გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

38 გვერდი V  « < 2 3 4 5 6 > »   
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> პნევმატური იარაღის სავალდებულო გაფორმება
giga_st
პოსტი May 12 2012, 01:54 PM
პოსტი #61


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 5



საინტერესოა ნორმა არაა მიღებული და არ მიღებულ ნორმაზე ჯარიმაა უკვე? biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი May 12 2012, 02:17 PM
პოსტი #62


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



nihontoman
აი:
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

თუმცა რამდენადაც ვიცი, ჯერ არაა ხელი მოწერილი biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი May 12 2012, 02:35 PM
პოსტი #63


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



საოცარი ისაა, რომ "კოდექსში" ეს დოკუმენტი საერთოდ არაა! არადა 6 მაისის განახლებით ვუყურებ biggrin.gif
მოკლედ მაგარი დომხალია...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი May 12 2012, 04:06 PM
პოსტი #64


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



gregory
მადლობა. smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი May 12 2012, 10:23 PM
პოსტი #65


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



ja_ja
როგორს მიხას უყვარს თავისი ვერონიკა, იმაზე მაგრად მე მიყვარს D:D

ikaaa
მაგ ჯარიმებს ბოლოში შეხედე რა აქვს მიწერილი,
ხოდა 2000 ლარიან თოფზს რომლის განბაჟებაში ოფიციალურად მაქვს გადახდილი ერთი დისკოს ფასი
იმაზე რომ კომისკაციას გაგიკეთებენ თან იმით იხელმძღვანელეო გეტყვიან, მერე მიშა თუ გრიშაო ნუღა მკითხავენ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი May 17 2012, 10:43 AM
პოსტი #66


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



დღეს დავრეკე მომსახურების სააგენტოში და ვკითხე ამ სავალდებულო გაფორმებასთან დაკავშირებით.

8 მაისს ხელი მოწერე ამ კანონპროექტს და ძალაშია შესული, მაგრამ მომსახურების სააგენტოს ჯერ კიდევ არ დაუწყია გაფორმებები.

კითხვაზე, თუ ამ ეტაპზე პნევმატურის ტარება შეიძლება თუ არა
პასუხი: კიბატონო ატარეთ, ჯერ ჯარიმები არაა ამოქმედებული და სანამ გაფორმებები დაიწებაო იქამდე ისევ ძველი კანონი მოქმედებსო.

გაფორმებაზე მუშაობა მიმდინარეობსო და როგორც კი მომსახურების სააგენტო დაიწყებს გაფორმებას მასმედია ამას გააჟღერებს რამოდენიმეჯერო.
მასმედიით გაჟღერების შემდეგაც რამოდენიმე თვე გექნებათ გასაფორმებლადო.

ჯერ პნევმატიკა არ საჭიროებს გაფორმებას და როგორც საუბრიდან მივხვდი კიდევ ერთი-ორი თვე დასჭირდებათ, რომ დაიწყონ გაფორმებები.

რაც შეეხება კალიბრებსა და ჯოულებს:

მაგაზეც მიდის მუშაობაო და ჯერ კიდევ არაა რაიმე ცნობილიო.

ასე რომ ჯერ ისევ თავისუფალ ზონაში ვართ.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
norica_dragon
პოსტი May 17 2012, 10:53 AM
პოსტი #67


Outstanding Сasual Dating - Actual Girls
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,874
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Usa
წევრი №: 312
ქალაქი:magDandyVE



ძაან კაი smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი May 17 2012, 10:56 AM
პოსტი #68


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ilariona
8 მაისს კი არა 7-ში მოეწერა

