დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Umarex Octane 2251302
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა
Avtandili
პირველ რიგში მოგესალმებით ყველას..
მოხარული ვარ რომ დავრეგისტრირდი და უფრო მოხარული ვიქნები ასეთი პროფესიონალების გაცნობით და დამეგობრებით..
გახლავართ ავთანდილ გაბოშვილი, 27 წლის, თბილისიდან..

ახლა რაც შეეხება ჩემს იარაღს..
როგორც ვნახე აქ პროცენტულად ყველაზე მეტი იარაღები გაქვთ Benjamin, Hatsan, Stoeger Weihrauch-ებიდა ა.შ.

შემოგთავაზებთ ჩემს აზრს Umarex Octane 2251302-ზე..
ფორუმზე 1-2 გან მოვკარი თვალი რომ თითქოსდა აპირებდნენ ყიდვას, მაგრამ მერე აღარც არაფერი დაუწერავთ და აღარც უკითხავთ რაიმე..

როგორც იცით Umarex Surge 2251300 ზამბარაზეა, ხოლო 2251302 უკვე ნიტროზეა..
აგერ სურათებიც..










მას შემდეგ რაც ჩამოვიყალიბე აზრი და გადავწყვიტე ნიტროზე მომუშავე იარაღის შეძენა, დავუწყე თვალთვალი შესაბამის მოდელებს (Benjamin და Umarex-ებს) ამაზონსა თუ პირამიდაზე (სამწუხაროდ ამჟამინდელი მდგომარეობითა და შესაძლებლობით PCP-ებზე მხოლოდ თუ გავიფიქრებდი).

ნამდვილად 1000%-ით მართალია ნათქვამები - ვინც ეძებს ის პოულობსო და ვინც მოითმენს, ის მოიგებსო.
შესაბამისად ჩემს გაოცებას არ ჰქონდა საზღვარი როდესაც 220$-ის ღირებულების ოქტანი ამაზონმა 159$-ად რომ დადო (არანაირი Refurbished, ან დაზიანებულ-შეკეთებული).

არც ვაციე და არც ვაცხელე და რამოდენიმე საათში დავსვი თანხა და ვიყიდე.. (მეორე დღეს უკვე აწეული დამხვდა ფასი).

ჩამოვიდა დროულად კამექსით და გამოტანაზეც არანაირი პრობლემა და ტვინის ბურღვა..

ტრანსპორტირებიანად სულ დაჯდა 350 ეროვნულამდე (280+70)..

ჩემი პირადი შეხედულება - შედარებით მძიმეა (ოპტიკიდანად 4.3კგ), გადატეხვა გაცილებით შრომატევადი ვიდრე რუსულиж-38. ვიზუალურად სიმპატიურია და ხელშიც კარგად ზის.

ღია სამიზნე ზუსტად არის გასწორებული და 8-10 მეტრის მოშორებით თავისუფლად უმკლავდება წყლით სავსე ფანტა-კოკაკოლა-პეპსის ალუმინის ქილებს გამჭოლი დაზიანებით.

ოპტიკა ასევე უმარექსის საფირმო ნიშნით და წარწერებითაა და თანმოყოლილი მენუალის მიხედვით ვფიქრობ მექსიკაშია დამზადებული.

ახლა რაც ყველას ძალიან გაინტერესებთ - სიზუსტე, ენერგეტიკა, ჯგუფები და ა.შ.

რამდენაც პრაქტიკულმა ტესტებმა და გამოთვლებმა აჩვენეს იარაღი ნამდვილად უზრუნველყოფს 4.5 ყალიბზეც 25 ჯოულს. (თუ არ ვცდები 5,5-იანზე 30 ჯოულამდეც კი ადის)
ჩემი არჩევანი შევაჩერე კროსმანის 10.5 გრეინიან ტყვიებზე (Crosman Premier Domed). როგორც ქრონმა აჩვენა აღნიშნულ ტყვიებს საშუალოდ ტყორცნის 275-280 მ/წმ-ით.

სამწუხაროდ ჯერ ოპტიკისთვის დამაგრება-გასწორებისთვის ვერ მოვიცალე..
უახლოეს დღეებში დავდებ თუ რამდენად შეუძლია სამიზნეში მიტანა.

