დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ჰაერის ზამბარა პნევმატიური თოფებისთვის
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
გვერდი: 1, 2, 3
minchanin
საქართველოს გაუმარჯოს. მოგესალმებით მინსკიდან მეც დიდი მოყვარული ვარ პნევმატიკის ძირითადად ზამბარა დგუშიანი სისტემების. ჩვეულებრივი ზამბარის მაგივრათ ვხმარობ ჰაერის ზამბარას მისი საშუალებით თოპს უკეთესი ტექნიკური მონაცემები აქვს.

ამ ზამბარებს მე თვითონ ვამზადებ ცემ ზამბარებს ხმარობენ, როგორც ბელორუსიაში ასევე უკრაინაში და რუსეთში. თუ ვინმეს გაუჩნდება ინტერესი შეიძლება ამ თემის უფრო გაღრმავებული განხილვა. ასევე შეიძლება ზამბარების შეკვეთით დამზადება. ძალიან მაინტერესებს ქართველ აირგანერებთან კავშირი უკვე შვიდი წელია რაც დასაქმებული ვარ პნევმატიკიტ (შეკეთება, აპგრეიდი ტუნინგი) მაქვს საკმაოთ კარგი მიღწევები. მოხარული ვიქნები თუ მიპასუხებთ. ღრმა პატივისცემით minchanin.
tengo
minchanin
გაგიმარჯოს ! კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ფორუმზე. ძალიან კარგია თუ ამ საქმით ხარ დაკავებული, ჩვენს ფორუმზეც ბევრია ზამბარ დგუშიანების მოყვარულები და შენი ჰაერის ზამბარებვი ბევრს დააინტერესებს. კარგი იქნებოდა თუ შენი პროდუქციის სურათებს დადებდე,ვნახავდით როგორ გამოიყურება.
klos
minchanin- ძალიან კარგი.აქ არის ხალხი ვისაც აინტერესებს გაზის ზამბარები ჩემი ჩათვლით.შეგიძლია დადო სურათები სხვადასხვა მოდელებისთვის? ფასებშიც გაგვარკვიო და საქართველოში გამოგზავნა შეგიძლია ფოსტით ამანათის სახით?იქნებ იუტუბზე გაქვს რამე ვიდეო მასალა ატვირთული გაგვაგებინე.შენ რა ეროვნების ხარ?ქართულად შენ თვითონ ცერ თუ გეხმარება ვინმე?ხომარ გირჩევნია რუსულად მოგცეროთ?
nihontoman
გამარჯობა. საინტერესოა შენი ნამუშევრების ნახვა და ასევე მისი განხილვა ფორუმებზე ( ალბათ განს.რუზე ან ტოპგანზე ან თუნდაც უკლპო-ზე იქნები, ხომ???)
foxi
minchanin

თუ დაიცკე ბარემ გაგვეცანი. ვინ ჰარ? კონკრეტულად რას გვთავაზობ.რა კავსირებზეა საუბარი. ინფორმაცია განავრცე რომ კიტკვები
მეტი დაგისვატ.
minchanin
გამარჯობატ მეგობრებო, გმერტი იკოს ჰელის ჰემაჰველებელი ტკვენს საკმეჰი. მოგესალმებიტ მინსკიდან. დზალიან გამიჰარდა რომ ასე ცკარა მიპასუჰეტ klosი მეკიტკებოდა რა ეროვნების ჰარო. მე კარტველი ვარ, ზესტაპონიდან, გვარად ბერაძე. 28 ცელიცადია რაც მინსკჰი ვცკოვრობ ოჯაკიტ. პნევმატიკა ცემი გატაცება (хобби). გარდა ჰაერის ზამბარებისა სჰვა ბევრი რამე მაკვს გაკეტებული პნევმატიკაჰი, კველაპერს ერტად ვერ დავცერ. ცავიკიტჰე ტკვენი ბევრი პოსტები, როგორც ტკვენი პორუმის ასევე ბაზიერის პორუმჰიც. ცავაცკდი ისეტ პოსტებსაც რომლებიც საკმაოტ მომეცონა, როგორც ცანს მანდაც არიან აირგანერები, რომლებიც კარგატ ერკვევიან პნევმატიკის ტეორიაჰი და ვიმოდევნებ არა მარტო ტეორიაჰი არამეტ პრაკტიკაჰიც. ცვენი (ბელორუსული) პორუმი 2003 ცლიდანაა დაცკილი, აკ საკმაოდ ბევრნი არიან პნევმატიკის მოკვარულები, მატ ზოგჯერ პნევმანუტებს ედზაჰიან. მე ბევრი პოსტები მაკვს გამოკვეკნებული რუსულად. გტჰოვტ მიპასუჰოტ ჰეიდზლება ტუ არა რუსუკად დავცერო პოსტები რომ არ დმცირდეს მატი ტარგმნა კარტულატ. გარდა ამისა ცემი კომპიუტერი კარტულ ალპავიტს ცუდად ცერს. ასევე მაინტერესებს როგორ ჰეიდზლება სურატების მოტავსება პოსტჰი.

