გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Crosman 1377 უმაღლესი ტუნინგით, რა შეიძლება გამოვიდეს 50$-იანი ფიშტოდან
ja_ja
პოსტი Aug 10 2009, 11:00 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



გუშინ დავდე პატარა მიმოხილვა იმის შესახებ თუ შაბათს როგორ მოვახერხეთ მე ჯორჯიკამ და დავითმა გასვლა და გარკვეული ტესტირებების ჩატარება. შეგპირდით რომ კროსმანის 1377-ის სრულ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებდით შესაბამისი აირგან რეპორტერის ვიდეოებით.

ვაღიაროთ დრო დადგა დავწეროთ ამ ფიშტოს მიმოხილვა. თავიდანვე უნდა ვთქვათ ამ დატუნინგებული იარაღის მფლობელი არის JAH-ი ანუ ჩვენი ფორუმის ადმინისტრატორი, ფიშტო სადღაც ღირს 50$ - 60$, მაგრამ აურაცხელი ფულის დახარჯვის შედმეგ ვიღებთ ფანტასტიურ იარაღს, რომელიც თავისი ვიზუალური ფორმებით ნებისმიერ აირგანერს დორბლებს გადმოაყრევინებს.



ცოტა წინ გაუსწრებ მიმოხილვას და აქვე დავძენ, სილამაზესთან ერთად საკმაოდ მოსახერხებელი რაღაცაა, მშვენივრად ზის ხელში, არ დარბის სამიზნე ხელში ჭერის დროსაც კი, ასე რომ სიამოვნება გარანტირებული გაქვთ, მთავარია ყველაფერი სწორედ გათვალოთ და ... თუმცა მოდი დავუბრუნდეთ სათავეებს და ყველაფერი ნელნელა განვიხილოთ.

მოკლედ თითონ
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
, სურათებით რომ არ გადავტვირთოთ აქაურობა ლინკს დავდებ სადაც მისი ფასიც და სხვა პარამეტრებიც არის ნახსენები.

როგორც ზემოთ მოყვანილი ლინკიდან ირკვევა იარაღი შედარიბით იაფი ღირს, ზოგიერთ ჩვენს იარაღთან შედარებით კაპიკები გამოდის, მაგრამ იმისათვის რომ პირველ სურათში მოყვანილი ფიშტო მივიღოთ საჭიროა საკმაოდ სერიოზული ფინანსური გადასხმები.

თავდაპირველად იარაღი არის მულტი კომპრესიული, ანუ იმისათვის რომ ერთი გასროლა გააკეთოთ საჭიროა რამდენჯერმე გადატენოთ ლულის ქვეშ მოქცეული ხელის მოსაკიდი. ნორმალური გასროლისთვის მინიმუმ 5-6 გადატენვაა საჭირო, ხოლო მართლაც კარგი გასროლისთვის სადღაც 15-20 გადატენვაა საჭირო. იდეაში პომპა არის პატარა ნასოსი რომელიც თითო გადატენვაზე პატარა რეზერვუარში ჰაერს ჭირხნავს, შემდეგ გასროლისას ერთიანად ანთავისუფლებს რეზერვუარს და....


ჯორჯიკა საბრძოლოდ ემზადება

რა თქმა უნდა ეს მეთოდი საკმაოდ მოუხერხებელია, მაგრამ იარაღი იძლევა გადაკეთების აურაცხელ ვარიანტს. ასე მაგალითად შეიძლება დაუყენო რეზერვუარი, რითაც მულტიკოპრესიული უცებ გადადის PCP კლასში, კიდევ ფულის დახარჯვა და შეიძლება უკეთესი ლულის კოლოფის შეძენა რომელსაც კლიპის ჩადგმის საშუალება აქვს (ანუ მჭიდზე ვსაუბროდ, თუ ტანკში ზიხართ, რკინის ჩაფხუტი გახურავთ და ვერ მოხვდით რაზეა საუბარი... აბოიმა იცით რა არის?? ჰოდა მაგას ვამბობ მეც ზუსტად), ასევე საჭიროა მოდერი, რადგან მოკლელულიანი ძლიერი PCP, საშინელ ხმას გამოსცემს, და ყველაფერ ამას სჭირდება ნორმალური ბეჭზე მისაბრჯენი კონდახი. ყველაფერი ეს სიამოვნება კი მგონი 500-600$-ს უკაკუნებს. ზუსტ ციფრებს ალბათ JAH -ი გვეტყვის თუ საჭიროს ჩათვლის.

კონკრეტულად ამ მოდელს გადაკეთებული აქვს ბევრი საინტერესო დეტალი, შედეგად ერთდამტენიანი პისტოლეტი გახდა 16 ტყვიანი მრავალ დამტენიანი პისტოლეტი. ბევრს სწორედ ეს შესაძლებლობა მოსვენებას არ აძლევს, მაგალითად მე და ჯორჯიკას. ჩვენი დისკოს გადაკეთება გვინდა ისე, რომ ჩვენც გვქონდეს შესაძლებლობა კლიპი გამოვიყენოთ, მაგრამ მხოლოდ JAH-ის მიერ დადებული სურათებით ვერაფერს ვიგებდით.