თუ გაქვთ დამატებით კითხვები იარაღთან დაკავშირებით, მზად ვარ გიპასუხოთ (შეძლებისდაგვარად)
AK5335
სასხლეტის თაობაზე რას იტყვი
koknar
Avtandili
გილოცავ შენაძენს,
წონა სერიოზული ქონია,
30 მეტრაში საინტერესოა კაი მყარი პოზიციიდან როგორი სიზუსტით ისვრის, და ტყვიებს რას ხმარობ 3-4 ნაირი უნდა ცადო რო შეურჩიო რომელი დაევასება ლულას.
ხ.მ.ე.ლ.ო
გილოცავ ფიშტოს, მემგონი კარგი რაღაც უნდა იყოს.
გამიკვირდა რომ ახსენე წონაში 4.3 კგ-ია ოპტიკიანადო, რადგან ბენჟამინ ტრაილ 1500-ი 4.5 კგ-ა და ამ წონას ხის კონდახი და შრაუდერი უზრუნველყოფს, ცალკე რომ დავიჭირე კონდახი, საკმაოდ მძიმე იყო და ეს უმატებს წონას, შენს უმარეხ-ს კი პლასტმასის კონდახი აქვს და 4.3 კგ რომ არის ამის მიუხედავად და უფრო მსუბუქი არა, ცოტა მიკვირს. smile.gif
რაც შეეხება მის გასინჯვას, რომ მოიცლი ალბად გაიტან გარეთ და გატესტავ მაგ 10.5 გრანიანი ტყვიებით. კარგი არჩევანია ეგ ტყვიები მაგ ფიშტოსთვის smile.gif
ja_ja
თემა გადმოტანილია კომპრესიული პნევმატიკიდან ზამბარ დგუშინში... კითხვა თემის ავტორს - რატომ ჩათვალე რომ კომპრესიული პნევმატური იარაღი შეიძინე, როდესაც ტექსტში თვითონ ახსენებ რკინის ზამბარიანი და ნიტროთი გამოდისო smile.gif....

შედმეგი კითხვაც მაქვს

ციტატა(avtandili @ 29th April 2014 - 02:14 PM) *
რამდენაც პრაქტიკულმა ტესტებმა და გამოთვლებმა აჩვენეს იარაღი ნამდვილად უზრუნველყოფს 4.5 ყალიბზეც 25 ჯოულს. (თუ არ ვცდები 5,5-იანზე 30 ჯოულამდეც კი ადის) ჩემი არჩევანი შევაჩერე კროსმანის 10.5 გრეინიან ტყვიებზე (Crosman Premier Domed). როგორც ქრონმა აჩვენა აღნიშნულ ტყვიებს საშუალოდ ტყორცნის 275-280 მ/წმ-ით.

უკაცრავად მაგრამ რაცხა ნიტოდ მომხვდა ეს სიტყვები თვალში, განსაკუთრებით კი სიტყვებმა - "რამდენაც პრაქტიკულმა ტესტებმა და გამოთვლებმა აჩვენეს" , რაცხა ქრონი მაქვსო და სიჩქარე გავზომეო ვერ დავინახე და სხვანაირად რაფრა გაჩველა პრაქტიკამ რამე??? smile.gif

თუ მარლა 25 ჯოული აქვს და ქე ყოფილა მურტუკი Hatsam Mod 125-ის ძმაკაცი და მაგას კიდო ფორუმზე არავინ წყალობს sad.gif, მიუხედავად იმისა რომ ტავიდან ყველა მის ენერგიაზე ჭკუას კარგავს....



P.S. კაცო ij-38-ს რაფრა ადარებ მაგ თოფს smile.gif ის ტილიანი 7 ჯოულიანია და ეგ თუ 25-იანი 4-ჯერ ძლიერი გამოდის და იასნია ძნელი გადასატენი იქნება smile.gif
Avtandili
გმადლობთ მოლოცვებისთვის..

AK5335
სასხლეტის თაობაზე რას იტყვი

ჩემთვის ნორმალურია..
საიტს თუ ვენდობით 1.5კგ-ს ძალა სჭირდებაო..

koknar

კი, მიუყრდნობლად სროლისას წონა ხელს უშლის ნამდვილად.. დამიზნებიდან 2-3 წამში ვესვრი ხოლმე რომ ხელის კუნთმა ვიბრირება რომ არ დაიწყოს..
ნამდვილად.. მყარი ზედაპირიდან ვაპირებ სროლებს რომ ვნახო რა შეუძლია..
კი, მაქვს სხვადასხვა ტყვიებიც, მაგრამ ეგ შედარებით ხელმისავდომი და კარგი მახასიათებელი თვისებებისაა (ჰაერში ბალანსი, გაჭრა და ა.შ). სწორედ მაგიტომ ეგ ტყვიები შევუძინე.