ვებგვერდი, 07/05/2012
სარეგისტრაციო კოდი
140120000.05.001.016699

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ.“.
2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ1) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას − ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილ სანადირო ცეცხლსასროლ იარაღზე, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულ სანადირო და სპორტულ პნევმატურ იარაღებსა და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირის კუთვნილ სანადირო და სპორტულ პნევმატურ იარაღებზე;“.
3. 141 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 141. იარაღის ტექნიკური მახასიათებლები და სხვა დასამტკიცებელი აქტები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს:
ა) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის:
ა.ა) სახისა და კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით;
ა.ბ) დამზადებისა და გადაკეთების წესს;
ბ) იმ პნევმატური იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში;
გ) ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც ექვემდებარება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას;
დ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელთა ტარება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ;
ე) ამ მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის წესს;
ვ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარების წესს;
ზ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ პნევმატური იარაღის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლის ტარება აკრძალულია.“.
4. მე-16 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) შენობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმათა დაცვის უზრუნველყოფისა და შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;“.
5. მე-18 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) შენობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმათა დაცვის უზრუნველყოფისა და შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;“.
6. მე-19 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს – სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღებისა და მათი ძირითადი ელემენტებისა.“;
ბ) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:
„32. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის (ან მისი ძირითადი ელემენტის) შეძენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რეგისტრაციისათვის წარუდგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნული იარაღის რეგისტრაციამდე დაუშვებელია მისი განკარგვა ან სარგებლობის უფლებით სხვა პირისათვის გადაცემა.“;
გ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების, ამავე მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღისა და ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაციის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.“;
დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დაუშვებელია სამოქალაქო სპორტული, სანადირო ცეცხლსასროლი ან პნევმატური იარაღის გამოყენება კერძო დაცვით საქმიანობაში.“.
7. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის აღება სავალდებულოა იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ნებისმიერი ფორმის (სახეობის) პნევმატური იარაღიდან სროლას.“.
8. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება „იარაღის, იარაღის სასროლეთის, იარაღის დამზადებისა და იარაღით ვაჭრობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტების დადგენისა და აღნიშნული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების შესახებ;“.
მუხლი 2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მომსახურება – სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
გ.ა) ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია;
გ.ბ) ფიზიკურ პირზე თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია;
გ.გ) ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია იმ პირზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება;
გ.დ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია;
გ.ე) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოსარგებლე პირებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია;
გ.ვ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირების კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაცია;
გ.ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია, აგრეთვე შეძენილი იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;
გ.თ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;
გ.ი) საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა;
გ.კ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა;
გ.ლ) შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა;
გ.მ) იარაღის ძირითადი ელემენტების შეძენის უფლების გაცემა და რეგისტრაცია;
გ.ნ) იარაღის ხელახალი რეგისტრაცია;
გ.ო) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა;
გ.პ) იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა;
გ.ჟ) ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა;
გ.რ) იარაღის ბალისტიკური შემოწმება;
გ.ს) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;
გ.ტ) იარაღის ჩამოწერა;
გ.უ) იარაღის რეესტრის წარმოება;
გ.ფ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია;
გ.ქ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია;
გ.ღ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება;
გ.ყ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა;
გ.შ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა;
გ.ჩ) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა;
გ.ც) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემა;
გ.ძ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნა;
გ.წ) უფლების გადაცემის ბარათის გაცემა;
გ.ჭ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა;
გ.ხ) მართვის უფლების კატეგორიების მინიჭება;
გ.ჯ) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრაქტორის მართვის მოწმობის, საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა;
გ.ჰ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;
გ.ჰ1) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა;
გ.ჰ2) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა;
გ.ჰ3) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემა;
გ.ჰ4) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;
გ.ჰ5) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა;
გ.ჰ6) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება;
გ.ჰ7) დეკლარანტის თხოვნით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის (შემდგომ – შემოსავლების სამსახური) მიწოდება;
გ.ჰ8) სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია;
გ.ჰ9) ფიზიკურ პირზე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარების უფლებით რეგისტრაცია;
გ.ჰ10) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაცია;
გ.ჰ11) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაცია;
გ.ჰ12) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“.
2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:
ა) „ლ4“, „ლ5“ და „ლ6“ ქვეპუნქტები:
„ლ4) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი ერთი ერთეული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერა – 20 ლარი;
ლ5) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთი ერთეული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაცია ან ჩამოწერა – 20 ლარი;
ლ6) ამ მუხლის „ლ4“ და „ლ5“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული იარაღების ერთი ერთეული ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია – 10 ლარი;“;
ბ) „მ6“ და „მ7“ ქვეპუნქტები:
„მ6) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა − 15 ლარი;
მ7) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა − 15 ლარი;“.
3. მე-7 მუხლის:
ა) „ე2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე2) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი ერთი ერთეული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან მისი ერთი ერთეული ძირითადი ელემენტის, იმავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ან მისი ერთი ერთეული ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერა შესაბამისი მოწმობის გაცემით – 8 სამუშაო დღე;“;
ბ) „ე2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე3“ ქვეპუნქტი:
„ე3) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთი ერთეული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ან მისი ერთი ერთეული ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია ან ჩამოწერა შესაბამისი მოწმობის გაცემით – 8 სამუშაო დღე;“.
4. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 და 13 პუნქტები:
„12. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი ერთი ერთეული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ან მისი ერთი ერთეული ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერა შესაბამისი მოწმობის გაცემით:
ა) განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული მომსახურების საფასურია 50 ლარი;
ბ) განაცხადის შეტანიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული მომსახურების საფასურია 80 ლარი.
13. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთი ერთეული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ან მისი ერთი ერთეული ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია ან ჩამოწერა შესაბამისი მოწმობის გაცემით:
ა) განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული მომსახურების საფასურია 50 ლარი;
ბ) განაცხადის შეტანიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული მომსახურების საფასურია 80 ლარი.“.
მუხლი 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1821 და 1822 მუხლები:
„მუხლი 1821. პნევმატური იარაღის უკანონო ბრუნვა, პნევმატური იარაღის რეგისტრაციის ვალდებულების შეუსრულებლობა და დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღიდან სროლა
1. ფიზიკური პირის მიერ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
2. სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის ტარების წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
3. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის კანონით დადგენილ ვადაში დაურეგისტრირებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
4. ისეთი პნევმატური იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
5. დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღიდან სროლა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
მუხლი 1822. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის შესაბამისი ნებართვის გარეშე ფუნქციონირება
1. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის შესაბამისი ნებართვის გარეშე ფუნქციონირება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც შეეფარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.“.
2. 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1071−1073, 108-ე, 1141, 1142, 116-ე, 117-ე, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის), 134-ე მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 1761, 1821, 1822, 190-ე და 1902 მუხლებით, 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებით (მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტზე გამოვლენისას).“.
მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,
2012 წლის 24 აპრილი.
№6058-Iს


