ja_ja
Sep 9 2012, 10:01 AM
მოკლედ ამ ფორუმზე ხშირად იჩითება ხოლმე ამა თუ იმ ნადირობის მიმოხილვები... სამწუხაროდ საქართველოში ცოტაა იმ არსებათა რაოდენობა რომელთა მოპოვებაც შეიძლება პნევმატიკით, იქნება ეს კანონის შეზღუდვა თუ ნადირობის სპეციფიკაციებიდან გამომდინარე...
მიუხედავად ამისა ყველა ადამიანი ვართ და ყველაზე მშვიდობის მოყვარე ადამიანშიც კი ძველისძველი მოკვლისა და განადგურების სურვილია ჩამალული სადღაც ღრმად და შიგნით.
ფორუმზე რომ არ იყოს, ყველანაირად ღიად დაგდებული გაუგებარი ინფორმაციები, რომელსაც ყველა არასაჭირო ადამიანი დაინახავს, ამასობაში ერთმანეთში ინფორმაციის გაზიარება გინდათ....
მოკლედ გთავაზობთ ასეთ რაღაცას:
შევქმნი ცალკე განყოფილებას, დახურულს და იქ შეგვეძლება ასეთი სახის მიმოხილვების დაყრა. დახურულ განყოფილებაში მონაწილეებს წვდომას მივცემ პირადად მე, ან სხვა ადმინისტრატორები (ბაზუკა, ილარიონა, გეოჟორჟიკა). იმისათვის რომ არასასურველი ხალხი ავიცილოთ - ყველა დარეგისტრირებულს ამ განყოფილებაში შესვლის უფლება იასნია არ ექნება.
ახლა რომ არ მოხდეს ისე რომ ვიღაც ახალი დარეგისტრირდა და მოიწერა არიქა მეც მინდა მანდ გაწევრიანება შემომიშვითო, ამისათვის ვიღებ გარკვეულ კრეტერიუმებს:
1) დახურულ თემაში წვდომისთვის სტატუსი უნდა შეგეცვალოთ, ნუ ჯგუფს რაღაცას დავარქმევთ, მაგალითად მონადირე (გინდათ გამოგიჩებთ ამ ჯგუფს არსებულის მაგივრად, გინდა რაც გაქვთ ჯგუფი ის დაგრჩებათ და მონადირეთა ჯგუფის წვდომა გექნებათ)
2) მსურველმა უნდა მოიწეროს ერთ-ერთ ადმინისტრატორთან PM-ი რომ სურს ამა და ამ ჯგუფში გადასვლა.
3) მსურველს უნდა ჰქონდეს ფორუმზე მინიმუმ 100 პოსტი დადებული, და არა წყალ-წყალა, ნუ მაგალითად პოსტების რაოდენობის გულისთვის ზოგიერთმა რომ იცის ყველგან რაღაცას პოსტავს და ხანდახან მხოლოდ სიცილაკებს რომ წერს ხოლმე. ასევე გაითვალისწინეთ მართლაც რომ 100 პოსტი ღირებული ჰქონდეს ადამიანს და ამასობაში 1000 ვიღაცის ლანძღვა ან არათემატური გადახვევები, ჩათვალეთ ერთი მეორეს გადაფარავს და ჩავუთვლი რომ ასეთი ადამიანი მისაღები შესაბამის ჯგუფში არ არის.
4) იმავე ადმინისტრატორს უნდა მოწეროს მინიმუმ 2 -მა ფორუმელმა ასე ვთქვათ სარეკომენდაციო PM-ი რომ ისინი თავმდებად გამოდიან და იცნობენ ამ მონაწილეს.
ახალი ჯგუფისა და სტატუსის მოპოვების მაძიებელს, პირადად უნდა იცნობდნენ მინიმუმ 2 ფორუმელი, რომელიც რეკომენდაციას გაუწევენ და თავდებში დადგებიან. რეკომენდატორები და უფლების მაძიებელი უნდა იყვნენ ერთად გასვლებზე ნამყოფი, უნდა იცნობდნენ ერთმანეთს იმ დონეზე რომ იცოდნენ მათი ფართო არეალი. (მოკლედ აზრი აქ იმაზე დაიყვანება რომ როგორც არაერთხელ უკვე ცხვირი მოვიმტვრიეთ, ხან დალევისას ვიღაცამ აურია და ლამის ყველას დედა აგინა, ხან რაღაც ნიტო საქციელი ჩაიდინა და ყველა გააოცა, აი ასეთი უაზრობები რომ იყოს გამორიცხული. თორემ რა აზრი აქვს დახურული თემა შექმნა და შიგნით შეიყვანო ისეთი წევრი რომელიც ან არასტაბილურია, ან რაღაც წინასწარ გამიზნულად არასწორად იქცევა... მოკლედ იმედია გამგები გაიგებს)
5) რეკომენდატორებს თავის მხრივ უნდა იცნობდეს ის ადმინისტრატორი რომელსაც ეს ორი პიროვნება მესამე ახალბედას უწევს რეკომენდაციას. სიტყვა ცნობაში იგულისხმება ის რომ პირადად უნდა იცნობდეს და არა ერთი ორი ნახვით, ან ფორუმზე მიმოწერით. ასევე რეკომენდატორს უნდა გააჩნდეს შესაბამისი წონა იმ ჯგუფის რეკომენდაციის მიმართ რომელზეც უწევს რეკომენდაციას წევრს
6) თუ ფორუმელი რაიმე მიზეზით იქნება ფორუმიდან გაძევებული, ან თავისი ნებით გამოთქვავს სურვის წასვლაზე, ან დიდიხმის მანძილზე ფიზიკურად არც იაქტიურებს და არც გამოჩნდება, მაშინ ასეთი წევრი სტატუსს დაკარგავს და დაბრუნდება ჩვეულებრივ ჯგუფში
7) თავიდან ბევრს გიცნობთ და ვიცი ვინც ხართ, რაც ხართ (არაერთ გასვლაზე ვართ ნამყოფი და არაერთი ღონისძიება ერთად ჩაგვიტარებია) ასე რომ ზოგიერთებს არ დაგჭირდებათ ასეთი რეკომენდაცია უბრალოდ მოიწერეთ ამავე თემაში რომ გსურთ და თანახმა ხართ და უმეტესობა ამ ფორუმზე ვინც ხართ ეგრევე შესაბამის ჯგუფში გაწევრიანდებით
ნუ მგონი საკმაოდ მარტივი პრინციპია, მისაღებიც უნდა იყოს... ველი თქვენს კომენტარებს და დადებითი კომენტარების შემთხვევაში განყოფილებასაც შევქმნი უცებ და ძველ თემებსაც იქეთ მოვისვრი რომ კურიოზები ავიცილოთ თავიდან, პლიუს ძველ დამალულ და ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ნადირობის თემებსაც გამოგიჩენთ იმ ახალ განყოფილებაში.
ხ.მ.ე.ლ.ო
Sep 9 2012, 11:58 AM
ფოხი მგონი კაი აზრია ჯაჯას მიერ შემოთავაზებული განყოფილების გაკეთება, საფრთხეს თავიდან აგვაცილებს, ჰაა რას იტყვით?