ჰაერის ზამბარების დაკენება ჰეიდზლება ისეტ ტოპებჰი სადაც დგეჰის დაცერა шепталоტი ჰდება გვერდიდან. ცემი ზამბარები გირს 35$ - გერდზის (шток) ф 8 მმ, და 50$ - გერდზის (шток) ф 10 მმ. პირველი 5 მომჰვარებლისტვის პასის დაკლება იკნება 5$. გამოგზავნა პოსტიტ - სასცრაპო (10 დგეჰი) გირს 10$, ცვეულებრევი, ერტ ტვეჰი - 3$. გადაჰდა ჰეიდზლება მანდ საკარტველოჰი, კერდზოდ ზესტაპონჰი. გარანტია 6 ტვე გამოგზავნის დგიდან ან პირველ გადატენვამდე ამ პერიოდჰი. გადატენვა უპასუა გარდა ჰარჯისა გამოგზავნაზე ცემტან, ცეიდან უკან გამოგზავნა ცემს ჰარჯზე (მჰოლოდ საკარველოსტვის). ჰაერის ზამბარების რესურსი არის დააჰლოებიტ 4000 გასროლა (ჰეიდზლება მეტიც, მე მეტი ტკვიები ვერ გავიმეტე გამოსაცდელად). 3 ცლის განმავლობაჰი მჰოლოდ ორ ჯერ მომაკიტკეს გატასატენვად. გადაჰდისა და გამოგზავნის პირობებზე ჰეიდზლება ვილაპარაკოტ ტუ მატი ჰედზენის ინტერესი გაგიცნდებატ. ინპორმაციისტვის ჰაზს გავუსვამ რომ ანალოგიური რუსული და უკრაინული ზამბარები გირს 10$ უპრო დზვირი (10 მმ штокიტ ცემს მეტი არავინ არ აკეტებს). დამატებიტ ინპორმაციას ამ ტემაზე გაცნობებტ მოგვიანებიტ. ცემი ნაკვა ჰეიდზლება .



კველას მიმარტ პატივისცემიტ minchanin
nihontoman
და ეს ზამბარები დაბალი წნევისაა როგორც თეობენის თუ მაღალი წნევის? დიამეტრიდან გამომდინარე მაღალი წნევის ჩანს, თუმცა შეიძლება ვცდებოდე....
minchanin
ასევე გტჰოვტ ჰემატკობინოტ ტკვენს საიტზე არის ტუ არა საერტო პორუმი, ტუ მარტო ტემების მიჰედვიტ არის
tengo
ციტატა(minchanin @ 8th July 2011 - 09:31 PM) *
ასევე მაინტერესებს როგორ ჰეიდზლება სურატების მოტავსება პოსტჰი.

minchanin
ეს თემა გადაიკითხე, დეტალურად არის აღწერილი ბმულებისა და სურათების დადების მაგალითები.
მე პირადად უფრო პცპ-ები მიზიდავს და ამ სისტემასთან დაკავშირებით თუ რამეს აკეთებთ ნამდვილად დამაინტერესებს.
geojorjika
minchanin
კეთილი იყოს ენი შფეხი ჩვენს ფორუმზე, მისასალმებბელია ახალი წევრის გამოჩენა,

ძალიან საინტერესო ინფორმაციაა და მემგონი მშვნიერი შემოთავაზება , რა მაინტერესებს HW 50S-ზე თუ დადგება ეგ ჰაერის ზამბარა?