ხ.მ.ე.ლ.ო
კი, ოპტიკიანად მასე გამოდის, 9.5ლბს წერია..
აუცილებლად დავდებ შედეგებს, არ დავიზარებ..
კი, ოპტიმალური ტყვიების ეგ ვარიანტი შევარჩიე..
Avtandili
ფორუმების აქტიური მომხმარებელი არ ვარ სამწუხაროდ და ჩემდა უნებურად და უცოდინრობით თუ რაიმე ვერ გავაკეთე, გთხოვთ მომიტევოთ. მითითებებს გავითვალისწინებ..

ja_ja

ქრონით სიჩქარე გავზომე, ხოლო გამოთვლები mv2/2-ს შესაბამისად..
სხვა პნევმატური smith and wesson m&p 40-ის და მაგ იჟ-ის გარდა არ მაქვს რაიმე რომ შემედარებინა..
სამწუხაროდ აღარც ეგ 7 ჯოული არ აქვს - 4ჯოულზე ცოტათი ნაკლები გამოვიდა (3,8ჯ)

რამოდენიმე სახეობის ტყვია ვცადე, აგერ თუ დაგაინტერესებთ..


Gamo Rocket (9.6 Grain) 294 მ/წმ
Crosman Destroyer (7.3 Grain) 322 მ/წმ
JSB Beast (16.3 Grain) 199 მ/წმ
Pointed Pellet (7.9 Grain) 316 მ/წმ (უბრალოდ გავს თორემ ზუსტად არ ვიცი, წლების წინ იყიდა ნათესავმა და მომიტანა)
Umarex Meisterkugeln (7 Grain) 335 მ/წმ
Crosman Premier Domed (10.5 Grain) 275 მ/წმ

ja_ja

კითხვა ახლაღა შევნიშნე..
Umarex 2251300 Surge რომ შევნიშნე დაუფიქრებლად მანდვე გავხსენი..
მომიტევეთ...
ja_ja
Avtandili
ციტატა(avtandili @ 29th April 2014 - 03:06 PM) *
სხვა პნევმატური smith and wesson m&p 40-ის და მაგ იჟ-ის გარდა არ მაქვს რაიმე რომ შემედარებინა

ნუ ახლა რას რასთან ადარებ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(avtandili @ 29th April 2014 - 03:06 PM) *
სამწუხაროდ აღარც ეგ 7 ჯოული არ აქვს - 4ჯოულზე ცოტათი ნაკლები გამოვიდა (3,8ჯ)

მდაა საერთოდ დაჩაჩანაგდნენ ეს რუსები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
iorama
Avtandili
მომილოცავს შენაძენი

ა ბატონო მონდომებული აირგანელი, თავისით გამოაცხო პაწია პერორტი. მისასალმებელია
nihontoman
ჯსბ ექზაქტ ჰევი ნახე. წესიტ მოეწონება.
Avtandili
ja_ja

რას ვიზამ.. საბანის ამბავია.. ;-)
კვდება ნელ-ნელა ბატონი იჟი.. ზამბარა საერთოდ არ გამომიცვლია..

iorama

გმადლობთ..
ვეცადე და რაც გამოვიდა, ფორუმის შესაფასებელია.. ნორჩი აირგანელის კვალობაზე დასაწყისში ნუ გამიწყრებით ბევრს.. smile.gif
Avtandili
ციტატა(nihontoman @ Apr 29 2014, 04:24 PM) *
ჯსბ ექზაქტ ჰევი ნახე. წესიტ მოეწონება.



თუ სადმე ჩამივარდა ხელთ, გავატარებ ლულაში.. smile.gif
nihontoman
Avtandili
მაგნუმში იყიდებოდაა ბოლოს როცა ვნახე. აღარ აქვთ?
Avtandili
ციტატა(nihontoman @ Apr 29 2014, 04:46 PM) *
Avtandili
მაგნუმში იყიდებოდაა ბოლოს როცა ვნახე. აღარ აქვთ?