საქმე იმაშია რომ ჩახმახის უკან დაწევისას ხდება ტყვიის ავტომატური მიწოდება ლულაში და ჩახმახის ჩაკეტვისას ხდება ლულაში ტყვიის მოთავსება, შედეგად მარტივი მოძრაობის ხარჯზე რომელსაც ჩახმახი აკეთებს (გაწიე უკან და ისევ გაწიე წინ) შეგილძლია ახალი გასროლისთვის იყო მზად. უნდა ვაღიაროთ საკმაოდ მოსახერხებელია. მოდი ვნახოთ აირგან რეპორტერის მეშვეობით როგორ მუშაობს ჩახმახი რომ ჩავწვდეთ მუშაობის პირველ პრინციპს.

ჰო მართლა აირგანერს ალბათ იცნობთ ასე რომ მოვემზადეთ და....




იცანით ქართველი პოლ კაპელო ხომ biggrin.gif ნუ როგორც ამ კლიპის რეჟისორმა და პროდუსერმა ბოლო მომენტში გადავწყვიტე რომ ინგლისურ იტალიური აქცენტის მქონე წამყვანი არ გამოგვადგებოდა, ამიტომ ეროვნულ წამყვანს ვთხოვე გადაცემას ჩადგომოდა სატავეებში smile.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif რამდენი ელოდით ალბათ ვერაზე ამოსულ პოლ კაპელოს ჰა biggrin.gif მომიტევეთ არ შემეძლო არ მეშაყირა, რაღაც ისეთი გაჩერებული იყო ფორუმი რაცხა გამოსაცოცხლებელი იყო მოსაფიქრებელი და....

კლიპში ალბათ დააფიქსირეთ თოფის ხმაც, მოდერი თავის საქმეს აკეთებს, გახსოვთ ალბათ პირველი გასვლისას როგორ ღმუოდა ეს თოფი, ყველას გვეგონა ზედმეტ გჰაერს უშვებდა ლულაში, შეიძლება ასეც იყო, მაგრამ მთელს სიგრძეზე ჩამოცმულმა მოდერმა, ეგრეთწოდებულმა შრაუდერმა, თავისი საქმე ხუთიანზე გააკეთა. სამწუხაროდ უნდა ავღნიშნო, მიუხედავად სიჩუმისა ამ მოდერის მუშაობა ახლოს ვერ მიდის ჩემი დისკოს მოდერთან, რომელიც ბაზუკამ ჩამოიტანა. რაც არ უნდა საოცარი იყოს უფრო დიდი თოფის პატარა მოდერი უფრო კარგად მუშოაბს, ვიდრე პატარა თოფის დიდი მოდერი.







კაი დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს, გავიგეთ როგორც მუშაობს ჩახმახი, ცოტა ძნელი დასანახი იყო მაგრამ ალბათ შესძელით დაგეფიქსირებინათ თუ როგორ ხდება ტყვიის ავტომატური მიწოდება დასატენად, მართლა მაგარი იდეაა, მაგრამ მისი მუშაობის პრინციპი მაინც გაუგებარია, გარეგნულად არც კლიპს და არც თოფს არ აღენიშნებათ რაიმე მექანიზმი რომელიც კლიპში არსებული ბარაბნის მოტრიალებას უზრუნველყოფდა.

იმისათვის რომ გავიგოთ როგორ ხდება ტყვიის მიწოდება ჩახმახის მოძრაობისას ჯობია კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ჩვენს აირგან რეპორტერს ვიდეოს მეშვეობით გვიჩვენოს რა როგორ მუშაობს



როგორც ვიდეომასალიდან ირკვევა ტყვიის მიწოდების მექანიზმი ძალიან მარტივად და ამასობაში გენიალურად არის მოფიქრებული. თვითონ კლიპში არის პატარა ზამბარა, რომელიც უზრუნველყოფს ტყვიის მიწოდებას. პირველი ტყვია რომელიც ლულაში მისაწოდებლადაა გამზადებული, ცალი კედლით ეჯახება კლიპის კედელს და აჩერებს მის უკან მდგომ ტყვიებს რიგში.

ჩახმახს თუ დააკვირდით აქვს ორი საფეხური, პირველი წვრილი და მეორე ცოტა სქელი სადღაც 4.5 მილიმეტრი. პირველი წვრილი ნაწილი აწვება ტყვიას და მიათრევს ლულაში, შემდეგ მას მიყვება ცოტა სქელი ნაწილი რომელიც კლიპში გადის დაიკავებს ტყვიის ადგილს, ამით იგი არ აძლევს საშუალებას დანარჩენ ტყვიებს ჩამოვიდნენ ძირს. ამასობაში თუ დააკვირდით ჩახმახს არ გააჩნის რეზინის რგოლი რომლითაც მოხდებოდა ლულიდან ჰაერის გამოპარვის თავის არიდება. ეს იმიტომ არის ასე რომ რეზინის სქელი რგოლი კლიპში ვერ გაივლიდა და გზაში გაეჭედებოდა, მაგრამ რაღაცნაირად ლულის ჰერმეტიზაცია ხომ უნდა ხდებოდეს?

