გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> მონადირეთა საყურადღებოდ!, კანონები და ზოგადი წესები.
foxi
პოსტი Jan 29 2011, 12:29 PM
პოსტი #1


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



ყურადღება

აკრძალულია ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში. საქართველოს შემდეგ ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის საზღვრებსა და საზღვრებიდან 5 კმ. ზოლის ფარგლებში, გუდაუთის, ოჩამჩირის, ჭიათურის, რუსთავის, გორის, ტყიბულის, ზესტაფონის, გაგრის, ახალი ათონის, წყალტუბოს, ქობულეთისა, ურეკის საზღვრიდან 2 კმ-ს რადიუსით; ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.

ყურადღება

აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობის დროს გამოყენებული იქნას შემდეგი მეთოდები:

ა) ლერწმის, ლელისა, ისლის და სხვა ყოველნაირი შამბნარის დაწვა

ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა

გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგებისა და სხვა საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან სრული განადგურება.

დ) ცხოველთა მოპოვების მასობრივი საშუალებების ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ლიცენზირებული მოპოვების შემთხვევისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება.

ე) ნადირობის დროს დევნა ლიპ თოვლზე, ყინულზე გამორეკვით, ღრმა თოვლში, მოჭრილ ლერწამზე ან ლელზე;

ვ) ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით, აგრეთვე ნადირობა დამჯდარ (წყალზე, მავთულზე, ხე-ბუჩქნარზე) გარეულ ფრინველზე, აგრეთვე მწოლიარე გარეულ ნადირზე.

ზ) ღამით ნადირობა ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ნავებიდან და სხვა სატრანსპორტო საშუალებებიდან განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით.

თ) სტიქიური უბედურების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული (ქანცგამოლეული, ბუმბულგაცვენილი, დამშეული) ცხოველის მოპოვება, აგრეთვე მოთზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.

ი) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდენა მათი დაბოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;

კ) ცხოველთა მოპოვება, სასროლი იარაღის გამოუყენებლად, ავტომანქანით, მოტოციკლით, თვითმფრინავით, ვერტმფრენით, კატარღით და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით დევნის შედეგად მოქანცვამდე მათი მიყვანით.

ლ) ნადირობა წინა პუნქტში მოყვანილი საშუალებებით და იარაღის გამოყენებით.

მ) გარეულ წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთელ მოტორიანი ნავებიდან (მოპოვება დევნით).

ნ) მსვლელობით ნადირობა მწკრივად

ო) მორეკვით (ე.წ. „ნომრებში ჩაყენებით“) ყოველგვარი გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება.

პ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი შაშხანით და საფანტით.


ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვება დაშვებულია შემდეგი იარაღითა და მოწყობილობებით:

ა) გლუვლულიანი სანადირო თოფებით (ცალლულიანი, ორლულიანი, მრავალვაზნიანი);

ბ) კუთხვილლულიანი სანადირო თოფებით (ნახევრად ავტომატური კარაბინები, კარაბინები შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიით);

გ) კომბინირებული სანადირო თოფებით (გლუვლულიანი და კუთხვილლულიანი, ლულების ნებისმიერი რაოდენობითა და კომბინაციით);

დ) დამჭერი მტაცებელი ფრინველებით;

ე) მწევრებით;



აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს:

ა) ნებისმიერი საბრძოლო კუთხვილლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით;

ბ) სნაიპერული შაშხანებით;

გ) ე. წ. „ღამის ხედვის“ მოწყობილობათა გამოყენებით

დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სნაიპერებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით;

ე) პნევმატური იარაღით;

ვ) ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება



ნადირობის შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში და აკრძალულ (მათ შორის არარეგისტრირებული და ვადაგასული რეგისტრაციის) სანადირო იარაღით, მეთოდებითა და მოწყობილობებით ითვლება უკანონო ნადირობად.

ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაიცემა განცხადების საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება:

ა) იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები;

ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა და პარამეტრები

გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალი

დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ვადა;

ე) განმცხადებლის ტექნიკური და სხვა საშუალებები, რომლებიც საჭიროა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის და მათი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაიცემა განცხადების საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება:

ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები;

ბ) მონაცემები იურიდიული პირების ხელმძღვანელების ან მფლობელების შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ მას ლიცენზიის მიღებისას;

გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა და პარამეტრები;

დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საორიენტაციო ვადა;

ე) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის აუცილებელი ტერიტორიების ფარგლები და საზღვრები;

ვ) განმცხადებელი იურიდიული ან ფიზიკური პირის ფინანსური, ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები;

ზ) იურიდიული ან ფიზიკური პირის წინადადებები ცხოველთა სამყაროს სარგებლობის პირობების შესახებ.

იხილე: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1998 წლის 19 აგვისტოს N95 ბრძანება „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- foxi   მონადირეთა საყურადღებოდ!   Jan 29 2011, 12:29 PM
- - cz80   ციტატა(kakha @ 29th January 2011 ...   Jan 29 2011, 12:37 PM
- - giga_st   სამწუხაროდ ეს ძველ...   Jan 29 2011, 12:45 PM
- - foxi   აქ ძირითადი კანონე...   Jan 29 2011, 12:58 PM
- - gregory   foxi აი ეს ვნახე და თუ ...   Jan 29 2011, 02:06 PM
- - bazuka   ციტატა(kakha @ 29th January 2011 ...   Jan 29 2011, 02:20 PM
- - giga_st   ეგაა კოდიფიცირებუ...   Jan 29 2011, 02:21 PM
- - gregory   ციტატა(giga_st @ 29th January 201...   Jan 29 2011, 02:23 PM
- - foxi   მადლობა გრიგილი. ქ...   Jan 29 2011, 02:27 PM
- - gregory   foxi არაფერს მოკლედ, ...   Jan 29 2011, 02:32 PM
- - giorgi-RW1k77X2   ციტატა(kakha @ 29th January 2011 ...   Jan 29 2011, 04:41 PM
- - norica_dragon   კარგით რა, დაიკიდე...   Jan 29 2011, 04:47 PM
- - cz80   giorgi-RW1k77X2 ეს ძველი დებ...   Jan 29 2011, 05:08 PM
- - giorgi-RW1k77X2   ციტატა(cz80 @ 29th January 2011 ...   Jan 29 2011, 05:10 PM
- - gregory   ციტატა(cz80 @ 29th January 2011 ...   Jan 29 2011, 05:13 PM
- - masteroff   აი ვიხალისე კანონი...   Jan 29 2011, 05:28 PM
- - foxi   ციტატა(cz80 @ 29th January 2011 ...   Jan 29 2011, 06:42 PM
- - gregory   ციტატა(kakha @ 29th January 2011 ...   Jan 29 2011, 06:51 PM
- - giga_st   2005 წლის 512 ბრძანებით ...   Jan 29 2011, 07:09 PM