მაგრამ რად გინდა! ისეთი აბსურდული რამეები წერია რომ ....
მაგალითად:
2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ1) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას − ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილ სანადირო ცეცხლსასროლ იარაღზე, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულ სანადირო და სპორტულ პნევმატურ იარაღებსა და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირის კუთვნილ სანადირო და სპორტულ პნევმატურ იარაღებზე;“.

არადა ეს „გ1“ პუნქტი საერთოდ არარსებობს biggrin.gif

ასეთი უაზრობები მრავლადაა...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
baxuti
პოსტი May 17 2012, 04:20 PM
პოსტი #69


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 48
რეგისტრ.: 10-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,316



ვერაფერი ვერ გავიგე და სად შეიძლება რომ დავრეკო ან ნომერი მითხარით რამე რომ ვკითხო და მარტივად ამიხსნას ვინმემ როგორ მოვიქცე რა გადაკეთო
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
foxi
პოსტი May 17 2012, 05:20 PM
პოსტი #70


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



ilariona
გაიხარე ინფოსთვის. ზუსტად მასეთი ინფო მომაწოდა ჩემმა ნაცნობმაც,რომელიც უშუალოდ იარაღის გაფორმებითაა დაკავებული შესაბამის სამსახურში.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Lasha1970
პოსტი Nov 20 2012, 10:44 AM
პოსტი #71


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 20-November 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 1,656
ქალაქი:თბილისი



გამარჯობათ, ახლა რა ხდება ანუ, ყველა არეგისტრირებს უკვე პნევმატურს თუ არა?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
foxi
პოსტი Nov 20 2012, 10:50 AM
პოსტი #72


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



ციტატა(Lasha1970 @ 20th November 2012 - 11:44 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
გამარჯობათ, ახლა რა ხდება ანუ, ყველა არეგისტრირებს უკვე პნევმატურს თუ არა?



