დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ნადირობა ShalvaQ-ურად
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღის გამოყენება > ნადირობა პნევმატიკით > სანადირო გასვლები
ShalvaQ
2 დღის წინ, სამსახურიდან დაბრუნებულს ძილი მომერია, მაგრამ ყურადღებას იქცევდნენ ჰაერში მოლივლივე მტრედები, რომელიც ყოველ 2-3 წუთში ერთხელ აფრინდებოდნენ ჩემი სახლის უკან მდებარე მიტოვებული შენობიდან და ისევ უბრუნდებოდნენ თავიანთ ადგილებს. საღერღელი ამეშალა როცა დავინახე, რომ ერთად დაახლოებით 30-მდე მტრედმა დაიწყო ნარნარი ჩემი გულის გასახეთქად. დიდი გზა არ მქონდა გასავლელი, ბევრი აღარ მიფიქრია და 10 წუთში სასროლ პოზიციაზე ვიყავი. სასროლი მანძილი 20 დან 50 მეტრამდე. აცივდა და ეზარებოდათ ფრენა, გაფოფრილები ისხდნენ. წაღებული მქონდა მქონდა barakuda hunter და barakuda silver point (ამ უკანასკნელს ახლოს მსხდომებს ვესროდი ,რადგან ჩემი ფანტომასი შორს ვერ გასტყორცნის სასურველ მიზანში) შედეგი 5 მტრედი, 3 საკმაოდ მძიმე




ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე ტყვიის ბალისტიკა, რა ტრაექტორიით გაიარა ტყვიამ, შიგნით რა დაუზიანა

ადრეც მინახია და ეხლაც დავრწმუნდი კიდევ ერთხელ რომ ბარაკუდას აქვს რბილი შენადნობის ტყვიები, რომლებიც მოხვედრის შედეგად ძლიერ დეფორმაციას განიცდიან, რითიც უფრო დიდ ზიანს აყენებს მსხვერპლს, ვიდრე სხვა ტყვიები

გავპტკვენი და ასეთი შედეგი დადგა



შემავალი ჭრილობა, რომელშიც მოხვედრილი ჰქონდა ჰანტერი



ეს კი გამომავალი, შიგნით კი გაუბედურებული და გაშავებული იყო შედედებული სისხლისგან ყველაფერი

ეს კი დაახლოებით 25 მეტრიდან აქვს მოხვედრილი



Uploaded with ImageShack.us

მხოლოდ ეს უკვე silver pointi-ა მოხვედრილი პასტა თავისუფლად ჩავიდოდა შიგნით 3 სანტიმეტრზე მაინც, ძვლები დამტვრეული ხოლო ტყვიები ყველა შემთხვევაში გაუჩინარებული

ეს კი დგევანდელი შედეგი wink.gif



Uploaded with ImageShack.us

ერთს დავამატებ კიდევ, სასიამოვნოა როცა ესვრი ფრინველს და მოწყვეტით თუ არა, მაქსიმუმ 3წამში ეცემა მიწაზე, და არა 50მეტრის ფრენის შემდეგ.
CHICO30
ვინმეს თუ გამოგიცდიათ krow magnum, 0.57g სანადიროდ.
ShalvaQ
ციტატა(CHICO30 @ Nov 16 2012, 08:29 PM) *
ვინმეს თუ გამოგიცდიათ krow magnum, 0.57g სანადიროდ.

არ მიცდია, მაგრამ მინდა რომ როგორც ja-ja_მ გამოსცადა ტყვიები საძერწ თიხაზე, ისე ვცადო პრინველებზე
CHICO30
ხო ეგ კარგია თორე მე გამაწამეს ქედნებმა. სანადირო ტყვიები არ მქონდა და 50-100 მეტრის იქეთ ვპოულობდი დაჭრილებს.
ja_ja
CHICO30
მიცდია მისი მძიმე ძმა, თუ მოხვდა ყველაფერი 5-იანზეა არანაირი ზედმეტი მოძრაობები, მაგრამ ცუდი ისაა რომ დიდ დისტანციებზე ვერ მუშოაბს ეგ ტყვია, მაქსიმუმი არის, 50 მეტრი, მერე უკვე არევა მიდის... უარყოფითად მუშობს დიდ დისტანციებზე, თავის ფორმა.
ShalvaQ
იდეაში მაქვს ვინადირო jsb predator, gamo expander და norica killer-ით
ja_ja
ShalvaQ
ციტატა(shalvaQ @ 16th November 2012 - 08:52 PM) *
norica killer-ით