ჰოო ჰერმეტიზაციაც მშვენივრადაა მოფიქრებული თვითონ ლულაშია ჩაშენებული რეზინის რგოლი, რომელიც გარეთ არ გამოდის და ჩახმახის სქელი ნაწილი ლულაში შესვლისას ზუსტად ამ რგოლს ედება შედეგად ჰერმეტიზაცია მიიღება და გასროლისას ჰაერი უკან არ იპარება. როგორც იტყვიან ხოლმე ყველაფერი გენიალური მარტივია.



ახლა განვიხილოთ თუ როგორ შედეგებს გვაძლევს აღნიშნული თოფი. ამდენი ფული ჩაყარა მფლობელმა და საინტერესოა რისი მიღება შეიძლება. მიუხედავად იმისა რომ გასვლისას თან გვქონდა დისკოს ნასოსი, თან არ გვქონდა 1377-ის რეზერვუარის დასატენი პორტი, შედეგად JAH-ის მიერ წინასწარ დატენილი რეზერვუარით მოგვიწია სარგებლობა. JAH-ის თქმით ეს რეზერვუარი უნდა გვყოფნოდა 5-6 კლიპზე რაც საკმარისზე მეტია.

რადგან თან გვქონდა რამდენიმე ტიპის ტყვია არ დავიზარეთ და ყველა შესაძლო ტყვია გავისროლეთ, ვნახოთ ეს ყველაფერი ვიდეო რეპორტში:




ჰო პატარა შეცდომა მოგვივიდა, დაგვეზარა ქრონის ბოლომდე აწყობა და შედეგად ქრონმა ჩვენ დაგვიკიდა biggrin.gif პატარა შესვენების შემდეგ ვაგრძელებთ ქრონვას.



ჰოო ჩვენი აირგანერის ბოლო სიტყვები სახარბიელო არაა biggrin.gif დაგვიბრაკა ვირთხმინატორი, თუმცა აქვე უნდა ვთქვათ შემდეგი გარემოებები, საცოდავ კროსმანს ზამბარა აქვს დამჯდარი. ბოლომდე მოჭერილ მდგომარეობაში დიდი ხნით დატოვება არცერთ ზამბარას არ უხდება. აქედან მორალი საჭიროა გამძლე ძლიერი ზამბარა. სხვათაშორის JAH-მა თქვა რომ ზამბარა მთლად ჯანზე ვერ იყო და ახლა ელოდება ახალ ზამბარებს. იმედი ვიქონიოთ რომ ეს მშვენიერი ეგზემპლარი მინიმუმ 200 მეტრ წამს მიაღწევს. თუმცა ამ 160 მეტრ წამითაც თავის საქმე მშვენივრად გააკეთა ამ თოფმა (ფაქტები დახურულ განყოფილებაში დევს, ვინც დახურულ განყოფილებაში ვერ შედიხართ მოგიწევთ სიტყვებზე დაჯერება).

ბოლოს განვიხილოთ კონდახი.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
, მაგრამ ის კონდახი ისეთი ლამაზი არაა როგორიც ამ კონკრეტულ მოდელს აქვს. საქმე იმაშაი რომ ეს არის სპეციალურად ამ მოდელის იარაღისთვის ჩამოსხმული კონდახი, რეგულირებადი ლოყით.

კონდახი ჩამოსხმულია რუსეთში, მაგრამ ჩამოსხმის ხარისხი შესაშური არ არის. მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად კარგად გამოიყურება (ვერანაირად ვერ მოედავები), ვინტის მოსაჭერ ადგილში ემჩნევა რომ ზემოდან კონდახი უბრალოდ გადაღებილია, შიგნით კი რაღაც საბჭოთა რადიო პლატების დამზადებისთვის რომ გამოიყენებოდა ისეთი მასალა ჩანს.





დასკვნები

იარაღი თავისებურობით გამოირჩევა, მიუხედავად იმისა რომ ჩვენმა აირგან რეპორტერმა თავისი დიაგნოზი დასვა, ვიტყოდი რომ იარაღი საოცრად ლამაზია. იმ დღეს კიდევ რამდენიმე მეგობართან გვქონდა შეხვედრა, მათშორის ისეთებთანაც ვისაც პნევმატიკა დღემდე \\\\\\\"კისტის\\\\\\\" თოფად მიაჩნიათ, მაგრამ ამ ვირთხმინატორის დანახვის და ხელში დაჭერის შემდეგ სადღაც 2-3 წუთში სერიოზულად ეცვლებოდათ წარმოდგენა პნევმატიკაზე. ასე რომ იარაღი ახალბედებზე მომენტალურ ეფექტს ახდენს. ეფექტი ეფექტად, ზოგოერთს უჩნდებოდა პრაქტიკული კითხვები, რამდენ გასროლაზე ყოფნის რეზერვუარი, შეიძლება თუ არა შოვნა, რა ტყვიებს ისვრის და ასე შემდეგ.