მე მინდა გაწევრიანება მანდ

გამიწიეთ რეკომენდაცია
sekurifa
Sep 9 2012, 12:28 PM
კი კარგი აზრია ნამდვილად. ეგეთი რამ ყველგან არის (ქართულ ფორუმებზე არვიცი) და უკვე დროა მგონი აქაც იყოს. მე თანახმა ვარ გაიხსნას ეგეთი განყოფილება და თავისთავად გაწევრიანების სურვილიც მაქვს
nikola_migina
Sep 9 2012, 12:40 PM
ძალიან კარგი აზრია და დიდი სურვილი მაქვს გაწევრიანების
ხ.მ.ე.ლ.ო
Sep 9 2012, 12:40 PM
ციტატა(nikola_migina @ Sep 9 2012, 01:40 PM)

ძალიან კარგი აზრია და დიდი სურვილი მაქვს გაწევრიანების

შენ პატარა ხარ ჯერ

რეკომენდაციას არ გაგიწვ იცოდე
ja_ja
Sep 9 2012, 01:24 PM
sekurifa შენ ქე გიცნობ და უკვე ჩამატებული ხარ შესაბამის ჯგუფში, ფორუმზე არის, ახალი განყოფილება გახსნილი სახელად სულებზე მონადირეები... წესით უნდა ჩანდეს შენთან და უნდა შეგეძლოს შიგნით შესვლა... დანარჩენები მხოლოდ განყოფილებას ხედავენ, მაგრამ შიგნით ვერ შევლენ