რომელს გულისხმობთ,
JSB Diabolo EXACT .177 Cal (8.44 grains) თუ
JSB Diabolo Exact Heavy .177 Cal, (10.2 grains)

ვერ ვხვდები რატომ მაგრამ Umarex Meisterkugeln 7grain ზებგერითი სიჩქარით წავიდა და ყურებში მიწიოდა ხმა..
მაგიტომ 7გრეინზე მეტი შევარჩიე ძირითად სასროლ ტყვიად..
არადა ზებგერითი წესით 340 მ/წმ და ზევით უნდა ყოფილიყო ხომ ?
მე 335 მ/წმ და 336 მ/წმ მაჩვენა ქრონმა.

თუმცა ქრონიდან 3 მეტრის მანძილზე იყო ლულა და შეიძლება მანამდე ჰქონდა 340..
ნუ, რაც არ ვიცი, არ ვიცი...
foxi
Avtandili

გილოცავ თოფს. მომეწონა რეპორტიც. იმედია გამოცდების შედეგებსაც მასე დეტალურად აღწერ.
Avtandili
ციტატა(foxi @ Apr 29 2014, 05:15 PM) *
Avtandili

გილოცავ თოფს. მომეწონა რეპორტიც. იმედია გამოცდების შედეგებსაც მასე დეტალურად აღწერ.



დიდი მადლობა.
ძალისხმევას არ დავაკლებ.. smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ისე, მაგ იარაღის ერთ მინუსს დავწერ, სამკუთხა ჩამკეტის მაგივრად, შარიკი აქვს, ცოტა ცუდია sad.gif მაგრამ მთავარია კარგად ჩაკეტოს და დროთა განმავლობაში ლულა არ მოირყეს, ისე კი მაგასაც არა უშავს smile.gif
okela84
ციტატა(iorama @ 29th April 2014 - 04:19 PM) *
ა ბატონო მონდომებული აირგანელი, თავისით გამოაცხო პაწია პერორტი. მისასალმებელია

+1


Avtandili
ვიზოალზე თითქოს არ ეტყობა ეგ წონა sad.gif
ja_ja
Avtandili
ციტატა(avtandili @ 29th April 2014 - 05:01 PM) *
არადა ზებგერითი წესით 340 მ/წმ და ზევით უნდა ყოფილიყო ხომ ?

331 მეტრია ბარიერი smile.gif

საერთოდ ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით ვარირებს ეგ პარამეტრი smile.gif
nihontoman
მე ბავშვობაში მასწავლეს რომ 326მ/წ იყო biggrin.gif
ja_ja
nihontoman
ნუ რავარც ვთქვი ვარირებს smile.gif გააჩნია ატმოსფერულ წნევას, სიმაღლეს ტემპერატურას და ასე შედმეგ....

მაგალითად მზიან გაუხშოებულ ამინდში სიჩქარე ნაკლები იქნება რადგანაც მანძილი მოლეკულებს შორის დიდია და ტალღის გადაცემა ეფექტური არაა. სამაგიეროდ ზამთრის ცივ ამინდში განსაკუთრებით მაღალი წნევის შემთხვევაში ჰაერი უფრო მკვრივი ხდება შედეგად როგორც ყველა მკვრივ ნივთიერებაში ხმა უფრო ჩქარა იმოძრავებს..

ასევე ემატება ზღვის დონიდან სიმაღლე, ანუ რაც უფრო ძირს ხარ მით უფრო მკვრივია ჰაერი რაც უფრო ზემოთ ხარ მითუფრო გაუხშოებულია ჰაერი და ასე შემდეგ...

იგივე თვითმფრინავებზე განიხილე ხმის ბარიერის სიჩქარე, ხმელეთზე საშუალო სიმაღლეზე ითვლება რომ ხმის ტალღის სიჩქარე არის 760-770 კილომეტრი საათში, მაშინ როდესაც თვითმფრინავისთვის გაუხშოებული ჰაერის გამო ითვლება რომ ხმის ბარიერი არის 1250 კილომეტრი საათში smile.gif

მოკლედ ყველაფერი რაც ატმოსფერულ წნევასთანაა დამოკიდებული ითვლება არაზუსტ მეცნიერებად იმის გამო რომ ძაააალიან ბევრი ცვლადი იყრის თავს და.....