რაც შეეხება მიზანში მორტყმას, თავიდან ძალიან გაგვიჭირდა მიზანში მორტყმა, ეს საუბარია სადღაც 15-20 მეტრიან დისტანციაზე. ტყვია ხან ზევით ხან ქვევით მიდიოდა, მაგრამ როდესაც რეპორტაჟის ჩაწერა მოვრჩით და ხელში იარაღი დავიჭირე, დავიწყე 40-60 მეტრზე სროლა. იცით საინტერესო რა იყო? ამ დისტანციაზე მაქსიმუმ 3-4 სანტიმეტრის რგოლში ჯდებოდა ტყვიები. აქედან დასკვნა, იარაღს დაბალი ტყვიის სიჩქარის გამო აქვს ძალიან მოხრილი ტყვიის ტრაექტორია (ეგრეთწოდებული ნაღმტყორცნის ”ნავესნოი” ტრაექტორია), რის გამოც 15-25 მეტრი ხვდება მკვდარ ზონაში, სასროლი ზონა კი გამოდის ორი 10 მეტრთან და 30 -50 მეტრთან ამას მოგვიანებით სქემატურად გამოვსახავ და უფრო იოლი აღსაქმელი იქნება.

არის მინუსებიც. მაგალითად ფასი, ფასი ძალიან მაღალია ამ ტიპის იარაღისთვის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ აქ არ კეთდება არცერთი დეტალი, საზღვარგარეთ დაკვეთა და ტრანსპორტირება კი იაფი არ ჯდება.

საეჭვოა გამოყენების სფერო. თავდაპირველად შექმნილია იარაღი ყვავებზე სანადიროდ, მაგრამ ჩვენთან ყვავები ისედაც იშვიათობაა, პლიუს საკმაოდ მფრთხალი ცხოველია, მაგალითად იმავე დღეს ლისზე ასვლისას დავაფიქსირეთ 5-6 ყვავი, მაგრამ სანამ ჯორჯიკა 50 მეტრზე მიუახლოვდა, ყვავებმა რაღაც არასასიამოვნო იგრძნეს და....

მოკლედ მოვრჩეთ დღევანდელ მიმოხილვას. მაგრამ რაღაც უნდა ვთქვათ ღირს თუ არ ღირს ამდენ წვალებად ეს იარაღი?

როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი და არა ბილ გეიცის შივილი, შემიძლია ვთქვა რომ არ ღირს, მთელი შიგნეულობა იძახის ძვირია, ძვირია, მაგრამ როგორც სუფთა აირგანერი, ალბათ მაინც ვიტყვი ღირს. კაი რაღაცაა ეს მამაძაღლი. თან თუ ხარჯებს დროში გაჭიმავ და დიდ დარტყმად არ მოგხვდება ხომ საერთოდ გადასარევი იქნება. მოკლედ მიუხედავად ჩემი აზრებისა დასკვნები იმის შესახებ გჭირდებათ თუ არა ასეთი ფიშტო მაინც თქვენ უნდა გააკეთოთ, მე პირადად მშურს JAh-ის შემართებისა რომ 56$-იანი ფინტიკლუშკა ამ დონის PCP იარაღამდე აიყვანა. მე ჩემი დისკოსთვის დღემდე ლულის კოლოფი ვერ შევარჩიე ვის და სად გავაკეთებინო JAH-მა კი გარისკა და....

P.S. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა JAH-ს რომ მოგვცა საშაულება ხელში დაგვეჭირა ეს იარაღი, ვისიამოვნეთ ინფორმაციაც მივიღეთ გამოცდილებაც და რაც მთავარია ეს სტატიაც დაიწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ძველებურად იქნებოდა და ვერავინ ვერაფერს ვერ გავიგებდით კიდევ დიდიხნის მანძილზე.

P.S. p.s. ჰო მართლა რეპორტმა დაიგვიანა ვიდეოების გამო, სადღაც 1,5 გიგა იყო ასატვირთი, არ დავიწყე კომპრესიები და უაზრობები, მინდოდა რომ HD ხარისხითაც ყოფილიყო ხელმისაწვდომი. მგონი გამოვიდა ჩანაფიქრი, დანარჩენ კომენატრებს კი თქვენგან ველი.

______________________________________________________________________________

ბონუსი

ვანმატებ ბონუსსსახით ვიდეო ფაილს სადაც ჩანს თუ რა ძალა აქვს დისკოს და ვირთხმინატორს. რათქმაუნდა აქ საქმე სიჩქარეშაია და არა იარაღის ფორმაში, დისკოც დავირთხაც ისვრიან CUM 10.5 გრანიანს, ოღონდ დისკოს აქვს სიჩქარე 265 მეტრი წამში, ხოლო ვირთხას 150 მეტრი წამში.შედეგებს ვიდეოზე თქვენთვითონ ნახავთ.



