დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: პისტოლეტი" ИЖ-46 ''
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > კომპრესიული პნევმატიკა
tengo
როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, ამ დღეებში გავხდი ამ საინტერესო ,პნევმატური კომპრესიული პისტოლეტის მფლობელი. როგორც იტყვიან გზა და გზა ვეცნობი ამ იარაღს და შეძლებიდაგვარად ვეცდები თქვენც გაგაცნოთ მისი მონაცემები და მახასიათებლები.



პნევმატური კომპრესიული პისტოლეტი იჯ-46 განკუთვნილია, 10 მეტრის მანძილზე სროლისას, სპორტული მომზადებისა და შეჯიბრებებისთვის. ეს პისტოლეტი შექმნილია 1988 წელს, იჟევსკის მექანიკურ ქარხანაში. აქვს საკმაოდ ლამაზი დიზაინი და გამოირჩევა მაღალი სიზუსტით, რამაც განაპირობა საერთაშორისო კონკურსებზე მიღწეული კარგი შედეგები,მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე.

იჯ-46 -ის მოდიფიკაცია არის იჯ-46მ, და ძირითადი განსხვავება მათ შორის არის გაზრდილი მოცულობის კომპრესიაში, რაც ზრდის ტყვიის საწყის სიჩქარეს 12%-ის ოდენობით .

ტექნიკური მონაცემები:
კონსტრუქცია: კომპრესიული
ლულა: ლითონის შემსუბუქებული
ლულის სიგრძე: 280 მმ.
ლულის ხრახნები: 12 მარჯვენა მხრიანი.
კალიბრი: 4.5
სამიზნე ხაზის სიგრძე: 360 მმ.
სასხლეტის წინააღმდეგობა: 400 გრამიდან 1000 გრამამდე (რეგულირებადი).
სასხლეტის სვლის სიგრძე: 0,2-2,0 მმ (რეგულირებადი)
წონა: 1.3კგ.
გადატენვის ძალისხმევა: 8000 გრამი (8 კგ.)
ტყვიის სიჩქარე: არა უმეტეს 120 მ/წ.
ენერგიია: არა უმეტეს 7.5 ჯ.

პლიუსები:
1. მაღალი სიზუსტე
2. მაღალი ხარისხი
3. პრაქტიკულად უკუცემის გარეშე
4. რეგულირებადი სასხლეტი
5. ბევრი დეტალი დამზადებულია მსუბუქი ლითონისგან
6. დაბალი ფასი სხვა ანალოგებთან შედარებით.

მინუსები:
1. სახელურის კონსტრუქცია გათვლილია მხოლოდ მარჯვენა ხელზე.
2. დაბალი ენერგია.
მაგრამ ერთად-ერთია ამ ტიპის პისტოლეტებს შორის, რომლის გადატენვის თანმიმდევრობის შეცვლის შემთხვევაში 10%-ით იზრდება გასროლილი ტყვიის სიჩქარე.

ეს კი იჯ-46 ბასკოა:


1999 წელს ჩაეყარა საფუძველი რუსეთში პირველი PCP-ის, იჯ 46 ბასკო-10-ის შექმნის იდეას, მაშინდელი საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრის, ოლეგ ბარნოვის თხოვნით და პირველი ეგზემპლიარი ბარნოვს ერგო, უკვე მსოფლიო ჩემპიონის რანგში მყოფს, რომელიც იჯ46-ის ბაზაზე შეიქმნა (მოხსნადი, ფეინკბერბაუერის პ-34-ის რეზიკით და რედუქტორით)
მაგრამ დღემდე ეს მოდელი სერიულად არ გამოდის და კეთდება მხოლოდ შეკვეთით.

როგორც ამბობენ უმრავლეს ანალოგიურ იარაღებში გამოიყენება დარტყმითი ტიპის კლაპანი, ხოლო ამ ორ მოდელში კი უკუსვლის ტიპის კლაპანი (ეგრეთწოდებული - "ატკატნოგო ტიპა”), რითაც უფრო სწრაფ გასროლასა და სწრაფ წნევის მატებას უზრუნველყოფს ლულაში. რაც საბოლოო ჯამში გასროლის სიზუსტეში აისახება.

