ვყიდულობთ მაღალი წნევის კომპრესორს, 330 Bar და 380 ვოლტი :) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
ვყიდულობთ მაღალი წნევის კომპრესორს, 330 Bar და 380 ვოლტი :) |
Mar 29 2013, 09:13 PM
პოსტი
#1
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
მოკლედ ბევრი ვიფიქრე სად გამეხსნა ეს თემა და რადგანაც მაინც PCP-ს ეხება, გავხსენი PCP თემაში, როდესაც ყოლიფერი მორჩება გადავიტან სხვაგან. ესეიგი სათაურიდან გამომდინარე გასაგებია რაზეცაა საუბარი. სანამ დეტალეზე გადავალ პაწა გაფრთხილება: 1) ვისაც PCP იარაღი არ გაქვთ და არ აპირებთ უახლოეს მომავალში გადასვლას აღნიშნულ სისტემაზე, გთხოვთ თავი შეიკავოთ დაპოსტვისგან ამ თემაში 2) თემა არის ფინანსურ საკითხზე, ამიტომაც დიდი თხოვნაა ყურადღება იყოს 10-მაგად გამახვილებული 3) საუბარი იქნება საერთო ნივთზე, რომელიც საბოლოოდ ამა თუ იმ ფორმით გადაეცემა ჩვენს კლუბს (მადლობა ღმერს უკვე დარეგისტრირებულია, მაგრამ რას შვება პრეზიდენტი არ ვიცი, მალჩიტ კაკ რიბა აბ ლიოდ ბლიაზ ან ხანდახან რაცხას ისეთს დააბერტყებს რომ ყველა იფანტება ) 4) მჯერავს რომ მსურველი ბევრი იქნება, და მერწმუნეთ მოხარული ვიქნებით ყველა ვიხილოთ რიგებში, მაგრამ იმის გამო რომ ფინანსურად ცოტა არ იყოს მძიმე საკითხია და ყველას არ ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა... მოკლედ ბევრი ჭკუის დამრიგებლური სიტყვები რომ არ ვწერო - ძვირიანი საკითხია, და თუ ვერ წვდებით ფინანსურად ამ იდეას, არანაირი პრობლემა არაა ხალხნო, იგრძენით თავი თავისუფლად, არავინ არავის არ ავალდებულებს, სუფთა ინიციატივა, სურვილი და შესაძლებლობის თემაა. შეიძლება გქონდეს PCP, მაგრამ ვერ ახერხებდე მონაწილეობას, ამ საკითხში, ნუ დაიგრუზებით ყველაფერი წესრიგშია. ყველას ყველაფერი გვესმის. ნუ ეს უხეში მონახაზები რომ ვინმემ თავი რაღაცნაირად შეზღუდულად არ იგრძნოს, ტიპა დავალებული, ან უხერხულად ან რაიმე მაგდაგვარი. ახლა თვითონ საკითხთან დაკავშირებით: 1) ნუ აქტიურად გამოყენებადი და მოქმედი ბალონი ჯერჯერობით ერთია, რომელსაც ლამის მთელი ფორუმი ვხედნავთ მიუხედავად იმისა რომ 3-მა ადამიანმა იყიდა ვითომ და თავისთვის. 2) ვიცი რომ ალაგ-ალაგ ხალხი ჩნდება ხოლმე რომლებიც ასევე თურმე იყენებენ ბალონებს, მარა მერე ქრებიან ხოლმე.. 3) ამ ბოლო დროს ფორუმზე ამოტივტივდა რამდენიმე ბალონი (ძირითადად ახალ ჩამოტანილი), მაგრამ რამდენიმე კიდევ უტრიალებს ბალონებს და სავარაუდოდ ბალონ მფლობელთა რიგები კიდევ გაიზრდება 4) ყველაფერი ეს კაი, მაგრამ პარალელურად თავს იჩენს ერთი მამაძაღლური პუნქტი, ბალონის დატენვა 300 ატმოსფეროზე. სამწუხაროდ თბილისში ამ მომენტისთვის შესაძლებელია ბალონის მხოლოდ პეინტბოლისტებთან დატენვა. კაი ხალხი არიან, გულიანი, მაგრამ იმის გამო რომ არ უნდათ თავიანთი კომპრესორის კონფიგურაციაში ჩარევა, შეუძლიათ ბალონების მხოლოდ 275 ატმოსფეროზე დატენვა. დატენვისას ბალონი თბება და კი ჩანს რომ 275 ატმოსფეროა, მაგრამ რეალში 30-60 წუთში ბალონი გრილდება და წნევა თურმე სულაც არაა ხოლმე 275 ატმოსფერო. ვცადეთ დალოდება ადგილზე გაციება, მაგრამ ფაქტი ერთია, წამოსვლის მერე, ბალონში ყველაზე კაი შემთხვევაში 255-260 ატმოსფეროა ხოლმე. ანუ ბალონს სრული დატვირთვით ვერ ვიყენებთ (ეს ნახევრად დატენილი ბალონი კიდო ლამის 10 კაცს ატენინებს თოფებს და ლამის მართლა 50-60-ჯერ ახერხებს სხვადასხვა თოფის დატენვას). 