ეგიძLია გახსნა ცალკე ენი თემა ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკის განყოფილებაშI და წერო რუსულად არ არის პრობლემა .
nihontoman
geojorjika
როგორც ვიცი ვაირაუხის სტანდარტული რეკორდ გამშვები ჰაერის ზამბარის დაყენების სასუალებას არ იძლევა, რადგან ცენტრალური "ზაცეპითაა" და არა გვერდითით...

ამიტომაცაა, რომ 90-ე მოდელში, რეკორდი ცოტა შეცვალეს....
geojorjika
nihontoman
ჰოო მართალი ხარ სულ ამომივარდა თავიდან , დიანაც ეგრეა
sekurifa
ნეტავ minchanin- ი სად დაიკარგა? არც პმ-ში მპასუხობს არც აქ წერს არაფერს.
nihontoman
მაშინ მე ქართულად დავწერ (რუსულ კლავას არ ვარ სეჩვეული biggrin.gif)

ერთი ვერ გავიგე - თუ აზოტი უკეთესია, რატომ არ იყენებთ თქვენს ზამბარებში? სიზვირეა მიზეზი თუ კიდევ სხვა რამ?
nihontoman
minchanin
აჰა, გასაგებია. მადლობა smile.gif
sekurifa
ავოიეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე ჰაერის ზამბარა ჩამომივიდა.ბატონი minchanin-ის გამოგზავნილი.წავედი ახლა გამოსატანად და მერე დავცერ ყველაფერს 30.gif
cz80
ციტატა(sekurifa @ 29th July 2011 - 10:10 AM) *
ავოიეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე ჰაერის ზამბარა ჩამომივიდა.ბატონი minchanin-ის გამოგზავნილი.წავედი ახლა გამოსატანად და მერე დავცერ ყველაფერს

ვააა საღოლ..აბა ველოდებით შედეგებს wink.gif
ja_ja
minchanin
ყველაფერი გასაგებია, ყველანაირად მოხარული ვართ, მაგრამ იძულებული ვარ შეგახსენო, ფორუმის ოფიციალური ენაა ქართული და ქართულად უნდა ვწეროთ წინააღმდეგ შემთხვევაში პოსტები წაიშლება (ნაწილი უკვე წავშალე), მიუხედავად იმისა რომ ზალიან საჭირო და საინტერესო თემებია განხილული.

პლიუს უბრალოდ თემების ერთი ფორუმიდან მეორეზე კოპი პეისტით გადმოტანა მიღებული არაა, ჯობია წყაროზე ლინკი მიუთითო.


sekurifa
სურათების გადაღება და დადება არ დაგავიწყდეს, ნუ სასურველია მინი რეპორტიც.
nihontoman
sekurifa
გილოცავ.

ჩადებას რომ გადაწყვეტ, მერე ნახავ რა რთული ყოფილა biggrin.gif ის 3-4 მილიმეტრი, რომელიც უნდა შეიკუმშოს, მთელი ჩემი წონით ძლივს შვკუმშე ვენომს რომ ვაწყობდი (85 კილო ვარ) ასე რომ, ეგ გაითვალისწინე, დახმარება დაგჭირდება სხვისი ყველა ვარიანტში....
sekurifa

ზამბარა კი გამოვიტანე მაგრამ ის პრობლემაა რომ დგუშში დასაფიქსირებელი შაიბა სხვა ზომის მოყვა და ტოკარს უნდა გავაჩარხინო.სამწუხაროდ დღეს ვერ მოვახერხებ დაყენებას და ხვალ ვიზამ.
sekurifa
ხალხნო ზამბარას ვერ ვკუმშავ რავქნა? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ზუსტად ჩემი წონაა დაწყებითი ზეწოლა და ვერ ვერევი 24.gif ხვალ მძიმე არტილერიას დავიხმარ,ძმაკაცი მყავს 115 კილოა.128 ატმოსფერო ცოტა ბევრი ხომარარის ჩემი თოფისთვის?
ja_ja
sekurifa
ციტატა(sekurifa @ 29th July 2011 - 04:15 PM) *
128 ატმოსფერო ცოტა ბევრი ხომარარის ჩემი თოფისთვის?