ამიტომაცაა რომ საშუალოდ ითვლება ხმის ბარიერის სიჩქარეთ საშუალო არითმეტიკული 331-333 მეტრი წამში, თუმცა რავარც ზემოთ დავწერე თავისუფლად შეიძლება ვარირებდეს 315-დან 350 მეტრ წამამდე სხვა და სხვა დამატებითი ფაქტორების გამო smile.gif
nihontoman
ja_ja
ვიცი ვიცი, ფიზიკას მეც ვსწავლობდი სკოლაში biggrin.gif


ისე, ამ თოფზეა საინტერესო, რას იზავს 50 მეტრზე. როგოც ვხვდები დიანა 350-ის კლონია ჩინური უმარექსის ბრენდით და სხვანაირი კონდახით. შეიძლება შედეგი საკმაოდ კარგი აღმოჩნდეს ხელის შევლების მერე...
Avtandili
ციტატა(ja_ja @ Apr 30 2014, 12:50 PM) *
ja_ja

ამიტომაცაა რომ საშუალოდ ითვლება ხმის ბარიერის სიჩქარეთ საშუალო არითმეტიკული 331-333 მეტრი წამში, თუმცა რავარც ზემოთ დავწერე თავისუფლად შეიძლება ვარირებდეს 315-დან 350 მეტრ წამამდე სხვა და სხვა დამატებითი ფაქტორების გამო smile.gif


დაგეთანხმებით..
როგორც სკოლის ფიზიკიდან ვსარგებლობდით ხოლმე ფორმულას ასეთი სახე ჰქონდა:
ბარიერი=331.3*√(1+t/273.15) სადაც t ჰაერის ტემპერატურაა.
ნუ ზღვის დონიდან სიმაღლე თავისთავად წნევის ცვალებადობას ნიშნავს, წნევა კი ტემპერატურაზეა დამოკიდებული, შესაბამისად ამ ფორმულით ვსარგებლობდით ხოლმე..
ჩემს შემთხვევაში 15 გრადუსამდე იყო და გამოდის 340 მ/წმ. გასათვალისწინებელი ასვე ქრონის ცდომილებაც.
თუმცა ეს თეორიულად..
ფაქტი კი ჯიუტია.. გარშემო კორპუსებმა ექოც კი მომცა სერიუზული.. biggrin.gif
Avtandili
მოგესალმებით მეგობრებო...
შემოგთავაზებთ ამ იარაღზე დამატებით ინფორმაციებს, შედეგებს და შესაძლებლობებს...

ესე იგი.. დავაზუსტებ რომ ოპტიკა დამზადებულია ჩინეთში, Made in China მოწმობს ამას, თუმცა ჩემი სუბიექტური აზრით საკმაოდ ნათელია, ნორმალური ხარისხისაა და არ ბინდავს - თუნდაც მოსაღამოვებულზე. დაყენებული მაქვს მუდმივად x9-ზე.
როგორც აღვნიშნე სასროლ ტყვიებად Crosman Premier Domed 10,5 გრეინიანი ტყვიები შევარჩიე.

ეს სიჩქარეთა ვარდნაა დისტანციის მიხედვით, ანუ გავზომე ტყვიის სიჩქარეები ლულიდან 0-მ, 3-მ და 10-მ მანძილებზე.
შედეგები ასეთი იყო:

0 მ 3 მ 10 მ
276,3 270,7 257
276,9 272,3 261,4
275,7 269 258,8
278,5 272,9 261
277,2 274 260,8

საშუალო 276,9 271,8 259,8

ნუ, ოქტანს რაც შეეხება, შევიჩვიე ნელ-ნელა.. სასხლეტი ურბილდება (ან მეჩვენება ასე), გამოცდილებაც თავისას აკეთებს და ვფიქრობ მოთმინებით და ბლომად მომარაგებული ტყვია-წამლით ჩემთვის სასურველ შედეგს მივაღწევ და შედეგებს გავაუმჯობესებ..
თუმცა ამჟამინდელი შედეგებით უკმაყოფილო ვარ..
გაწვრთნამდე და მიზანში სროლამდე ჯერ ბევრი მიკლია.
დავიწყოთ ქაღალდზე სროლის შედეგებით..
პირველი სამი არის 12 მეტრიდან, მაგიდიდან, საყრდენი ბალიშით ნასროლი.


1

2,2სმ და 2 სმ ჯგუფია.

2

1,8სმ და 3.1სმ.

3

1,7სმ და 2,7 სმ.