ნაწილი ტემები უკვე გადავყარე და კიდევ ვათვალიერებ რა შეიძლება იყოს მანდ გადატანილი
ხ.მ.ე.ლ.ო nikola_migina ბიჭებო თქვეთან ბოდიში, მაგრამ პირადად ერთმანეთს არ ვიცნობთ, ან ვინმე ისეთისგან მინდა ერკომენდაცია ვისთანაც მქონია რეალში ურთიერთობა, ან უნდა დაეკონტაქტოდ იმ ადმინს რომელთანაც გქონიათ პირადი ურთიერთობა ლაივში მგონი
ხ.მ.ე.ლ.ო-ს ilariona იცნობს...
gregory
Sep 9 2012, 01:33 PM
ციტატა(ja_ja @ 9th September 2012 - 02:24 PM)

ხ.მ.ე.ლ.ო
nikola_migina
ორივეს ვიცნბ პირადად თუკი მათ ეს გამოადგებათ...
nikola_migina
Sep 9 2012, 01:43 PM
ციტატა(ja_ja @ 9th September 2012 - 02:24 PM)

ადმინს რომელთანაც გქონიათ პირადი ურთიერთობა ლაივში
გიორგის ვიცნობ კარგად...

ჯეოჯორჯიკას

ბევრს ვიცნობ ამ ფორუმიდან
ხ.მ.ე.ლ.ო
Sep 9 2012, 02:09 PM
ციტატა(ja_ja @ Sep 9 2012, 02:24 PM)

sekurifa შენ ქე გიცნობ და უკვე ჩამატებული ხარ შესაბამის ჯგუფში, ფორუმზე არის, ახალი განყოფილება გახსნილი სახელად სულებზე მონადირეები... წესით უნდა ჩანდეს შენთან და უნდა შეგეძლოს შიგნით შესვლა... დანარჩენები მხოლოდ განყოფილებას ხედავენ, მაგრამ შიგნით ვერ შევლენ

ნაწილი ტემები უკვე გადავყარე და კიდევ ვათვალიერებ რა შეიძლება იყოს მანდ გადატანილი
ხ.მ.ე.ლ.ო nikola_migina ბიჭებო თქვეთან ბოდიში, მაგრამ პირადად ერთმანეთს არ ვიცნობთ, ან ვინმე ისეთისგან მინდა ერკომენდაცია ვისთანაც მქონია რეალში ურთიერთობა, ან უნდა დაეკონტაქტოდ იმ ადმინს რომელთანაც გქონიათ პირადი ურთიერთობა ლაივში მგონი
ხ.მ.ე.ლ.ო-ს ilariona იცნობს...
ილარიონა არ მიცნობს

სოხას ვარ შეხვედრილი ერთხელ და ნიკოლას, სეკურიფას და გრეგორს ბევრჯერ

ნუ რას ვიზავთ, აი ფტ-შეჯიბრი რო გაიმართება, თუ შევძელი მონაწილეობა მაშინ ხო გავიცნობთ ერთმანეთს და ეგ იქნება რა
gela
Sep 9 2012, 02:53 PM
მეც ჩამსვით თუ ვიმსახურებ ბიძიებო : )) მალე ახალ ფიშტოს შემოვაგდებ და ღირსეულად ჩავეწერები მონადირეთა სიაში
ja_ja
Sep 9 2012, 03:03 PM
nikola_migina ხ.მ.ე.ლ.ო ამდენ აქ წერას წესები არ ჩამოვწერე? თუ ნაცნობობის კლუბი გავხსნათ
gela ჩაგამატე
sekurifa
Sep 9 2012, 05:34 PM
ციტატა(ja_ja @ 9th September 2012 - 02:24 PM)

ხ.მ.ე.ლ.ო
nikola_migina
ამ ორ კისტისთოფიანებს მეც კარგად ვიცნობ ორივეს

ორივესთან მქონდა თავიანთი თოფების ტექნიკურ საკითხებთან შეხება და ასევე ორივესთან ერთობლივი გასვლითი ღონისძიებები თბილისის ზღვაზე და დიღმის ტბებზე