თოფისთვის არამგონია, მარა აი შენთვის აშკარად ბევრია smile.gif

კაი ჩალიჩი მოგიწევს მარა ანდაზა ხომ იცი სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში შაქრიანი მურაბაა ჩამოკიდებულიო smile.gif მოკლედ როდესაც მორჩები წვალებას, მიხვდები რომ ღირდა.
nihontoman
sekurifa

ხო გითხარი გაგიჭირდება მეთქი biggrin.gif
რო გენახა როგორ ვაყენებდით მე და ჩემი ძმა, სიცილით მოკვდებოდი. მომიწია კომპრესორის ზემოდან ფიცარის დადება და მერე იმ ფიცარზე დაჯდომა, რომ შეკუმშულიყო.... საკმაოდ ძნელი იყო ბალანსირება ვენომის ზადნიკზე biggrin.gif
ilariona
ციტატა(nihontoman @ 29th July 2011 - 06:42 PM) *
მომიწია კომპრესორის ზემოდან ფიცარის დადება და მერე იმ ფიცარზე დაჯდომა, რომ შეკუმშულიყო.... საკმაოდ ძნელი იყო ბალანსირება ვენომის ზადნიკზე biggrin.gif


კიდევ კარგი ფიცარი არ გაიხვრიტა rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif
sekurifa
ციტატა(nihontoman @ Jul 29 2011, 06:42 PM) *
sekurifa

ხო გითხარი გაგიჭირდება მეთქი biggrin.gif
რო გენახა როგორ ვაყენებდით მე და ჩემი ძმა, სიცილით მოკვდებოდი. მომიწია კომპრესორის ზემოდან ფიცარის დადება და მერე იმ ფიცარზე დაჯდომა, რომ შეკუმშულიყო.... საკმაოდ ძნელი იყო ბალანსირება ვენომის ზადნიკზე biggrin.gif

ხო მეც ეგრე ვიზამ.მძიმე წონას ზემოდან დავსვამ მე კი დავაფიქსირებ smile.gif ერთადერთი გამშვები (შეპტალო) მაშინებს თუ გაუძლებს ამ დატვირთვას scratch_one-s_head.gif
nihontoman
ilariona შენ ეგა თქვი, მაგარი მეშინოდა რამე არ მოხდეს მეთქი, თორე კომპრესორ-გარჭმული უნდა მერბინა ოთახიდან ოთახში biggrin.gif
bazuka
აბა მორჩა ოფები


sekurifa
გილოცავ
gigi30
http://topguns.ru/poetapnaya-ustanovka-gp-foto/ იქნებ ეს ინფორმაცია გამოგადგეს
sekurifa
ერთი სიტყვით დღეს გავედი რკინეულობაში და ვიყიდე აი ეს



მერე აქედან გავაკეთე აიეს



მოვათავსე შიგ კორპუსი და მშვიდად ძალდატანების გარეშე ქანჩების სინქრონული მოძრაობით შევკუმშე ჰაერის ზამბარა.





მაგრამ პრობლემას წავაწყდი.თოფი არ იტენება.ანუ ზამბარა ბოლომდე იკუმშება და სულ ცოტა აკლდება გადატენვამდე.