ერთად -ერთი მინუსი იჯ 46-ის არის დაბალი 120მ/წ. სიჩქარე, რაც იჯ 46 ბასკოში უზრუნველყოფილია რეგულირებადი რედუქტორის მეშვეობით და შეადგენს 140-170 მ/წ.-ს. 200 ატმოსფერომდე დატენილი, 90 ატმოსფერომდე აკეთებს 110-120 გასროლას 0.5 მ/წ-ის სხვაობით.

კიდევ ერთი დადებითი მომენტი რაც გააჩნია ამ ორივე იარაღს არის ფუჭი გასროლების ჩატარება( ვარჯიში) კომპრესორით გადატენვის გარეშე, რაც ქარხნულად არის გათვალისწინებული და არავითარ ზიანს არ აყენებს.

ესეც ჩემი იჯ-46.


პირველ რიგში უნდა გავერკვე ყველაფერში მაქსიმალურად და მერე როცა უკვე მომივა დაიხვეწება იდეები, ვაპირებ რდუქტორი და რეზიკი დაუყენო. სახელურიც არ მომწონს (მასალაც არაა კარგი და უხეშად არის დამზადებული) და ალბათ შევცვლი. გარედან ნაკაწრები და დეფექტებიც აქვს საკმარისად, მაგრამ მაგასაც მივხედავ. მოკლედ მაგარ ვიდზედაც უნდა მოვიყვანო.

ჯერჯერობით მიზანში არ მისვრია და ამ მხრივ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მოვასწარი გაქრონვა, მქონდა მხოლოდ მძიმე ტყვიები: ვისროლე ჯსბ-0.67გრამი და ცპ-10.5გრეინი, სიჩქარე დააფიქსირა 96 და 91 შესაბამისად. ხოლო განსხვავებული თანმიმდევრობით დატენვის შემთხვევაში ,იგივე ტყვიებით შედეგი იყო 106 და 101 შესაბამისად.

პრინციპში ჯერ ვეცნობი და არაფერი არ გამიკეთებია, ბევრს ვერაფერს ვიზამ ალბათ მაგრამ ყველაფერი გასაწმენდი მაქვს და მანჯეტიც არ მომწონს.

მოკლედ ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვარ ვნახოთ მომავალში რა იქნება.

თუ ვინმეს რამე შეკითხვები გაგიჩნდათ, შეძლებისდაგვარად ვეცდები ვუპასუხო.
minchanin
მომილოცავს. კარგი რაცხაა. მინსკში მინახავს მაღაზიაში მაგნაირი. მგონი 400 დოლარი ღირდა.
tengo
minchanin
ციტატა(minchanin @ 19th December 2012 - 09:43 PM) *
მომილოცავს. კარგი რაცხაა.

გაიხარე.

bazuka
parna
ja_ja

შემთხვევით ვნახე http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=165&st=0"]ეს თემა://http://www.airgun.ge/forums/index.p...
ja_ja
tengo
მაგრამ ერთად-ერთია ამ ტიპის პისტოლეტებს შორის, რომლის გადატენვის თანმიმდევრობის შეცვლის შემთხვევაში 10%-ით იზრდება გასროლილი ტყვიის სიჩქარე.

ეს გადატენვის თანმიმდევრობა რა არის, ეგებ აგვიხსნა რა?

მე დავიბენი, ნიტო დატუმბვერბის რაოდენობაა, ნიტო რაცხა ისეთი ახალია რომ საერთოდ ვერ გავიგე რა არის smile.gif....

P.S. თემა გავწმინდე ფლუდისგან, იქ ლინკების ჩასმაზე და ელიავაზე წასვლაზე რომ იყო საუბარი
tengo
ციტატა(ja_ja @ 22nd December 2012 - 06:30 PM) *
ეს გადატენვის თანმიმდევრობა რა არის, ეგებ აგვიხსნა რა?