ახლა რაც შეეხება ცოტა დიდ მანძილებს:
შედეგები თავად შეგიძლიათ ნახოთ. პირადად მე იმედგაცრუებული ვარ და არ მომწონს.
ბევრი მუშაობა მომიწევს საკუთარ თავზე. ჯერ-ჯერობით ასე 300-350 ტყვიას გავისროდი. აქედან მცირე ნაწილი ქრონის გაზომვებსაც შევალიე.. ქვემოთ, ექვსივე სურათი 30-მ დისტანციიდანაა, ისევ Crosman Premier-ები.


1

10სმ და 10სმ გამოდის..

2

8.5სმ და 7სმ

3

10სმ და 5,8სმ

4

5სმ და 10,5სმ

5

13,5სმ და 7სმ გამოდის...

6

7სმ და 5,6სმ


ვფიქრობ გინდა არ გინდა 50-60-ოდე გადატენვა მაინც საკმაო ძალისხმევას ითხოვს და არ გამოვრიცხავ ცუდი ნასროლები და ე.წ. ,,მალაკოები" კუნთის დაღლის ბრალიც იყოს.. ასევე ეჭვი მაქვს ტყვიების არც თუ ისე მაღალ ხარისხზეც - თვალით შესამჩნევი ზედმეტობები აქვს კაბაზე, ზოგიერთი ოვალურია და ვფიქრობ მასაც არ იქნება მთლად მილიგრამების სიზუსტით თანაბარი, რაც ცხადია იმოქმედებს სროლის სიზუსტეზე.
თუმცა იმედი მაქვს დანარჩენს დრო და გამოცდილება მოიტანს..

სულ უფრო ვრწმუნდები რომ მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ძლიერია, წონის გამო ამით სანადიროდ სიარული საკმაოდ გაჭირდება.

ესეც დასასრულის და 1-2 წაპლინკავების სურათი:


1-1

2-2

3-3

4-4

წიგნი ყდების ჩათვლით ჯამში 327 გვერდია (2,5სმ). დისტანცია ისევ 12მ.

6-ვე ტყვიამ შეძლო გამჭოლად გამოღწევა.

ტყვიების სახეობები:

1 Gamo Rocket 9.6 grain;
2 Crosman Destroyer 7.3 grain;
3 Crosman Premier Domed 10.5 grain;
4 UmarexMeisterkugeln 7grain;
5 JSB Beast 16.3grain;
6 Pointed Pellet (ზუსტად არ ვიცი რომელია, შეიძლება თურქულიც კი იყოს) 7,9grain;
nihontoman
დაახლოებიტ 25-30 მერაში ფანტომით და მძიმე ჯსბ-ებით მსგავს შედეგს ვიღებდი, რაც შენ 12 მეტრზე მიიღე, თან 4 ჯერადი ოპტიკით smile.gif გირჩევდი შემდეგს:

1 - აარჩიე ტყვიები. შენს თოფს აშკარად არ მოსწონს კროსმანი, რაც არ უნდა ცუდად ისროდე, მაგხელა ჯგუფები ნამეტანია. ნახე JSB მძიმეები (მსუბუქი შეიძლება ზედმეტად მსუბუქი აღმოჩნდეს) და კიდევ H&N ბარაკუდა ანდაც ფაუერი. ეგ მაგდენი ტყვია რომ პლინკზე გაუშვი, სათითაოდ ყველათი უნდა ცადო ჯგუფები biggrin.gif

2 - გადიკითხე ეს პოსტი კუნთის დაღლის ბრალიო ახსენე. შეიძლება დაღლამ სუნთქვაზე იმოქმედოს, მაგრამ იდეაში, ზ.დ.პ.-ს სროლისას თოფი თავისუფლად უნდა გეჭიროს, და მად კუნთების ძალა დიდ როლს არ თამაშობს.


მომავალი შედეგი როგორი იქნება საინტერესოა./..
Avtandili
[quote name='nihontoman' date='May 20 2014, 10:28 PM' post='123309']

ეგ მაგდენი ტყვია რომ პლინკზე გაუშვი, სათითაოდ ყველათი უნდა ცადო ჯგუფები biggrin.gif

არა, ეგ სხვადასხვა სახეობის ტყვიები 5-5-ოდე მაქვს დარჩენილი, მეტი არა. მარტო CP-ები მაქვს ბლომად, მაგრამ როგორც თავად აღნიშნეთ და პრაქტიკაც მოწმობს, მართლა არ მოსწონს ეგენი.
JSB Diabolo Exact 8.44grain იგულისხმეთ თუ 10grain-ზე მეტები ?

