
მოკლედ, ბევრი საუბრით თავი რომ არ შეგაწყინოთ, ეს თემა გაგრძელებაა ჩემი ხუთი სხვადასხვა ტყვიის ტესტისა, რომლის ხილვა ამ ლინკზე შეგიძლიათ: http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1115
ამ ეტაპზე ესაა წონის ტესტი, ანუ რომელი ტყვია რამდენ გრანს იწონის რეალურად.
შეგახსენებთ, რომ:
ტესტირებაში მონაწილეობდნენ:
Crosman Premier, Domed. მუყაოს კოლოფიდან. რეკლამირებული წონა: 10.5 გრანი

Benjamin Discovery Hollowpoint, რეკლამირებული წონა: 10.5 გრანი

H&N Baracuda Match, რეკლამირებული წონა: 10.65 გრანი

H&N Baracuda Hunter, რეკლამირებული წონა: 10.34 გრანი

H&N Field Target Trophy, რეკლამირებული წონა: 8.64 გრანი

ტესტირების მეთოდი
ტესტირებისას შემთხვევითი შერჩევის წესით შერჩეულ იქნა 10-10 ტყვია და სათითაოდ აიწონა სასწორზე. შემდეგ მოხდა ამ 10-ვე ტყვიის ერთად აწონვა და საშუალო წონის გამოყვანა.
ტესტირებისას გამოყენებული იყო American Weigh AMW-100 სასწორი, რომლის მიმოხილვაც ამ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ: http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1216
ტესტი
1) Crosman Premier, Domed. მუყაოს კოლოფიდან. რეკლამირებული წონა: 10.5 გრანი


პრეტენზია არ გვაქვს, ტყვიის წონა 10.4-სა და 10.6 გრანს შორის დარბის, საშუალო წონა კი 10.52 გრანია ათი ცალი ტყვიისთვის. მწარმოებელი ტყვიის წონას ზუსტად აღნიშნავს.
ასევე, ნუ დაგვავიწყდება, რომ თავისი ცდომილება სასწორსაც აქვს, რაც 0.01 გრამია. გრანებში ეს მაჩვენებელი არის 0.154 გრანი.
2) Benjamin Discovery Hollowpoint, რეკლამირებული წონა: 10.5 გრანი


ზუსტად იგივე შედეგია BHP-ს შემთხვევაშიც. ერთეული ტყვიის წონა 10.4-დან 10.6 გრანამდეა, თუმცა საშუალო წონა აქაც ახლოსაა იდეალურთან - 10.48 გრანი.
მოკლედ, კროსმანი ძია ტყვიის წონებს ზუსტად აწერს კოლოფზე - საშუალო წონა რეკლამირებულის ტოლია.
ახლა გადავიდეთ მეორე მწარმოებლის - H&N-ის ტყვიებზე.
3) H&N Baracuda Hunter, რეკლამირებული წონა: 10.34 გრანი


ტყვიის რეკლამირებული წონა 10.34 გრანია. ასეთი სიზუსტე კი ჩემი ბიუჯეტური სასწორისთვის მიუღწეველია.
აწონვისას ტყვიების წონა 10.3-დან 10.5 გრანამდე მერყეობდა, რეალურად კი, 10 ტყვიის აწონვის შემდეგ საშუალო წონა გამოვიდა 10.38 გრანი, ესეც საკმაოდ ახლოსაა რეკლამირებულთან.
4) H&N Baracuda Match, რეკლამირებული წონა: 10.65 გრანი


მოოოკლედ, ამ ტყვიამ რომ არ გაგვაოცოს, ხომ არ შეიძლება...
პირველ ტესტირებაში იდეალური ზომების განმეორებითობის მიუხედავად, დისკოს ლულას ვერ შეეწყო და მთლად კარგი შედეგები ვერ აჩვენა სიზუსტის მხრივ, ახლა კი...
მიუხედავად იმისა, რომ მეგონა ჩემს არსენალში ყველაზე მძიმე ტყვია Baracuda Match-ი იყო, რეალურად ასე არ აღმოჩნდა. ტყვია, რომელსაც მწარმოებელი რეკლამირებას უწევს, როგორც 10.65 გრანი წონისას, რეალობაში არის 10.2 გრანი!
თუმცა, ისევ და ისევ, აღსანიშნავია ხარისხის კონტროლის უმაღლესი დონე ამ ტყვიებთან მიმართებაში, 10-ვე ტყვიას იდეალური განმეორებითობა ჰქონდა, 10.2 გრანი, საშუალო წონა კი 10.22 გრანი გამოვიდა.
მოკლედ, ისეთი ტყვიებია, გადარჩევა რომ არ სჭირდება, წონითაც და ზომებითაც იდეალურად ჰგვანან ყველანი ერთმანეთს, უბრალოდ რეკლამირებული და რეალური წონა ერთმანეთს არ ემთხვევა.
ჰო, + დისკოს არ ევასება

5) H&N Field Target Trophy, რეკლამირებული წონა: 8.64 გრანი


ჰოო, FTT-ს როგორც ჩანს ცოტა სიმსუქნისკენ აქვს მიდრეკილება, რაღაც ბევრი ქონები აქვს აკიდებული

აწონვისას ტყვიების წონა მერყეობდა 8.6-დან 8.8 გრანამდე, 10 წყვიის აწონვის შემდეგ კი საშუალო წონა 8.74 გრანი გამოვიდა, რაც რეკლამირებულზე 0.10 გრანით მეტია. როგორჩ ჩანს, ნამდვილად ცოტა ზედმეტ საკვებს იღებენ ეს ტყვიები.
+ ტყვიები ბიუჯეტური კლასისაა და ხარისხის კონტროლზეც ცოტა დაზოგილია თანხები

ესეც ასე, მორჩა ტესტი. იმედია საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია მიიღეთ და შესაბამისი დასკვნებიც გამოიტანეთ.