Umarex Octane 2251302 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Umarex Octane 2251302 |
Apr 30 2014, 11:50 AM
პოსტი
#21
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
nihontoman ნუ რავარც ვთქვი ვარირებს გააჩნია ატმოსფერულ წნევას, სიმაღლეს ტემპერატურას და ასე შედმეგ.... მაგალითად მზიან გაუხშოებულ ამინდში სიჩქარე ნაკლები იქნება რადგანაც მანძილი მოლეკულებს შორის დიდია და ტალღის გადაცემა ეფექტური არაა. სამაგიეროდ ზამთრის ცივ ამინდში განსაკუთრებით მაღალი წნევის შემთხვევაში ჰაერი უფრო მკვრივი ხდება შედეგად როგორც ყველა მკვრივ ნივთიერებაში ხმა უფრო ჩქარა იმოძრავებს.. ასევე ემატება ზღვის დონიდან სიმაღლე, ანუ რაც უფრო ძირს ხარ მით უფრო მკვრივია ჰაერი რაც უფრო ზემოთ ხარ მითუფრო გაუხშოებულია ჰაერი და ასე შემდეგ... იგივე თვითმფრინავებზე განიხილე ხმის ბარიერის სიჩქარე, ხმელეთზე საშუალო სიმაღლეზე ითვლება რომ ხმის ტალღის სიჩქარე არის 760-770 კილომეტრი საათში, მაშინ როდესაც თვითმფრინავისთვის გაუხშოებული ჰაერის გამო ითვლება რომ ხმის ბარიერი არის 1250 კილომეტრი საათში მოკლედ ყველაფერი რაც ატმოსფერულ წნევასთანაა დამოკიდებული ითვლება არაზუსტ მეცნიერებად იმის გამო რომ ძაააალიან ბევრი ცვლადი იყრის თავს და..... ამიტომაცაა რომ საშუალოდ ითვლება ხმის ბარიერის სიჩქარეთ საშუალო არითმეტიკული 331-333 მეტრი წამში, თუმცა რავარც ზემოთ დავწერე თავისუფლად შეიძლება ვარირებდეს 315-დან 350 მეტრ წამამდე სხვა და სხვა დამატებითი ფაქტორების გამო
| |
> |
|
|
Apr 30 2014, 12:32 PM
პოსტი
#22
|
||
გურუ ლამა ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი |
ja_ja ვიცი ვიცი, ფიზიკას მეც ვსწავლობდი სკოლაში ისე, ამ თოფზეა საინტერესო, რას იზავს 50 მეტრზე. როგოც ვხვდები დიანა 350-ის კლონია ჩინური უმარექსის ბრენდით და სხვანაირი კონდახით. შეიძლება შედეგი საკმაოდ კარგი აღმოჩნდეს ხელის შევლების მერე...
| |
> |
|
|
Apr 30 2014, 10:01 PM
პოსტი
#23
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 30-March 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,924 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(ja_ja @ Apr 30 2014, 12:50 PM) ja_ja ამიტომაცაა რომ საშუალოდ ითვლება ხმის ბარიერის სიჩქარეთ საშუალო არითმეტიკული 331-333 მეტრი წამში, თუმცა რავარც ზემოთ დავწერე თავისუფლად შეიძლება ვარირებდეს 315-დან 350 მეტრ წამამდე სხვა და სხვა დამატებითი ფაქტორების გამო დაგეთანხმებით.. როგორც სკოლის ფიზიკიდან ვსარგებლობდით ხოლმე ფორმულას ასეთი სახე ჰქონდა: ბარიერი=331.3*√(1+t/273.15) სადაც t ჰაერის ტემპერატურაა. ნუ ზღვის დონიდან სიმაღლე თავისთავად წნევის ცვალებადობას ნიშნავს, წნევა კი ტემპერატურაზეა დამოკიდებული, შესაბამისად ამ ფორმულით ვსარგებლობდით ხოლმე.. ჩემს შემთხვევაში 15 გრადუსამდე იყო და გამოდის 340 მ/წმ. გასათვალისწინებელი ასვე ქრონის ცდომილებაც. თუმცა ეს თეორიულად.. ფაქტი კი ჯიუტია.. გარშემო კორპუსებმა ექოც კი მომცა სერიუზული..