კუნთის დაღლის ბრალიო ახსენე. შეიძლება დაღლამ სუნთქვაზე იმოქმედოს, მაგრამ იდეაში, ზ.დ.პ.-ს სროლისას თოფი თავისუფლად უნდა გეჭიროს, და მად კუნთების ძალა დიდ როლს არ თამაშობს.

კი, ეგ წაკითხული მაქვს.. მე გადატეხვისგან გამოწვეული დაღლა ვიგულისხმე.. smile.gif

გავითვალისწინებ გამოცდილთა რჩევებს.. გმადლობთ..
nihontoman
Avtandili
ნუ მე 10.62 გრანიანი "მძიმე ეკზაკტები" ვიგულისხმე. თუ პრემიერი არ მოსწონს, ეგ უნდა მოეწონოს. როგორც წესი თოფებს ერთ-ერთი მაინც მოსწონს ხოლმე smile.gif
Avtandili
ციტატა(nihontoman @ May 20 2014, 11:49 PM) *
Avtandili
ნუ მე 10.62 გრანიანი "მძიმე ეკზაკტები" ვიგულისხმე. თუ პრემიერი არ მოსწონს, ეგ უნდა მოეწონოს. როგორც წესი თოფებს ერთ-ერთი მაინც მოსწონს ხოლმე smile.gif



გასაგებია..
კიდევ ასეთი კითხვა: (შეიძლება რაღაც სისულელე ვიკითხო, მომიტევეთ):

ყური მომიკრავს ზოგიერთისგან რომ ტყვია (განსაკუთრებით ცეცხლსასროლების) თავის სიჩქარეს და მომაკვდინებელ ენერგიას ლულიდან გარკვეული მანძილის შემდეგ იძენსო. ანუ შესაძლოა რომ მაგალითად პისტოლეტიდან 10-15სმ მანძილზე მომაკვდინებელი არ იყოს ტყვიის მოხვედრა, ვიდრე ლულიდან უკვე 4-5-მ მანძილის შემდეგო.. ანუ თითქოს ისეთი ილუზია იქმნება რომ ტყვია ცდილობს მანძილის გავლის შემდეგ ძალის მოკრებასო.. ანუ ეს ნიშნავს რომ თითქოს ლულიდან გამოსვლის შემდეგ ტყვიის სიჩქარემ კიდევ უნდა მოიმატოს..
მაგრამ როგორც ფიზიკა და ტყვიის ბალისტიკა ,,გვასწავლის" ტყვიის სიჩქარემ ლულიდან გამოსვლის შემდეგ კლება უნდა დაიწყოს, ხოლო გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ექსპონენციალურადაც კი დაეცეს და გახდეს ნული.
nihontoman
Avtandili
მაგ თეორიის შემქმნელებს შეუძლიათ საკუთარ თავზე შეამოწმონ მისი სისწორე და შედეგები მერე მათმა ახლობლებმა აცნობონ ხალხს biggrin.gif
Avtandili
ციტატა(nihontoman @ May 21 2014, 12:52 AM) *
Avtandili
მაგ თეორიის შემქმნელებს შეუძლიათ საკუთარ თავზე შეამოწმონ მისი სისწორე და შედეგები მერე მათმა ახლობლებმა აცნობონ ხალხს biggrin.gif


კი, ეგეც მართალი, მაგრამ ის მათი ახლობლები ტყვიის მოხვედრის შემდეგ (თუნდაც 5 მეტრიდან ) ნამდვილად ვეღარ იქნებიან რაიმეს ცნობების ხასიათზე.. biggrin.gif

კიდევ ასეთი კითხვა გამიჩნდა..
როგორ შეიძლება ტყვია ფორმის დაუზიანებლად გავაჩერო - ჭრილების, ე.წ. ,,ნარეზების" დათვალიერების მიზნით ?
ყველაზე მარტივი იქნებოდა წყლის დიდი ბასეინში გასროლა, მაგრამ სად არის მასეთი შესაძლებლობა...
სახლის პირობებში ეგ როგორ მოვახერხო ?
gregory
ციტატა(avtandili @ 21st May 2014 - 01:06 AM) *
როგორ შეიძლება ტყვია ფორმის დაუზიანებლად გავაჩერო - ჭრილების, ე.წ. ,,ნარეზების" დათვალიერების მიზნით ?ყველაზე მარტივი იქნებოდა წყლის დიდი ბასეინში გასროლა, მაგრამ სად არის მასეთი შესაძლებლობა...სახლის პირობებში ეგ როგორ მოვახერხო ?