რაც შეეხება მათ დახასიათებას: ერთს უყვარს ბევრი სროლა

მეორე კი მისი თოფის სიძლიერით არასდროს არაა კმაყოფილი

მწვავე ბრაკონიერული გადახრები არცეთს არ ახასიათებს
ხ.მ.ე.ლ.ო
Sep 9 2012, 05:40 PM
Archery
Sep 9 2012, 06:22 PM
მივესალმები,მშვენიერი იდეაა მართლაც არ არის საჭირო ვისაც მოუნდება შემობარბაცდეს და ათვალიეროს ყველაფერი...მე არავის ვიცნობ ამ ფორუმიდან პირადად სამწუხაროდ, ამიტომ არ ვითხოვ გაწევრიანებას , წესები წესებია
ja_ja
Sep 9 2012, 06:29 PM
sekurifa ეგ იასნია, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე PM-ში, შესაბამისი მიმდევრობით, ანუ გამოაგზავნოს მსურველმა მოთხოვნა და მერე შენ მიაყოლე დახასიათება, მოაყოლებს მეორეც და ნიხტ პრობლემო

ასე ამ თემაშI სად ვის ვსდიო

პლიუს მსურველებისადმი მაქვს ასეთი თხოვნა ჯერ შეუთანხმდით ასევთქვათ რეკომენდაციის გამომგზავნეს, მერე უცებ გამოაგზავნეთ მოთხოვნა და რეკომენდატორებმაც რომ დაგაწიოთ დახასიათება, ისე ნუ იზამთ რომ ჯერ ერთმა დაგახასიათოთ და მერე 2-3 კვირის მერე მეორემ, ეგრე ვერავის ვერ გაგიოხსენებთ და არანაირი PM-ი არ მეყოფა მოცულობის მხრივ
foxi
Sep 9 2012, 06:31 PM
ჩემთან არაფერი ჩანს ახალი თემა და რეკომენდაციებს ვინმე გამიწევს თუ დავრეკო სადაც საჭიროა?
geojorjika
Sep 9 2012, 09:03 PM
მივესალმები იდეას , მზად ვარ გემსახუროთ
Dave
Sep 9 2012, 09:39 PM
ერთადერთი რასაც ვაპროტესტებ 100 პოსტის შემდეგ გაწევრიანებაა

))) თუ ვინმეზე ახალი ვარ არ ნიშნავს იმას რომ ვინმეზე ნაკლებად მაინტერესებს ეგ თემა ან ვინმეზე ნაკლებად მაგელვებს აირგანერების ბედი

)) ასე რომ თუ შეიძლება მიბოძეთ თემის კონკრეტული თემის ნახვის უფლება... გულითადი თხოვნით დავით ვაჭრიძე
ja_ja
Sep 10 2012, 12:57 AM
Saint Dave ციტატა(Saint Dave @ 9th September 2012 - 09:39 PM)

ერთადერთი რასაც ვაპროტესტებ 100 პოსტის შემდეგ გაწევრიანებაა ))) თუ ვინმეზე ახალი ვარ არ ნიშნავს იმას რომ ვინმეზე ნაკლებად მაინტერესებს ეგ თემა
შენ ვერ გაიგე მთავარი აზრი, დახურულის ნახვა ყველას უნდა, ადამიანის გუნებაა ეგეთი, ავტობუსში ტიტველი ქალი რომ ამოვიდე, ერთს გადახედავ და ნუ დიდი არაფერი რა, რა აქვს ისეთი რაც არ გინახავს, მაგრამ აი ნახევრად გამჭირვალე კაბა რომ ეცვას და ტრუსიკის ნაკუჭი ჩანდეს თვალებით დაღრღნი

მოკლედ საქმე იმაში კი არაა რომ გაინტერესებს და რატომ არ გიშვებთ... - არ გიშვებთ იმიტომ რომ ჯერ არავინ გიცნობს და ვაი და აღმოჩნდე ის, ვისგანაც დასაცველადაც იქმნება ეგ განყოფილება?!
Dave
Sep 10 2012, 01:27 AM
ციტატა(ja_ja @ 10th September 2012 - 01:57 AM)

