გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> მონადირეთა კლასი და ჯგუფი, გთავაზობთ და განვიხილოთ
ja_ja
პოსტი Sep 9 2012, 10:01 AM
პოსტი #41


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ ამ ფორუმზე ხშირად იჩითება ხოლმე ამა თუ იმ ნადირობის მიმოხილვები... სამწუხაროდ საქართველოში ცოტაა იმ არსებათა რაოდენობა რომელთა მოპოვებაც შეიძლება პნევმატიკით, იქნება ეს კანონის შეზღუდვა თუ ნადირობის სპეციფიკაციებიდან გამომდინარე...

მიუხედავად ამისა ყველა ადამიანი ვართ და ყველაზე მშვიდობის მოყვარე ადამიანშიც კი ძველისძველი მოკვლისა და განადგურების სურვილია ჩამალული სადღაც ღრმად და შიგნით.

ფორუმზე რომ არ იყოს, ყველანაირად ღიად დაგდებული გაუგებარი ინფორმაციები, რომელსაც ყველა არასაჭირო ადამიანი დაინახავს, ამასობაში ერთმანეთში ინფორმაციის გაზიარება გინდათ....

მოკლედ გთავაზობთ ასეთ რაღაცას:

შევქმნი ცალკე განყოფილებას, დახურულს და იქ შეგვეძლება ასეთი სახის მიმოხილვების დაყრა. დახურულ განყოფილებაში მონაწილეებს წვდომას მივცემ პირადად მე, ან სხვა ადმინისტრატორები (ბაზუკა, ილარიონა, გეოჟორჟიკა). იმისათვის რომ არასასურველი ხალხი ავიცილოთ - ყველა დარეგისტრირებულს ამ განყოფილებაში შესვლის უფლება იასნია არ ექნება.

ახლა რომ არ მოხდეს ისე რომ ვიღაც ახალი დარეგისტრირდა და მოიწერა არიქა მეც მინდა მანდ გაწევრიანება შემომიშვითო, ამისათვის ვიღებ გარკვეულ კრეტერიუმებს:

1) დახურულ თემაში წვდომისთვის სტატუსი უნდა შეგეცვალოთ, ნუ ჯგუფს რაღაცას დავარქმევთ, მაგალითად მონადირე (გინდათ გამოგიჩებთ ამ ჯგუფს არსებულის მაგივრად, გინდა რაც გაქვთ ჯგუფი ის დაგრჩებათ და მონადირეთა ჯგუფის წვდომა გექნებათ)

2) მსურველმა უნდა მოიწეროს ერთ-ერთ ადმინისტრატორთან PM-ი რომ სურს ამა და ამ ჯგუფში გადასვლა.

3) მსურველს უნდა ჰქონდეს ფორუმზე მინიმუმ 100 პოსტი დადებული, და არა წყალ-წყალა, ნუ მაგალითად პოსტების რაოდენობის გულისთვის ზოგიერთმა რომ იცის ყველგან რაღაცას პოსტავს და ხანდახან მხოლოდ სიცილაკებს რომ წერს ხოლმე. ასევე გაითვალისწინეთ მართლაც რომ 100 პოსტი ღირებული ჰქონდეს ადამიანს და ამასობაში 1000 ვიღაცის ლანძღვა ან არათემატური გადახვევები, ჩათვალეთ ერთი მეორეს გადაფარავს და ჩავუთვლი რომ ასეთი ადამიანი მისაღები შესაბამის ჯგუფში არ არის.

4) იმავე ადმინისტრატორს უნდა მოწეროს მინიმუმ 2 -მა ფორუმელმა ასე ვთქვათ სარეკომენდაციო PM-ი რომ ისინი თავმდებად გამოდიან და იცნობენ ამ მონაწილეს.

ახალი ჯგუფისა და სტატუსის მოპოვების მაძიებელს, პირადად უნდა იცნობდნენ მინიმუმ 2 ფორუმელი, რომელიც რეკომენდაციას გაუწევენ და თავდებში დადგებიან. რეკომენდატორები და უფლების მაძიებელი უნდა იყვნენ ერთად გასვლებზე ნამყოფი, უნდა იცნობდნენ ერთმანეთს იმ დონეზე რომ იცოდნენ მათი ფართო არეალი. (მოკლედ აზრი აქ იმაზე დაიყვანება რომ როგორც არაერთხელ უკვე ცხვირი მოვიმტვრიეთ, ხან დალევისას ვიღაცამ აურია და ლამის ყველას დედა აგინა, ხან რაღაც ნიტო საქციელი ჩაიდინა და ყველა გააოცა, აი ასეთი უაზრობები რომ იყოს გამორიცხული. თორემ რა აზრი აქვს დახურული თემა შექმნა და შიგნით შეიყვანო ისეთი წევრი რომელიც ან არასტაბილურია, ან რაღაც წინასწარ გამიზნულად არასწორად იქცევა... მოკლედ იმედია გამგები გაიგებს)

5) რეკომენდატორებს თავის მხრივ უნდა იცნობდეს ის ადმინისტრატორი რომელსაც ეს ორი პიროვნება მესამე ახალბედას უწევს რეკომენდაციას. სიტყვა ცნობაში იგულისხმება ის რომ პირადად უნდა იცნობდეს და არა ერთი ორი ნახვით, ან ფორუმზე მიმოწერით. ასევე რეკომენდატორს უნდა გააჩნდეს შესაბამისი წონა იმ ჯგუფის რეკომენდაციის მიმართ რომელზეც უწევს რეკომენდაციას წევრს

6) თუ ფორუმელი რაიმე მიზეზით იქნება ფორუმიდან გაძევებული, ან თავისი ნებით გამოთქვავს სურვის წასვლაზე, ან დიდიხმის მანძილზე ფიზიკურად არც იაქტიურებს და არც გამოჩნდება, მაშინ ასეთი წევრი სტატუსს დაკარგავს და დაბრუნდება ჩვეულებრივ ჯგუფში

7) თავიდან ბევრს გიცნობთ და ვიცი ვინც ხართ, რაც ხართ (არაერთ გასვლაზე ვართ ნამყოფი და არაერთი ღონისძიება ერთად ჩაგვიტარებია) ასე რომ ზოგიერთებს არ დაგჭირდებათ ასეთი რეკომენდაცია უბრალოდ მოიწერეთ ამავე თემაში რომ გსურთ და თანახმა ხართ და უმეტესობა ამ ფორუმზე ვინც ხართ ეგრევე შესაბამის ჯგუფში გაწევრიანდებით

ნუ მგონი საკმაოდ მარტივი პრინციპია, მისაღებიც უნდა იყოს... ველი თქვენს კომენტარებს და დადებითი კომენტარების შემთხვევაში განყოფილებასაც შევქმნი უცებ და ძველ თემებსაც იქეთ მოვისვრი რომ კურიოზები ავიცილოთ თავიდან, პლიუს ძველ დამალულ და ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ნადირობის თემებსაც გამოგიჩენთ იმ ახალ განყოფილებაში.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th September 2024 - 07:26 AM
Hosted by Pro-Service