Avtandili
გაავსე აბაზანა ან დიდი კასრი წყლით და ისროლე. წყალი საკმაოდ სწრაფად აჩერებს ტყვიას და პრაქტიკულად არც აზიანებს

Avtandili
მოგესალმებით..
ბოდიში, თუ არასწორ ადგილას დავპოსტე..

იარაღს დაემართა შემდეგი რამ:
სასხლეტის დაცვის მექანიზმი როგორც ჩანს გამოვიდა მწყობრიდან..
იარაღის გადატეხვის შემდეგ სახლეტი არ მაგრდება და თავისუფლად მოდის ბოლომდე..
შესაბამისად აღარ ისვრის..
ვისთან შემიძლია რომ მივიტანო რას მირჩევთ ?
ვინმეს ხომ არ გაქვთ აქ სურვილი ან დრო რომ ჩავუტაროთ ქირურგიული ოპერაციები ? (მე გამოუცდელი ვარ მაგ ამბავში)
gocha311
ციტატა(Avtandili @ Aug 27 2014, 05:56 PM) *
მოგესალმებით..
ბოდიში, თუ არასწორ ადგილას დავპოსტე..

იარაღს დაემართა შემდეგი რამ:
სასხლეტის დაცვის მექანიზმი როგორც ჩანს გამოვიდა მწყობრიდან..
იარაღის გადატეხვის შემდეგ სახლეტი არ მაგრდება და თავისუფლად მოდის ბოლომდე..
შესაბამისად აღარ ისვრის..
ვისთან შემიძლია რომ მივიტანო რას მირჩევთ ?
ვინმეს ხომ არ გაქვთ აქ სურვილი ან დრო რომ ჩავუტაროთ ქირურგიული ოპერაციები ? (მე გამოუცდელი ვარ მაგ ამბავში)



ჯაჯას დაუკავშირდი და დაგაკვალიანენბს
ja_ja
ზ.დ.პ-ებში მე დიდი სპეცი არ ვარ და თან არც მისი დაშლისთვის საჭირო მოწყობილობა (ეგრეთწოდებული "დაზგა") არ მაქვს sad.gif

P.S. ისე რა ხდება ამ ზ.დ.პ- კლასში 3 კაცი გვყავდა ვინც ხელოსნობდა და სამივე დაიკარგა ნელ-ნელა ... რა ვქნა ახლა ამასაც მე მივხედო? არავინ ხართ მსურველები ჩაერთოთ საქმეში?
Avtandili
ანუ დგუშამდეა საჭირო მისვლა ?
მე ვიფიქრე სახლეტ-ჩამკეტი მექანიზმი ჭედავს-თქო..
არადა შვებულებაში გასვლამდე დაემართა მასე და დევს ახლა საცოდავად თავისთვის და მეც ვუყურებ გულნატკენი..
ჯანდაბა..
nihontoman
ja_ja
ზ.დ.პ.-ს ხელოსანი მისივე პატრონი უნდა იყოს biggrin.gif


Avtandili
უნდა დაშალო და ნახო რაშია მდგომარეობა. ოღონდ ჯერ გვითხარი რამდენი კილო ხარ და ჯენებზე როგორ ხარ. დაზგა შეიძლება არც დაგჭირდეს smile.gif გამშვები მექანიზმი რომ სრულყოფილად მოხსნა, როგორც წესი თოფის ბოლომდე დაშლაა ხოლმე საჭირო. ეს ნახე:


http://www.pyramydair.com/blog/2014/01/oct...ger-job-part-5/
Avtandili
[quote name='nihontoman']

გმადლობთ ყველას გამოხმაურებისთვის..
ვცდი თავად.. თუ არ ვცადე, ხომ ვერც ვისწავლი..

საშუალო ტანის და ჯანის, 75კგ-მდე smile.gif
nihontoman
Avtandili
ნუუუუუ ეხლა ადვილი იქნებაო ვერ გეტყვი, მარა ცადე, შენი რა მიდის biggrin.gif მთავარია მიმმართველი არ მოგხვდეს სადმე და ეგაა biggrin.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.