შენ ვერ გაიგე მთავარი აზრი, დახურულის ნახვა ყველას უნდა, ადამიანის გუნებაა ეგეთი, ავტობუსში ტიტქელი ქალი რომ ამოვიდე, ერთს გადახედავ და ნუ დიდი არაფერი რა, რა აქვს ისეთი რაც არ გინახავს, მაგრამ აი ნასევრადგამჭირვალე კაბა რომ ეცვას და ტრუსიკის ნაკუჭი ჩანდეს თვალებით დაღრღნი
მოდი შენ ნუ მეტყვი დაზუსტებით მე რა შემთხვევაში რას ვიზამ მარა სხვა დანარჩენში გეთანხმები და 100 % იანი ხარ

უფრო ახლოს რომ გავიცნობთ ერთმანეთს "დაღრნი" და "შემოგეიმასქნება" მერე იყოს

ცუდად არ გამიგო ჯაჯა ....
ilariona
Sep 10 2012, 09:01 AM
Saint Dave 100 პოსტის თემა არაა პრობლემა, თუ ვინმე გაგიწევს რეკომენდაციას მეორევე პოსტზე შესაძლოა გაწევრიანდე.
ეს 100 პოსტი იმისთვისაა, რომ ამ დაპოსტილებიდან რამე აზრი მაინც გამოვიტანოთ ახალ წევრზე.
მგალითად,
ციტატა(ja_ja @ 10th September 2012 - 01:57 AM)

guidanacho
44 პოსტი აქვს და მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეგ კაცი დახურულს ვერასდროს ვერ წაიკითხავს.
მომწეროს პმ-ში თავის ნომერი და დეტალურად ავუხსნი თუ რატომ ვიძახი ამას.
დანარჩენი კი:
თემა ძალიან მომწონს, ვეთანხმები და კიდევ ახალი კარგი იდეებიც გამიჩნდა.
ამ დღეებში თუ მოცლილი დავჯდები კომპიუტერთან, აუცილებლად დავწერ ჩემს სრულ აზრს.
Dave
Sep 10 2012, 09:07 AM
ციტატა(ilariona @ 10th September 2012 - 10:01 AM)

100 პოსტის თემა არაა პრობლემა, თუ ვინმე გაგიწევს რეკომენდაციას მეორევე პოსტზე შესაძლოა გაწევრიანდე.
კაკრას ეხლა სეკურიფა მოდის ჩემათან გორში, სანადიროდ ვაპირებთ გასვლას და იმედია ერთ კარგ რეკომენდაციას მომცემს დგევანდელი შეხვედრის შემდეგ
doctor
Sep 10 2012, 09:33 AM
სიამოვნებით შევუერთდები ჯგუფს მაგრამ არამგონია რეკომენდატორი ვნახო, თუმცა ჯაჯა ნანახი მყავს.
რაც შეეხება ნადირობის და პნევმატიკის სიყვარულს გურიის ტრამალის გარდა არავის არ ვანდობ
iorama
Sep 11 2012, 06:47 PM
Saint Dave doctor ნუ გვიწყენთ კაცებო და ეს გამოიწვია გარკვეულმა გამოცდილებამ გასვლების დროს. დარწმუნებული ვარ ხუთიანზე იცით საქმე და თქვენც ოქროს ხალხი ხართ, რასაც ჩვენ გულითადად მივესალმებით.
ისე ერთი მოიცალონ ბიჭებმა ყველამ და აუცილებლად დავგეგმოთ გასვლა ახალი მეგობრების პირადად გასაცნობად.
Dave
Sep 11 2012, 06:55 PM
ციტატა(iorama @ 11th September 2012 - 07:47 PM)

ისე ერთი მოიცალონ ბიჭებმა ყველამ და აუცილებლად დავგეგმოთ გასვლა ახალი მეგობრების პირადად გასაცნობად.
მართალია იარაღი არ მაქვს ჯერ, მაგრამ დიდი სიამოვნებით წამოვალ
NASA
Sep 11 2012, 11:25 PM
მეც ძალიან გამიხარდებოდა თუ ამ ჯგუფში გამაწევრიანებდით, პირადად ვიცნობ სეკურიფას და იმედია მომცემს რეკომენდაციას. ნუ ამაზე მას მივწერ PM-ში.
soxa
Sep 12 2012, 12:02 AM
მე კაკოს ვთხოვ გამიწიოს რეკომენდაცია,