| |
> |
|
|
May 20 2014, 08:52 PM
პოსტი
#24
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 30-March 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,924 ქალაქი:თბილისი |
მოგესალმებით მეგობრებო... შემოგთავაზებთ ამ იარაღზე დამატებით ინფორმაციებს, შედეგებს და შესაძლებლობებს... ესე იგი.. დავაზუსტებ რომ ოპტიკა დამზადებულია ჩინეთში, Made in China მოწმობს ამას, თუმცა ჩემი სუბიექტური აზრით საკმაოდ ნათელია, ნორმალური ხარისხისაა და არ ბინდავს - თუნდაც მოსაღამოვებულზე. დაყენებული მაქვს მუდმივად x9-ზე. როგორც აღვნიშნე სასროლ ტყვიებად Crosman Premier Domed 10,5 გრეინიანი ტყვიები შევარჩიე. ეს სიჩქარეთა ვარდნაა დისტანციის მიხედვით, ანუ გავზომე ტყვიის სიჩქარეები ლულიდან 0-მ, 3-მ და 10-მ მანძილებზე. შედეგები ასეთი იყო: 0 მ 3 მ 10 მ 276,3 270,7 257 276,9 272,3 261,4 275,7 269 258,8 278,5 272,9 261 277,2 274 260,8 საშუალო 276,9 271,8 259,8 ნუ, ოქტანს რაც შეეხება, შევიჩვიე ნელ-ნელა.. სასხლეტი ურბილდება (ან მეჩვენება ასე), გამოცდილებაც თავისას აკეთებს და ვფიქრობ მოთმინებით და ბლომად მომარაგებული ტყვია-წამლით ჩემთვის სასურველ შედეგს მივაღწევ და შედეგებს გავაუმჯობესებ.. თუმცა ამჟამინდელი შედეგებით უკმაყოფილო ვარ.. გაწვრთნამდე და მიზანში სროლამდე ჯერ ბევრი მიკლია. დავიწყოთ ქაღალდზე სროლის შედეგებით.. პირველი სამი არის 12 მეტრიდან, მაგიდიდან, საყრდენი ბალიშით ნასროლი. 1 2,2სმ და 2 სმ ჯგუფია. 2 1,8სმ და 3.1სმ. 3 1,7სმ და 2,7 სმ. ახლა რაც შეეხება ცოტა დიდ მანძილებს: შედეგები თავად შეგიძლიათ ნახოთ. პირადად მე იმედგაცრუებული ვარ და არ მომწონს. ბევრი მუშაობა მომიწევს საკუთარ თავზე. ჯერ-ჯერობით ასე 300-350 ტყვიას გავისროდი. აქედან მცირე ნაწილი ქრონის გაზომვებსაც შევალიე.. ქვემოთ, ექვსივე სურათი 30-მ დისტანციიდანაა, ისევ Crosman Premier-ები. 1 10სმ და 10სმ გამოდის.. 2 8.5სმ და 7სმ 3 10სმ და 5,8სმ 4 5სმ და 10,5სმ 5 13,5სმ და 7სმ გამოდის... 6 7სმ და 5,6სმ ვფიქრობ გინდა არ გინდა 50-60-ოდე გადატენვა მაინც საკმაო ძალისხმევას ითხოვს და არ გამოვრიცხავ ცუდი ნასროლები და ე.