მომიწევს ზამბარის შტირის დამოკლება რადგან თავდაპირველი შეკუმშვის სიგრძე 10 მილიმეტრია.ეს ბევრია და 3 მილიმეტრამდე უნდა დავიყვანო ის 7 მილიმეტრი კი გადატენვამდე რომ ადგილი მიაკლდა იმას შეავსებს (იმედია biggrin.gif )დღეს სამწუხაროდ ამას ვეღარ მოვასწრებ რადგან სამსახურში ადრე მოვდივარ და ხვალისთვის გადავდებ.ისე ძალიან მაგარია გაზის ზამბარა რა,ისე პლავლათდა სასიამოვნოდ იტენება.(ჩვეულებრივი ზამბარის გაჭინთვა რომარ ისმის smile.gif )
gregory
sekurifa
ვაღარ ჩასვი? ჰა, როგოია? სიჩქარე, უკუცემა, ხმა????
sekurifa
ციტატა(gregory @ Aug 3 2011, 10:10 AM) *
sekurifa
ვაღარ ჩასვი? ჰა, როგოია? სიჩქარე, უკუცემა, ხმა????

ჰო ხალხო ისეთ გადარბენებზე ვიყავი ეს დღეები ვეღარ მოვიცალე რა ჩემთვის.ცოლშვილი ცავიყვანე წაღვერში და მეც იქ ვიყავი გუშინ ჩამოვედი.

ერთი სიტყვით ჰაერის ზამბარის ჩაყენება მშვიდობიანად დასრულდა ტრავმების გარეშე biggrin.gif ის 7 მილიმეტრი ზედმეტი რაც იყო ზამბარის ღერძზე ოკურატნო გადავჭერი და საბოლოოდ მივიღე 3 მილიმეტრი წინასწარი შეკუმშვა.გუშინწინ გავედი ტყეში გასატესტად,იმის გამო რომ ჯერ ნორმალური ოპტიკა არ შემიძენია (პრინციპში ჯერ არც დამჭირვებია)რადგან წიწვოვან ტყეში ოპტიკა უფრო მიშლის ხელს,ვიფიქრე იმ უბრალო ოპტიკით გავისვრი მეთქი რაც სტანდარტულ მურკაზე მაქვს.დავიწყე პრისტრელკა 26 მეტრზე.თოფი გადაიტენა გლადკათ ღრჭიალის გარეშე ჩამოვდე ლულა კუნძზე სირბილის ქვეშ და გამოვკარი ჩახმახი.სროლის ხმამ გამაოცა,ამხელა ხმა თუ შეიზლებოდა ქონოდა პნევმატურ თოფს არ მეგონა.დიზელი იყო სუპერი რა.გაბოლა მარა რა გაბოლა,ტყვიაც სად გაფრინდა კაცმა არიცის biggrin.gif შემდეგ 5-6 გასროლა გავაკეტე ჰაერში და ხმაც გაუქრა მაგრამ მაინც ბოლავდა ცოტას მკრთალად.(ახლაც ბოლავს)პრისტრელკა რომ დავიწყე 20 გასროლას გმირულად გაუძლო ოპტიკამ და მერე ბადე საერთოდ მოძვრა შიგნით და თოფზე უკვე ჩვეულებრივი ჭოგრიტი მეგო smile.gif მოვხსენი ეს საშინელება თოფს და ისევ ჩვეული ღია სამიზნით გავაგრძელე სროლა.ჯგუფების კეთებას აზრი არ ქონდა და ტომატის საშუალო ზომის თუნუქის ქილაზე გადავწყვიტე ტესტის გაკეთება (ანუ პლინკაობა biggrin.gif ) სამიზნე გავასწორე 15 მეტრიდან ნუ სადღაც 40 მილიმეტრიანი რადიუსის რგოლში რომ ჯდება ყველა ტყვია ხელიდან ნასროლი.ყველაზე მეტად მაინტერესებდა ნადირობის რეალური მანძილი.პირველი ორი გასროლა გავაკეთე 26 მეტრიდან და ორივე ტყვიამ სკვაზნოით გაიარა მიზანში ისე რომ ქილა არ გადმოვარდნილა,ეს ტყვიის მაღალ სიჩქარეზეც მეტYველებს.შემდეგ მანძილი გავზარდე ზუსტად 45 მეტრამდე და ორივე ნასროლიდან ორივე მოხვდა ოღონდ ერთი მხრიდან რომ დახვრიტა მიზანი მეორე მხარეს ცოტა დააკლდა გახვრეტას.ვისროდი მჩატე ჯსბ-ის.მძიმე არ მისვრია და შეიძლება მან უკეთესი შედეგი მომცეს.ჩემთვის ეს სავსებით საკმარისია რადგან ამ მანძილძე იშვიათად თუ მესვრი რამეს.