მეორეს მერე მოვნახავ
ilariona
Sep 12 2012, 12:18 AM
ყველას:
სეკურიფას თავად სჭირდება რეკომენდატორი! ძალიან საინტერესო რეპორტები აქვს, ძალიან კარგი პიროვნებაც ჩანს, მაგრამ არცეთ ჩემპიონატზე ნამყოფი არაა, არცერთ მინი გასვლაზე ნამყოფი არაა.
20 კაცი მაინც ვართ ვინც რეგულარულად ვხვდებით ერთმანეთს და სერიოზულ გასვლებსაც ვაწყობთ, ახლებმა კი პატარა აქტიურობა მაინც უნდა გამოიჩინოთ გასვლებზე, რომ რეკომენდაცია არ დაგჭირდეთ.
ახლა მე რა რეკომენდაცია უნდა მივცე დავილს? ან კაკოს? ან იორამას? იქეთ შეუძლიათ რეკომენდაცია მომცენ
ადმინი რა შუაშია? ან მოდერატორი? აქ მთავარია ვიცნობდეთ ერთმანეთს.
არასრულწლოვნებზე რეკომენდაცია კი არა და ქრთამიც ვერ უშველის
geojorjika
Sep 12 2012, 12:34 AM
ilariona ციტატა
არასრულწლოვნებზე რეკომენდაცია კი არა და ქრთამიც ვერ უშველის
უყურე ეხლა ამას , ბიჭოოოო როცა საქმე ფულით არ კეთდება , ბევრი ფულით უნდა გააკეთოვოოო
NASA
Sep 12 2012, 06:06 AM
ilariona ციტატა
20 კაცი მაინც ვართ ვინც რეგულარულად ვხვდებით ერთმანეთს და სერიოზულ გასვლებსაც ვაწყობთ, ახლებმა კი პატარა აქტიურობა მაინც უნდა გამოიჩინოთ გასვლებზე, რომ რეკომენდაცია არ დაგჭირდეთ.
ადმინი რა შუაშია? ან მოდერატორი? აქ მთავარია ვიცნობდეთ ერთმანეთს.
მართალი ხარ ძმაო, პრინციპში მე კი მაქვს სურვილი გაწევრიანების, მაგრამ ამისთვის არაფერი არ გამიკეთებია რეალური.
პირადი ურთიერთობა ყოველთვის მთავარია. ერთმანეთს, რომ გავიცნობთ იმედია მერე აღარ მეტყვით უარს.
ja_ja
Sep 12 2012, 09:10 AM
soxa იიი ჩაქრი შენაა

ჰო კაკოიემ თუ თქვა უარი იცოდე არ შემოგიშვებ
ilariona ნუ სეკურიფა მე მყავს ნანახი შევხვედრილვართ რაცხა რუცხაებზე ასე რომ მაგ კაცს რეკომენდატორი არ სჭირდება და წინა გვერდზე უკვე მიწერია რომ მაგ ჯგუფში უკვე შეყვანილია!
მე პროსტა ვერ ვიხსენებ ყველას ვისთანაც ერთად გასვლები გვქონია ხოლმე, აი მაგალიტად სოხა ახლა გამახსენდა

არა და გასვლებზეც 1000-ჯერ ვართ ერთად ნამყოფი, ერთად გვინადირია, გვიჭამია დაგვილევია და რავიცი დაჟე ბუნებაში გერმანული თოფებიც შეგვიკეთებია

აი ეგეთი ხალხი მყავს გამორჩენილი ....
dawiti
Sep 12 2012, 10:10 AM
ja_ja რეკომენდაციას არ გამიწევ?
norica_dragon
Sep 12 2012, 03:19 PM
არსებობს უკვე ესეთი დამალული თემა?? შემიშვით რა
ja_ja
Sep 12 2012, 05:06 PM
norica_dragon ზარაზა!
შენ ისედაც გაქვს მაგის უფლება
დააკვირდი, განფილებას
პნევმატური იარაღის გამოყენება -> სულებზე მონადირეებიდა ვაბშე შენ მგონი ისედაც გქონდა ყველა ეგ თემა ნანახი და წაკითხული
ReMiNgToN
Sep 13 2012, 06:29 AM
mivesalmebi ideas da didi survili maq gawevrianebis, pm shi mowera tu aucilebelia ja_j mogwer
ja_ja
Sep 13 2012, 09:57 AM
ReMiNgToN შენგან მოწერა არ მინდა, შენ ქე გიცნობ ვინც ხარ და რაც ხარ

