანკომატიდან, და ინტერნეტ ბანკინგით აკონტროლოს ვისგან და როდის ჩაერიცხა თანხა... საკმაოდ მოხერხებულია, დაჟე ახლა ბანკების ბაზარზე დიდი კონკურენციაა და მგონი პროკრედიტი, ბაზის ბანკი და ნუ რა თქმა უნდა ლიბერტი ბანკი მომხმარებელს ბარათით ბანკომატიდან თანხის განაღდებაში საკომისიოს არ ართმევენ, ეგეც კიდევ ზედმეტი ხარჯებისგან თავის არიდება, შედეგად მინჩანინს ჩაერიცხება ვთქვათ დათქმული 35 ლარი, იმასაც ფულად დასჭირდება, მივა ბანკომატთან და ზუსტად 35 ლარსვე გამოიტანს.. ეგეც თქვენი გადახდის სქემა, როგორც წესი ერთი ბანკის მასშტაბით გადარიცხვები ლამის მომენტალურად 1-2 წუთის განმავლობაში ხდება. ანუ კიდევ ერთხელ ვუმეორებ იმათ ვინც უკუღმართად გაიგო, თუ მინჩანინი გახსნის ანგარიშს სიტყვაზე ლიბერტი ბანკში, და მომხმარებელიც თბილისში იმავე ბანკის ფილიალში მივა და მინჩანინის ანგარიშზე თანხას შეიტანს ეს იქნება ორივესთვის უფასო ანგარიშსწორების მეთოდი... ხოლო თუ ვიღაცას დაეზარება და მიუხედავად იმისა რომ მინჩანინი სიტყვაზე წერს რომ ლიბერტიში გავხსენი ანგარიშიო და თქვენ მიდიხართ თბილისში TBC ბანკში, მაშინ იმისათვის რომ TBC-დან ლიბერტიში გადაირიცხოს თანხა, ამას სჭირდება დრო (ან იმავე დღეს მაგრამ გვიან, ან ყველაზე ხშირად მეორე მესამე დღეს ხდება გადარიცხვა) პლიუს TBC გამოგართმევთ 1 ლარს საკომისიოს იმის გამო რომ სხვა ბანკში რიცხავთ თანხას. გაითვალისწინეთ ეს მხოლოდ TBC-ს ხუშტური არაა, ყველა ბანკში მოხდება 1 ლარის საკომისიოს გადახდა, თუ სხვა ბანკში რიცხავთ თანხას. minchanin როგორც ხედავ ინტერესი დიდია, პოტენციური მომხმარებლები შენს განცხადებაში ხარვეზებს პოულობენ, ამიტომაც მოდი ახალი თემა გახსენი როგროც ზედა პოსტში შემოგთავაზე, და მომხმარებლების მიერ შემოთავაზებული პუნქტებიც გაითვალისწინე (გადახდის მეთოდი, გაგზავნის მეთოდი და ასე შემდეგ).
| |
> |
|
|
Jun 27 2012, 07:37 PM
პოსტი
#54
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,736 რეგისტრ.: 10-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 628 |
ციტატა(nihontoman @ 26th June 2012 - 11:26 PM) ისე, მე თქვენი არ ვიცი და მარშრუტკის მძღოლის იმედ\ზე ყოფნას მირჩევნია ის 5-6 ლარი გადავიხადო და ვიცოდე რომ მოვა... გაზის ზამბარას ზედ თუარ დააჯდა ვინმე ისე არ გაფუჭდება, ძირსაც რომ დავარდეს არ გაფუჭდება. გამოგზავნისას იფუთება დადუტულ ცელოფანში და მერე ყუთში. ჩემი აზრით მძღოლი უფრო უსაფრთხოდ ჩამოიტანს ვიდრე ფოსტა. ჩემი ზამბარა ჰაცანისთვის ფოსტით ჩამომივიდა და ყუთს ფორმა დაკარგული ქონდა.
| |
> |
|
|
Jun 27 2012, 10:09 PM
პოსტი
#55
|
||
მაძიებელი ჯგუფი: საჯარიმო და წასულები პოსტები: 222 რეგისტრ.: 7-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: zestafoni წევრი №: 1,335 |
გამარჯობათ, ბევრი შენიშვნები და წინადადებები არის, და ამას ყველაფერს ტვინში გადახარშვა ჭირდება. დიდი მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის.