5) პეინტბოლისტები საკმაოდ შორს არიან, წყნეთში 34 ავტობუსის ბოლო გაჩერებაზე. პრაქტიკულად წყნეთს გაცილებული ვართ და სულ ყველაზე მაღალ წერიტლში ვართ. შესაბამისად ასვლა ყოველთვის ვერ ხერხდება (დრო საწვევი, მანქანის არ ქონა), არადა ვინც ბალონის გემო ერთხელ მაინც გასინჯა, ნასოსისკენ მიბრუნება აღარავის აღარ უნდა ამ ყველაფრიდან გამომდინარე გამოიკვეთა 1 დიდი საკითხი, საჭიროა ჩვენი ლოკალური კომპრესორი, რომელსაც ბალონს დავატენინებთ სრულად 300 ატმოსფეროზე, იქნება შედარებით ახლო ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული ერთერთ წევრთან. პლიუს მისასვლელიც გვექნება ამ წევრთან, პლიუს საჭიროების შემთხევაში შესაძლებელი იქნება დროებით თამამად ამ ადამიანთან ბალონის დატოვება, შესაძლებელი იქნება პირველადი დატენვა, მერე გაციება და საბოლოო დატენვა რომ გარანტირებული 300 ატმოსფერო იყოს შიგნით. ეს საერთო კონცეფცია გასაგებია, იდეაც ამ კომპრესორის შესახებ ფორუმზე რომ რამდენიმე წელია ტრიალებს ეგეც ყველამ ვიცით, გადახედული იყო ყველანაირი ვარიაცია, იქ მხოლოდ თავაკის შეძენა და აქ აწყობა, ამერიკიდან ჩამოტანა, ჩინეთიდან გამოგზავნა და სხვა, ჯერჯერობით შედეგი არცერთმა არ მოგვცა, იმიტომ რომ ყველა თავისკენ ექაჩება და რაღაც ერთიანი სამოქმედო გეგმა არ არსებობს. რაღაც 2 თვის წინ მე ილარიონა და ნორიკა ვიყავით ერთერთ დეჟურნი დატენვაზე ასული წყნეთში, დავკარგეთ აურაცხელი დრო, რის გამოც ბოლოს სასროლად აღარ გვეყო დრო და იმ დღეს ილარიონასგან წამოვიდა კვნესა - აუ გეფიცები ოღონდ დასატენად აღარ ვიყო წასასვლელი და თანახმა ვარ კომპრესორისთვის 500$-ი დავდოო. სწორედ იმ დღიდან ცოტაოდენ უფრო აქტიურად დავიწყეთ რამდენიმე კაცმა ფიქრი კომპრესორზე, სამწუხაროდ, ჩემმა პირადმა მცდელობამ გავსულიყავი კავშირზე, ამერიკულ, იტალიურ, და ბერძნულ კომპანიებთან კავშირზე უშედეგოდ დამთავრდა, ზოგი მიშვებდა რუსეთში იქ გვაქვს წარმომადგენლობაო, ზოგი ვაბშე ამბობდა თქვენ ქვეყანა არ ხართ და ვერ გამოგიგზავნითო, ზოგმა კი უბრალოდ ფეხებზე დაიკიდა მათთან მიმართვა. ილარიონამ მოშმონა გზები თურქეთში, იდეაში გამოჩნდა ერთი ვარიანტი, მგონი 3000$-ად, მაგრამ ზომით არის კოშმარული რამ, კომპრესორი არის ვეებერთელა ზომის, აი ადრე ასფალტის ასაყრელად რომ დაყავდათ ხოლმე რუსული ვეებერთელა მისაბმელი ვაგონი იმხელაა, ნუ შედეგად გასაგებია მაგხელა ოყნა არავის არ გვჭირდება, ვიცინეთ მე და ილომ გულიანად და ჩავიქნიეთ მაგ იდეაზე ხელი ამხელას ნაღდად ვერაფერში გამოვიყენებდით პარალელურად თენგო, ჩვენი ერთ-ერთი აქტიური