- - cz80   ნადირობისათვის და...   Jan 29 2011, 07:50 PM
- - foxi   giga_st ჩემი ვარიანტი 20...   Jan 29 2011, 07:50 PM
- - giga_st   foxi ერთი და იგივე დე...   Jan 29 2011, 07:58 PM
- - cz80   http://www.parliament.ge/index.php?lang_id...amp;k...   Jan 29 2011, 08:03 PM
- - giorgi-RW1k77X2   დავუშვათ, რომ პნევ...   Jan 29 2011, 08:16 PM
- - gregory   cz80 ეგ ყველაფერი ადრ...   Jan 29 2011, 08:17 PM
- - giorgi-RW1k77X2   კარგია, რომ ქაღალდ...   Jan 29 2011, 08:17 PM
- - foxi   cz80 უბრალოდ საინტერ...   Jan 29 2011, 08:18 PM
- - giorgi-RW1k77X2   gregory მანდედან მე მხ...   Jan 29 2011, 08:19 PM
- - cz80   ციტატა(kakha @ 29th January 2011 ...   Jan 29 2011, 08:21 PM
- - giorgi-RW1k77X2   ციტატა(cz80 @ 29th January 2011 ...   Jan 29 2011, 08:23 PM
- - foxi   ციტატა(gioxashuri @ 29th January ...   Jan 29 2011, 08:23 PM
- - cz80   ციტატა(gioxashuri @ 29th January ...   Jan 29 2011, 08:25 PM
- - giorgi-RW1k77X2   ციტატა(kakha @ 29th January 2011 ...   Jan 29 2011, 08:27 PM
- - cz80   ციტატა(gioxashuri @ 29th January ...   Jan 29 2011, 08:28 PM
- - giorgi-RW1k77X2   დარწმუნებული ვარ, ...   Jan 29 2011, 08:29 PM
- - foxi   giorgi-RW1k77X2 მანდ კი წერი...   Jan 29 2011, 08:29 PM
- - cz80   ციტატა(gioxashuri @ 29th January ...   Jan 29 2011, 08:31 PM
- - giorgi-RW1k77X2   ეხლა ველაპარაკე ჩე...   Jan 29 2011, 08:35 PM
- - giga_st   ციტატა(gioxashuri @ 29th January ...   Jan 29 2011, 08:35 PM
- - cz80   foxi კახუშ,მე რომ ლინ...   Jan 29 2011, 08:35 PM
- - giorgi-RW1k77X2   ციტატა(cz80 @ 29th January 2011 ...   Jan 29 2011, 08:36 PM
- - giga_st   ოხ რა ტყუილა ატეხე...   Jan 29 2011, 08:40 PM
- - foxi   giga_st იმედია. ინფო მო...   Jan 29 2011, 08:41 PM
- - giga_st   cz80 ჩეზი ეგეც ძველი...   Jan 29 2011, 08:42 PM
- - foxi   cz80 ჩემტან არ ხსნის ...   Jan 29 2011, 08:43 PM
- - giga_st   foxi ციტატა(kakha @ 29th January...   Jan 29 2011, 08:43 PM
- - giorgi-RW1k77X2   ციტატა(kakha @ 29th January 2011 ...   Jan 29 2011, 08:44 PM
- - soxa   ციტატა(kakha @ 29th January 2011 ...   Jan 29 2011, 10:44 PM
- - cz80   ციტატა(lasha_74 @ 29th January 20...   Jan 29 2011, 10:45 PM
- - Power_VANO   პნევმოს აკრძალვა ს...   Jan 29 2011, 10:51 PM
- - cz80   ციტატა(Power_VANO @ 29th January ...   Jan 29 2011, 10:53 PM
- - foxi   ეს თემა განახლდება...   Jan 29 2011, 11:52 PM
- - Power_VANO   მანამდე ნახეთ ესეც...   Jan 30 2011, 12:32 AM
- - bazuka   რადუნდა დიდი ვაივუ...   Jan 30 2011, 12:39 AM
- - Power_VANO   bazuka დამჯდარ-გაფრენ...   Jan 30 2011, 12:49 AM
- - foxi   ძალიან სამწუხაროა ...   Jan 30 2011, 01:29 AM
- - sekurifa   საბოლოოდ რისი ხოცვ...   Jan 30 2011, 01:34 AM
- - geojorjika   sekurifa ციტატამხედველ...   Jan 30 2011, 02:44 AM
|- - iorama   ციტატა(geojorjika @ Jan 30 2011, ...   Jan 30 2011, 02:46 AM