წ. ,,მალაკოები" კუნთის დაღლის ბრალიც იყოს.. ასევე ეჭვი მაქვს ტყვიების არც თუ ისე მაღალ ხარისხზეც - თვალით შესამჩნევი ზედმეტობები აქვს კაბაზე, ზოგიერთი ოვალურია და ვფიქრობ მასაც არ იქნება მთლად მილიგრამების სიზუსტით თანაბარი, რაც ცხადია იმოქმედებს სროლის სიზუსტეზე. თუმცა იმედი მაქვს დანარჩენს დრო და გამოცდილება მოიტანს.. სულ უფრო ვრწმუნდები რომ მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ძლიერია, წონის გამო ამით სანადიროდ სიარული საკმაოდ გაჭირდება. ესეც დასასრულის და 1-2 წაპლინკავების სურათი: 1-1 2-2 3-3 4-4 წიგნი ყდების ჩათვლით ჯამში 327 გვერდია (2,5სმ). დისტანცია ისევ 12მ. 6-ვე ტყვიამ შეძლო გამჭოლად გამოღწევა. ტყვიების სახეობები: 1 Gamo Rocket 9.6 grain; 2 Crosman Destroyer 7.3 grain; 3 Crosman Premier Domed 10.5 grain; 4 UmarexMeisterkugeln 7grain; 5 JSB Beast 16.3grain; 6 Pointed Pellet (ზუსტად არ ვიცი რომელია, შეიძლება თურქულიც კი იყოს) 7,9grain;
| |
> |
|
|
May 20 2014, 09:28 PM
პოსტი
#25
|
||
გურუ ლამა ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი |
დაახლოებიტ 25-30 მერაში ფანტომით და მძიმე ჯსბ-ებით მსგავს შედეგს ვიღებდი, რაც შენ 12 მეტრზე მიიღე, თან 4 ჯერადი ოპტიკით გირჩევდი შემდეგს: 1 - აარჩიე ტყვიები. შენს თოფს აშკარად არ მოსწონს კროსმანი, რაც არ უნდა ცუდად ისროდე, მაგხელა ჯგუფები ნამეტანია. ნახე JSB მძიმეები (მსუბუქი შეიძლება ზედმეტად მსუბუქი აღმოჩნდეს) და კიდევ H&N ბარაკუდა ანდაც ფაუერი. ეგ მაგდენი ტყვია რომ პლინკზე გაუშვი, სათითაოდ ყველათი უნდა ცადო ჯგუფები 2 - გადიკითხე ეს კუნთის დაღლის ბრალიო ახსენე. შეიძლება დაღლამ სუნთქვაზე იმოქმედოს, მაგრამ იდეაში, ზ.დ.პ.-ს სროლისას თოფი თავისუფლად უნდა გეჭიროს, და მად კუნთების ძალა დიდ როლს არ თამაშობს. მომავალი შედეგი როგორი იქნება საინტერესოა./..
| |
> |
|
|
May 20 2014, 10:30 PM
პოსტი
#26
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 30-March 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,924 ქალაქი:თბილისი |
[quote name='nihontoman' date='May 20 2014, 10:28 PM' post='123309'] ეგ მაგდენი ტყვია რომ პლინკზე გაუშვი, სათითაოდ ყველათი უნდა ცადო ჯგუფები არა, ეგ სხვადასხვა სახეობის ტყვიები 5-5-ოდე მაქვს დარჩენილი, მეტი არა. მარტო CP-ები მაქვს ბლომად, მაგრამ როგორც თავად აღნიშნეთ და პრაქტიკაც მოწმობს, მართლა არ მოსწონს ეგენი. JSB Diabolo Exact 8.44grain იგულისხმეთ თუ 10grain-ზე მეტები ? კუნთის დაღლის ბრალიო ახსენე. შეიძლება დაღლამ სუნთქვაზე იმოქმედოს, მაგრამ იდეაში, ზ.დ.პ.-ს სროლისას თოფი თავისუფლად უნდა გეჭიროს, და მად კუნთების ძალა დიდ როლს არ თამაშობს. კი, ეგ წაკითხული მაქვს.. მე გადატეხვისგან გამოწვეული დაღლა ვიგულისხმე.. გავითვალისწინებ გამოცდილთა რჩევებს.. გმადლობთ..
