HASTAN AT-44 მოდერნიზაცია და სხვა იდეები, (კლიპიანი და უკლიპო ვერსიები ერთად) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
HASTAN AT-44 მოდერნიზაცია და სხვა იდეები, (კლიპიანი და უკლიპო ვერსიები ერთად) |
Sep 3 2012, 06:39 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,736 რეგისტრ.: 10-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 628 |
რახან ატ-44 ის თემა არარის გახსნილი ამ განყოფილებაში გადავწყვიტე გადამედგა ეს ნაბიჯი. ის ვინც შეიძენს ამ თოფს და მერე გაუჩნდება ინტერესი თუ რა უნდა უქნას და რა სად მოუშვას თუ დაუჭიროს ნახავს აქ. ანუ აქ დავდებ იმ ელემენტარულ ინფორმაციას რაც უნდა გაითვალისწინოს ატ-44 ის მფლობელმა.პირველ რიგში თოფის დაშლა-აწყობა. მერე კი იმ პროცედურების ჩატარება რაც აუცილებელია თაროდან ჩამოღებული სტანდარტული ატ-44 ისთვის. 1)- თოფის დაშლა 2)- თოფის აწყობა შემდეგ სასხლეტის დარბილება. ითვალისწინებს ნაწიბურების (თუ ასეთები ექნება) მოხვეწას ანუ დაშლიფოვკებას და ასევე სასხლეტი მექანიზმის დეტალების პოლირებას მხოლოდ მხოლოდ ერთმანეთთან შეხების წერტილებში. სურათებზე ნაჩვენებია გასაგებად ეგ ადგილები. ასევე შეიძლება იმ ზამბარის საერთოდ გაუქმება რაც სურათზეა გადახაზული, რომ სასხლეტი უფრო სასიამოვნო იყოს (აუცილებელი არაა) მე პირადად გაუქმებული მაქვს. ასევე სასურველი იქნება თუ სასხლეტის ქარხნულ მარეგულირებელ ვინტს რეზინით გაჭედავთ როგორც სურათზეა. ასევე შეიძლება მცირე ზომის ზამბარაც მოარგოთ მერე უნდა მიხედვა ლულას, ტყვიის ვსტავკას,დამრტყმელს და რეზერვუარის კლაპნის საცობს. ლულას რაც შეეხება საჭიროა ტყვიის შესაცურებელი მხრიდან შიდა კედლის პოლირება რათა მიმწოდებლის რეზინამ უკეთ ისრიალოს მის ზედაპირზე. სურათებზე არის ნაჩვენები ეს მარტივი პროცედურაც. ჯერ მცირედი შლიფოვკა და მერე მქვანე ქვით (ზელიონკით) პოლირება. შემდეგი ნაბიჯია ლულის ფასკა. აქ კი უკვე სახლის პირობებში ხელის ხლება არ ღირს. ეს სტანოკზე კეთდება და მცოდნე ხელია საჭირო. მე ფასკა ჯაჯამ გამიკეთა. ხედავთ სურათებზე რომ იდეალური ნამუშევარია. ასეთი ფასკა აუცილებელია ყველა ლულაზე. ასევე მიმწოდებელს, ტყვიის ვსტავკას და დამრტყმელს უნდა მოხვეწა ცოტათი. ტყვიის ვსტავკის ღარს განსაკუთრებით,რადგან წრილებზე ნაწიბურები აქვს. ასევე დამრტყმელის წინა მხარეს რითაც კლაპანს ეჯახება,იქ უნდა გადაშლიფოვკება. ჩემსას იქ მუწუკივით ქონდა ცოტა. ბოლოს კლაპანი, მისი ზამბარა და საცობი. ქარხნულ ზამბარას შეცვლა უნდა უფრო ძლიერით რომ კლაპანზე თითის დაჭერით ადვილად არ ჩადიოდეს ნემსა. ასევე ქარხნულ პლასმასის საცობსაც უნდა შეცვლა ლატუნით ან ალუმინით. (ეს რატომ დატოვეს ეგრე მიკვირს რა) ეგ ლატუნის საცობიც რეზბაზე რომ არის ჯაჯას დამსახურებაა. (ზალატიე რუკი მოკლეთ ) მე კმაყოფილი ვარ,ადვილად იხსნება და არუნდა ჯაჯგური და დანის ჩხიკინი პლასმასისას რომ ჭირდებოდა ეგრე და ყოველ ამოღებაზე რომ უფროდაუფრო სლაბდებოდა. აი ესარის და ეს. ესარის ის შესამზადებელი პროცედურები რაც ჭირდება ჰასტან ატ-44 ს. ამის იქეთ უკვე მოდის რედუქტორის დაყენება და ბულკა კონდახის დამზადება. მე ჯერ არც ერთი მაქვს და არც მეორე რაც მაქვს და რაც გავუკეთე ჩემს თოფს ყველაფერი დაწვრილებით დავდე. თუ ვინმეს რამე სხვა ფოტო მასალები გაქვთ თქვენც დადეთ.
| |
> |
|
|
Dec 3 2012, 08:30 PM
პოსტი
#2
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 945 რეგისტრ.: 24-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 464 |
koknar +1 რაღაც მეც არ მომწონს ეგ იდეა, რვიანები საკმაოდ ამყარებს ლულას და საიმედოს ხდის მის ტრანსპორტირებას და დაცემასაც. დაზღვეული არავინ ვართ
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th May 2024 - 06:49 PM |
Hosted by Pro-Service |