გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> პისტოლეტი" ИЖ-46 ''
tengo
პოსტი Dec 19 2012, 08:53 PM
პოსტი #1


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, ამ დღეებში გავხდი ამ საინტერესო ,პნევმატური კომპრესიული პისტოლეტის მფლობელი. როგორც იტყვიან გზა და გზა ვეცნობი ამ იარაღს და შეძლებიდაგვარად ვეცდები თქვენც გაგაცნოთ მისი მონაცემები და მახასიათებლები.



პნევმატური კომპრესიული პისტოლეტი იჯ-46 განკუთვნილია, 10 მეტრის მანძილზე სროლისას, სპორტული მომზადებისა და შეჯიბრებებისთვის. ეს პისტოლეტი შექმნილია 1988 წელს, იჟევსკის მექანიკურ ქარხანაში. აქვს საკმაოდ ლამაზი დიზაინი და გამოირჩევა მაღალი სიზუსტით, რამაც განაპირობა საერთაშორისო კონკურსებზე მიღწეული კარგი შედეგები,მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე.

იჯ-46 -ის მოდიფიკაცია არის იჯ-46მ, და ძირითადი განსხვავება მათ შორის არის გაზრდილი მოცულობის კომპრესიაში, რაც ზრდის ტყვიის საწყის სიჩქარეს 12%-ის ოდენობით .

ტექნიკური მონაცემები:
კონსტრუქცია: კომპრესიული
ლულა: ლითონის შემსუბუქებული
ლულის სიგრძე: 280 მმ.
ლულის ხრახნები: 12 მარჯვენა მხრიანი.
კალიბრი: 4.5
სამიზნე ხაზის სიგრძე: 360 მმ.
სასხლეტის წინააღმდეგობა: 400 გრამიდან 1000 გრამამდე (რეგულირებადი).
სასხლეტის სვლის სიგრძე: 0,2-2,0 მმ (რეგულირებადი)
წონა: 1.3კგ.
გადატენვის ძალისხმევა: 8000 გრამი (8 კგ.)
ტყვიის სიჩქარე: არა უმეტეს 120 მ/წ.
ენერგიია: არა უმეტეს 7.5 ჯ.

პლიუსები:
1. მაღალი სიზუსტე
2. მაღალი ხარისხი
3. პრაქტიკულად უკუცემის გარეშე
4. რეგულირებადი სასხლეტი
5. ბევრი დეტალი დამზადებულია მსუბუქი ლითონისგან
6. დაბალი ფასი სხვა ანალოგებთან შედარებით.

მინუსები:
1. სახელურის კონსტრუქცია გათვლილია მხოლოდ მარჯვენა ხელზე.
2. დაბალი ენერგია.
მაგრამ ერთად-ერთია ამ ტიპის პისტოლეტებს შორის, რომლის გადატენვის თანმიმდევრობის შეცვლის შემთხვევაში 10%-ით იზრდება გასროლილი ტყვიის სიჩქარე.

ეს კი იჯ-46 ბასკოა:


1999 წელს ჩაეყარა საფუძველი რუსეთში პირველი PCP-ის, იჯ 46 ბასკო-10-ის შექმნის იდეას, მაშინდელი საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრის, ოლეგ ბარნოვის თხოვნით და პირველი ეგზემპლიარი ბარნოვს ერგო, უკვე მსოფლიო ჩემპიონის რანგში მყოფს, რომელიც იჯ46-ის ბაზაზე შეიქმნა (მოხსნადი, ფეინკბერბაუერის პ-34-ის რეზიკით და რედუქტორით)
მაგრამ დღემდე ეს მოდელი სერიულად არ გამოდის და კეთდება მხოლოდ შეკვეთით.

როგორც ამბობენ უმრავლეს ანალოგიურ იარაღებში გამოიყენება დარტყმითი ტიპის კლაპანი, ხოლო ამ ორ მოდელში კი უკუსვლის ტიპის კლაპანი (ეგრეთწოდებული - "ატკატნოგო ტიპა”), რითაც უფრო სწრაფ გასროლასა და სწრაფ წნევის მატებას უზრუნველყოფს ლულაში. რაც საბოლოო ჯამში გასროლის სიზუსტეში აისახება.

ერთად -ერთი მინუსი იჯ 46-ის არის დაბალი 120მ/წ. სიჩქარე, რაც იჯ 46 ბასკოში უზრუნველყოფილია რეგულირებადი რედუქტორის მეშვეობით და შეადგენს 140-170 მ/წ.-ს. 200 ატმოსფერომდე დატენილი, 90 ატმოსფერომდე აკეთებს 110-120 გასროლას 0.5 მ/წ-ის სხვაობით.

კიდევ ერთი დადებითი მომენტი რაც გააჩნია ამ ორივე იარაღს არის ფუჭი გასროლების ჩატარება( ვარჯიში) კომპრესორით გადატენვის გარეშე, რაც ქარხნულად არის გათვალისწინებული და არავითარ ზიანს არ აყენებს.