ჯაჯა, მართალი გითხრა ჩემთვისაც გაუგებარი იყო თუ როგორ შეიძლება სიჩქარე მოემატოს თანმიმდევრობის შეცვლის შემთხვევაში. მეც ვერ დავიჯერე რა სისულელეს წერენ მეთქი, მაგრამ პრაქტიკაში რომ გავსინჯე, მართლა მოემატა 10მ/წ-ით სიჩქარე, ვერ დაუჯერე თვალს და ხელმეორედ გავსინჯე, იგივე შედეგი მივიღე, მომატებული 10მ/წ-ით სიჩქარე.
დააკვირდით ამ სურათს:

გადატენე( რიჩაგი გახსენი ბოლომდე ,მერე ისევ დააბრუნე საწყის მდგომარეობაში), ჩადევი ტყვია და გაისროლე. ეს არის ჩვევლებრივი ვარიანტი და თანმიმდევრობა.
მეორე ვარიანტი,რომელიც 10მ/წ-ით სიჩქარწს ზრდის:
დატუმბვის რიჩაგი გახსენი ნახევრამდე( მანამდე სანამ არ გაიხსნება ჩახმახი), მერე ხელით ვხსნით ჩახმახს,, ვდებთ ლულაში ტყვიას და ვკეტავთ, შემდეგ დატუმბვის რიჩაგს ვკეტავთ ბოლომდე და ისევ ვაღებთ ბოლომდე და ისევ ვკეტავთ, ვისვრით და შედეგი არის +10მ/წ-ი. ესეიგი გახსენი რიჩაგი ნახევრამდე,ჩადევი ტყვია, დაკეცე რიჩაგი,გადატენე რიჩაგი(გახსენი ბოლომდე და დააბრუნე უკან), გაისროლე.
მგონი გასაგებად ავხსენი. თუ ვერ გაიგეთ პრაქტიკაში შეგვიძლია გავსინჯოთ.
ja_ja
tengo
მოდი თუ არ დაიზარებ ვიდეო დადე რა მაგ პროცესის თორემ გავრეკე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif გახსენი ჩაკეტე, არ ჩაკეტო დატენე ჩაკეტე, დატენე კიდევ გახსენი და smile.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
tengo
ციტატა(ja_ja @ 22nd December 2012 - 10:41 PM) *
მოდი თუ არ დაიზარებ ვიდეო დადე რა მაგ პროცესის თორემ გავრეკე გახსენი ჩაკეტე, არ ჩაკეტო დატენე ჩაკეტე, დატენე კიდევ გახსენი და

მესმის შენი biggrin.gif სანამ ჩემი თვალებით არ დავინახე მეც თავიდან სასაცილოდ მომეჩვენა smile.gif . ვერ ვპოულობ ლინკს სადაც ეს ყველაფერი ეწერა(მაგრამ ვიპოვი). ეს შესაძლებლობა (სიჩქარის რეგულირება, ასე იყო აღნიშნული) აქვსო ამ ტიპის პისტოლეტებიდან მხოლოდ იჯ-46-ს.
ხვალ თუ შევძელი გადავიღებ ვიდეოზე თუ ვერ შევძელი მოვალ და განხებ. ვიცი რომ გაინტერესებს და თუ გინდა დაგიტოვებ და გასინჯე.


tengo
ja_ja
ვიპოვე აგერ: მეათე აბზაცი ნახე.

" Недокументированной возможностью пистолета можно считать регулировку мощности выстрела, для этого отведя рычаг нагнетания в промежуточное положение, надо вручную взвести спусковой механизм, после чего вернуть рычаг в первоначальное положение. Если оставить в стороне ее целесообразность, то надо признать, что данная возможность является уникальной среди всей пистолетной линейки отечественной пневматики. ''
tengo
ციტატა(ja_ja @ 22nd December 2012 - 06:30 PM) *
მე დავიბენი, ნიტო დატუმბვერბის რაოდენობაა, ნიტო რაცხა ისეთი ახალია რომ საერთოდ ვერ გავიგე რა არის ....

