ნადირობა ShalvaQ-ურად |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
ნადირობა ShalvaQ-ურად |
Nov 16 2012, 07:10 PM
პოსტი
#1
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 275 რეგისტრ.: 7-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 569 |
2 დღის წინ, სამსახურიდან დაბრუნებულს ძილი მომერია, მაგრამ ყურადღებას იქცევდნენ ჰაერში მოლივლივე მტრედები, რომელიც ყოველ 2-3 წუთში ერთხელ აფრინდებოდნენ ჩემი სახლის უკან მდებარე მიტოვებული შენობიდან და ისევ უბრუნდებოდნენ თავიანთ ადგილებს. საღერღელი ამეშალა როცა დავინახე, რომ ერთად დაახლოებით 30-მდე მტრედმა დაიწყო ნარნარი ჩემი გულის გასახეთქად. დიდი გზა არ მქონდა გასავლელი, ბევრი აღარ მიფიქრია და 10 წუთში სასროლ პოზიციაზე ვიყავი. სასროლი მანძილი 20 დან 50 მეტრამდე. აცივდა და ეზარებოდათ ფრენა, გაფოფრილები ისხდნენ. წაღებული მქონდა მქონდა barakuda hunter და barakuda silver point (ამ უკანასკნელს ახლოს მსხდომებს ვესროდი ,რადგან ჩემი ფანტომასი შორს ვერ გასტყორცნის სასურველ მიზანში) შედეგი 5 მტრედი, 3 საკმაოდ მძიმე ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე ტყვიის ბალისტიკა, რა ტრაექტორიით გაიარა ტყვიამ, შიგნით რა დაუზიანა ადრეც მინახია და ეხლაც დავრწმუნდი კიდევ ერთხელ რომ ბარაკუდას აქვს რბილი შენადნობის ტყვიები, რომლებიც მოხვედრის შედეგად ძლიერ დეფორმაციას განიცდიან, რითიც უფრო დიდ ზიანს აყენებს მსხვერპლს, ვიდრე სხვა ტყვიები გავპტკვენი და ასეთი შედეგი დადგა შემავალი ჭრილობა, რომელშიც მოხვედრილი ჰქონდა ჰანტერი ეს კი გამომავალი, შიგნით კი გაუბედურებული და გაშავებული იყო შედედებული სისხლისგან ყველაფერი ეს კი დაახლოებით 25 მეტრიდან აქვს მოხვედრილი Uploaded with ImageShack.us მხოლოდ ეს უკვე silver pointi-ა მოხვედრილი პასტა თავისუფლად ჩავიდოდა შიგნით 3 სანტიმეტრზე მაინც, ძვლები დამტვრეული ხოლო ტყვიები ყველა შემთხვევაში გაუჩინარებული ეს კი დგევანდელი შედეგი Uploaded with ImageShack.us ერთს დავამატებ კიდევ, სასიამოვნოა როცა ესვრი ფრინველს და მოწყვეტით თუ არა, მაქსიმუმ 3წამში ეცემა მიწაზე, და არა 50მეტრის ფრენის შემდეგ.
| |
> |
|
|
Nov 18 2012, 07:21 PM
პოსტი
#2
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 537 რეგისტრ.: 31-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kukia წევრი №: 1,565 ქალაქი:Tbilisi |
crow magnums მაგარი ვიცინე +10000. კუმისზე შარშან ვიყავი გაზაფხულზე და ახალ დახნულ მინდვრებზე 3 ჯგუფს გადავეყარე დაახლოებით 50 წევრიანს. რათქმაუნდა მაშინ არც მიცდია მაგათზე ნადირობა. ისე უაღრესად ფრთხილები არიან. ხოხვა ხოხვით ძლივს ვეპარებოდი 80 მეტრზე. ერთი თავს აწევდა და მთელი გუნდი ფრიიიიიიი. ეხლა რაც შეეხება crow magnums გუშინ მე და სეკურამ წავინადირეთ კაჭკაჭებზე და ყვავებზე. crow magnum მს დისკო ისროდა ბრზიალით. ანუ მსუბუქია დისკოსათვის. ცდომილება პრემიუმთან შედარებით იყო სადღაც 1 სანტიმეტრი დაბლა. რაც შეეხება დაზიანებას მიზანის - ყვავს 2 ჯერ გავარტყი და არაფერი უგრძვნია ისე გაფრინდა. ბუმბულში ვერც შეაღწია ისე გასკდა ალბათ. კაჭკაჭებზეც მოვსინჯე და საბოლოო დასკვნა ასეთია. crow magnum უნდა იხმარო 30-35 მეტრამდე დისტანციაზე, საშუალო ზომის ფრინველზე - ჩხართვის ზომებისაზე. ზუსტი არის. განმეორადობა კარგი აქვს. ტყვია არის უსუფთავესი - გაპრიალებული. ფასიც კარგი 23 ლარი 500 ცალი. ალბათ კარგი იქნება ბიუჯეტურ ზდპ ეებზეც რომელთა სისწრაფე არის 280 მწ მდე.
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th April 2024 - 10:35 PM |
Hosted by Pro-Service |