| |
> |
|
|
Jun 30 2012, 12:05 AM
პოსტი
#56
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 45 რეგისტრ.: 8-June 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილი ქალაქი წევრი №: 1,590 ქალაქი:თბილისი |
minchanin ნამდვილად ჯობია ბატონო minchanin (თქვენი ნამდვილი სახელი არ ვიცი ) ახალი თემა გახსნათ როგორც ჯა ჯა-მ გირჩიათ და ზუსტად დაწეროთ თქვენი პირობების შესახებ უფრო დაწვრილებით.. დანარჩენი თემის მსვლელობისას დაიხვეწება.. რასაც თქვენ აკეთებთ მართლა არ არის ხელწამოსაკრავი საქმე.. პირიქით, კიდევ ერთი ნაბიჯით დაწინაურდა ქართული პნევმატური სამყარო
| |
> |
|
|
Feb 21 2015, 01:49 PM
პოსტი
#57
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 654 რეგისტრ.: 11-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 14 |
ხახლხო ვინმემ ხომ არ იცით ამ პატიოსანი კაცის ნომერი minchanin ფორუმზე აღარ შემოდის და რაღაცის კითხვა მინდა
| |
> |
|
|
Feb 21 2015, 02:18 PM
პოსტი
#58
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 703 რეგისტრ.: 14-November 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,830 ქალაქი:თბილისი |
პმ ში ნახე
| |
> |
|
|
Feb 4 2017, 10:06 AM
პოსტი
#59
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 85 რეგისტრ.: 20-January 17 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,227 ქალაქი:chiatura |
ციტატა(sekurifa @ Aug 3 2011, 04:40 PM) ხო მართლა თუ ვინმეს აინტერესებს ეს ზამბარა დამიჯდა 35$.რესურსი რომ გაუა გაუგზავნი მინჩანინს უკან დატენის და გამომიგზავნის.კარგ დროს გამოჩნდა ეს კაცი ჩემთვის თორემ უკრაინიდან ვაპირებდი გამოცერას და სადღაც 60 დოლარი დამიჯდებოდა.მინჩანინი კი ჯიგარი გამოდგა და ერთი თვე მაცლის ფულს. ამით ჩემი ცდები მპ-512 ებთან დასრულდა.ორივე გავანავაროტკე საუკეთესოდ რაც კი შეიძლებოდა.ერთზე ახლა მიგია 3მმ სისქის ძლიერი ზამბარა ტელესკოპური მიმმართველ-დამამძიმებელით (ნაწრთობი ფოლადიდან)და მეორეზე ჰაერის ზამბარა.ორივეს შედეგებით კმაყოფილი ვარ.ამის იქით უკვე სხვა გეგმები მაქვს და ამ გეგმას (Benjamin Discovery) ქვია ოღონდ ეს მომავალში.თუმცა ჩემს მურკაზე მეტად მაინც ვერ შევიყვარებ გამარჯობა.მინჩენინის \ზაბარამ რამდენ ხანი იმუშავავა. ანუ რამდენად კმაყოფილიხარ. კაიხნის ნაყიდი გაქ და მიტო მაინტერესებს. მეც მინდა გავაკეთებინო
| |
> |
|
|
Feb 4 2017, 12:23 PM
პოსტი
#60
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,736 რეგისტრ.: 10-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 628 |
მე მინჩანინის ჰაერის ზამბარა მურკაზე მეყენა. რამოდენიმე თვე ვიხმარე სულ მერე გავყიდე ზედეპეები ყველა. ზამბარით კმაყოფილი ვიყავი ძან. ჩემს ხელში არ დამჯდარა და ძალა არ მოკლებია. რომ გავყიდე მის მერეც მითხრა პატრონმა ხოშიანად მუშაობს და ძაან ზუსტია თოფიო. ერთი რამ არის კიდე რაც ჰაერის ზამბარებს ეხება. მათ მეთი ყურადღება ჭირდება ვიდრე ფოლადისას. თოფი უნდა შეინახო დაყუდებული ისე რომ ზამბარის მამოძრავებელი შტოკი დაბლა იყოს. ასეთდროს სალნიკები სმაზკაშია სულ. რომ ამბობენ გადატენი და მთელი დღე ატარე ტუგინდა არ დაჯდებაო, ამის გაკეთებაც არაა სასურველი. ნუ ნადირობისას რაღაც გარკვეული დრო შეიძლება გადატენილი ატარო ხვეულ ზამბარასთან შედარებით მეტ ხანს. ასევე მინუსებში საერთოდ არაა მიზანშეცონილი თოფის გამოყენება. მე მიტო მქონდა ორი მურკა, ერთი ფოლადის ზამბარაზე (ზამთარში სახმარად) და მეორე ჰაერის ზამბარაზე (გაზაფხული, ზაფხული,შემოდგომაზე) სახმარად. სიცივეში სალნიკები ხისტდება, სიჩქარე უვარდება და სავარაუდოდ ჭნევასაც კარგავს ნელნელა. ასე რომ თუ მინუსებში აპირებ ჰაერის ზამბარის ხმარებას გაითვალისჭინე ეს ყველაფერი. ეს ყველა ჰაერის ზამბარას ეხება არააქვს მნიშვნელობა ქარხნულია თუ კუსტარული. ხოლო თუ აპირებ მის ჩაყენებას თოფში და ზომები გინდა ზუსტი მისი მაშინ ჯობია აქ გააკეთებინო, რადგან ერთხელ ხელმეორედ ზამბარის თავიდან დატენვა შედის მომსახურებაში. ანუ მერედაც როცა მოგინდება მაშინ შეარემონტებ და დატენი რა. ნუ ალბათ სხვა ქარხნულ ზამბარებსაც არემონტებს მინჩანინი ეგ ზუსტად არვიცი. ერთი რამ ვიცი რომ სხვა არავინ ჩალიჩობს მაგ ზამბარების დამზადებაზე საქართველოში.
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:24 PM |
Hosted by Pro-Service |