ჯაჯა, აქ დაკაჩავება რამოდენიმეჯერ არ გამოდის, ეს ხომ მულტი კომპრესიული არ არის(სადაც კაჩაობის დროს დამგროვებელ სივრცეში ხდება წნევის მომატება) და ამიტომ კაჩაობას აზრი არა აქვს. არის ასეთები მულტი კომპრესიულებიც,ალბათ გეცოდინება და იქ უნდა კაჩაობა რამოდენიმეჯერ ,გააჩნია რა სიჩქარე გინდა რომ მიიღო.
ჩვენს შემთხვევაში კი სხვა რამეა, უბრალოდ ნახევრამდე ხსნი რიჩაგს (მაგ დროს დგუში სადღაც 2 სმ-ით იწევს მაღლა),მერე დებ ტყვიას,ხოლო რიჩაგს ისევ უკან აბრუნებ, მერე უკვე რიჩაგს გადატენი ჩვოვლებრივად და გაისვრი. მე ვფიქრობ რომ ამ მომენტში ხდება ჰაერის შესრუტვა წნევით და უფრო მეტი ჰაერი იყრის თავს ცილინდრში ვინემ სტანდარტული მოქმედებებისას.
დგუში რომ ამოდის ბოლომდე ჰაერს ისრუტავს ლულიდა, ხოლო თუ ჩვენ ჩავკეთავთ ლულას, ჩახმახის გადატენისას და ტყვიის ჩადებისას იკეტება ლულიდან ჰაერის მიწოდება. ასეთ პოზიციაზე რომ ვიწყებთ რიჩაგის გამოწევას და ჩვოვლებრივად გადატენვას, ცილინდრში იქმნება ვაკუმი და ვგრძნობთ გახსნისას წინააღმდეგობას, როცა დგუში ბოლომდე აიწევს,( სადაც ცილინდრზე არის პატარა ნახვრეტი 1მმ.),და გსცილდება ამ ნახვრეთს ,ხდება ნახვრეტიდან ჰაერის შესრუტვა წნევით და ვფიქრობ რომ ეს არის შედეგი სიჩქარის მომატებისა. მე მაგალითად სხვა ვერაფერს ვერ ვხედავ აქ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიჩქარის მომატება.
tengo
გუშინ საღამოს წნევის ვარდნა შევამჩნიე და შევამოწმე ჩემი იჯი-46, სიჩქარეები ჩემს თვალწინ იკლებდა, რაც უფრო მეტ ხანს გავაჩერებდი გადატენილ მდგომარეობაში მით უფრო ნაკლები წნევა რჩებოდა ცილინდრში. რადგანაც ძნელი დასადგენი იყო თუ საიდან გასდიოდა ჰაერი, იძულებული გავხდი წყლით სავსე ვედროში ჩამეშვა (რათქმაუნდა ხის სახელურების მოხსნის შემდეგ). დავადგინე რომ ჰაერი გამხსნელი კლაპნიდან ეპარებოდა.

დავშალე მთლიანად, რაც მთავარია მოვხსენი ცილინდრი რომელიც თურმე ჩაპრესილი არ ყოფილა და არის რეზბაზე ( შეიძლება მომავალში ვინმეს დასჭირდეს ეს ინფო).

ვდებ სურათს იჯ -46 დაშლილ მდგომარეობაში.


ამ სურათზე ჩანს მთლიანად, ჰაერის დამგროვებელი და გამშვები (იგივე კლაპანი) სისტემა.



მთლიანად ამ დამგროვებელ გადამშვებში სამი რაზინა აქვს, ორი არის ჩვოვლებრივი რეზინის რგოლები ხოლო ერთი არის ძალიან რთული ფორმის (მაგას აქ ვერსად ალბათ ვერ ვიშოვი). უველა რეზინა არის უკვე, როგორც იტყვიან მომჯდარ, რესურსი აქვთ ამოწურული. იმ ორს კი გაუკეთებ რამეს,მაგრამ ამ მესამეს რა უყო არ ვიცი.

ამაზონზე კი იყიდება ნაკრები მანჟეტთან ერთად, სადღაც 50 ლარი დაჯდება მიახლოებით ჩამოტანა, მაგრამ ამ რეზინებში ახელა თანხის დახარჯვა არ მინდა, რადგანაც მომავალში რეზიკის დაყენებას ვფიქრობ.

სხვა გზა არ მაქვს, მე თვითონ რამე უნდა გავაკეთო, ეხლა ვზივარ და ვფიქრობ რისგან შეიძლება რომ გავაკეთო.

(აბზაცები დაცული მქონდა, მაგრამ გამოქვეყნებისას იკარგება, მერე ცვლილებებსაც არ ღებულობს რატო)?
ja_ja
tengo
შენ თუ ტექსტის აკრეფვისას ენტერს არტყავ (გინდა ფორუმში ტექსტის ფორმაში, გინდა Word-ში აკრეფვისას) და ახალ სტრიქონზე ჩამოგაქვს ტექსტი, ეგ აბზაცად WEB-ში არ აღიქმება, ინტერნეტისთვის ეგ არის - იძულებით გადატანა მომდევნო სტრიქონზე...