წევრი ჩინელების ბაზარს თავდაყირა აყენებდა, მაგრამ ნუ მიწყენს თენგო და ჩინელების კომპრესორები ჩვენთვის არ გამოდგება, მაგალითად ის კომპრესორი რომელსაც ჩვენ ვუმიზნებთ 9 ლიტრიან ბალონს 0-დან 275 ატმოსფერომდე ტენის 15-20 წუთში. ბოლო ასვლაზე დავინიშნე დრო და 180 ატმოსფეროდან 275-მდე დასჭირდა 4 წუთი (ნუ ბოლო 100 ატმოსფერო დატენა რა 1/3), ხოლო ჩინურები იგივე საქმეს, ანდომებენ სულ მინიმუმ 1 საათი (რეალში კი 80-90 წუთი), აღარაფერს ვამბობ ცვეთაზე, ფორმაზე, ნდობაზე, ხმაზე და ასე შემდეგ. ამიტომაც გავჩერდით იტალიურ შედარებით იაფიან კომპრესორზე, რომლის შეძენაში დახმარება შემოგვთავაზა იგივე პეინტბოლის სასტავმა (მოკლედ ჯიგარი ხალხია). საუბარია ელექტრო კომპრესორზე, რომელიც იმუშავებს ან 220-ზე ან სამ ფაზაზე (220-იანს ბოლო-ბოლო ჩემთან დავაგდებთ გარაჟში და Welcom ყველას, აი 3 ფაზის შემთხვევაში ადგილი შესარჩევი იქნება), მაქსიმალური სამუშაო წნევა ექნება 300-330 ატმოსფერო წარმადობა 100 ლიტრი ჰაერის შეკუმშვა ერთ წუთში. საუბარია Coltry Sub-ის მოდელზე, ვიზუალურად გამოიყურება მოკლედ იმ დღეს როდესაც ილიამ გულის ტკივილით თქვა რომ თანახმაა 500$ გადაიხადოს, ოღონდ და ყოველკვირა წყნეთში არ იყოს ასასვლელი, მეც მივაყოლე რომ ბაზარი არაა მეც დავდებ 500$-ს მეთქი, შედეგად მინიმუმ 2კაცი და 1000$ უკვე არის, მაგრამ საჭიროა მეტი და აი აქ იქნება ჩასართავი ყველა მსურველი, ვინც რაფერაც შესძლებს დახმარებას, ნუ ახლა მთლად 20 ლარზე როგორც ხვდებით აქ საუბარი სამწუხაროდ არ იქნება, მაგრამ როგორც ზემოთხსენებულმა 2-მა კაცმა გავრეკეთ ეგეთი დიდი თანხებიც არაა საჭირო. მოდით ჩამოვწერ სრულად ფინანსების ხარჯებს და .... ესე იგი პეინტბოლისტები გვაძლევენ შესაძლებლობას რომ კომპრესორი ვითრიოთ ფასდაკლებით 1950 ევროდ (პეინტბოლისტებისგან რაღაც წარმომადგენლობის პონტში ვთრეულობთ ფასდაკლებით, შეგახსენებთ საკმაოდ კაი ფასია, იმიტომ რომ პირდაპირ რომ გავდივართ იტალიელებთან კონტაქტზე ასახელებენ ფასად 2600-3000 ევროს). ამ თანხას დაემატება ჩამოტანის თანხა და თავისთავად გასაგებია განბაჟების თანხა. ჩამოტანაზე ილარიონამ მშვენიერი აზრი შემოგვთავაზა, მისმა კომპანიამ რაღაც უნდა ჩამოიტანოს ევროპიდან და შეუძლია თავის კონტეინერში აკვრევინოს თავი ამ კომპრესორს, შედეგად ჩამოტანის საფასური არაფერი არ დაჯდება, ანუ დაემატება მხოლოდ განბაჟება, უხეშად ეს გამოდის შემდეგი თანხები: 1950 ევროს + განბაჟების 351 ევრო + მოსაკრებელი და სხვა ტუტუცობები, ალბათ 20-30 ევრო = სულ გამოდის მიახლოებით 2325 ევრო (ნუ საშუალოზე დავამრგვალე) დღევანდელი კურსით ეს უხეშად არის, 4975-4985 ლარი, ესეც უხეშად დავამრგვალოთ და გამოვიდა 5000 ლარი, ნუ ჯერჯერობით თანხას დებს 2 კაცი, სულ გამოდის, 1000$ ანუ ლარებში ეს არის, უხეშად 1650 ლარი. ახლა 5000-ს გამოვაკლოთ 1650 ლარი და გამოვიდა 3350 ლარი - რომელიც არ ყოფნის ამ ჩამოწერილი ვეფხისტყაოსნის რეალიზებას. მგონი გავდივარ ფინიშისკენ , მოკლედ თანხა სახუმარო არ გამოდის, მესმის რომ მონაწილეობის სურვილი ყველას ექნება, მაგრამ იმედია არ მიწყენთ რომ ვთქვა - 20-20 და 30-30 ლარით ეს თანხა 30000000000 წელი არ აგროვდება... გვქონდა მცდელობა, აქტიური წევრებისთვის იგივე გვეთქვა, და პირდაპირი წესით სატელეფონო ზარებით გაგვერკვია ვინ რამდენს დადებდა რომ გაგვეგო ჰქონდა აზრი ამ საქმის რეალიზებას და საუბარს თუ არა, ნუ ნაწილობრივ პერსპექტივა ჩანდა, მაგრამ აქ უკვე ჩვენი საყვარელი კლუბის პრეზიდენტი და შეგნებით, სულით და ხორცით ევრეი ჩაერია დავდოთ ინფო ფორუმზეო და.... ესე იგი რა, არც ცოტას დადება არ უნდა, არც ჩამორჩენა, არც ის არც ეს და.... მოკლედ პრიმბულა გასაგებია, აზრიც იმედია გასაგებია, ამიტომაც, ვწერთ უკვე მიჩვეულ სიას და ყველა ვინც რამდენად თვლის რომ უღირს, ან არ უღირს ამ იდეის რეალიზება წერს რამდენის დადება შეუძლია, ან უღირს ამ საქმისთვის, შემდგომ გადავთვლით გადმოვთვლით და გავიგებთ ვხურავთ ერთხელ და სამუდამოთ ნებისმიერ თემას რომელშიც საუბარი იქნება კომპრესორზე (როგორც წინასწარ უკვე ცნობილ და განწირულ თემას), ან ერთხელ და საბოლოდ ვყიდულობთ ამ აგრეგატს და იმედია აღარ დაგვჭირდება ამ საკითხზე ახალი თემის გახსნა იმედია სიაში ჩამატება არ უნდა შეგახსენოთ როგორ ხდება სურვილის შემთხვევაში წინა დამპოსტველისგან აკოპირებთ სიას, ამატებთ შემდეგ ნომრად საკუთარ ნიკს და აწერს თანხას და ვალუტას რომელსაც დებთ მაშ ასე: 1) ilariona - 500.00 $ 2) ja_ja - 500.00 $ P.S. ნუ პეინპოსისტები იგივე აგრეგატს 2 წელია ხმარობენ და ერთხელ ჰქონდათ გასარემონტებელი ბენზინის მატორი (ანუ კომპრესორს ვააბშე არაფერი მოსვლის 2 წელია), ჩვენ ელექტრ მატორიანს ვიღებთ და პეინტბოლისტებივით ვირივით მგონი არ გვექნება სამუშაო, ასე რომ იმედი გვაქვს რომ მინიმუმ იგივე 2 წელიწადს შეკეთების გარეშე იმუშავებს კომპრესორი, ან უფრო მეტსაც იმუშავებს შეკეთების გარეშე, ნუ ახლა ზეთის შეცვლა დიდ დანახარჯებთან არაა დაკავშირებული და მაგას არც კი ვახსენებ
| |
> |
|
|
Mar 29 2013, 09:51 PM
პოსტი
#2
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
1) როდის არის თანხა დასადები? 2)+300 ლარი დაგავიწყდა საბაჟო მოსაკრებელი IMHO
| |
> |
|
|
Mar 29 2013, 09:57 PM
პოსტი
#3
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ნუ თუ ილარიონას კონტეინერში გვინდა რომ ჩავარდეს, მაშინ ალბათ საბოლოო ვადებს ილარიონა გვერტყვის. რაც შეეხება 300 ლარს, ეგ სულ ამერია, მე სტანდარტულად 12 ლარი და საბანკო გადარიცხვების საკომისიოები მეგონა ბლინ ესეიგი 25 ევრო მქონდა ჩათვლილი და მაგ თანხას უხეშად 250 ლარი დაემატება
| |
> |
|
|
Mar 29 2013, 10:24 PM
პოსტი
#4
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 40 რეგისტრ.: 1-February 13 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,709 ქალაქი:ბორჯომი |
გადასარევი იდეაა,გარკვეულ თანხას მეც დავდებ როცა შეგროვებას დავიწყებთ...ალბათ საბანკო ანგარიშს გავხსნით არა?