რაც შეეხება უკუცემას საგრძნობლად შემცირდა,ისიც ძალიან დიდი პლიუსია გადატენილ მდგომარეობაში დიდხანს რომ შეგიძლია ამყოფო.გუშინ რომ ჩამოვედი თბილისში თოფი დავშალე რომ მენახა ხომ ყველაფერი იყო რიგში და მხოლოდ ერთი მიზეზი აღვოვაჩინე,მანჟეტი აქვს დაზიანებული.ის ადგილი რომლითაც მანჟეტი ცილინდრის კედელს ეჯახება ჰაერის გადამშვებ ნახვრეთტან არის ამოჭმული და კიდევ წინასწარი შეკუმშვის სიგრძე შემცირდა 1 მილიმეტრით და გახდა 2 მმ.მაგრამ ესეც საკმარისია.ეტყობა სროლის დროს რაღაც მიიწ-მოიწია შიგ და მოერგო კარგად biggrin.gif


ახლა თავიდან ვაპალიროვკებ ყველაფერს და წელს სასიამოვნო სანადირო გასვლები მელის. i-m_so_happy.gif
nihontoman
არა რა ეს დიზელი მაგარი მზაკვარი რამეა - თიტქმის იდეალური რგოლი რომ ამოუჭამია მანჟეტზე biggrin.gif

ლიპერსის ყიდვა მოგიწევს, თორე გაიტანჯები ოპტიკების ცვლით biggrin.gif
sekurifa
ხო მართლა თუ ვინმეს აინტერესებს ეს ზამბარა დამიჯდა 35$.რესურსი რომ გაუა გაუგზავნი მინჩანინს უკან დატენის და გამომიგზავნის.კარგ დროს გამოჩნდა ეს კაცი ჩემთვის თორემ უკრაინიდან ვაპირებდი გამოცერას და სადღაც 60 დოლარი დამიჯდებოდა.მინჩანინი კი ჯიგარი გამოდგა და ერთი თვე მაცლის ფულს. wink.gif ამით ჩემი ცდები მპ-512 ებთან დასრულდა.ორივე გავანავაროტკე საუკეთესოდ რაც კი შეიძლებოდა.ერთზე ახლა მიგია 3მმ სისქის ძლიერი ზამბარა ტელესკოპური მიმმართველ-დამამძიმებელით (ნაწრთობი ფოლადიდან)და მეორეზე ჰაერის ზამბარა.ორივეს შედეგებით კმაყოფილი ვარ.ამის იქით უკვე სხვა გეგმები მაქვს და ამ გეგმას (Benjamin Discovery) ქვია biggrin.gif ოღონდ ეს მომავალში.თუმცა ჩემს მურკაზე მეტად მაინც ვერ შევიყვარებ biggrin.gif
gregory
sekurifa
გილოცავ, კარგია, 100000 გასროლაში გაგეცვითოს smile.gif

ციტატა(sekurifa @ 3rd August 2011 - 05:40 PM) *
ამის იქით უკვე სხვა გეგმები მაქვს და ამ გეგმას (Benjamin Discovery) ქვია

თუკი რამეში გამოგადგები მოხარული ვიქნები wink.gif

sekurifa
ესეიგი დღეს ამანათით ჩამომივიდა გაზის ზამბარა უკრაინიდან. ოსტატი (Vado123) სახელი ვადიმი,უკრაინელი აირგანერების ფორუმიდან.გავუგზავნე 50$ და გამომიგზავნა ზამბარა.ჩამოვიდა ზუსტად ათ ღეში. ზამბარა არის ჩემი ახლადშეძენილი ჰასტან მოდ 99 ისთვის. 145 ატმოსფერო. იმედია იმედები არ გამიცრუვდება და ეს ზამბარა თავისას იტყვის smile.gif ჩვენი თანაფორუმელი მინჩანინი სამწუხაროდ ჯერ ვერ ახერხებს გაზის ზამბარების დამზადებას საქართველოში და ამიტომაც მომიწია უკრაინიდან გამოწერა.


gregory
sekurifa
გილოცავ! მშვენივრად, ქარხნულად გამოიყურება smile.gif

sekurifa
ციტატა(gregory @ 28th February 2012 - 05:01 PM) *
მშვენივრად, ქარხნულად გამოიყურება

მადლობა smile.gif მართლა კარგი შესრულებულია.