თუ გინდა რომ აბზაცად გამოიყოს თავისი დაცილებით, მაშინ ორჯერ დაარტყი ენტერს

ციტატა(tengo @ 24th December 2012 - 03:04 PM) *
სხვა გზა არ მაქვს, მე თვითონ რამე უნდა გავაკეთო, ეხლა ვზივარ და ვფიქრობ რისგან შეიძლება რომ გავაკეთო.

რომელ რეზინაზეა საუბარი აქ რაცხა ცუდად ჩანს და ვერ გავიგე რა ფორმაა ასეთი
tengo
ციტატა(ja_ja @ 24th December 2012 - 02:37 PM) *
რომელ რეზინაზეა საუბარი აქ რაცხა ცუდად ჩანს და ვერ გავიგე რა ფორმაა ასეთი

ზემოდან მეორე სურათზე რომ არის წრეს ფორმის, მარცხნიდან მეორე დეტალი. ბოლოდან მეორე სურათზე ისე დევს რომ, პირველი დეტალის კონუსზე უნდა წამოეცვას და საბოლოოდ ასეთი წყობით დევს კოლოფში:


დაახლოებით შუაში რომ ჩანს ის არის. მაგაში შიგნით გადის გამშვების კლაპანი და კეტავს ჰაერს მანამ არ გაისვრი. გარედან როგორც ხედავ გამოსულ ჰაერს აკავებს.
იმ რეზინაში შიგნით ამოჭრილია წრიული ღარი, რომელშიც ის კჯონუსი ჯდება, ხოლო შუაში აქვს ნახვრეტი სადაც კლაპანი შედის.

ციტატა(ja_ja @ 24th December 2012 - 02:37 PM) *
თუ გინდა რომ აბზაცად გამოიყოს თავისი დაცილებით, მაშინ ორჯერ დაარტყი ენტერს

ვცადე მაგრამ მაინც არ აკეთებს.

ja_ja
tengo
მოკლედ შენ რას ამბობ ოთხკუთხედი პროფილი აქვს რეზინას (მრგვალი ჩვეულებრივის მაგივრად), თუ რაიმე სუპერ ნავაროჩენი ფორმააქვს მიღებული...

თუ ოთხკუთხედი პროფილია, მაშინ დაგჭირდება ამოსაჭრელად რაიმე მრგვალი წრეები, აი საპოჟნიკებს რომ აქვთ ხოლმე... დაიადებ რაიმე რეზინას და რომ ამოჭრი კაკრაზ ოთხკუთხედი ფორმა გამოვა....

აი ცუდი ისაა რომ ნორმალური სქელი რეზინის შოვნა ჭირს... ელიავაზე როლონებად რაც იყიდება იმას ზედაპირი კი აქვს სუფთა და ბრტყელი, მაგრამ ჩამონაჭერზე მაგარი ფხვიერი და უვარგისი რეზინაა ხოლმე sad.gif
koknar
რეზინა მრგვალია და პატარა საფეხურივითა აქ (მგონი) შიდა მხარიდან.

tengo
ამას სიჩრეს ვერ აუწევ 250 მდე მაინც ? ეგრე 20 გასროლა რო ქონდეს. smile.gif
tengo
ja_ja
koknar
რაღაცეები მოვიფიქრე და ხვალ საღამოს ალბათ ავაწყო, ვნახოთ რა გამოვა.
ციტატა(koka @ 24th December 2012 - 07:34 PM) *
ამას სიჩრეს ვერ აუწევ 250 მდე მაინც ? ეგრე 20 გასროლა რო ქონდეს.

