გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> გულიოს ღვეზელი, აირგანერის კერძი
geojorjika
პოსტი Jul 13 2014, 04:09 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



მოკლედ დღეს სახლში უსაქმოდ ვიყავი, ვერ შეჯიბრზე წავედი და ვერც ვერაფერი გავაკეთე სახელოსნოში ისეთ სიცხე იყო, ჰოდა ავდექი და დავიწყე ადრე იუთუბზე ნანახი ქედნის ღვეზელის ჩემებურად მომზადება, მოკლედ დავიწყეთ:

საიდან და როგორ აღმოჩნდა ჩემს სამზარეულოშ გულიოს მკერდი ამას გამოვტოვებ smile.gif

საჭიროა:

1)ორი ცალი გულიოს გულმკერდი
2)კარაქი 70-80 გრამი
3)სოკო კონსერვის ან ცოცხალი , უმჯობესია შამპინიონი 200 გრ
4)ნაღები 20% 100გრ
5)ნიორი, ხახვი, ნახევარი მწვანე ბულგარული
6)ფენოვანი ცომი (ერთი შეკვრა მზად იყიდება)
7)მარილი, შავი წიწაკა



ვიღებთ გულიოს გულმკერდს და ვაკეთბ ფილეს, ვჭრით ნიორს, ხახვს და ბულგარულს წვრილად



ვიღებთ საჭმლის შესაფუთ პარკს, ვაფარებთ გულიოს ფილეზე და ვიწყებთ მის დაბეგვას , გულიოს ცოტა მაგარი ხორცი აქვს და მისი მომზადება რომ გაადვილდეს და ასევე რბილი რომ იყოს, პარკი კი იმისთვისაა საჭირო რომ ოჯახის წევრები არ დასვაროთ დაბეგვილი ხორცით smile.gif



დაბეგვილ ხორცს ვჭრით წვრილად



ვიღებთ 70-80 გრამ კარაქს , ვაგდებთ ცხელ ტაფაზე და ვალღობთ



ვამატებთ წვრილად დაჭრილ ხორცს



2-3 წუთის მერე ვამატებთ სოკოს



5-7 წუთის მერე ვამატებთ , ნიორს, ხახვს , ბულგარულს, მარილს და წიწაკას და ვურევთ კარგად





ვამატებთ ნაღებს და ვურევთ



უნდა მივიღოთ ესეთი მასა დაახლოვებით 3-4 წუთში



მიღებულს მასას ვათავსებთ კონტეინერში და შემდეგ მაცივარში 2-3 საათით



ვიღებთ ფენოვან ცომს, ვაბრტყელებთ და ვჭრით იმდენ ნაწილად რამდენი ღვეზელის გაკეთებასც ვაპირებთ 12X18 სმ მართკუთხედი უნდა იყოს ზომა



ვათავსებთ მაცივარშიდან გამოღებულ წინაწარ გამზადებულ გულსართს , გადავკეცავთ და ნაპირებტს მოვუხვევთ



ვიღებთ კულინარიულ ქაღალდს, ვათავსებს ჟარონაზე, ვუსმევთ გამდნარ კარაქვს რომ არ დაიკრას, ღვეზელებსაც ვუსმევთ თავზე გამდნარ კარაქს და 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ვათავზებთ 20-25 წუთით



20 წუთის შემდეგ ვიღებთ ასეთ ღვეზელებს



გადმოვიღებთ თეფშზე და მივირთმევთ




არის ძალიან მსუყე და გემრიელი 1 ცალზე მეტს ნუ გათვლის კაცზე smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
2 გვერდი V  < 1 2  
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (20 - 21)
nihontoman
პოსტი Jul 14 2014, 10:24 PM
პოსტი #21


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



geojorjika
გემრიელად გამოიყურება ორივე ვარიანტი. გასინჯავდა კაცი biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Davitus
პოსტი Jul 15 2014, 12:25 PM
პოსტი #22


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,811
რეგისტრ.: 11-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 110



საღოლ ჟორჟიკ, მაგრამ იმ ღვეზელს საგიტალურ კვეთაში ვატყობ, რომ ცომს ცოტა აკლია ცხობა, იმედია კუჭმაც არ შეატყო biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

2 გვერდი V  < 1 2
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th June 2024 - 09:13 AM
Hosted by Pro-Service