| |
> |
|
|
May 20 2014, 10:49 PM
პოსტი
#27
|
||
გურუ ლამა ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი |
Avtandili ნუ მე 10.62 გრანიანი "მძიმე ეკზაკტები" ვიგულისხმე. თუ პრემიერი არ მოსწონს, ეგ უნდა მოეწონოს. როგორც წესი თოფებს ერთ-ერთი მაინც მოსწონს ხოლმე
| |
> |
|
|
May 20 2014, 11:05 PM
პოსტი
#28
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 30-March 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,924 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(nihontoman @ May 20 2014, 11:49 PM) Avtandili ნუ მე 10.62 გრანიანი "მძიმე ეკზაკტები" ვიგულისხმე. თუ პრემიერი არ მოსწონს, ეგ უნდა მოეწონოს. როგორც წესი თოფებს ერთ-ერთი მაინც მოსწონს ხოლმე გასაგებია.. კიდევ ასეთი კითხვა: (შეიძლება რაღაც სისულელე ვიკითხო, მომიტევეთ): ყური მომიკრავს ზოგიერთისგან რომ ტყვია (განსაკუთრებით ცეცხლსასროლების) თავის სიჩქარეს და მომაკვდინებელ ენერგიას ლულიდან გარკვეული მანძილის შემდეგ იძენსო. ანუ შესაძლოა რომ მაგალითად პისტოლეტიდან 10-15სმ მანძილზე მომაკვდინებელი არ იყოს ტყვიის მოხვედრა, ვიდრე ლულიდან უკვე 4-5-მ მანძილის შემდეგო.. ანუ თითქოს ისეთი ილუზია იქმნება რომ ტყვია ცდილობს მანძილის გავლის შემდეგ ძალის მოკრებასო.. ანუ ეს ნიშნავს რომ თითქოს ლულიდან გამოსვლის შემდეგ ტყვიის სიჩქარემ კიდევ უნდა მოიმატოს.. მაგრამ როგორც ფიზიკა და ტყვიის ბალისტიკა ,,გვასწავლის" ტყვიის სიჩქარემ ლულიდან გამოსვლის შემდეგ კლება უნდა დაიწყოს, ხოლო გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ექსპონენციალურადაც კი დაეცეს და გახდეს ნული.
| |
> |
|
|
May 20 2014, 11:52 PM
პოსტი
#29
|
||
გურუ ლამა ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი |
Avtandili მაგ თეორიის შემქმნელებს შეუძლიათ საკუთარ თავზე შეამოწმონ მისი სისწორე და შედეგები მერე მათმა ახლობლებმა აცნობონ ხალხს
| |
> |
|
|
May 21 2014, 12:06 AM
პოსტი
#30
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 30-March 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,924 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(nihontoman @ May 21 2014, 12:52 AM) Avtandili მაგ თეორიის შემქმნელებს შეუძლიათ საკუთარ თავზე შეამოწმონ მისი სისწორე და შედეგები მერე მათმა ახლობლებმა აცნობონ ხალხს კი, ეგეც მართალი, მაგრამ ის მათი ახლობლები ტყვიის მოხვედრის შემდეგ (თუნდაც 5 მეტრიდან ) ნამდვილად ვეღარ იქნებიან რაიმეს ცნობების ხასიათზე.. კიდევ ასეთი კითხვა გამიჩნდა.. როგორ შეიძლება ტყვია ფორმის დაუზიანებლად გავაჩერო - ჭრილების, ე.წ. ,,ნარეზების" დათვალიერების მიზნით ? ყველაზე მარტივი იქნებოდა წყლის დიდი ბასეინში გასროლა, მაგრამ სად არის მასეთი შესაძლებლობა... სახლის პირობებში ეგ როგორ მოვახერხო ?