ამხელა სიჩქარე მაგისთვის ზედმეტია და არც არის საჭირო, მაგაზე არც ვოცნებობ. 150-მდე თავისი ქაეხნული მონაცემებიდან გამომდინარე უნდა ისროლოს ნახევარგრამიანებით, რაც სრულიად საკმარისია 20 მეტრომდე და მეც ამას ვცდილობ ამ ეტაპზე. ხოლო მომავლისთვის თუ რეზიკი ვიშოვე მაშინ რედუქტორსაც დაუყენებ და შესაძლებელი იქნება სიჩქარეების რეგულირება.
tengo
ციტატა(ja_ja @ 24th December 2012 - 04:49 PM) *
მოკლედ შენ რას ამბობ ოთხკუთხედი პროფილი აქვს რეზინას

ციტატა(koka @ 24th December 2012 - 07:34 PM) *
რეზინა მრგვალია და პატარა საფეხურივითა აქ (მგონი) შიდა მხარიდან.

ნახევარ საათზე მეტია რომ ამ ესკიზს ვხაზავ,ბოლო-ბოლო მოვრჩი biggrin.gif მოკლედ, ასეთი ფორმისაა ჩემი რაზინა:
tengo
გუშინ საღამოს მოვიცალე ჩემი იჯ-46-ისთვის. სანამ ახალ რეზინას გავაკეთებდი გადავწყვიტე ძველის გაცოცხლება (მოკლედ რაღაცეები იქეთ-აქეთ დავამატე,ჩავატანე სამივე რეზინას), ავაწყვე გავსინჯე და ჯერჯერობით ყველაფერი ნორმაშია, რაც მთავარია ჰაერს არ აპარებს, ქრონშიც გავსინჯე და შედარებით უკესესი შედეგი მივიღე. ცპ-0.68-ით მივიღე 100-101 მ/წ, ხოლო ჯსბ-0.67-ით კი 111-112 მ/წ. ვფიქრობ რომ ნახევარ გრამიანებზე 20მ/წ-ით
მოიმატებს დაახლოებით.
ეხლა ვფიქრობ დგუშზე მანჯეტის შეცვლას, რაღაცა არ მომწონს,(იმედი მაქვს რომ შეცვლის მერე კიდევ 10მ/წ-ით მოიმატებს) პირველ რიგში ყველა მაღაზია უნდა მოვიარო, იქნებ ვინმეს სადმე უგდია და თუ ვერ ვიშევე მერე რაღაცა უნდა მოვიფიქრო.
ja_ja
tengo
ისე ადრე ეგ ფიშტო ჰქონდა ქარავანს შემოტანილი, მართალია რაღაც კოშმარულ ფასად ყიდიდნენ, მარა ნუ თუ ქართული მიდგომა არ გამოიჩინეს, შეიძლება ვინმემ მოიფიქრა და რაიმე მაკომპლექტებელი ნაწილებიც მოაყოლა...

კაროჩე თუ ჭკუა იხმარეს შეიძლება რაიმე კი ჰქონდეთ მაღაზიაში, მოკლედ მგონი ღირს მაქეთკენ გავლა.
ja_ja
tengo
თენგოჯან მაგარი რაღაც ვიპოვე შენთვის smile.gif მთელი რეზინების ნაკერები პირამიდზე შენი პისტალეტისთვის smile.gif



პლიუს ცალკე არის კიდევ ჩამკეტის რეზინების კომპლექტი



მარა პირველს უწერია რომ ეგ რეზინებიც შედის კომპლექტში, ანუ ასეთი რაღაც უწერია პირველ ძვირიან ნაკრებს:
IZH 46/46M seals & o-rings
Includes 2 breech seals, 2 o-rings & a pump-head seal
ასე რომ მგონი მეორეს ცალკე ყიდვა საჭირო არ უნდა იყოს


თუ ფასი მისაღებია შეგიძლია დაითრიო, თუ არ იცი როგორ დაითრიო დაგეხმარები მაგ საქმეში... ისე რას ვიფიქრებდი თუ ამერიკაში ქინებაოდა მაგ თოფის რეპკომპლექტი smile.gif

ისე თვითონ ფიშტოც იყიდება მანდვე, მარა ფასი აქვს იცოცხლე smile.gif

ისე რამე რომ იყოს ხომ არ გინდა პირამიდზე არსებული სურათები გადმოვყარო შენს თემაში რომ უფრო ნათელი და სიტუაციის ამოსახველი გახდეს პოსტი?
tengo
ციტატა(ja_ja @ 27th December 2012 - 01:29 PM) *
თენგოჯან მაგარი რაღაც ვიპოვე შენთვის მთელი რეზინების ნაკერები პირამიდზე შენი პისტალეტისთვის