ეგ ბოლო დაივიწყე როგორც კოშმარი smile.gif

თუ რაიმეს მოხვდა ხომ ვავა, მაგრამ მთავარი ისააა რომ მოხვდება კია საერთოდ რაიმეს smile.gif

P.S. სხვათაშორის აი მაი კილერი ზემოთხსენებულ ქედნებს რომ მოხვედროდა, ბუმბულზევე დაიშლებოდა და ქედანი მსუბუქი შეშინების გარდა ვერაფერს იგრძნობდა smile.gif
ShalvaQ
და იგივე ქედანზე jsb predator-მა ალბათ უნდა გაამართლოს
ja_ja
ShalvaQ
არ მიცდია, ნუ მართალია მაგარ სექსუალურ ვიდზეა და რამე, მარა რავიცი... აი სინჯე და გავიგებთ რა smile.gif
CHICO30
დიდი დისტანციები არც მინდა მახიმუმ 50 მეტრია სოფელში. სულ ტყეა და ახლო დისტანციები. საშუალოდ 35-40 მეტრი.
ShalvaQ
ციტატა(ja_ja @ Nov 16 2012, 09:11 PM) *
ShalvaQ
არ მიცდია, ნუ მართალია მაგარ სექსუალურ ვიდზეა და რამე, მარა რავიცი... აი სინჯე და გავიგებთ რა smile.gif

შენი ჩატარებული ცდიდან გამომდინარე დიდი შანსია რომ ძირითადი ტყვია გავიდეს სხეულიდან და პლასტმასის თავი დარჩეს, რაც გაზრდის მისი დროული მიწაზე დაზნეყვების შანსს
sekurifa
ციტატა
და იგივე ქედანზე jsb predator-მა ალბათ უნდა გაამართლოს


პრედატორიც ახლოშია კარგი. მაღალ სიჩქარეს ვერ იტანს. შეღწევით კარგად შედის მარა დიდი არაფერია. მაგას მსუბუქი ჯიესბე ჯობია ნადირობაში. დაშლით ყველავარიანტში იშლება ტყვია მოხვედრისას.
CHICO30
ხვალ ჩვენც მოვინადიროთ ცოტა ქედნები ზური biggrin.gif გავიხსენოთ სროლა. შენ ოპტიკის გარეშეც კარგად ისვრი. მე ამ crow magnums წამოვიღებ და გამოვცადოთ. ერთი შეხედვით იდეალური ნამუშევარი ჩანს ეს ტყვიები. არანაირი ნაწიბურები და ზედმეტი რაღაცეები.

გაფრთხილება ადმინისტრატორისგან, შეარჩიეთ სწორი სიტყვები, თორემ მერე წუწუნს არ მივიღებ
kaka8079
ხალხო სად ნახულობთ ამდენ ქენდებს?თუ გულიოს ეძახით ქედანს ეგ არ ვიცი!რამდენი წელია ვნადირობ და სულ რაღაც 2 ცალი ქედანი მაქ მონადირებული,ისე ბარაკუდა ჰანტერი მარადას ლულიდან გადასარევად მიფრინავს და 50 მერტრში შემიძლია ვთქვა რომ ჩემი თოფიდან იგივე სიზუსტეს იძლეოდა რასაც იძლეოდა კროსმან cp უბრალოდ ცოტათი დაბლა მიფრინავდა თუმცა ეს უკვე ბალისტიკაა და სულაც არ ეხება ტყვიის ექსპანსიურობას და საბოლოო შედეგს ნადირობისას.
CHICO30
ქედნების მეტი რა არის კუმისისკენ, ზღვის მეორე მხარეს, დაჟე დენდროპარკშიც ჩითავენ ხოლმე. ჯანდარაზე ხო აღარ მაქ ლაპარაკი.
kaka8079
ჯანდარაზე ზეგ მივდივარ და იმედი მაქ შევხვდები ამ ფრინველს,აქამდე კი სურათით მინდა ეგ კითხვა დაგისვა რადგან პირადად არ გიცნობ და არ ვიცი თუ რამდენად ერკვევი ამ ფრინველებში.
[][/]
[][]
ძმურა დმითხარი რომელია აქედან ქედანი?რდგან ეს უკანასკნელი ოხრად ნამდვიალდ არსად მეგულება ჩვენს სამშობლოში.
CHICO30
biggrin.gif მამოწმებს? ზედაა ქედანი და მარტო შეფერილობითაც კი არ განირჩევა. ფრთის სიგრძე მოყვანილობა, თავის ფორმა, ნესტოები და ასე შემდეგ. შენ სად ნადირობ ხოლმე?
kaka8079