| |
> |
|
|
May 21 2014, 07:08 AM
პოსტი
#31
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(avtandili @ 21st May 2014 - 01:06 AM) როგორ შეიძლება ტყვია ფორმის დაუზიანებლად გავაჩერო - ჭრილების, ე.წ. ,,ნარეზების" დათვალიერების მიზნით ?ყველაზე მარტივი იქნებოდა წყლის დიდი ბასეინში გასროლა, მაგრამ სად არის მასეთი შესაძლებლობა...სახლის პირობებში ეგ როგორ მოვახერხო ? Avtandili გაავსე აბაზანა ან დიდი კასრი წყლით და ისროლე. წყალი საკმაოდ სწრაფად აჩერებს ტყვიას და პრაქტიკულად არც აზიანებს
| |
> |
|
|
Aug 27 2014, 04:56 PM
პოსტი
#32
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 30-March 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,924 ქალაქი:თბილისი |
მოგესალმებით.. ბოდიში, თუ არასწორ ადგილას დავპოსტე.. იარაღს დაემართა შემდეგი რამ: სასხლეტის დაცვის მექანიზმი როგორც ჩანს გამოვიდა მწყობრიდან.. იარაღის გადატეხვის შემდეგ სახლეტი არ მაგრდება და თავისუფლად მოდის ბოლომდე.. შესაბამისად აღარ ისვრის.. ვისთან შემიძლია რომ მივიტანო რას მირჩევთ ? ვინმეს ხომ არ გაქვთ აქ სურვილი ან დრო რომ ჩავუტაროთ ქირურგიული ოპერაციები ? (მე გამოუცდელი ვარ მაგ ამბავში)
| |
> |
|
|
Aug 28 2014, 01:22 PM
პოსტი
#33
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 152 რეგისტრ.: 20-March 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tiflis წევრი №: 1,916 ქალაქი:tbilisi |
ციტატა(Avtandili @ Aug 27 2014, 05:56 PM) მოგესალმებით.. ბოდიში, თუ არასწორ ადგილას დავპოსტე.. იარაღს დაემართა შემდეგი რამ: სასხლეტის დაცვის მექანიზმი როგორც ჩანს გამოვიდა მწყობრიდან.. იარაღის გადატეხვის შემდეგ სახლეტი არ მაგრდება და თავისუფლად მოდის ბოლომდე.. შესაბამისად აღარ ისვრის.. ვისთან შემიძლია რომ მივიტანო რას მირჩევთ ? ვინმეს ხომ არ გაქვთ აქ სურვილი ან დრო რომ ჩავუტაროთ ქირურგიული ოპერაციები ? (მე გამოუცდელი ვარ მაგ ამბავში) ჯაჯას დაუკავშირდი და დაგაკვალიანენბს
| |
> |
|
|
Aug 29 2014, 07:45 AM
პოსტი
#34
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ზ.დ.პ-ებში მე დიდი სპეცი არ ვარ და თან არც მისი დაშლისთვის საჭირო მოწყობილობა (ეგრეთწოდებული "დაზგა") არ მაქვს P.S. ისე რა ხდება ამ ზ.დ.პ- კლასში 3 კაცი გვყავდა ვინც ხელოსნობდა და სამივე დაიკარგა ნელ-ნელა ... რა ვქნა ახლა ამასაც მე მივხედო? არავინ ხართ მსურველები ჩაერთოთ საქმეში?
| |
> |
|
|
Aug 29 2014, 04:11 PM
პოსტი
#35
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 30-March 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,924 ქალაქი:თბილისი |
ანუ დგუშამდეა საჭირო მისვლა ? მე ვიფიქრე სახლეტ-ჩამკეტი მექანიზმი ჭედავს-თქო.. არადა შვებულებაში გასვლამდე დაემართა მასე და დევს ახლა საცოდავად თავისთვის და მეც ვუყურებ გულნატკენი.. ჯანდაბა..
| |
> |
|
|
Aug 30 2014, 12:06 PM
პოსტი
#36
|
||
გურუ ლამა ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი |
ja_ja ზ.დ.პ.-ს ხელოსანი მისივე პატრონი უნდა იყოს Avtandili უნდა დაშალო და ნახო რაშია მდგომარეობა. ოღონდ ჯერ გვითხარი რამდენი კილო ხარ და ჯენებზე როგორ ხარ. დაზგა შეიძლება არც დაგჭირდეს გამშვები მექანიზმი რომ სრულყოფილად მოხსნა, როგორც წესი თოფის ბოლომდე დაშლაა ხოლმე საჭირო. ეს ნახე:
| |
> |
|
|
Sep 1 2014, 10:06 AM
პოსტი
#37
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 30-March 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,924 ქალაქი:თბილისი |
[quote name='nihontoman'] გმადლობთ ყველას გამოხმაურებისთვის.. ვცდი თავად.. თუ არ ვცადე, ხომ ვერც ვისწავლი.. საშუალო ტანის და ჯანის, 75კგ-მდე
| |
> |
|
|
Sep 1 2014, 06:45 PM
პოსტი
#38
|
||
გურუ ლამა ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი |
Avtandili ნუუუუუ ეხლა ადვილი იქნებაო ვერ გეტყვი, მარა ცადე, შენი რა მიდის მთავარია მიმმართველი არ მოგხვდეს სადმე და ეგაა
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:16 AM |
Hosted by Pro-Service |