| |
> |
|
|
Mar 29 2013, 10:29 PM
პოსტი
#5
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
shonia82 არა საბანკო ანგარიშს არ გავხსნით. ამწუთას თუ რაიმეს გეგმავ ჯობია დაწერა რას ფიქრობ, როცა ვნახავთ რომ საჭირო თანხა გროვდება, მერე ერთ-ერთი ფორუმელის ანგარიშზე გადაირიცხება თანხები, ან ვისთვისაც მოსახერხებელი იქნება ხელზე მისცემს. სავარაუდოდ იქნება ის ვინც გადარიცხავს თანხას იტალიელებთან
| |
> |
|
|
Mar 29 2013, 10:46 PM
პოსტი
#6
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 43 რეგისტრ.: 5-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,725 ქალაქი:Tbilisi |
100 დოლარს ჩამოვდივარ, მიუხედავად იმისა რომ ბალონი არ მაქვს. საჭიროა რომ გვქონდეს
| |
> |
|
|
Mar 29 2013, 11:02 PM
პოსტი
#7
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
giga-76 შემდეგში სია გადააკოპირე ხოლმე და მიამატე ჩანაწერი. თორემ ასე რომელიღაც გვერდზე დაწერილი პოსტი დაიკარგება და ვერ გავიხსენებთ ვინ რა სურვილი გამოთქვა 1) ilariona - 500.00 $ 2) ja_ja - 500.00 $ 3) giga-76 - 100.00 $
| |
> |
|
|
Mar 30 2013, 12:18 AM
პოსტი
#8
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 43 რეგისტრ.: 5-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,725 ქალაქი:Tbilisi |
Gავითვალისწინებ, მაპატიეთ არ ვიცოდი
| |
> |
|
|
Mar 30 2013, 08:22 AM
პოსტი
#9
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
300$ დავდებ მაგრამ საქმე ის არის რომ ეხლა არ მაქვს და ის მაგიური რიცხვიც ცნობილია ზოგადად ფორუმელთა უმრავლესობისთვის რომ მაქვს ხოლმე
| |
> |
|
|
Mar 30 2013, 08:49 AM
პოსტი
#10
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
geojorjika აუ თუ შეიძლება მიგასექსავ რა! რა გჭირს, ბლიაძ სიაში ჩაწერა არ იცი? გიგა ახალია და შენ ყველ მეორე დღეს რაღაც სიაში წერიხარ და არ იცი სია როგორ იწერება? ვაააა, ბლიადზზზზზზ
| |
> |
|
|
Mar 30 2013, 09:52 AM
პოსტი
#11
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 289 რეგისტრ.: 12-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,317 |
ციტატა geojorjika აუ თუ შეიძლება მიგასექსავ რა! ?????? ვაიმე....
| |
> |
|
|
Mar 30 2013, 10:41 AM
პოსტი
#12
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 |
ციტატა(ja_ja @ 30th March 2013 - 09:49 AM) აუ თუ შეიძლება მიგასექსავ რა! მე გაძლევ უფლებას. 1) ilariona - 500.00 $ 2) ja_ja - 500.00 $ 3) giga-76 - 100.00 $ 4) ჟორჟიკა 300$ (მე გასესხებ და ხელფასზე მომცემ) ბლიაძ
| |
> |
|
|
Mar 30 2013, 01:46 PM
პოსტი
#13
|
||
Outstanding Сasual Dating - Actual Girls ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,874 რეგისტრ.: 18-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Usa წევრი №: 312 ქალაქი:magDandyVE |
1)ilariona - 500.00 $ 2) ja_ja - 500.00 $ 3) giga-76 - 100.00 $ 4) ჟორჟიკა 300$ (მე გასესხებ და ხელფასზე მომცემ) ბლიაძ 5) ნორიკა - 300$ შეიძლება ოდნავ მეტი, მარა ეს უეჭველი...