CHICO30
მტრედებზე აქვე ჩემთან აეროპორტში,ქედანი კი მხოლოდ ჯანდარაზე მყავს ნანახი ისიც რამოდენიმე ცალი,შენ იძახი ოხრად არის ჯანდარაზეო და რავი გამიკვირდა\,მტრედები კო ოხრად არის მარა ქედანი რავიცი.
name
kaka8079

2 წლის წინ ვიყავი სანადიროთ კახეთში ალაზნის პირა ტყეში, კოშმარული რაოდენობის ქედნები იყვნენ, სიცივისგან დაბოლილები ზიან ხეზე დეკემბერში იანვარში....., ისე რო იხვწებიან მესროლეთო
koknar
kaka8079
რას პრაფესოროფ biggrin.gif მოხრაკულ ხახვში ორივე ერთნაირია, ბუმბულს კიდე ქუდზე შენ არ იმაგრეფ და დაიკიდე რა biggrin.gif biggrin.gif
shonia
მეც ფანტომი მაქვს. მსუბუქი ჯიესბით ყვავი მოვხსენი,ვერც გაფრინდა, მსუბუქი ჯიესბე ნადირობაშიც კარგია და მიზანში სასროლადაც.


ბოლოს მსუბუქი ჯსბ რომ ვიყიდე არ იყო კარგი, ნახევარი დაჭ*ლეტილი იყო.
gela
მე რომ მქონდა კროსმან ქვესტი ძალიან უცნაურ სხვაობას მაძლევდა მსუბუქი JSB-ს და BARACUDA HUNTER ტყვიები. მაგალითად ჩეხურებს რომ გავანოლებდი ოპტიკაში მაგ გასწორებულ მიზანზე BARACUDA HUNTER-ის სროლის დროის ყოველთვის მიჰქონდა 2 მილდოტ ნახევრით მარჯვნივ და ერთი მილდოტით ზემოთ/ სასროლი მანძილი დაახლოვებიოთ 25 მეტრი იყო, აი ჰაჩიკას პცპ-დან სროლის დროს კი მძიმე ჩეხურები ცპ და ბარაკუდა ჰანტერები თითქმის ერთნაირად მიჰქონდა, ოღონდ ცდომილება იყო ვერტიკალური, ბარაკუდა 50 მეტრში თითქმის ნახევარი მილდოტით ქვემოთ მიჰქონდა, მაგრამ ცენტრი ერთნაირად ზუსტი ქონდა, ეს ჩემი დაკვირვებით, სხვასთან შეიძლება სხვანაირად იყოს
CHICO30
ციტატა(koka @ 17th November 2012 - 11:18 PM) *
crow magnums

biggrin.gif biggrin.gif მაგარი ვიცინე +10000.
კუმისზე შარშან ვიყავი გაზაფხულზე და ახალ დახნულ მინდვრებზე 3 ჯგუფს გადავეყარე დაახლოებით 50 წევრიანს. რათქმაუნდა მაშინ არც მიცდია მაგათზე ნადირობა. ისე უაღრესად ფრთხილები არიან. ხოხვა ხოხვით ძლივს ვეპარებოდი 80 მეტრზე. ერთი თავს აწევდა და მთელი გუნდი ფრიიიიიიი.

ეხლა რაც შეეხება crow magnums გუშინ მე და სეკურამ წავინადირეთ კაჭკაჭებზე და ყვავებზე. crow magnum მს დისკო ისროდა ბრზიალით. ანუ მსუბუქია დისკოსათვის. ცდომილება პრემიუმთან შედარებით იყო სადღაც 1 სანტიმეტრი დაბლა.
რაც შეეხება დაზიანებას მიზანის - ყვავს 2 ჯერ გავარტყი და არაფერი უგრძვნია ისე გაფრინდა. ბუმბულში ვერც შეაღწია ისე გასკდა ალბათ. კაჭკაჭებზეც მოვსინჯე და საბოლოო დასკვნა ასეთია.

crow magnum უნდა იხმარო 30-35 მეტრამდე დისტანციაზე, საშუალო ზომის ფრინველზე - ჩხართვის ზომებისაზე. ზუსტი არის. განმეორადობა კარგი აქვს. ტყვია არის უსუფთავესი - გაპრიალებული. ფასიც კარგი 23 ლარი 500 ცალი. ალბათ კარგი იქნება ბიუჯეტურ ზდპ ეებზეც რომელთა სისწრაფე არის 280 მწ მდე.
geojorjika
CHICO30
ბზრიალით რას ნიშნავს?
sekurifa
ბზრიალით რას ნიშნავს?CHICO30 ბზრიალით რას ნიშნავს?