ამჯერად მართლა დამთავრდა ყველა მასალა biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
9 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > »   
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (40 - 59)
ja_ja
პოსტი Oct 26 2010, 01:40 PM
პოსტი #41


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



bazuka
ციტატა(bazuka @ 26th October 2010 - 01:19 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
კერქი რაა. კერქი რააა
მაშინ კომპი არ ქონდა. ეხლა ნეტბუქი არ აქვს, ხვალ ....
ადამიანს რამე თუ არ გინდა, მიზეზი უამრავია ....

სლიუში დარაგოი, რაი გინდა? მე სულ სხვას ვეკითხები და ველოდები ეგებ და ახალ კონდახს გამოვკრა ხელი მეთქი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Oct 26 2010, 02:28 PM
პოსტი #42


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



ja_ja
ციტატა(ja_ja @ 26th October 2010 - 02:40 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
სლიუში დარაგოი, რაი გინდა? მე სულ სხვას ვეკითხები და ველოდები ეგებ და ახალ კონდახს გამოვკრა ხელი მეთქი

ის რომ ნიხო არაფრის მყიდველი არაა rofl.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Oct 26 2010, 02:39 PM
პოსტი #43


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



bazuka
scratch_one-s_head.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Oct 26 2010, 03:26 PM
პოსტი #44


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



bazuka
ბაზუკ სლიუში, მე JAH-ს მივმართავდი მეთი ადრე მარადიორის ყიდვას აპირებდი და გადაკეთებასთქვა და კიდევ ხომ არ აპირებთქვა. მახსოვს კონდახის გაყიდვა უნდოდა, მე კი ახლა ამენთო და ყიდვა მინდა biggrin.gif

შენ კიდო ნიხოს ტისკავ...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Oct 26 2010, 04:35 PM
პოსტი #45


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



ja_ja
უპს ესლა გადავხედე და ....
მეგონა ნიხოს ეკითხებოდი


nihontoman

wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Feb 16 2011, 06:36 PM
პოსტი #46


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



არ გავაგდძელოთ ეს თემა?

ხომ მივივიწყეთ ყველამ მოშნადა, მოშნადა smile.gif კაი ბატონო როგორც აღმოჩნდა ამ აგრეგატს მთლად მარტივი ბედი არ ჰქონია biggrin.gif მფლობელის გამოცვლისა და საველე პირობებში მუშოაბის შემდეგ, ახალ მფლობელს გარკვეული სურვილები გაუჩნდა, გარკვეული პრობლემებისა თუ მიზეზების გამო.

მოკლედ მიუხედავად იმისა რომ ეს ფიშტო თავის დროზე ხელში მოშნად ვატრიალე, მან ჯერ კიდევ პირველი მფლობელის ხელში ბევრი დამატებითი მოდიფიკაციები გაიარა, მე კი ეს თოფი არ დამიშლია, რადგანაც სხვა ადამიანის საკუთრება იყო და ჩამბარდა გასატესტად და არა დასაშლელ მოსაშლელად. ასე რომ შიგნეულობა როგორ იყო რეალისებული არ ვიცოდი.

ახალ პატრონს კი პრობლემად მიაჩნდა ის ფაქტი რომ გასროლისას აშკარად იგრძნობოდა რომ ჰაერი იპარებოდა ლულის მიდამოებში. ნანახი ჰქონდა ალბათ ჩემს მიერ აღწერილი დისკოს ლულის გადაკეთება და ... გასაგებია რომ იდეა მოეწონა, ამიტომაც თავდაპირველად სურვილი იყო იგივენაირად გაკეთებულიყო ვირთხაზეც ლულის ამბავი. ამასობაში მე ვიცოდი რომ ვირთხაში ლულა სწორედაც რომ მარადიორის პრინციპით იყო რეალიზებული, მაგრამ თურმე სადა ბანაობ.

დავშალეთ მე და სოხამ ფიშტო, ამოვიღეთ ლულა და ვნახეთ რომ ლულის ობტურაცია ცოტა არ იყოს და სტრანნად არის რეალიზებული, ადრე ამ ფიშტოს KIT-ის მწარმოებლის პოსტებში წაკითხული მაქვს რომ კლიენტებისთვის იოლი გადაკეთების მიზნით ლულის დაჯდომა რეალიზებული ჰქონდა დამატებით დეტალზე, ანუ ლატუნის ცილინდრი იყო გაკეთებული რომელშიც ჩამჯდარი უნდა ყოფილიყო მიმწოდებლის რეზინის რგოლი და იმისათვის რომ ნებისმიერს უმტკივნეულოდ ჩაესვა ლულა ზედმეტი გადაკეთების გარეშე ამ დეტალს წინიდანაც ჰქონდა ზერინის რგოლი რომელზეც ჯდებოდა ლულა.

