ნადირობა ShalvaQ-ურად |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
ნადირობა ShalvaQ-ურად |
Nov 16 2012, 07:10 PM
პოსტი
#1
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 275 რეგისტრ.: 7-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 569 |
2 დღის წინ, სამსახურიდან დაბრუნებულს ძილი მომერია, მაგრამ ყურადღებას იქცევდნენ ჰაერში მოლივლივე მტრედები, რომელიც ყოველ 2-3 წუთში ერთხელ აფრინდებოდნენ ჩემი სახლის უკან მდებარე მიტოვებული შენობიდან და ისევ უბრუნდებოდნენ თავიანთ ადგილებს. საღერღელი ამეშალა როცა დავინახე, რომ ერთად დაახლოებით 30-მდე მტრედმა დაიწყო ნარნარი ჩემი გულის გასახეთქად. დიდი გზა არ მქონდა გასავლელი, ბევრი აღარ მიფიქრია და 10 წუთში სასროლ პოზიციაზე ვიყავი. სასროლი მანძილი 20 დან 50 მეტრამდე. აცივდა და ეზარებოდათ ფრენა, გაფოფრილები ისხდნენ. წაღებული მქონდა მქონდა barakuda hunter და barakuda silver point (ამ უკანასკნელს ახლოს მსხდომებს ვესროდი ,რადგან ჩემი ფანტომასი შორს ვერ გასტყორცნის სასურველ მიზანში) შედეგი 5 მტრედი, 3 საკმაოდ მძიმე ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე ტყვიის ბალისტიკა, რა ტრაექტორიით გაიარა ტყვიამ, შიგნით რა დაუზიანა ადრეც მინახია და ეხლაც დავრწმუნდი კიდევ ერთხელ რომ ბარაკუდას აქვს რბილი შენადნობის ტყვიები, რომლებიც მოხვედრის შედეგად ძლიერ დეფორმაციას განიცდიან, რითიც უფრო დიდ ზიანს აყენებს მსხვერპლს, ვიდრე სხვა ტყვიები გავპტკვენი და ასეთი შედეგი დადგა შემავალი ჭრილობა, რომელშიც მოხვედრილი ჰქონდა ჰანტერი ეს კი გამომავალი, შიგნით კი გაუბედურებული და გაშავებული იყო შედედებული სისხლისგან ყველაფერი ეს კი დაახლოებით 25 მეტრიდან აქვს მოხვედრილი Uploaded with ImageShack.us მხოლოდ ეს უკვე silver pointi-ა მოხვედრილი პასტა თავისუფლად ჩავიდოდა შიგნით 3 სანტიმეტრზე მაინც, ძვლები დამტვრეული ხოლო ტყვიები ყველა შემთხვევაში გაუჩინარებული ეს კი დგევანდელი შედეგი Uploaded with ImageShack.us ერთს დავამატებ კიდევ, სასიამოვნოა როცა ესვრი ფრინველს და მოწყვეტით თუ არა, მაქსიმუმ 3წამში ეცემა მიწაზე, და არა 50მეტრის ფრენის შემდეგ.
| |
> |
|
|
Nov 24 2012, 03:12 PM
პოსტი
#2
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 275 რეგისტრ.: 7-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 569 |
დღის 4 საათი იყო როცა ძმაკაცი დავითანხმე რომ წავსულიყავით სანადიროდ. Uploaded with ImageShack.us დასაფიქრებელი დროც არ მივეცი, ტაქსი გავუგზავნე და დანიშნულების ადგილზე მივიყვანე. მოსვლისთანავე გულმა ვერ გაუძლო და ესროლა მაგრამ უშედეგოდ Uploaded with ImageShack.us შემდეგ იყო პაუზა რომელიც ძალიან იწელებოდა და ჩიტუნიები არ ჩანდნენ ჰორიზონტზე. დრო ვიხელთეთ და ფიშტოები ვაპოზირეთ Uploaded with ImageShack.us ნამეტანი ფოტოგენურები არ არიან მარა ცდილობენ ბატონო. ლაპარაკში ვიყავით გართულები, როცა დაახლოებით 40 მეტრში მოფრინდა პოტენციური მსხვერპლი და კუთხეზე ჩამოჯდა, ხვიხვინებდა ჩემი ფანტომასი, ძლივს დავიმორჩილე, სუნთქვა შევიკავე და გაფრინდა ბარაკუდა ფანთერი, ეკვეთა მტერს და ძირს დასცა Uploaded with ImageShack.us დაიჭრა ისე რომ გაფრენის სურვილიც აგარ გასჩენია, ვისარგებლე და სატყუარად გამოვიყენე, მაგრამ უკვე ბნელდებოდა და სიჩქარისგან იყო რამოდენიმე არაზუსტი გასროლა, საბოლოოდ 3 მტრედი, სამაგიეროდ სასიამოვნოდ გატარებული დრო. როგორც ყოველთვის მაინტერესებდა თუ რა ბალისტიკური მაჩვენებელი დატოვა ტყვიამ. Uploaded with ImageShack.us ტყვიამ ბარკლის ძვალი დაულეწა, მცირე დაზიანება მიაყენა მკერდის ქვედა ნაწილზე და მარცხენა ფრტაც მოტეხა, (ამიტომ ვეღარ გაფრინდა და სატყუარის მისია შეასრულა) ბოლოს საკონტროლო გასროლით მოუსწრაფეთ სიცოცხლე. Uploaded with ImageShack.us ეს კი მეორე ყმაწვილი Uploaded with ImageShack.usეს უგონოდ დაეცა. როგორც აღვნიშნე სასიამოვნოდ გავატარე დრო და ეს მოკრძალებული პოსტიც შევმატე საიტს.
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th April 2024 - 01:56 PM |
Hosted by Pro-Service |