სპირალისებურ ბრუნვებს აკეთებს ჰაერში.

პ.ს. -- ციტირება არ კეთდება. ნეტა რახდება?
CHICO30
აი ხედავ როგორ ტრიალებს ტყვია არა საკუთარი სიმძიმის ცენტრის ირგვლივ. ბრზოალებს სპირალურად როგორც ზურამ აღნიშნა. მაგრამ 30 მეტრში მაინც კარგად მიაქ მიზანში. შეიძლება ჩემი დისკოს ბრალია. ალბათ არასაკმარისი ძალით ისვრის არ ვიცი.
kaka8079

gela
გელა ჯან ჩემი მარადა როდესაც მქონდა მორგებული cp-ებზე და ვისროდი 280 მეტრ წამით მისვრია ბარაკუდა ჰანტერიც და გეთანხმები იმაში რომ ცდომილებას იძლეოდა მხოლოდ ვერტიკალში ერთი მილით ბარაკუდა,50 მეტრზე,ჰორიზონტზე არანაირი სანადირო ცდომილება არ ქონდა,ნუ შეიძლება რაღაც მინი გადახრა ჰონებოდა მაგრამ იმდენს cp-c იზამდა და მეც დავეხმარებოდი ამაში.
ShalvaQ

დღის 4 საათი იყო როცა ძმაკაცი დავითანხმე რომ წავსულიყავით სანადიროდ.


Uploaded with ImageShack.us
დასაფიქრებელი დროც არ მივეცი, ტაქსი გავუგზავნე და დანიშნულების ადგილზე მივიყვანე.
მოსვლისთანავე გულმა ვერ გაუძლო და ესროლა მაგრამ უშედეგოდ

Uploaded with ImageShack.us
შემდეგ იყო პაუზა რომელიც ძალიან იწელებოდა და ჩიტუნიები არ ჩანდნენ ჰორიზონტზე. დრო ვიხელთეთ და ფიშტოები ვაპოზირეთ


Uploaded with ImageShack.us ნამეტანი ფოტოგენურები არ არიან მარა ცდილობენ ბატონო. ლაპარაკში ვიყავით გართულები, როცა დაახლოებით 40 მეტრში მოფრინდა პოტენციური მსხვერპლი და კუთხეზე ჩამოჯდა, ხვიხვინებდა ჩემი ფანტომასი, ძლივს დავიმორჩილე, სუნთქვა შევიკავე და გაფრინდა ბარაკუდა ფანთერი, ეკვეთა მტერს და ძირს დასცა

Uploaded with ImageShack.us
დაიჭრა ისე რომ გაფრენის სურვილიც აგარ გასჩენია, ვისარგებლე და სატყუარად გამოვიყენე, მაგრამ უკვე ბნელდებოდა და სიჩქარისგან იყო რამოდენიმე არაზუსტი გასროლა, საბოლოოდ 3 მტრედი, სამაგიეროდ სასიამოვნოდ გატარებული დრო.
როგორც ყოველთვის მაინტერესებდა თუ რა ბალისტიკური მაჩვენებელი დატოვა ტყვიამ.


Uploaded with ImageShack.us ტყვიამ ბარკლის ძვალი დაულეწა, მცირე დაზიანება მიაყენა მკერდის ქვედა ნაწილზე და მარცხენა ფრტაც მოტეხა, (ამიტომ ვეღარ გაფრინდა და სატყუარის მისია შეასრულა) ბოლოს საკონტროლო გასროლით მოუსწრაფეთ სიცოცხლე.