ნუ ვერ შეედავები, გლობალური გადაკეთებისას და მასიური გაყიდვისას მისაღები მეთოდია, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ვინც KIT-ს იყიდის თავისი ლულით უნდა მიადგეს იდეის ავტორს და ლულა უნდა გადააკეთებინოს, ასე კი ყველას შეუძლია საშინაო პირობებში შეცვალოს ლულა, თან დააყენოს ნებისმიერი ფირმის ლულა.

სამწუხაროდ აქ თავდება კარგი იდეა. რეალობაში ნუ ეს დეტალი რა თქმა უნდა არის, მაგრამ რეალიზება..... განსაკუთრებით გატეხა დისკოს ტიპის გადამშვებმა უცნაური აბტურაციით. მოკლედ დავიწყოთ.

კოლოფში ზის ეს დეტალი და ამ დეტალზე მჭიდროდ უნდა იყოს მიდებული ლულა



შესაბამისად ამ მრგვალ დეტალშია მოთავსებული მიმწოდებლის ჩამკეტი რეზინა და ჰაერის გადამშვებიც მას უერთდება, მაგრამ საოცრად, ანუ ლითონი ლითონზე, თან ლითონის ზედაპირის სისუფთავე ისეთი არაა რომ აღტაცება გამოხატო.



მდაა რუსები ხანდახან მაგრა ასწორებენ ხოლმე კოლოფი საკმაოდ მაღალ დონეზეა გაკეთებული, თუნდაც ის ლულის ადტურატორი და მიმწოდებლის შესასვლელი ხვრელი, მაგრამ ეს გადამშვები რამ მოაფიქრათ smile.gif

ნუ უფრო ნათელი რომ იყოს ნახაზსგაჩვენებთ:



აბტურაციისთვის კი აქვს გადამშვებს რეზინები, მაგრამ აკავებს თუ ამაგდებს კოლოფის თავს, ანუ რეზერვუარიდან ამოსასვლელი ხვრელი რეზინაზეა, ეგ კარგია, შემდეგ კოლოფში რომ შედის გადამშვები იმის მაგივრად ლულაში ასევთქვათ უზრუნველყოს ჰაერის დანაკარგის გარეშე გადაშვება, ჰაერის არ გაპარებას იცავს იმისგან რომ ჰაერი არ გაიპაროს კოლოფსა და გადამშვებს შორის (მაგარი ტექსტი დავწერე, ტაფტოლოგია ზეიმობს ალბათ smile.gif ). არა იდეაში ცუდი არაა, მანდაც დაიცვას მაგრამ რისთვის???

სამაგიეროდ ლულასა და გადამშვებს შორის რეზინის ნატამალი არაა, ახლოდან სქემააზე გამოიყურება.



ვერ დავუკარგავ კონსტრუქტორს იმ გადასარევ იდეას რომ ლატულის გილზის ჩაყენებით მომხმარებელი ააცილა თავისასატკივებელ სამუშაოს, მართალია ძნელია, რეზინა და ლულა ისე მიაჭირო ერთმანეთს რომ...., მაგრამ შესაძლებელია, ერთერთ TOP გერმანელში ზუსტად ეგრეა ლულის აბტურაცია მოფიქრებული რამდენადაც ვიცი, ასე რომ სქემა მუშაობს, მაგრამ ეს გადამშვები....




საინტერესო კიდევ ერთი ფაქტი იყო, მართალია აბტურაცია პრაქტიკუალდ არ არსებობს ამ შემთხვევაში, მაგრამ სამაგიეროდ არსებობს ის მოქმედება რომლითაც სოხამგამაოცა smile.gif, უბრალოდ მოუშვა ლულის ზემოთ არსებული ვინტები და ლულა გამოაძრო კოლოფიდან biggrin.gif გავშრი, რაღაც სხვანაირ დამაგრებას ველოდი, ნუ იდეაში რაღაც აქ მოყვანილი სქემის ვარიანტია HW100-ში უზრუნველყოფილი, ოღონდ გერმანელში ლულაშია რეზინა ჩასმული და არა გილზაში, მაგრამ მაგით დიდი არაფერი იცვლება.

რა თქმა უნდა შეიძლებოდა გილზაშივე ამოღრუტნულიყო რეზინის ხვრელი მარადიორის პრინციპით, მაგრამ სოხამ მთხოვა ლულაშივე ყოფილიყო. როგორც მივხვდი ბატონ სოხას ხშირად უყვარს ლულის მოშვება და მერე ლულის რეზინაზე მიჭერა ავიწყდება ხოლმე biggrin.gif

მოკლედ იყო და არა იყო რა, ახალი გადამშვები გამოიჩარხა, ახალი რეზინები დაყენდა და გადამშვებიც ამოიღრუტნა.