ხ.მ.ე.ლ.ო
მომწონს, და დიდი იმედი მაქვს შენს ჰატსანზე გაამართლებს, მემგონი შენს მურკაზე მეტად მას შეიყვარებ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ja_ja
sekurifa
ნუ პირველი გილოცავ

მეორე 145 ატმოსფერო შენ დაუკვეთე თუ მაგ მოდელისთვის ეგეთი კეთდება?

და მესამე, ზედა შენი პოსტები ჩავასწორე თუ წინააღმდეგი არ იქნები, თორემ სურათები და ტექსტები ნამეტანი აჩეხილი იყო ერთმანეთში smile.gif
sekurifa
ციტატა(ja_ja @ 28th February 2012 - 06:48 PM) *
145 ატმოსფერო შენ დაუკვეთე თუ მაგ მოდელისთვის ეგეთი კეთდება?

ესეიგი ჰასტან 99 ისთვის სტანდარტია 140 და მე დამიტენა 145 ით.
geojorjika
sekurifa
კარგია მომეწონა , შეიძლება მაგაზე დაფიქრება smile.gif
master
sekurifa
ძალიან მაინტერესებს რას იზავს ჩემი ყოფილი ფიშტო, მაგ ზამბარაზე.
foxi
გილოცავ,ველი რეპორტს. თუ ხარ საქმის კურსში,ფასები სხვა და სხვაა ზამბარებზე? თუ სტანდარტია. რამდენი ხანი ყოფნის ერთი დატენვა მაგ კონკრეტულ ზამბარას?
sekurifa
ციტატა(kakha @ 28th February 2012 - 09:43 PM) *
რამდენი ხანი ყოფნის ერთი დატენვა მაგ კონკრეტულ ზამბარას?

8000 გასროლის მერე უნდა ხელის შევლებაო,მარა უპრო მეტსაც გაისვრის. ფასი 50$ ყველა ზამბარაზე.
master
საკმაოდ ბევრია სანადიროდ, დაფიქრებაც არ არის საჭირო.
makena
ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ 28th February 2012 - 05:43 PM) *
მემგონი შენს მურკაზე მეტად მას შეიყვარებ

ara sekurifastvis murka sxvaa

მეც მგონია რო ჰასტი გაამართლებს ,

მაგრამ ჯერ მაინც შედეგს დაველოდოთ
minchanin
გამარჯობათ მეგობრებო, მგონი მოვიდა დრო დავიწყო ქართული ჰაერის (გაზის) ზამბარების დამზადება. თუ რა არის ჰაერის ზამბარა ამაზე ზემოთაა ნახსენები, და ჩემი აზრით გამეორებას არ საჭიროებს. ჰაერის ზამბარის ფასი იქნება 35 დოლლარი პლიუს ტრანსპორტირების ხარჯი. მინდოდა ფასი უფრო დამეწია, მაგრამ ე.წ. "ზაგატოვკა'', რიდანაც ჰაერის ზამბარა მზადდება, საქართველოში ორჯერ ძვირი აღმოჩნდა ვიდრე ბელორუსიაში, ამიტომ უფრო იაფად ვერ გავაკეთებ. მინდა ავღნიშნო რომ ლაპარაკია
ჰაერი ზამბარაზე 8 მმ.-იანი ''შტოკით''. 10 მმ-იანი ''შტოკიანი'' ზამბარის დამზადებას ჯერ ვერ მოვახერხებ, რადგან მისთვის ''ზაგატოვკა'' ჯერ ვერ მოვძებნე. გადაგზავნის ფასი (ფოსტით) მაგ. ზესტაფონიდან თბილისამდე ჯდება 7.5 ლარი. ისე საოცარია რომ მინსკიდან ზესტაფონამდე ფოსტით გადაგზავნის ფასი 1.5 ჯერ უფრო იაფია ვიდრე ზესტაფონიდან