- - giga_st   ციტატა(Power_VANO @ 30th January ...   Jan 30 2011, 09:20 AM
- - foxi   საქართველოს კანონ...   Feb 1 2011, 11:00 AM
- - Davitus   foxi ეგ უბრალოდ ჩამო...   Feb 1 2011, 07:21 PM
- - foxi   Davitus 7-ე მუხლში, პირდ...   Feb 1 2011, 11:39 PM
- - Power_VANO   foxi ე.წ. "ტექნიკურ მ...   Feb 1 2011, 11:41 PM
- - foxi   Davitus Power_VANO ზემოთ დავწ...   Feb 1 2011, 11:44 PM
- - Power_VANO   foxi გადმომიგზავნე ა...   Feb 1 2011, 11:48 PM
- - foxi   ერთი სიტყვით ამ კა...   Feb 2 2011, 12:09 AM
- - avto866   ციტატა(Power_VANO @ 2nd February ...   Feb 2 2011, 09:57 AM
- - avto866   აღნიშნულ კანონში (...   Feb 2 2011, 10:13 AM
- - davil   მოგესალმებით ყველ...   Feb 2 2011, 02:47 PM
- - giorgi-RW1k77X2   davil დასკანერების ა...   Feb 2 2011, 02:52 PM
- - davil   არა სამწუხაროდ კომ...   Feb 2 2011, 02:58 PM
- - avto866   ციტატა(davil @ 2nd February 2011 ...   Feb 2 2011, 03:01 PM
- - davil   ეს არც ბრძანებაა დ...   Feb 2 2011, 03:04 PM
- - giga_st   davil მოგესალმებით ...   Feb 2 2011, 03:54 PM
- - davil   ახალია და დღეს მოქ...   Feb 2 2011, 03:58 PM
- - tengo   სამოქალაქო ბრუნვა...   Feb 2 2011, 04:02 PM
- - davil   იქნებ დააკონკრეტო,...   Feb 2 2011, 04:06 PM
|- - tengo   ციტატა(davil @ Feb 2 2011, 04...   Feb 2 2011, 04:16 PM
|- - iorama   ციტატა(davil @ Feb 2 2011, 05...   Feb 2 2011, 04:33 PM
- - giga_st   თქვენ მგონი ჩვენ ბ...   Feb 2 2011, 04:08 PM
- - masteroff   (22კ) 5.5ზე რამე ცვლილე...   Feb 2 2011, 04:09 PM
- - davil   ეს არის სანადირო პ...   Feb 2 2011, 04:09 PM
- - giga_st   სად შეიძლება თქვენ...   Feb 2 2011, 04:10 PM
- - davil   masteroff ესეიგი წერია რ...   Feb 2 2011, 04:14 PM
- - davil   tengo სტანდარტში გაფ...   Feb 2 2011, 04:23 PM
- - tengo   მაშინ გამოდის რომ 25...   Feb 2 2011, 04:29 PM
|- - ilariona   ციტატა(tengo @ Feb 2 2011, 05...   Feb 2 2011, 04:36 PM
|- - iorama   ციტატა(ilariona @ Feb 2 2011, 05...   Feb 2 2011, 04:47 PM
|- - ilariona   ციტატა(iorama @ Feb 2 2011, 05...   Feb 2 2011, 04:50 PM
- - davil   ასეა. ოღონდ ეს შეეხ...   Feb 2 2011, 04:37 PM
- - ja_ja   მტააკ ენერგეტიკა ა...   Feb 2 2011, 04:40 PM
- - nihontoman   მმმ, საინტერესოა. ე...   Feb 2 2011, 04:49 PM
|- - iorama   ციტატა(nihontoman @ Feb 2 2011, 0...   Feb 2 2011, 04:54 PM
- - barmalei   ციტატაარ გაგიკვირ...   Feb 2 2011, 05:13 PM
- - ja_ja   iorama ციტატა(iorama @ 2nd Febru...   Feb 2 2011, 05:27 PM
- - giga_st   ის დროა ჩემს დისკო...   Feb 2 2011, 06:06 PM
- - foxi   ესე იგი ველოდებით ...   Feb 2 2011, 06:11 PM
- - cz80   სრული მარაზმია სან...   Feb 2 2011, 06:22 PM
- - ja_ja   აუ ეხლა გადავამოწმ...   Feb 2 2011, 06:29 PM
4 გვერდი V   1 2 3 > » 


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th May 2024 - 03:59 PM
Hosted by Pro-Service