| |
> |
|
|
Mar 30 2013, 02:55 PM
პოსტი
#14
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ჰოო 1700$-მდე გროვდება ამ მომენტისთვის... 5000 ლარი + 250 საბაჟოს მომსახურება კი მიახლოებით არის 3180$ ანუ ჯერჯერობით იდეის განხორციელებას აკლია 1480 მარადმწვანე პრეზიდენტი, უხეშად 2450-2500 ლარი მდაა... ჯერ კაი შორს ვართ იდეის განხორციელებისგან
| |
> |
|
|
Mar 30 2013, 03:28 PM
პოსტი
#15
|
||
გურუ ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 |
1)ilariona - 500.00 $ 2) ja_ja - 500.00 $ 3) giga-76 - 100.00 $ 4) ჟორჟიკა 300$ (მე გასესხებ და ხელფასზე მომცემ) ბლიაძ 5) ნორიკა - 300$ შეიძლება ოდნავ მეტი, მარა ეს უეჭველი... 6) ბაზუკა - 300$ (მე გასესხებ და ხელფასზე მომცემ) ბლიაძ - ოღონდ ცოტა მეტი დროით თორე ჩემი ხელფასიდან 100 ლარს თუ გამოვალ ეგეც ხეირია, გავყიდი დიანას და მოგცემ (რავი ეგებ ზეგაც გაიყიდოს) პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია bazuka: Mar 30 2013, 03:29 PM
| |
> |
|
|
Mar 30 2013, 04:28 PM
პოსტი
#16
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 2,145 რეგისტრ.: 20-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 314 |
სოხას თხოვნით მე დავწერ. 1)ilariona - 500.00 $ 2) ja_ja - 500.00 $ 3) giga-76 - 100.00 $ 4) ჟორჟიკა 300$ (მე გასესხებ და ხელფასზე მომცემ) ბლიაძ 5) ნორიკა - 300$ შეიძლება ოდნავ მეტი, მარა ეს უეჭველი... 6) ბაზუკა - 300$ (მე გასესხებ და ხელფასზე მომცემ) ბლიაძ - ოღონდ ცოტა მეტი დროით თორე ჩემი ხელფასიდან 100 ლარს თუ გამოვალ ეგეც ხეირია, გავყიდი დიანას და მოგცემ (რავი ეგებ ზეგაც გაიყიდოს) 7) soxa -200$
| |
> |
|
|
Mar 30 2013, 04:36 PM
პოსტი
#17
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
kaka8079 უკაცრავად ვერ გავიგე შენ სოხას მაგივრად რატომ წერ? ერიდება თუ რა ხდება
| |
> |
|
|
Mar 30 2013, 04:52 PM
პოსტი
#18
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 2,145 რეგისტრ.: 20-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 314 |
ja_ja ნეტი მაქო გათიშული სახლში.
| |
> |
|
|
Mar 30 2013, 07:26 PM
პოსტი
#19
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 40 რეგისტრ.: 1-February 13 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,709 ქალაქი:ბორჯომი |
1)ilariona - 500.00 $ 2) ja_ja - 500.00 $ 3) giga-76 - 100.00 $ 4) ჟორჟიკა 300$ (მე გასესხებ და ხელფასზე მომცემ) ბლიაძ 5) ნორიკა - 300$ შეიძლება ოდნავ მეტი, მარა ეს უეჭველი... 6) ბაზუკა - 300$ (მე გასესხებ და ხელფასზე მომცემ) ბლიაძ - ოღონდ ცოტა მეტი დროით თორე ჩემი ხელფასიდან 100 ლარს თუ გამოვალ ეგეც ხეირია, გავყიდი დიანას და მოგცემ (რავი ეგებ ზეგაც გაიყიდოს) 7) soxa -200$ 8)shonia82-100$
| |
> |
|
|
Mar 30 2013, 08:38 PM
პოსტი
#20
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 |
bazuka ოკ
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th April 2024 - 05:35 AM |
Hosted by Pro-Service |