თბილისამდე. გარანტია 6 თვე. ამ პერიოდში უვარგისი ზამბარა შეიცვლება ვარგისი ზამბარით. ზამბარის გადატენვა უფასოა ერთი წლის განმავლობაში, ტრანსპორტირების ხარჯების გადახდით. გარანტია არ ვრცელდება იმ ზამბარებზე რომლების კორპუსი ან ''შტოკი''იქნება მექანიკურად დაზიანებული. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ თუნდაც მცირეოდენი

განაკაწრი , ან ჩაჭ*ლეტილობა ''შტოკზე'' იწვევს ზამბარის გამოუსწორებელ უვარგისობას. გარდა ამისა, თუ ჩვეულებრივ ზამბარაზე სამონტაჯო სიგრძის 5-8 მილიმეტრით უზუსტობა საშინელებას არ წარმოადგენს, ჰაერის ზამბარის შემთხვევაში 1 მილიმეტრიც კი შეიძლება გადამწყვეტიც იყოს. იმის გამო რომ ერთი და იგივე მარკის თოფები, მაგრამ გამოშვებულები

სხვა და სხვა დროს განსხვავდაბიან ზამბარის სამონტაჟო ზომებით, საჭიროდ მივიჩნევ, ზამბარის შეკვეთის დროს შეტყობინებული იქნას მისი (ზამბარის) სამონტაჟო პარამეტრები : სამონტაჟო სიგრძე ( დგუშის ფსკერიდან ზამბარის მისაყრდენამდე), დგუშის შიგა დიამეტრი, და დგუშის გადაადგილების (ფეხზე შეყენების დროს) მანძილი. კიდევ უფრო

უკეთესი იქნება თუ თოფს, ან მარტო საკომპრესიო ცილინდრს (აწყობილ მდგომარეობაში) გადმოაგზავნით. ამ შემთხვევაში მე თვითონ ჩავსვამ ზამბარას და გამოვცდი (თოფის შემთხვევაში). ამ შემთხვევაში ზამბარის ჩაყენების ფასი იქნება 10 დოლლარი. არ მინდა რომ ვინმეს ეგონოს, რომ ეს თითქოს წაგლეჯვა იყოს, მინსკში ერთხელ ერთმა კაცმა ორი ზამბარა

გააფუჭა ზედიზედ, და მესამის დაყენებამ მე თვითონ მომიწია. თუმცა როგორც ვიცი თბილისში უკვე არიან ამის სპეციალისტებიც. მე მგონი ძირითადი გასაგებად დავწერე, თუ რაიმე არის გაუგებელი ან დასაზუსტებელი ბრძანეთ, და დაუყოვნებლივ გავარკვევთ.

მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ჩემთვის ამ საქმეში (და არა მარტო ამ საქმეში ) მთავარია ის, რომ კლიენტი იყოს კმაყოფილი.
sekurifa
ციტატა(minchanin @ 26th June 2012 - 09:25 PM) *
ზესტაფონიდან თბილისამდე ჯდება 7.5 ლარი. ისე საოცარია რომ მინსკიდან ზესტაფონამდე ფოსტით გადაგზავნის ფასი 1.5 ჯერ უფრო იაფია ვიდრე ზესტაფონიდან თბილისამდე

უფრო მარტივადაც ხომ შეიძლება, მიცემთ მარშუტის მძღოლს ორ ლარს და სამ საათში ზამბარა უკვე თბილისში იქნება smile.gif
ilariona
minchanin
ცალკე თემა გახსენით. არეული საკითხები გამოვა.

sekurifa
+100
nihontoman
ისე, მე თქვენი არ ვიცი და მარშრუტკის მძღოლის იმედ\ზე ყოფნას მირჩევნია ის 5-6 ლარი გადავიხადო და ვიცოდე რომ მოვა...
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.