ნუ რადგანაც რეზინის ადგილი ამოსაღები იყო და უკანა ფასკაც გასასწორებელი იყო, მივადექი და ცოტა ძველი საჭრელით მივათალე ნაწილი ადგილი. ლულაზე ჩანს კვალი მთლად სუფთა რომ არაა. უბრალოდ ლეგენდებს აავყევი ვიცოდი რომ IJ-ის ლულა მაგარი ფოლადია და ვაი ვუი... ერთი ფეხებია biggrin.gif ტყუილა მოვჟმოტე საჭრელი smile.gif ნუ ჯანდაბას საჭრელის კვალი იმ ადგილზე ჩანს რომელიც კოლოფში იმალება.

ნუ ახალი სქემით გასაგებლარია რაც გამოვიდა, ანუ:





ნუ თან ზედა ნახაზს თუ დააკვირდებით ლულის ვიწრო ნაწილი კოლოფს სცდებოდა და უშნოდ ჩანდა, ახლა კი ზუსტად კოლოფის პირამდეა მითლილი და ვიზუალურად მომგებიანად გამოიყურება. თუმცა აქვე ვაღიარებ ერთი შტუკა მღრღნის შიგნიდან.სოხას არ დაუტოვებია კლიპი, შედეგად რამდენად სწორედ დავწოვე ადგილი ლულაზე კლიპის ჩამოსაჯდომად სულ მაგაზე ვფიქრობ.... თუ აღმოჩნდა რომ ბევრი დავტოვე ვავა smile.gif მომიწევს წაჭრა და თავიდან ყველაფრის გაკეთება, რადგანაც რეზინა საკმაოდ ახლოს არის ჭრილთან განთავსებული და ჩამოთლის შემთXვევაში ადგილი არ დარჩება.

ნუ ბარემ რადგანაც ყველაფერი აწყობილი და გამზადებული იყო, გადავწყვიტე გამესინჯა ფიშტოს შესაძლებლობები, გასროლისას თითქოსდა ჰაერს არ აპარებს, მაგრამ ეგ მაინც მფლობელმა უნდა შეაფასოს, ვდრუგ და არ მოეწონოს სიტუაცია. რავიცი რავიცი smile.gif

კაი ბატონო ძველ მფლობელთან გავარკვიე ადრე თოფი რა სიჩქარით ისროდა, როგორც ირკვევა მძიმე 10.5 CP-თი ისროდა 230 მეტრ წამით, ჰოდა მეთქი ბარემ შაბამოწმოთ, უცებ აივანზე ქრონი და:

1) JSB 10.2 გრანი - გაფრინდა 248.9 მეტრ წამით
2) JSB 8.4. გრანი - გაფრინდა 274.7 მეტრ წამით
3) CP 10.5 გრანი - გაფრინდა 242.4 მეტრ წამით
4) JSB Monster 13.4 გრანი - გაფრინდა 217.4 მეტრ წამით.

გასროლა მოხდა სულ 4 ცალი და სადღაც 1 მეტრის მანძილიდან 3 სანტიმეტრიანი ფიცარი ოთხივე ტყვიამ გახვრიტა. რეზერვუარი დატენილი იყო 3000 PSI-ზე ნუ სადღაც 2900-ზე.

ნუ იდეაში რაცხა სიჩქარე მოემატასავით, დამრტყმელის და სასხლეტის პარამეტრები არ შეცვლილა, რამდენადაც მახსოვს ეს ფიშტო ლამის 5 მეტრ წამიანი დერეფანით ისროდა, შესაბამისად სიჩქარეები ეგეთი დერეფნით უნდა დარჩეს +- 2.5 მეტრ წამი.სამწუხაროდ სამსახურის გადამკიდე სრული სიჩქარეების დიაპაზონი და გასროლების რაოდენობის დათვლის დრო არ მქონდა sad.gif

P.S. აუ ისე გადატენვა მაგარი მურტალი აქვს რა ამ ვირთხას smile.gif, დროებით ჩახმახი მარჯვენა ხელზე გადავაკეთე თორემ ჩემი ნერვები და ძალები გადატენვას არ ყოფნიდა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
soxa
პოსტი Feb 16 2011, 06:52 PM
პოსტი #47


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,141
რეგისტრ.: 11-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 286



ja_ja
გაიხარე გიო, მაგარი ხარ რა, ბევრიც გიწვალია ამ უდროობაში. არც ველოდი თუ ასე მალე გააკეთებდი 30.gif 30.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Feb 16 2011, 06:55 PM
პოსტი #48


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



soxa
ციტატა(lasha_74 @ 16th February 2011 - 07:52 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
არც ველოდი თუ ასე მალე გააკეთებდი

ჯერ მაიცა biggrin.gif მაიტა კლიპი და თუ არ ჩაეტია მერე ნახე შენ biggrin.gif biggrin.gif:D სადღაც 0.5 მილიმეტრით უფრო მეტი გამომივიდა მემგონი და მაინტერესებს კლიპი ჩაჯდება თუ არა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
soxa
პოსტი Feb 16 2011, 07:07 PM
პოსტი #49