ეგ საიდან მოიტანე? რამე კანონზე დაყრდნობით საუბრობ თუ ყურმოკრული ინფორმაციის საფუძველზე?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Lasha1970
პოსტი Nov 20 2012, 03:35 PM
პოსტი #73


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 20-November 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 1,656
ქალაქი:თბილისი



არა ყურმოკრულზე, ახლახანს დავრეგისტრირდი და ძველი პოსტები ვკიტხულობდი. ანუ არაა ხო საჭირო გაფორმება და რამე?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Nov 20 2012, 04:10 PM
პოსტი #74


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ჯერჯერობით არა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nope1993
პოსტი Nov 24 2012, 08:13 PM
პოსტი #75


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 0
რეგისტრ.: 24-November 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,657
ქალაქი:Tbilisi



გაუმარჯოს , ეხლა რა მაინტერესებს ამ კანონს ხელს რომ მოაწერენ ან თუ მოაწერენ საირთოდ, ამდაგვარი იარაღის გაფორმება აუცილებელი იქნება ?
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

და ბოლოსდაბოლოს უცხოეთიდან აირსოფტის ჩამოტანის უფლებას მოგვცემენ ? აქ 5 მაგი ფასი ადევს ყველაფერს. მადლობა წინასწარ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
foxi
პოსტი Nov 24 2012, 09:28 PM
პოსტი #76


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



nope1993

მაგის პასუხის გასაცემად ჯერ კანონ პროექტის გაცნობაა საჭირო. რომელიც მე პირადად არსად წამიკითხავს. შესაბამისად პასუხსაც ვერ გაგცემთ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Nov 24 2012, 10:44 PM
პოსტი #77


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



nope1993
ციტატა(nope19 @ 24th November 2012 - 09:13 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ამდაგვარი იარაღის გაფორმება აუცილებელი იქნება

მიდა დაგეხმარო მაგრამ პასუხი არ მაქვს, შეიძLება აირსოფტის ფედერაციაში იცოდნენ, ვიცი რომ თავიდან არ უნდოდა აირსოფტის ფედერაციას რომ აირსოფტის იარაღიც შესულიყო კანონში, ბევრი იჩალიჩეს, მაგრამ მაინც იგივე კატიოლში გაატარეს და იგივე გაჭირვებაში არიან.

nope1993
ციტატა(nope19 @ 24th November 2012 - 09:13 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
და ბოლოსდაბოლოს უცხოეთიდან აირსოფტის ჩამოტანის უფლებას მოგვცემენ ?

მერე ჩვენს რას გვერჩი smile.gif, რას გვეკითხები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif, ჩვენ ავკრძალეთ რამე, ნეტაი ჩვენს სურვილზე იყოს, პროტოპნული ყუმბარების და ნეოტრონული პისტოლეტების შემოტანის უფლებასაც დავრთავდი ხალხს, მაგრამ ჩვენ არავინ გვეკითხება, მიუხედავად იმისა რომ შევთავაზეთ 1-2-ჯერ... მოკლედ მაი კითხვა მთავრობას (გინდა წინას, გინდა ახალს), საბაჟოს და საშემოსავლოს თავისი შსს-იანად smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
LPFan
პოსტი May 6 2013, 04:11 PM
პოსტი #78


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 6-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,741
ქალაქი:Tbilisi



აირსოფტის იარაგებსაც უნდა გაფორმება ? მაგალითად ცო2 ბალონის იარაღს რომელიც 0.20 პლასტიკურ ტყვიებს ისვრის ?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი May 6 2013, 04:22 PM
პოსტი #79


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ჯერჯერობით არაფერს არ უნდა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი May 6 2013, 05:23 PM
პოსტი #80


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



LPFan
გაფორმებით არაფერს არ უნდა გაფორმება, მარა co2-ის აირზე მომუშავე იარაღი თან თუ პლასტმასის ბურთულებს არ ისვრის და განკუთვნილია ლითონის ბურთულების სასროლად (სპილენძი, რკინა, პლუმბუმი), მაშIნ ეგ უკვე აირსოფტი არაა და ჩვეულებრივი პნევმატიკაა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

38 გვერდი V  « < 2 3 4 5 6 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 11:57 AM
Hosted by Pro-Service