ეგრევე გადაგიყვან 1-2 წუთში შესაბამის ჯგუფში, უბრალოდ ყველა ვერ გავიხსენე ვინც გადასაყვანი იყო შესაბამის ჯგუფშI და გამომრჩი
norica_dragon
Sep 13 2012, 03:00 PM
ციტატა(ja_ja @ Sep 12 2012, 06:06 PM)

norica_dragon ზარაზა!
შენ ისედაც გაქვს მაგის უფლება
დააკვირდი, განფილებას
პნევმატური იარაღის გამოყენება -> სულებზე მონადირეებიდა ვაბშე შენ მგონი ისედაც გქონდა ყველა ეგ თემა ნანახი და წაკითხული

ვნახო ერთი, კი ვიცი რომ მაქვს ულებებლი მარა გამოყენება არ ვიცი
ja_ja
Sep 13 2012, 07:33 PM
norica_dragon
რა უნდა ნახო...
ვინც შესაბამის კატეგორიაშია უპრობემოდ შედის და გამოდის შესაბამისი განყოფილებიდან.
ja_ja
Sep 13 2012, 09:35 PM
geojorjika ციტატა(giorgi @ 13th September 2012 - 10:19 PM)

დროა დაიგეგმოს ერთი ისეთი გასვლა სადაც ყველა ახალი წამოვა და გავიცნობთ ვინ ვინ არის
დაგეგმვა ერთია და წამომსვლელები მეორე... არ არსებობს ეგეთი უნმივერსალური სიტაცია, ვიღაცას არ ეცლება, ვიღაც სხვა მიზეზით ვერ წამოვა... შეუძლებელია ყველა უცებ ერთ დღეს იყოს, ტავისუფალი და სხვა საქმე არ ჰქონდეს...
ნუ იდეა კაია აი რეალიზაცია გაჭირდება...
geojorjika
Sep 13 2012, 09:37 PM
სანამ კდიევ უფრო აცივებულა თორემ არ წამომსვლელების სია მერე ნახე შენ
nikola_migina
Sep 13 2012, 10:09 PM
მეც წამოვალ თუ რამეს დაგეგმავთ
ja_ja
Sep 15 2012, 10:51 PM
guidanacho
შენი პოსტები ამოშლილია (და სხვა მომხმარებლების თანმხლები პოსტები), წესები გადაიკითხე პუნქტი 7.5 (ადმინთან და მოდერატორთან კაჩაობა და კამათი არ მოსულა).
შენი ექაუნთი დაბლოკილია.
temo-777
Jan 12 2016, 10:01 AM
ზოგადად ფორუმიდან ასე თუ ისე გცნობთ ყველას,მაგრამ პირადად მგონი არავინ მინახია,თუ შემთხვევითი ნაცნობი არ აღმოჩნდა

არადა უცხო ხილის გასინჯვა მინდა
Multi-Tool
Jan 12 2016, 10:44 AM
temo-777 ბოლოში რაღაცა ისე სტრანნად მიახუჭუჭე, რომ ....
მაგნაერები არა ვართ
temo-777
Jan 12 2016, 11:12 AM
Multi-Tool ციტატა(gabrichidzegocha @ 12th January 2016 - 11:44 AM)

მაგნაერები არა ვართ
ვერ მივხვდი? რა არის სტრანნი?
ის ვიგულისხმე უცხო ხილში რომ როდესაც რამესთან წვდომა არ გაქვს,ის გაინტერესებს ყველაზე მეტად

(ანუ სულზე მონადირეების თემას ვგულისხმობ)
mister_io
Jan 28 2016, 12:15 AM
ja_ja ბატონო ჯაჯა ძალიან დამაინტერესა ამ თემამ, მაგრამ სამწუხაროდ პირადად არცერთ ფორუმელს არვიცნობ იმის გამო რომ ქუთაისიდან ვარ და გასვლებზე ვერვახერხებ წამოსვლას, წლებია აქვარ და პოსტებსაც დიდი გულისყურით ვკითხულობ, იქნებ შემომთავაზოთ რაიმე სხვა ალტერნატივა შესაბამის ჯგუფში როგორ მოვხვდე რეკომენდატორების გარეშე