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,141
რეგისტრ.: 11-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 286



მეც აღარ გამხსენებია კლიპის დატოვება, ხვალ ქალაქში არ ვიქნები და პარასკევს შეგეხმიანები
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Feb 16 2011, 07:12 PM
პოსტი #50


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



soxa
ციტატა(lasha_74 @ 16th February 2011 - 08:07 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მეც აღარ გამხსენებია კლიპის დატოვება, ხვალ ქალაქში არ ვიქნები და პარასკევს შეგეხმიანები

ნიხტ პრობლემო, ნუ გეშინია შენს ფიშტოს ცივ ნიავს არ გავაკარებ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
soxa
პოსტი Feb 16 2011, 08:06 PM
პოსტი #51


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,141
რეგისტრ.: 11-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 286



ცოტა დავწყნარდი biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Feb 16 2011, 08:08 PM
პოსტი #52


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



ja_ja
კი გერმანელშიც ეგრეა, უბრალოდ ის ვინტი რომელიც იჭერს, ასევე მიმჭიმის ფუნქციასაც ასრულებს
ერთხელ არასწორად გავაკეთე და მიმჭიმი ვინტი ბოლომდე არ დაეჭირა, რის გამოც რეზიკი აღარ დაეჭირა
ანუ გერმანელში ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული.


უხხხ, ისე კი მაგრად მინდა რამე პატარა რაა sad.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Feb 16 2011, 08:21 PM
პოსტი #53


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



bazuka
ციტატა(bazuka @ 16th February 2011 - 09:08 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
უხხხ, ისე კი მაგრად მინდა რამე პატარა რაა

ეეეხ მაზოლი ნეტკინა გოგა ბიძია მაზოლი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(bazuka @ 16th February 2011 - 09:08 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
კი გერმანელშიც ეგრეა, უბრალოდ ის ვინტი რომელიც იჭერს, ასევე მიმჭიმის ფუნქციასაც ასრულებს

მაიცა ეგ როგორ, კოსადაა თუ რაიმე ლულაზე აქვს ჩანათალი და იმაში ჩასრიალებისას თან ლულას უკან აწვება?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Feb 16 2011, 09:37 PM
პოსტი #54


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



ციტატა(ja_ja @ 16th February 2011 - 09:21 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მაიცა ეგ როგორ, კოსადაა თუ რაიმე ლულაზე აქვს ჩანათალი და იმაში ჩასრიალებისას თან ლულას უკან აწვება?

ვინტი სადღაც 45გრადუსითაა დახრილი, ხოლო ლულას თაქვისი საბჯენი ღარი აქვს, ანუ უჭერ ვინტს და ის თავისმხრივ აწვება ლულას კოლოფისკენ, პრესავს,
თუ ბოლომდე არ მოუჭირე, თავი რჩება გარეთ რომელიც რეზერვუარს უშლის ხელს


PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Feb 17 2011, 04:45 PM
პოსტი #55


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



bazuka
იასნა, ეგრეც ვიფიქრე. იდეაში ყველაფერი გენიალური მარტივია, პროსტა გადალახვა უნდა შიშებს smile.gif ჰოდა მთავარი პლიუსი HW-ს ლულაში ამ შემთხვევაში არის სისქე!, კროსმანის 11 მილიმეტრზე მაგხელა ღიობს ვერ უზრუნველყოფ. ნუ რაღაცას კი იზამ, მარა....
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Feb 27 2011, 10:42 PM
პოსტი #56


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



სურათები რატომ არ ჩანს?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giorgi-RW1k77X2
პოსტი Feb 27 2011, 10:53 PM
პოსტი #57


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,016
რეგისტრ.: 17-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 485



ციტატა(giorgi @ 27th February 2011 - 11:42 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
სურათები რატომ არ ჩანს?


რამდენადაც მივხვდი, დომენს უნდა რეგისტრაცია საიტზე
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


მაგრამ იქ ისიც უწერია, რომ უბრალო ფორუმელი არაოოოო, მხოლოდ მოდერებს შეუძლიათ და ადმინისტრატორებსოო... და კიდო მეპატრონეებსოოო smile.gif

Register your domain with ImageShack so that all images are visible on it. Only Owners, Administrators, Operators, or Moderators may register the domain.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Feb 28 2011, 10:08 AM
პოსტი #58


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ ახლა დავარეგისტრირე მაგათთან, ვნახოთ რა და როგორ იქნება.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Mar 4 2011, 03:21 PM
პოსტი #59


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მაინტერესებს სურათები გამოჩნდა თუ არა?? ჩემთან ჩანს, მაგრამ მაინც მაინტერესებს. ვინმემ დაწერეთ კი ან არა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giorgi-RW1k77X2
პოსტი Mar 4 2011, 03:25 PM
პოსტი #60


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,016
რეგისტრ.: 17-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 485



კი, ჩემთანაც გამოჩნდა. არგო წამალმა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

9 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2024 - 11:37 AM
Hosted by Pro-Service