Uploaded with ImageShack.us
ეს კი მეორე ყმაწვილი

Uploaded with ImageShack.usეს უგონოდ დაეცა.
როგორც აღვნიშნე სასიამოვნოდ გავატარე დრო და ეს მოკრძალებული პოსტიც შევმატე საიტს. hi.gif
koknar
როგორც ჩანს ჰანტერები კარგათ ბრტყელდება, კაი ნაცემი მტრედებია. გინდა ფეხში მოხვდეს გინდა თავში მაინც ვერ წავა. კაი რეპორტია ნადავლიც მადიანი ჩანს biggrin.gif biggrin.gif
ShalvaQ
გაიხარე, ცოტა სიმცირეს ვუჩივით ბატონო წინა გასვლებს რომ ვიხსენებ

Uploaded with ImageShack.us რაც შეეხება ჰანთერს ადრეც გავუსვი ხაზი და ეხლაც ვიტყვი რომ უძლიერესია, რომ ვშიგნავდი თითქმის არც ერთი ორგანო მთელი არ ჰქონდათ თირკმელების და გულის გარდა. სურათის გადაგებასაც არ ჰქონდა აზრი არ ჩანს არაფერი
sekurifa
კარგია ყველაფერი, მაგრამ ეს ნადირობის თემაში უფრო გადის ვიდრე ტყვიების ბალისტიკაში. ხომარ ჯობია შესაბამის თემაში გადავიდეს რეპორტი?
ShalvaQ
როგორც ზემდგომი ორგანოები გადაწყვეტენ wink.gif
foxi
პოსტი ჩავასწორე და გავასწორე. ყურადღებით რომ წერო ჩვენთვისაც საინტერესო იქნება და შენთვისაც.ბალისტიკა რა შუაშია?
ნანადირევის ნახვრეტების ჩვენებით ბალისტიკურ მონაცემებს ვერ მიიღებ. საჭიროა კვეთა და ათასი პროცედურა, იმისათვის რომ ბალისტიკურ შეფასებებზე ვისაუბროთ.
ja_ja
ShalvaQ
ციტატა(shalvaQ @ 24th November 2012 - 09:22 PM) *
როგორც ზემდგომი ორგანოები გადაწყვეტენ

ზემდგომი არა... ამჯერად სადმე გადავიტან მაგრამ სათაური მოიტა (რა დავარქვა ცალკე თემას?), და შემდეგში გაითვალისწინე ასეთ საკითხს ცალკე თემა უნდა შესაბამის განყოფილებაში, რა შუაშია ტყვიების განხილვასთან ნადირობის რეპორტი?
CHICO30
crow magnums ზე მინდა დავამატო. 6 დღით დასავლეთში ვიყავი სანადიროდ და მოკლედ ვიტყვი რა ხომ არ გინდათ ვინმეს გაჩუქოთ? biggrin.gif ნაგავია პრაქტიკაში. არავინ შეცდეთ და არ იყიდოთ არასოდეს. ძალიან მკვრივი და მსუბუქი შენადნობია. პრაქტიკაში შაშვის ხელა ფრინველზე სანადიროდაც არ გაამართლა 30-35 მეტრ დისტანციაზე. ბევრი გავარტყი ფრინველს და დაახლოებით 50% ისევ მიფრინავდა საღი.
ShalvaQ
ყველას გეცოდინებათ რამდენად აზარტულია, როცა სამიზნე ობიექტის ხმა გესმის, გემატება ადრენალინი, უახლოვდები ბუჩქს,ფრინველი არ წყვეტს გაუთავებელ ხმაურს და უცებ ამოიჭრება შენ გვერდით 2-3 მეტრში, შეკრავს კამარას და ნახვამდის sad.gif

სასიამოვნოდ გატარებული დღის შემდეგ დრო დადგა ტრადიციული ექსპერტიზის smile.gif ექსპერტიზიზის შედეგად დადგინდა, რომ 6 გარდაცვლილიდან სამ სასიკვდილო ჭრილობა მიყენებული ჰქონდა თავის არეში


Uploaded with ImageShack.us
(ყურადღება მივაქციოთ, რომ ყველა მონადირება, განხორციელებულ იქნა crosman-ის ფირმის ზდპ იარაღიდან, დისტანცია სულ მცირე 25 მეტრი) რათქმაუნდა თავში არ ვუმიზნებდი smile.gif smile.gif smile.gif
საღამოს კი მიზეზი გვქონდა, ჩვენც აღარ დავაყოვნეთ და წევიდა წიწინიიი


Uploaded with ImageShack.us
კარგად მოვულხინეთ და შეზარხოშებულმა თუ ეხლა ბევრი ვილაპარაკე არ მიწყინოთ, მთვრალი კაცი, კაი კაცი smile.gif მადლობა ყურადღებისთვის.

პოსტი გასწორებულია! პირად წერილში მიზეზების ახსნით.
smekosmeko
კარგია ყოჩაღ smile.gif
ShalvaQ
hi.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.