გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ორი მწარმოებელი, ხუთი სხვადასხვა ტყვია - წონის ტესტი, CP, BHP, Baracuda Hunter, Baracuda Match, FTT
Power_VANO
პოსტი Aug 10 2010, 12:40 PM
პოსტი #1


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



გამოვაცოცხლოთ ფორუმი smile.gif

მოკლედ, ბევრი საუბრით თავი რომ არ შეგაწყინოთ, ეს თემა გაგრძელებაა ჩემი ხუთი სხვადასხვა ტყვიის ტესტისა, რომლის ხილვა ამ ლინკზე შეგიძლიათ: http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1115

ამ ეტაპზე ესაა წონის ტესტი, ანუ რომელი ტყვია რამდენ გრანს იწონის რეალურად.

შეგახსენებთ, რომ:

ტესტირებაში მონაწილეობდნენ:

Crosman Premier, Domed. მუყაოს კოლოფიდან. რეკლამირებული წონა: 10.5 გრანი




Benjamin Discovery Hollowpoint, რეკლამირებული წონა: 10.5 გრანი




H&N Baracuda Match, რეკლამირებული წონა: 10.65 გრანი




H&N Baracuda Hunter, რეკლამირებული წონა: 10.34 გრანი




H&N Field Target Trophy, რეკლამირებული წონა: 8.64 გრანი




ტესტირების მეთოდი

ტესტირებისას შემთხვევითი შერჩევის წესით შერჩეულ იქნა 10-10 ტყვია და სათითაოდ აიწონა სასწორზე. შემდეგ მოხდა ამ 10-ვე ტყვიის ერთად აწონვა და საშუალო წონის გამოყვანა.

ტესტირებისას გამოყენებული იყო American Weigh AMW-100 სასწორი, რომლის მიმოხილვაც ამ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ: http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1216




ტესტი


1) Crosman Premier, Domed. მუყაოს კოლოფიდან. რეკლამირებული წონა: 10.5 გრანი





პრეტენზია არ გვაქვს, ტყვიის წონა 10.4-სა და 10.6 გრანს შორის დარბის, საშუალო წონა კი 10.52 გრანია ათი ცალი ტყვიისთვის. მწარმოებელი ტყვიის წონას ზუსტად აღნიშნავს.

ასევე, ნუ დაგვავიწყდება, რომ თავისი ცდომილება სასწორსაც აქვს, რაც 0.01 გრამია. გრანებში ეს მაჩვენებელი არის 0.154 გრანი.


2) Benjamin Discovery Hollowpoint, რეკლამირებული წონა: 10.5 გრანი





ზუსტად იგივე შედეგია BHP-ს შემთხვევაშიც. ერთეული ტყვიის წონა 10.4-დან 10.6 გრანამდეა, თუმცა საშუალო წონა აქაც ახლოსაა იდეალურთან - 10.48 გრანი.
მოკლედ, კროსმანი ძია ტყვიის წონებს ზუსტად აწერს კოლოფზე - საშუალო წონა რეკლამირებულის ტოლია.

ახლა გადავიდეთ მეორე მწარმოებლის - H&N-ის ტყვიებზე.


3) H&N Baracuda Hunter, რეკლამირებული წონა: 10.34 გრანი





ტყვიის რეკლამირებული წონა 10.34 გრანია. ასეთი სიზუსტე კი ჩემი ბიუჯეტური სასწორისთვის მიუღწეველია.
აწონვისას ტყვიების წონა 10.3-დან 10.5 გრანამდე მერყეობდა, რეალურად კი, 10 ტყვიის აწონვის შემდეგ საშუალო წონა გამოვიდა 10.38 გრანი, ესეც საკმაოდ ახლოსაა რეკლამირებულთან.


4) H&N Baracuda Match, რეკლამირებული წონა: 10.65 გრანი





მოოოკლედ, ამ ტყვიამ რომ არ გაგვაოცოს, ხომ არ შეიძლება...
პირველ ტესტირებაში იდეალური ზომების განმეორებითობის მიუხედავად, დისკოს ლულას ვერ შეეწყო და მთლად კარგი შედეგები ვერ აჩვენა სიზუსტის მხრივ, ახლა კი...

მიუხედავად იმისა, რომ მეგონა ჩემს არსენალში ყველაზე მძიმე ტყვია Baracuda Match-ი იყო, რეალურად ასე არ აღმოჩნდა. ტყვია, რომელსაც მწარმოებელი რეკლამირებას უწევს, როგორც 10.65 გრანი წონისას, რეალობაში არის 10.2 გრანი!