ჯაჯა მადლობა რომ დრო გამონახე და რეზინებს ეძებდი ჩემთვის, მაგრამ არ მიღირს ამდენი თანხის გადახდა( ზემოთაც დავწერე ამის თაობაზე, ამაზონზეც არის იგივე ფასში).
ციტატა(ja_ja @ 27th December 2012 - 01:29 PM) *
პლიუს ცალკე არის კიდევ ჩამკეტის რეზინების კომპლექტი

ისე ეს ჩამკეტი რეზინები ისეთ მდგომარეობაშია, რომ არა მგონია 2-3 წელი გამოცვლა დასჭირდეს(ისე ზუსტად კეტავს ორივე მხარეს თვითონ ის ჩამკეტი, რომ გაგიკვირდება)
ციტატა(ja_ja @ 27th December 2012 - 01:29 PM) *
ისე რამე რომ იყოს ხომ არ გინდა პირამიდზე არსებული სურათები გადმოვყარო შენს თემაში რომ უფრო ნათელი და სიტუაციის ამოსახველი გახდეს პოსტი?

სურათები გადმოყარე ჯაჯა, მადლობელი ვიქნები რაც უფრო საინტერესოდ გაფორმდება.
ციტატა(ja_ja @ 27th December 2012 - 01:29 PM) *
თუ ფასი მისაღებია შეგიძლია დაითრიო, თუ არ იცი როგორ დაითრიო დაგეხმარები მაგ საქმეში... ისე რას ვიფიქრებდი თუ ამერიკაში ქინებაოდა მაგ თოფის რეპკომპლექტი

რეზიკის და რედუქტორის დაყენებაზე რომ არ ვფიქრობდე, მაშინ აუცილებლად შევიძენდი მაგრამ ეხლა აზრი ეკარგება რადგანაც მომავალში ვერ გამოვიყენებ.
დღეს თითქმის ყველგან ვიყავი, იქნებ სადმე შევხვდე მეთქი მანჯეტს, მაგრამ ამაოდ. ქარავანში ვნახე იჯ-46-მ, 780 ლარად უდევთ, მაგრამ მანჯეტები და რემკომპლექტი არააქვთ.
ისე რუსები ამ პრობლემას ახალი დგუშის გამოჩარხვით და მანჯეტის მაგივრად რეზინის რგოლის ჩამოცმით აგვარებენ, უფრო სწორად ამას უპირატესობას ანიჭებენ. (რაღაც რადიკალი არ იხსნება და სურათს ვერ ვდებ).
ja_ja
tengo
ციტატა(tengo @ 27th December 2012 - 07:54 PM) *
რაღაც რადიკალი არ იხსნება და სურათს ვერ ვდებ

შეეში ამ რუსულ ქინძობა საიტს, ჯერ რა სახელი აქვს დააკვირდი - რადი კალ (პირდაპირი ტარგმნით გამოდის... ნუ აქ არ დაიწერება რა გამოდის biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif)

არის ოხრად უცხოური დროში გამოცდილი და გადასარევი იმიჯ ჰოსტინგები გამაიყენე რა.
tengo
ციტატა(ja_ja @ 27th December 2012 - 10:35 PM) *
შეეში ამ რუსულ ქინძობა საიტს, ჯერ რა სახელი აქვს დააკვირდი - რადი კალ

biggrin.gif მოვკვდი რა სიცილით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
აგერ კიდევ თუ როგორ ადვილად შეიძლება გადაკეთდეს, მაგრამ ეს კაჩაობა არ მომწონს.



ja_ja
ვაა ტენგოჯან დააკვირდი რა წერია ბოლო სურათზე

#Pump Strokes და გრაფილზეც ჩანს 1-დან 8-მდე დაკაჩავება, ანუ შაიძლება მულტიპამპად გამოყენება, მართალია ვერ გავიგე საბაზისო კონფიგურაციაშიც მოსულა თუ არა...

სავარაუდოდ მოსულა, იმიტომ რომ ალბათ წიტელი და ლურჯი ხაზები აღნიშანვენ მოდიფიცირებულ და საბაზისო მოდელებს, ნუ რავი მე ასე აღვიქვი.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.