ესეც ჩემი იჯ-46.


პირველ რიგში უნდა გავერკვე ყველაფერში მაქსიმალურად და მერე როცა უკვე მომივა დაიხვეწება იდეები, ვაპირებ რდუქტორი და რეზიკი დაუყენო. სახელურიც არ მომწონს (მასალაც არაა კარგი და უხეშად არის დამზადებული) და ალბათ შევცვლი. გარედან ნაკაწრები და დეფექტებიც აქვს საკმარისად, მაგრამ მაგასაც მივხედავ. მოკლედ მაგარ ვიდზედაც უნდა მოვიყვანო.

ჯერჯერობით მიზანში არ მისვრია და ამ მხრივ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მოვასწარი გაქრონვა, მქონდა მხოლოდ მძიმე ტყვიები: ვისროლე ჯსბ-0.67გრამი და ცპ-10.5გრეინი, სიჩქარე დააფიქსირა 96 და 91 შესაბამისად. ხოლო განსხვავებული თანმიმდევრობით დატენვის შემთხვევაში ,იგივე ტყვიებით შედეგი იყო 106 და 101 შესაბამისად.

პრინციპში ჯერ ვეცნობი და არაფერი არ გამიკეთებია, ბევრს ვერაფერს ვიზამ ალბათ მაგრამ ყველაფერი გასაწმენდი მაქვს და მანჯეტიც არ მომწონს.

მოკლედ ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვარ ვნახოთ მომავალში რა იქნება.

თუ ვინმეს რამე შეკითხვები გაგიჩნდათ, შეძლებისდაგვარად ვეცდები ვუპასუხო.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Dec 28 2012, 04:59 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ვაა ტენგოჯან დააკვირდი რა წერია ბოლო სურათზე

#Pump Strokes და გრაფილზეც ჩანს 1-დან 8-მდე დაკაჩავება, ანუ შაიძლება მულტიპამპად გამოყენება, მართალია ვერ გავიგე საბაზისო კონფიგურაციაშიც მოსულა თუ არა...

სავარაუდოდ მოსულა, იმიტომ რომ ალბათ წიტელი და ლურჯი ხაზები აღნიშანვენ მოდიფიცირებულ და საბაზისო მოდელებს, ნუ რავი მე ასე აღვიქვი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- tengo   პისტოლეტი" ИЖ-46 ''   Dec 19 2012, 08:53 PM
- - minchanin   მომილოცავს. კარგი ...   Dec 19 2012, 09:43 PM
- - tengo   minchanin ციტატა(minchanin @ 19t...   Dec 21 2012, 10:05 PM
- - CHICO30   თენგო შენ პროფესიო...   Dec 22 2012, 12:28 AM
- - ja_ja   tengo ციტატა(tengo @ 19th Decemb...   Dec 22 2012, 06:30 PM
- - tengo   ციტატა(ja_ja @ 22nd December 2012...   Dec 22 2012, 07:13 PM
- - ja_ja   tengo მოდი თუ არ დაიზა...   Dec 22 2012, 10:41 PM
- - tengo   ციტატა(ja_ja @ 22nd December 2012...   Dec 22 2012, 11:45 PM
- - tengo   ja_ja ვიპოვე აგერ: მეა...   Dec 22 2012, 11:59 PM
- - tengo   ციტატა(ja_ja @ 22nd December 2012...   Dec 23 2012, 11:27 AM
- - tengo   გუშინ საღამოს წნევ...   Dec 24 2012, 02:04 PM
- - ja_ja   tengo შენ თუ ტექსტის ა...   Dec 24 2012, 02:37 PM
- - tengo   ციტატა(ja_ja @ 24th December 2012...   Dec 24 2012, 03:26 PM
- - ja_ja   tengo მოკლედ შენ რას ა...   Dec 24 2012, 04:49 PM
- - koknar   რეზინა მრგვალია და...   Dec 24 2012, 07:34 PM
- - tengo   ja_ja koknar რაღაცეები მო...   Dec 24 2012, 08:23 PM
- - tengo   ციტატა(ja_ja @ 24th December 2012...   Dec 24 2012, 09:50 PM
- - tengo   გუშინ საღამოს მოვი...   Dec 27 2012, 12:56 PM
- - ja_ja   tengo ისე ადრე ეგ ფიშტ...   Dec 27 2012, 01:10 PM
- - ja_ja   tengo თენგოჯან მაგარი...   Dec 27 2012, 01:29 PM
- - tengo   ციტატა(ja_ja @ 27th December 2012...   Dec 27 2012, 06:54 PM
- - ja_ja   tengo ციტატა(tengo @ 27th Decemb...   Dec 27 2012, 10:35 PM
- - tengo   ციტატა(ja_ja @ 27th December 2012...   Dec 28 2012, 04:32 PM
- - ja_ja   ვაა ტენგოჯან დააკვ...   Dec 28 2012, 04:59 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 10:21 PM
Hosted by Pro-Service