თუმცა, ისევ და ისევ, აღსანიშნავია ხარისხის კონტროლის უმაღლესი დონე ამ ტყვიებთან მიმართებაში, 10-ვე ტყვიას იდეალური განმეორებითობა ჰქონდა, 10.2 გრანი, საშუალო წონა კი 10.22 გრანი გამოვიდა.

მოკლედ, ისეთი ტყვიებია, გადარჩევა რომ არ სჭირდება, წონითაც და ზომებითაც იდეალურად ჰგვანან ყველანი ერთმანეთს, უბრალოდ რეკლამირებული და რეალური წონა ერთმანეთს არ ემთხვევა.
ჰო, + დისკოს არ ევასება biggrin.gif


5) H&N Field Target Trophy, რეკლამირებული წონა: 8.64 გრანი





ჰოო, FTT-ს როგორც ჩანს ცოტა სიმსუქნისკენ აქვს მიდრეკილება, რაღაც ბევრი ქონები აქვს აკიდებული smile.gif

აწონვისას ტყვიების წონა მერყეობდა 8.6-დან 8.8 გრანამდე, 10 წყვიის აწონვის შემდეგ კი საშუალო წონა 8.74 გრანი გამოვიდა, რაც რეკლამირებულზე 0.10 გრანით მეტია. როგორჩ ჩანს, ნამდვილად ცოტა ზედმეტ საკვებს იღებენ ეს ტყვიები.

+ ტყვიები ბიუჯეტური კლასისაა და ხარისხის კონტროლზეც ცოტა დაზოგილია თანხები smile.gif



ესეც ასე, მორჩა ტესტი. იმედია საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია მიიღეთ და შესაბამისი დასკვნებიც გამოიტანეთ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
SCORPIONS
პოსტი Nov 22 2015, 06:03 PM
პოსტი #2


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Banned
პოსტები: 1,789
რეგისტრ.: 21-December 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: დუშეთი-ჟინვალი

წევრი №: 2,024
ქალაქი:დუშეთი



ნიკა IARAGI .GE
GREGORI-ს კითხე მანდ.
მგონი 1250 ცალია შეკვრაში.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- Power_VANO   ორი მწარმოებელი, ხუთი სხვადასხვა ტყვია - წონის ტესტი   Aug 10 2010, 12:40 PM
- - nihontoman   ამ ბოლო ტყვიებს რო...   Aug 10 2010, 01:44 PM
- - Power_VANO   nihontoman ჰო, რას გაიგებ, ...   Aug 10 2010, 02:01 PM
- - nihontoman   Power_VANO მიმართლებს მო...   Aug 10 2010, 02:09 PM
- - Power_VANO   nihontoman ცალ-ცალკე არა ...   Aug 10 2010, 02:18 PM
- - SVD   სულ მაინტერესებდა ...   Nov 21 2015, 05:08 PM
- - ნიკა   SVD ალბათ 0.3-0.4 გრამი ან...   Nov 21 2015, 05:19 PM
|- - SVD   ციტატა(ნიკა @ Nov 21 2015...   Nov 21 2015, 05:24 PM
- - ნიკა   ზუსტად არ ვიცი მაგ...   Nov 21 2015, 05:28 PM
- - userman   SVD ციტატა(SVD @ 21st November...   Nov 21 2015, 06:25 PM
|- - SVD   ციტატა(userman @ Nov 21 2015, 07...   Nov 21 2015, 07:40 PM
- - ნიკა   ნეტა მარტო წონის გ...   Nov 21 2015, 09:02 PM
- - SCORPIONS   ნიკა ციტატა(ნიკა ...   Nov 22 2015, 03:46 PM
|- - ნიკა   ციტატა(SCORPIONS @ Nov 22 2015, 0...   Nov 22 2015, 05:58 PM
- - ნიკა   SCORPIONS დაზიანების მხრ...   Nov 22 2015, 04:40 PM
- - SCORPIONS   ნიკა ციტატა(ნიკა ...   Nov 22 2015, 05:32 PM
- - ნიკა   არ ვიცოდი მაგ სიტყ...   Nov 22 2015, 05:35 PM
- - SCORPIONS   ნიკა IARAGI .GE GREGORI-ს კითხ...   Nov 22 2015, 06:03 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th May 2024 - 01:06 AM
Hosted by Pro-Service